SlideShare a Scribd company logo
1 of 10
“მთავარში − ერთობა, საკამათოში − თავისუფლება,
ყველაფერში - სიყვარული“
ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის“ თანახმად (ხელმოწერილია
1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ)
ტოლერანტობა „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების,
თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების
შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს
ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა
თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის
არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი
მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის
მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.“
ტერმინს „tolerantia“ (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი:
1. მდგრადობა, ამტანობა
2. შემწყნარებლობა
3. დაშვება, დასაშვები გადახრა.
იან კელი - როდესაც გვერდიგვერდ დავინახე
მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია, სწორედ მაშინ
მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა
• საქართველო არის ევროპული
ცივილიზაცია და საქართველო
შეძლებს გახდეს წევრი ევროპული
ოჯახის და ევროატლანტიკური
გაერთიანების, – ამის შესახებ
საქართველოში აშშ-ის ელჩმა,
იან კელიმ საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია
მეორესთან შეხვედრაზე
განაცხადა.
რა არის ტოლერანტობა?
• ტოლერანტობა ტერმინი, რომელიც
გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის,
ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების
ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს
გულგრილობას ან განურჩევლობას, არც
განსხვავებული მსოფლმხედველობის ან
ცხოვრების წესის იძულებით მიღებას. ის
ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას,
იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური
მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს
ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი
უფლების პატივისცემას და არა რომელიმე
კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი
აზრების ქცევისა და შეხედულებების
შეწყნარებას. ის გამორიცხავს ძალადობასა და
აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის
შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან
გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა,
ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი
როგორიც არის, მთავარია ადამიანური
ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან
თუნდაც სოციალური მდგომარეობა.
მსოფლიოში
• ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელია
ქალაქები, რომლებიც
მრავალრიცხოვანი შემოსევების
შედეგად დარბეულან, დანგრეულან,
გაცამტვერებულან, მაგრამ არ
აღგვილან პირისაგან მიწისა და
ფერფლისგან აღმდგართ, კვლავაც
მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ
მსოფლიო
ცივილიზაციაში. თბილისი ერთ-
ერთი მათგანია. მარტო მისი სახელი,
ერთ ისტორიად ღირს, ხოლო
თბილისური ფენომენი, საუბრის
ცალკე და არც თუ პატარა
თემაა. სტუმარიც და მასპინძელიც
დღეს ერთხმად აღიარებს, რომ ამ
ქალაქის განსაკუთრებულობა,
სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია.
ტოლერანტობა
• (ლათ. Tolerantia — შემწყნარებლობა) —
სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც
აღნიშნავს განსხვავებული
მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის,
ქცევისა და ჩვეულებების ატანას.
ტოლერანტობა არ ნიშნავს
გულგრილობას ან განურჩევლობას, არც
განსხვავებული მსოფლმხედველობის ან
ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს
სხვებისთვის უფლების მიცემას,
იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური
მსოფლმხედველობის
შესაბამისად.]ტოლერანტობა მოიცავს
ადამიანის თავისუფალი
არჩევანის ზოგადი
უფლების პატივისცემას და არა
რომელიმე კონკრეტული არჩევანის
პატივისცემას.
ტოლერანტობის
• გააზრებული გამოვლინება შესაძლებელია
მხოლოდ მაშინ, როდესაც განსხვავებულის
დაშვების, ნებართვის ნაცვლად, მავანს
შეუძლია მისი აკრძალვაც. ისტორიულად,
ტოლერანტობა ძირითადად
გამოიყენებოდა სახელმწიფო რელიგიასთან
დაპირისპირებული შეხედულებების
კონტექსტში და „აღნიშნავდა დომინანტი
რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან
სხვა რელიგიათა არსებობის დაშვებას,
თმენას, გაძლებას, მიუხედავად იმისა, რომ
ამ უკანასკნელთ უყურებდნენ
უარყოფითად, როგორც დაბალი რანგისას,
შემცდარს, ან საზიანოს“.მეოცე
საუკუნიდან, ტოლერანტობის მოაზრება
გაფართოვდა, მასში ჩაირთო პოლიტიკური
და ეთნიკური ჯგუფები, ჰომოსექსუალები
და სხვა უმცირესობები.
როზა პარკსი
• როზა ლუიზა მაკალაი პარქსი (დ. 4 თებერვალი, 1913 — გ. 24
ოქტომბერი, 2005) — აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო
უფლებების დამცვეელი. მას უწოდებდნენ „თანამედროვე
ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა“ და
„თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას“.
• პარქსი ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რაც თავის მშობლიურ
ქალაქში მონტგომერში, ალაბამაში გააკეთა 1955 წლის 1
დეკემბერს. როდესაც ის დაჯდა ავტობუსის ცენტრში სკამზე,
ავტობუსის მძღოლმა უთხრა მას, რომ ბოლო ადგილზე
გადამჯდარიყო, რათა მის ადგილზე თეთრკანინი მგზავრი
დამჯდარიყო. პარკსმა უარი უთხრა გადასვლაზე. როზა იყო
ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის
ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP). სხვა ფერადკანიანი
ადამიანების მსგავსად, ის დაიღალა მხოლოდ და მხოლოდ კანის
ფერის გამო ქვედა ფენის ადამიანად წოდებისგან და
შევიწროებისგან.
• ამგვარი ქცევის გამო როზა დააპატიმრეს. ამას
მოჰყვა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი. ბოიკოტი 381 დღე
გაგრძელდა და გამოიწვია ცვლილებები კანონში. ამის შემდეგ
შავკანიან ადამიანებს უფლება ჰქონდათ სადაც მოესურვებოდათ
იქ დამჯდარიყვნენ ავტობუსში. პარქსის შეწინააღმდეგება გახდა
მნიშვნელოვანი სიმბოლო შემდგომში დაწყებული
რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კამპანიის.
„სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა,რა ჩვენი საქმეა-ვინ როგორ
სარწმუნოებას აღიარებს,ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს,იმ
რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი პატიოსანი კაცი იყოს,მშრომელი და
თავისთვის და ქვეყნისათვის სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და
უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა,რომ
„რჯული არ შეიქმს კაცს,არამედ საქმეო“
ილია ჭავჭავაძე
გმადლობთ ყურადღებისთვის!
ტყიბულის მუნიციალიტეტის სოფ. ჯვარისის საჯარო
სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ია შალიკიანი

More Related Content

More from IaShalikiani

Environment Safety and Health რატი.pdf
Environment Safety and Health რატი.pdfEnvironment Safety and Health რატი.pdf
Environment Safety and Health რატი.pdfIaShalikiani
 
Environment Safety and Health shota.pdf
Environment Safety and Health shota.pdfEnvironment Safety and Health shota.pdf
Environment Safety and Health shota.pdfIaShalikiani
 
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdf
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdfGiving up bad habits(drugs)რეზი.pdf
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdfIaShalikiani
 
Healthy eating რატი.pdf
Healthy eating რატი.pdfHealthy eating რატი.pdf
Healthy eating რატი.pdfIaShalikiani
 
Healthy eating შოთა.pdf
Healthy eating შოთა.pdfHealthy eating შოთა.pdf
Healthy eating შოთა.pdfIaShalikiani
 
Healthy eating რეზი.pdf
Healthy eating რეზი.pdfHealthy eating რეზი.pdf
Healthy eating რეზი.pdfIaShalikiani
 
Sport and health რეზი (1).pdf
Sport and health რეზი (1).pdfSport and health რეზი (1).pdf
Sport and health რეზი (1).pdfIaShalikiani
 
No disability discrimination
No disability discriminationNo disability discrimination
No disability discriminationIaShalikiani
 

More from IaShalikiani (10)

Bad habits Rati
Bad habits RatiBad habits Rati
Bad habits Rati
 
Environment Safety and Health რატი.pdf
Environment Safety and Health რატი.pdfEnvironment Safety and Health რატი.pdf
Environment Safety and Health რატი.pdf
 
Environment Safety and Health shota.pdf
Environment Safety and Health shota.pdfEnvironment Safety and Health shota.pdf
Environment Safety and Health shota.pdf
 
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdf
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdfGiving up bad habits(drugs)რეზი.pdf
Giving up bad habits(drugs)რეზი.pdf
 
Healthy eating რატი.pdf
Healthy eating რატი.pdfHealthy eating რატი.pdf
Healthy eating რატი.pdf
 
Healthy eating შოთა.pdf
Healthy eating შოთა.pdfHealthy eating შოთა.pdf
Healthy eating შოთა.pdf
 
Healthy eating რეზი.pdf
Healthy eating რეზი.pdfHealthy eating რეზი.pdf
Healthy eating რეზი.pdf
 
Hygiene rati.pdf
Hygiene rati.pdfHygiene rati.pdf
Hygiene rati.pdf
 
Sport and health რეზი (1).pdf
Sport and health რეზი (1).pdfSport and health რეზი (1).pdf
Sport and health რეზი (1).pdf
 
No disability discrimination
No disability discriminationNo disability discrimination
No disability discrimination
 

Tolerance

  • 1. “მთავარში − ერთობა, საკამათოში − თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული“
  • 2. ტოლერანტობის პრიციპების დეკლარაციის“ თანახმად (ხელმოწერილია 1995 წლის 16 ნოემბერს პარიზში იუნესკოს წევრი 185 სახელმწიფოს მიერ) ტოლერანტობა „მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა - ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა - სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება.“ ტერმინს „tolerantia“ (ლათ.) სემანტიკაში ერთმანეთს კვეთს სამი შინაარსი: 1. მდგრადობა, ამტანობა 2. შემწყნარებლობა 3. დაშვება, დასაშვები გადახრა.
  • 3. იან კელი - როდესაც გვერდიგვერდ დავინახე მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა • საქართველო არის ევროპული ცივილიზაცია და საქართველო შეძლებს გახდეს წევრი ევროპული ოჯახის და ევროატლანტიკური გაერთიანების, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე განაცხადა.
  • 4. რა არის ტოლერანტობა? • ტოლერანტობა ტერმინი, რომელიც გულისხმობს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესების, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის იძულებით მიღებას. ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ის მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას, სხვისი აზრების ქცევისა და შეხედულებების შეწყნარებას. ის გამორიცხავს ძალადობასა და აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას. ადამიანის შესაძლებლობაა აღიაროს, პატივი სცეს ან გაითვალისწინოს სხვა ადამიანის რწმენა, ქცევა, ღირებულებები. მიიღოს ადამიანი ისეთი როგორიც არის, მთავარია ადამიანური ღირებულებები და არა მისი წარმომავლობა ან თუნდაც სოციალური მდგომარეობა.
  • 5. მსოფლიოში • ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელია ქალაქები, რომლებიც მრავალრიცხოვანი შემოსევების შედეგად დარბეულან, დანგრეულან, გაცამტვერებულან, მაგრამ არ აღგვილან პირისაგან მიწისა და ფერფლისგან აღმდგართ, კვლავაც მნიშვნელოვანი სიტყვა უთქვამთ მსოფლიო ცივილიზაციაში. თბილისი ერთ- ერთი მათგანია. მარტო მისი სახელი, ერთ ისტორიად ღირს, ხოლო თბილისური ფენომენი, საუბრის ცალკე და არც თუ პატარა თემაა. სტუმარიც და მასპინძელიც დღეს ერთხმად აღიარებს, რომ ამ ქალაქის განსაკუთრებულობა, სწორედ მის მრავალეთნიკურობაშია.
  • 6. ტოლერანტობა • (ლათ. Tolerantia — შემწყნარებლობა) — სოციოლოგიური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად.]ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას.
  • 7. ტოლერანტობის • გააზრებული გამოვლინება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განსხვავებულის დაშვების, ნებართვის ნაცვლად, მავანს შეუძლია მისი აკრძალვაც. ისტორიულად, ტოლერანტობა ძირითადად გამოიყენებოდა სახელმწიფო რელიგიასთან დაპირისპირებული შეხედულებების კონტექსტში და „აღნიშნავდა დომინანტი რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან სხვა რელიგიათა არსებობის დაშვებას, თმენას, გაძლებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთ უყურებდნენ უარყოფითად, როგორც დაბალი რანგისას, შემცდარს, ან საზიანოს“.მეოცე საუკუნიდან, ტოლერანტობის მოაზრება გაფართოვდა, მასში ჩაირთო პოლიტიკური და ეთნიკური ჯგუფები, ჰომოსექსუალები და სხვა უმცირესობები.
  • 8. როზა პარკსი • როზა ლუიზა მაკალაი პარქსი (დ. 4 თებერვალი, 1913 — გ. 24 ოქტომბერი, 2005) — აფრიკელ-ამერიკელი სამოქალაქო უფლებების დამცვეელი. მას უწოდებდნენ „თანამედროვე ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დედასა“ და „თავისუფლებისთვის მოძრაობის დედას“. • პარქსი ყველაზე მეტად ცნობილია იმით, რაც თავის მშობლიურ ქალაქში მონტგომერში, ალაბამაში გააკეთა 1955 წლის 1 დეკემბერს. როდესაც ის დაჯდა ავტობუსის ცენტრში სკამზე, ავტობუსის მძღოლმა უთხრა მას, რომ ბოლო ადგილზე გადამჯდარიყო, რათა მის ადგილზე თეთრკანინი მგზავრი დამჯდარიყო. პარკსმა უარი უთხრა გადასვლაზე. როზა იყო ფერადკანიანი ადამიანების დაწინაურების ეროვნული ასოციაციის ადგილობრივი ფილიალის წევრი (NAACP). სხვა ფერადკანიანი ადამიანების მსგავსად, ის დაიღალა მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო ქვედა ფენის ადამიანად წოდებისგან და შევიწროებისგან. • ამგვარი ქცევის გამო როზა დააპატიმრეს. ამას მოჰყვა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი. ბოიკოტი 381 დღე გაგრძელდა და გამოიწვია ცვლილებები კანონში. ამის შემდეგ შავკანიან ადამიანებს უფლება ჰქონდათ სადაც მოესურვებოდათ იქ დამჯდარიყვნენ ავტობუსში. პარქსის შეწინააღმდეგება გახდა მნიშვნელოვანი სიმბოლო შემდგომში დაწყებული რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ კამპანიის.
  • 9. „სარწმუნოების საქმე სინდისის საქმეა,რა ჩვენი საქმეა-ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს,ვინ რა რჯულის არის? რა რჯულიც ჰსურს,იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი პატიოსანი კაცი იყოს,მშრომელი და თავისთვის და ქვეყნისათვის სასარგებლო. თვითონ ჩვენი მაღალის და უზენაესის მოძღვრის იესო ქრისტეს სიტყვაა,რომ „რჯული არ შეიქმს კაცს,არამედ საქმეო“ ილია ჭავჭავაძე
  • 10. გმადლობთ ყურადღებისთვის! ტყიბულის მუნიციალიტეტის სოფ. ჯვარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ია შალიკიანი