შენობა(ძვ.კადეტთაკორპუსი) სადაც განთავსდა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რესტავრირებული იქნა 2007-2012 წლებში. რეაბილიტაციის შედეგად შენარჩუნდა შენობის გარეგანი სახე, ისტორიული თავისებურებები, მოხდა შიდა სივრცის მთლიანად გადაკეთება და მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გალერეა, ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზებით. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს 3 სართულიან საგამოფენო სივრცეს, რომელიცმდებარეობს თბილისის შუაგულში რუსთაველის გამზირზე.