SlideShare a Scribd company logo
1 of 3
Download to read offline
1
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი
გეოგრაფიის მასწავლებელი ბესიკ მაჩიტაძე
2018 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილის
რეფლექსია
2018 წლის 10 დეკემბერს X კლასში ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი თემაზე
„ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)“.
გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო:
• მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა ნატოს როლზე თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობის
დაცვის კუთხით;
• მოსწავლემ გააცნობიეროს ნატოს მნიშვნელობა მისი წევრი ქვეყნების
უსაფრთხოებისათვის;
• მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ შემდეგი უნარები:
✓ წიგნიერების;
✓ გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობის;
✓ გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციის;
✓ ანალიზისა და დასკვნების გაკეთების;
✓ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის;
✓ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები.
გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიული. საგაკვეთილო
პროცესი წარიმართა გეგმის მცირედი ცვლილებებით, კერძოდ, ჯგუფურ მუშაობაში,
რომლის შესახებაც დეტალურად ვისაუბრებ ქვემოთ.
აქტივობა „წინარე ცოდნის გახსენება ბინგოს საშუალებით“ საკმაოდ სახალისოდ
წარიმართა, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ემოციებით ავსებდნენ „ბინგოს უჯრებს“,
თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული. ჩემი აზრით, ამ აქტივობით მოსწავლეებმა
შეძლეს წინარე ცოდნის გახსენება და აუმაღლდათ მოტივაცია გაკვეთილისთვის.
აქტივობა „ცოდნის გააქტიურება“ აზრობრივი რუკის გამოყენებით მცირე ხარვეზით
წარიმართა, ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დადგენა-შემოწმება რა იციან
ნატოს შესახებ, რაც არ ითვალისწინებს სხვადასხვა ლიტერატურიდან ინფორმაციის
მოძიებას, მაგრამ მოსწავლეებმა სახელმძღვანელო დაიხმარეს ნატოს შესახებ თავიანთი
წარმოდგენების წარმოჩენისას, თუმცა ჩემი მითითების შემდეგ შეწყვიტეს მისი გამოყენება.
სამომავლოდ ამ აქტივობის დაწყებამდე აუცილებლად წინასწარ მივცემ ზუსტ ინსტრუქციას,
მივუთითებ, რომ არ დაიხმარონ სახელმძღვანელო ან სხვა დამხმარე საშუალება, არ
მოერიდოთ და დააფიქსირონ ნებისმიერი შეხედულება, მიუხედავად იმისა არიან, თუ არა
დარწმუნებულები ამ პასუხის ჭეშმარიტებაში.
რაც შეეხება აქტივობას „ჯგუფური მუშაობა“ , შევიტანე მცირედი ცვლილებები;
➢ იმის გამო, რომ გაკვეთილზე არ დამეკარგა ჯგუფების ფორმირებისთვის დრო, რაც
ძირითადად გამოწვეული იქნებოდა დიდი ზომის საკლასო მერხების გადაადგილებით,
ჯგუფების ფორმირება მოვახდინე გაკვეთილის დაწყებამდე დანომრილი ოთხი ფერის
ფურცლით, ჯგუფის წევრებს ერთი ფერის ფურცელი შეხვდათ, რომელიც პირობითად
წარმოადგენდა შესაბამისი ჯგუფის წევრობის დამადასტურებელ „პასპორტს“,
ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ვთხოვე წარმოედგინათ ჯგუფის
წევრობის დამადასტურებელი „პასპორტი“, აღნიშნული პროცესი მოსწავლეებისთვის
2
სახალისო იყო, ჩემის აზრით მოსწავლეებში კიდევ უფრო გაიზარდა მოტივაცია
გაკვეთილისადმი.
➢ I ჯგუფის შესასრულებელ დავალებას, რომელიც გულისხმობდა ტექსტიდან
გამომდინარე პრეზენტაციის მომზადებას, დავუმატე კონტურულ რუკაზე ნატოს
შემქმნელი ქვეყნების დატანა, რაც მიზანშეწონილად მივიჩნიე, რადგან დანარჩენ სამ
ჯგუფს სამუშაო ჰქონდათ ადაპტირებულ ტექსტსა და კონტურულ რუკაზეც. ამით
ჯგუფებს თანაბარი სამუშაო ექნებოდათ შესასრულებელი. აღნიშნული ცვლილებით
მოსწავლეებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათ შეასრულეს ერთნაირი სიძლიერის სამუშაო,
გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობით გავედით გრძელვადიან მიზანზე - მოსწავლეებს
გაუუმჯობესდათ გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობისა და გეოგრაფიული
ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარები.
➢ შემდეგი ცვლილება ის იყო, რომ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფებს
დავუსვი მაღალ სააზროვნო უნარებზე გამავალი შეკითხვები (მაგ. 1. როგორ ფიქრობთ,
ნატოში გაეროსთან შედარებით არის თუ არა ყველა ქვეყანა თანასწორუფლებიანი? 2.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ნატო აქტიურად ჩაერია მისი არაწევრი ქვეყნის კონფლიქტებში,
რატომ არ ჩაერია საქართველოში არსებულ კონფლიქტებში? 3. თქვენი აზრით, რა იყო
ნატოს შექმნის მთავარი მიზეზი? 4. შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე მიზეზი, რატომ ვერ
გახდა საქართველო ნატოს წევრი?). აღნიშნულ კლასში დაბალი მსჯელობითი უნარების
არსებობის გამო, მიზანშეწონილად ჩავთვალე, დამესვა ეს შეკითხვები, რომ
მოსწავლეებს შეძლებოდათ უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა. მოსწავლეებმა
იმსჯელეს აღნიშნულ შეკითხვებზე და გასცეს საკმაოდ დასაბუთებული პასუხები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ჩაერთო ისეთი მოსწავლე, რომელიც
მანამდე სხვა გაკვეთილებზე არ გამოირჩეოდა აქტიურობით. ამ კონკრეტული
შეკითხვებით, გრძელვადიანი მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს
ანალიზის, დასკვნების, ვარაუდებისა და შედარებების გაკეთების უნარები.
ნატოს შესახებ ჯგუფებში პრეზენტაციების მომზადებით გაკვეთილის მთავარი
მოკლევადიანი მიზანი__ მოსწავლეებს მიეღოთ ფაქტობრივი ცოდნა ნატოს შესახებ__
მიღწეული იქნა. აგრეთვე, ჯგუფებში ტექსტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ
წიგნიერების, ჯგუფში საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები,
ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. განსაკუთრებით კმაყოფილი
დავრჩი ჯგუფური მუშაობით, რადგანაც თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო
ჩართული და აღსანიშნავია, რომ მთელი პასუხისგებლობით ეკიდებოდნენ მათზე
დაკისრებულ ფუნქციას, რაც აღვნიშნე კიდეც ჯგუფზე დაკვირვების სქემაში.
აქტივობით „პრეზენტაცია“ მოსწავლეებმა კარგად წარმოადგინეს თემები,
პრეზენტაციისას მომხსენებლებს ჰქონდათ მცირე ხარვეზები და რაც აღვნიშნე კიდეც
განმავითარებელი შეფასებით.
აქტივობა „შეფასება“ წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოსწავლეებმა თავად შეძლეს
დაესაბუთებინათ, რომელი აქტივობით გაკვეთილის რომელ მიზანზე გავიდნენ.
შეფასების დროს გამოვიყენე როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი
შეფასება. განმავითარებელი შეფასებით შევაფასე ჯგუფური მუშაობა და გაკვეთილში
ჩართულობა, ხოლო განმსაზღვრელი გამოვიყენე პრეზენტაციის დროს, კერძოდ, ჯგუფებში
დარიგებული პრეზენტაციის შეფასების სქემებით მოსწავლეებმა ინდივიდუალურად
შეაფასეს პრეზენტატორები. შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები საკლასო ოთახის
კედელზე ფორმატის სახით იყო წარმოდგენილი, აგრეთვე ჯგუფებშიდაც დავარიგე
გაკვეთილის დასაწყისში. მოსწავლეებს ჰქონდათ გათავისებული ყველა ის კრიტერიუმი,
3
რომლითაც ხდებოდა მათი შეფასება და თავადაც შეეძლოთ მოეხდინათ ჯგუფში მუშაობის
თვითშეფასება, რასაც წარმატებით გაართვეს თავი.
ბოლო აქტივობის, „საშინაო დავალების“ („როგორი წარმოგიდგენიათ საქართველო
ნატოში გაწევრიანების შემდეგ?“), შესრულებით მოსწავლეები გავლენ გრძელვადიან
მიზანზე, მათ განუვითარდებათ ანალიზის, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნების გაკეთებისა
და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები.
ვთვლი, რომ დასახულ მოკლევადიან და გრძელვადიან მიზანს მივაღწიე, რადგან
მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააცნობიერეს ნატოს მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში
მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში, განხორციელებული აქტივობებით
განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები (მსჯელობის, ანალიზის, წიგნიერების,
დასკვნების გაკეთების, გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობისა და ინფორმაციის
ინტერპრეტაციის უნარები). სხვა დროს მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას
აუცილებლად გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ
იმ მონაკვეთს, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზი.

More Related Content

More from Besik Machitadze

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxBesik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxBesik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxBesik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxBesik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxBesik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxBesik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxBesik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxBesik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxBesik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxBesik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxBesik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxBesik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxBesik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxBesik Machitadze
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxBesik Machitadze
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxBesik Machitadze
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptxBesik Machitadze
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxBesik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
 

B.machitadze reflection 10.12.2018

  • 1. 1 სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გეოგრაფიის მასწავლებელი ბესიკ მაჩიტაძე 2018 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილის რეფლექსია 2018 წლის 10 დეკემბერს X კლასში ჩავატარე გარე დაკვირვების გაკვეთილი თემაზე „ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)“. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო: • მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა ნატოს როლზე თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობის დაცვის კუთხით; • მოსწავლემ გააცნობიეროს ნატოს მნიშვნელობა მისი წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისათვის; • მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ შემდეგი უნარები: ✓ წიგნიერების; ✓ გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობის; ✓ გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციის; ✓ ანალიზისა და დასკვნების გაკეთების; ✓ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის; ✓ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, სახალისო და ინტერაქტიული. საგაკვეთილო პროცესი წარიმართა გეგმის მცირედი ცვლილებებით, კერძოდ, ჯგუფურ მუშაობაში, რომლის შესახებაც დეტალურად ვისაუბრებ ქვემოთ. აქტივობა „წინარე ცოდნის გახსენება ბინგოს საშუალებით“ საკმაოდ სახალისოდ წარიმართა, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ემოციებით ავსებდნენ „ბინგოს უჯრებს“, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული. ჩემი აზრით, ამ აქტივობით მოსწავლეებმა შეძლეს წინარე ცოდნის გახსენება და აუმაღლდათ მოტივაცია გაკვეთილისთვის. აქტივობა „ცოდნის გააქტიურება“ აზრობრივი რუკის გამოყენებით მცირე ხარვეზით წარიმართა, ამ აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დადგენა-შემოწმება რა იციან ნატოს შესახებ, რაც არ ითვალისწინებს სხვადასხვა ლიტერატურიდან ინფორმაციის მოძიებას, მაგრამ მოსწავლეებმა სახელმძღვანელო დაიხმარეს ნატოს შესახებ თავიანთი წარმოდგენების წარმოჩენისას, თუმცა ჩემი მითითების შემდეგ შეწყვიტეს მისი გამოყენება. სამომავლოდ ამ აქტივობის დაწყებამდე აუცილებლად წინასწარ მივცემ ზუსტ ინსტრუქციას, მივუთითებ, რომ არ დაიხმარონ სახელმძღვანელო ან სხვა დამხმარე საშუალება, არ მოერიდოთ და დააფიქსირონ ნებისმიერი შეხედულება, მიუხედავად იმისა არიან, თუ არა დარწმუნებულები ამ პასუხის ჭეშმარიტებაში. რაც შეეხება აქტივობას „ჯგუფური მუშაობა“ , შევიტანე მცირედი ცვლილებები; ➢ იმის გამო, რომ გაკვეთილზე არ დამეკარგა ჯგუფების ფორმირებისთვის დრო, რაც ძირითადად გამოწვეული იქნებოდა დიდი ზომის საკლასო მერხების გადაადგილებით, ჯგუფების ფორმირება მოვახდინე გაკვეთილის დაწყებამდე დანომრილი ოთხი ფერის ფურცლით, ჯგუფის წევრებს ერთი ფერის ფურცელი შეხვდათ, რომელიც პირობითად წარმოადგენდა შესაბამისი ჯგუფის წევრობის დამადასტურებელ „პასპორტს“, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს ვთხოვე წარმოედგინათ ჯგუფის წევრობის დამადასტურებელი „პასპორტი“, აღნიშნული პროცესი მოსწავლეებისთვის
  • 2. 2 სახალისო იყო, ჩემის აზრით მოსწავლეებში კიდევ უფრო გაიზარდა მოტივაცია გაკვეთილისადმი. ➢ I ჯგუფის შესასრულებელ დავალებას, რომელიც გულისხმობდა ტექსტიდან გამომდინარე პრეზენტაციის მომზადებას, დავუმატე კონტურულ რუკაზე ნატოს შემქმნელი ქვეყნების დატანა, რაც მიზანშეწონილად მივიჩნიე, რადგან დანარჩენ სამ ჯგუფს სამუშაო ჰქონდათ ადაპტირებულ ტექსტსა და კონტურულ რუკაზეც. ამით ჯგუფებს თანაბარი სამუშაო ექნებოდათ შესასრულებელი. აღნიშნული ცვლილებით მოსწავლეებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათ შეასრულეს ერთნაირი სიძლიერის სამუშაო, გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობით გავედით გრძელვადიან მიზანზე - მოსწავლეებს გაუუმჯობესდათ გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობისა და გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარები. ➢ შემდეგი ცვლილება ის იყო, რომ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯგუფებს დავუსვი მაღალ სააზროვნო უნარებზე გამავალი შეკითხვები (მაგ. 1. როგორ ფიქრობთ, ნატოში გაეროსთან შედარებით არის თუ არა ყველა ქვეყანა თანასწორუფლებიანი? 2. თქვენ აღნიშნეთ, რომ ნატო აქტიურად ჩაერია მისი არაწევრი ქვეყნის კონფლიქტებში, რატომ არ ჩაერია საქართველოში არსებულ კონფლიქტებში? 3. თქვენი აზრით, რა იყო ნატოს შექმნის მთავარი მიზეზი? 4. შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე მიზეზი, რატომ ვერ გახდა საქართველო ნატოს წევრი?). აღნიშნულ კლასში დაბალი მსჯელობითი უნარების არსებობის გამო, მიზანშეწონილად ჩავთვალე, დამესვა ეს შეკითხვები, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ უფრო მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა. მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ შეკითხვებზე და გასცეს საკმაოდ დასაბუთებული პასუხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ჩაერთო ისეთი მოსწავლე, რომელიც მანამდე სხვა გაკვეთილებზე არ გამოირჩეოდა აქტიურობით. ამ კონკრეტული შეკითხვებით, გრძელვადიანი მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ანალიზის, დასკვნების, ვარაუდებისა და შედარებების გაკეთების უნარები. ნატოს შესახებ ჯგუფებში პრეზენტაციების მომზადებით გაკვეთილის მთავარი მოკლევადიანი მიზანი__ მოსწავლეებს მიეღოთ ფაქტობრივი ცოდნა ნატოს შესახებ__ მიღწეული იქნა. აგრეთვე, ჯგუფებში ტექსტზე მუშაობით მოსწავლეებს განუვითარდათ წიგნიერების, ჯგუფში საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი ჯგუფური მუშაობით, რადგანაც თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და აღსანიშნავია, რომ მთელი პასუხისგებლობით ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ ფუნქციას, რაც აღვნიშნე კიდეც ჯგუფზე დაკვირვების სქემაში. აქტივობით „პრეზენტაცია“ მოსწავლეებმა კარგად წარმოადგინეს თემები, პრეზენტაციისას მომხსენებლებს ჰქონდათ მცირე ხარვეზები და რაც აღვნიშნე კიდეც განმავითარებელი შეფასებით. აქტივობა „შეფასება“ წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოსწავლეებმა თავად შეძლეს დაესაბუთებინათ, რომელი აქტივობით გაკვეთილის რომელ მიზანზე გავიდნენ. შეფასების დროს გამოვიყენე როგორც განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასებით შევაფასე ჯგუფური მუშაობა და გაკვეთილში ჩართულობა, ხოლო განმსაზღვრელი გამოვიყენე პრეზენტაციის დროს, კერძოდ, ჯგუფებში დარიგებული პრეზენტაციის შეფასების სქემებით მოსწავლეებმა ინდივიდუალურად შეაფასეს პრეზენტატორები. შეფასების რუბრიკები და კრიტერიუმები საკლასო ოთახის კედელზე ფორმატის სახით იყო წარმოდგენილი, აგრეთვე ჯგუფებშიდაც დავარიგე გაკვეთილის დასაწყისში. მოსწავლეებს ჰქონდათ გათავისებული ყველა ის კრიტერიუმი,
  • 3. 3 რომლითაც ხდებოდა მათი შეფასება და თავადაც შეეძლოთ მოეხდინათ ჯგუფში მუშაობის თვითშეფასება, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. ბოლო აქტივობის, „საშინაო დავალების“ („როგორი წარმოგიდგენიათ საქართველო ნატოში გაწევრიანების შემდეგ?“), შესრულებით მოსწავლეები გავლენ გრძელვადიან მიზანზე, მათ განუვითარდებათ ანალიზის, ვარაუდების გამოთქმის, დასკვნების გაკეთებისა და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარები. ვთვლი, რომ დასახულ მოკლევადიან და გრძელვადიან მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა იმსჯელეს და გააცნობიერეს ნატოს მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვაში, განხორციელებული აქტივობებით განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები (მსჯელობის, ანალიზის, წიგნიერების, დასკვნების გაკეთების, გეოგრაფიულ თვალსაჩინოებებზე მუშაობისა და ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარები). სხვა დროს მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც დაფიქსირდა ხარვეზი.