SlideShare a Scribd company logo
ქართული ცეკვები


ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების

პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულსაბალეტო ხელოვნებას. ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე
გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის
ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. უძველესმა ქართულმა საცეკვაო
ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მდიდრდებოდა, განვითარების

მაღალ დონეს მიაღწია. ქართული ხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმული თვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი
პლასტიკური ნაწარმოები. ქართული საცეკვაო ფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ
საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა ეროვნული კლასიკის საუკეთესო ნიმუშები
ცეკვა ქართული


ცეკვა ქართული


ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა
ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის
მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა
,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’).
ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა
უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული
ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული
სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს).
თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა
ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების
აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული
გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის
შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური
ნიმუში გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და
,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ.
ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
ცეკვა მთიულური
მთიულური- ქართული ხალხური ცეკვების
ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ
მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები,
ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები,
ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული.
მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად
მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც
სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა
განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა
მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის
მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო
ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი
ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც,
უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
ცეკვა განდაგანა


განდაგანა- აჭარული წარმოშობის ცეკვა.

ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა
არსებობს მისი ჯგუფური შესრულების
ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი
ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული
გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის

სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა.
გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის
კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და
ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა
6/8.
ცეკვა სამაია


ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა

წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი
მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ
ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ
სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ
ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’
დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა
ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს
,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’
დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა.
შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში
აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს.
ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის
პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით
სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა.

ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’)


ჯეირანი - ქორეოგრაფიული ქარგა ამ

ულამაზესი ცეკვისა, რომლის ერთ-ერთი
ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი
ქართველი მოცეკვავე, ქართული
ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების”
დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი

იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის
ილეთებისა და ნადირობის რიტუალის
ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.


More Related Content

Viewers also liked

Evaluation q5
Evaluation q5Evaluation q5
Evaluation q5
ewanmiller
 
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
Netex Learning
 
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
CRP Henri Tudor
 
Reposicionamiento de la Revista Clara
Reposicionamiento de la Revista ClaraReposicionamiento de la Revista Clara
Reposicionamiento de la Revista Clara
bryanfdez
 
Вправи на розвиток дрібної моторики
Вправи на розвиток дрібної моторикиВправи на розвиток дрібної моторики
Вправи на розвиток дрібної моторикиpaginec
 

Viewers also liked (7)

Xavi
XaviXavi
Xavi
 
Evaluation q5
Evaluation q5Evaluation q5
Evaluation q5
 
memae\
memae\memae\
memae\
 
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
Netex learningMaker | Authoring tool for HTML5 e-learning content [EN]
 
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
MANUFACTURING INDUSTRY innovation programme - Presentation leaflet - CRP Henr...
 
Reposicionamiento de la Revista Clara
Reposicionamiento de la Revista ClaraReposicionamiento de la Revista Clara
Reposicionamiento de la Revista Clara
 
Вправи на розвиток дрібної моторики
Вправи на розвиток дрібної моторикиВправи на розвиток дрібної моторики
Вправи на розвиток дрібної моторики
 

ქართული ცეკვები

  • 2.  ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. მისი განვითარების პროცესში აღმოცენდა თეატრალიზებული ქართული ცეკვა და საფუძველი ჩაეყარა ეროვნულსაბალეტო ხელოვნებას. ბაგინეთის გათხრების დრო აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) გვაფიქრებინებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც. უძველესმა ქართულმა საცეკვაო ხელოვნებამ, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა და მდიდრდებოდა, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ქართული ხალხური ქორეოგრაფია ცნობილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მასში ფაქიზადაა შერწყმული თვითმყოფადი ტრადიციული და ახლადშექმნილი პლასტიკური ნაწარმოები. ქართული საცეკვაო ფოლკლორის მდიდარი პალიტრა წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა ეროვნული კლასიკის საუკეთესო ნიმუშები
  • 3. ცეკვა ქართული  ცეკვა ქართული  ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დ. არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მ. ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.
  • 4. ცეკვა მთიულური მთიულური- ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.
  • 5. ცეკვა განდაგანა  განდაგანა- აჭარული წარმოშობის ცეკვა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.
  • 6. ცეკვა სამაია  ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’)
  • 7.  ჯეირანი - ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვისა, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე. 