Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
ჟურნალისტიკა
1. ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის
ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი." (10 აგვისტო, 1991) – საქართველოს პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 21-ე მუხლი. კანონი 2004 წელს
შეიცვალა და მას დაერქვა: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც
საერთოდ არ არის ჟურნალისტის ცნება განმარტებული, ხოლო ამ პროფესიის შესახებ
სახეშეცვლილ კანონში საუბარია მხოლოდ 3 მუხლში:
პროფესიული სტანდარტები
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის თანახმად: "ჟურნალისტი უნდა
იყოს თავშეკავებული და კარგად ინფორმირებული, მის მიერ გადმოცემული მასალა კი
ინფორმაციული და ამომწურავი. ფაქტები და შეხედულებები დაბალანსებულად უნდა გაშუქდეს.
ყოველი მხარისა და პირის აზრი მიუკერძოებლად უნდა გადმოიცეს. საინფორმაციო პროგრამების
მიუკერძოებლობა არა მხოლოდ საპირისპირო პოზიციების დაბალანსებული გაშუქებით, არამედ
ყველა იმ გარემოების სრულფასოვანი აღწერით მიიღწევა, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ
პოზიციებს".
რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც მათი საქციელით უნიკალურები გახდნენ.
ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში თავი მოიკლა.
ქრისტინ ჩუბაკი პირველი და ერთადერთი ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც პირდაპირ ეთერში, სამუშაო
ადგილას მოიკლა თავი. 1974 წლის 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც გადაცემის მსვლელობიდან 8 წუთი იყო
გასული, ქრისტინმა თქვა: “მე-40 არხი ყოველთვის გატყობინებდათ სისხლიან ახალ ამბებს, ახლა კიდევ
ერთს იხილავთ: თვითმკვლელობას.” ამ სიტყვებთან ერთად მან რევოლვერი ამოიღო და ტყვია დაიხალა. ამ
მოვლენამდე 3 კვირით ადრე მას ხელმძღვანელმა სთხოვა, მოემზადებინა რეპორტაჟი თვითმკვლელობაზე.
ქრისტინი დათანხმდა და ადგილობრივ შერიფს ეწვია, რათა მსგავს საქმეებს უფრო ახლოს გაცნობოდა.
ინტერვიუს დროს შერიფმა უთხრა, რომ ყველაზე ხშირი მეთოდი თვითმკვლელობისა იყო .38 კალიბრიანი
რევოლვერი, რომელსაც როგორც წესი, თავის უკანა მხარეს იდებდნენ სროლისას და არა საფეთქელზე.
ვიდეოზე საავტორო უფლება ქრისტინის ოჯახის წევრებმა მოიპოვეს და მისი გავრცელება არ მომხდარა.