2. ჭექა-ქუხილი
ჭექა-ქუხილი — ატმოსფერული
მოვლენა, რომლის დროსაც
სქელ გროვა-წვიმის ღრუბლებში
და დედამიწის ზედაპირს შორის
წარმოიქმნება ძლიერი
ელექტრული განმუხტვა —
ელვა, რომელსაც თან
ახლავს ქუხილი. ამ დროს,
ჩვეულებრივ, მოდის თავსხმა
(ზოგჯერ სეტყვა),
ძლიერდება ქარი. ჭექა-
ქუხილიან დღეთა
სიხშირით საქართველოში პირვე
ლ ადგილზეა საქართველოს
სამხრეთი
მთიანეთი (წელიწადში
საშუალოდ 50-56 დღე,
მაქსიმალური — 82 დღე).
3. ჭექა-ქუხილი განსაკუთრებულ
გავლენას ახდენს ადამიანზე.
ჭექა-ქუხილი უზარმაზარი
ენერგიის მქონე გიგანტური
„ნაპერწკალია“. მას შეუძლია
დააზიანოს ელექტროსადენები,
გამოიწვიოს ხანძარი,
დაარღვიოს კავშირგაბმულობა,
გაანადგუროს ცოცხალი
არსებები. დედამიწაზე
ყოველწლიურად 100
მილიარდამდე ჭექა-ქუხილი და
ელვა ვითარდება, რასაც
ასეულობით ადამიანის
სიცოცხლე ეწირება. ჭექა-
ქუხილის დროს არ შეიძლება
გაშლილ, ღია ადგილზე დგომა
ან ცალკე მდგომი ხის
თავშესაფრად გამოყენება.
4. ქარი
ჰაერის მოძრაობა მიწის ზედაპირის
პარალელურად.ქარს იწვევს სითბისა და
ატმოსფერული წნევის არათნაბარი
გადანაწილება მაღლი წნევის ზონიდან დაბალი
წნევის ზონაში.
10. ქარიშხალი (ინგლ. storm) —
ძალიან ძლიერი ქარი, რომლის
სიჩქარე მიწის ზედაპირთან 20
მ/წ აღემატება
და ზღვაზე დიდ ღელვას
იწვევს, ხმელეთზე კი
ნაგებობათა დაზიანებას და
ნგრევას. ქარიშხალი
ამოვარდება ტროპიკულ და
ტროპიკებსგარე ციკლონების
გავლისას, სმერჩისა და ტორნა
დოს დროს.
მეტეოროლოგიურ
ლიტერატურაში ქარიშხალს
შეესაბამება შტორმი (9 ბალი
ბოფორტის სკალით), ძლიერი
შტორმი (10 ბალი) და
სასტიკი შტორმი (11 ბალი).
12 ბალიან
ქარიშხალს გრიგალი ეწოდება.
11. სეტყვა
სეტყვა — ატმოსფერული
ნალექი, რომელიც
შედგება ყინულის სხვადას
ხვა ზომის სფერული
ნაწილაკების, ან
ნატეხებისაგან. სეტყვის
მარცვალს შრეებრივი
აგებულება აქვს -
არსებობს 1 მმ სისქის
გამჭვირვალე და ნახევრად
გამჭვირვალე შრეები.
სეტყვა, ჩვეულებრივ
ელჭექისა და თავსხმის
დროს იცის, უმთავრესად
წლის თბილ პერიოდში
(როცა ტემპერატურა20 °C
-ზე მეტია).
12. სეტყვა დიდ ზიანს აყენებს
სოფლის მეურნეობას
(საქართველოში
განსაკუთრებით
ზიანდებაკახეთის
რაიონები), ამიტომ დიდი
მნიშვნელობა ენიჭება
სეტყვის საწინააღმდეგო
ღონისძიებათა
შემუშავებას. ცნობილია,
რომ 1961 წელს
ინდოეთში სეტყვამ მოკლა
სპილო,ხოლო 1981 წელს
ჩინეთში 10 ათასზე მეტი
შენობა-ნაგებობა.