SlideShare a Scribd company logo
1 of 3
Download to read offline
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ასლი,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს
ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს
ასლი,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრს
ქალბატონ თეა ახვლედიანს
სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი
ორგანიზაციების მიმართვა
მაშინ როდესაც, Covid 19-ით ყოველდღიურად საქართველოს არა ერთი მოქალაქე,
ინფიცირდება და იღუპება ვაქცინაცია რჩება გადარჩენის ერთადერთ გზად და ამაში,
მოქალაქეთა დარწმუნება, ინფორმირება და მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა
უმთავრეს გამოწვევად რჩება თითოეული ჩვენგანისთვის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასასრულებლად და იმისთვის, რომ
ადამიანებს მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და
საქმიანობას, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი აიცრას. თითოეული ჩვენგანის
ჩართულობა კი პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ეფექტურს გახდის.
სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის
მხრიდან არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის სწრაფი და ეფექტური
ვაქცინაციისთვის უმთავრესია მათი წინასწარი ინფორმირება, დარწმუნება.
სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად
არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას,. ამ მხრივ
განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ
დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი),
აქ მცხოვრები, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას,
შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავს რუსულენოვანი
არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის
ქვეშ (არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის ნაწილი, უფრო მეტ ნდობას
უცხადებს რუსეთში წარმოებულ ვაქცინას, ვიდრე, მსოფლიო ჯანმოს მიერ აღიარებულ
სხვა ვაქცინებს) მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება
სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის
ინფორმაციის თანაბრად მიწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა არა ერთი ვიდეო რგოლი,
სტატია, ბუკლეტი, გაიკრა უამრავი ბანერი ეთნიკური უმცირესობების ენაზე, კვლავაც
გრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. აცრის მიმართ ნეგატიური
დამოკიდებულება ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნულ რეგიონებშია.
პრობლემის მიზეზი არაერთია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომც მოხდეს
მოქალაქეთა ამ ნაწილის დარწმუნება აცრის აუცილებლობაში, ისინი მორიგი
დაბრკოლების წინაშე დგებიან, სპეციალურად შექმნილი პორტალი, რომლითაც ხდება
აცრის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია (https://www.moh.gov.ge/covid-
chart/register/register ) მხოლოდ ქართულ ენაზე და მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს
(რომელიც არ არ ფლობს სახელმწიფო ენას) დამოუკიდებლად არ ეძლევა შესაძლებლობა
დარეგისტრირდეს,. გარდა ამისა, მოქალაქეებს მხოლოდ ქართულ ენაზე პასუხობენ
სპეციალურად პანდემიის დროს შექმნილი ცხელი ხაზის ოპერატორებიც, რაც დამატებით
ბარიერებს უქმნის მათ, ართულებს კომუნიკაციას და კიდევ უფრო ზრდის აცრისადმი
ნეგატიურ დამოკიდებულებას.
ჩვენ, როგორც წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ
რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მანამ სანამ, ქვეყანას
ყავს მოქალაქეები რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას
მისი ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იზრუნოს მათ სოცოცხლესა და
ჯანმრთელობაზე. ვთვლით, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა
ქონდეთ შესაძლებლობა აღნიშულ პორტალზე გაიარონ რეგისტაცია და მიიღონ ინფორმაცია
ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე.
ვიმედოვნებთ სახელმწიფო ჯეროვნად შესარულებს თავის მოვალეობებს მოქალაქეების
წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის
ხელმისაწვდომობის გაზრდას ვაქცინაციის პროცესზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ტოლერანტი - ცირა მესხიშვილი
2. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი - თამარ კაპანაძე
3. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი - ედუარდ აივაზიან
4. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი - შორენა თეთვაძე
5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი - მარინე სუდაძე
6. დემოკრატ მესხთა კავშირი - გიორგი ანდღულაძე
7. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -კავშირი "პაროს" - ნარინე გინოსიან
8. ასოციაცია მომავლის კორპუსი - ვაღარშაკ შახბეკიან
9. ააიპ ღია საზღვრები- რიმა ღარიბიან
10. ააიპ "რადიო-ტვ ნორ" - არარატ თთთიან
11. ქალები ჯავახეთის მომავლისათვის - დალი აღდგომელაძე
12. ,,კავშირი - თანადგომა შვილებს" - მაია გაჩეჩილაძე
13. მეცხრე არხი (შპს იმპერია) - მაია იველაშვილი
14. ქალი და სამყარო - მარინა ბჟალავა
15. თრიალეთის ექსპრესი- ნაზი მეშველიანი
16. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი - ლუსინე დოსტიბეგიანი
17. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ზაურ ხალილოვი

More Related Content

Featured

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by HubspotMarius Sescu
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTExpeed Software
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsPixeldarts
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthThinkNow
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfmarketingartwork
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024Neil Kimberley
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)contently
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024Albert Qian
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsKurio // The Social Media Age(ncy)
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Search Engine Journal
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summarySpeakerHub
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Tessa Mero
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentLily Ray
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best PracticesVit Horky
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementMindGenius
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...RachelPearson36
 

Featured (20)

2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot2024 State of Marketing Report – by Hubspot
2024 State of Marketing Report – by Hubspot
 
Everything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPTEverything You Need To Know About ChatGPT
Everything You Need To Know About ChatGPT
 
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage EngineeringsProduct Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
Product Design Trends in 2024 | Teenage Engineerings
 
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental HealthHow Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
How Race, Age and Gender Shape Attitudes Towards Mental Health
 
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdfAI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
AI Trends in Creative Operations 2024 by Artwork Flow.pdf
 
Skeleton Culture Code
Skeleton Culture CodeSkeleton Culture Code
Skeleton Culture Code
 
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
PEPSICO Presentation to CAGNY Conference Feb 2024
 
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
Content Methodology: A Best Practices Report (Webinar)
 
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024How to Prepare For a Successful Job Search for 2024
How to Prepare For a Successful Job Search for 2024
 
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie InsightsSocial Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
Social Media Marketing Trends 2024 // The Global Indie Insights
 
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
Trends In Paid Search: Navigating The Digital Landscape In 2024
 
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary5 Public speaking tips from TED - Visualized summary
5 Public speaking tips from TED - Visualized summary
 
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
ChatGPT and the Future of Work - Clark Boyd
 
Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next Getting into the tech field. what next
Getting into the tech field. what next
 
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search IntentGoogle's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
Google's Just Not That Into You: Understanding Core Updates & Search Intent
 
How to have difficult conversations
How to have difficult conversations How to have difficult conversations
How to have difficult conversations
 
Introduction to Data Science
Introduction to Data ScienceIntroduction to Data Science
Introduction to Data Science
 
Time Management & Productivity - Best Practices
Time Management & Productivity -  Best PracticesTime Management & Productivity -  Best Practices
Time Management & Productivity - Best Practices
 
The six step guide to practical project management
The six step guide to practical project managementThe six step guide to practical project management
The six step guide to practical project management
 
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
 

მიმართვა ვაქცინაციასთან-დაკავშირებით

  • 1. საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ასლი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ასლი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქალბატონ თეა ახვლედიანს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა მაშინ როდესაც, Covid 19-ით ყოველდღიურად საქართველოს არა ერთი მოქალაქე, ინფიცირდება და იღუპება ვაქცინაცია რჩება გადარჩენის ერთადერთ გზად და ამაში, მოქალაქეთა დარწმუნება, ინფორმირება და მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა უმთავრეს გამოწვევად რჩება თითოეული ჩვენგანისთვის. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასასრულებლად და იმისთვის, რომ ადამიანებს მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და საქმიანობას, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი აიცრას. თითოეული ჩვენგანის ჩართულობა კი პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ეფექტურს გახდის.
  • 2. სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის სწრაფი და ეფექტური ვაქცინაციისთვის უმთავრესია მათი წინასწარი ინფორმირება, დარწმუნება. სამწუხაროდ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ და არ აპირებს მის გაკეთებას,. ამ მხრივ განსაკუთრებულად რთული ვითარებაა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), აქ მცხოვრები, მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას, შესაბამისად, მათი ნაწილისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ კვლავს რუსულენოვანი არხები რჩება და ხშირად, თავისდაუნებურად ექცევიან რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ (არა ერთხელ გაჟღერებულა, რომ მოსახლეობის ნაწილი, უფრო მეტ ნდობას უცხადებს რუსეთში წარმოებულ ვაქცინას, ვიდრე, მსოფლიო ჯანმოს მიერ აღიარებულ სხვა ვაქცინებს) მსგავს სიტუაციაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეებისთვის ინფორმაციის თანაბრად მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომზადდა არა ერთი ვიდეო რგოლი, სტატია, ბუკლეტი, გაიკრა უამრავი ბანერი ეთნიკური უმცირესობების ენაზე, კვლავაც გრძელდება აღნიშნული მიმართულებით მუშაობა. აცრის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნულ რეგიონებშია. პრობლემის მიზეზი არაერთია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომც მოხდეს მოქალაქეთა ამ ნაწილის დარწმუნება აცრის აუცილებლობაში, ისინი მორიგი დაბრკოლების წინაშე დგებიან, სპეციალურად შექმნილი პორტალი, რომლითაც ხდება აცრის მსურველთა წინასწარი რეგისტრაცია (https://www.moh.gov.ge/covid- chart/register/register ) მხოლოდ ქართულ ენაზე და მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს (რომელიც არ არ ფლობს სახელმწიფო ენას) დამოუკიდებლად არ ეძლევა შესაძლებლობა დარეგისტრირდეს,. გარდა ამისა, მოქალაქეებს მხოლოდ ქართულ ენაზე პასუხობენ სპეციალურად პანდემიის დროს შექმნილი ცხელი ხაზის ოპერატორებიც, რაც დამატებით
  • 3. ბარიერებს უქმნის მათ, ართულებს კომუნიკაციას და კიდევ უფრო ზრდის აცრისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას. ჩვენ, როგორც წლების განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მანამ სანამ, ქვეყანას ყავს მოქალაქეები რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას, ქვეყანა ვალდებულია, დაიცვას მისი ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, იზრუნოს მათ სოცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ვთვლით, რომ საქართველოში მაცხოვრებელ ეთნიკურ უმცირესობებს, უნდა ქონდეთ შესაძლებლობა აღნიშულ პორტალზე გაიარონ რეგისტაცია და მიიღონ ინფორმაცია ცხელი ხაზის ოპერატორებისგან მათთვის გასაგებ ენაზე. ვიმედოვნებთ სახელმწიფო ჯეროვნად შესარულებს თავის მოვალეობებს მოქალაქეების წინაშე და უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ვაქცინაციის პროცესზე. ხელმომწერი ორგანიზაციები: 1. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია ტოლერანტი - ცირა მესხიშვილი 2. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი - თამარ კაპანაძე 3. სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრი - ედუარდ აივაზიან 4. ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი - შორენა თეთვაძე 5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი - მარინე სუდაძე 6. დემოკრატ მესხთა კავშირი - გიორგი ანდღულაძე 7. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია -კავშირი "პაროს" - ნარინე გინოსიან 8. ასოციაცია მომავლის კორპუსი - ვაღარშაკ შახბეკიან 9. ააიპ ღია საზღვრები- რიმა ღარიბიან 10. ააიპ "რადიო-ტვ ნორ" - არარატ თთთიან 11. ქალები ჯავახეთის მომავლისათვის - დალი აღდგომელაძე 12. ,,კავშირი - თანადგომა შვილებს" - მაია გაჩეჩილაძე 13. მეცხრე არხი (შპს იმპერია) - მაია იველაშვილი 14. ქალი და სამყარო - მარინა ბჟალავა 15. თრიალეთის ექსპრესი- ნაზი მეშველიანი 16. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი - ლუსინე დოსტიბეგიანი 17. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი - ზაურ ხალილოვი