SlideShare a Scribd company logo
1 of 26
Download to read offline
poezia
ქ. ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო
სკოლის ციფრულ-ლიტერატურული ჟურნალი №2
პოეზია
პროზა
დრამატურგია
კრიტიკა-პუბლიცისტიკა
სრულყოფილი განათლება - საქართველოს ბრწყინვალების საწინდარი!
რედკოლეგია
კონტაქტი
levan daSniani
ana merkvilaZe
mariam maRlakeliZe
giorgi memaniSvili
TaTia kacitaZe
sandro ediberiZe
TamTa xujaZe
nino kirkitaZe
luka kirkitaZe
ana merkvilaZe
ყველაფერი არის ძლიერ კარგად
I მოქმედება
ექიმის კაბინეტი,საკონსულტაციო ოთახი, ახალგაზრდა ყმაწვილი შედარებით ასაკოვან
(დედა) ქალბატონთან ერთად. შეშფოთებულნი არიან.
დედა - ექიმო, იქნებ რამე შეცდომაა! (სასოწარკვეთილი)
ექიმი – ფაქტიურად, შეცდომა გამორიცხულია.
ნიკა – ნუთუ ეს შესაძლებელია?!
ექიმი – რა გითხრათ, ყმაწვილო, ძალიან ვწუხვარ!
დედა – მითხარით, რა იქნება ჩვენი იმედი?
ექიმი – უიმედო რა არის! არსებობს შანსი.
ნიკა – ჰო, ჰო, არ შეიძლება გამოსავალი არ არსებობდეს, (ხელს ურტყამს მაგიდას, დაემხობა)
ექიმი – შანსებზე უფრო ადრე უნდა გეფიქრათ, ყმაწვილო! (მკაცრი ხმით)
დედა – როდის იყო ეს ადრე, ექიმო, ეს ხომ ჯერ 17 წლისაც არაა.
ექიმი – საქმეც მაგაშია! ჯერ კიდევ არ არის 17 წლის და უკვე მოასწრო საეჭვო
ყოფაქცევის ქალებთან კონ...
ნიკა – (აწყვეტინებს) მე მხოლოდ ერთხელ... ისიც ძმაკაცებმა ძალით წამიყვანეს... (ამბობს
ტანჯვით)
ექიმი – იმ ერთხელ კონტაქტით თქვენ მოახერხეთ საფრთხეში ჩაგეგდოთ არამხოლოდ
თქვენი, არამედ საყვარელი ადამიანის სიც...
ნიკა – (ისევ აწყვეტინებს) მე არ ვიცოდი, გესმით! არ ვიცოდი!
ექიმი – (დაყვავებით) მაპატიეთ, გავცხარდი. მაპატიეთ, მაგრამ ნუკა ჩემი ძმიშვილია!
ღმერთო დიდებულო! როგორ გავამხილო ოჯახში! რა ვთქვა, ქ-ნო ნინო,
მირჩიეთ რამე! (მიუბრუნდება ნიკას დედას)
დედა – განადგურებული ვარ. თავზარი დამეცა, ბ-ნო გურამ. არ იფიქროთ, მხოლოდ
ჩემს შვილს ვჯავრობდე! გული მიკვდება, რომ ნუკაც ... ორივე! ღმერთო, მე ხომ
ორივე სადარდებელი მყავს.
ექიმი – რით განუგეშოთ? ყველაზე მძიმე თქვენი ხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტი თქვენ
დააშავეთ! (დედა შეკრთა, შეიჭმუხნა)
დედა – მეე? რით? როგორ? თან რომ გადავყევი შვილს, იმით? ერთი წუთით რომ არ
ჩამიხრია მუხლი? ლექციებიდან შინ რომ გავრბოდი და ვიჯექი დაღამებამდე
აბიტურიენტებთან, რომ ამას შეძლებოდა ინგლისურის, ესპანურის,
კომპიუტერის, ცეკვის შესწავლა, საყვარელი ნივთების, პიკნიკების, ინტერნეტ
კლუბებისა და ათასი სურვილის დაუფლება? იმით, რომ მისთვის არ არსებობდა
რამე ოცნება, რომელსაც დედა ვერ აუსრულებდა?
ექიმი – ქ-ნო ნინო! ( დედა არ ჩერდება)
დედა – თქვენ იცით, რომ ნიკა ხუთი წელი დადიოდა აუზზე? მერე – სოლარიუმში,
ორი წელი ბითლზ-კლუბში, სამჯერ იყო კრუიზში მეგობართან ერთად.
თითქმის გაკეთებული მქონდა...
ექიმი – ქ-ნო ნინო! (არ ჩერდება)
დედა – ამერიკაში წასვლა, ჯერ ამას უნდა ჩაებარებინა გამოცდები აქვე, თბილისში.
შედეგებზე უკე ვიწვალე და თითქმის გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება,
თქვენ არ იცით, რა დამიჯდა ამ საქმის მოგვარება.
ექიმი – ქ-ნო ნინო! ( აწყვეტინებს)
დედა – ვერ გამაჩერებთ, ბ-ნო გურამ, აი, მაშინ გამოჩნდა თქვენი ნუკა, ამ ვაჟბატონმა
წიხლი ჰკრა ჩემს გეგმებს და კანზასის ნაცვლად წყალტუბოში გაქროლდა
ბებიამისთან, თან წაიყვანა თქვენი ნუკა, ჩაშალა ჩემი გეგმები.
ექიმი – ქ-ნო ნინო (ხმას უწევს)
დედა – დიახ, ბ-ნო გურამ, ერთი თქვენი ნუკასთვისაც გეკითხათ, 15 წლის გოგო სად
მიჰყვებოდა ამ დეგენერატს და რა უნდოდა წყალტუბოში?
ნიკა – (აქამდე გაოგნებული დადიოდა, თავში ჰქონდა ხელები წავლებული, ყვირის) გაჩუმდი,
დედა!
დედა – არ გავჩუმდები, რადგან მე, ნურას უკაცრავად, ბ-ნო გურამ, ვინმე უვიცი
დედაკაცი არ გეგონოთ! მე...
ნიკა – დედაა! (ყვირის)
დედა – მე ყველა იმედი გადამიწურა ამათმა აჩქარებულმა ნაბიჯმა, მაგრამ პირში
წყალი ჩავიგუბე, ენა გადავყლაპე და მხარში ამოვუდექი ახალგაზრდებს და,
თურმე, მე, ჩემო ბიჭო, მე ვარ ახლა იმაში დამნაშავე, რომ შენ, ვისთვისაც მთელი
სიცოცხლე ვიღწვოდი, შენ, ვინც მთელ ქვეყანას მირჩევნიხარ... (ტირის)
ნიკა – გაჩუმდი, დედაა! (ცრემლნარევი ხმით)
(ერთმანეთს უახლოვდებიან)
დედა – თურმე მე, ვინც სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი...
ნიკა – დედაა!
დედა – მისი ერთადერთი სიხარული შიდსს... (ვეღარ ასრულებს სიტყვას)
ნიკა - ( გულში ეკვრის დედას და ცახცახებს)
ექიმი – დამშვიდდით! (უხერხულად იშმუშნება, ბოლთას სცემს. აცდის დედა-შვილს დაწყნარებას)
დამშვიდდით, მე მესმის თქვენი! მე ყველაფერი ვიცი, განა არ ვიცი, რა ძნელია,
მაგრამ... დამშვიდდით, უსაშველო არაფერია. ნათქვამია: სიკვდილამდე ვის
მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა! კიდევ კარგი, ამჯერად არსებობს უამრავი
პრეპარატი.
დედა – მომეშვით, ბატონო გურამ!.. (ვედრების ხმით)
ექიმი – ვერ მოგეშვებით, რადგან თქვენ და თქვენისთანა დედები მხოლოდ შვილის
მომავალზე ფიქრობთ, აგებთ სასახლეებს, ხარჯავთ მილიონებს მათ აღზრდასა
და განათლებაზე, სინამდვილეში კი არ იცით, რომ მთავარი მათი ჯანსაღი
ცხოვრების წესია.
დედა – რას ამბობს ეს კაცი! ღმერთო დიდებულო! დაადუმე ენა ბრმადმეტყველი!
(გაჯავრებული)
ექიმი – მე ვარ ბრმადმეტყველი! (მწარედ იღიმება) მითხარით, ქ-ნო ნინო რამდენჯერ
ესაუბრეთ ნიკას სექსუალურ საკითხებზე?
დედა – მეე? მე – რატომ? ეს ხომ... სირცხვილია (შერცხვა, დაიბნა,აილეწა)
ექიმი – ესეც ქართული სირცხვილი!
დედა – რას მერჩით, ბ-ნო გურამ?!
ექიმი – თქვენ რომ თავის დროზე გეთქვათ ნიკასათვის რომ სექსი თავდაცვის გარეშე...
დედა – (რცხვენია) ბ-ნო გურამ, არ ვაპირებ თქვენთან სექსზე საუბარს!
ექიმი – არც მე! უბრალოდ, უნდა შეგახსენოთ თქვენი დანაშაული! თქვენ...
დედა – არაფრის გაგონება არ მსურს! (და ნიკასთან ერთად გარბის კაბინეტიდან)
ექიმი – (მონოლოგი) არ გსურთ და ძალიან ცდებით. თქვენმა სულელურმა მორცხვობამ
მიგიყვანათ ამ ზომამდე! თქვენ რომ ნიკასთვის გეთქვათ, რომ შიდსი არ
გადადის ცემინებით, ხველით, მწერების ნაკბენით, რომ იგი არც სხვისი
ტანსაცმლის ჩაცმითა და კოცნით არ გადადის, რომ ეს ვერაგი დაავადება,
შეიძლება აიკიდო ინფიცირებული სისხლის გადასხმისას, სქესობრივი
კავშირით, საინექციო ნარკოტიკების გამოყენებისას საერთო შპრიცით, მაშინ
თქვენი ნიკა დღეს შიდსიანი არ იქნებოდა და არც ჩვენს პატარა ნუკას ექნებოდა
ეს საზიზღარი ვირუსი. და მე აღარ დამჭირდებოდა იმაზე ფიქრი, როგორ
მივიდე ჩემს საცოდავ ძმასთან და ვუთხრა, რომ ნუკას... (ტელეფონის ზარია)
დიახ... ჰო, გურამი ვარ... დიახ, დიახ, ქ-ნო ლელა. რა თქვით?.. როგორ? ნუთუ ეს
შესაძლებელია?.. მადლობა უფალს... ღმერთო, როგორ გამახარეთ! დიახ, დიახ.
რა თქმა უნდა! (გახარებული ემშვიდობება, ისევ კრეფს ნომრებს)
ექიმი – ალო, დათო, მე ვარ, ჰო, მე ვარ. ბიჭო, დღეს მოვკვდი და გავცოცხლდი.
სანთლები დაანთე, ძმაო. ახლავე მოკლედ გეტყვი ყველაფერს. ნიკას შიდსი
აღმოაჩნდა. მისი სისხლის ანალიზის პასუხი დღეს დილით მომიტანეს. ნუ
გეშინია, ახლახან დამირეკეს ლაბორატორიიდან, ნუკას ვირუსი არ აღმოაჩნდა.
ჰო, აი, სწორად ამიტომ გირეკავ, დღესვე, ამწუთში გაქროლდი და ნუკა სახლში
წაიყვანე. არ წამოგყვება? ბიჭები გაიყოლე და ძალით წამოიყვანეთ. მათი ერთად
ყოფნა არ შეიძლება. კარგი!
II მოქმედება
ბინა. საწოლზე დამხობილია ნიკა. დედამისი ოთახში წრიალებს. ხელებს იმტვრევს.
დედა – ნიკუშ! ( ნიკა არ ინძრევა)
დედა – ნიკ! ჩემო სიხარულო!
ნიკა – გადი ჩემი ოთახიდან ! (ღრიალებს)
დედა – ნიკუშ! დედი, გეხვეწ...
ნიკა – გაეთრიე ჩემი ოთახიდან! არ გესმის შენ! (წამოხტება) გადი-მეთქი, შენი...
დედა – (კივის) ნიკააა!
ნიკა – ჰო, მე შენი!..
დედა – (ტუჩებზე ხელს აფარებს) გაჩუმდი!
ნიკა – გავჩუმდე, არა? ახლა გავჩუმდე არა? (დედა აცახცახებული ხელით სიგარეტს უკიდებს)
ნიკა – მე გავჩუმდე, მეე? დავდუმდე მისი უმაღლესობა ქ-ნი ნინოს წინაშე, რომელმაც
წელს კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, პროექტი რქებით გაიტანა, თავზე
გადაახტა მასზე მაღალი ხარისხის მქონე სწავლულებს და დაამტკიცა, რომ
მხოლოდ მისი პროექტია რეალური და მომგებიანი და მხოლოდ ...
დედა – რა გაყვირებს, არ შეიძლება ეგ ყველაფერი ხმადაბლა თქვა?
ნიკა – ვერ მოგართვი ხმადაბალი და ელიტური ოჯახი! დაე, გაიგონ, შიდსიანი შვილი
რომ გყავს და იცი, რატომ, ძვირფასო დედიკო? იმიტომ, რომ ერთი 10 წუთიც კი
არ ჩამომჯდარხარ ჩემს გულთან, ერთხელაც არ შეხებიხარ ჩემი ფიქრების
გორას, ერთხელაც არ გაგიგია ჩემი ტკივილის სიმწარე და არასოდეს მოგიცია
ნუგეში!
დედა – ნიკა!
ნიკა – რა ნიკა, რა! არ გესიამოვნა, დედიკო?
დედა – მე ხომ...
ნიკა – ჰო, რა თქმა უნდა, ფულებს მაძლევდი, მწვანე დოლარით დაიწყო და ვარდისფერ
ევროდ იქცა შენი მოწყალება ქ-ნო ნინო, ის კი არ იცოდი, სად მიდიოდა შენი
მოცემული ფულები!
დედა – სად?
ნიკა – ხაჩიკას ჯიბეში!
დედა – რას ბოდავ, ვინ არის ხაჩიკა?
ნიკა – ეს უბანი უჭირავს.
დედა – შენ რა საქმე გაქვს უბანთან? (წამოიქოჩრა ამაყად)
ნიკა – უბანმა ამიგდო, დედა! მომაჯდა და მახოხა, ჩემო სწავლულო დედიკო!
დედა – რას ბოდავ?
ნიკა – იმას, რომ მომაჯდნენ და მათამაშეს თავის ჭკუაზე. ყველამ დამიბრიყვა, ფულსაც
მაწერდნენ და შმოტკებსაც...
დედა – რატომ არ მითხარი?
ნიკა – წამოხვიდოდი და ლექციას წაუკითხავდი არა? (დამცინავად) შენ არ გითხარი,
მაგრამ ხაჩიკას ვუთხარი და ხაჩიკამ ჩემი პატრონობა თავის თავზე აიღო, დედა!
სამაგიეროდ ჩვენ გავარღვიეთ სამყაროს კანონები და მათ შორის ჩვენი
სახელმწიფოს კანონებიც, ჩემო დედიკო და სამომხმარებლო ბაზარზე შენი
ნაჩუქარი ფულების წყალობით ჩვენც გავედით როგორც მუდმივი
მომხმარებლები.
დედა – რისიიი? (კივის)
ნიკა – ნარკოტიკების!.. (ნიშნის მოგებით უცქერის . დედა დამუნჯებულია) ასე, რომ, ჩემო
დედიკო, ეს შიდსი არის არა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისაგან ნაჩუქარი,
არამედ ბაიანისაგან აკიდებული.
დედა – ნიკააა (ქვითინებს, ჩურჩულებს)
ნიკა – ხაჩიკასაც შიდსი აქვს, დედა. (ისიც ჩურჩულებს) თურმე, შიდსი ჰქონია მაგ
ძაღლიშვილს, დედაა! სად იყავი, შენ, დედა, მაშინ, მე რომ მიჭირდა, სად? შენი
სამეცნიერო ხარისხები და ძვირფასი პროექტები ხედავ, რა ძვირი დამიჯდა,
დედა! ნუკა რატომ წამართვეს, დედა? მამასთან ურთიერთობის უფლებას რატომ
არ მაძლევდი, დედა? იქნებ მასთან ყოფნა გადამარჩენდა, დედა? მითხარი, რა
ვქნა, სად ვიცხოვრო, როგორ? რა გავაკეთო, ნუკა როგორ დავიბრუნო, მიშველე
დედა!
(ერთმანეთს ეხვევიან)
(ნიკას მონოლოგისას დედა გამუდმებით ამბობს ერთსა და იმავეს):
დედა - ყველაფერი კარგად იქნება, ექიმებს ვესაუბრე, საუკეთესო სპეციალისტები
არიან, ამერიკაშიც დავუკავშირდი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკას, ყველაფერი
კარგად იქნება, ნიკა. ნუ გეშინია, ნიკუშ... ნუ გეშინია, დედა!
ნიკა – სამყარო თავზე დამემხო, დედა!
მედეა ნიქაბაძე, XI კლასის მოსწავლე, 16 წლის
წ ვ ი მ ა
წვიმდა მთელი დღე განუწყვეტლივ, გადაუღებლად,
წვიმის წვეთები დასტიროდნენ დედამიწის ზურგს,
თითქოს დარდობდნენ და წარსულის ბედზე ფიქრობდნენ,
თითქოს უნდოდათ, გაჰყოლოდნენ ამ მშვენიერ წუთს.
და, აი, ამ დროს მივდიოდი სველი გზის პირას,
ჩაფიქრებული, დარდიანი:` გაზაფხული მსურს!~
და აი ამ დროს ამოვიდა ქვეყნის მნათობი
და მეც ვავსებდი სიხარულის ძალით ამ ჩემს გულს.
ლევან დაშნიანი, VIII კლასი, 14 წლის
ზამთრის სურათი
თეთრი პეპლები მოქრის,
თეთრად კამკამებს გზა,
თეთრი ჩაუცვამთ სერებს,
და იქუფრება ცა.
ფანტელი ფანტელს მოსდევს,
ხვალაც ითოვებს კვლავ?
თეთრია ირგვლივ სივრცე,
თეთრია ყველა მთა.
ამ სითეთრეში, იქნებ,
უფრო გავაგნოთ გზა,
იქნებ, გაიხსნას სივრცე,
გამოიდაროს ხვალ.
ანა მერკვილაძე, 13 წლის, VII კლასი
თურმე მესიზმრებოდა
ნახე, ისევ მოვიდა ეს აპრილი, ლაჟვარდი,
მე ქარს დავდევ ფეხდაფეხ, ყელს გედივით ვიღერებ,
როგორ შეიცვალე და როგორ გადასხვაგვარდი,
გავიგონე, ჩიტები რომ მღეროდნენ სიმღერებს.
ხელგაშლილი მოვქროდი ჩემი ლაღი მხედრისკენ,
დაუბერა ნიავმა და შენ თეთრად დაგთოვა,
ალუბლების ფურცლები მხრებზე გეფინებოდა,
მართლა შემხვდი, მეგონე, თურმე მესიზმრებოდა.
მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის
ჩემო აფხაზეთო
შორი ზღვა, შორი ცა სად გაქრა?
აღარ ჩანს მზის სხივი, დაღამდა,
ლურჯი ცა, ლურჯი ზღვა აღარ ჩანს,
დაღამდა, ო ,როგორ დაღამდა!
სად არის, სად უნდა ვეძებო?
სადა ხარ, შენ, მწვანე ედემო?
მინდვრებო, ჭალებო, ტყეებო,
მითხარით, სად უნდა გეძებოთ?
მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის
თ ო ვ ლ ი
თეთრი თოვლით დაათოვა გზებს,
თეთრი თოვლით დაათოვა მთებს,
თეთრი კაბით შეიმოსა ხე,
თეთრი სევდა შეირია დღემ.
ისევ თეთრი ფიფქით ათოვს მთებს,
თეთრმა ცამ კი გადაფარა მზე,
თეთრი სევდა მომერია მეც,
თეთრი ძილით მიიძინა დღემ.
მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის
ფოთლების წვიმა
შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლების წვიმა
ნაზი ფარფატით უხმაუროდ ეშვება ხიდან,
აღარ ეშვება ოქროსფერი სხივები მზიდან,
წვრილი წვეთები ცრემლებივით ვარდება ციდან.
ცის ლურჯი ფერი უხმაუროდ შავ ღრუბლებს მიაქვს,
ჭრელი ფოთლები მინდვრებისკენ გადააქვს ნიავს,
შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლები ცვივა,
ქარი კი არხევს გაშიშვლებულ ხეებს და ცივა.
მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის
გ ი ო რ გ ო ბ ა
ამ დიდ დღეს, დიდ ხუთშაბათსა
არს გიორგობა ნათელი,
გიორგის მადლი გფარავდეთ,
მისი დღე, მისი სახელი!
იყავით! იბედნიერეთ!
გიორგობაა ნათელი!
გიორგი მემარნიშვილი, 11 წლის
წყაროს მონოლოგი
მე ვარ წყარო, მოწკრიალე,
მაღალ მთიდან მოვდივარ,
ცივი ვარ და მორაკრაკე,
დასაწუნი როდი ვარ!
აქეთ- იქით მეხვევიან
ენძელები, იები,
ვარ დაღლილი სიარულით,
თქვენკენ გზების ძიებით.
გიორგი მემარნიშვილი, 11 წლის
* * *
ქარი ფოთლებს აწუხებდა,
არ აცდიდა ძილს,
შრიალებდნენ ხის ტოტები,
თავებს ხრიდნენ ძირს.
ხეს გაძარცვულ შიშველ ტანზე
ცრემლი ღვარად სდის,
მიყრილ-მოყრილ ხის ფოთლებზე
ქარი მიწას ყრის.
ქარი ფოთლებს ასაფლავებს,
უმოწყალოდ ქრის,
მომტირალი ხის ტოტები
ჩიტს უფრთხობენ ძილს,
ამის მოწმე ვარსკვლავები
თავებს ხრიან ძირს.
თათია კაციტაძე, 16 წლის
* * *
ჩემო ტკბილო საქართველო,
ჩემო ბრძენო ხალხო,
მინდა, ისევ ერთიანი
და ძლიერი გნახო
სანდრო ედიბერიძე, 11 წლის
* * *
რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას,
დარდებით ვარ სავსე მხოლოდ,
ალბათ, მომკლავს ეს ფიქრები
და სიცოცხლეც ქრება ბოლოს.
ღმერთო, მინდა, მწამდეს შენი,
მაგრამ სევდა უფრო მძალავს,
იმედები დამელია,
დამეცალა სრულად ძალა.
ალბათ, უნდა სულ ვიტანჯო
და ვაფრქვიო ცრემლის ზღვები,
ნეტავ, ვეღარ დაგივიწყებ?
ნეტავ, მუდამ მეყვარები!
თამთა ხუჯაძე, x კლასი, 15 წლის
ნ ა კ ა დ უ ლ ი
(ჩანახატი)
ჩხრ! ჩხრ! ჩხრ! მთიდან მოვედინები კრიალა, კამკამა ნაკადული.
ფერდობიდან პატარა ჩანჩქერს ვქმნი. ბარად კი უფრო ვმშვიდდები,
ვდინჯდები, გზად ულამაზეს პეიზაჟებს ვაწყდები,
თვალებდაფაციცებული ვიხედები, ჩემს კაშკაშა ზედაპირზე ვირეკლავ
მათს სახეებს. არსებობის ჟინი უფროდაუფრო მიპყრობს, მინდა
სიცოცხლე, მინდა სიმღერა, მიყვარს მთვარე, ეს ციცქნა ვარსკვლავები.
მარტო ისინი კი არა, ირგვლივ ყველაფერი მიყვარს, მახარებს მათი ცქერა.
ზამთრისა და გაუსაძლისი სიცხისა კი მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ
ზაფხულში ხანდახან ვშრები, მაგრამ რას ვიზამ, უძლური ვარ.
ჩემი სიცოცხლე ღვთის ნებაზეა.
გულს ის მიიმედებს, რომ მაინც გადავრჩები, მაინც ავრაკრაკდები,
მაინც ავხმაურდები და დიდხანს, დიდხანს, დიდხანს ვიარსებებ…
თამთა ხუჯაძე, x კლასი, 15 წლის
გვიყვარს და ვუყვარვართ
გაზაფხულია… მინდორი ჭრელ ხალიჩას დამსგავსებია. მოჩითულა
ნაირფრად. ბალახიც მზისკენ მიისწრაფვის. უნდა, რომ შეხედოს,
დატკბეს. ყელყელაობს, ცხრათვალას უცინის, თვალებით ეალერსება.
ნეტავ რატომ?
კუდმაკრატელა მერცხალი ტოტიდან ტოტზე დახტის და ჭიკჭიკებს.
არემარეს აყრუებს მისი სიმღერა, ბალახის ღეროს მზე შეჰყვარებიაო!
ლურჯთვალება ყვავილი, მორცხვი ია, ბუჩქის ძირად მინაბულა: კესანეს,
ტკბილ მეზობელს, ჩუმად გადახედავს ხოლმე და დიდი ბედნიერება
ეფინება სახეზე. ნეტავ რატომ? იქვე ნაკადული ალიკლიკდა. ია-იას კესანე
შეჰყვარებიაო! გამუდმებით, გამალებით მღერის ბულბული. სურნელოვან
ვარდთან დასკუპებულა და ფრთხილად, ფრთხილად უნანავებს. ნეტავ
რატომ? ჩუმად აშრიალდა ვერხვის ფოთოლი, ბულბულს ვარდი
შეჰყვარებიაო.
კისკისით მირბიან ბილიკზე გოგო და ბიჭი. ბიჭს მეორე სასკოლო
ჩანთაც უჭირავს ხელში, გოგონას კი - ყვავილების თაიგული. ნიავმა
საიდუმლო გაამხილა, ბიჭს გოგო შეჰყვარებიაო.
რა ლამაზია ეს ფერადი ქვეყანა, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს.
ნეტავ ბევრი, ბევრი სიყვარული იყოს, სიძულვილი კი - არა! მაშინ ვეღარ
გავიმეტებთ ერთურთს ტყვიისთვის, ტკივილისთვის , ობლობისთვის.
გესმით? ისევ ჭორაობენ აშარი ქალები, ისევ ლიკლიკებს ნაკადული,
ისევ ჟღურტულებს კუდმაკრატელა, ისევ მორცხვად თავდახრილა ია,
ისევ იყურება ცისკენ იასამანი, ისევ მორბიან ბილიკზე გოგო და ბიჭი, ცას
კი სწვდება მათი კისკისი; ბედნიერები ვართ, გვიყვარს და ვუყვარვართო!
ნინო კირკიტაძე, VII კლასი, 13 წლის
უბრალოდ ორშაბათი…
ვინ იცის, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა იმ დღეს… გარემოც
თითქოს აღშფოთებულიყო. გარეთ წვიმდა, მოდიოდა ცივი წვეთები
ძალიან, ძალიან სწრაფად და მიწაზე ეხეთქებოდა დაუნდობლად,
სულიერი რომ ყოფილიფო, თავს მოიკლავდა . ისინი ,ძირს
დანარცხებულნი, ექვს თუ ხუთ შედარებით მომცრო წვიმის წვეთად
იყოფოდნენ. ციოდა გარეთ, ციოდა შიგნით, გაყინულიყო გული, ჩემი
მზერა ერთ ადგილზე გაშტერებულიყო. ხეები მიკრუნჩხულიყვნენ, მათ
ტოტებს მუქი მწვანე, უფრო ჭაობისებრი შეფერილობა ჰქონდა, სადღაც
ორი თუ სამი ფოთოლი ფრთხიალებდა, დანარჩენი მცენარის ირგვლივ
მიმოფანტულიყო და ამდენი წვიმისაგან ლპობა დაეწყო. ცაც
მოღუშულიყო თითქოს… მას მუქი იისფერი, კიდევ უფრო მუქი ფერი
ედო… ღრუბლის ერთი ნაფლეთიც არსად მოჩანდა. რითაა ეს დღე ასეთი
გამორჩეული სხვა დღეებისაგან? ალბათ, თავისი გასაოცარი
მოწყენილობით, რომელიც ჩემს სულშიც აისახა და ანალოგიური
განცდები დამეუფლა. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა… საცოდავი…
მისი ხმა ნაღვლით, უბედურებითა და სევდით იყო სავსე, რომელიც
გულში ჩამწვდა და თავს უფლება მივეცი, მის ადგილზე წარმომედგინა
საკუთარი პიროვნება. ამან უფრო აღმაშფოთა. მივხვდი, თუ როგორი
უსიცოცხლოა მისთვის ყველა სულიერი, ის უბედურია, როგორც ხის
ამოყრილ ფესვებზე დაყრილი დამპალი ფოთლები. სხეულში რაღაც
უცნაური შეგრძნებები გაჩნდა, რაღაც მტკივა და მაწუხებს. დავიწყე
გარკვევა, თუ რა მტკიოდა. თავი? - არა! - გული? - არა. - რაიმე ორგანო? -
არა. - სული? - მივხვდი ბოლოს. მე სული მტკივა. ხასიათის
გამოსაკეთებლად მუსიკა ჩავრთე… ავრილ ლევინის ხმაც სევდიანი
მეჩვენა იმ დღეს… უცბად რაღაც ძალამ გარეთ გამისროლა, დავდექი შუა
გზაზე და დავიწყე ყვირილი. დავინახე როგორ მიყურებდნენ გაოცებული
თვალებით ქოლგით მიმავალი „ადამიანები“. უცბად საპატრულო
მანქანამ გააჩერა, სცადეს ჩემი შეჩერება, ისინი მე, არაადამიანურს, ვერ
შემაჩერებდნენ. მე ვარ… მე. „გიჟია, გიჟია!-“ ჩამესმოდა, ჩამკეტეს
ავტომობილში… ახლა უკვე ასეთი რამ ზუსტი მტკიცებულება მგონია,
რომ მე გიჟი ვარ, სხვა დანარჩენ ნორმალურ ხალხში, რადგან მათზე
ბევრად „მაღალი ვარ“, მათზე მეტი რამის გაგება და შეგრძნება
შემიძლია…
ლუკა კირკიტაძე, X კლასი, 16 წლის
ჩვენ და უფროსები
გამიგონია, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო. ოდესღაც თქვენც
ხომ ყოფილხართ ბავშვი? დამეთანხმებით, რომ, მართლაც ,ძალიან
ლამაზი ხანაა. უზრუნველი, უდარდელი, მხიარული. ალბათ ჩემსავით
ოცნებაში სად არ დაფრენდით, ხან მიუვალ მთებში მოგზაურობდით,
ხანაც უკიდეგანო ზღვის ტალღებს ეთამაშებოდით, ხან სრულიად
განმარტოვდებოდით და მეოცნებე თვალებს ჭერს მიაპყრობდით. რაზე
ფიქრობ, ანუკა? - იმ წუთში ჩამეძიება დედაჩემი. თუ გაბაზებულია, მაშინ
უნდა მოუსმინოთ: რამ გამოგაშტერა ,გოგო, საქმე არაფერი გაქვს? -
იმწამსვე უნდა გამოვფხიზლდე, თუ არა, ვაი, შენს მტერს, მერე უხსენი,
ოცნებაში ჩავიძირეო.
მაინცდამაინც უფროსების ჭკუაზე უნდა იარო.
რას გაგიძეძია თმები, გარეთ მასე უნდა გახვიდე, მაგ გიხდება ახლა
შენ? ბებიაჩემია. რა გაეწყობა, უნდა მოვბრუნდე და თმები შევიკრა.
ხანდახან არც ვუსმენ და გავრბივარ.
როგორ გინდა, ანუკა, შენ, მასეა ახლა მოდაში? მასე აცვიათ შენს
მეგობრებს, პატარა ხომ არა ხარ? როგორც სჯობდეს, ისე გააკეთე! -
ყოველთვის ჩემს გვერდითაა ჩემი მამიკო. კიდევ კარგი,თორემ
გაუსაძლისი გახდებოდა ცხოვრება.
ახლა სკოლას არ იკითხავთ? ვიღაცას ელასტიკი არ მოსწონს, ვიღაცას
ჯინსის შარვალი აღიზიანებს, გოგონებს მაინცდამაინც კაბები უნდა
ეცვათო.
ისე, მამააბრამის ბატკნები არც ჩვენ ვართ. გაბრაზება ჩვენზე ახია,
ხანდახან წამალივით გვიხდება.მაგარამ უფრო მეტად თქვენი ყურადღება
გვჭირდება. ჰოდა, რახან უერთმანეთოდ არსებობა არ შეგვიძლია, ნუღარ
დავუპირისპირდებით ერთურთს, თქვენ ჩვენს ბავშვურ სულებს
გაუფრთხილდით, ჩვენ თქვენ წინაშე მუხლს მოვიყრით და ნებით თუ
უნებლიეთ ჩადენილი შეცდომების პატიებას გთხოვთ.
ანა მერკვილაძე ,VII კლასი, 13 წლის
Tamar liluaSvili
Tamar kacitaZe
laSa xojanaSvili
luka kirkitaZe
ბაკულა ხოსოლიანი
კაცი, რომლის შესახებაც დავით კლდიაშვილის თხზულება „ბაკულას ღორები“ მოგვითხრობს,
ძალიან საინტერესო პერსონაჟია. იგი კულისებს მიღმა მიმალული სახეა, ოღონდ საკმაოდ
მნიშვნელოვანი როლის მქონე-სწორედ ეს ადამიანია ნაწარმოებში დატრილებული ამბების საბაბი.
ამგვარი მისია ანიჭებს მას განსაკუთრებულ ხიბლს. ავტორი არ არის გულუხვი ბაკულას შესახებ
გაცემული ცნობების თვალსაზრისით. თუმცა დაინტერესებული მკითხველი მაინც ამოიკითხავს ამ
პერსონაჟის სახასიათო ფრაზებს: ბაკულა „ამას წინად გამოეყო ძმას.“ „რაღაც ქოხი“ ერგო მხოლოდ;
წამოიღო და გალაქტიონ ხოსოლიანის მეზობლად დაფუძნდა „რაღაც ჯაგებში, ისეთ ადგილას, რავა
იფიქრებდი, თუ იქ ოდესმე ადამიანი დასახლდებოდა.“ ეს არაფერი, ასეთი რამ ბევრს დამართია მე-
19 საუკუნის გაძვალტყავებულ, დამშეულ იმერეთში. შიმშილმა უამრავი ძმა გადაჰკიდა ძმას და
გამოახტუნა მამაპაპისეული ქოხიდან. ასე იცის მაგ სიყვარულისპარიამ, მისი პარპაში, პირველ რიგში,
ადამიანის სულს ამახინჯებს. ჰოდა, ბაკულა ხოსოლიანიც ვერ დარჩა შიმშილის ტლანქი
მარწუხებისაგან შორს, მასაც შემოაჭდო იმ გაიძვერამ თავისი საცეცები და მოწურა კაცის გული,
ძმრად გამოადინა იქიდან სიყვარული და თანადგომა: „არა აქვს საჭმელი, არა აქვს სასმელი, ყრიან
საცოდავად!“ სხვათა შორის, ავტორი არაფერს ამბობს ბაკულა ხოსოლიანის ოჯახის
შემადგენლობაზე, მაგრამ ზედმიწევნით აღწერს მის „საყოლიებელს.“ ბაკულას კი ისინი „უყრია
მშიერი, შეწუხებული, კუჭი რომ ეეწვისთ ხოლმე ისე ჭყვირიან და წკნავიან, რომ... გული
შეუწუხდება ადამიანს.“ დამშეული ბაკულას დამშეული პირტყვი ამ ნაწარმოებში მთავარი
ბომბარდირის როლს ასრულებს.ორი გაფშიკებული ღორი და ცხვარი საიერიშოდ მეზობელ
გალაქტიონ ხოსოლიანის ბოსტანში ამოითქვამს ხოლმე სულს და ამოივსებს მიმხმარ ფერდებს. ამ
საცოდავებს პატრონის ეზოში „ეკლისა და ბარძგების მეტი“ არაფერი აქვთ, აქეთ კი ზენათის
ამწვანებული ბაღჩეული ეგულებათ. ამ აულაგმავი პირუტყვის თარეშით შეწუხებული გალაქტიონ
ხოსოლიანი იძულებულია, თავი დაიცვას მოურიდებელი მეზობლის წვრილფეხისაგან. მაგრამ,
მოგეხსენებათ ქართველი კაცისა და ქართული სასამართლოს ამბავი: „ჯერ საქმეს დასასრული არ
მიეცემა, მერე მოწმეების თრევა, მათი ჭმევა-სმევა, ხარჯი, გაცდენა და ბოლოს, შეიძლება, საქმე ისე
შემოგიტრიალონ, რომ ბრალი მე დამდვან, რომ პატარა ბოსტანი გქონებია და საკმარისად ვერ
ძღებიან შიგ იმ ჩემი მეზობლის ღორები,“ - ამგვარი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ
გალაქტიონს. სწორედ ამიტომ, მოურიდებელი ბაკულასა და მისი ღორების ასალაგმავად სხვა ხერხს
მიმართავს: სამაზრო სამმართველოს თარჯიმან ალექსანდრე შარიქაძესა და კანცელარიის უფროს
ვასილ ივანიჩს ეპატიჟება, ძვირფას სადილს მართავს იმ იმედით, რომ გავლენიანი სტუმრების
დანახვა ბაკულას შიშით აავსებს და საბოლოოდ აიღებს ხელს თავისი დამშეული პირუტყვის
სამწყვრევიდან გამოშვებაზე.აი, სწორედ აქ გამოვლინდა ბაკულას ჭეშმარიტი სახე.თუმცა მისი
ხასიათის შემავსებელი რამდენიმე შტრიხი მანამდეც ჩანდა: „კაცმა რომ შეხედოს, მართლადაც,
შეეშინდება, ისეთი შეხედულებისაა.“ ეტყობა, ბაკულას შიმშილმა და სიღარიბემ სახეზე ერთი-ორი
ისეთი შტრიხი შემატა, რომელიც მის მნახველს შიშით აავსებდა. ყველაფერი შეუძლია მატერიალურ
გაჭირვებას, წელში ტეხს სიამაყეს და კონკის კაცებს საზარელი გამომეტყველებით ავსებს. ასე
შეასწორა მან ბაკულას სახის ნაკვთები და მის ადამიანურ იერს თავისებური მკაცრი კორექტურა
ჩაუტარა.ერთი სიტყვით, გავლენიანი სტუმრების მოსვლამდე ბაკულას ხასიათის კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი დეტალი დავიჭირეთ. არ გამოგვრჩეს მეორეც: ზენათი, მისი ძაღლი,ტრუბია,
შვილები: პიტია და კიკილო-თავგამოდებით დასდევენ ბაკულას ღორებს, იწყევლება გამწარებული
ზენათი და ერათი სული აქვს, შეღმართის თავში წამოსკუპებულ ქოხში გაიგონონ მისი
გულისწყრომა და აი, ბაკულას ხასიათიც: ,,რასაკვირველია, იქ ესმოდათ მისი ქაქანი, მისი ლანძღვა,
წყევლა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა და არც არავინ ჩნდებოდა“,-აჰა, ამაოების პირისპირ
დამუნჯებული ბაკულა. წარბიც არ შეეხრება საკუთარი ლანძღვა-გინების გამგონს. ვითომ არ
ანაღვლებს ზენათის ქაქანი? დავიჯეროთ, ასე დაშორდა იგი წუთისოფლის პროზაულ ამაოებას? არა,
ბატონო! შიმშილისა და უსახსრობის გადამკიდე ბაკულას პროტესტის სურვილი აღარ აქვს. მისთვის
უამრავი რამ გახდა უინტერესო და სულერთი. ზენათის ქაქანი რაღა ჩასათვლელია?! დიახ, ადამიანში
მოშლილია პიროვნება. მან ყური შეაჩვია საკუთარ ლანძღვასა და საპროტესტო სურვილიც ისე
გაუქრა, როგორც სარჩო-საბადებელი. ასე იფიქრებ სადილამდე, მაგრამ მერე სულ სხვა აზრით ივსები
ბაკულა ხოსოლიანის მიმართ. ამგვარ ფიქრს სწორედ მისი მეზობლისადმი მოურიდებლობა ბადებს.
გალაქტიონმა ჩინიანი სტუმრები საწყალი ბაკულას გულგასახეთქად მოიწვია. როგორც ჩანს,
სოფლელებს შორის იყო ერთგვარი მორიდება გავლენიანი ნათესავების პატრონი ოჯახისადმი. ეს
მშვენივრად იგრძნობა ამ თხზულებაში. ადამიანები მონურად ემორჩილებიან თანამდებობრივ
გავლენასა და ჩინს, მათ უფრო მეტად მორიდება ეუფლებათ არა ღირსებისა და ზნეობრივი
სრულყოფილებისადმი, არამედ სკამების, ადგილების, თანამდებობრივი ცენზისადმი, მაგრამ ასე არ
ფიქრობს ამ ნაწარმოებში სწორედ ის, ვის დასაშინებლადაც გაიმართა ზენათის დაზურგული სუფრა
და გაიხსნა გალაქტიონის ქვევრი.აი, სწორედ ეს თვისება აღმოჩნდა ბაკულა ხოსოლიანში
დადებითი.იგი, ნაწარმოების დასაწყისში ცხოვრებისაგან გატეხილ, გაჯეგილ კაცად რომ
წარმოგვიდგება, არც მასე ყოფილა საქმე. ჩვენ წინაშე ჩნდება პიროვნება, რომელიც არაფრად აგდებს
სამაზრო სამმართველოს წარმომადგენლებს. კი არ ეშინია მათი, პირიქით, იმავე დღესვე ჩვეული
ჟინით რევენ და შლიან მისი ღორები და ცხვრები მეზობლის სტუმრების იდილიურ სადილს.
საბედნიეროდ, ბაკულა სხვა ღირსების კაცი აღმოჩნდა, ვინემ ამ თხზულების დანარჩენი პერსონაჟები.
იგი მონა არ არის, კაცია, ვაჟკაციც კი, რადგან ასე გულადად იქცევა. მაგრამ იქვე ჩნდება კიდევ ერთი
საწინააღმდეგო აზრი:ბაკულა ხოსოლიანი, იქნებ, სწორედ იმიტომ ვერ შეაშინეს გალაქტიონის
სტუმრებმა, რა მიზეზითაც ვერ აკრთობდა მას ზენათის წყევლა: მასში ჩამკვდარია ყველანაირი
განცდის უნარი, ეს ცხოვრებისაგან გამოფიტული კაცია, ისეთი, როგორიცაა ლევან ქამუშაძე (დ.
კლდიაშვილი, ,,ქამუშაძის გაჭირვება“ ) რომელიც აღარ ლაპარაკობს, საზოგადოებაში აღარ ჩნდება,
გაჭირვებამ გაახევა და შებოჭა მისი ემოციები. იქნებ, სწორედ, ინდიფერენტულობა არის ბაკულას
უშიშრობის მიზეზი და არა ვაჟკაცური შეუდრეკლობა. ვინ იცის? შიმშილს, მართლაც, ყველაფერი
შეუძლია. იგი მე-19 საუკუნის ხრიოკ იმერეთს თავზე სახადივით დაატყდა და სახე უცვალა
ქამუშაძეებს, მორბელაძეებს, სამანიშვილებს, ხოსოლიანებს, თავბედი აწყევლინა მათ.
თამარ ლილუაშვილი, ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლის X კლასის
მოსწავლე, 15 წლის ,მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
მელიხიშვილი
(რეზო ჭეიშვილი, „ბიძია,“ წიგნიდან „მუსიკა ქარში“)
საზოგადოება ძალიან ხშირად იბრმავებს თვალს და ჭეშმარიტი განსჯის უნარს კარგავს.
ეს უმეტესად მაშინ ხდება, თუ ზუსტად ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ არსებობს ამა თუ
იმ ფასეულობაზე. თუ ადამიანთა ცნობიერება მკვეთრად ვერ მიჯნავს ღირსეულს
უღირსისაგან, ეს იმის მანიშნებელია, რომ თვით საზოგადოებაში არ არის ამ მხრივ ჯანსაღი
კლიმატი. სწორედ ამგვარი პრობლემის წინაშე გვაყენებს მწერალი რეზო ჭეიშვილი, როდესაც
მკითხველის სამსჯავროზე მელიხიშვილობის თემას წამოწევს. ეს გვარი მწერლის მოგონილი
უნდა იყოს, იგი მელეხიშვილის სახეცვლილი ფორმაა. ხოლო „მელეხი“ საბჭოთა პერიოდში
მდიდარი, გავლენიანი, ყოვლისშემძლე ადამიანის სინონიმად მოიაზრებოდა. თხზულებაც იმ
ეპოქას ასახავს და გვიჩვენებს ერთი პატარა ბიჭის სულიერი გარდასახვის უცნაურ გზას. უფრო
სწორად, ამ მცირე ასაკის ადამიანს უკვე მოუძებნია თავის გატანისა და დამკვიდრების
განსაკუთრებული ხერხი, რომელიც, სამწუხაროდ, გაიძვერობას, ფლიდობასა და
აფირისტობას ემყარება.
პატარა მელიხიშვილი თავის ყოვლისშემძლეობას პირველად მაშინ გამოავლენს,
როდესაც ქუთაისში მოსკოვის, ლენინგრადისა და სხვა ქალაქების ოსტატ ფეხბურთელთა
გუნდები მორიგეობით სტუმრობდა და საინტერესო მატჩები იმართებოდა. ყველა ბავშვის
ოცნება იყო სტადიონზე მოხვედრა, მაგრამ უბილეთო პატარები „მუდამ ათასი ხვრელ-
დარანიდან და გადასასვლელიდან ძვრებოდნენ“ სასურველ ადგილზე, ხის ტოტზეც ბევრჯერ
შემომსხდარან ფრინველებივით. ასეთებს პატარა მელიხიშვილი გააოცებს თავისი უბადლო
გაიძვერობით. ის სხვათა მსგავსად შესაძვრომებს კი არ ეძებს სტადიონზე მოსახვედრად,
არამედ მთავარი შესასვლელიდან ამაყად თავაწეული შედის იქ. როგორ? ,,როგორ და
მშვენივრად. მიყურე და დაინახავ!.. თხოვე რომელიმე ბიძას, შემიყვანე ბიძია-თქვა და ის თუ
არა, სხვა მაინც გაგიყოლებს. ისე უნდა მოიქცე, თითქოს იმ ბიძიას შვილი ხარ ან ძმიშ ვილი.“
როგორც მელიხიშვილის სიტყვებში ჩანს, ამ ბავშვმა შესანიშნავად იცის თაღლითობა,
აფირისტობა, გაიძვერობა. მან თავისი მეთოდის სიკეთეში მაშინვე დაარწმუნა თანატოლი,
ერთ-ერთ ,,თვალებგადმოკარკლულ, სქელ კაცს“ აედევნა, ,,შემიყვანე ბიძიას“ თხოვნით.
უცნობს უნდოდა, უარი ეთქვა, მეტი ბილეთი არ მაქვსო, მაგრამ ,,მალევე გაერკვა შექმნილ
სიტუაციაში,“ ბიჭს ხელი მოჰკიდა და ,, სტადიონზე შეიძღოლა თანმოყოლილი გერივით.“
მელიხიშვილს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მისი მეთოდი ვინმემ სათაკილოდ მიიღოს:
,,ნიშნისმოგებით მომხედა ჭიშკართან გაჩერებულმა.“ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, ამ
პატარა ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ დასაჯდომი ადგილიც გამონახა, ,,დასავლეთის
ტრიბუნაზე ადმინისტრაციული ლოჟის ქვემოთ.“ მისი თანატოლი კი: ,,კარს უკან ვიწრო
კიბეზე გავეჩხირე, საიდანაც ორჯერ გადმომაგდეს კინწისკვრით.“
ქართულ ზღაპრებს მოხერხებული და ჭკვიანი ნაცარქექიას სახე ამშვენებს, ისიც
ცრუობს ხოლმე მიზნის მისაღწევად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩიხში მოექცევა და სხვა
გამოსავალი აღარ აქვს. მელიხიშვილმა კი აფირისტობა და გაიძვერობა ცხოვრების მიზნად და
საშუალებად აქცია: ,, ბიძიას ძახილით შედიოდა კინოში, თეატრში, სტადიონზე, ცირკში და
ყველგან... რომელიღაც ბიძიამ წაუკრა ხელი სკოლის ოქროს მედალზე, ბიძიამ უბიძგა
სამედიცინო ინსტიტუტში, ლენინგრადის ასპირანტურაში, ბიძიამ დააცვევინა საკანდიდატო,
სადოქტორო, ბიძიამ გაამწესა იმ დიდ თანამდედობაზე, სადაც ახლა იგი ზის.“ მელიხიშვილმა
ბევრს მიაღწია თავისი ქლესა და პირმოთნე ხასიათით, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის, რამ
უბიძგა, პატარაობის ასაკშივე სიფლიდითა და გაიძვერობით მიეღწია სურვილების
დაკმაყოფილებისთვის? ამ შემთხვევაში ,,კვიცი გვარზე ხტის.“ მას ჰყავს ოჯახში ,,მისაბაძი“
პიროვნება, მამა, ცნობილი ოფთალმოლოგი, რომელსაც ,,ორივე ქუთუთოს დამბლა აქვს“ ეს
არაფერი, რა ვუყოთ, თუ კარგი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, ,,სათნო
გამომეტყველების, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი“ მამაკაცია, მუდამ თავაზიანი და მოღიმილე,
,,ბატონოს“ გარეშე ენას არ მოიბრუნებს. რა ვუყოთ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან
,,ორმაგ თამაშში,“ ,,ოქროს სპეკულაციაში,“ ,,კრიმინალურ სამყაროსთან კავშირშია“
შემჩნეული. ხომ ასეთია მელიხიშვილის მამა, მაგრამ განა საზოგადოებას მასზე უარყოფითი
აზრი აქვს?! არამც და არამც: ,,ენაწყლიან, თავაზიან, ადამიანთან წაგებაც უხაროდა ზოგიერთს
და მისი ტყუილი სხვის მართალს ერჩნვნა,“- აი, რა ხიბლი აქვს მელიხიშვილის მამას. ამას,
ყველაფერს, პატარაობიდინვე შეჰყურებდა ბიჭი და იმახსოვრებდა. მან უცდომლად იცოდა,
რომ საზოგადოებას ყოველთვის წამოაგებდა თავის მომხიბლავ ღიმილსა და კეთილშობილურ
მანერებზე, რადგან ცხონებული ილია ჭავჭავაძე მშვენივრად ამბობს „ მგზავრის წერილებში“:
„გულში ვინ ჩაიხედნის, გული შიგნიდ არნ, უხედველ!“__ ჰოდა არც საზოგადოებას ჰქონდა
იმდენი განჭვრეტის უნარი, მელიხიშვილების დაჭიანებული, ფუტურო გული და უზნეობა
დაენახა. პატარაობისასაც კი უცდომლად იცოდა ამ ბიჭმა, რომ ღიმილითა და უცოდველი
იერით ნებისმიერს შეაცდენდა. ამგვარი ცოდნის წყარო მამა იყო, მოხუცი მელიხიშვილი,
დამაგნიტებული კამათლებით რომ თამაშობდა, ელგაყვანილობით გაწყობილი ნარდი რომ
აუფეთქდა ყველას თვალწინ, მაგრამ მაინც არ შეუტანიათ მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი,
უფრო მეტიც, „კარგი მამისა და პირიანი კაცის სახელზე“ ვერაფერი მოქმედებდა, რას იზამ?
საზოგადოება თავად არის უზნეო, მას თვითონ აქვს დაკარგული ღირსება და სხვისი
ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობის შეგრძნებას როგორღა მოახერხებს? ამით სარგებლობენ
მელიხიშვილები და ცხოვრების კიბის უმაღლესი საფეხურებისაკენ უღირსად მიცოცავენ
„ბიძია-ბიძიას“ ძახილით, ყალბი სათნოებითა და რაფინირებული კულტურულობით,
დახვეწილი გაიძვერული მანერებით.
თამარ კაციტაძე, ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის N7 საჯარო
სკოლის X კლასის მოსწავლე, 16 წლის
მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
ნახატი ლუკა კირკიტაძის, 16 წლის
ოთარაანთ თევდორე
(ილია ჭავჭავაძე, „ოთარაანთ ქვრივი“)
„ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო,“--უთქვამთ, მაგრამ ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“
ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, თევდორე, მხოლოდ თავის თავს არ მოჰკვდომია. შავი ძაძებით
შეიმოსა სოფლის განაპირას მდგარი მოზრდილი ფიცრული და მას შემდეგ სათოფურებით დაჩითულ
კედლებს ყოველ კვირას ესმით ქვრივის გულისწამღები გოდება: „ვაი, ვაი, მე უბედურსა...
სადედაბროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. დიახ, მოკვდა თევდორე, „წაიღო შავმა მიწამ“ კაცი და
შეწყდა მისი სიხალისე, მისი მოუღლელი გარჯა, დადუმდა მხიარული გული, რომელიც შრომასაც კი
ქეიფად აქცევდა; გაქვავდა სახე, რომელსაც ღიმილი არასოდეს შორდებოდა... წავიდა... თითქოს არც კი
ყოფილაო, მაგრამ დარჩა ქალი, რომელსაც „იმ ვეებერთელა სოფელში,“ რომელსაც თუნდაც
„წაბლიანი“ ერქვას, ყველა ოთარაანთ ქვრივად იცნობდა. დიახ, ამ ქალის სახელი ყველას დაავიწყდა
თევდორეს გარდაცვალების შემდეგ. იგი დარჩა იმ სოფელში როგორც ცოცხალი ნაწილი
გარდაცვლილი მეუღლისა, როგორც გაგრძელება მისი შეწყვეტილი სიცოცხლისა.
თხზულება განსაკუთრებულად არ აღწერს თევდორეს სახეს, მას სიუჟეტის განვითარებაშიც არ
მიუძღვის დიდი წვლილი, რადგან მისი მისია, სწორედ, იმაშია, რომ უნდა მოკვდეს, მაგრამ, სწორედ აქ
ვხედავ მწერლის ჭეშმარიტ განზრახვას, მან არ მოკლა ის ადამიანური საწყისი, რომელსაც თევდორე
წარმოადგენდა. მისი თვისებები და სული ილია ჭავჭავაძემ ოთარაანთ ქვრივში გადმოიტანა. ეს
გლოვის ეპიზოდშიც შესანიშნავად ჩანს: დედაკაცი ყოველ კვირა დღეს ჩამოიღებდა ქმრის იარაღს,
დუმის ქონით გაპოხავდა, გაწმენდდა, შეინახავდა. ეს ხომ ერთგვარი ფუნქციათა მონაცვლეობაა.
გავიხსენოთ, როგორ ხვდება ეს ქალი ქმრის სიკვდილს: ტირის, მოთქვამს, ვაებს. ერთი სიტყვით,
მართლა ქალივით გულჩვილობს. ასეთი რამ კი ამ დედაკაცს შემდეგში აღარ ახასიათებს. ის
რკინასავით გაუტეხლად ეგებება ყოველგვარ გასაჭირს. მან ჩამოასხა ფოლადის ნიღაბი, ტანზე
კაბასავით მოირგო და ვაჟკაცივით შეუტია ცხოვრებას. ოთარაანთ ქვრივის გამორჩეულ მხატვრულ
სახეზე ხშირად მსჯელობენ, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ ავტორმა ამგვარი პერსონაჟი სწორედ რომ
სხვა, შედარებით ჩრდილში მდგომი, ტიპაჟისაგან შექმნა. ნაწარმოებში არის ეპიზოდი, რომელიც
ოთარაანთ ქვრივის მეტამორფოზის საწყის ეტაპს წარმოადგენს. ეს თევდორეს სიკვდილია.
გავიხსენოთ, რას ეუბნება ეს გასაოცარი ვაჟკაცი ახალგაზრდა მეუღლეს: „რა გატირებს, ადამიანო?! განა
შენ კი შერჩები ამ წუთისოფელსაო? ყველას ბოლო ეს არისო... ტირილით ნაშობი სიცილით უნდა
კვდებოდესო. სააქაოს სტუმარი ვიყავი და ეხლა შინ მივდივარო!“ - ბევრი პერსონაჟი შეხვედრია
სიკვდილს ვაჟკაცურად, მაგრამ ამგვარი სულიერი სიმშვიდე გასოცარია, ასეთი რამ არც ერთი გმირის
ქცევაში არ ჩანს. ძალაუნებურად ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ გაგახსენდება: „თავზარსა სცემდეს
სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს!“-ასეა თევდორეც. მას „ყოველთა შემმუსვრელმა“
სიკვდილმა მთავარი ვერ წაართვა-შინაგანი სიმტკიცე და ძალა. ვერ მოღუნა, ვერ გატეხა, ვერ
დააჩაჩანაკა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თევდორემ დაუდო სათავე ოთარაანთ ქვრივის გასაოცარ
თვისებებს. ილია ჭავჭავაძე ამ თხზულებაში აშკარად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ კარგი ვაჟკაცი
სიკვდილის მერე სიცოცხლეს კარგი ოჯახით აგრძელებს. მისი სახე და საქმე გრძელდება, თუ იგი
ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი იყო. თუ არადა, მართლა კვდება, ქრება, მტვერივით ნიავდება და
იფშვნება.
უკანასკნელ გაბრძოლებად მეჩვენება მისი ანდერძი, რომელსაც ცრემლიან მეუღლეს გულში
აწვეთებს, გონებაში უბეჭდავს და ამგვარად ცდილობს, აღძრას სათუთ მანდილოსანში შეუდრეკელი
ვაჟკაცის თვისებები. დიახ, თევდორე სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ აღუდგება წინ „ყოველთა
შემმუსვრელს“, როდესაც წუწუნის ნაცვლად გონივრულ დარიგებას უტოვებს ოთარაანთ ქვრივს:
„გაისარჯე და ირჩინე თავიო! მე კი თითებიდან ზეთი და ერბო მწვეთავდა, თუ?! ვირჯებოდი და
უტკივარს ლუკმას ვჭამდიო! ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშინისო. ოღონდ ჭირს ნუ გაუტყდები, ნუ
გაელახვინებიო!“--ასე დამოძღვრა მან თავისი საყვარელი ცოლი, რომელიც, სწორედ, ამგვარი
დარიგების შემდეგ, ასეთი უბადლო ვაჟკაცის ცოლობის გამო იმ წამიდანვე იქცა რკინის დედაკაცად.
თევდორემ განაპირობა ის, რომ დათია ბადიაშვილი ხშირად იტყოდა ოთარაანთ ქვრივზე, „ბარაქალა
დედაკაციაო“, სხვები კი შიშით, რიდით, პატივისცემით შეჰყურებდნენ სოფლის განაპირას აშენებულ
სახლს და ვაგლახად სათოფეზე ვერ ეკარებოდნენ, რადგან იმ ქოხში ისევ ტრიალებდა ვაჟკაცის სული,
სახელი და ავტორიტეტი, რომელიც თევდორემ სიკვდილის წინ თითქოს ჩაჰბერა ოთარაანთ ქვრივს.
„ეშმაკის კერძად არ გამხადო!“ -ეს არის გარდაცვლილის მთავარი მოთხოვნა. „მკვდარს დამიურვეო!“--
ესეც მოისურვა. მასში არსებობს გასაოცარი გონიერება და სიდინჯე, რომელიც აბსოლუტურად
არაადეკვატურია აგონიაში მყოფი მომაკვდავისათვის.ამ კაცმა სიკვდილის წინ კიდევ ერთი, თითქოს
უმნიშვნელო, მაგრამ მრავლისმთქმელი დეტალი გაიხსენა. მეუღლეს უთხრა: თოფი ხაზინიანია,
მხარზე ცემა იცის, მაღლა დაუჭიროს მიზანიო. იმაზეც კი იზრუნა, რომ მისმა შვილმა თოფი მიზანში
მოარტყას, ე.ი. ვაჟკაცად იქცეს, თავისი მისია აღასრულოს. ილია ჭავჭავაძეს არ სჩვევია ფუჭად
სიტყვების წამოსროლა, მან თევდორეს სახეში ის კაცი გვიჩვენა, რომელიც თერგივით მჩქეფარე და
დაუდგრომელია, რომელსაც იგი ეძებს „მგზავრის წერილებში“: ამ პერსონაჟის შესახებ მისი მეტოქე,
მისი ცოლის თავდავიწყებით მოტრფიალე სოსია მეწისქვილე ამგვარ სიტყვებს ამბობს: მაგას ისეთი
ქმარი მოუკვდა, მე მის ფეხის ჩლიქადაც არ ვღირვარო. ფანდი ვაჟკაცი იყო ოთარაანთ თევდორე,
ამიტომაც გაგრძელდა მისი საუკეთესო თვისებები ოთარაანთ ქვრივში. მაგრამ, სამწუხაროდ, შეწყდა
ოთარაანთ გიორგიში, რადგან ის ახალგაზრდა და უშვილო წავიდა ამ ქვეყნიდან,რატომ არ მისცა
მემკვიდრეები და გამრავლების უფლება ოთარაანთის ასეთ დიდებულ შთამომავლობას ილიამ? ეს
კიდევ ცალკე საკითხია. აქ კი მხოლოდ ერთი რამ ვთქვათ და გავჩუმდეთ, დედამიწა არ არის ამგვარი
სრულყოფილი ადამიანების ღირსი
ლაშა ხოჯანაშვილი, XI კლასის მოსწავლე, 16 წლის, მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
ნახატი ლუკა კირკიტაძის, 16 წლის
ექვთიმე
(კონსტანტინე გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“)
„ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი,“ -ამბობს კონსტანტინე
გამსახურდია და „დიდოსტატის მარჯვენას“ სწორედ ამგვარი კაცის ვინაობისა და ცხოვრების გზის
აღწერით იწყებს. ექვთიმე თითქოს უმნიშვნელო როლს ასრულებს ამ თხზულებაში, მაგრამ, საბოლოო
ჯამში, ჩემი აზრით, მას განსაკუთრებული, გამორჩეული მისია აკისრია. ის შთააგონებს კონსტანტინე
გამსახურდიას, გამოესარჩლოს საუკუნეების მიერ მიჩქმალულ მნიშვნელოვან სახელს სვეტიცხოვლის
აღმაშენებლისას და იგი საზოგადოებას გააცნოს. ექვთიმე ერთგვარი წამქეზებლის როლს თამაშობს:
„შენი თვალისა და მარჯვენის საქმე იქნება ეს, თუ როგორ ამოიკითხავ ცხრა საუკუნის განმავლობაში
ქვაში ჩაკირულ საიდუმლოს, დღემდის შეუცნობს,“-ეუბნება იგი სვეტიცხოველში მისულ
კონსტანტინე გამსახურდიას. ამ სიტყვებში აშკარად ჩანს გონიერი კაცი, ყურისა და გულის
მადევნებელი საქართველოს ისტორიისა, რომელიც ცდილობს, ერის საგანძურს კიდევ ერთი ქმნილება
შემატოს, ახალი კარგი წიგნის სახით. უცნაური ცხოვრების გზა გაუვლია ექვთიმეს: „ხან გალობას
ასწავლიდა ძველ სენაკში,“ ხანაც ყარაულად ედგა ზუგდიდის მუზეუმს, ქუთაისის პირველი კინო-
თეატრის გამგედაც უმუშავია, ამავე ქალაქის თეატრში სტატისტი ყოფილა, განსაკუთრებულად
საინტერესოა მისი როლი: „ნერონის ქანდაკების როლს ჩინებულად ასრულებდა სცენაზე.“ ეს
მრავალმხრივი ინტერესით სავსე კაცი ერთხანს ეთნოგრაფიულ ხოროებს დაჰყვებოდა, მერე
თბილისში ბუკინისტობდა, პარიკმახერის ფუნქციასაც კი ასრულებდა თურმე. მაგრამ ამის შემდეგ
ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: კაცი, რომელიც ხანგრძლივად ვერც ერთ სამსახურსა და
ფუნქციას ვერ ეგუებოდა, ათი წლის განმავლობაში მიეჯაჭვა სვეტიცხოველს. უფრო მეტიც, ის
სიკვდილამდე არ აპირებს იქიდან წასვლას.
ექვთიმეს განსაკუთრებული მისიისათვის მიუგნია ამჯერად: „სკორეს გადავაცლი ხოლმე
ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე მეორის საფლავებს“... „ვუვლი ამ შესანიშნავ ტაძარს და იგი ჩემს
თვალში ღვთის სახლი როდია, არამედ დიდი ხელოვნების იგავმიუწვდომელი ქმნილება,“ ეს
Mzvare meore-cifrul-eleqtronuli Jurnali
Mzvare meore-cifrul-eleqtronuli Jurnali

More Related Content

Featured

How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Applitools
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at WorkGetSmarter
 

Featured (20)

How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
Unlocking the Power of ChatGPT and AI in Testing - A Real-World Look, present...
 
12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work12 Ways to Increase Your Influence at Work
12 Ways to Increase Your Influence at Work
 
ChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slidesChatGPT webinar slides
ChatGPT webinar slides
 

Mzvare meore-cifrul-eleqtronuli Jurnali

  • 1. poezia ქ. ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლის ციფრულ-ლიტერატურული ჟურნალი №2 პოეზია პროზა დრამატურგია კრიტიკა-პუბლიცისტიკა სრულყოფილი განათლება - საქართველოს ბრწყინვალების საწინდარი! რედკოლეგია კონტაქტი
  • 2. levan daSniani ana merkvilaZe mariam maRlakeliZe giorgi memaniSvili TaTia kacitaZe sandro ediberiZe TamTa xujaZe
  • 4. ყველაფერი არის ძლიერ კარგად I მოქმედება ექიმის კაბინეტი,საკონსულტაციო ოთახი, ახალგაზრდა ყმაწვილი შედარებით ასაკოვან (დედა) ქალბატონთან ერთად. შეშფოთებულნი არიან. დედა - ექიმო, იქნებ რამე შეცდომაა! (სასოწარკვეთილი) ექიმი – ფაქტიურად, შეცდომა გამორიცხულია. ნიკა – ნუთუ ეს შესაძლებელია?! ექიმი – რა გითხრათ, ყმაწვილო, ძალიან ვწუხვარ! დედა – მითხარით, რა იქნება ჩვენი იმედი? ექიმი – უიმედო რა არის! არსებობს შანსი. ნიკა – ჰო, ჰო, არ შეიძლება გამოსავალი არ არსებობდეს, (ხელს ურტყამს მაგიდას, დაემხობა) ექიმი – შანსებზე უფრო ადრე უნდა გეფიქრათ, ყმაწვილო! (მკაცრი ხმით) დედა – როდის იყო ეს ადრე, ექიმო, ეს ხომ ჯერ 17 წლისაც არაა. ექიმი – საქმეც მაგაშია! ჯერ კიდევ არ არის 17 წლის და უკვე მოასწრო საეჭვო ყოფაქცევის ქალებთან კონ... ნიკა – (აწყვეტინებს) მე მხოლოდ ერთხელ... ისიც ძმაკაცებმა ძალით წამიყვანეს... (ამბობს ტანჯვით) ექიმი – იმ ერთხელ კონტაქტით თქვენ მოახერხეთ საფრთხეში ჩაგეგდოთ არამხოლოდ თქვენი, არამედ საყვარელი ადამიანის სიც... ნიკა – (ისევ აწყვეტინებს) მე არ ვიცოდი, გესმით! არ ვიცოდი! ექიმი – (დაყვავებით) მაპატიეთ, გავცხარდი. მაპატიეთ, მაგრამ ნუკა ჩემი ძმიშვილია! ღმერთო დიდებულო! როგორ გავამხილო ოჯახში! რა ვთქვა, ქ-ნო ნინო, მირჩიეთ რამე! (მიუბრუნდება ნიკას დედას) დედა – განადგურებული ვარ. თავზარი დამეცა, ბ-ნო გურამ. არ იფიქროთ, მხოლოდ ჩემს შვილს ვჯავრობდე! გული მიკვდება, რომ ნუკაც ... ორივე! ღმერთო, მე ხომ ორივე სადარდებელი მყავს. ექიმი – რით განუგეშოთ? ყველაზე მძიმე თქვენი ხვედრია, მაგრამ ყველაზე მეტი თქვენ დააშავეთ! (დედა შეკრთა, შეიჭმუხნა) დედა – მეე? რით? როგორ? თან რომ გადავყევი შვილს, იმით? ერთი წუთით რომ არ ჩამიხრია მუხლი? ლექციებიდან შინ რომ გავრბოდი და ვიჯექი დაღამებამდე აბიტურიენტებთან, რომ ამას შეძლებოდა ინგლისურის, ესპანურის,
  • 5. კომპიუტერის, ცეკვის შესწავლა, საყვარელი ნივთების, პიკნიკების, ინტერნეტ კლუბებისა და ათასი სურვილის დაუფლება? იმით, რომ მისთვის არ არსებობდა რამე ოცნება, რომელსაც დედა ვერ აუსრულებდა? ექიმი – ქ-ნო ნინო! ( დედა არ ჩერდება) დედა – თქვენ იცით, რომ ნიკა ხუთი წელი დადიოდა აუზზე? მერე – სოლარიუმში, ორი წელი ბითლზ-კლუბში, სამჯერ იყო კრუიზში მეგობართან ერთად. თითქმის გაკეთებული მქონდა... ექიმი – ქ-ნო ნინო! (არ ჩერდება) დედა – ამერიკაში წასვლა, ჯერ ამას უნდა ჩაებარებინა გამოცდები აქვე, თბილისში. შედეგებზე უკე ვიწვალე და თითქმის გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება, თქვენ არ იცით, რა დამიჯდა ამ საქმის მოგვარება. ექიმი – ქ-ნო ნინო! ( აწყვეტინებს) დედა – ვერ გამაჩერებთ, ბ-ნო გურამ, აი, მაშინ გამოჩნდა თქვენი ნუკა, ამ ვაჟბატონმა წიხლი ჰკრა ჩემს გეგმებს და კანზასის ნაცვლად წყალტუბოში გაქროლდა ბებიამისთან, თან წაიყვანა თქვენი ნუკა, ჩაშალა ჩემი გეგმები. ექიმი – ქ-ნო ნინო (ხმას უწევს) დედა – დიახ, ბ-ნო გურამ, ერთი თქვენი ნუკასთვისაც გეკითხათ, 15 წლის გოგო სად მიჰყვებოდა ამ დეგენერატს და რა უნდოდა წყალტუბოში? ნიკა – (აქამდე გაოგნებული დადიოდა, თავში ჰქონდა ხელები წავლებული, ყვირის) გაჩუმდი, დედა! დედა – არ გავჩუმდები, რადგან მე, ნურას უკაცრავად, ბ-ნო გურამ, ვინმე უვიცი დედაკაცი არ გეგონოთ! მე... ნიკა – დედაა! (ყვირის) დედა – მე ყველა იმედი გადამიწურა ამათმა აჩქარებულმა ნაბიჯმა, მაგრამ პირში წყალი ჩავიგუბე, ენა გადავყლაპე და მხარში ამოვუდექი ახალგაზრდებს და, თურმე, მე, ჩემო ბიჭო, მე ვარ ახლა იმაში დამნაშავე, რომ შენ, ვისთვისაც მთელი სიცოცხლე ვიღწვოდი, შენ, ვინც მთელ ქვეყანას მირჩევნიხარ... (ტირის) ნიკა – გაჩუმდი, დედაა! (ცრემლნარევი ხმით) (ერთმანეთს უახლოვდებიან) დედა – თურმე მე, ვინც სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი... ნიკა – დედაა! დედა – მისი ერთადერთი სიხარული შიდსს... (ვეღარ ასრულებს სიტყვას) ნიკა - ( გულში ეკვრის დედას და ცახცახებს) ექიმი – დამშვიდდით! (უხერხულად იშმუშნება, ბოლთას სცემს. აცდის დედა-შვილს დაწყნარებას) დამშვიდდით, მე მესმის თქვენი! მე ყველაფერი ვიცი, განა არ ვიცი, რა ძნელია, მაგრამ... დამშვიდდით, უსაშველო არაფერია. ნათქვამია: სიკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა! კიდევ კარგი, ამჯერად არსებობს უამრავი პრეპარატი. დედა – მომეშვით, ბატონო გურამ!.. (ვედრების ხმით) ექიმი – ვერ მოგეშვებით, რადგან თქვენ და თქვენისთანა დედები მხოლოდ შვილის მომავალზე ფიქრობთ, აგებთ სასახლეებს, ხარჯავთ მილიონებს მათ აღზრდასა და განათლებაზე, სინამდვილეში კი არ იცით, რომ მთავარი მათი ჯანსაღი ცხოვრების წესია. დედა – რას ამბობს ეს კაცი! ღმერთო დიდებულო! დაადუმე ენა ბრმადმეტყველი! (გაჯავრებული)
  • 6. ექიმი – მე ვარ ბრმადმეტყველი! (მწარედ იღიმება) მითხარით, ქ-ნო ნინო რამდენჯერ ესაუბრეთ ნიკას სექსუალურ საკითხებზე? დედა – მეე? მე – რატომ? ეს ხომ... სირცხვილია (შერცხვა, დაიბნა,აილეწა) ექიმი – ესეც ქართული სირცხვილი! დედა – რას მერჩით, ბ-ნო გურამ?! ექიმი – თქვენ რომ თავის დროზე გეთქვათ ნიკასათვის რომ სექსი თავდაცვის გარეშე... დედა – (რცხვენია) ბ-ნო გურამ, არ ვაპირებ თქვენთან სექსზე საუბარს! ექიმი – არც მე! უბრალოდ, უნდა შეგახსენოთ თქვენი დანაშაული! თქვენ... დედა – არაფრის გაგონება არ მსურს! (და ნიკასთან ერთად გარბის კაბინეტიდან) ექიმი – (მონოლოგი) არ გსურთ და ძალიან ცდებით. თქვენმა სულელურმა მორცხვობამ მიგიყვანათ ამ ზომამდე! თქვენ რომ ნიკასთვის გეთქვათ, რომ შიდსი არ გადადის ცემინებით, ხველით, მწერების ნაკბენით, რომ იგი არც სხვისი ტანსაცმლის ჩაცმითა და კოცნით არ გადადის, რომ ეს ვერაგი დაავადება, შეიძლება აიკიდო ინფიცირებული სისხლის გადასხმისას, სქესობრივი კავშირით, საინექციო ნარკოტიკების გამოყენებისას საერთო შპრიცით, მაშინ თქვენი ნიკა დღეს შიდსიანი არ იქნებოდა და არც ჩვენს პატარა ნუკას ექნებოდა ეს საზიზღარი ვირუსი. და მე აღარ დამჭირდებოდა იმაზე ფიქრი, როგორ მივიდე ჩემს საცოდავ ძმასთან და ვუთხრა, რომ ნუკას... (ტელეფონის ზარია) დიახ... ჰო, გურამი ვარ... დიახ, დიახ, ქ-ნო ლელა. რა თქვით?.. როგორ? ნუთუ ეს შესაძლებელია?.. მადლობა უფალს... ღმერთო, როგორ გამახარეთ! დიახ, დიახ. რა თქმა უნდა! (გახარებული ემშვიდობება, ისევ კრეფს ნომრებს) ექიმი – ალო, დათო, მე ვარ, ჰო, მე ვარ. ბიჭო, დღეს მოვკვდი და გავცოცხლდი. სანთლები დაანთე, ძმაო. ახლავე მოკლედ გეტყვი ყველაფერს. ნიკას შიდსი აღმოაჩნდა. მისი სისხლის ანალიზის პასუხი დღეს დილით მომიტანეს. ნუ გეშინია, ახლახან დამირეკეს ლაბორატორიიდან, ნუკას ვირუსი არ აღმოაჩნდა. ჰო, აი, სწორად ამიტომ გირეკავ, დღესვე, ამწუთში გაქროლდი და ნუკა სახლში წაიყვანე. არ წამოგყვება? ბიჭები გაიყოლე და ძალით წამოიყვანეთ. მათი ერთად ყოფნა არ შეიძლება. კარგი!
  • 7. II მოქმედება ბინა. საწოლზე დამხობილია ნიკა. დედამისი ოთახში წრიალებს. ხელებს იმტვრევს. დედა – ნიკუშ! ( ნიკა არ ინძრევა) დედა – ნიკ! ჩემო სიხარულო! ნიკა – გადი ჩემი ოთახიდან ! (ღრიალებს) დედა – ნიკუშ! დედი, გეხვეწ... ნიკა – გაეთრიე ჩემი ოთახიდან! არ გესმის შენ! (წამოხტება) გადი-მეთქი, შენი... დედა – (კივის) ნიკააა! ნიკა – ჰო, მე შენი!.. დედა – (ტუჩებზე ხელს აფარებს) გაჩუმდი! ნიკა – გავჩუმდე, არა? ახლა გავჩუმდე არა? (დედა აცახცახებული ხელით სიგარეტს უკიდებს) ნიკა – მე გავჩუმდე, მეე? დავდუმდე მისი უმაღლესობა ქ-ნი ნინოს წინაშე, რომელმაც წელს კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია, პროექტი რქებით გაიტანა, თავზე გადაახტა მასზე მაღალი ხარისხის მქონე სწავლულებს და დაამტკიცა, რომ მხოლოდ მისი პროექტია რეალური და მომგებიანი და მხოლოდ ... დედა – რა გაყვირებს, არ შეიძლება ეგ ყველაფერი ხმადაბლა თქვა? ნიკა – ვერ მოგართვი ხმადაბალი და ელიტური ოჯახი! დაე, გაიგონ, შიდსიანი შვილი რომ გყავს და იცი, რატომ, ძვირფასო დედიკო? იმიტომ, რომ ერთი 10 წუთიც კი არ ჩამომჯდარხარ ჩემს გულთან, ერთხელაც არ შეხებიხარ ჩემი ფიქრების გორას, ერთხელაც არ გაგიგია ჩემი ტკივილის სიმწარე და არასოდეს მოგიცია ნუგეში! დედა – ნიკა! ნიკა – რა ნიკა, რა! არ გესიამოვნა, დედიკო? დედა – მე ხომ... ნიკა – ჰო, რა თქმა უნდა, ფულებს მაძლევდი, მწვანე დოლარით დაიწყო და ვარდისფერ ევროდ იქცა შენი მოწყალება ქ-ნო ნინო, ის კი არ იცოდი, სად მიდიოდა შენი მოცემული ფულები! დედა – სად? ნიკა – ხაჩიკას ჯიბეში! დედა – რას ბოდავ, ვინ არის ხაჩიკა? ნიკა – ეს უბანი უჭირავს. დედა – შენ რა საქმე გაქვს უბანთან? (წამოიქოჩრა ამაყად) ნიკა – უბანმა ამიგდო, დედა! მომაჯდა და მახოხა, ჩემო სწავლულო დედიკო! დედა – რას ბოდავ? ნიკა – იმას, რომ მომაჯდნენ და მათამაშეს თავის ჭკუაზე. ყველამ დამიბრიყვა, ფულსაც მაწერდნენ და შმოტკებსაც... დედა – რატომ არ მითხარი? ნიკა – წამოხვიდოდი და ლექციას წაუკითხავდი არა? (დამცინავად) შენ არ გითხარი, მაგრამ ხაჩიკას ვუთხარი და ხაჩიკამ ჩემი პატრონობა თავის თავზე აიღო, დედა! სამაგიეროდ ჩვენ გავარღვიეთ სამყაროს კანონები და მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს კანონებიც, ჩემო დედიკო და სამომხმარებლო ბაზარზე შენი
  • 8. ნაჩუქარი ფულების წყალობით ჩვენც გავედით როგორც მუდმივი მომხმარებლები. დედა – რისიიი? (კივის) ნიკა – ნარკოტიკების!.. (ნიშნის მოგებით უცქერის . დედა დამუნჯებულია) ასე, რომ, ჩემო დედიკო, ეს შიდსი არის არა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისაგან ნაჩუქარი, არამედ ბაიანისაგან აკიდებული. დედა – ნიკააა (ქვითინებს, ჩურჩულებს) ნიკა – ხაჩიკასაც შიდსი აქვს, დედა. (ისიც ჩურჩულებს) თურმე, შიდსი ჰქონია მაგ ძაღლიშვილს, დედაა! სად იყავი, შენ, დედა, მაშინ, მე რომ მიჭირდა, სად? შენი სამეცნიერო ხარისხები და ძვირფასი პროექტები ხედავ, რა ძვირი დამიჯდა, დედა! ნუკა რატომ წამართვეს, დედა? მამასთან ურთიერთობის უფლებას რატომ არ მაძლევდი, დედა? იქნებ მასთან ყოფნა გადამარჩენდა, დედა? მითხარი, რა ვქნა, სად ვიცხოვრო, როგორ? რა გავაკეთო, ნუკა როგორ დავიბრუნო, მიშველე დედა! (ერთმანეთს ეხვევიან) (ნიკას მონოლოგისას დედა გამუდმებით ამბობს ერთსა და იმავეს): დედა - ყველაფერი კარგად იქნება, ექიმებს ვესაუბრე, საუკეთესო სპეციალისტები არიან, ამერიკაშიც დავუკავშირდი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკას, ყველაფერი კარგად იქნება, ნიკა. ნუ გეშინია, ნიკუშ... ნუ გეშინია, დედა! ნიკა – სამყარო თავზე დამემხო, დედა! მედეა ნიქაბაძე, XI კლასის მოსწავლე, 16 წლის
  • 9. წ ვ ი მ ა წვიმდა მთელი დღე განუწყვეტლივ, გადაუღებლად, წვიმის წვეთები დასტიროდნენ დედამიწის ზურგს, თითქოს დარდობდნენ და წარსულის ბედზე ფიქრობდნენ, თითქოს უნდოდათ, გაჰყოლოდნენ ამ მშვენიერ წუთს. და, აი, ამ დროს მივდიოდი სველი გზის პირას, ჩაფიქრებული, დარდიანი:` გაზაფხული მსურს!~ და აი ამ დროს ამოვიდა ქვეყნის მნათობი და მეც ვავსებდი სიხარულის ძალით ამ ჩემს გულს. ლევან დაშნიანი, VIII კლასი, 14 წლის ზამთრის სურათი თეთრი პეპლები მოქრის, თეთრად კამკამებს გზა, თეთრი ჩაუცვამთ სერებს, და იქუფრება ცა. ფანტელი ფანტელს მოსდევს, ხვალაც ითოვებს კვლავ? თეთრია ირგვლივ სივრცე, თეთრია ყველა მთა. ამ სითეთრეში, იქნებ, უფრო გავაგნოთ გზა, იქნებ, გაიხსნას სივრცე, გამოიდაროს ხვალ. ანა მერკვილაძე, 13 წლის, VII კლასი
  • 10. თურმე მესიზმრებოდა ნახე, ისევ მოვიდა ეს აპრილი, ლაჟვარდი, მე ქარს დავდევ ფეხდაფეხ, ყელს გედივით ვიღერებ, როგორ შეიცვალე და როგორ გადასხვაგვარდი, გავიგონე, ჩიტები რომ მღეროდნენ სიმღერებს. ხელგაშლილი მოვქროდი ჩემი ლაღი მხედრისკენ, დაუბერა ნიავმა და შენ თეთრად დაგთოვა, ალუბლების ფურცლები მხრებზე გეფინებოდა, მართლა შემხვდი, მეგონე, თურმე მესიზმრებოდა. მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის ჩემო აფხაზეთო შორი ზღვა, შორი ცა სად გაქრა? აღარ ჩანს მზის სხივი, დაღამდა, ლურჯი ცა, ლურჯი ზღვა აღარ ჩანს, დაღამდა, ო ,როგორ დაღამდა! სად არის, სად უნდა ვეძებო? სადა ხარ, შენ, მწვანე ედემო? მინდვრებო, ჭალებო, ტყეებო, მითხარით, სად უნდა გეძებოთ? მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის თ ო ვ ლ ი თეთრი თოვლით დაათოვა გზებს, თეთრი თოვლით დაათოვა მთებს, თეთრი კაბით შეიმოსა ხე, თეთრი სევდა შეირია დღემ. ისევ თეთრი ფიფქით ათოვს მთებს, თეთრმა ცამ კი გადაფარა მზე, თეთრი სევდა მომერია მეც, თეთრი ძილით მიიძინა დღემ. მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის ფოთლების წვიმა შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლების წვიმა ნაზი ფარფატით უხმაუროდ ეშვება ხიდან, აღარ ეშვება ოქროსფერი სხივები მზიდან, წვრილი წვეთები ცრემლებივით ვარდება ციდან. ცის ლურჯი ფერი უხმაუროდ შავ ღრუბლებს მიაქვს, ჭრელი ფოთლები მინდვრებისკენ გადააქვს ნიავს, შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლები ცვივა, ქარი კი არხევს გაშიშვლებულ ხეებს და ცივა. მარიამ მაღლაკელიძე, VIII კლასი, 14 წლის
  • 11. გ ი ო რ გ ო ბ ა ამ დიდ დღეს, დიდ ხუთშაბათსა არს გიორგობა ნათელი, გიორგის მადლი გფარავდეთ, მისი დღე, მისი სახელი! იყავით! იბედნიერეთ! გიორგობაა ნათელი! გიორგი მემარნიშვილი, 11 წლის წყაროს მონოლოგი მე ვარ წყარო, მოწკრიალე, მაღალ მთიდან მოვდივარ, ცივი ვარ და მორაკრაკე, დასაწუნი როდი ვარ! აქეთ- იქით მეხვევიან ენძელები, იები, ვარ დაღლილი სიარულით, თქვენკენ გზების ძიებით. გიორგი მემარნიშვილი, 11 წლის
  • 12. * * * ქარი ფოთლებს აწუხებდა, არ აცდიდა ძილს, შრიალებდნენ ხის ტოტები, თავებს ხრიდნენ ძირს. ხეს გაძარცვულ შიშველ ტანზე ცრემლი ღვარად სდის, მიყრილ-მოყრილ ხის ფოთლებზე ქარი მიწას ყრის. ქარი ფოთლებს ასაფლავებს, უმოწყალოდ ქრის, მომტირალი ხის ტოტები ჩიტს უფრთხობენ ძილს, ამის მოწმე ვარსკვლავები თავებს ხრიან ძირს. თათია კაციტაძე, 16 წლის * * * ჩემო ტკბილო საქართველო, ჩემო ბრძენო ხალხო, მინდა, ისევ ერთიანი და ძლიერი გნახო სანდრო ედიბერიძე, 11 წლის
  • 13. * * * რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას, დარდებით ვარ სავსე მხოლოდ, ალბათ, მომკლავს ეს ფიქრები და სიცოცხლეც ქრება ბოლოს. ღმერთო, მინდა, მწამდეს შენი, მაგრამ სევდა უფრო მძალავს, იმედები დამელია, დამეცალა სრულად ძალა. ალბათ, უნდა სულ ვიტანჯო და ვაფრქვიო ცრემლის ზღვები, ნეტავ, ვეღარ დაგივიწყებ? ნეტავ, მუდამ მეყვარები! თამთა ხუჯაძე, x კლასი, 15 წლის ნ ა კ ა დ უ ლ ი (ჩანახატი) ჩხრ! ჩხრ! ჩხრ! მთიდან მოვედინები კრიალა, კამკამა ნაკადული. ფერდობიდან პატარა ჩანჩქერს ვქმნი. ბარად კი უფრო ვმშვიდდები, ვდინჯდები, გზად ულამაზეს პეიზაჟებს ვაწყდები, თვალებდაფაციცებული ვიხედები, ჩემს კაშკაშა ზედაპირზე ვირეკლავ მათს სახეებს. არსებობის ჟინი უფროდაუფრო მიპყრობს, მინდა სიცოცხლე, მინდა სიმღერა, მიყვარს მთვარე, ეს ციცქნა ვარსკვლავები. მარტო ისინი კი არა, ირგვლივ ყველაფერი მიყვარს, მახარებს მათი ცქერა. ზამთრისა და გაუსაძლისი სიცხისა კი მეშინია. რატომ? იმიტომ, რომ ზაფხულში ხანდახან ვშრები, მაგრამ რას ვიზამ, უძლური ვარ. ჩემი სიცოცხლე ღვთის ნებაზეა. გულს ის მიიმედებს, რომ მაინც გადავრჩები, მაინც ავრაკრაკდები, მაინც ავხმაურდები და დიდხანს, დიდხანს, დიდხანს ვიარსებებ… თამთა ხუჯაძე, x კლასი, 15 წლის
  • 14. გვიყვარს და ვუყვარვართ გაზაფხულია… მინდორი ჭრელ ხალიჩას დამსგავსებია. მოჩითულა ნაირფრად. ბალახიც მზისკენ მიისწრაფვის. უნდა, რომ შეხედოს, დატკბეს. ყელყელაობს, ცხრათვალას უცინის, თვალებით ეალერსება. ნეტავ რატომ? კუდმაკრატელა მერცხალი ტოტიდან ტოტზე დახტის და ჭიკჭიკებს. არემარეს აყრუებს მისი სიმღერა, ბალახის ღეროს მზე შეჰყვარებიაო! ლურჯთვალება ყვავილი, მორცხვი ია, ბუჩქის ძირად მინაბულა: კესანეს, ტკბილ მეზობელს, ჩუმად გადახედავს ხოლმე და დიდი ბედნიერება ეფინება სახეზე. ნეტავ რატომ? იქვე ნაკადული ალიკლიკდა. ია-იას კესანე შეჰყვარებიაო! გამუდმებით, გამალებით მღერის ბულბული. სურნელოვან ვარდთან დასკუპებულა და ფრთხილად, ფრთხილად უნანავებს. ნეტავ რატომ? ჩუმად აშრიალდა ვერხვის ფოთოლი, ბულბულს ვარდი შეჰყვარებიაო. კისკისით მირბიან ბილიკზე გოგო და ბიჭი. ბიჭს მეორე სასკოლო ჩანთაც უჭირავს ხელში, გოგონას კი - ყვავილების თაიგული. ნიავმა საიდუმლო გაამხილა, ბიჭს გოგო შეჰყვარებიაო. რა ლამაზია ეს ფერადი ქვეყანა, როცა ყველას ერთმანეთი უყვარს. ნეტავ ბევრი, ბევრი სიყვარული იყოს, სიძულვილი კი - არა! მაშინ ვეღარ გავიმეტებთ ერთურთს ტყვიისთვის, ტკივილისთვის , ობლობისთვის. გესმით? ისევ ჭორაობენ აშარი ქალები, ისევ ლიკლიკებს ნაკადული, ისევ ჟღურტულებს კუდმაკრატელა, ისევ მორცხვად თავდახრილა ია, ისევ იყურება ცისკენ იასამანი, ისევ მორბიან ბილიკზე გოგო და ბიჭი, ცას კი სწვდება მათი კისკისი; ბედნიერები ვართ, გვიყვარს და ვუყვარვართო! ნინო კირკიტაძე, VII კლასი, 13 წლის
  • 15. უბრალოდ ორშაბათი… ვინ იცის, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა იმ დღეს… გარემოც თითქოს აღშფოთებულიყო. გარეთ წვიმდა, მოდიოდა ცივი წვეთები ძალიან, ძალიან სწრაფად და მიწაზე ეხეთქებოდა დაუნდობლად, სულიერი რომ ყოფილიფო, თავს მოიკლავდა . ისინი ,ძირს დანარცხებულნი, ექვს თუ ხუთ შედარებით მომცრო წვიმის წვეთად იყოფოდნენ. ციოდა გარეთ, ციოდა შიგნით, გაყინულიყო გული, ჩემი მზერა ერთ ადგილზე გაშტერებულიყო. ხეები მიკრუნჩხულიყვნენ, მათ ტოტებს მუქი მწვანე, უფრო ჭაობისებრი შეფერილობა ჰქონდა, სადღაც ორი თუ სამი ფოთოლი ფრთხიალებდა, დანარჩენი მცენარის ირგვლივ მიმოფანტულიყო და ამდენი წვიმისაგან ლპობა დაეწყო. ცაც მოღუშულიყო თითქოს… მას მუქი იისფერი, კიდევ უფრო მუქი ფერი ედო… ღრუბლის ერთი ნაფლეთიც არსად მოჩანდა. რითაა ეს დღე ასეთი გამორჩეული სხვა დღეებისაგან? ალბათ, თავისი გასაოცარი მოწყენილობით, რომელიც ჩემს სულშიც აისახა და ანალოგიური განცდები დამეუფლა. საიდანღაც ძაღლის ყმუილი ისმოდა… საცოდავი… მისი ხმა ნაღვლით, უბედურებითა და სევდით იყო სავსე, რომელიც გულში ჩამწვდა და თავს უფლება მივეცი, მის ადგილზე წარმომედგინა საკუთარი პიროვნება. ამან უფრო აღმაშფოთა. მივხვდი, თუ როგორი უსიცოცხლოა მისთვის ყველა სულიერი, ის უბედურია, როგორც ხის ამოყრილ ფესვებზე დაყრილი დამპალი ფოთლები. სხეულში რაღაც უცნაური შეგრძნებები გაჩნდა, რაღაც მტკივა და მაწუხებს. დავიწყე გარკვევა, თუ რა მტკიოდა. თავი? - არა! - გული? - არა. - რაიმე ორგანო? - არა. - სული? - მივხვდი ბოლოს. მე სული მტკივა. ხასიათის გამოსაკეთებლად მუსიკა ჩავრთე… ავრილ ლევინის ხმაც სევდიანი მეჩვენა იმ დღეს… უცბად რაღაც ძალამ გარეთ გამისროლა, დავდექი შუა გზაზე და დავიწყე ყვირილი. დავინახე როგორ მიყურებდნენ გაოცებული თვალებით ქოლგით მიმავალი „ადამიანები“. უცბად საპატრულო მანქანამ გააჩერა, სცადეს ჩემი შეჩერება, ისინი მე, არაადამიანურს, ვერ შემაჩერებდნენ. მე ვარ… მე. „გიჟია, გიჟია!-“ ჩამესმოდა, ჩამკეტეს ავტომობილში… ახლა უკვე ასეთი რამ ზუსტი მტკიცებულება მგონია, რომ მე გიჟი ვარ, სხვა დანარჩენ ნორმალურ ხალხში, რადგან მათზე ბევრად „მაღალი ვარ“, მათზე მეტი რამის გაგება და შეგრძნება შემიძლია… ლუკა კირკიტაძე, X კლასი, 16 წლის
  • 16. ჩვენ და უფროსები გამიგონია, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო. ოდესღაც თქვენც ხომ ყოფილხართ ბავშვი? დამეთანხმებით, რომ, მართლაც ,ძალიან ლამაზი ხანაა. უზრუნველი, უდარდელი, მხიარული. ალბათ ჩემსავით ოცნებაში სად არ დაფრენდით, ხან მიუვალ მთებში მოგზაურობდით, ხანაც უკიდეგანო ზღვის ტალღებს ეთამაშებოდით, ხან სრულიად განმარტოვდებოდით და მეოცნებე თვალებს ჭერს მიაპყრობდით. რაზე ფიქრობ, ანუკა? - იმ წუთში ჩამეძიება დედაჩემი. თუ გაბაზებულია, მაშინ უნდა მოუსმინოთ: რამ გამოგაშტერა ,გოგო, საქმე არაფერი გაქვს? - იმწამსვე უნდა გამოვფხიზლდე, თუ არა, ვაი, შენს მტერს, მერე უხსენი, ოცნებაში ჩავიძირეო. მაინცდამაინც უფროსების ჭკუაზე უნდა იარო. რას გაგიძეძია თმები, გარეთ მასე უნდა გახვიდე, მაგ გიხდება ახლა შენ? ბებიაჩემია. რა გაეწყობა, უნდა მოვბრუნდე და თმები შევიკრა. ხანდახან არც ვუსმენ და გავრბივარ. როგორ გინდა, ანუკა, შენ, მასეა ახლა მოდაში? მასე აცვიათ შენს მეგობრებს, პატარა ხომ არა ხარ? როგორც სჯობდეს, ისე გააკეთე! - ყოველთვის ჩემს გვერდითაა ჩემი მამიკო. კიდევ კარგი,თორემ გაუსაძლისი გახდებოდა ცხოვრება. ახლა სკოლას არ იკითხავთ? ვიღაცას ელასტიკი არ მოსწონს, ვიღაცას ჯინსის შარვალი აღიზიანებს, გოგონებს მაინცდამაინც კაბები უნდა ეცვათო. ისე, მამააბრამის ბატკნები არც ჩვენ ვართ. გაბრაზება ჩვენზე ახია, ხანდახან წამალივით გვიხდება.მაგარამ უფრო მეტად თქვენი ყურადღება გვჭირდება. ჰოდა, რახან უერთმანეთოდ არსებობა არ შეგვიძლია, ნუღარ დავუპირისპირდებით ერთურთს, თქვენ ჩვენს ბავშვურ სულებს გაუფრთხილდით, ჩვენ თქვენ წინაშე მუხლს მოვიყრით და ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი შეცდომების პატიებას გთხოვთ. ანა მერკვილაძე ,VII კლასი, 13 წლის
  • 17. Tamar liluaSvili Tamar kacitaZe laSa xojanaSvili luka kirkitaZe
  • 18. ბაკულა ხოსოლიანი კაცი, რომლის შესახებაც დავით კლდიაშვილის თხზულება „ბაკულას ღორები“ მოგვითხრობს, ძალიან საინტერესო პერსონაჟია. იგი კულისებს მიღმა მიმალული სახეა, ოღონდ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლის მქონე-სწორედ ეს ადამიანია ნაწარმოებში დატრილებული ამბების საბაბი. ამგვარი მისია ანიჭებს მას განსაკუთრებულ ხიბლს. ავტორი არ არის გულუხვი ბაკულას შესახებ გაცემული ცნობების თვალსაზრისით. თუმცა დაინტერესებული მკითხველი მაინც ამოიკითხავს ამ პერსონაჟის სახასიათო ფრაზებს: ბაკულა „ამას წინად გამოეყო ძმას.“ „რაღაც ქოხი“ ერგო მხოლოდ; წამოიღო და გალაქტიონ ხოსოლიანის მეზობლად დაფუძნდა „რაღაც ჯაგებში, ისეთ ადგილას, რავა იფიქრებდი, თუ იქ ოდესმე ადამიანი დასახლდებოდა.“ ეს არაფერი, ასეთი რამ ბევრს დამართია მე- 19 საუკუნის გაძვალტყავებულ, დამშეულ იმერეთში. შიმშილმა უამრავი ძმა გადაჰკიდა ძმას და გამოახტუნა მამაპაპისეული ქოხიდან. ასე იცის მაგ სიყვარულისპარიამ, მისი პარპაში, პირველ რიგში, ადამიანის სულს ამახინჯებს. ჰოდა, ბაკულა ხოსოლიანიც ვერ დარჩა შიმშილის ტლანქი მარწუხებისაგან შორს, მასაც შემოაჭდო იმ გაიძვერამ თავისი საცეცები და მოწურა კაცის გული, ძმრად გამოადინა იქიდან სიყვარული და თანადგომა: „არა აქვს საჭმელი, არა აქვს სასმელი, ყრიან საცოდავად!“ სხვათა შორის, ავტორი არაფერს ამბობს ბაკულა ხოსოლიანის ოჯახის შემადგენლობაზე, მაგრამ ზედმიწევნით აღწერს მის „საყოლიებელს.“ ბაკულას კი ისინი „უყრია მშიერი, შეწუხებული, კუჭი რომ ეეწვისთ ხოლმე ისე ჭყვირიან და წკნავიან, რომ... გული შეუწუხდება ადამიანს.“ დამშეული ბაკულას დამშეული პირტყვი ამ ნაწარმოებში მთავარი ბომბარდირის როლს ასრულებს.ორი გაფშიკებული ღორი და ცხვარი საიერიშოდ მეზობელ გალაქტიონ ხოსოლიანის ბოსტანში ამოითქვამს ხოლმე სულს და ამოივსებს მიმხმარ ფერდებს. ამ საცოდავებს პატრონის ეზოში „ეკლისა და ბარძგების მეტი“ არაფერი აქვთ, აქეთ კი ზენათის ამწვანებული ბაღჩეული ეგულებათ. ამ აულაგმავი პირუტყვის თარეშით შეწუხებული გალაქტიონ ხოსოლიანი იძულებულია, თავი დაიცვას მოურიდებელი მეზობლის წვრილფეხისაგან. მაგრამ, მოგეხსენებათ ქართველი კაცისა და ქართული სასამართლოს ამბავი: „ჯერ საქმეს დასასრული არ მიეცემა, მერე მოწმეების თრევა, მათი ჭმევა-სმევა, ხარჯი, გაცდენა და ბოლოს, შეიძლება, საქმე ისე
  • 19. შემოგიტრიალონ, რომ ბრალი მე დამდვან, რომ პატარა ბოსტანი გქონებია და საკმარისად ვერ ძღებიან შიგ იმ ჩემი მეზობლის ღორები,“ - ამგვარი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ გალაქტიონს. სწორედ ამიტომ, მოურიდებელი ბაკულასა და მისი ღორების ასალაგმავად სხვა ხერხს მიმართავს: სამაზრო სამმართველოს თარჯიმან ალექსანდრე შარიქაძესა და კანცელარიის უფროს ვასილ ივანიჩს ეპატიჟება, ძვირფას სადილს მართავს იმ იმედით, რომ გავლენიანი სტუმრების დანახვა ბაკულას შიშით აავსებს და საბოლოოდ აიღებს ხელს თავისი დამშეული პირუტყვის სამწყვრევიდან გამოშვებაზე.აი, სწორედ აქ გამოვლინდა ბაკულას ჭეშმარიტი სახე.თუმცა მისი ხასიათის შემავსებელი რამდენიმე შტრიხი მანამდეც ჩანდა: „კაცმა რომ შეხედოს, მართლადაც, შეეშინდება, ისეთი შეხედულებისაა.“ ეტყობა, ბაკულას შიმშილმა და სიღარიბემ სახეზე ერთი-ორი ისეთი შტრიხი შემატა, რომელიც მის მნახველს შიშით აავსებდა. ყველაფერი შეუძლია მატერიალურ გაჭირვებას, წელში ტეხს სიამაყეს და კონკის კაცებს საზარელი გამომეტყველებით ავსებს. ასე შეასწორა მან ბაკულას სახის ნაკვთები და მის ადამიანურ იერს თავისებური მკაცრი კორექტურა ჩაუტარა.ერთი სიტყვით, გავლენიანი სტუმრების მოსვლამდე ბაკულას ხასიათის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი დავიჭირეთ. არ გამოგვრჩეს მეორეც: ზენათი, მისი ძაღლი,ტრუბია, შვილები: პიტია და კიკილო-თავგამოდებით დასდევენ ბაკულას ღორებს, იწყევლება გამწარებული ზენათი და ერათი სული აქვს, შეღმართის თავში წამოსკუპებულ ქოხში გაიგონონ მისი გულისწყრომა და აი, ბაკულას ხასიათიც: ,,რასაკვირველია, იქ ესმოდათ მისი ქაქანი, მისი ლანძღვა, წყევლა, მაგრამ პასუხს არავინ აძლევდა და არც არავინ ჩნდებოდა“,-აჰა, ამაოების პირისპირ დამუნჯებული ბაკულა. წარბიც არ შეეხრება საკუთარი ლანძღვა-გინების გამგონს. ვითომ არ ანაღვლებს ზენათის ქაქანი? დავიჯეროთ, ასე დაშორდა იგი წუთისოფლის პროზაულ ამაოებას? არა, ბატონო! შიმშილისა და უსახსრობის გადამკიდე ბაკულას პროტესტის სურვილი აღარ აქვს. მისთვის უამრავი რამ გახდა უინტერესო და სულერთი. ზენათის ქაქანი რაღა ჩასათვლელია?! დიახ, ადამიანში მოშლილია პიროვნება. მან ყური შეაჩვია საკუთარ ლანძღვასა და საპროტესტო სურვილიც ისე გაუქრა, როგორც სარჩო-საბადებელი. ასე იფიქრებ სადილამდე, მაგრამ მერე სულ სხვა აზრით ივსები ბაკულა ხოსოლიანის მიმართ. ამგვარ ფიქრს სწორედ მისი მეზობლისადმი მოურიდებლობა ბადებს. გალაქტიონმა ჩინიანი სტუმრები საწყალი ბაკულას გულგასახეთქად მოიწვია. როგორც ჩანს, სოფლელებს შორის იყო ერთგვარი მორიდება გავლენიანი ნათესავების პატრონი ოჯახისადმი. ეს მშვენივრად იგრძნობა ამ თხზულებაში. ადამიანები მონურად ემორჩილებიან თანამდებობრივ გავლენასა და ჩინს, მათ უფრო მეტად მორიდება ეუფლებათ არა ღირსებისა და ზნეობრივი სრულყოფილებისადმი, არამედ სკამების, ადგილების, თანამდებობრივი ცენზისადმი, მაგრამ ასე არ ფიქრობს ამ ნაწარმოებში სწორედ ის, ვის დასაშინებლადაც გაიმართა ზენათის დაზურგული სუფრა და გაიხსნა გალაქტიონის ქვევრი.აი, სწორედ ეს თვისება აღმოჩნდა ბაკულა ხოსოლიანში დადებითი.იგი, ნაწარმოების დასაწყისში ცხოვრებისაგან გატეხილ, გაჯეგილ კაცად რომ წარმოგვიდგება, არც მასე ყოფილა საქმე. ჩვენ წინაშე ჩნდება პიროვნება, რომელიც არაფრად აგდებს სამაზრო სამმართველოს წარმომადგენლებს. კი არ ეშინია მათი, პირიქით, იმავე დღესვე ჩვეული ჟინით რევენ და შლიან მისი ღორები და ცხვრები მეზობლის სტუმრების იდილიურ სადილს. საბედნიეროდ, ბაკულა სხვა ღირსების კაცი აღმოჩნდა, ვინემ ამ თხზულების დანარჩენი პერსონაჟები. იგი მონა არ არის, კაცია, ვაჟკაციც კი, რადგან ასე გულადად იქცევა. მაგრამ იქვე ჩნდება კიდევ ერთი საწინააღმდეგო აზრი:ბაკულა ხოსოლიანი, იქნებ, სწორედ იმიტომ ვერ შეაშინეს გალაქტიონის სტუმრებმა, რა მიზეზითაც ვერ აკრთობდა მას ზენათის წყევლა: მასში ჩამკვდარია ყველანაირი განცდის უნარი, ეს ცხოვრებისაგან გამოფიტული კაცია, ისეთი, როგორიცაა ლევან ქამუშაძე (დ. კლდიაშვილი, ,,ქამუშაძის გაჭირვება“ ) რომელიც აღარ ლაპარაკობს, საზოგადოებაში აღარ ჩნდება, გაჭირვებამ გაახევა და შებოჭა მისი ემოციები. იქნებ, სწორედ, ინდიფერენტულობა არის ბაკულას უშიშრობის მიზეზი და არა ვაჟკაცური შეუდრეკლობა. ვინ იცის? შიმშილს, მართლაც, ყველაფერი შეუძლია. იგი მე-19 საუკუნის ხრიოკ იმერეთს თავზე სახადივით დაატყდა და სახე უცვალა ქამუშაძეებს, მორბელაძეებს, სამანიშვილებს, ხოსოლიანებს, თავბედი აწყევლინა მათ. თამარ ლილუაშვილი, ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის №7 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე, 15 წლის ,მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე
  • 20. მელიხიშვილი (რეზო ჭეიშვილი, „ბიძია,“ წიგნიდან „მუსიკა ქარში“) საზოგადოება ძალიან ხშირად იბრმავებს თვალს და ჭეშმარიტი განსჯის უნარს კარგავს. ეს უმეტესად მაშინ ხდება, თუ ზუსტად ჩამოყალიბებული კრიტერიუმი არ არსებობს ამა თუ იმ ფასეულობაზე. თუ ადამიანთა ცნობიერება მკვეთრად ვერ მიჯნავს ღირსეულს უღირსისაგან, ეს იმის მანიშნებელია, რომ თვით საზოგადოებაში არ არის ამ მხრივ ჯანსაღი კლიმატი. სწორედ ამგვარი პრობლემის წინაშე გვაყენებს მწერალი რეზო ჭეიშვილი, როდესაც მკითხველის სამსჯავროზე მელიხიშვილობის თემას წამოწევს. ეს გვარი მწერლის მოგონილი უნდა იყოს, იგი მელეხიშვილის სახეცვლილი ფორმაა. ხოლო „მელეხი“ საბჭოთა პერიოდში მდიდარი, გავლენიანი, ყოვლისშემძლე ადამიანის სინონიმად მოიაზრებოდა. თხზულებაც იმ ეპოქას ასახავს და გვიჩვენებს ერთი პატარა ბიჭის სულიერი გარდასახვის უცნაურ გზას. უფრო სწორად, ამ მცირე ასაკის ადამიანს უკვე მოუძებნია თავის გატანისა და დამკვიდრების განსაკუთრებული ხერხი, რომელიც, სამწუხაროდ, გაიძვერობას, ფლიდობასა და აფირისტობას ემყარება. პატარა მელიხიშვილი თავის ყოვლისშემძლეობას პირველად მაშინ გამოავლენს, როდესაც ქუთაისში მოსკოვის, ლენინგრადისა და სხვა ქალაქების ოსტატ ფეხბურთელთა გუნდები მორიგეობით სტუმრობდა და საინტერესო მატჩები იმართებოდა. ყველა ბავშვის ოცნება იყო სტადიონზე მოხვედრა, მაგრამ უბილეთო პატარები „მუდამ ათასი ხვრელ- დარანიდან და გადასასვლელიდან ძვრებოდნენ“ სასურველ ადგილზე, ხის ტოტზეც ბევრჯერ შემომსხდარან ფრინველებივით. ასეთებს პატარა მელიხიშვილი გააოცებს თავისი უბადლო გაიძვერობით. ის სხვათა მსგავსად შესაძვრომებს კი არ ეძებს სტადიონზე მოსახვედრად, არამედ მთავარი შესასვლელიდან ამაყად თავაწეული შედის იქ. როგორ? ,,როგორ და მშვენივრად. მიყურე და დაინახავ!.. თხოვე რომელიმე ბიძას, შემიყვანე ბიძია-თქვა და ის თუ არა, სხვა მაინც გაგიყოლებს. ისე უნდა მოიქცე, თითქოს იმ ბიძიას შვილი ხარ ან ძმიშ ვილი.“ როგორც მელიხიშვილის სიტყვებში ჩანს, ამ ბავშვმა შესანიშნავად იცის თაღლითობა, აფირისტობა, გაიძვერობა. მან თავისი მეთოდის სიკეთეში მაშინვე დაარწმუნა თანატოლი, ერთ-ერთ ,,თვალებგადმოკარკლულ, სქელ კაცს“ აედევნა, ,,შემიყვანე ბიძიას“ თხოვნით. უცნობს უნდოდა, უარი ეთქვა, მეტი ბილეთი არ მაქვსო, მაგრამ ,,მალევე გაერკვა შექმნილ სიტუაციაში,“ ბიჭს ხელი მოჰკიდა და ,, სტადიონზე შეიძღოლა თანმოყოლილი გერივით.“
  • 21. მელიხიშვილს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მისი მეთოდი ვინმემ სათაკილოდ მიიღოს: ,,ნიშნისმოგებით მომხედა ჭიშკართან გაჩერებულმა.“ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, ამ პატარა ბიჭმა იმდენი მოახერხა, რომ დასაჯდომი ადგილიც გამონახა, ,,დასავლეთის ტრიბუნაზე ადმინისტრაციული ლოჟის ქვემოთ.“ მისი თანატოლი კი: ,,კარს უკან ვიწრო კიბეზე გავეჩხირე, საიდანაც ორჯერ გადმომაგდეს კინწისკვრით.“ ქართულ ზღაპრებს მოხერხებული და ჭკვიანი ნაცარქექიას სახე ამშვენებს, ისიც ცრუობს ხოლმე მიზნის მისაღწევად, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩიხში მოექცევა და სხვა გამოსავალი აღარ აქვს. მელიხიშვილმა კი აფირისტობა და გაიძვერობა ცხოვრების მიზნად და საშუალებად აქცია: ,, ბიძიას ძახილით შედიოდა კინოში, თეატრში, სტადიონზე, ცირკში და ყველგან... რომელიღაც ბიძიამ წაუკრა ხელი სკოლის ოქროს მედალზე, ბიძიამ უბიძგა სამედიცინო ინსტიტუტში, ლენინგრადის ასპირანტურაში, ბიძიამ დააცვევინა საკანდიდატო, სადოქტორო, ბიძიამ გაამწესა იმ დიდ თანამდედობაზე, სადაც ახლა იგი ზის.“ მელიხიშვილმა ბევრს მიაღწია თავისი ქლესა და პირმოთნე ხასიათით, მაგრამ საინტერესო უფრო ის არის, რამ უბიძგა, პატარაობის ასაკშივე სიფლიდითა და გაიძვერობით მიეღწია სურვილების დაკმაყოფილებისთვის? ამ შემთხვევაში ,,კვიცი გვარზე ხტის.“ მას ჰყავს ოჯახში ,,მისაბაძი“ პიროვნება, მამა, ცნობილი ოფთალმოლოგი, რომელსაც ,,ორივე ქუთუთოს დამბლა აქვს“ ეს არაფერი, რა ვუყოთ, თუ კარგი პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ, ,,სათნო გამომეტყველების, ჭაღარათმიანი, წარმოსადეგი“ მამაკაცია, მუდამ თავაზიანი და მოღიმილე, ,,ბატონოს“ გარეშე ენას არ მოიბრუნებს. რა ვუყოთ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ,,ორმაგ თამაშში,“ ,,ოქროს სპეკულაციაში,“ ,,კრიმინალურ სამყაროსთან კავშირშია“ შემჩნეული. ხომ ასეთია მელიხიშვილის მამა, მაგრამ განა საზოგადოებას მასზე უარყოფითი აზრი აქვს?! არამც და არამც: ,,ენაწყლიან, თავაზიან, ადამიანთან წაგებაც უხაროდა ზოგიერთს და მისი ტყუილი სხვის მართალს ერჩნვნა,“- აი, რა ხიბლი აქვს მელიხიშვილის მამას. ამას, ყველაფერს, პატარაობიდინვე შეჰყურებდა ბიჭი და იმახსოვრებდა. მან უცდომლად იცოდა, რომ საზოგადოებას ყოველთვის წამოაგებდა თავის მომხიბლავ ღიმილსა და კეთილშობილურ მანერებზე, რადგან ცხონებული ილია ჭავჭავაძე მშვენივრად ამბობს „ მგზავრის წერილებში“: „გულში ვინ ჩაიხედნის, გული შიგნიდ არნ, უხედველ!“__ ჰოდა არც საზოგადოებას ჰქონდა იმდენი განჭვრეტის უნარი, მელიხიშვილების დაჭიანებული, ფუტურო გული და უზნეობა დაენახა. პატარაობისასაც კი უცდომლად იცოდა ამ ბიჭმა, რომ ღიმილითა და უცოდველი იერით ნებისმიერს შეაცდენდა. ამგვარი ცოდნის წყარო მამა იყო, მოხუცი მელიხიშვილი, დამაგნიტებული კამათლებით რომ თამაშობდა, ელგაყვანილობით გაწყობილი ნარდი რომ აუფეთქდა ყველას თვალწინ, მაგრამ მაინც არ შეუტანიათ მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი, უფრო მეტიც, „კარგი მამისა და პირიანი კაცის სახელზე“ ვერაფერი მოქმედებდა, რას იზამ? საზოგადოება თავად არის უზნეო, მას თვითონ აქვს დაკარგული ღირსება და სხვისი ჭეშმარიტი ადამიანური ფასეულობის შეგრძნებას როგორღა მოახერხებს? ამით სარგებლობენ მელიხიშვილები და ცხოვრების კიბის უმაღლესი საფეხურებისაკენ უღირსად მიცოცავენ „ბიძია-ბიძიას“ ძახილით, ყალბი სათნოებითა და რაფინირებული კულტურულობით, დახვეწილი გაიძვერული მანერებით. თამარ კაციტაძე, ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის N7 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე, 16 წლის მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე ნახატი ლუკა კირკიტაძის, 16 წლის
  • 22. ოთარაანთ თევდორე (ილია ჭავჭავაძე, „ოთარაანთ ქვრივი“) „ვინც მოკვდა, თავის თავს მოუკვდაო,“--უთქვამთ, მაგრამ ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, თევდორე, მხოლოდ თავის თავს არ მოჰკვდომია. შავი ძაძებით შეიმოსა სოფლის განაპირას მდგარი მოზრდილი ფიცრული და მას შემდეგ სათოფურებით დაჩითულ კედლებს ყოველ კვირას ესმით ქვრივის გულისწამღები გოდება: „ვაი, ვაი, მე უბედურსა... სადედაბროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. დიახ, მოკვდა თევდორე, „წაიღო შავმა მიწამ“ კაცი და შეწყდა მისი სიხალისე, მისი მოუღლელი გარჯა, დადუმდა მხიარული გული, რომელიც შრომასაც კი ქეიფად აქცევდა; გაქვავდა სახე, რომელსაც ღიმილი არასოდეს შორდებოდა... წავიდა... თითქოს არც კი ყოფილაო, მაგრამ დარჩა ქალი, რომელსაც „იმ ვეებერთელა სოფელში,“ რომელსაც თუნდაც „წაბლიანი“ ერქვას, ყველა ოთარაანთ ქვრივად იცნობდა. დიახ, ამ ქალის სახელი ყველას დაავიწყდა თევდორეს გარდაცვალების შემდეგ. იგი დარჩა იმ სოფელში როგორც ცოცხალი ნაწილი გარდაცვლილი მეუღლისა, როგორც გაგრძელება მისი შეწყვეტილი სიცოცხლისა. თხზულება განსაკუთრებულად არ აღწერს თევდორეს სახეს, მას სიუჟეტის განვითარებაშიც არ მიუძღვის დიდი წვლილი, რადგან მისი მისია, სწორედ, იმაშია, რომ უნდა მოკვდეს, მაგრამ, სწორედ აქ ვხედავ მწერლის ჭეშმარიტ განზრახვას, მან არ მოკლა ის ადამიანური საწყისი, რომელსაც თევდორე წარმოადგენდა. მისი თვისებები და სული ილია ჭავჭავაძემ ოთარაანთ ქვრივში გადმოიტანა. ეს გლოვის ეპიზოდშიც შესანიშნავად ჩანს: დედაკაცი ყოველ კვირა დღეს ჩამოიღებდა ქმრის იარაღს, დუმის ქონით გაპოხავდა, გაწმენდდა, შეინახავდა. ეს ხომ ერთგვარი ფუნქციათა მონაცვლეობაა. გავიხსენოთ, როგორ ხვდება ეს ქალი ქმრის სიკვდილს: ტირის, მოთქვამს, ვაებს. ერთი სიტყვით, მართლა ქალივით გულჩვილობს. ასეთი რამ კი ამ დედაკაცს შემდეგში აღარ ახასიათებს. ის რკინასავით გაუტეხლად ეგებება ყოველგვარ გასაჭირს. მან ჩამოასხა ფოლადის ნიღაბი, ტანზე კაბასავით მოირგო და ვაჟკაცივით შეუტია ცხოვრებას. ოთარაანთ ქვრივის გამორჩეულ მხატვრულ სახეზე ხშირად მსჯელობენ, მაგრამ ის კი ავიწყდებათ, რომ ავტორმა ამგვარი პერსონაჟი სწორედ რომ სხვა, შედარებით ჩრდილში მდგომი, ტიპაჟისაგან შექმნა. ნაწარმოებში არის ეპიზოდი, რომელიც ოთარაანთ ქვრივის მეტამორფოზის საწყის ეტაპს წარმოადგენს. ეს თევდორეს სიკვდილია. გავიხსენოთ, რას ეუბნება ეს გასაოცარი ვაჟკაცი ახალგაზრდა მეუღლეს: „რა გატირებს, ადამიანო?! განა შენ კი შერჩები ამ წუთისოფელსაო? ყველას ბოლო ეს არისო... ტირილით ნაშობი სიცილით უნდა
  • 23. კვდებოდესო. სააქაოს სტუმარი ვიყავი და ეხლა შინ მივდივარო!“ - ბევრი პერსონაჟი შეხვედრია სიკვდილს ვაჟკაცურად, მაგრამ ამგვარი სულიერი სიმშვიდე გასოცარია, ასეთი რამ არც ერთი გმირის ქცევაში არ ჩანს. ძალაუნებურად ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ გაგახსენდება: „თავზარსა სცემდეს სიკვდილსა, ზედ ქორებულად ფრინავდეს!“-ასეა თევდორეც. მას „ყოველთა შემმუსვრელმა“ სიკვდილმა მთავარი ვერ წაართვა-შინაგანი სიმტკიცე და ძალა. ვერ მოღუნა, ვერ გატეხა, ვერ დააჩაჩანაკა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თევდორემ დაუდო სათავე ოთარაანთ ქვრივის გასაოცარ თვისებებს. ილია ჭავჭავაძე ამ თხზულებაში აშკარად უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ კარგი ვაჟკაცი სიკვდილის მერე სიცოცხლეს კარგი ოჯახით აგრძელებს. მისი სახე და საქმე გრძელდება, თუ იგი ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი იყო. თუ არადა, მართლა კვდება, ქრება, მტვერივით ნიავდება და იფშვნება. უკანასკნელ გაბრძოლებად მეჩვენება მისი ანდერძი, რომელსაც ცრემლიან მეუღლეს გულში აწვეთებს, გონებაში უბეჭდავს და ამგვარად ცდილობს, აღძრას სათუთ მანდილოსანში შეუდრეკელი ვაჟკაცის თვისებები. დიახ, თევდორე სიკვდილის წინ კიდევ ერთხელ აღუდგება წინ „ყოველთა შემმუსვრელს“, როდესაც წუწუნის ნაცვლად გონივრულ დარიგებას უტოვებს ოთარაანთ ქვრივს: „გაისარჯე და ირჩინე თავიო! მე კი თითებიდან ზეთი და ერბო მწვეთავდა, თუ?! ვირჯებოდი და უტკივარს ლუკმას ვჭამდიო! ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშინისო. ოღონდ ჭირს ნუ გაუტყდები, ნუ გაელახვინებიო!“--ასე დამოძღვრა მან თავისი საყვარელი ცოლი, რომელიც, სწორედ, ამგვარი დარიგების შემდეგ, ასეთი უბადლო ვაჟკაცის ცოლობის გამო იმ წამიდანვე იქცა რკინის დედაკაცად. თევდორემ განაპირობა ის, რომ დათია ბადიაშვილი ხშირად იტყოდა ოთარაანთ ქვრივზე, „ბარაქალა დედაკაციაო“, სხვები კი შიშით, რიდით, პატივისცემით შეჰყურებდნენ სოფლის განაპირას აშენებულ სახლს და ვაგლახად სათოფეზე ვერ ეკარებოდნენ, რადგან იმ ქოხში ისევ ტრიალებდა ვაჟკაცის სული, სახელი და ავტორიტეტი, რომელიც თევდორემ სიკვდილის წინ თითქოს ჩაჰბერა ოთარაანთ ქვრივს. „ეშმაკის კერძად არ გამხადო!“ -ეს არის გარდაცვლილის მთავარი მოთხოვნა. „მკვდარს დამიურვეო!“-- ესეც მოისურვა. მასში არსებობს გასაოცარი გონიერება და სიდინჯე, რომელიც აბსოლუტურად არაადეკვატურია აგონიაში მყოფი მომაკვდავისათვის.ამ კაცმა სიკვდილის წინ კიდევ ერთი, თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მრავლისმთქმელი დეტალი გაიხსენა. მეუღლეს უთხრა: თოფი ხაზინიანია, მხარზე ცემა იცის, მაღლა დაუჭიროს მიზანიო. იმაზეც კი იზრუნა, რომ მისმა შვილმა თოფი მიზანში მოარტყას, ე.ი. ვაჟკაცად იქცეს, თავისი მისია აღასრულოს. ილია ჭავჭავაძეს არ სჩვევია ფუჭად სიტყვების წამოსროლა, მან თევდორეს სახეში ის კაცი გვიჩვენა, რომელიც თერგივით მჩქეფარე და დაუდგრომელია, რომელსაც იგი ეძებს „მგზავრის წერილებში“: ამ პერსონაჟის შესახებ მისი მეტოქე, მისი ცოლის თავდავიწყებით მოტრფიალე სოსია მეწისქვილე ამგვარ სიტყვებს ამბობს: მაგას ისეთი ქმარი მოუკვდა, მე მის ფეხის ჩლიქადაც არ ვღირვარო. ფანდი ვაჟკაცი იყო ოთარაანთ თევდორე, ამიტომაც გაგრძელდა მისი საუკეთესო თვისებები ოთარაანთ ქვრივში. მაგრამ, სამწუხაროდ, შეწყდა ოთარაანთ გიორგიში, რადგან ის ახალგაზრდა და უშვილო წავიდა ამ ქვეყნიდან,რატომ არ მისცა მემკვიდრეები და გამრავლების უფლება ოთარაანთის ასეთ დიდებულ შთამომავლობას ილიამ? ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ კი მხოლოდ ერთი რამ ვთქვათ და გავჩუმდეთ, დედამიწა არ არის ამგვარი სრულყოფილი ადამიანების ღირსი ლაშა ხოჯანაშვილი, XI კლასის მოსწავლე, 16 წლის, მასწავლებელი ნანა ჩიტორელიძე ნახატი ლუკა კირკიტაძის, 16 წლის
  • 24. ექვთიმე (კონსტანტინე გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“) „ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი,“ -ამბობს კონსტანტინე გამსახურდია და „დიდოსტატის მარჯვენას“ სწორედ ამგვარი კაცის ვინაობისა და ცხოვრების გზის აღწერით იწყებს. ექვთიმე თითქოს უმნიშვნელო როლს ასრულებს ამ თხზულებაში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩემი აზრით, მას განსაკუთრებული, გამორჩეული მისია აკისრია. ის შთააგონებს კონსტანტინე გამსახურდიას, გამოესარჩლოს საუკუნეების მიერ მიჩქმალულ მნიშვნელოვან სახელს სვეტიცხოვლის აღმაშენებლისას და იგი საზოგადოებას გააცნოს. ექვთიმე ერთგვარი წამქეზებლის როლს თამაშობს: „შენი თვალისა და მარჯვენის საქმე იქნება ეს, თუ როგორ ამოიკითხავ ცხრა საუკუნის განმავლობაში ქვაში ჩაკირულ საიდუმლოს, დღემდის შეუცნობს,“-ეუბნება იგი სვეტიცხოველში მისულ კონსტანტინე გამსახურდიას. ამ სიტყვებში აშკარად ჩანს გონიერი კაცი, ყურისა და გულის მადევნებელი საქართველოს ისტორიისა, რომელიც ცდილობს, ერის საგანძურს კიდევ ერთი ქმნილება შემატოს, ახალი კარგი წიგნის სახით. უცნაური ცხოვრების გზა გაუვლია ექვთიმეს: „ხან გალობას ასწავლიდა ძველ სენაკში,“ ხანაც ყარაულად ედგა ზუგდიდის მუზეუმს, ქუთაისის პირველი კინო- თეატრის გამგედაც უმუშავია, ამავე ქალაქის თეატრში სტატისტი ყოფილა, განსაკუთრებულად საინტერესოა მისი როლი: „ნერონის ქანდაკების როლს ჩინებულად ასრულებდა სცენაზე.“ ეს მრავალმხრივი ინტერესით სავსე კაცი ერთხანს ეთნოგრაფიულ ხოროებს დაჰყვებოდა, მერე თბილისში ბუკინისტობდა, პარიკმახერის ფუნქციასაც კი ასრულებდა თურმე. მაგრამ ამის შემდეგ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: კაცი, რომელიც ხანგრძლივად ვერც ერთ სამსახურსა და ფუნქციას ვერ ეგუებოდა, ათი წლის განმავლობაში მიეჯაჭვა სვეტიცხოველს. უფრო მეტიც, ის სიკვდილამდე არ აპირებს იქიდან წასვლას. ექვთიმეს განსაკუთრებული მისიისათვის მიუგნია ამჯერად: „სკორეს გადავაცლი ხოლმე ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე მეორის საფლავებს“... „ვუვლი ამ შესანიშნავ ტაძარს და იგი ჩემს თვალში ღვთის სახლი როდია, არამედ დიდი ხელოვნების იგავმიუწვდომელი ქმნილება,“ ეს