ბაგრატის ტაძარი —ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელსაც თავისი
ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული
საქართველოს სიმბოლოა.
2.
კირქვებში გამომუშავებული მღვიმე,რომელიც ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა. აქ
ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს,
გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს.„პრომეთეს მღვიმე“ სხვა
მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. აქ 17 სხვადასხვა
ზომის დარბაზია. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით,
რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და
მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
3.
შუა საუკუნეების ქართულიხუროთმოძღვრული ძეგლი, საქართველოს
უმნიშვნელოვანესი ცენტრი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის
თაოსნობით. იგი წარმოადგენს ქართველ მეფეთა საძვალეს. გელათის
მონასტერი საუკუნეების განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრი იყო,
სადაც დაცულია მე-12 მე-17 საუკუნეების დიდი რაოდენობით ფრესკები და
ხელნაწერები. გელათის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
4.
სათაფლია, დაწყებული პრეისტორიულიხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების
ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას
ჰპირდება. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით
მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.
აქ შეგიძლიათ ნახოთ მღვიმე, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები,
შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება. სათაფლია
დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი ადგილია.
5.
მოწამეთას ხუროთმოძღვრული კომპლექსიმდებარეობს ქუთაისის აღმოსავლეთით, 6 კილომეტრის
დაშორებით, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.
ტაძარში საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის
თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს,
15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა
(ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
6.
ნავენახევის მღვიმე განსხვავებულიდა ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და
სტალაქტიტებით მდიდარი და გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4
დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7
მეტრია.
ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა,
სადაც შესაძლებელია სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა და დროის სასიამოვნოდ გატარება.
7.
ოკაცეს კანიონის ბუნებისძეგლის მარშრუტი, მეტად საინტერესოა ექსტრემალური ტურების
მოყვარულთათვის. ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი. საფეხმავლო მარშრუტი
დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული
გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით
სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.
8.
გეგუთის სასახლე -საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მეფეთა ციხე-დარბაზი. ყველაზე
ძველი ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნისაა, ნაწილი კი XII საუკუნისა.
აქ ნახავთ მეფეთა სასახლის ნაშთებს, სადაც შემორჩენილია მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც
აღწერს იმდროინდელ ყოფა-ცხოვრებას. სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია
საპიკნიკე ადგილები, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და მშვენიერი ხედებით დატკბეთ.
9.
ბუნების ძეგლი, რომელიცნადვილ საოცრებას წარმოადგენს. ფოთლოვანი ტყით დაფარულ
ფერდობზე იხსნება ღრმა ნაპრალი, რომლის ფსკერზე მდებარეობს ტბა. აქ არის ასევე მღვიმის
შესასვლელიც.
გაბზარულ ტბასთან ჩასასვლელად და ამ სილამაზის სანახავად საჭიროა საცოცი აღჭურვილობა,
რადგან ნაპრალში მდებარე ბილიკი საკმაოდ ციცაბოა და სველი. თუმცა ნანახით ნამდვილად
კმაყოფილი დარჩებით.