აივ იმფექციის წარმოშობისშესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს .
ზოგიერთი ავტორის აზრით, შიდსის გამომწვევი ვირუსი ახალი არ არის -
იგი დიდი ხანია არსებობდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის
ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ უკანასკნელ წლებში აფრიკიდან იაფასიანი
სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში, ხელი
შეუწყო მის გავცელებას.
ყველაზე გავცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინეტზე
მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთი სახეობაში(მწვანე მაიმუნები, მაკაკები)
ხანძლივი დროის მანძილზე ფარტოდ იყო გავცელებული აივ ვირუსის
წინამორბედი, რომელიც საშიში არ იყო ადამიანისათვის . შემდგომ,
მუტაციის ან სხვა ფაქტორის შედეგად, მაიმუნის ვირუსი გავცელდა
ადამიანებშიც . ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის
იმუნოდეფიციტის ვირუსი(მივ), რომელიც მათში იწვევს შიდცის მსგავს
დაავადებას .
აღსანიშნავია, რომ აივ - ვირუსი აღმოჩენილია 50-იან წლებში აღებული
ზაირის, უგანდის, და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნის მცხოვრებთა
სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო,
გაყინული ინახებოდა. 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია დაავადება,
რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდცს მოგვაგონებს.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შიდცის ვირუსი, როგორც
ბიოლოგიული იარაღი, ხელოვნულად შეიქმნა ამერიკის სამხედრო
დანიშნულების ლაბორატორიებში. ეს ვერსია განსაკუთრებით
პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავსირის ხემძღვანელთა შორის. იგი
თავიდანვე ნაკლებ დამაჯერებელი იყო, ამჟამად კი მთლიანად
უარყოფილია.
ისტორია
3.
შიდცი რეგიტრილებულია დედამიწისხუთივე კონტინენტის 213
ქვეყანაში. გაეროს შიდცის პროგრამის 2005 წლის მონაცემებით, ეპიდემიის
დაწყებიდან იმფიცირებულია 40300000 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან
გარდაიცვალა 20000000-ზე მეტი ადამიანი. აღსანიშნავია რომ მსოფლიოში
ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლის ასაკზე
მოდის . ამასთან, თუ ეპიდემიის დასაწყისში აივ იმფიცირებულ მამაკაცთა
რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმფიცირებულ ქალების
რაოდენობას, უკანასკნელ წლებში პროპოცია დაირღვა და 2002 წლიდან
იმფიცირებულთა თითქმის ნახევარი ქალები და გოგონები არიან .
ამერიკის კონტინენტებზე აივ იმფექცია ამერიკის შემდეგ ბრაზილიასა და
მექსიკაშია ყველაზე მეტად გავცელებული. დასავლეთ ევროპაში აივ
იმფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა ინგლისშია აღრიცხული(62000),
შემდეგ შვეიცარიაში, პორტუგალიაში და გერმანიაში . აივ/შიდცის
გავცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჰოლანდიაში, შვედეთში,
საბერძნეთში, საფრანგეთში და იტალიაში.
აზიის კონტინენტი რომელიც ადრე აივ იმფექციისგან თავისუფალ ზონად
ითვლებოდა დღეს აივ იმფექციის 7400000-ზე მეთი შემთხვევაა
აღრიცხული.ამჟამად კი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისიდ
ერთერთი ლიდელია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი სტატისტიკაა
სამხრეთ(უპივლელეს ყოვლისა, ჩინეთი და ინდოეთი) და სამხრეთ
აღმოსავლეთ აზიაში.
უკანასკნელ წლეებში აივ იმფექციის ყველაზე სწრაფი აღმავლობა
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების 76%
მოდის რუსეთის ფედერაციაზე, სადაც ყოველწლიურად ორმაგდება
იმფიცირებულთა რაოდენობა . აივ/შიდცის ეპიდაფეთქება აღინიშნება
უკრაინასა და ბელარუსში .
აივ - იფექციის გავცელების ძირითადი გზა ამ რეგიონში იმფექციური
ნარკომანიაა და შემთხვევითი სქესობრივი კონქტატებია.
4.
რა არის შიდსი?
oშიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), რომელსაც
ხალხმა 20 საუკუნის შავი ჭირი უწოდა, სადღეისოდ მიჩნეულია
კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული
ომის შემდეგ. ეს არის ინფექციური დაავადება,
რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).
ეს ვირუსი უშუალოდ აზიანებს ადამიანის დამცველ, ე.
წ. იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოყავს იგი, რის
შედეგადაც ინფიცირებულ პირს ადვილად
უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადებები
, როგორც წესი,
სასიკვდილო შედეგით. თანამედროვე კლასიფიკაციით დაავა
დებას ეწოდება ადამიანის იმუნოდეფიციტის
ვირუსული ინფექცია (აივ ინფექცია), ხოლო
საკუთრივ ტერმინით ''შიდსი''
შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206
ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში
შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი,
მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70%
ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე
მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ
ნარკომანთა 80%.
7.
სიპტომები
ინფიცირებული ადამიანითავს ჯანმრთელად გრძნობა 3-10
წლის განმავლობაში ის გამოვლინდება იმუნური სისტემის
ღრმა დაზიანების შემდეგ და ხასიათდება
სხვადასხვანაირად, ყველაზე ხშირად კი ასე:
ტემპერატურის უმიზეზო მომატება 30 დღეზე მეტი ხნის
მანძილზე;
ლიმფური კვანძების გადიდება;
ძლიერი საერთო სისუსტე;
მუქი წითელი ფერის ლაქები კანსა და ლორწოვან გარსებზე;
გახანგრძლივებული პნევმონია (ფილტვების ანთება),
რომელიც არ ექვემდებარება ჩვეულებრივ მკურნალობას;
ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამით;
თეთრი ფერის ნადები პირის ღრუს ლორწოვანზე;
პათოლოგიური მოვლენები ცენტრალური ნერვული
სისტემის მხრივ და სხვ.
როგორ გადაეცემა შიდსისვირუსი?
ცნობილია შიდსის ვირუსის გადაცემის სამი გზა:
სქესობრივი კონტაქტით (ვაგინალური, ანალური და
ორალური);
ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული
კომპონენტების გადასხმით (აივ ინფიცირებულის
სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა
სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას);
ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე
გადაცემის გზით (მუცლადყოფნის, მშობიარობის ან
ძუძუთი კვების დროს).
11.
გახსოვდეთ, შიდსის ვირუსიარ გადაეცემა:
ჰაერ-წვეთოვანი გზით, ნერწყვით, ხველით, ცხვირის
დაცემინებით ან კოცნით. შესაბამისად, არ არის საშიში
ინფიცირებულთან საუბარი;
საყოფაცხოვრებო და სოციალური კონტაქტებით. არ
არის საშიში ხელის ჩამორთმევა, მოხვევა, ალერსი,
დაავადებულის მიერ გამოყენებული ჭურჭლით,
თეთრეულით, საერთო საპირფარეშოთი და აბაზანით
სარგებლობა. არ არის საშიში აივ ინფიცირებულთან
ერთად ყოფნა სასწავლო დაწესებულებებში და
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა
კინოთეატრი, სტადიონი, საცურაო აუზი და სხვ. არ
არის საშიში მეტროთი და სხვა საზოგადოებრივი
ტრანსპორტით მგზავრობა;
ვირუსი არ გადადის მწერებისა და ცხოველების
საშუალებით.
12.
ვინ მიეკუთვნება შიდსისმაღალი რისკის
ჯგუფებს?
შიდსი საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მაგრამ
საზოგადოების მთელი რიგი ფენები, მათი ცხოვრების
წესიდან გამომდინარე, გაზრდილი საფრთხის წინაშე
დგანან. დღეისათვის საქართველოში აივ ინფექცია
ძირითადად ნარკომანიის გზით ვრცელდება,
გამოვლენილ ინფიცირებულთა 50% ინტრავენული
ნარკომანია.
მაღალი რისკის ჯგუფებს აგრეთვე მიეკუთვნებიან:
ჰომოსექსუალისტები;
მეძავები და მათი პარტნიორები;
ვენერიული სნეულებებით შეპყრობილნი;
ტუბერკულოზით დაავადებულნი;
ჰემოფილიით დაავადებულნი და სისხლის
რეციპიენტები;
მოგზაურები და სხვ.
13.
შიდსი საქართველოში
2003წლისათვის საქართველოში შიდსისა და კლინიკური
იმუნოლოგიის ცენტრის მიერ რეგისტრირებულია აივ
ინფექციის 361 შემთხვევა, მათ შორის 313 – მამაკაცი, 48 –
ქალი. შიდსი განუვითარდა – 74, გარდაიცვალა – 52.
აღნიშნული 361 შემთხვევა არ ასახავს საქართველოში აივ
ინფექცია / შიდსის გავრცელების რეალურ დონეს.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა
და ადგილობრივ ექსპერტთა ვარაუდით, დღეს
საქართველოში რეალურად 2000 აივ ინფიცირებული და
შიდსით დაავადებულია. აღსანიშნავია, რომ ინფექცია
შემოტანილია 79%-ში, ქვეყნის შიგნით
გავრცელებულია 18,5%-ში, ხოლო დაუდგენელია 2,5%-ში
საქართველოში აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა 20-დან
40 წლამდეა.
შიდსის გავრცელების რახელშემწყობი
ფაქტორები მოქმედებს საქართველოში?
ნარკომანიის ფართოდ გავრცელება (ინტრავენული
ნარკომანთა სავარაუდო რიცხვი 200 000-ს აღემატება);
მოსახლეობის სულ უფრო მზარდი მიგრაცია და
არასახარბიელო ეპიდსიტუაცია საქართველოს
მეზობელ ქვეყნებში შიდსის მხრივ;
მოსახლეობის დაბალი სანიტარული კულტურა და
შიდსის შესახებ ცოდნის დაბალი დონე;
პრეზერვატივებით უზრუნველყოფის დაბალი დონე
და მათზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება;
სამედიცინო აპარატურის, სადიაგნოსტიკო ტესტ-
სისტემების, ერთჯერადი შპრიცებისა და სხვა
სამედიცინო ინსტრუმენტების, სასტერილიზაციო
საშუალებათა ნაკლებობა.
18.
როგორ ხდება ადამიანისინფიცირების
დადგენა?
შიდსის ვირუსით ინფიცირების დიაგნოზის
დასმა სპეციფიკური ლაბორატორიული
გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია. აივ
ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
ემყარება სისხლში საკუთრივ ვირუსის, მისი
ცალკეული ცილების (ანტიგენები) ან ვირუსის
საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენას.
შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები
სისხლში ჩნდება ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან
მხოლოდ 6-8 კვირის შემდეგ, ამიტომ გამოკვლევა
უნდა ჩატარდეს შესაძლო ინფიცირების
მომენტიდან სულ ცოტა თვენახევრის შემდეგ.
19.
შეიძლება შიდსისგან განკურნება?
სადღეისოდ არ არსებობს შიდსის საწინააღმდეგო
ვაქცინა ან რაიმე სამკურნალო საშუალება. მაგრამ
იმედისმომცემია ბოლო დროის მიღწევები
ანტივირუსული პრეპარატების შექმნის სფეროში.
20.
როგორ დავიცვათ თავიშიდსისაგან?
დაიცავით ოჯახური სიწმინდე და ერთგულება
ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორისადმი;
თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი
კავშირებისაგან ან ასეთი კავშირის შემთხვევაში
აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით;
არ დაუშვათ აივ ინფექციაზე შეუმოწმებელი
სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმა;
ისარგებლეთ მხოლოთ ერთჯერადი ან
სათანადოდ გასტერილებული შპრიცით და სხვა
სამედიცინო ინსტრუმენტებით;
ორსულმა ქალებმა ჩაიტარეთ გამოკვლევა
შიდსის ვირუსზე, რათა თავიდან აიცილოთ
ინფიცირებული ბავშვის დაბადება.