1. ან. რაზმაძის სახ. #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის X
კლასის მოსწავლე: გვანცა აფრიდონიძე
2. მიხეილ (მიშა) კედია - პოლიტიკური ემიგრანტი 1921 წლის
ოკუპაციის შემდეგ. მეუღლესთან,ელისაბედ (ვალია)
ფაჩულიასთან ,ჰყავდა ქალიშვილი დიკა და ვაჟი ზურაბი.
3.
4. 1940 წლის შემოდგომაზე,
ოკუპირებულ პარიზში გერმანიის
მთავრობის საგანგებო
წარმომადგენელმა გააუქმა
პარიზში მოქმედი ქართული
წარმომადგენლობა, ხოლო ოფისის
მდივანი დააპატიმრა.
აუცილებელი გახდა სასწრაფოდ
გამოენახათ ისეთი ვინმე, ვინც
გერმანიის ხელისუფლების წინაშე
შეძლებდა ქართული ემიგრაციის
ინტერესთა დაცვას და ეს მისია
ქართულმა ემიგრაციამ დააკისრა
მიხეილ კედიას. მან ამ საქმეში
დიდი ჭკუა, ტაქტი და
დიპლომატია გამოამჟღავნა. 1943
წლის 26 ოქტომბერს დაარსდა
„საკავშირო შტაბი“ მიხეილ
კედიას ხელმძღვანელობით.
5.
6. სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა მემორანდუმი.
მასში გატარებულია ამგვარი აზრი: ქართველებსა და
ებრაელებს საერთო აქვთ ენა, ცხოვრების წესი, ეროვნული
წეს-ჩვეულებანი, რის გამოც ისინი არიან ქართველი
პატრიოტები, ნაციონალისტები.
7. ხსენებული მემორანდუმი
ელიგულაშვილმა
მეცნიერული
არგუმენტებითაც შეამაგრა და
აღნიშნა:
1. ქართველები არიან
დოლიქოკეფალები
(გრძელთავიანები),
ებრაელები – ბრაქიკეფალები
(მოკლეთავიანები). ვინაიდან
ქართველი ებრაელებიც
დოლიქოკეფალები არიან,
ისინი ეთნიკურად არიან
ქართველები და არა სემიტი
ებრაელები;
2. ქართველი ებრაელები
წარმოიშვნენ კავკასიაში
გადასახლებულ ქალდეველთა
იუდაიზაციის შედეგად;
3. თავის ქალის ფორმის
გარდა, ქართველ ებრაელებს
ქართველებთან აკავშირებთ:
ცხვირის ინდექსი, ნიკაპის
პროპორციები, საერთო
ფიზიკური კონსტიტუცია.
8. ეს არგუმენტაცია
დასაბუთებულად მიიჩნიეს
ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა,
რომლებსაც ამაში
დაბეჯითებით
არწმუნებდნენ
ქართველებიც (ძირითადად
მიხეილ კედია, გიორგი
მაღალაშვილი და გივი
გაბლიანი) და ნაცისტებმა
გააუქმეს ქართველ
ებრაელთა დეპორტაციის
განკარგულება. ამის
წყალობით, 70-მდე
ქართველი ებრაელი
სიკვდილს გამოჰგლიჯეს
ხელიდან. მიხეილ კედიას
მიერ დამზადებული ყალბი
დოკუმენტებით სიკვდილს
გადაარჩინეს არაქართული
წარმოშობის ებრაელებიც.
9.
10.
11.
12.
13. ცხოვრების ბოლო წლებში
მიხეილმა დიდი უბედურება
და სიდუხჭირე გამოიარა.
ოჯახს და მეგობრებს
მოშორებულმა,
ათეროსკლეროზით
დაავადებულმა, მარტომ
იკისრა პასუხისმგებლობა
გერმანელებთან
„კოლაბორაციონიზმზე“ და არ
დაასახელა სხვები, თუმცა
მრავალი საბუთის წარდგენა
შეეძლო. 1955 წელს უსახსროდ
და უიმედოდ დარჩენილმა
“ქართველმა შინდლერმა”
ნებაყოფლობით მოისწრაფა
სიცოცხლე.