Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
საქართველო
1.
2.
საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში,კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ
სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი,
სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი.
ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის
გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის
ნაწილია.
თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო
ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა
ადრეული ქართული სახელმწიფოებიკოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა
საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. ქრისტიანობა გაბატონდა
ადრეული III საუკუნიდან; ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.
თუმცა მას შემდეგ საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი
განვლო, სანამ XVI საუკუნეშირამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად
დაიშლებოდა. იმპერიულმა რუსეთმა ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო
1801—1866 წლებში.რუსეთის რევოლუციის შემდგომ აღდგენილი დამოუკიდებელი
ქვეყანა — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918—
21)ბოლშევიკების მსხვერპლი გახდა და 1922 წლიდანსაბჭოთა კავშირის ნაწილად
იქცა.
3.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს კვლავ მოიპოვა. სამოქალაქო
ომისა და მკაცრი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ქაოსური პერიოდის
შემდეგ ქვეყანა შედარებით სტაბილური გახდა 1990-იანი წლების ბოლოს.
2003 წელს მომხდარი ვარდების (უსისხლო) რევოლუციით ქვეყნის სათავეში
მოვიდა ახალი, პროდასავლური, რეფორმისტული მთავრობა. ახალი
მთავრობის მისწრაფება ქვეყნის ნატოშიგაწევრიანებასა და გამოყოფილი
ტერიტორიების დაბრუნებისკენ რუსეთთან ურთიერთობას მკვეთრად
აუარესებს. პარალელურად მიმდინარე სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ
ქვეყანა მნიშვნელოვანი ევრაზიული ენერგეტიკული პროექტების ეპიცენტრი
გახადა.
საქართველო წარმომადგენლობითი დემოკრატიაა, ორგანიზებული როგორც
უნიტარული, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ქვეყანა ამჟამად რამდენიმე
საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს, ევროპის
საბჭოს, სუამის,მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის. საქართველო ასევე მიისწრაფვის ევროპის კავშირშიინტეგრაციასა
და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიგაწევრიანებას.
4.
გეოგრაფია
საქართველოს ფიზიკური რუკა
მთავარი სტატია : საქართველოს გეოგრაფია.
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ,კავკასიაში მდებარეობს.
დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია,
სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც
აკავშირებდა და აკავშირებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და
აღმოსავლეთის ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი
სატრანსპორტო მაგისტრალი - ძველი აბრეშუმის გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს,
ხოლო ბოსფორისა დადარდანელის სრუტეებით - ხმელთაშუა ზღვის აუზის
ქვეყნებს; გიბრალტარის სრუტითშესაძლებელია კავშირი მთელს მსოფლიოსთან,
მდინარე დუნაის მეშვეობით კი - აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებთან.