2. 1930–იანი წლების რეპრესიებთან დაკავშირებული გამოფენის
დათვალიერება რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
(11.03.2013);
1930–იანი წლების რეპრესიებთან დაკავშირებული სხვადასხვა
მასალების მოძიება (სურათები, წიგნები, ფილმები, ინტერნეტ
რესურსები, ინტერვიუ რეპრესირებული ოჯარის წევრებთან) (12–
13.03.2013);
1930–იანი წლების რეპრესიებთან დაკავშირებით დამუშავებული
თემის – “არიმანის წნეხი” – პრეზენტაცია (14.03.2013);
ღია გაკვეთილი ისტორიაში (ინტეგრირებული საგნები –ქართული
ენა, რუსული ენა , სამოქალაქო განათლება). (15.03.2013).
3. მოსწავლეები გაეცნენ 1937–38
წლებში მიმდინარე რეპრესიების
ფოტო და წერილობით მასალებს.
ექსკურსიის ხელმძღვანელი
მოსწავლეებს ესაუბრა რეპრესიების
მიზეზებზე, ხელმძღვანელი და
მონაწილე პირების შესახებ.
4. დაათვალიერეს ის შეკერილი
საქმეები და შეთითხნილი
ბრალდებები, რომელთა
საფუძველზეც უდანაშაულო
ადამიანები ემშვიდობებოდნენ
სამშობლოს, ნათესავებს და
ხშირად სიცოცხლეს, ხოლო
მათი ახლობლები დიდი ხნის
განმავლობაში ხალხის მტრის
ოჯახის წევრის სტატუსს
ატარებდნენ.
5. გაეცნენ იმ ცნობილი, თუ უცნობი
ქალბატონების ისტორიებს
რომლებიც აღნიშნულ რებრესიებს
ემსხვერპლნენ.
ექსკურსიის ხელმძღვანელი ბავშვებს
ესაუბრა იმ სადისტურ და სასტიკ
მეთოდებზე რასაც საბჭოური
ხელისუფლება რეპრესირებული
ქალების მიმართ იყენებდა.
7. თემას და პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა
ქართული ენის პედაგოგი
ციალა გორდეზიანი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს 1937–38 წლებში
რეპრესირებული ქართველი ინტელიგენციის
წარმომადგენლები – პოეტები, მწერლები, მუსიკოსები
და სხვა საზოგადოებრივი მოღვაწეები.
8. გაკვეთილი ჩატარდა რუსთავის
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ისტორიის
პედაგოგის თინათინ გამცემლიძის
ხელმძღვანელობით.
ამ გაკვეთილით კერძო სკოლა “მზეკაბანი”
თავის მოსწავლეებთან ერთად გამოეხმაურა
1937–38 წლების რეპრესიებთან დაკავშირებით
მოწყობილ გამოფენას
9. გაკვეთილში ისტორიასთან ერთად
ინტეგრირებული იყო სხვადასხვა
საგნები, რათა 1930–იანი წლების რეპრესიები
სრულყოფილად და ყველა კუთხიდან
ყოფილიყო სათანადოდ აღქმული.
1937–38 წლებში მიმდინარე რეპრესიების
თვალსაჩინოდ, უკეთესად წარმოსაჩენად
გაკვეთილში გამოყენებული იყო ფრაგმენტები
ფილმებიდან “მონანიება” და “შეხვედრა
წარსულთან”, აგრეთვე დოკუმენტური ფილმი
“სტალინური სიები” სადაც ასახულია
რეპრესირებული ქალების ბედი.