1. ქ .ბათუმის №14 საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებლის მაია
სირაძის
ანგარიში
ტრენინგის დასახელება:აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებული
ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები
ტრენინგის ჩატარების ადგილი : ა.(ა).ი.პ.განათლების ფონდი ქ.ბათუმის №10
საჯარო სკოლა
ტრენინგის ჩატარების დრო :დამწყები საფეხური- 52 საათი,ელემენტარული
საფეხური- 52 საათი, საშუალო საფეხური- 52 საათი.2 საათიდან - 4
საათამდე.13.12.2011 დან-25.02.2013 წლის ჩათვლით.
ტრენერი : ია ბერაძე
სერთიფიკატის ნომრები :დამწყები საფეხური №3535, ელემენტარული
საფეხური №10144, საშუალო საფეხური №000591.
დამწყები საფეხური მოიცავდა სწავლების სამ თვეს.ყოველი თვის ბოლოს
ტარდებოდა გამოცდა,რომლის ვერ დაძლევის შემთხვევაში არ გვქონდა უფლება
სწავლის გაგრძელების
დამწყები საფეხურის პირველ დღეებში შევისწავლეთ ინგლისური ენის
ანბანი,გავეცანით ბგერების შეთანხმების წესებს,დავეუფლეთ სწორი
კითხვის,წერის და თარგმნის წესებს,აგრეთვე შევისწავლეთ აუცილებელი
გრამატიკული მასალა,საჭირო სიტყვების რაოდენობა. მოცემული
კონსტრუქციების გამოყენებით ვსაუბრობდით. სწავლის ამ მეთოდების
გამოყენებამ საშუალება მომცა წარმატებით ჩამებარებინა სამივე გამოცდა და
გადავსულიყავი სწავლის შემდეგ საფეხურზე.
ელემენტარული საფეხური ასევე მოიცავდა სწავლების სამ თვეს .ყოველი
თვის ბოლოს ტარდებოდა გამოცდა,რომლის ჩაბარების შემთხვევაში უფლება
გვეძლეოდა გაგვეგრძელებია სწავლა.შესასწავლი ტექსტები შედარებით
გართულდა,ასევე გრამატიკული მასალის შესწავლასა და პრაქტიკაში
გამოყენებას ექცეოდა დიდი ყურადღება.ვეუფლებოდითლექსიკურ მასალას და
ვცდილობდით გამოგვეყენებინა საუბრისას.ვწერდით თემებს და
განვიხილავდით მათ.ყოველთვიური გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და
გადავედი სწავლების შემდგომ საფეხურზე.
საშუალო საფეხური მოიცავდა სწავლების ასევე სამ თვეს. სწავლა სამივე
საფეხურზე მიმდინარეობდა განათლების ფონდის მიერ დარიგებული
სახელმძღვანელოებით,რომლებსაც თან ახლდა დისკები და სამუშაო რვეულები .
საშუალო საფეხურზე სასწავლო პროცესი საკმაოდ რთული
იყო.მოითხოვებოდა ენის კარგად ფლობას.სასწავლო ტექსტები , გრამატიკული
მასალა,ლექსიკური კონსტრუქციების და სიტყვების ცოდნამ,ასევე პრქტიკაში
ნასწავლის გამოყენებამ,წერითი და ზეპირი დავალებების შესრულებამ
საშუალება მომცა ჩამებარებინა სამივე გამოცდა მაღალი ქულებით და
წარმატებით დამესრულებინა კურსი.
ტრენერი,ია ბერაძე ,გვასწავლიდა ძალიან გასაგებად,იყო მომთმენი და
მომთხოვნი,უმაღლესი დონის პროფესიონალი,კეთილგანწყობილი და თბილი
ადამიანი.
აჭარის განათლების ფონდგა მომცა შანსი შემესწავლა ინგლისური
ენა,რისთვისა ძალიან ვემადლიერები მათ.
მ.სირაძე