Cette brochure est le fruit d’un travail collectif, mené par des groupes ‘publics’ et ‘professionnels’ sous la coordination de Prométhée, Réseau des Hépatites en Isère.
Cette brochure est le fruit d’un travail collectif, mené par des groupes ‘publics’ et ‘professionnels’ sous la coordination de Prométhée, Réseau des Hépatites en Isère.
სარისკო ქცევა, რისკის შეფასება დაქცევის ცვლილების ეტაპებიIrma Kirtadze M.D.
მოცემული პრეზენტაცია განკუთვნილია სარისკო ქცევის მქონე სუბ-პოპულაციებთან (ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელი) მომუშავე პერსონალისთვის. მოიცავს სარისკო ქცევის განმარტებას, სხვადასხვა რისკის მიმოხილვას, ასევე რა არის საჭირო დარგში მომუშავე სპეციალისტისთვის იცოდეს ბენეფიციარისგან.
სარისკო ქცევა, რისკის შეფასება დაქცევის ცვლილების ეტაპებიIrma Kirtadze M.D.
მოცემული პრეზენტაცია განკუთვნილია სარისკო ქცევის მქონე სუბ-პოპულაციებთან (ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელი) მომუშავე პერსონალისთვის. მოიცავს სარისკო ქცევის განმარტებას, სხვადასხვა რისკის მიმოხილვას, ასევე რა არის საჭირო დარგში მომუშავე სპეციალისტისთვის იცოდეს ბენეფიციარისგან.
Après une prise de sang, mon médecin me dit que j’ai une hépatite B chronique. Qu’est-ce que je dois savoir ? Qu’est-ce que je dois faire ? Comment me soigner ? Mon suivi médical ? Qu’est-ce que je dois dire à mon entourage pour qu’il se protège ?
SOS Hépatites & Maladies du Foie : un acteur associatif incontournable défendant vos droits depuis plus de 25 ans !
Découvrez nos missions et comment nous rejoindre !
L’équipe de SOS Hépatites Guadeloupe a créé un flyer à destination des patients et familles de patients atteints de l’hépatite B. Vous y trouverez des réponses aux plusieurs questions, notamment :
– Qu’est-ce que l’hépatite B ?
– Comment elle se transmet ?
– Quels sont les symptômes ?
– Comment peut-on se protéger de l’hépatite B ?
– Qui doit se faire vacciner et où ?
Toutes les 40 secondes, une personne meurt de l’hépatite B. Ces décès sont évitables.
Aujourd’hui, nous avons une chance d’éliminer la menace de santé publique qu’est l’hépatite B, avec un impact profondément positif sur les individus, les familles, les communautés, les économies
et les systèmes de santé.
L’hépatite B est évitable par la vaccination et des traitements efficaces sont disponibles.
SOSH Carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (...soshepatites
SOS Hépatites & Maladies du foie, 28/09/2021 : carte PVC 86x54 mm « N’oublions pas l’élimination des hépatites B et D (delta) » destinée à sensibiliser les personnes vivant avec une hépatite B « je réalise mon suivi médical régulièrement ! » mais aussi tous les usagers du système de santé « je parle du dépistage et de la vaccination avec mon médecin ! ».
La NASH appelée aussi maladie du foie gras est liée à une alimentation trop riche et à une trop grande sédentarité.
1/4 de la population mondiale est porteuse de stéatose, 8 millions en France et sur ces 8 millions, entre 1 et 1,5 millions sont atteints de NASH et vont développer une fibrose qui peut évoluer en cirrhose puis en cancer du foie à long terme.
Brochure "Infections virales et bactériennes, mieux les connaître pour les p...soshepatites
Depuis de nombreuses années, les autorités de santé,
notamment le Haut Conseil de la Santé Publique, constatent
et s’inquiètent du recul de la vaccination en France.
Certes, la confiance dans la vaccination s’est affaiblie mais ce
n’est pas le seul critère en jeu. Qui sait aujourd’hui ce qu’est
réellement la rougeole, l’infection invasive à méningocoque,
la rubéole ou bien encore le tétanos ?
Grâce aux campagnes de santé publique et à la vaccination,
certaines de ces maladies bactériennes ou virales ont
quasiment disparu de l’hexagone, de nos esprits ou semblent
n’être que des maladies infantiles bénignes.
Pourtant, régulièrement, trop régulièrement, elles reviennent
sur le devant de la scène lorsqu’une personne décède.
Aujourd’hui plus que jamais, il est donc nécessaire de
renforcer la communication, non seulement sur la vaccination
pour lutter contre les idées reçues et la désinformation, mais
aussi sur les différentes maladies dont elle nous protège.
À travers ce livret, porté par Méningites France - Association
Audrey, et avec le soutien de nombreux acteurs, nous
souhaitons apporter notre contribution à la santé publique et,
d’abord et avant tout, remettre en avant l’apport de la
vaccination, souvent le seul moyen de prévenir des maladies
au combien mortelles.
A l'occasion du congrès EASL qui se déroulera du 11 au 15 avril à Paris Expo – Porte de Versailles, SOS Hépatites vous invite à écouter ses propositions pour réussir ce pari fou, le 12 avril 2018 à 9h30 lors de sa conférence de presse qui se tiendra à : Paris Expo-Porte de Versailles, Pavillon 7, Salle East 3, Hall 7.3 - 1 place de la porte de Versailles, 75015 Paris.
Tous les traitements contre l’hépatite C, disponibles et à venir :
Suite aux succès des dernières éditions, notre livret « C mon traitement » vient d’être remis à jour avec les dernières molécules pangénotypiques disponibles et à venir.
Retrouvez toutes les informations essentielles, les principaux effets indésirables, les interactions médicamenteuses et les options thérapeutiques pour le « retraitement » des personnes en échec d’un premier traitement par antiviral à action directe.
L’essentiel présenté par nos patients experts, en toute indépendance éditoriale.
J'ai une hépatite B chronique édition 2018soshepatites
Après une prise de sang, mon médecin me dit que j’ai une hépatite B chronique. Qu’est-ce que je dois savoir ? Qu’est-ce que je dois faire ? Comment me soigner ? Mon suivi médical ? Qu’est-ce que je dois dire à mon entourage pour qu’il se protège ?
Une hépatite est une inflammation qui perturbe
le fonctionnement du foie. Si elle est provoquée
par un virus, on parle d’hépatite virale.
Il existe plusieurs virus, entraînant différentes
formes d’hépatites : en France, les plus répandus
sont les virus A, B ,C, D et E.
Certains médicaments, des substances toxiques
ou une consommation excessive d’alcool peuvent aussi provoquer une hépatite.
Vous êtes atteint par le virus de l’hépatite C.
Cela ne signifie pas forcément que vous
êtes malade, ni que vous le serez un jour.
Malgré tout, l’annonce du diagnostic est souvent un choc. Une foule de questions se bousculent dans votre tête.
Pourquoi moi ?
Comment ai-je attrapé ce virus ?
Est-ce que je peux contaminer mon entourage ?
Vais-je devoir prendre des médicaments ?
Est-ce que c’est grave ?
Peut-on guérir d’une hépatite C ?
Dois-je changer mes habitudes ?
Une maladie chronique a toujours des répercussions sur la vie sociale et affective de la personne atteinte. Si, en outre, cette maladie est la conséquence d’une contamination par un virus, elle fait souvent l’objet de fantasmes et de tabous. Les personnes touchées par le virus du VIH/sida en ont déjà subi les effets.
À quoi sert le traitement ?
L’objectif optimal est la disparition totale du virus. Elle intervient actuellement avec les molécules Antivirales à Action Directe (AAD), tous génotypes confondus, dans plus de 90 % des cas.
Quoi qu’il arrive, dites-vous que les efforts que vous allez consentir pendant cette période sont justifiés car le traitement aura des effets bénéfiques sur votre santé.
La durée du traitement peut varier de 3 à 6 mois, 12 à 24 semaines, en fonction de plusieurs paramètre
1. 2
ბროშურა
ვიცხოვროთ
C ჰეპატიტთან ერთად
ყოველდღიურობა და ჰეპატიტი C
მკითხველს:
ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია C ჰეპატიტზე რაც
შეიძლება გასაგებ ენაზე და გაიზარდოს ცოდნის დონე ამ ინფექციის
გადაცემის გზების, მიმდინარეობის, დიგნოსტიკისა და მკურნალობის
შესახებ. ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებია
საქართველოში და მივაღწიოთ ერთად მკურნალობაზე უკეთეს
ხელმისაწვდომობას ვიდრე დღესდღეობით გვაქვს.
2. თქვენ C ჰეპატიტის ვირუსი შეგეყარათ, ეს არ
ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაავადდით. ყველაფრის
მიუხედავად ტესტირების პასუხის გაგება ერთგვარი
შოკის მომგვრელია. უამრავი კითხვა გიჩნდებათ და
არ გასვენებთ.
რატომ მაინც და მაინც მე?
როგორ ავიკიდე ეს ვირუსი?
გადაედება თუ არა ეს ვისრუსი ჩემს ირგვლივ მყოფთ?
შემიძლია წამლების მიღება?
საშინელება დამემართა?
იკურნება თუ არა ჰეპატიტი C?
უნდა შევცვალო თუ არა ჩემი ყოველდღიურობა?
3. თქვენ გჭირდებათ ინფორმაციის მიღება: ეს არის
ყველაზე მთავარი! ექიმთან პირველი ვიზიტის შემდეგ,
რომელიც გვამცნობს ამ არც თუ ისე სახარბიელო
ახალ ამბავს, ჩვენ ძირითადად ვიბნევით, ყველაფერი
გვავიწყდება, თავი გვევსება გაუგებარი სამედიცინო
დასკვნებით და ტერმინოლოგიით, რომელთაც ვერც კი
ვიგებთ, კონსულტაციიდან გამოსულებმა, არც კი ვიცით
ვის მივმართოთ პირველად.
4. ჰეპატიტი C
2
3
ბევრი არაფერი ვიცი
ამ დაავადების შესახებ..
პირველი ემოციური დარტყმის შემდეგ, რომელსაც იღებთ როცა გაიგებთ, რომ
ხართ C ჰეპატიტით ( VHC) ინფიცირებული, აუცილებელია იპოვოთ პასუხი ყველა
იმ კითხვაზე, რაც კი გაგიჩნდებათ ამ დაავადებასთან მიმართებაში. მკურნალ
ექიმთან ნდობის მოპოვება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ თქვენი
მომავალი მკურნალობისთვის, რისთვისაც აუცილებელია არ დავაყენოთ ჩვენი
თავი ინფანტილურ პოზიციაში (როცა პატარა ბავშვივით ვერ ვხვდებით რაზეა
საუბარი). თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ ახსნა განმარტება ყველა იმ საკითხზე,
რაც გაწუხებთ და კითხვებს გიჩენთ. თუ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ,
თქვენმა ექიმმა უნდა გადაგამისამართოთ სხვა, უფრო კომპეტენტურ და არსებულ
სტრუქტურებთან თუ თავად ვერ უმკლავდება სიტუაციას.
რჩევები
კონსულტაციაზე მისვლამდე, აუცილებლად ჩამოწერეთ ყველა კითხვა,
რაზედაც პასუხი გაინტერესებთ. რაც არ უნდა ძნელი იყოს წამოაყენეთ
შიშის გარეშე ყველა ის საკითხი, რაც გაღელვებთ. შეიძლება ეს დღიდან
ხვალამდე არ მოხდეს, მაგრამ ნელ-ნელა თქვენს და თქვენ მკურნალ
ექიმს შორის ჩამოყალიბდება ურთიერთგაგებაზე და კითხვა-პასუხზე
დამყარებული ურთიერთობა.
5. ვის მოვუყვე და როგორ?
ჰეპატიტი C დღესაც კი რთულად წამოსაჭრელი საკითხია. სწორი და ამომწურავი
ინფორმაცია დაავადების შესახებ ხელს შეგვიწყობს დროულად და გასაგებად
მივიტანოთ ჩვენი პრობლემა ჩვენს ახლობლებამდე. ისე, რომ მათაც არ
გავუხეთქოთ გულები ჩვენს ჯანმრთელობაზე და წინ არ გავუსწროთ მოვლენებს.
თუ თქვენ ამაზე საუბარი არ გსურთ, არა ხართ იძულებულნი ამაზე ესაუბროთ
თქვენს ახლობლებს, მაგრამ იმისათვის, რომ უკეთესად იგრძნოთ თავი,
აუცილებელია მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც გაუზიაროთ თქვენი საიდუმლო.
ეცადეთ იპოვოთ მხარდაჭერა თქვენს გარემოცვაში.
6. ჰეპატიტი C
4
5
არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ
ჩემი ინფექცია გადავდო ჩემს ირგვლივ
მყოფთ?
C ჰეპატიტის ვირუსი, სისხლით გადამდები ვირუსია.
ასე რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არანაირი
საფრთხე მისი გადაცემისა არ არსებობს. შეგვიძლია
ვაკოცოთ ერთმანეთს, შევეხოთ ერთმანეთს,
გამოვიყენოთ საერთო სარეცხი მანქანა, ტუალეტი.
არანაირი აუცილებლობა არაა იმისა, რომ
სპეციალურად, განსაკუთრებით გავრეცხოთ ჭურჭელი.
C ჰეპატიტის ვისრუსი არ გადადის: ნერწყვით,
ხველებით ან ოფლით.
მაგრამ თავიდან უნდა ავიცილოთ სხვისი ნივთების
გამოყენება, განსაკუთრებით ჰიგიენური ნივთებისა,
რომლებსაც შეხება აქვთ სისხლთან: საპარსი,
მაკრატელი, პინცეტი, კბილის ჯაგრისი ან პირის
ღრუსთან კავშირში მყოფი რომელიმე ნივთი.
ნარკოტიკების მომხმარებლებმა არასდროს არ უნდა
გაიზიარონ საინექციო თუ „შესაყნოსი“ საშუალება
(შპრიცი, ბამბა, ფილტრი, კოვზი, მოწევისთვის ან
შეყნოსისთვის საჭირო ნებისმიერი ინვენტარი).
7. საშიშია!
ინფიცირებული სისხლი ჭრილობაზე
= დაავადების გადაცემის დიდ რისკს!
ინფიცირებული სისხლი დაუზიანებელ კანზე
= არანაირ რისკს დაავადების გადაცემისას!
ინფიცირებული სისხლის დაზიანებულ კანზე (ჭრილობაზე) მოხვედრის
შემთხვევაში მშვიდად შეეცადეთ ჭრილობა მოიბანოთ ნელ-თბილი წყლით
და საპნით. თავი აარიდეთ კანის ზედმეტ სრესვას და სისხლის გამოდენას.
აუცილებლად დაიკარით ერთჯერადი მწებავი ემპლასტრო და მიაკითხეთ
ექიმს კონსულტაციის მისაღებად, რათა მან შეაფასოს დაზიანებული არე და
ინფიცირების რისკები და მიიღოს დროული გადაწყვეტილება სამომავლო
ქმედებასთან დაკავშირებით. აუცილებლად ჩაიტარეთ ტესტირება სამი თვის
შემდეგ.
ნუ დაპანიკდებით თუ ადამიანის დაუზიანებელი კანი შეეხო ინფიცირებულ
სისხლს, არანაირი რისკი და საშიშროება ინფიცირებისა არ არსებობს.
იმისათვის, რომ ვირუსის გადაცემა მოხდეს, საჭიროა „შესასვლელი კარი“, ანუ
დაზიანებული უბანი; თუ კანის მთლიანობა არ არის დარღვეული, ის თამაშობს
ბარიერის როლს. იმისათვის, რომ იყოთ ბოლომდე დარწმუნებული, ახლობელს,
რომელიც პირველად დახმარებას გიწევთ, სთხოვეთ გამოიყენოს ხელთათმანი.
დაამუშავეთ სისხლთან შეხების ადგილი სადეზინფექციო საშუალებებით.
გირჩევთ თქვენი სტატუსის (რომ C ჰეპატიტი გაქვთ) შესახებ აცნობოთ თქვენს
სტომატოლოგს, ან ნებისმიერ მკურნალ ექიმს, ვისთანაც შეხება გექნებათ. თუ
ამას ვერ ახერხებთ, თავს ძალას ნუ დაატანთ და ნუ დაიდანაშაულებთ თავს,
რადგან ყველა ექიმი და სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ყოველთვის
ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია ჩაატაროს ასეპტიკა-ანტისეპტიკის წესების
დაცვით, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი ინფექციით ინფიცირების რისკის
მინიმიზაციას ნულამდე.
რჩევები
ეცადედ საკუთარი ჰიგიენური გამოყენებისთვის საჭირო ნივთები
სხვებისათვის მიუწვდომელ ადგილას შეინახოთ, განსაკუთრებით იმ
შემთხევაში, თუ ოჯახში გყავთ ბავშვები.
8. ჰეპატიტი C
6
7
მივიღო თუ არა გამაფრთხილებელი
ზომები სქესობრივი კავშირების დროს?
სქესობრივი კავშირით C ჰეპატიტის გადაცემის რისკი ძალიან დაბალია.
უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თავი დავიცვათ. ისეთი კავშირების
დროს, როცა შეიძლება შეხება გვქონდეს სისხლთან (მენსტრუალური ციკლის,
გენიტალური ინფექციების (მაგ. ჰერპესი), სასქესო ორგანოების დაზიანების
შემთხვევაში) გამოვიყენოთ პრეზერვატივი. თუ გვყავს ერთი სტაბილური
სქესობრივი პარტნიორი, მაშინ შესაძლოა გვქონდეს ჩვეულებრივი სქესობრივი
ცხოვრება პრეზერვატივის გარეშე. იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება ვაგინალური
სიმშრალე, ასევე ანალური სქესობრივი კავშირის დროს, უმჯობესია
ლუბრიკანტის (პრეზერვატივის საცხის) გამოყენება, რაც პრეზერვატივის ან
თუნდაც მის გარეშე კავშირის დამყარებისას, თავიდან აგვაცილებს ტრავმულ
მოვლენებს (სისხლთან კავშირს).
იმ შემთხვევაში თუ არა გვყავს მუდმივი სქესობრივი პარტნიორი, პრეზერვატივის
გამოყენება რეკომენდირებულია, არა მარტო C ჰეპატიტის, არამედ სხვა
ინფექციებისგან (ჰეპატიტი B, აივ-ინფექცია და თუნდაც სხვა სქესობრივი გზით
გადამდები დაავადებების) თავდან ასაცილებლად.
9. შეიძლება თუ არა ფეხმძიმობა?
ფეხმძიმობა არ არის აკრძალული იმ ქალებისთვის, რომლებიც C ჰეპატიტით
არიან დაავადებულნი, მკურნალობის პერიოდის გარდა. უკეთესია დაგეგმოთ
მკურნალობა ორსულობამდე, რათა მოხდეს ვირუსის გაქრობა ან მისი გადადების
რისკის შემცირება. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი მაინც დაინფიცირდა, უნდა
ვიცოდეთ, რომ C ჰეპატიტის განვითარება ახლად დაბადებულებში ძალიან
საყურადღებოა. ახალშობილი, რომელიც შობა C ჰეპატიტით ინფიცირებულმა
დედამ, ცხოვრების პირველ წელიწადს უნდა იყოს სპეციფიური სამედიცინო
დაკვირვების ქვეშ.
კოინფექცია ჰეპატიტი C და შიდსი
მომავალი დედებისათვის, რომლებსაც აქვთ ჰეპატიტი C და აივ-ინფექცია
ერთდროულად, რისკი დედიდან შვილზე ჰეპატიტის გადაცემისა არის
გაცილებით დიდი, დაახლოებით 20 % მდე.
საჭიროა თუ არა ყოველდღიური
ჩვევების შეცვლა?
● კვება
ექიმთა უმრავლესობა გვირჩევს, რომ არ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღიური
კვება. თეორიულად არც ერთი სამედიცინო მონაცემის მიხედვით არ არის
აუცილებელი სპეციალურ კვების რეჟიმზე გადასვლა, გარდა იმ შემთხვევისა
თუ გვაქვს ჭარბი წონის პრობლემა. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ დაულაგებელი,
ანარქიული კვების რეჟიმი, ეცადეთ რომ დაალაგოთ ის. რაც მთავარია
ყურადღება მიაქციეთ საკვების სწორ გადანაწილებას, თავი შეიკავეთ ძალიან
ცხიმიანი და ძალიან ტკბილი საკვებისგან. უპირატესობა მიანიჭეთ - ბოსტნეულს,
ხილს, თევზეულს, რძის პროდუქტებს, თეთრ ხორცს, სახამებლის შემცველ
პროდუქტს. ძირითადად უსმინეთ საკუთარ სხეულს და მიჰყევით მას. თვითონ
დაავადების მსვლელობის და ხარისხის მიხედვით, გვაქვს ხოლმე მომენტები,
როცა ესა თუ ის საკვები არ სიამოვნებს ორგანიზმს. ჩვენი მთავარი სათქმელია:
ნუ იტყვით უარს იმ საკვებზე რასაც ორგანიზმი გთხოვთ, მაგრამ ნურც ძალას
დაატანთ და გადატვირთავთ მას.
10. ჰეპატიტი C
8
9
● ალკოჰოლი
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. სპეციალისტები კატეგორიულად
ითხოვენ ყველანაირი ალკოჰოლი ამოვიღოთ ჩვენი რაციონიდან. პრაქტიკულად
პრობლემა ძალიან კომპლექსურია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ ჩვენი
ურთიერთობა ალკოჰოლის მიმართ. მნიშვნელოვანია ჩემთვის ალკოჰოლი?
შემიძლია თავი დავანებო მის მოხმარებას, ან შევამცირო მაინც?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჰეპატიტი C ვითარდება 4 ჯერ უფრო სწრაფად
მსმელებში (იმ ადამიანებში, რომლებიც 20 გრამზე მეტ ალკოჰოლს იღებენ
ყოველდღიურად, რაც შეესაბამება მამაკაცებისთვის ყოველდღიურად 3
ჭიქა ღვინოს, და ქალებისთვის ყოველდღიურად 2 ჭიქა ღვინის მოხმარებას
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში) ვიდრე არა მსმელებში. თუ ხართ
ალკოჰოლზე დამოკიდებული ან თავს გრძნობთ ცუდად ალკოჰოლის მოხმარების
გამო, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით
ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამკურნალო განყოფილებას
ცხელი ხაზის ტელეფონით: 230-10-45
ტელეფონით კონსულტაცია უფასოა და ანონიმური!
11. რჩევები
იმისათვის, რომ შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება ალკოჰოლზე,
საკუთარ თავს დაუსვით ეს ოთხი შეკითხვა:
● გქონიათ თუ არა მოთხოვნილება იმისა, რომ შეგემცირებინათ
ალკოჰოლური სასმელის მოხმარება?
● გაუმახვილებია თუ არა თქვენს საახლობლოს ყურადღება თქვენს
მიერ ალკოჰოლის მოხმარებაზე?
● შეგქმნიათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ ალკოჰოლს ჭარბად მოიხმართ?
● გქონიათ თუ არა მოთხოვნილება დილიდანვე ალკოჰოლის მიღებისა,
რომ თავი უკეთესად გეგრძნოთ?
თუ ამ 4 შეკითხვიდან, ორს მაინც დადებითად უპასუხეთ, უმჯობესია
გაესაუბროთ თქვენს ექიმს.
12. ჰეპატიტი C
10
11
იმ შემთხვევაში თუ ალკოჰოლს იღებთ იშვიათად და ზომიერად, თქვენი ჩვევების
შეცვლა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე. მძიმე
ჰეპატიტის შემთხვევაში ალკოჰოლის მიღება აუცილებლად აუნდა აიკრძალოს.
დანარჩენ შემთხვევაში თავი უნდა ავარიდოთ გადაჭარბებულ მოხმარებას,
მაგრამ აუცილებელი სამედიცინო უკუჩვენებების გარდა ჩვენ შეგვიძლია
მივიღოთ ერთი ჭიქა ღვინო დღის განმავლობაში საკვებთან ერთად. უმჯობესია
უზმოზე ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავშეკავება.
ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. სასმელზე უარის თქმა
არ ნიშნავს ურთიერთობებზე უარის თქმას. ნუ იტყვით უარს მიპატიჟებებზე იმ
მიზეზით, რომ არ სვამთ, აუცილებელია გააგრძელოთ თქვენი ყოველდღიური
ცხოვრება ისე, როგორც მანამდე იყო. არ თქვათ უარი მეგობრების მიპატიჟებაზე
და გართობაზე!
რჩევები
ქეიფის დროს ჩვენმა მეგობრებმა შეიძლება დაგვაძალონ დალევა, მით
უმეტეს თუ ისინი არ არიან საქმის კურსში, რომ ჰეპატიტი გვაქვს.
ხშირად არა გვაქვს სურვილი ავუხსნათ ყველას მიზეზი, თუ რატომ არ
ვსვამთ. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა უკვე იპოვა გამოსავალი. ნუ გაავსებთ და
ნუ გამოცლით ბოლომდე ჭიქას, მოწრუპეთ ნელ-ნელა. ასე, რომ ზედმეტ
კითხვებს აიცილებთ თავიდან. ან სულაც მარტივად შეგიძლიათ თქვათ,
რომ დღეს ალკოჰოლის დალევის ხასიათზე არ ხართ და გირჩევნიათ
მიირთვათ ხილის წვენი ან მინერალური წყალი. თქვენს არჩევანს პატივი
უნდა სცენ ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.
● პირის ღრუს ჰიგიენა
C ჰეპატიტმა შეიძლება შეამციროს ნერწყვის გამოყოფა, რომელიც თავისმხრივ
იცავს ჩვენს კბილებს. პირის ღრუს სიმშრალე ცუდად მოქმედებს ღრძილებზე.
ამას ემატება ისიც, რომ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ხშირად ცუდი
გვერდითი მოვლენები აქვს კბილების სიჯანსაღეზე. ასე რომ აუცილებელია
მივაქციოთ ყურადღება ჩვენს პირის ღრუს და ხშირად მივმართოთ
სტომატოლოგს.
13. რამ შეიძლება შეცვალოს ჩემი
ყოველდღიური ცხოვრება?
● დაღლილობა
დაღლილობა ყველაზე ხშირი და პერიოდული ფენომენია ადამიანის
ყოველდღიურობაში. აუცილებელია ესაუბროთ თქვენს ექიმს და გამოიკვლიოთ
დაღლილობის მიზეზი: ის შეიძლება დაკავშირებული იყოს C ჰეპატიტის ვისუსთან,
ან გამოწვეული იყოს სტრესით ან თუნდაც სხვა მიზეზით. ყოველდღიური,
შემაწუხებელი დაღლილობა დილიდანვე უკვე დეპრესიის სიმპტომია. ბევრი
ჩვენთაგანი მთელი დღის განმავლობაში მუდმივად გრძნობს დაღლილობას.
დაავადების მსვლელობის სხვადასხვა პერიოდში, შესაძლებელია დაღლილობამ
გამოიწვიოს ჩვენი სრული უუნარობა ყოველდღიურ ცხოვრებაში ან
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ხანდახან ეს დაღლილობა
ძალიან შემაწუხებელია და უუნარობაში
გადადის, რაც რა თქმა უნდა სრულიად
გაუგებარია ჩვენი ოჯახის წევრებისთვის
და კონფლიქტის მიზეზიც კი შეიძლება
გახდეს. უნდა შევეგუოთ ჩვენს
დაღლილობას და ვეცადოთ ვმართოთ
ის ჩვენს ყოველდღიურობაში: ავუხსნათ
და გავაგებინოთ ჩვენს ახლობლებს
ჩვენი სიტუაცია, ავიღოთ შვებულება
სამსახურში ან ვისარგებლოთ
ბიულეტენით. თუ აუცილებელია
თქვენი ფორმაში ყოფნა, კარგი იქნება
წინასწარ გაითვალისწინოთ ეს და
დაისვენოთ დაგეგმილი შეხვედრის წინ,
ან მის მერე. კარგად დაისვენეთ შაბათ
-კვირას. დაიძინეთ, მაგრამ მთლიანად
ნუ მოდუნდებით. დაგეგმეთ ის რისი
გაკეთებაც გიყვართ.
რჩევები
დღის განმავლობაში ცოტა ხნით დაძინება მისასალმებელია. 20 წუთიანი
სიესტა საკმარისია იმისთვის, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ. და კიდევ
ერთი რჩევა რელაქსაციისთვის: მიიღეთ შხაპი და მსუბუქად ივარჯიშეთ.
14. ჰეპატიტი C
12
● მოუსვენრობა, აფორიაქება..
ჰეპატიტით დაავადებული ადამიანის ცხოვრების ხარისხი პირდაპირ კავშირშია
მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. მოუსვენრობა და აფორიაქება
ძირითადად დამოკიდებულია იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდში დგომა,
ადამიანური კონტაქტები, მხარდაჭერა და ასევე დაავადების შესახებ აქვთ ცოტა
ინფორმაცია. დაღლილობა და ძალების მოკრება დიდ ზეგავლენას ახდენს
ადამიანის მორალურ და სულიერ მხარეზე. სიჩუმე - პრობლემის გადაწყვეტის
ყველაზე ცუდი გზაა. უნდა ისაუბროთ. ეს დაგეხმარებათ, რომ გაანალიზოთ,
ისაუბროთ და გაუზიაროთ სხვას თქვენი პრობლემები და მარტონი არ დარჩეთ
მის წინაშე. შეგიძლიათ დახმარება მიიღოთ პროფესიონალებისგან (ფსიქოლოგი,
ფსიქიატრი), მიმართოთ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ,
ან თუნდაც ადამიანთა ჯგუფს, რომლებთაც გამოუცდიათ და იციან ამ დაავადების
მართვა. არასდროს დარჩეთ მარტო საკუთარ შეკითხვებთან.
15. თემატური ბროშურები :
1. რა არის ჰეპატიტი C? გავიგოთ მეტი
2. ყოველდღიურობა და ჰეპატიტი C
3. ჩემი ჰეპატიტი C, მე და ჩემი გარშემომყოფები.
4. მოვემზადოთ C ჰეპატიტის მკურნალობისთვის
5. მე ყურადღებას ვაქცევ ჩემს დაავადებას
6. ჰეპატიტი C, ღვიძლი და სხვა ორგანოები
7. C როგორც ციროზი, როგორ ვიცხოვროთ ციროზით?
8. ეს ჰეპატიტია თუ ჩემს თავში ხდება?
- დაღლილობა, ხასიათის ხშირი ცვალებადობა
9. რა არის ჰეპატიტი B? გავიგოთ მეტი
10. ნარკოტიკი, სასმელი და ჰეპატიტი C
11. ვიცხოვროთ უკეთ C ჰეპატიტის მკურნალობის დროს
12. ჩემმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, რა გავაკეთო?
13. კოინფექცია - შიდსი და ვირუსული ჰეპატიტები
16. მიიღე ინფორმაცია www.hepatitisc.ge
ჩაიტარე გამოკვლევა:
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
ჰეპატიტი C სწრაფი ტესტირება. (სერვისი უფასოა)
ამჟამად პროგრამა პილოტურია და მიმდინარეობს 2012 წლის ბოლომდე.
მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 69.
ტელ.: 2 20 35 35 www.gnsc.ge
ინფექციური პათოლოგიის შიდსის და კლინიკური
იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 16. (ინფექციური საავადმყოფო)
ტელ.: 2 39 91 43
სამედიცინო ლაბორატორია „ნეოლაბი“
ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა 8.
ტელ: 2 14 14 47/ 2 39 28 03/ 2 39 28 96 www.neolab.ge
ქ.რუსთავი, რუსთაველის ქუჩა 20
ტელ.: 2 14 21 00
ქართულ-ფრანგული ერთობილივი ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“
ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა 18/20, აკად. ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული
სამედიცინო ცენტრის მე-3 სართული.
ტელ: 2 54 0.8 55 www.hepaclinic.com
ლაბორატორია „მრჩეველი“
ტესტირება. დიაგნოსტიკა. კონსულტაციები. მკურნალობა. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 9.
ტელ.: 2 93 10 00, 2 37 88 48, 2 37 00 71 www.mrcheveli.com
ექსპრეს დიაგნოსტიკა
ტესტირება. (სერვისი ფასიანია)
მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 16.
ტელ.: 2 47 17 17 www.exdi.ge
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
www.ziani.ge
ბროშურა დაბეჭდილია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით.
ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „მსოფლიოს ექიმებს“ და ყოველთვის არ გამოხატავს
სააგენტოს პოზიციას.
ბროშურა შეიმუშავა ფრანგულმა ორგანიზაციამ SOS Hepatites.
ბროშურაში არსებული ინფორმაცია დადასტურებულია ექიმების მიერ.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ირმა კირთაძეს ბროშურის ქართულ ვარიანტზე გაწეული მუშაობისთვის.