SlideShare a Scribd company logo
1 of 21
ბიოგრაფია 
თამარ ყურაშვილის ნოველის 
მიხედვით
• შეგიძლიათ, 
წარმოიდგინოთ 
ქალაქი, სადაც 
არანაირი გასართობი 
არ არის? არც თეატრი, 
არც კლუბი, არც 
რესტორანი? ქალაქი, 
სადაც ქუჩები 
ჩაბნელებულია და თუ 
წვიმა მოვიდა, 
გაუვალი ტალახია?
• სადაც საყოველთაო მოწყენილობის 
დასაძლევად ადამიანები თავს 
ერთმანეთთან სტუმრად მისვლით 
ირთობენ,
• სახლში მართავენ წარმოდგენებს, 
კითხულობენ ლექსებს, თამაშობენ 
ბანქოს და ჭორაობენ, ყველასა და 
ყველაფერზე, დანანებით იხსენებენ 
ძველ დიდებას, მისტირიან წარსულს, 
ცდილობენ შეეგუონ აწმყოს და 
სამომავლოდ თავი იმით ინუგეშონ, 
რომ „ოქროს ჯაჭვის სჯობს 
თავისუფლებას
• ასეთი ქალაქის წარმოდგენა ძნელი არ 
უნდა იყოს. არც ამ ქალაქში მცხოვრები 
ერთი ყმაწვილი კაცის წარმოდგენა 
გაგვიჭირდება, რომელიც ამ 
საზოგადოების სული და გულია.
• მერე რა, რომ გარეგნობით 
შეუხედავია, თან კოჭლია 
და თან ღარიბი, 
სამაგიეროდ, კარგ ლექსებს 
წერს. წერს სიყვარულზე, 
სოფლის ამაოებაზე, 
მარტოსულობასა და 
ბედთან 
შეურიგებლობაზე, კარგად 
ცეკვავს, აზარტულ 
თამაშებს გატაცებით 
თამაშობს, ქალებსაც 
ეარშიყება და არც 
ჭორაობას აკლებს.
• მამამისი ერთ დროს ძალიან 
მდიდარი კაცი იყო, მაგრამ 
ქეიფსა და დროსტარებას 
გადაჰყვა და იმის მაგივრად, 
თავი დამნაშავედ იგრძნოს 
შვილების წინაშე, აქეთ 
ამადლის და ხშირად სცემს 
კიდეც მათ. შვილს რომ 
სკოლის სახელმძღვანელო 
წიგნი უყიდოს, იმის 
ფულიც კი ენანება.
• შვილი კი მაინც სწავლობს, 
თან ლექსებს წერს, პოემაც 
კი დაწერა თავის დიდ 
პაპაზე. დაიარება ქალაქის 
ქუჩებში და ხან ვის 
ეარშიყება და ხან- ვის. არც 
ქმრიან ქალებს ერიდება და 
ქალაქში ცნობილ 
ლამაზმანებსაც 
დაუფარავად ეტრფის. 
მართალია, უიმედოდ, 
მაგრამ მაინც.
• როცა მსოფლიო სევდა შემოაწვება, ან 
მთაზე ადის, ან მდინარის ნაპირს 
მიუჯდება და ფიქრობს და 
ფიქრობს... უნივერსიტეტში 
ჩაბარებაზე უკვე ხელი ჩაიქნია, 
მამისგან ისეთი პასუხი მოისმინა, 
რომელსაც, პრინციპში, ელოდა 
კიდეც. „სად გვაქვს ჩვენ ფული?!“. 
გავლენიანმა ბიძამაც უარი უთხრა, 
სამხედრო კარიერაც გამოირიცხა და 
ერთადერთი, რაც დარჩენოდა, 
საოფისე სამსახური უნდა ეშოვნა, 
თუნდაც გადამწერად. იშოვა კიდეც
• საქმეში ზედმეტად პედანტი გამოდგა და 
საბუთებს ისე გულდასმით უვლიდა, 
ყველას უკვირდა. მერე სადღაც გაამწესეს, 
იქ ფული წააგო და სხვაგან წავიდა, მერე 
კიდევ სხვაგან, იქ გაცივდა, ბევრი ლუდი 
დალია და მოკვდა. 28 წლის იყო. 
დაკრძალვას ახლობლები არ 
დასწრებიან. 
ფული არ ჰქონდათ და იმიტომ.
• მოგვიანებით ახლობლებმა ფული 
შეკრიბეს, მისი ლექსები წიგნად მაინც 
გამოვცეთო. ის ლექსებიც ძლივს მოიძიეს. 
ფული მამას მისცეს, მამამ უბრალო 
ფიქალის დადება მოახერხა შვილის 
საფლავზე, კრებული კი ვერ (თუ არ) 
გამოსცა.
• მერე გავიდა წლები და ერთმა კარგმა 
კაცმა თქვა, მოდით, ეს კარგი კაცი თავის 
მშობლიურ ქალაქში ჩამოვასვენოთო. 
სხვებმაც მხარი აუბეს და რის 
ვაივაგლახით მოძებნეს საფლავი, ნეშტი 
ამოთხარეს და ჩამოასვენეს. ჯერ ერთ 
ადგილას დაასვენეს, მერე სხვაგან 
გადაასვენეს და ბოლოს დიდების 
შარავანდედით შემოსეს. 
ასე დამთავრდა ეს ამბავი
ალბათ, მიხვდებოდით, ეს ადამიანი ნიკოლოზ 
ბარათაშვილია, რომელიც ბიძამისს, გრიგოლ 
ორბელიანს ერთ-ერთ წერილში წერდა
• : „საკვირველია, რომ ქართველს კაცს, 
რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა 
შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, 
რომ როდესაც დაატყობს თავის თავს, 
ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ 
ვინმე, მოამზადოს, მიჰცეს გზა სოფელში, 
გამოიყვანოს კაცად და როდესაც თვითონ 
დაეცეს (საბოლოოო არ არის რა ამ 
საწუთროში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს 
შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის 
მემკვიდრის შუამავლობით!
• ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა 
მიწვევს საუკეთესო ხვედრისაკენ, გული 
მეუბნება, რომ შენ არ ხარ ახლანდელის 
მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ 
გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, 
რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და 
დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა 
თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა 
ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა! 
ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის
. ეცადე, რომ რენენკამფთან 
დამანიშვნინო. ხომ ამ 
პირობით წახველ, რომ ეგ 
მოგეხდინა ჩემთვის. ვიცი, 
დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ 
დაგვიწყებია. ეს იმ 
სნეულების ბრალია, 
რომლისა გამო ქართველი 
თავისიანს არ გამოადგება.“ 21 
აგვისტო, 1843 წელი.
• გმადლობთ ყურადღებისთვის !
• ავტორი: ეკა ცხადაია 
• DOCENDODISCIMUS2013.BLOGSPOT.COM 
• 2013წ

More Related Content

More from Eka Tskhadaia

ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიEka Tskhadaia
 
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმიტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმიEka Tskhadaia
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნიკოლოზ  ბარათაშვილინიკოლოზ  ბარათაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილიEka Tskhadaia
 
,,მეჩონგურე" ზღაპარი
,,მეჩონგურე"  ზღაპარი,,მეჩონგურე"  ზღაპარი
,,მეჩონგურე" ზღაპარიEka Tskhadaia
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი საგვარეულო შტო
ნიკოლოზ  ბარათაშვილი საგვარეულო შტონიკოლოზ  ბარათაშვილი საგვარეულო შტო
ნიკოლოზ ბარათაშვილი საგვარეულო შტოEka Tskhadaia
 

More from Eka Tskhadaia (6)

ზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი
ზედსართავი სახელი
 
ტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმიტოტალიტარიზმი
ტოტალიტარიზმი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი
ნიკოლოზ  ბარათაშვილინიკოლოზ  ბარათაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილი
 
,,მეჩონგურე" ზღაპარი
,,მეჩონგურე"  ზღაპარი,,მეჩონგურე"  ზღაპარი
,,მეჩონგურე" ზღაპარი
 
მერანი
მერანიმერანი
მერანი
 
ნიკოლოზ ბარათაშვილი საგვარეულო შტო
ნიკოლოზ  ბარათაშვილი საგვარეულო შტონიკოლოზ  ბარათაშვილი საგვარეულო შტო
ნიკოლოზ ბარათაშვილი საგვარეულო შტო
 

ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნოველა

  • 1. ბიოგრაფია თამარ ყურაშვილის ნოველის მიხედვით
  • 2.
  • 3. • შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ქალაქი, სადაც არანაირი გასართობი არ არის? არც თეატრი, არც კლუბი, არც რესტორანი? ქალაქი, სადაც ქუჩები ჩაბნელებულია და თუ წვიმა მოვიდა, გაუვალი ტალახია?
  • 4. • სადაც საყოველთაო მოწყენილობის დასაძლევად ადამიანები თავს ერთმანეთთან სტუმრად მისვლით ირთობენ,
  • 5. • სახლში მართავენ წარმოდგენებს, კითხულობენ ლექსებს, თამაშობენ ბანქოს და ჭორაობენ, ყველასა და ყველაფერზე, დანანებით იხსენებენ ძველ დიდებას, მისტირიან წარსულს, ცდილობენ შეეგუონ აწმყოს და სამომავლოდ თავი იმით ინუგეშონ, რომ „ოქროს ჯაჭვის სჯობს თავისუფლებას
  • 6. • ასეთი ქალაქის წარმოდგენა ძნელი არ უნდა იყოს. არც ამ ქალაქში მცხოვრები ერთი ყმაწვილი კაცის წარმოდგენა გაგვიჭირდება, რომელიც ამ საზოგადოების სული და გულია.
  • 7. • მერე რა, რომ გარეგნობით შეუხედავია, თან კოჭლია და თან ღარიბი, სამაგიეროდ, კარგ ლექსებს წერს. წერს სიყვარულზე, სოფლის ამაოებაზე, მარტოსულობასა და ბედთან შეურიგებლობაზე, კარგად ცეკვავს, აზარტულ თამაშებს გატაცებით თამაშობს, ქალებსაც ეარშიყება და არც ჭორაობას აკლებს.
  • 8.
  • 9. • მამამისი ერთ დროს ძალიან მდიდარი კაცი იყო, მაგრამ ქეიფსა და დროსტარებას გადაჰყვა და იმის მაგივრად, თავი დამნაშავედ იგრძნოს შვილების წინაშე, აქეთ ამადლის და ხშირად სცემს კიდეც მათ. შვილს რომ სკოლის სახელმძღვანელო წიგნი უყიდოს, იმის ფულიც კი ენანება.
  • 10. • შვილი კი მაინც სწავლობს, თან ლექსებს წერს, პოემაც კი დაწერა თავის დიდ პაპაზე. დაიარება ქალაქის ქუჩებში და ხან ვის ეარშიყება და ხან- ვის. არც ქმრიან ქალებს ერიდება და ქალაქში ცნობილ ლამაზმანებსაც დაუფარავად ეტრფის. მართალია, უიმედოდ, მაგრამ მაინც.
  • 11. • როცა მსოფლიო სევდა შემოაწვება, ან მთაზე ადის, ან მდინარის ნაპირს მიუჯდება და ფიქრობს და ფიქრობს... უნივერსიტეტში ჩაბარებაზე უკვე ხელი ჩაიქნია, მამისგან ისეთი პასუხი მოისმინა, რომელსაც, პრინციპში, ელოდა კიდეც. „სად გვაქვს ჩვენ ფული?!“. გავლენიანმა ბიძამაც უარი უთხრა, სამხედრო კარიერაც გამოირიცხა და ერთადერთი, რაც დარჩენოდა, საოფისე სამსახური უნდა ეშოვნა, თუნდაც გადამწერად. იშოვა კიდეც
  • 12. • საქმეში ზედმეტად პედანტი გამოდგა და საბუთებს ისე გულდასმით უვლიდა, ყველას უკვირდა. მერე სადღაც გაამწესეს, იქ ფული წააგო და სხვაგან წავიდა, მერე კიდევ სხვაგან, იქ გაცივდა, ბევრი ლუდი დალია და მოკვდა. 28 წლის იყო. დაკრძალვას ახლობლები არ დასწრებიან. ფული არ ჰქონდათ და იმიტომ.
  • 13. • მოგვიანებით ახლობლებმა ფული შეკრიბეს, მისი ლექსები წიგნად მაინც გამოვცეთო. ის ლექსებიც ძლივს მოიძიეს. ფული მამას მისცეს, მამამ უბრალო ფიქალის დადება მოახერხა შვილის საფლავზე, კრებული კი ვერ (თუ არ) გამოსცა.
  • 14. • მერე გავიდა წლები და ერთმა კარგმა კაცმა თქვა, მოდით, ეს კარგი კაცი თავის მშობლიურ ქალაქში ჩამოვასვენოთო. სხვებმაც მხარი აუბეს და რის ვაივაგლახით მოძებნეს საფლავი, ნეშტი ამოთხარეს და ჩამოასვენეს. ჯერ ერთ ადგილას დაასვენეს, მერე სხვაგან გადაასვენეს და ბოლოს დიდების შარავანდედით შემოსეს. ასე დამთავრდა ეს ამბავი
  • 15.
  • 16. ალბათ, მიხვდებოდით, ეს ადამიანი ნიკოლოზ ბარათაშვილია, რომელიც ბიძამისს, გრიგოლ ორბელიანს ერთ-ერთ წერილში წერდა
  • 17. • : „საკვირველია, რომ ქართველს კაცს, რაოდენიც დიდებული და ძლიერი უნდა შეიქმნეს, არა აქვს ეს შორსმხედველობა, რომ როდესაც დაატყობს თავის თავს, ვბერდებიო, ჰპოვოს თავის მემკვიდრედ ვინმე, მოამზადოს, მიჰცეს გზა სოფელში, გამოიყვანოს კაცად და როდესაც თვითონ დაეცეს (საბოლოოო არ არის რა ამ საწუთროში), მაშინ მაინც კიდევ ჰქონდეს შემძლებლობა და ხმა ერსა შორის თავის მემკვიდრის შუამავლობით!
  • 18. • ახლა მე იმას ვამბობ, რომ მე შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესო ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არ ხარ ახლანდელის მდგომარეობისთვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა! ჩემი ფიქრი მანდეთ მოჰქრის
  • 19. . ეცადე, რომ რენენკამფთან დამანიშვნინო. ხომ ამ პირობით წახველ, რომ ეგ მოგეხდინა ჩემთვის. ვიცი, დაგავიწყდა, მაგრამ არა, არ დაგვიწყებია. ეს იმ სნეულების ბრალია, რომლისა გამო ქართველი თავისიანს არ გამოადგება.“ 21 აგვისტო, 1843 წელი.
  • 21. • ავტორი: ეკა ცხადაია • DOCENDODISCIMUS2013.BLOGSPOT.COM • 2013წ