SlideShare a Scribd company logo
რა არის “თავისუფლების ქარტია”
21 ნოემბერი, 2010
36
print

"თავისუფლების ქარტიამ" საზოგადოების ერთ ნაწილზე იმოქმედა, როგორც ერთგვარმა
გამაღიზიანებელმა გარემოებამ.
მოგეხსენებათ, კანონი სამი ნაწილისაგან შედგება: ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი,
ე.წ. "ლუსტრაციის კანონი" (სუკ-ისა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა გარკვეული
წრისთვის თანამდებობრივი შეზღუდვები) და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. ამ
კანონპროექტის იურიდიულ სახედ ჩამოყალიბება ბ-ნ ლევან ადეიშვილს ეკუთვნის.
საქმე ის გახლავთ, რომ ეს კანონპროექტი თავისი არსით ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ
ნაწილს შეეხო. მათ, ვინც თანამშრომლობდა სუკ-თან, მათ, ვინც განკარგავდა სუკ-სა და მათ,
ვისთვისაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არც საბჭოთა და არც შემდგომ
პერიოდში არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. არაფერს ვამბობ დღევანდელი რუსეთის
უშიშროების სამსახურზე, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა სუკ-ის მთელი რესურსი.
და, რასაკვირველია, ისიც ძალზე მწვავედ რეაგირებს ამ კანონის მიღებაზე.
ამდენად, ამ კანონისა და ჩემს მიმართ შემოტევებს გარკვეულწილად ობიექტური მიზეზები
გააჩნია.
ზოგიერთები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ყალბი არგუმენტებითა და
თვალთმაქცობით. ეს ის ხალხია, ვინც შინაგანად სწორედ "ლუსტრაციას" უფრთხის, მაგრამ
ხმამაღლა "საბჭოთა სიმბოლიკის" აკრძალვას აპროტესტებს და ისე გამოვიდნენ წყობიდან,
რომ ერთ-ერთ პუბლიკაციაში ბოლშევიკური სიმბოლიკის აკრძალვის ჩემს სურვილს
დაარქვეს "გია თორთლაძის ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ".
მეორე ნაწილი ირჩევს განსხვავებულ ტექნოლოგიას. ისინი ცდილობენ გააქილიკონ და
გააბიაბრუონ კანონის მნიშვნელობა. მაგალითად, გაიგონებთ ისეთ შეფასებას, როგორიცაა:
სუსტი, სასაცილო, წყალი და ა.შ.
რეალურად კი, ამ კანონის მიღების გარეშე, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის
განვითარება. პარლამენტში მოსვლის პირველი დღიდან ჩემი საზრუნავი ამ კანონის მიღება
და 1991/1992წლების მოვლენების გამოძიების დასრულება იყო. სწორედ ეს ორი საკითხია,
რაზეც მე გავამახვილე ყურადღება ცნობილ შეხვედრაზე "პრეზიდენტისა ოპოზიციასთან"
(გახსოვთ ალბათ, როცა მ. სააკაშვილი შეხვდა ლ. გაჩეჩილაძეს, ირ. ალასანიას, კ. შარტავას,
ს. ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას). ამ შეხვედრიდან გამოსულმა ყველა
ტელევიზიის კამერების წინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ
შიდა პოლიტიკური კონფლიქტიდან. მაშინ მე განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ: თუ
საზოგადოება არ გააკეთებს შეფასებას 1991/1992 წლების სახლმწიფო გადატრიალებაზე, არ
დასრულდება ამ მოვლენათა გამოძიება და არ მივიღებთ ლუსტრაციის კანონს, რაც
საშუალებას მოგვცემს, განვთავისუფლდეთ იმ მემკვიდრეობისაგან, რომელიც რუსეთის მიერ
საქართველოსთვის იყო თავსმოხვეული, - ჩვენს ქვეყანას განვითარება არ უწერია.
ხოლო, ამ პოპულისტურ გამოსვლებს, რომ რა დროს თავისუფლების ქარტიაა, 2 მილიონი
ადამიანი უმუშევარია - ვპასუხობ: რომ არა 1991/1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება,
რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მოსახლეობის კრიმინალიზაცია, რეგიონების აოხრება, ცხინვალსა
და აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა, 300 000-ზე მეტი დევნილი, დსთ-ში შესვლა და ჩვენს
ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის ჩაყენება ე.წ. სამშვიდობოების საფარქვეშ, საქართველოს
მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება და ერთი მცირე ჯგუფის მიერ ქვეყნის მთელი
დოვლათის მიტაცება - რომ არა ეს მოვლენები, დარწმუნებული ვარ, დღეს სხვა რეალობა
გვექნებოდა.
მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებათა
აღწერასა და განხილვას, რაც, ჩემი აზრით ე.წ. ლუსტრაციის კანონის მიღების
აუცილებლობაზე მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ 1922 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის შექმნასთან ერთად
რეფორმირდება და ყალიბდება მძლავრი საბჭოთა უშიშროების სამსახური,
მრავალრიცხოვანი რეზიდენტურითა და აგენტურული ქსელით.
ამ სამსახურის შექმნასა და გაძლიერებას კომუნისტური პარტიის ბელადები უდიდეს
მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რაც "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის" წესდებიდანაც
კარგად ჩანს.
აი, ამონარიდი სუკ-ის წესდებიდან, რომელსაც ადევს გრიფი “საიდუმლო” და 1959 წლის 9
იანვრითაა დათარიღებული: "სუკ-ი წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს და მისი საქმიანობა
ხორციელდება კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უშუალო
ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით და, ასევე, კომკავშირული ორგანიზაციების
დახმარებით".
მოგეხსენებათ, რომ 1955 წლიდან საბჭოთა უშიშროების გავლენის სფეროს წარმოადგენდნენ
ვარშავის პაქტის ქვეყნებიც და ამ სივრცეში საბჭოთა უშიშროებამ იარსება 1991 წლის
ივლისამდე, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი არ დაიშალა.
1991 წლიდან დაწყებული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიცა და ბალტიისპირეთის
რესპუბლიკებიც, ერთმანეთის მიყოლებით იღებენ "კანონს ლუსტრაციის შესახებ", რაც
გულისხმობს: დეკომუნისტიზაციას და შეზღუდვებს სახელმწიფო თანამდებობებზე იმ
პირებისათვის, ვინც მსახურობდა, ან თანამშრომლობდა სუკ-თან, ან წარმოადგენდა
პარტიულ ნომენკლატურას.
ევროპის ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ცივილიზებული განვითარების გზაც და ჩვენი
ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაც ამ კანონის მიღებას მოითხოვს. ამდენად, ველოსიპედის
გამოგონება და თომას მორის ინტელექტი არ არის საჭირო, რომ შევაჯეროთ ევროპის
ქვეყნების ეს გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი ბაზაა, იმისთვის, რომ ლუსტრაციის შესახებ
კანონის ქართული ვერსია ქმედუნარიანი იყოს.
ნიშანდობლივია, რომ ეს კანონი არ მიუღიათ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც დღესაც
კომპარტიის ნომენკლატურაა ხელისუფლებაში. არ ჩამოვთვლი ამ რესპუბლიკებს, თქვენც
კარგად მოგეხსენებათ, რომელია ესენი. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ კანონი ლუსტრაციის
შესახებ რუსეთის დუმაში განსახილველად პირველად 1992 წელს შეიტანეს და შემდეგ - 1997
წელს ის განსახილველად მოამზადა გალინა სტაროვოიტოვამ, რომელიც 1998 წლის
ნოემბერში მოკლეს. ისე კი, რუსეთის დუმას ეს კანონი რომ მიეღო, რასაკვირველია პუტინი
ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ გახდებოდა.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ვერ მოასწრო ამ კანონის მიღება
და, ალბათ ესეც იყო ფაქტორი, რომ ასე მალე გახდა შესაძლებელი დამოუკიდებელი
საქართველოს პირველი ხელისუფლების გადაგდება.
2003 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას თავის საპროგრამო დაპირებებში "ათი
ნაბიჯი დემოკრატიისაკენ" ჰქონდა აღნიშნული "ლუსტრაციის კანონის" მიღების
აუცილებლობა.
ჩემი, როგორც დეპუტატის პირველი გამოსვლა წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ
ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული.
ის კანონპროექტი მაშინ ვერ გავიდა და, საინტერესოა, რომ უმრავლესობასთან ერთად,
თავად ოპოზიციური პარტიების წევრების ხმებიც არ აღმოჩნდა ამ კანონის მომხრეთა
ყულაბაში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობიდანაც იყვნენ ისეთები, ვინც ამ
კანონს მხარი დაუჭირა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია საქართველოზე არის
მნიშვნელოვანი ახალი გარემოება და ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა
კანონი ლუსტრაციის შესახებ. და შევეცდები ამის დასაბუთებას.
1967 წლის 17 ივლისს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში განხილვის შემდგომ დამტკიცდა
იური ანდროპოვის ინიციატივა "სუკ-ში" ახალი სტრუქტურის - "V სამმართველოს" შექმნის
შესახებ. დამოუკიდებელი სტრუქტურისა, რომელიც წარმოადგენდა "იდეოლოგიურ
დივერსიებთან ბრძოლის სამმართველოს".
"ამ სამმართველოს მუშაობა მიმართულია პოლიტიკური, სადაზვერვო, პროპაგანდისტული
მეთოდების გამოყენებით და სამიზნე სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესების
საწინააღმდეგოდ. ასევე, იგულისხმება მუშაობა ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით, მისი პოლიტიკური
იმიჯის შესალახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. საქმიანობას ახორციელებენ
არამარტო სპეცსამსახურები, არამედ სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
სხვა სახელმწიფო ორგანოების გამოყენებაც.
იდეოლოგიური დივერსიის ტაქტიკურ მიზანს წარმოადგენს შიდაპოლიტიკური სიძნელეების
შექმნა, ხოლო სტრატეგიული მიზანი კი - სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლაა.
ამ მეთოდების განხორციელება გულისხმობს სპეცაგენტებისა და დაქირავებული ადამიანების
გამოყენებას, რადიკალური ოპოზიციური ძალების მატერიალურ სტიმულირებას, მოსყიდვებსა
და ა.შ."
ამ გრძელ ციტატაში არც ერთი სიტყვა მე არ მეკუთვნის. ეს გახლდათ აბზაცი იური
ანდროპოვის პროექტიდან, რომელიც, ინიციატივის სახით იყო წარმოდგენილი კომპარტიის
ცენტრალური კომიტეტის წინაშე. ეს და კიდევ მრავალი მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი
2006 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა და ინახება ჯორჯ ვაშინგტონის
უნივერსიტეტთან არსებულ ნაციონალური უშიშროების არქივში. (მოგეხსენებათ, 90-იან
წლებში კგბ-სა და კპსს-ის საიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი გავიდა დასავლეთში).
ასევე, ამ სამმართველოს მასალებს ეძღვნება მიხაილოვისა და ნაზაროვის შრომა
Идеологическая диверсия Михаилов М.П., Назаров В.В., 1969.
დოკუმენტს, რომლის ნომერია NN1631 А სახელწოდებით "მტერთან იდეოლოგიური
დივერსიების წინააღმდეგ საბრძოლველად" (По борьбе с идеологическими диверсиями
противника). ამ მიზნისათვის შეთავაზებულია სუკ-ის ცენტრალურ აპარატში დამოუკიდებელი
სამმართველოს შექმნა (V სამმართველო), რომელსაც ექნება შემდეგი ფუნქციები:
1. იმგვარი პროცესების გამოვლენა, შესწავლა და ორგანიზება, რომელთა გამოყენება
შესაძლებელია მოწინააღმდეგესთან იდეოლოგიური დივერსიისათვის.
2. ეროვნული ელემენტების გამოვლენა და გაუვნებელყოფა.
3. უცხოეთში და ემიგრაციის წრეებში ნაციონალისტური ორგანიზაციების გამოვლენა და
უშიშროების სამსახურის მუშაკების მიერ მათი დამუშავება.
4. ასევე, ადგილებზე ამგვარი ცენტრების შექმნა ანუ, V სამმართველოს საქალაქო, საოლქო,
რესპუბლიკური განყოფილებებისა.
ეს მითითება პოლიტბიუროს მიერ განხილულია 1967 წლის 17 ივლისს და მინისტრთა საბჭოს
მიერ იმავე დღესაა მიღებული. დადგენილება N 676-222, საიდუმლო პოლიტიკური
განყოფილება (V სამმართველო)-ს შექმნის შესახებ.
ალბათ, ზედმეტია თქვენთვის იმის მოყოლა, რომ საბჭოთა უშიშროება ერთ-ერთი უძლიერესი
და მსხვილი ქსელი გახლდათ. ხოლო, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საწინდარი სწორედ
ადამიანური აქტივია.
ჩვენი მიზანი არ არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. ეს ცალკე კანონის სფეროა,
როგორც მაგ. გერმანიაში "კანონი საჯაროობის შესახებ".
ჩვენი მიზანია, რომ ისინი, ვინც დღესაც ასრულებს რუსეთის უშიშროების დავალებებს, არ
მოხვდეს ქვეყნის მართვის სადავეებთან. და ეს აღასრულოს კანონმა.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა თავი გამოაცხადა საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრედ, ხოლო
რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური თავს საბჭოთა უშიშროების მემკვიდრედ
მიიჩნევს. და, ამდენად რუსეთის უშიშროება დგას იმ აგენტურასა და ადამიანურ აქტივებზე,
რომელიც ჯერ არ არის დასხივებული, თუმცა ამ აქტივების ნაწილი აღმოსავლეთ ევროპისა
და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების სახით გაუვნებელყოფილია ლუსტრაციის შედეგად.
ასე რომ, დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურების ინტერესებშია ამ
კანონის დაბლოკვა და არ არის გასაკვირი, რომ კამპანია ამ კანონპროექტის წინააღმდეგ
უკვე კრეფს სიჩქარეს და დაკვირვებული ადამიანისათვის - ზოგი მართლაც
"თვითლუსტრაცია"-ს ახორციელებს. ამ კანონპროექტის გაუფასურების მცდელობები
სხვადასხვა ელფერს ატარებს, თუმცა სტილი დაცულია "საბჭოთა უშიშროების" სტილში.
მაგალითად: თითქოს არქივები გატანილია და, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია - ეს
სიცრუეა, რადგან თუნდაც მხოლოდ მე, როგორც ერთმა მოქალაქემ ამ პერიოდში საკმაოდ
დიდი მოცულობის მასალა ვნახე, სხვადასხვა ქვეყნის არქივების სახით. ხოლო, რაც შეეხება
საქართველოს არქივებს, პირადი ანკეტები და ბარათები აბსოლუტურად დაცულია, რომ
არაფერი ვთქვათ ათასობით საქმეებზე.
ასევე გაიგონებდით ალბათ, რომ რატომ ეხება ეს კანონი საბჭოთა აგენტურას და
ნომენკლატურას და არა სხვა ქვეყნის ჯაშუშებს. ეს კითხვა ალბათ, უფრო
გაუთვითცნობიერებელი ხალხისთვისაა განკუთვნილი. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც
ბრმად იმეორებენ უცხო ქვეყნის უშიშროების სამსახურის მიერ შემოგდებულ ამ სიბეცეს. -
იმიტომ ბატონებო, რომ ჩვენ 70 წელი საბჭოთა სინამდვილეში ვცხოვრობდით და ვიყავით ამ
დიდი მონსტრის ნაწილი. ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენაზე
საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ისედაც ზრუნავენ.
ახლა, კიდევ მთლად უსუსური არგუმენტიც გავიგე, რომ თითქოსდა კანონი ლუსტრაციის
შესახებ შემოგდებულია სხვა მოვლენების გადასაფარად. მე მაინტერესებს, რომელია ამაზე
უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა?
ბალტიის რესპუბლიკებმა და ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებმა სწორედ ამ კანონით
აღნიშნეს საბჭოთა გავლენის სფეროდან გამოსვლა და დაიწყეს თავიანთი ეროვნული
სახელმწიფოების შენება. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე
სერიოზულად, თუ ჩვენ თვითონვე ვაფარებთ ხელს და ვუნარჩუნებთ სხვა ქვეყნის უშიშროების
სამსახურს აგენტურას. მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწის
დიდი ნაწილი. არა მგონია, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი იყოს
დღეს ჩვენს რეალობაში.
რუსეთის უშიშროების სამსახურმა მართლაც აამუშავა თავისი კონტინგენტი საინფორმაციო
დივერსიის კუთხით, რადგან არგუმენტები ძალიან უსუსურია, მაგრამ მრავალფეროვანი,
როგორც ჩანს გათვლილი ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენაზე. მაგრამ, მე მივმართავ ყველას,
ვინც ახმოვანებს სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებში დაწერილ დირექტივებს, ასევე
მივმართავ მათ სუფლიორებს: საქართველო 19 წელი ელოდა ამ კანონის მიღებას, ამ
ხელისუფლებამ 2003 წელს მიიღო ხალხის მხარდაჭერა და ამის ერთ-ერთი პირობა იყო
სწორედ კანონი ლუსტრაციის შესახებ.
და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი, რომელიც ამ კანონთან მიმართებაში
გამიგია, ეკუთვნის პროფესიონალს, დაზვერვის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს,
რომელმაც გამომიგზავნა წიგნი საბჭოთა დაზვერვის სტრუქტურისა და მუშაობის მეთოდების
შესახებ. წიგნს ასეთი წარწერა ჰქონდა, რომ თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ
შემრჩებოდა ამ კანონის მიღების სურვილი, "თქვენს გვერდით მიგულეთო". - იგულისხმება,
რომ იმდენად ფართე და ყოვლისმომცველია ეს ქსელი, რომ შეუძლებელია მისი
გაუვნებელყოფა.
დღეს მე მინდა მივმართო ამ ადამიანს და ყველას, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია სისტემაში
და ამდენად, სკეპტიკურად არის განწყობილი: დიახ, მესმის, რომ მრავალი ხვრელი
არსებობს, საიდანაც საფრთხე მოდის, მაგრამ განა შეიძლება ქარბუქის დროს თუ ყველა
ნაპრალი ვერ ამოვქოლეთ, კარები და ფანჯრები მაინც არ დავკეტოთ?! დავკეტოთ ის, რაც
ჩვენს ხელშია და ქარი ხომ უფრო ნაკლებ შეგვაწუხებს. აი, ეს არის ჩემი ლოგიკა.
ახლა, რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტს, რომელსაც ზოგი წარმოაჩენს
როგორც - საფრთხობელას და ზოგი, როგორც შეკვეთილ კანონს და გამოთქვამენ ეჭვებს,
რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და მოსახლეობის საზიანოდ კეთდება. არიან
"პოლიტიკოსები", "ექსპერტები", ჟურნალისტები, პოეტები თუ ლირიკოსები, რომლებიც
თავიანთ მოსაზრებებს ამ კანონთან მიმართებაში განსაკუთრებული ჭკვიანი სახით და
კომპეტენტურად გამოთქვამენ. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, კამერების წინ თავის მოწონებას,
გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროსაბჭოსა თუ სხვა ევროპული სტრუქტურების რეზოლუციებსა
და რეკომენდაციებს გასცნობოდნენ.
მე არ მეყოფა 20 თაბახი იმისთვის, რომ გადმოგცეთ სრული ნუსხა იმ რეკომენდაციებისა და
კონვენციებისა, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭო, ევროპის საბჭო თუ ევროპის
გაერთიანების სხვა კომპეტენტური სტრუქტურები იღებენ, რათა ცალკეულმა სახელმწიფოებმა
ეს რეკომენდაციები თავის ქვეყნებში გაატარონ.
სპეციალიზებული ანტიტერორისტული კანონმდებლობის შექმნა განაპირობა ტერორიზმის
ზრდამ მთელ მსოფლიოში, რის შედეგადაც ევროპულმა სახელმწიფოებმა გააერთიანეს
თავისი საშინაო და საგარეო ქმედებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.
1998 წლიდან ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ მოხდა რატიფიცირება კონვენციისა
ევროპოლის შესახებ. ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ ევროპის საპარლამენტო
ასამბლეამ, მინისტრთა კომიტეტმა და იუსტიციის მინისტრთა კონფერენციამ თავის თავზე
აიღო ტერორიზმთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შექმნა და რეალიზება, რომელიც მიღებულ
იქნა 2001 წლის ნოემბერში. ეს გეგმა ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს: 1. ტერორიზმის
წინააღმდეგ სამართლებლივ ღონისძიებათა გაძლიერება, 2. ძირითად ფასეულობათა
შენარჩუნება, 3. ქმედებები მიმართული ტერორიზმის საფუძვლების აღმოფხვრაზე.
2003 წლის 15 მაისს ხელმოსაწერად მომზადდა შესწორებათა ოქმიN190 (შესწორებები 1977
წლის ევროპის კონვენციისათვის "ტერორიზმის ლიკვიდაციის შესახებ"). ამ დოკუმენტს ხელი
40-მა ქვეყანამ მოაწერა. ოქმი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას
კონვენციისთვის. მაგალითად: მნიშვნელოვნად გაფართოვდა ნუსხა იმ
სამართალდარღვევებისა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკურად
მოტივირებული. და, კიდევ უფრო გამარტივდა პროცედურა ამ ნუსხის გაფართოებისა.
2002 წელს ევროსაბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში პრიორიტეტული მიმართულებები
გამოჰყო: ა) "ტერორიზმის მოწოდების" მცნება და მისი დახასიათება, ბ) გამოძიების
სპეციალური მეთოდები, გ) საერთაშორისო თანამშრომლობა მართლწესრიგის დაცვის
კუთხით, დ) ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა, ე) საკითხები დაკავშირებული
დოკუმენტაციასთან.
2003 წლის 9-10 ოქტომბერს სოფიაში მიღებულ იქნა რეზოლუცია N1 "ტერორიზმთან ბრძოლა"
(ახალი იმპულსი - ახალი ამოცანები) - იუსტიციის მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე. ამ
რეზოლუციაში აღნიშნულია ისეთი მიდგომების მნიშვნელობა, როგორიცაა:
ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო შესაძლებლობების გაფართოება
სახელმწიფოთათვის, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობენ.
არასრული ნუსხა იმ დოკუმენტებისა, რომელიც ამ სფეროში ევროსაბჭოს მიერაა მიღებული,
ასე გამოიყურება:
- ევროპული კონვენცია ტერორიზმის ლიკვიდაციის შესახებ N190.
- ევროპის კონვენცია N141, ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად
მიღებული შემოსავლების აღმოჩენისა და კონფისკაციის შესახებ.
- ევროპული კონვენცია კიბერ დანაშაულებათა შესახებ N185.
მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტები:
- დეკლარაცია ტერორიზმზე (1978 წ.).
- დეკლარაცია ტერორისტულ აქტებზე (1986 წ.).
- რეკომენდაცია NR (1982წ.) საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლასა და
გასამართლებაში.
- 2001 წლის მთავარი 11 რეკომენდაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში.
- დეკლარაცია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში (2001 წ.).
- ტერორიზმი და ადამიანის ძირითადი უფლებები (2002 წ.).
საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებიდან გამოვყოფდი:
- რეკომენდაცია საერთაშორისო ტერორიზმზე N684 (1972 წ.).
- რეკომენდაცია N852 (1979 წ.) ტერორიზმი ევროპაში.
- რეკომენდაცია N941 (1982 წ.) დემოკრატიის დაცვა ტერორიზმისგან.
- რეკომენდაცია N1170 (1991 წ.) ევროპის კონვენციის გაძლიერება და ტერორიზმის
ლიკვიდაცია.
- რეკომენდაცია N1199 (1992 წ.) საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ევროპაში.
- რეზოლუცია N1132 (1997წ.) დემოკრატიული სისტემების განმტკიცება და ტერორიზმთან
ბრძოლა.
- რეკომენდაცია N1426 (1999წ.) დირექტივა N555 ევროპის დემოკრატიული ქვეყნები
ტერორიზმის გარეშე.
- რეკომენდაცია N1449 (2002 წ.) საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების დაცვა.
- რეკომენდაცია N1584 (2002წ.) საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება ტერორიზმთან
ბრძოლაში.
ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ მიღებულია:
- რეკომენდაცია N134 (2003 წ.) და
- რეზოლუცია N159 (2003 წ.) - ტერორიზმთან ბრძოლა და ადგილობრივი ხელისუფლების
როლი და პასუხისმგებლობა.
გარდა ამ მცირე ჩამონათვალისა, აღსანიშნავია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია
N1373 (2001 წ.). ეს რეზოლუცია გმობს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და ტერორისტული
აქტების აღსაკვეთად თითოეულ ქვეყანას რიგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "საჭიროა, თითოეულმა სახელმწიფომ იზრუნოს და მიიღოს
დამატებითი ზომები საერთაშორისო თანამშრომლობის პარალელურად, რათა ტერორიზმის
ყოველი გამოვლინება აღიკვეთოს. ასევე, ყველა კანონიერი საშუალებით უნდა აღმოიფხვრას
ტერორიზმის დაფინანსების წყაროები.
გაერო თავისი წესდების VII თავის საფუძველზე ადგენს:
1. ყველა სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ტერორისტული აქტების დაფინანსების
წყაროები, 2. შემოღებულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქალაქეთათვის,
რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უწყობენ ხელს იმ საშუალებების მოზიდვას, რაც პირდაპირ
თუ ირიბად შეიძლება ტერორისტული აქტებისთვის იქნეს გამოყენებული. 3. დაიბლოკოს იმ
პირთა ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები, რომლებიც ტერაქტების ჩატარებას
ან დახმარებას ცდილობენ. 4. აიკრძალოს თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის ან
ორგანიზაციის ხელშეწყობა ან დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან
დაკავშირებული ტერორისტული აქტების მოწყობასთან.
სხვა მუხლების ციტირებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ გაერო-ს ამ
რეზოლუციის ერთ ნაწილს: "რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მალე
მიუერთდეს საერთაშორისო ოქმებსა და კონვენციებს "ტერორიზმთან ბრძოლაში".
განსაკუთრებით იგულისხმება 1999 წლის 9 დეკემბრის კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების
აღკვეთა. სრულად იქნეს განხორციელებული საერთაშორისო კონვენციები და რეზოლუციები
ამ კუთხით N1269 (1999 წ.) და N1368 (2001 წ.)".
ასეთივე სულისკვეთებას იზიარებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N1566 (2004
წლის 8 ოქტომბერი) - "საერთაშორისო უშიშროება და ტერორიზმის საფრთხე".
როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა, ისე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული
დოკუმენტების არსი მდგომარეობს შემდეგში: რომ, ევროპის ქვეყნები ვალდებულები არიან
შიდა ნაციონალური კანონმდებლობები მოიყვანონ შესაბამისობაში 2002 წლის 31 დეკემბრის
ჩარჩო ხელშეკრულებასთან "ტერორიზმთან ბრძოლა".
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ 2001 წლიდან დაწყებული რიგმა ევროპის ქვეყანამ თავის
კანონმდებლობებში დამატებითი საკანონმდებლო პაკეტები მიიღო. ამ მხრივ, აღსანიშნავია
საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ს
გამოცდილება.
იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული "ანტიტერორისტულ ღონისძიებათა
პაკეტი" აბსოლუტურად არ ლახავს ადამიანის უფლებებს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითს
მოგიყვანთ:
ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გატარდა არა მარტო
სტრუქტურული ცვლილებები არსებულ შიდა კანონმდებლობებში, არამედ მიღებულ იქნა
მთელი რიგი სპეციალური ანტიტერორისტული კანონები. ყოველივე ამის შედეგად დასვლეთ
ევროპასა და აშშ-ში ჩამოყალიბდა ე.წ. ახალი იურიდიული კულტურა.
მაგალითად, შვედეთში - ეს კანონი აძლევს სპეცსამსახურებს თავისი მოქალაქეების
ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო მოსმენების უფლებას სასამართლოს
გადაწყვეტილების გარეშე.
ინგლისში - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ტერორიზმში ეჭვმიტანილის დაკავების
ვადა 28-დან 45 დღემდე გაიზარდა.
გერმანიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სპეცსამსახურის უფლებები და კანონის თანახმად,
ტერორიზმში ეჭვმიტანილი შესაძლებელია დაკავებულ იქნეს ბრალის წაყენებისა და
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სპეც. სამსახურებს უფლება აქვთ "სმს"
-შეტყობინებების და ელექტრონული ფოსტის შემოწმების. ამ ქვეყნებში დამატებითი
კანონმდებლობითი აქტების არსებობის აუცილებლობას ხსნიან იმით, რომ მოხდეს ამ მძიმე
დანაშაულთა პრევენცია. "ექსტრემისტი უნდა იქნას დაკავებული იქამდე, ვიდრე დანაშაულს
ჩაიდენს."
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ "თავისუფლების ქარტიაში" ამგვარი უფლებები არც ერთი
ძალოვანი სტრუქტურისთვის არ მიგვიცია და ამიტომაც, სპეკულაციები ამ თემაზე უბრალოდ
სიცრუეა.
ისე, "კრიტიკოსებს" მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ტერაქტების მთელ თაიგულთან
გვაქვს საქმე, როგორიცაა: ადამიანების გატაცება, რკინიგზის აფეთქება, მაღალი ძაბვის
გადამცემი ხაზების აფეთქება, პირდაპირი დამიზნებით მოკლული პოლიციელები, გორის
ტერაქტი და კიდევ ბევრი "ვერ შემდგარი" ტერაქტი.
ასე რომ, თავისუფლების ქარტიის ეს ნაწილი არც საფრთხობელაა, არც წყალი და არც ჩემი
კაპრიზი. ეს აუცილებლობაა, რაზეც მიუთითებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
მიღებული დოკუმენტების ის მცირე ჩამონათვალი, რის შესაძლებლობასაც ერთი სტატია
იძლევა.
ახლა, რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკას, რომელსაც ზოგი ისე გულმხურვალედ იცავს, რომ
რეალობას ასცდნენ და ისე წარმოადგენენ ვითარებას, თითქოს გია თორთლაძე ცაზე
ვარსკვლავებს ებრძვის და არა ლევ ტროცკის მიერ შემოღებულ სიმბოლოს, რომელსაც
გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. აი, რას წერდა თავად ტროცკი წითელ,
ხუთქიმიან ვარსკვლავზე: ეს არის სიმბოლო მსოფლიო კომუნისტური წესრიგისა და
შეურიგებელი ბრძოლისა ტრადიციული ცხოვრების წესის მიმართ. ხოლო, თუ როგორ
წარმოედგინა მას და ბოლშევიკებს შეურიგებელი ბრძოლა, "რევოლუციის ამ ბელადის" ერთ
ცნობილ გამონათქვამს შეგახსენებთ: "ჩვენ გადავაქცევთ რუსეთს უდაბნოდ, რომელსაც
დავასახლებთ თეთრი მონებით, რომელთაც ვაჩუქებთ ისეთ ტირანიას, რომლის მსგავსი არ
დასიზმრებიათ აღმოსავლეთის უსასტიკეს დესპოტებსაც კი. განსხვავება მხოლოდ ის იქნება,
რომ ეს ტირანია იქნება მარცხნიდან და არა მარჯვნიდან, და ის იქნება წითელი და არა
თეთრი. რადგან, ჩვენ გავაჩენთ იმხელა სისხლის ნაკადებს, რომელთა წინაშე შედრკება და
გაუფერულდება მთელი ადამიანური მსხვერპლის სიდიდე, რაც კაპიტალისტურმა ომებმა შვა".
რადგან საუბარი მსხვერპლს შეეხო, მოგაწოდებთ იმ მონაცემებს, რომელიც ამ პერიოდს
რეპრესიებსა და მსხვერპლს ეხება.
საბჭოეთში რეპრესირებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები არსებობს.
მაგალითად, 1989 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა კომისია,
რომელსაც დაევალა ამ საკითხთა შესწავლა. მათ მიეცათ საშუალება "ოგპუ-ნკვდ-მვდ-მგბ"- ს
არქივებიდან ანგარიშების შესწავლისა (1921 წლიდან 1953 წლამდე) - კონტრრევოლუციური
და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულია 7 მილიონი ადამიანი. 1917
წლიდან კომუნისტურმა ტერორმა გაანადგურა 300 000 სასულიერო პირი (მღვდლები და
ბერები). საეკლესიო სიძველეების კონფისკაციის პროცესში ოფიციალურად დახვრეტილია
8 000 მღვდელი და 3 000 მონაზონი და მორჩილი.
ამ მონაცემებს არ იზიარებენ ისინი, ვინც ამ საკიხებზე მუშაობს და თავისი არხებით
აწარმოებენ მოკვლევას. მაგალითად, ცნობილი პუბლიცისტი ანტონოვ-ოვსეენკო, რომელიც
თვლის, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია - 20 მილიონი ადამიანი.
1988 წელს "მოსკოვსკიე ნოვოსტი"-ში დაიბეჭდა როი მედვედევის "სტალინის მსხვერპლთა
სტატისტიკა". მისი გათვლებით 1927 წლიდან 1953 წლამდე რეპრესირებულია 40 მილიონი
ადამიანი.
1991 წლის ივნისში "კომსომოლსკაია პრავდამ" გამოაქვეყნა სოლჟენიცინის ინტერვიუ
ჩაწერილი 1976 წელს ესპანეთის ტელევიზიის მიერ, სადაც ის, პროფესორ კურგანოვის
გამოკვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 1917 წლიდან 1959 წლამდე საკუთარი ხალხის
წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად რეპრესიებით, გულაგებითა და საკონცეტრაციო
ბანაკების საშუალებით საბჭოთა კავშირმა გაანადგურა 110 მილიონი ადამიანი.
ახლა კი, განვიხილოთ ის სიმბოლოები, რომლებიც განასახიერებდა რეჟიმს, რომელმაც
ასეთი უბედურება მოუტანა კაცობრიობას.
პენტაგრამა, ხუთქიმიანი ვარსკვლავი - ლევ ტროცკის ნებით გახდა ჯერ წითელი არმიის
ნიშანი, ხოლო მოგვიანებით კი, ახალი საბჭოთა სახელმწიფოს მთავარი სიმბოლო.
ეს უძველესი სიმბოლო პირველყოვლისა უკავშირდება იუდაიზმს. (პენტაგრამა - სოლომონის
ვარსკვლავი, სოლომონის ტაძრის მთავარი სიმბოლო). პენტაგრამა წარმოადგენს ასევე,
კათარების და ვალდენსების მოძღვრების მიმდევრების ნიშანს (განადგურებულები
საფრანგეთის სამხრეთში 11-13 საუკუნეებში ჯვაროსანთა ლაშქრობების შედეგად).
პითაგორელები პენტაგრამას განიხილავდნენ, როგორც მარადიულობის სიმბოლოს.
უკავშირდება თუ არა ამ წყაროებს ტროცკის მიერ დამკვიდრებული პენტაგრამა? რამდენადაც
საოცრად არ უნდა მოგეჩვენოთ, ტროცკის პენტაგრამა ყველაზე ნაკლებად უკავშირდება
ორთოდოქსულ იუდაიზმს. უფრო მეტიც, ბოლშევიზმი, როგორც ინტერნაციონალიზმის
მარქსისტული იდეოლოგია, სრულიად საპირისპიროა ორთოდოქსული რწმენისა.
პროლეტარული ინტერნაციონალიზმი გულისხმობს, რომ ბოლშევიკი შეიძლება გახდეს
ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანი, რომელიც იზიარებს მარქსისტულ-რევოლუციურ
სწავლებას. ამ თვალსაზრისით ტროცკი არ არის ებრაელი, ის კომუნისტია, განსაკუთრებული
მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. და, ამ ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს "ტრადიციული
(კლასობრივი) საზოგადოების რღვევა და ახალი რევოლუციური წესრიგის დამყარება". ასე
რომ, ძნელი სათქმელია, რამდენადაა ლენინი - რუსი, სტალინი - ქართველი და ძერჟინსკი -
პოლონელი.
ბოლშევიკები ყოველგვარი ნაციონალურ-კულტურული ტრადიციის წინააღმდეგები იყვნენ და
ებრძოდნენ ყველა ტრადიციულ რელიგიას. ყოველივე ამის ნაცვლად ისინი ამკვიდრებდნენ
ერთადერთ "ჭეშმარიტ" სწავლებას - "მარქსიზმ-ლენინიზმს".
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოეტი, კრიტიკოსი, ისტორიკოსი,
ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მერეჟკოვსკი (რამდენჯერმე იყო
წარდგენილი ნობელის პრემიაზე) წერდა, რომ "ბოლშევიზმი არის პენტაგრამის ბრძოლა
ჯვრის წინააღმდეგ".
საკუთარი ემბლემების, ნიშნებისა და სიმბოლოთა სისტემის შექმნა წარმოადგენდა
ბოლშევიკების უმნიშვნელოვანეს ამოცანას. ახალი შინაარსის დანერგვა ხალხის შეგნებაში -
ეს იყო საბჭოთა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი იდეოლოგიურ სფეროში. ისევე, როგორც
ფაშიზმისთვის იყო მნიშვნელოვანი იმ იდეოლოგიის შექმნა, რომელიც ნაციზმს
განამტკიცებდა. სვასტიკას ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია აღწერს, როგორც
ნიშანს, რომელსაც გამოიყენებენ დამწერლობასა და ორნამენტებში ბუდისტები ინდოეთსა და
ჩინეთში. ასევე, იაპონიაში და აღნიშნავს კეთილდღეობის მოსურნეობას.
ეს საკრალური სიმბოლოა, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება და მრავალი ხალხის
კულტურებში ჰპოვა ასახვა. ხოლო, მისი არსებობის გეოგრაფია ძალზე ფართოა - ეგვიპტე,
ირანი, ინდოეთი, ჩინეთი, საქართველო, ცენტრალური ამერიკა და სხვ. მაგრამ, სვასტიკამ,
როგორც ფაშიზმის სიმბოლომ ნამდვილად არ მოუტანა ბედნიერება და კეთილდღეობა მე-20
საუკუნის მსოფლიოს. ისევე, როგორც ბოლშევიკურმა სიმბოლოებმა. პირიქით, საბჭოთა და
ფაშისტურმა რეჟიმებმა კაცობრიობას მოუტანეს საკონცეტრაციო ბანაკები, გულაგები და
მილიონობით ადამიანის მსხვერპლი.
თუ სოლომონის ბეჭედი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლო იყო,
საბჭოეთში ამ სიმბოლომ სხვა დატვირთვა შეიძინა და ბოლშევიკებმა ამ ნიშანში სხვა
შინაარსი ჩადეს.
პენტაგრამა მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. და, ამ ნიშნის ქვეშ სხვადასხვა დროს
სხვადასხვა ხალხის მიერ სხვადასხვა აზრი იყო ჩადებული. ორთოდოქსი ებრაელისათვის ეს
რელიგიური და ნაციონალური სიმბოლოა, ასევე, წარმოადგენს მასონურ სიმბოლოსაც,
ამერიკელისათვის ეს არის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ნიშანი. შუასაუკუნოვანი
ალბიგოელისათვის სხვაა, და აბსოლუტურად განსხვავებულია ეს სიმბოლო ბოლშევიზმისა
და ტროცკისათვის, რომელმაც დანერგა ის საბჭოთა სინამდვილეში. ნამგალი და ურო
(პირადად ლენინის ინიციატივა გახლდათ) მეწამულ ვარსკვლავთან ერთად ეს
პროლეტარიატის დიქტატურის სიმბოლოა და საბჭოთა კავშირის დროშაზე 1923 წელს გაჩნდა.
ეს სიმბოლოები გაიწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში 1924, 1937 და 1977 წლებში.
საბჭოთა სიმბოლიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მათი
გამოსახვის თანმიმდევრობას კანონმდებლობა განსაზღვრავდა. მაგალითად: დებულება
სსრკ-ას სახელმწიფო დროშის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მიერ 1955 წლის 19 აგვისტოს.
ნამგალი და ურო გამოსახული უნდა ყოფილიყო ოფიციალურ დოკუმენტებზე, წითელი არმიის
ფორმაზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე, ფულად ნიშნებზე, სსრკ-ს უმაღლესი
საბჭოს შენობასა და ტრიბუნაზე, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების ღერბებსა,
ორდენებსა და ჯილდოებზე და სხვ.
ასე რომ, მთავარი არის ის, თუ რა აზრს დებდა საბჭოთა იდეოლოგია ამ სიმბოლიკაში,
როგორ ნერგავდა და რას ქადაგებდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სიმბოლიკა
დადგენილი იყო საბჭოთა კანონმდებლობით და ლოგიკურია რომ მათგან განთავისუფლებაც
კანონმდებლობის საფუძველზე მოხდეს.
2006 წელს 25 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია N 1481 -
ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო გაკიცხვის
აუცილებლობის შესახებ".
2008 წლის ივლისში პრაღაში - ჩეხეთის სენატში ჩატარდა კონფერენცია "კომუნისტური
რეჟიმების დანაშაულებები", კონფერენცია ორგანიზებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის
მთავრობისა და "ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ.
კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს რამდენიმე ცნობილმა
ევროპელმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, ისტორიკოსებმა.
2009 წლის 2 აპრილს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა და შემოიღო
"სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე".
2007 წლის მაისში ლატვიასა და ესტონეთში მიღებულია კანონი, რომელიც ამ რესპუბლიკების
ტერიტორიაზე კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას, ისევე, როგორც ფაშისტურს.
2008 წლის 17 ივნისს ლიტვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში
საბჭოთა და ფაშისტურ სიმბოლიკას. 2009 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ
ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკის
გამოყენებას. ასევე, ესტონეთის პარლამენტარები აყენებენ ევროსაბჭოს წინაშე მოთხოვნას -
საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულ იქნას ალიანსის ყველა ქვეყანაში.
ამდენად, არ მეჩვენება სერიოზულად, მითუმეტეს ზრდასრული ადამიანების მხრიდან
ხალხური სიმღერების ციტირება: მაგ. "გლესავ, და გლესავ ნამგალო" და ა.შ. იმის
დასამტკიცებლად, რომ ნამგალი უწყინარი იარაღია. ნამგალიც და უროც თავისთავად
ნამდვილად უწყინარია იმ დემაგოგიასთან შედარებით, რაც გამოიწვია ერთი შეხედვით
მეტად ლოგიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ თუ აღარ გვაქვს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკა, გავაუქმოთ ამ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სიმბოლოები. არა მგონია
ჭკუათმყოფელ ადამიანს ეგონოს, რომ ჩვენი კანონი კრძალავს ნამგალის, ცელის, ან უროს
გამოყენებას ყოფაში ან, თუნდაც ვარსკვლავის ხსენებას.
განსაცვიფრებელია, რომ ყოველივე, რაც ბოლშევიკებმა დეკრეტით დაამტკიცეს და ცეცხლით
და მახვილით დანერგეს, რასაც მოჰყვა მილიონობით ადამიანების მსხვერპლი, ისე
შესისხლხორცდა ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის შეგნებაში, რომ ათას სისულელეს
იმიზეზებს, ოღონდ კი შეინარჩუნოს და აკრძალვას გადაარჩინოს ბოლშევიზმის სისხლიანი
სიმბოლოები.
გია თორთლაძე
დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი.
- See more at: http://www.24saati.ge/weekend/story/11421-ra-aris-tavisuflebis-
qartia#sthash.WLMRqoj9.dpuf

More Related Content

More from maya eristavi

გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვსგია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation
Georgian Center Of DeoccupationGeorgian Center Of Deoccupation
Georgian Center Of Deoccupation
maya eristavi
 
1 br.1
1 br.1 1 br.1
1 br.1
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 14
Georgian Center Of Deoccupation 14Georgian Center Of Deoccupation 14
Georgian Center Of Deoccupation 14
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 13
Georgian Center Of Deoccupation 13Georgian Center Of Deoccupation 13
Georgian Center Of Deoccupation 13
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 12
Georgian Center Of Deoccupation 12Georgian Center Of Deoccupation 12
Georgian Center Of Deoccupation 12
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 11
Georgian Center Of Deoccupation 11Georgian Center Of Deoccupation 11
Georgian Center Of Deoccupation 11
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 10
Georgian Center Of Deoccupation 10Georgian Center Of Deoccupation 10
Georgian Center Of Deoccupation 10
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 9
Georgian Center Of Deoccupation 9Georgian Center Of Deoccupation 9
Georgian Center Of Deoccupation 9
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 8
Georgian Center Of Deoccupation 8Georgian Center Of Deoccupation 8
Georgian Center Of Deoccupation 8
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 7
Georgian Center Of Deoccupation 7Georgian Center Of Deoccupation 7
Georgian Center Of Deoccupation 7
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 5
Georgian Center Of Deoccupation 5Georgian Center Of Deoccupation 5
Georgian Center Of Deoccupation 5
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 4
Georgian Center Of Deoccupation 4Georgian Center Of Deoccupation 4
Georgian Center Of Deoccupation 4
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 3
Georgian Center Of Deoccupation 3Georgian Center Of Deoccupation 3
Georgian Center Of Deoccupation 3
maya eristavi
 
Georgian Center Of Deoccupation 2
Georgian Center Of Deoccupation 2Georgian Center Of Deoccupation 2
Georgian Center Of Deoccupation 2
maya eristavi
 
1-14
1-141-14
Georgian Center Of Deoccupation 6
Georgian Center Of Deoccupation 6Georgian Center Of Deoccupation 6
Georgian Center Of Deoccupation 6
maya eristavi
 
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
maya eristavi
 
Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi, Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi,
maya eristavi
 
Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi, Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi,
maya eristavi
 

More from maya eristavi (20)

გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვსგია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
გია თორთლაძე "კოლაბორაციონიზმი" დანაშაული რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არა აქვს
 
Georgian Center Of Deoccupation
Georgian Center Of DeoccupationGeorgian Center Of Deoccupation
Georgian Center Of Deoccupation
 
1 br.1
1 br.1 1 br.1
1 br.1
 
Georgian Center Of Deoccupation 14
Georgian Center Of Deoccupation 14Georgian Center Of Deoccupation 14
Georgian Center Of Deoccupation 14
 
Georgian Center Of Deoccupation 13
Georgian Center Of Deoccupation 13Georgian Center Of Deoccupation 13
Georgian Center Of Deoccupation 13
 
Georgian Center Of Deoccupation 12
Georgian Center Of Deoccupation 12Georgian Center Of Deoccupation 12
Georgian Center Of Deoccupation 12
 
Georgian Center Of Deoccupation 11
Georgian Center Of Deoccupation 11Georgian Center Of Deoccupation 11
Georgian Center Of Deoccupation 11
 
Georgian Center Of Deoccupation 10
Georgian Center Of Deoccupation 10Georgian Center Of Deoccupation 10
Georgian Center Of Deoccupation 10
 
Georgian Center Of Deoccupation 9
Georgian Center Of Deoccupation 9Georgian Center Of Deoccupation 9
Georgian Center Of Deoccupation 9
 
Georgian Center Of Deoccupation 8
Georgian Center Of Deoccupation 8Georgian Center Of Deoccupation 8
Georgian Center Of Deoccupation 8
 
Georgian Center Of Deoccupation 7
Georgian Center Of Deoccupation 7Georgian Center Of Deoccupation 7
Georgian Center Of Deoccupation 7
 
Georgian Center Of Deoccupation 5
Georgian Center Of Deoccupation 5Georgian Center Of Deoccupation 5
Georgian Center Of Deoccupation 5
 
Georgian Center Of Deoccupation 4
Georgian Center Of Deoccupation 4Georgian Center Of Deoccupation 4
Georgian Center Of Deoccupation 4
 
Georgian Center Of Deoccupation 3
Georgian Center Of Deoccupation 3Georgian Center Of Deoccupation 3
Georgian Center Of Deoccupation 3
 
Georgian Center Of Deoccupation 2
Georgian Center Of Deoccupation 2Georgian Center Of Deoccupation 2
Georgian Center Of Deoccupation 2
 
1-14
1-141-14
1-14
 
Georgian Center Of Deoccupation 6
Georgian Center Of Deoccupation 6Georgian Center Of Deoccupation 6
Georgian Center Of Deoccupation 6
 
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
DIOMIDE NEBIERIDZE (1902-1972)
 
Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi, Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi,
 
Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi, Malkhaz Eristavi,
Malkhaz Eristavi,
 

Ra aris tavisuflebis_qartia

  • 1. რა არის “თავისუფლების ქარტია” 21 ნოემბერი, 2010 36 print  "თავისუფლების ქარტიამ" საზოგადოების ერთ ნაწილზე იმოქმედა, როგორც ერთგვარმა გამაღიზიანებელმა გარემოებამ. მოგეხსენებათ, კანონი სამი ნაწილისაგან შედგება: ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი, ე.წ. "ლუსტრაციის კანონი" (სუკ-ისა და კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანთა გარკვეული წრისთვის თანამდებობრივი შეზღუდვები) და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა. ამ კანონპროექტის იურიდიულ სახედ ჩამოყალიბება ბ-ნ ლევან ადეიშვილს ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ ეს კანონპროექტი თავისი არსით ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეეხო. მათ, ვინც თანამშრომლობდა სუკ-თან, მათ, ვინც განკარგავდა სუკ-სა და მათ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არც საბჭოთა და არც შემდგომ პერიოდში არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. არაფერს ვამბობ დღევანდელი რუსეთის უშიშროების სამსახურზე, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო საბჭოთა სუკ-ის მთელი რესურსი. და, რასაკვირველია, ისიც ძალზე მწვავედ რეაგირებს ამ კანონის მიღებაზე. ამდენად, ამ კანონისა და ჩემს მიმართ შემოტევებს გარკვეულწილად ობიექტური მიზეზები გააჩნია. ზოგიერთები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ ყალბი არგუმენტებითა და თვალთმაქცობით. ეს ის ხალხია, ვინც შინაგანად სწორედ "ლუსტრაციას" უფრთხის, მაგრამ ხმამაღლა "საბჭოთა სიმბოლიკის" აკრძალვას აპროტესტებს და ისე გამოვიდნენ წყობიდან, რომ ერთ-ერთ პუბლიკაციაში ბოლშევიკური სიმბოლიკის აკრძალვის ჩემს სურვილს დაარქვეს "გია თორთლაძის ბრძოლა ქრისტიანობის წინააღმდეგ". მეორე ნაწილი ირჩევს განსხვავებულ ტექნოლოგიას. ისინი ცდილობენ გააქილიკონ და გააბიაბრუონ კანონის მნიშვნელობა. მაგალითად, გაიგონებთ ისეთ შეფასებას, როგორიცაა: სუსტი, სასაცილო, წყალი და ა.შ. რეალურად კი, ამ კანონის მიღების გარეშე, მე პირადად შეუძლებლად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის განვითარება. პარლამენტში მოსვლის პირველი დღიდან ჩემი საზრუნავი ამ კანონის მიღება და 1991/1992წლების მოვლენების გამოძიების დასრულება იყო. სწორედ ეს ორი საკითხია, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება ცნობილ შეხვედრაზე "პრეზიდენტისა ოპოზიციასთან" (გახსოვთ ალბათ, როცა მ. სააკაშვილი შეხვდა ლ. გაჩეჩილაძეს, ირ. ალასანიას, კ. შარტავას, ს. ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას). ამ შეხვედრიდან გამოსულმა ყველა ტელევიზიის კამერების წინ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ შიდა პოლიტიკური კონფლიქტიდან. მაშინ მე განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ: თუ საზოგადოება არ გააკეთებს შეფასებას 1991/1992 წლების სახლმწიფო გადატრიალებაზე, არ
  • 2. დასრულდება ამ მოვლენათა გამოძიება და არ მივიღებთ ლუსტრაციის კანონს, რაც საშუალებას მოგვცემს, განვთავისუფლდეთ იმ მემკვიდრეობისაგან, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოსთვის იყო თავსმოხვეული, - ჩვენს ქვეყანას განვითარება არ უწერია. ხოლო, ამ პოპულისტურ გამოსვლებს, რომ რა დროს თავისუფლების ქარტიაა, 2 მილიონი ადამიანი უმუშევარია - ვპასუხობ: რომ არა 1991/1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მოსახლეობის კრიმინალიზაცია, რეგიონების აოხრება, ცხინვალსა და აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა, 300 000-ზე მეტი დევნილი, დსთ-ში შესვლა და ჩვენს ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის ჩაყენება ე.წ. სამშვიდობოების საფარქვეშ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღატაკება და ერთი მცირე ჯგუფის მიერ ქვეყნის მთელი დოვლათის მიტაცება - რომ არა ეს მოვლენები, დარწმუნებული ვარ, დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა. მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებათა აღწერასა და განხილვას, რაც, ჩემი აზრით ე.წ. ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე მიუთითებს. შეგახსენებთ, რომ 1922 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის შექმნასთან ერთად რეფორმირდება და ყალიბდება მძლავრი საბჭოთა უშიშროების სამსახური, მრავალრიცხოვანი რეზიდენტურითა და აგენტურული ქსელით. ამ სამსახურის შექმნასა და გაძლიერებას კომუნისტური პარტიის ბელადები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. რაც "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის" წესდებიდანაც კარგად ჩანს. აი, ამონარიდი სუკ-ის წესდებიდან, რომელსაც ადევს გრიფი “საიდუმლო” და 1959 წლის 9 იანვრითაა დათარიღებული: "სუკ-ი წარმოადგენს პოლიტიკურ ორგანოს და მისი საქმიანობა ხორციელდება კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უშუალო ხელმძღვანელობითა და ზედამხედველობით და, ასევე, კომკავშირული ორგანიზაციების დახმარებით". მოგეხსენებათ, რომ 1955 წლიდან საბჭოთა უშიშროების გავლენის სფეროს წარმოადგენდნენ ვარშავის პაქტის ქვეყნებიც და ამ სივრცეში საბჭოთა უშიშროებამ იარსება 1991 წლის ივლისამდე, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ალიანსი არ დაიშალა. 1991 წლიდან დაწყებული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიცა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკებიც, ერთმანეთის მიყოლებით იღებენ "კანონს ლუსტრაციის შესახებ", რაც გულისხმობს: დეკომუნისტიზაციას და შეზღუდვებს სახელმწიფო თანამდებობებზე იმ პირებისათვის, ვინც მსახურობდა, ან თანამშრომლობდა სუკ-თან, ან წარმოადგენდა პარტიულ ნომენკლატურას. ევროპის ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ ცივილიზებული განვითარების გზაც და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაც ამ კანონის მიღებას მოითხოვს. ამდენად, ველოსიპედის გამოგონება და თომას მორის ინტელექტი არ არის საჭირო, რომ შევაჯეროთ ევროპის ქვეყნების ეს გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი ბაზაა, იმისთვის, რომ ლუსტრაციის შესახებ კანონის ქართული ვერსია ქმედუნარიანი იყოს.
  • 3. ნიშანდობლივია, რომ ეს კანონი არ მიუღიათ მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც დღესაც კომპარტიის ნომენკლატურაა ხელისუფლებაში. არ ჩამოვთვლი ამ რესპუბლიკებს, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომელია ესენი. მხოლოდ ერთს დავძენ, რომ კანონი ლუსტრაციის შესახებ რუსეთის დუმაში განსახილველად პირველად 1992 წელს შეიტანეს და შემდეგ - 1997 წელს ის განსახილველად მოამზადა გალინა სტაროვოიტოვამ, რომელიც 1998 წლის ნოემბერში მოკლეს. ისე კი, რუსეთის დუმას ეს კანონი რომ მიეღო, რასაკვირველია პუტინი ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერ-მინისტრი ვერ გახდებოდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ვერ მოასწრო ამ კანონის მიღება და, ალბათ ესეც იყო ფაქტორი, რომ ასე მალე გახდა შესაძლებელი დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების გადაგდება. 2003 წლის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას თავის საპროგრამო დაპირებებში "ათი ნაბიჯი დემოკრატიისაკენ" ჰქონდა აღნიშნული "ლუსტრაციის კანონის" მიღების აუცილებლობა. ჩემი, როგორც დეპუტატის პირველი გამოსვლა წინა მოწვევის პარლამენტში სწორედ ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობასთან იყო დაკავშირებული. ის კანონპროექტი მაშინ ვერ გავიდა და, საინტერესოა, რომ უმრავლესობასთან ერთად, თავად ოპოზიციური პარტიების წევრების ხმებიც არ აღმოჩნდა ამ კანონის მომხრეთა ყულაბაში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობიდანაც იყვნენ ისეთები, ვინც ამ კანონს მხარი დაუჭირა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია საქართველოზე არის მნიშვნელოვანი ახალი გარემოება და ვითარება, რომელმაც კიდევ უფრო აქტუალური გახადა კანონი ლუსტრაციის შესახებ. და შევეცდები ამის დასაბუთებას. 1967 წლის 17 ივლისს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში განხილვის შემდგომ დამტკიცდა იური ანდროპოვის ინიციატივა "სუკ-ში" ახალი სტრუქტურის - "V სამმართველოს" შექმნის შესახებ. დამოუკიდებელი სტრუქტურისა, რომელიც წარმოადგენდა "იდეოლოგიურ დივერსიებთან ბრძოლის სამმართველოს". "ამ სამმართველოს მუშაობა მიმართულია პოლიტიკური, სადაზვერვო, პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით და სამიზნე სახელმწიფოს ნაციონალური ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასევე, იგულისხმება მუშაობა ამა თუ იმ ქვეყნის შიგნით, მისი პოლიტიკური იმიჯის შესალახად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. საქმიანობას ახორციელებენ არამარტო სპეცსამსახურები, არამედ სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების გამოყენებაც. იდეოლოგიური დივერსიის ტაქტიკურ მიზანს წარმოადგენს შიდაპოლიტიკური სიძნელეების შექმნა, ხოლო სტრატეგიული მიზანი კი - სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური კურსის შეცვლაა. ამ მეთოდების განხორციელება გულისხმობს სპეცაგენტებისა და დაქირავებული ადამიანების გამოყენებას, რადიკალური ოპოზიციური ძალების მატერიალურ სტიმულირებას, მოსყიდვებსა და ა.შ." ამ გრძელ ციტატაში არც ერთი სიტყვა მე არ მეკუთვნის. ეს გახლდათ აბზაცი იური ანდროპოვის პროექტიდან, რომელიც, ინიციატივის სახით იყო წარმოდგენილი კომპარტიის
  • 4. ცენტრალური კომიტეტის წინაშე. ეს და კიდევ მრავალი მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი 2006 წელს გამოაქვეყნა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა და ინახება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულ ნაციონალური უშიშროების არქივში. (მოგეხსენებათ, 90-იან წლებში კგბ-სა და კპსს-ის საიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი გავიდა დასავლეთში). ასევე, ამ სამმართველოს მასალებს ეძღვნება მიხაილოვისა და ნაზაროვის შრომა Идеологическая диверсия Михаилов М.П., Назаров В.В., 1969. დოკუმენტს, რომლის ნომერია NN1631 А სახელწოდებით "მტერთან იდეოლოგიური დივერსიების წინააღმდეგ საბრძოლველად" (По борьбе с идеологическими диверсиями противника). ამ მიზნისათვის შეთავაზებულია სუკ-ის ცენტრალურ აპარატში დამოუკიდებელი სამმართველოს შექმნა (V სამმართველო), რომელსაც ექნება შემდეგი ფუნქციები: 1. იმგვარი პროცესების გამოვლენა, შესწავლა და ორგანიზება, რომელთა გამოყენება შესაძლებელია მოწინააღმდეგესთან იდეოლოგიური დივერსიისათვის. 2. ეროვნული ელემენტების გამოვლენა და გაუვნებელყოფა. 3. უცხოეთში და ემიგრაციის წრეებში ნაციონალისტური ორგანიზაციების გამოვლენა და უშიშროების სამსახურის მუშაკების მიერ მათი დამუშავება. 4. ასევე, ადგილებზე ამგვარი ცენტრების შექმნა ანუ, V სამმართველოს საქალაქო, საოლქო, რესპუბლიკური განყოფილებებისა. ეს მითითება პოლიტბიუროს მიერ განხილულია 1967 წლის 17 ივლისს და მინისტრთა საბჭოს მიერ იმავე დღესაა მიღებული. დადგენილება N 676-222, საიდუმლო პოლიტიკური განყოფილება (V სამმართველო)-ს შექმნის შესახებ. ალბათ, ზედმეტია თქვენთვის იმის მოყოლა, რომ საბჭოთა უშიშროება ერთ-ერთი უძლიერესი და მსხვილი ქსელი გახლდათ. ხოლო, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საწინდარი სწორედ ადამიანური აქტივია. ჩვენი მიზანი არ არის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. ეს ცალკე კანონის სფეროა, როგორც მაგ. გერმანიაში "კანონი საჯაროობის შესახებ". ჩვენი მიზანია, რომ ისინი, ვინც დღესაც ასრულებს რუსეთის უშიშროების დავალებებს, არ მოხვდეს ქვეყნის მართვის სადავეებთან. და ეს აღასრულოს კანონმა. მოგეხსენებათ, რომ რუსეთმა თავი გამოაცხადა საბჭოთა კავშირის კანონმემკვიდრედ, ხოლო რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური თავს საბჭოთა უშიშროების მემკვიდრედ მიიჩნევს. და, ამდენად რუსეთის უშიშროება დგას იმ აგენტურასა და ადამიანურ აქტივებზე, რომელიც ჯერ არ არის დასხივებული, თუმცა ამ აქტივების ნაწილი აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების სახით გაუვნებელყოფილია ლუსტრაციის შედეგად. ასე რომ, დღეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურების ინტერესებშია ამ კანონის დაბლოკვა და არ არის გასაკვირი, რომ კამპანია ამ კანონპროექტის წინააღმდეგ უკვე კრეფს სიჩქარეს და დაკვირვებული ადამიანისათვის - ზოგი მართლაც "თვითლუსტრაცია"-ს ახორციელებს. ამ კანონპროექტის გაუფასურების მცდელობები სხვადასხვა ელფერს ატარებს, თუმცა სტილი დაცულია "საბჭოთა უშიშროების" სტილში. მაგალითად: თითქოს არქივები გატანილია და, რომ ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია - ეს სიცრუეა, რადგან თუნდაც მხოლოდ მე, როგორც ერთმა მოქალაქემ ამ პერიოდში საკმაოდ
  • 5. დიდი მოცულობის მასალა ვნახე, სხვადასხვა ქვეყნის არქივების სახით. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს არქივებს, პირადი ანკეტები და ბარათები აბსოლუტურად დაცულია, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით საქმეებზე. ასევე გაიგონებდით ალბათ, რომ რატომ ეხება ეს კანონი საბჭოთა აგენტურას და ნომენკლატურას და არა სხვა ქვეყნის ჯაშუშებს. ეს კითხვა ალბათ, უფრო გაუთვითცნობიერებელი ხალხისთვისაა განკუთვნილი. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ბრმად იმეორებენ უცხო ქვეყნის უშიშროების სამსახურის მიერ შემოგდებულ ამ სიბეცეს. - იმიტომ ბატონებო, რომ ჩვენ 70 წელი საბჭოთა სინამდვილეში ვცხოვრობდით და ვიყავით ამ დიდი მონსტრის ნაწილი. ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენაზე საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ისედაც ზრუნავენ. ახლა, კიდევ მთლად უსუსური არგუმენტიც გავიგე, რომ თითქოსდა კანონი ლუსტრაციის შესახებ შემოგდებულია სხვა მოვლენების გადასაფარად. მე მაინტერესებს, რომელია ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემა? ბალტიის რესპუბლიკებმა და ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნებმა სწორედ ამ კანონით აღნიშნეს საბჭოთა გავლენის სფეროდან გამოსვლა და დაიწყეს თავიანთი ეროვნული სახელმწიფოების შენება. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ქვეყნის დამოუკიდებლობაზე სერიოზულად, თუ ჩვენ თვითონვე ვაფარებთ ხელს და ვუნარჩუნებთ სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურს აგენტურას. მითუმეტეს იმ ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწის დიდი ნაწილი. არა მგონია, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი იყოს დღეს ჩვენს რეალობაში. რუსეთის უშიშროების სამსახურმა მართლაც აამუშავა თავისი კონტინგენტი საინფორმაციო დივერსიის კუთხით, რადგან არგუმენტები ძალიან უსუსურია, მაგრამ მრავალფეროვანი, როგორც ჩანს გათვლილი ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენაზე. მაგრამ, მე მივმართავ ყველას, ვინც ახმოვანებს სხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებში დაწერილ დირექტივებს, ასევე მივმართავ მათ სუფლიორებს: საქართველო 19 წელი ელოდა ამ კანონის მიღებას, ამ ხელისუფლებამ 2003 წელს მიიღო ხალხის მხარდაჭერა და ამის ერთ-ერთი პირობა იყო სწორედ კანონი ლუსტრაციის შესახებ. და ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი, რომელიც ამ კანონთან მიმართებაში გამიგია, ეკუთვნის პროფესიონალს, დაზვერვის სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც გამომიგზავნა წიგნი საბჭოთა დაზვერვის სტრუქტურისა და მუშაობის მეთოდების შესახებ. წიგნს ასეთი წარწერა ჰქონდა, რომ თუ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კიდევ შემრჩებოდა ამ კანონის მიღების სურვილი, "თქვენს გვერდით მიგულეთო". - იგულისხმება, რომ იმდენად ფართე და ყოვლისმომცველია ეს ქსელი, რომ შეუძლებელია მისი გაუვნებელყოფა. დღეს მე მინდა მივმართო ამ ადამიანს და ყველას, ვინც ოდნავ მაინც ჩახედულია სისტემაში და ამდენად, სკეპტიკურად არის განწყობილი: დიახ, მესმის, რომ მრავალი ხვრელი არსებობს, საიდანაც საფრთხე მოდის, მაგრამ განა შეიძლება ქარბუქის დროს თუ ყველა ნაპრალი ვერ ამოვქოლეთ, კარები და ფანჯრები მაინც არ დავკეტოთ?! დავკეტოთ ის, რაც ჩვენს ხელშია და ქარი ხომ უფრო ნაკლებ შეგვაწუხებს. აი, ეს არის ჩემი ლოგიკა.
  • 6. ახლა, რაც შეეხება ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტს, რომელსაც ზოგი წარმოაჩენს როგორც - საფრთხობელას და ზოგი, როგორც შეკვეთილ კანონს და გამოთქვამენ ეჭვებს, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და მოსახლეობის საზიანოდ კეთდება. არიან "პოლიტიკოსები", "ექსპერტები", ჟურნალისტები, პოეტები თუ ლირიკოსები, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს ამ კანონთან მიმართებაში განსაკუთრებული ჭკვიანი სახით და კომპეტენტურად გამოთქვამენ. ალბათ უმჯობესი იქნებოდა, კამერების წინ თავის მოწონებას, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროსაბჭოსა თუ სხვა ევროპული სტრუქტურების რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს გასცნობოდნენ. მე არ მეყოფა 20 თაბახი იმისთვის, რომ გადმოგცეთ სრული ნუსხა იმ რეკომენდაციებისა და კონვენციებისა, რომელსაც გაერო-ს უშიშროების საბჭო, ევროპის საბჭო თუ ევროპის გაერთიანების სხვა კომპეტენტური სტრუქტურები იღებენ, რათა ცალკეულმა სახელმწიფოებმა ეს რეკომენდაციები თავის ქვეყნებში გაატარონ. სპეციალიზებული ანტიტერორისტული კანონმდებლობის შექმნა განაპირობა ტერორიზმის ზრდამ მთელ მსოფლიოში, რის შედეგადაც ევროპულმა სახელმწიფოებმა გააერთიანეს თავისი საშინაო და საგარეო ქმედებები ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. 1998 წლიდან ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მიერ მოხდა რატიფიცირება კონვენციისა ევროპოლის შესახებ. ხოლო 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ, მინისტრთა კომიტეტმა და იუსტიციის მინისტრთა კონფერენციამ თავის თავზე აიღო ტერორიზმთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შექმნა და რეალიზება, რომელიც მიღებულ იქნა 2001 წლის ნოემბერში. ეს გეგმა ეფუძნება სამ ფუნდამენტურ პრინციპს: 1. ტერორიზმის წინააღმდეგ სამართლებლივ ღონისძიებათა გაძლიერება, 2. ძირითად ფასეულობათა შენარჩუნება, 3. ქმედებები მიმართული ტერორიზმის საფუძვლების აღმოფხვრაზე. 2003 წლის 15 მაისს ხელმოსაწერად მომზადდა შესწორებათა ოქმიN190 (შესწორებები 1977 წლის ევროპის კონვენციისათვის "ტერორიზმის ლიკვიდაციის შესახებ"). ამ დოკუმენტს ხელი 40-მა ქვეყანამ მოაწერა. ოქმი შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან შესწორებას კონვენციისთვის. მაგალითად: მნიშვნელოვნად გაფართოვდა ნუსხა იმ სამართალდარღვევებისა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. და, კიდევ უფრო გამარტივდა პროცედურა ამ ნუსხის გაფართოებისა. 2002 წელს ევროსაბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში პრიორიტეტული მიმართულებები გამოჰყო: ა) "ტერორიზმის მოწოდების" მცნება და მისი დახასიათება, ბ) გამოძიების სპეციალური მეთოდები, გ) საერთაშორისო თანამშრომლობა მართლწესრიგის დაცვის კუთხით, დ) ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა, ე) საკითხები დაკავშირებული დოკუმენტაციასთან. 2003 წლის 9-10 ოქტომბერს სოფიაში მიღებულ იქნა რეზოლუცია N1 "ტერორიზმთან ბრძოლა" (ახალი იმპულსი - ახალი ამოცანები) - იუსტიციის მინისტრთა 25-ე კონფერენციაზე. ამ რეზოლუციაში აღნიშნულია ისეთი მიდგომების მნიშვნელობა, როგორიცაა: ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო შესაძლებლობების გაფართოება სახელმწიფოთათვის, რომლებიც ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობენ.
  • 7. არასრული ნუსხა იმ დოკუმენტებისა, რომელიც ამ სფეროში ევროსაბჭოს მიერაა მიღებული, ასე გამოიყურება: - ევროპული კონვენცია ტერორიზმის ლიკვიდაციის შესახებ N190. - ევროპის კონვენცია N141, ფულის გათეთრებისა და დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიღებული შემოსავლების აღმოჩენისა და კონფისკაციის შესახებ. - ევროპული კონვენცია კიბერ დანაშაულებათა შესახებ N185. მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული დოკუმენტები: - დეკლარაცია ტერორიზმზე (1978 წ.). - დეკლარაცია ტერორისტულ აქტებზე (1986 წ.). - რეკომენდაცია NR (1982წ.) საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლასა და გასამართლებაში. - 2001 წლის მთავარი 11 რეკომენდაცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. - დეკლარაცია საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში (2001 წ.). - ტერორიზმი და ადამიანის ძირითადი უფლებები (2002 წ.). საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებიდან გამოვყოფდი: - რეკომენდაცია საერთაშორისო ტერორიზმზე N684 (1972 წ.). - რეკომენდაცია N852 (1979 წ.) ტერორიზმი ევროპაში. - რეკომენდაცია N941 (1982 წ.) დემოკრატიის დაცვა ტერორიზმისგან. - რეკომენდაცია N1170 (1991 წ.) ევროპის კონვენციის გაძლიერება და ტერორიზმის ლიკვიდაცია. - რეკომენდაცია N1199 (1992 წ.) საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა ევროპაში. - რეზოლუცია N1132 (1997წ.) დემოკრატიული სისტემების განმტკიცება და ტერორიზმთან ბრძოლა. - რეკომენდაცია N1426 (1999წ.) დირექტივა N555 ევროპის დემოკრატიული ქვეყნები ტერორიზმის გარეშე. - რეკომენდაცია N1449 (2002 წ.) საჰაერო ტრანსპორტის უსაფრთხოების დაცვა. - რეკომენდაცია N1584 (2002წ.) საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება ტერორიზმთან ბრძოლაში. ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ მიღებულია: - რეკომენდაცია N134 (2003 წ.) და - რეზოლუცია N159 (2003 წ.) - ტერორიზმთან ბრძოლა და ადგილობრივი ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობა. გარდა ამ მცირე ჩამონათვალისა, აღსანიშნავია გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N1373 (2001 წ.). ეს რეზოლუცია გმობს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს და ტერორისტული აქტების აღსაკვეთად თითოეულ ქვეყანას რიგი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "საჭიროა, თითოეულმა სახელმწიფომ იზრუნოს და მიიღოს დამატებითი ზომები საერთაშორისო თანამშრომლობის პარალელურად, რათა ტერორიზმის ყოველი გამოვლინება აღიკვეთოს. ასევე, ყველა კანონიერი საშუალებით უნდა აღმოიფხვრას ტერორიზმის დაფინანსების წყაროები.
  • 8. გაერო თავისი წესდების VII თავის საფუძველზე ადგენს: 1. ყველა სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ტერორისტული აქტების დაფინანსების წყაროები, 2. შემოღებულ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქალაქეთათვის, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უწყობენ ხელს იმ საშუალებების მოზიდვას, რაც პირდაპირ თუ ირიბად შეიძლება ტერორისტული აქტებისთვის იქნეს გამოყენებული. 3. დაიბლოკოს იმ პირთა ფინანსური აქტივები და ეკონომიკური რესურსები, რომლებიც ტერაქტების ჩატარებას ან დახმარებას ცდილობენ. 4. აიკრძალოს თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირის ან ორგანიზაციის ხელშეწყობა ან დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული ტერორისტული აქტების მოწყობასთან. სხვა მუხლების ციტირებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ გაერო-ს ამ რეზოლუციის ერთ ნაწილს: "რეზოლუცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მალე მიუერთდეს საერთაშორისო ოქმებსა და კონვენციებს "ტერორიზმთან ბრძოლაში". განსაკუთრებით იგულისხმება 1999 წლის 9 დეკემბრის კონვენცია ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთა. სრულად იქნეს განხორციელებული საერთაშორისო კონვენციები და რეზოლუციები ამ კუთხით N1269 (1999 წ.) და N1368 (2001 წ.)". ასეთივე სულისკვეთებას იზიარებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N1566 (2004 წლის 8 ოქტომბერი) - "საერთაშორისო უშიშროება და ტერორიზმის საფრთხე". როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა, ისე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტების არსი მდგომარეობს შემდეგში: რომ, ევროპის ქვეყნები ვალდებულები არიან შიდა ნაციონალური კანონმდებლობები მოიყვანონ შესაბამისობაში 2002 წლის 31 დეკემბრის ჩარჩო ხელშეკრულებასთან "ტერორიზმთან ბრძოლა". ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ 2001 წლიდან დაწყებული რიგმა ევროპის ქვეყანამ თავის კანონმდებლობებში დამატებითი საკანონმდებლო პაკეტები მიიღო. ამ მხრივ, აღსანიშნავია საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ს გამოცდილება. იმის საილუსტრაციოდ, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული "ანტიტერორისტულ ღონისძიებათა პაკეტი" აბსოლუტურად არ ლახავს ადამიანის უფლებებს, მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში გატარდა არა მარტო სტრუქტურული ცვლილებები არსებულ შიდა კანონმდებლობებში, არამედ მიღებულ იქნა მთელი რიგი სპეციალური ანტიტერორისტული კანონები. ყოველივე ამის შედეგად დასვლეთ ევროპასა და აშშ-ში ჩამოყალიბდა ე.წ. ახალი იურიდიული კულტურა. მაგალითად, შვედეთში - ეს კანონი აძლევს სპეცსამსახურებს თავისი მოქალაქეების ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო მოსმენების უფლებას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ინგლისში - სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ტერორიზმში ეჭვმიტანილის დაკავების ვადა 28-დან 45 დღემდე გაიზარდა. გერმანიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა სპეცსამსახურის უფლებები და კანონის თანახმად, ტერორიზმში ეჭვმიტანილი შესაძლებელია დაკავებულ იქნეს ბრალის წაყენებისა და
  • 9. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. სპეც. სამსახურებს უფლება აქვთ "სმს" -შეტყობინებების და ელექტრონული ფოსტის შემოწმების. ამ ქვეყნებში დამატებითი კანონმდებლობითი აქტების არსებობის აუცილებლობას ხსნიან იმით, რომ მოხდეს ამ მძიმე დანაშაულთა პრევენცია. "ექსტრემისტი უნდა იქნას დაკავებული იქამდე, ვიდრე დანაშაულს ჩაიდენს." ჩვენს მიერ შემოთავაზებულ "თავისუფლების ქარტიაში" ამგვარი უფლებები არც ერთი ძალოვანი სტრუქტურისთვის არ მიგვიცია და ამიტომაც, სპეკულაციები ამ თემაზე უბრალოდ სიცრუეა. ისე, "კრიტიკოსებს" მინდა შევახსენო, რომ საქართველოში ტერაქტების მთელ თაიგულთან გვაქვს საქმე, როგორიცაა: ადამიანების გატაცება, რკინიგზის აფეთქება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების აფეთქება, პირდაპირი დამიზნებით მოკლული პოლიციელები, გორის ტერაქტი და კიდევ ბევრი "ვერ შემდგარი" ტერაქტი. ასე რომ, თავისუფლების ქარტიის ეს ნაწილი არც საფრთხობელაა, არც წყალი და არც ჩემი კაპრიზი. ეს აუცილებლობაა, რაზეც მიუთითებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტების ის მცირე ჩამონათვალი, რის შესაძლებლობასაც ერთი სტატია იძლევა. ახლა, რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკას, რომელსაც ზოგი ისე გულმხურვალედ იცავს, რომ რეალობას ასცდნენ და ისე წარმოადგენენ ვითარებას, თითქოს გია თორთლაძე ცაზე ვარსკვლავებს ებრძვის და არა ლევ ტროცკის მიერ შემოღებულ სიმბოლოს, რომელსაც გარკვეული იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა. აი, რას წერდა თავად ტროცკი წითელ, ხუთქიმიან ვარსკვლავზე: ეს არის სიმბოლო მსოფლიო კომუნისტური წესრიგისა და შეურიგებელი ბრძოლისა ტრადიციული ცხოვრების წესის მიმართ. ხოლო, თუ როგორ წარმოედგინა მას და ბოლშევიკებს შეურიგებელი ბრძოლა, "რევოლუციის ამ ბელადის" ერთ ცნობილ გამონათქვამს შეგახსენებთ: "ჩვენ გადავაქცევთ რუსეთს უდაბნოდ, რომელსაც დავასახლებთ თეთრი მონებით, რომელთაც ვაჩუქებთ ისეთ ტირანიას, რომლის მსგავსი არ დასიზმრებიათ აღმოსავლეთის უსასტიკეს დესპოტებსაც კი. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ეს ტირანია იქნება მარცხნიდან და არა მარჯვნიდან, და ის იქნება წითელი და არა თეთრი. რადგან, ჩვენ გავაჩენთ იმხელა სისხლის ნაკადებს, რომელთა წინაშე შედრკება და გაუფერულდება მთელი ადამიანური მსხვერპლის სიდიდე, რაც კაპიტალისტურმა ომებმა შვა". რადგან საუბარი მსხვერპლს შეეხო, მოგაწოდებთ იმ მონაცემებს, რომელიც ამ პერიოდს რეპრესიებსა და მსხვერპლს ეხება. საბჭოეთში რეპრესირებულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები არსებობს. მაგალითად, 1989 წელს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა ამ საკითხთა შესწავლა. მათ მიეცათ საშუალება "ოგპუ-ნკვდ-მვდ-მგბ"- ს არქივებიდან ანგარიშების შესწავლისა (1921 წლიდან 1953 წლამდე) - კონტრრევოლუციური და სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულია 7 მილიონი ადამიანი. 1917 წლიდან კომუნისტურმა ტერორმა გაანადგურა 300 000 სასულიერო პირი (მღვდლები და ბერები). საეკლესიო სიძველეების კონფისკაციის პროცესში ოფიციალურად დახვრეტილია 8 000 მღვდელი და 3 000 მონაზონი და მორჩილი.
  • 10. ამ მონაცემებს არ იზიარებენ ისინი, ვინც ამ საკიხებზე მუშაობს და თავისი არხებით აწარმოებენ მოკვლევას. მაგალითად, ცნობილი პუბლიცისტი ანტონოვ-ოვსეენკო, რომელიც თვლის, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდია - 20 მილიონი ადამიანი. 1988 წელს "მოსკოვსკიე ნოვოსტი"-ში დაიბეჭდა როი მედვედევის "სტალინის მსხვერპლთა სტატისტიკა". მისი გათვლებით 1927 წლიდან 1953 წლამდე რეპრესირებულია 40 მილიონი ადამიანი. 1991 წლის ივნისში "კომსომოლსკაია პრავდამ" გამოაქვეყნა სოლჟენიცინის ინტერვიუ ჩაწერილი 1976 წელს ესპანეთის ტელევიზიის მიერ, სადაც ის, პროფესორ კურგანოვის გამოკვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ 1917 წლიდან 1959 წლამდე საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად რეპრესიებით, გულაგებითა და საკონცეტრაციო ბანაკების საშუალებით საბჭოთა კავშირმა გაანადგურა 110 მილიონი ადამიანი. ახლა კი, განვიხილოთ ის სიმბოლოები, რომლებიც განასახიერებდა რეჟიმს, რომელმაც ასეთი უბედურება მოუტანა კაცობრიობას. პენტაგრამა, ხუთქიმიანი ვარსკვლავი - ლევ ტროცკის ნებით გახდა ჯერ წითელი არმიის ნიშანი, ხოლო მოგვიანებით კი, ახალი საბჭოთა სახელმწიფოს მთავარი სიმბოლო. ეს უძველესი სიმბოლო პირველყოვლისა უკავშირდება იუდაიზმს. (პენტაგრამა - სოლომონის ვარსკვლავი, სოლომონის ტაძრის მთავარი სიმბოლო). პენტაგრამა წარმოადგენს ასევე, კათარების და ვალდენსების მოძღვრების მიმდევრების ნიშანს (განადგურებულები საფრანგეთის სამხრეთში 11-13 საუკუნეებში ჯვაროსანთა ლაშქრობების შედეგად). პითაგორელები პენტაგრამას განიხილავდნენ, როგორც მარადიულობის სიმბოლოს. უკავშირდება თუ არა ამ წყაროებს ტროცკის მიერ დამკვიდრებული პენტაგრამა? რამდენადაც საოცრად არ უნდა მოგეჩვენოთ, ტროცკის პენტაგრამა ყველაზე ნაკლებად უკავშირდება ორთოდოქსულ იუდაიზმს. უფრო მეტიც, ბოლშევიზმი, როგორც ინტერნაციონალიზმის მარქსისტული იდეოლოგია, სრულიად საპირისპიროა ორთოდოქსული რწმენისა. პროლეტარული ინტერნაციონალიზმი გულისხმობს, რომ ბოლშევიკი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ნაციონალობის ადამიანი, რომელიც იზიარებს მარქსისტულ-რევოლუციურ სწავლებას. ამ თვალსაზრისით ტროცკი არ არის ებრაელი, ის კომუნისტია, განსაკუთრებული მსოფლიო ორგანიზაციის წევრი. და, ამ ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენს "ტრადიციული (კლასობრივი) საზოგადოების რღვევა და ახალი რევოლუციური წესრიგის დამყარება". ასე რომ, ძნელი სათქმელია, რამდენადაა ლენინი - რუსი, სტალინი - ქართველი და ძერჟინსკი - პოლონელი. ბოლშევიკები ყოველგვარი ნაციონალურ-კულტურული ტრადიციის წინააღმდეგები იყვნენ და ებრძოდნენ ყველა ტრადიციულ რელიგიას. ყოველივე ამის ნაცვლად ისინი ამკვიდრებდნენ ერთადერთ "ჭეშმარიტ" სწავლებას - "მარქსიზმ-ლენინიზმს". მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოეტი, კრიტიკოსი, ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე დიმიტრი მერეჟკოვსკი (რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე) წერდა, რომ "ბოლშევიზმი არის პენტაგრამის ბრძოლა ჯვრის წინააღმდეგ".
  • 11. საკუთარი ემბლემების, ნიშნებისა და სიმბოლოთა სისტემის შექმნა წარმოადგენდა ბოლშევიკების უმნიშვნელოვანეს ამოცანას. ახალი შინაარსის დანერგვა ხალხის შეგნებაში - ეს იყო საბჭოთა სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი იდეოლოგიურ სფეროში. ისევე, როგორც ფაშიზმისთვის იყო მნიშვნელოვანი იმ იდეოლოგიის შექმნა, რომელიც ნაციზმს განამტკიცებდა. სვასტიკას ბროკგაუზისა და ეფრონის ენციკლოპედია აღწერს, როგორც ნიშანს, რომელსაც გამოიყენებენ დამწერლობასა და ორნამენტებში ბუდისტები ინდოეთსა და ჩინეთში. ასევე, იაპონიაში და აღნიშნავს კეთილდღეობის მოსურნეობას. ეს საკრალური სიმბოლოა, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება და მრავალი ხალხის კულტურებში ჰპოვა ასახვა. ხოლო, მისი არსებობის გეოგრაფია ძალზე ფართოა - ეგვიპტე, ირანი, ინდოეთი, ჩინეთი, საქართველო, ცენტრალური ამერიკა და სხვ. მაგრამ, სვასტიკამ, როგორც ფაშიზმის სიმბოლომ ნამდვილად არ მოუტანა ბედნიერება და კეთილდღეობა მე-20 საუკუნის მსოფლიოს. ისევე, როგორც ბოლშევიკურმა სიმბოლოებმა. პირიქით, საბჭოთა და ფაშისტურმა რეჟიმებმა კაცობრიობას მოუტანეს საკონცეტრაციო ბანაკები, გულაგები და მილიონობით ადამიანის მსხვერპლი. თუ სოლომონის ბეჭედი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლო იყო, საბჭოეთში ამ სიმბოლომ სხვა დატვირთვა შეიძინა და ბოლშევიკებმა ამ ნიშანში სხვა შინაარსი ჩადეს. პენტაგრამა მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა. და, ამ ნიშნის ქვეშ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხის მიერ სხვადასხვა აზრი იყო ჩადებული. ორთოდოქსი ებრაელისათვის ეს რელიგიური და ნაციონალური სიმბოლოა, ასევე, წარმოადგენს მასონურ სიმბოლოსაც, ამერიკელისათვის ეს არის სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ნიშანი. შუასაუკუნოვანი ალბიგოელისათვის სხვაა, და აბსოლუტურად განსხვავებულია ეს სიმბოლო ბოლშევიზმისა და ტროცკისათვის, რომელმაც დანერგა ის საბჭოთა სინამდვილეში. ნამგალი და ურო (პირადად ლენინის ინიციატივა გახლდათ) მეწამულ ვარსკვლავთან ერთად ეს პროლეტარიატის დიქტატურის სიმბოლოა და საბჭოთა კავშირის დროშაზე 1923 წელს გაჩნდა. ეს სიმბოლოები გაიწერა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში 1924, 1937 და 1977 წლებში. საბჭოთა სიმბოლიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ მათი გამოსახვის თანმიმდევრობას კანონმდებლობა განსაზღვრავდა. მაგალითად: დებულება სსრკ-ას სახელმწიფო დროშის შესახებ, რომელიც დამტკიცებულია სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1955 წლის 19 აგვისტოს. ნამგალი და ურო გამოსახული უნდა ყოფილიყო ოფიციალურ დოკუმენტებზე, წითელი არმიის ფორმაზე, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე, ფულად ნიშნებზე, სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს შენობასა და ტრიბუნაზე, მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების ღერბებსა, ორდენებსა და ჯილდოებზე და სხვ. ასე რომ, მთავარი არის ის, თუ რა აზრს დებდა საბჭოთა იდეოლოგია ამ სიმბოლიკაში, როგორ ნერგავდა და რას ქადაგებდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს სიმბოლიკა დადგენილი იყო საბჭოთა კანონმდებლობით და ლოგიკურია რომ მათგან განთავისუფლებაც კანონმდებლობის საფუძველზე მოხდეს.
  • 12. 2006 წელს 25 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია N 1481 - ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საერთაშორისო გაკიცხვის აუცილებლობის შესახებ". 2008 წლის ივლისში პრაღაში - ჩეხეთის სენატში ჩატარდა კონფერენცია "კომუნისტური რეჟიმების დანაშაულებები", კონფერენცია ორგანიზებული იყო ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და "ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ. კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერეს რამდენიმე ცნობილმა ევროპელმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა, ისტორიკოსებმა. 2009 წლის 2 აპრილს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა და შემოიღო "სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღე". 2007 წლის მაისში ლატვიასა და ესტონეთში მიღებულია კანონი, რომელიც ამ რესპუბლიკების ტერიტორიაზე კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას, ისევე, როგორც ფაშისტურს. 2008 წლის 17 ივნისს ლიტვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საბჭოთა და ფაშისტურ სიმბოლიკას. 2009 წლის 28 ნოემბერს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც კრძალავს ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას. ასევე, ესტონეთის პარლამენტარები აყენებენ ევროსაბჭოს წინაშე მოთხოვნას - საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულ იქნას ალიანსის ყველა ქვეყანაში. ამდენად, არ მეჩვენება სერიოზულად, მითუმეტეს ზრდასრული ადამიანების მხრიდან ხალხური სიმღერების ციტირება: მაგ. "გლესავ, და გლესავ ნამგალო" და ა.შ. იმის დასამტკიცებლად, რომ ნამგალი უწყინარი იარაღია. ნამგალიც და უროც თავისთავად ნამდვილად უწყინარია იმ დემაგოგიასთან შედარებით, რაც გამოიწვია ერთი შეხედვით მეტად ლოგიკურმა გადაწყვეტილებამ, რომ თუ აღარ გვაქვს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, გავაუქმოთ ამ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სიმბოლოები. არა მგონია ჭკუათმყოფელ ადამიანს ეგონოს, რომ ჩვენი კანონი კრძალავს ნამგალის, ცელის, ან უროს გამოყენებას ყოფაში ან, თუნდაც ვარსკვლავის ხსენებას. განსაცვიფრებელია, რომ ყოველივე, რაც ბოლშევიკებმა დეკრეტით დაამტკიცეს და ცეცხლით და მახვილით დანერგეს, რასაც მოჰყვა მილიონობით ადამიანების მსხვერპლი, ისე შესისხლხორცდა ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის შეგნებაში, რომ ათას სისულელეს იმიზეზებს, ოღონდ კი შეინარჩუნოს და აკრძალვას გადაარჩინოს ბოლშევიზმის სისხლიანი სიმბოლოები. გია თორთლაძე დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი. - See more at: http://www.24saati.ge/weekend/story/11421-ra-aris-tavisuflebis- qartia#sthash.WLMRqoj9.dpuf