SlideShare a Scribd company logo
1 of 19
დიაბეტური რეტინოპათია
მომხსენებელი: ცინუკი აზრუმელაშვილი
მარიამ როსტიაშვილი
რა არის დიაბეტური
რეტინოპათია?
დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი
დიაბეტით გამოწვეული თვალის
დაავადებაა, რომელიც დროთა
განმავლობაში - მხედველობის
დაქვეითებას, დაგვიანებული
მკურნალობის შემთხვევაში კი
სიბრმავეს იწვევს.
• შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას)
დაზიანებას –დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. დიაბეტური
რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის მიკროსისხლძარღვოვანი
გართულებაა. დიაბეტური რეტინოპათიის თავისებურებას
მიეკუთვნება ის, რომ გამოხატულ სისხლძარღვოვან
ცვლილებებმა დიდი ხნის მანძილზე შეიძლება არ გამოიწვიონ
მხედველობის დაქვეითება, შემდეგ კი მხედველობა უეცრად და
უფრო ხშირად შეუქცევადად დაქვეითდეს. დიაბეტური
რეტინოპათია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და
პაციენტს მხედველობის ხარისხის მიხედვით არ შეუძლია
ადექვატურად შეაფასოს თვალის ფსკერის მდგომარეობა. ეს
განაპირობებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა
ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტების აუცილებლობას.
დიაბეტური რეტინოპათია —
სტადიები
გამოიყოფა დიაბეტური რეტინოპათიის 3 სტადია:
• დიაბეტური რეტინოპათიის საწყის ფორმას
არაპროლიფერაციული (მარტივი)ეწოდება. ბადურაზე
ასეთი მინიმალური ცვლილებები ადრე თუ გვიან
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თითქმის ყველა
პაციენტს უვითარდება და არ მოქმედებს
მხედველობაზე. ეს სტადია შეიძლება დიდი ხნის
განმავლობაში სტაბილურად, გართულების გარეშე
მიმდინარეობდეს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის
კომპენსირებისა და არტერიული წნევის დაქვეითების
შემთხვევაში, შესაძლოა მისი რეგრესირებაც კი
მოხდეს. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზებასა
და არტერიული წნევის დაქვეითებას მოიცავს.
დიაბეტური რეტინოპათია —
სტადიები
• დიაბეტური რეტინოპათიის შემდეგი
სტადია პრეპროლიფერაციულია. ამ
სტადიაზე მხედველობა ასევე არ იცვლება,
მაგრამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა
მოხდეს რეტინოპათიის შემდეგ სტადიაში
სწრაფი პროგრესირება. მკურნალობა შაქრის
დონის ნორმალიზაციისა და არტერიული
წნევის დაქვეითების გარდა, ბადურას
ლაზერული კოაგულაციის ჩატარებას
მოიცავს.
დიაბეტური რეტინოპათია —
სტადიები
• რეტინოპათიის გაცილებით მძიმე ფორმა პროლიფერაციულია. ამ სტადიაზეც კი,
მხედველობა გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელი რჩება. ზოგჯერ
პაციენტი აღნიშნავს თვალების წინ მუქი მოციმციმე ლაქების გამოჩენას. თუმცა
თვალის ფსკერზე გამოხატული პროლიფერაციული ცვლილებები აღინიშნება —
ახალწარმოქმნილი სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რამაც
შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, სიბრმავე და თვალის
დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ამ სტადიაზე საჭიროა აუცილებლად ბადურას
სასწრაფო კოაგულაცია ჩატარდეს. თუმცა მკურნალობა ამ სტადიაზე ყოველთვის
მდგრად და დადებით ეფექტს არ იძლევა.
• პროცესის პროგრესირებისას თვალის ფსკერზე შესაძლებელია თვალის ღრუში
სისხლჩაქცევის განვითარება — ჰემოფთალმი, რაც მხედველობის მკვეთრ
დაქვეითებას იწვევს. შესაძლებელია ნეოვასკულარული გლაუკომის განვითარება,
რასაც თან სდევს მხედველობის სრული, შეუქცევადი დაკარგვა და თვალის
ტკივილები. ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ბადურას აშრევება.
• რეტინოპათიის პროლიფერაციული
სტადიის ყველა ჩამოთვლილი
შედეგი – თვალებზე რთულ
ოპერაციულ ჩარევებს საჭიროებს,
მაგრამ ისინიც კი ყოველთვის არ
იძლევა მხედველობის აღდგენის
საშუალებას.
• პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად
თანდათანობით იკლებს ჯერ ფერების აღქმისა და
სიბნელისადმი ადაპტაციის უნარი, შემდეგ კი ქვეითდება
მხედველობის სიმახვილე.
• დიაბეტური
ანგიორეტინოპათიის ბოლო, პროლიფერაციული სტადია
გამოირჩევა
ბადურის სისხლძარღვების მასიური პროლიფერაციით,
პროცესის გავრცელებით მინისებრ სხეულზე, ინტრა და
პრერეტინალური სისხლჩაქცევებით,
ბადურის სისხლძარღვების თრომბოზით,
აღინიშნება კონიუნქტივის კაპილარების მრავლობითი ოკლუზი
ა და ფიბროზი, მხედველობა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული
ან სრულიად დაკარგული.
განვითარების ფაქტორები
• ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია –
დიაბეტის ხანგრძლივობა. დიაბეტური
რეტინოპათია დაავადების პირველ 5წელს ან
სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე იშვიათად
ვითარდება, მაგრამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით
დაავადებულ პაციენტთა 5% რეტინოპათია
დიაბეტის გამოვლენასთან ერთად უვლინდება.
• დაავადების ხანგრძლივობაზე არანაკლებ
მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის
მაღალი დონე. ცნობილია, რომ სისხლში შაქრის
დონის კარგი მართვა,დიაბეტური რეტინოპათიის
განვითარების შენელების ან თავიდან აცილების
საშუალებას იძლევა.
• ზედმეტი წონა
დიაგნოსტიკა
• პირდაპირი და არაპირდაპირი
ოფთალმოსკოპია, რაც
ტარდება მედიკამენტოზური მიდრიაზის პირობებში
• ისეთი ცვლილებების გამოსავლენად რომელიც
ჩვეულებრივი დათვალიერებისას არ ჩანს, ტარდება
თვალის ფსკერის სისხლძარღვების
ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.(ზუსტდება მჟონავი
სისხლძარღვების მდებარეობა)
• მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა
• თვალშიდა წნევის გაზომვა.
• იმისათვის რომ შეფასდეს თვალის ფსკერის
მდგომარეობის დინამიკა ბადურაზე ცვლილებების
დასაბუთებისათვის ზოგჯერ ფუნდუს-კამერის
მეშვეობით კეთდება თვალის ფსკერის სერიული
სურათები.
მხედველობის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და
სარწმუნო მეთოდია ამსლერის ბადის გამოყენება
• შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა უნდა გაიკეთოს სათვალე(თუ
ხმარობს მას) და ამსლერის ბადიანი ფურცელი დაიკავოს თვალებიდან 30-
40 სმ დაშორებით
• აუცილებელია ცალი თვალი დაიფაროს ხელისგულით
• მხედველობა ფიქსირდება ბადის ცენტრალურ წერტილში,მზერა არ უნდა
მოსცილდეს მთელი ტესტის განმავლობაში
• ცენტრალურ წერტილში მზერის ფიქსაციისას ადამიანი უნდა
დარწმუნდეს,რომ ყველა დანარჩენი ხაზი სწორია,ხოლო კვადრატები
თანაბარი ზომისაა
• თუ ადამიანი ბადეში შეამჩნევს არამკაფიო
გამოსახულებას,დანისვლას,კვადრატების ფორმის დამახინჯებას,ფერის
შეცვლას,ან რაიმე სხვა დარღვევას-სასწრაფოდ უნდა მიმართოს
ოფთალმოლოგს
მკურნალობა
• დიაბეტური რეტინოპათიის საწყის სტადიაზე განსაკუთრებით ეფექტურია
- ბადურას ლაზერკოაგულაცია, რომელიც მხედველობის ხანგრძლივი
დროით შენარჩუნებას ემსახურება.
აღნიშნული პროცედურის დროს ლაზერული სხივის მეშვეობით ხდება
ბადურა გარსის დამუშავება ე.წ. მოწვა, რაც ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების უკუგანვითარებას
და შეშუპების შემცირებას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, საჭირო ხდება
ლაზერკოაგულაციის პროცედურის პერიოდულად განმეორება;
• დაავადების სამკურნალოდ ასევე გამოიყენება ავასტინის პრეპარატის თვალშიდა
(ინტრავიტრეალური) ინექცია, რომელიც ამცირებს თვალში შეშუპებას და ხელს უწყობს
ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების უკუგანვითარებას. ხშირ შემთხვევაში აუცილებელია
პრეპარატის რამოდენიმე ინექცია, რომლის რაოდენობას და ინტერვალებს ოფთალმოლოგი
განსაზღვრავს;
• დიაბატური რეტინოპათიის გართულებულ სტადიაზე - როცა თვალის ღრუში (მინისებურ
სხეულში) უკვე წარმოქმნილია სისხლჩაქცევები, საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია
ე.წ.ვიტრექტომია, რომლის დროსაც ქირურგიული წესით ხდება თვალის კაკალში არსებული
მინისებრი სხეულის ამოსუფთავება და მისი სილიკონით ჩანაცვლება. აღნიშნული
მეთოდი ავადმყოფს იცავს ისეთი გართულებისგან, როგორიც ბადურას ჩამოშლაა;
• იმ შემთხვევაში - თუ ბადურა უკვე ჩამოშლილია, მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი უშედეგო და
უფრო მეტი - სახიფათოცაა, რადგან ამ დროს ნებისმიერი უმნიშვნელო ჩარევაც კი არა მხოლოდ
მხედველობის, არამედ თვალის დაკარგვითაც
შეიძლება დასრულდეს.
პროფილაქტიკა
მნიშვნელოვანია ადამიანმა შაქრიანი დიაბეტის
გამოვლენისთანავე მიმართოს ოფთალმოლოგს, რათა
შაქრიანი დიაბეტის პარალელურად მოხდეს
დიაბეტური რეტინოპათიის პროფილაქტიკა.
დიაბეტური რეტინოპათიით გამოწვეული მხედველობის პრობლემების
ხანგრძლივი დროით გადავადებისთვის აუცილებელია:
• დიაბეტის მართვა, რომელშიც მოიაზრება - ჯანსაღი
დიეტა, სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება და
ა.შ.;
• არტერიული წნევის მოწესრიგება;
• მსუბუქი ვარჯიში.
ბიბლიოგრაფია
• American Diabetes Association (2014). Standards of medical care
in diabetes-2014. Diabetes Care, 37(Suppl 1): S14-S80. DOI:
10.2337/dc14-S014. Accessed January 7, 2014.
• Fletcher EC, et al. (2011). Retina. In P Riordan-Eva, JP Whitcher,
eds., Vaughan and Asbury's General Ophthalmology, 18th ed., pp.
190-221. New York: McGraw-Hill.
• Hammes HP, et al. (2010). Diabetic retinopathy: Targeting
vasoregression. Diabetes, 60(1): 9-16. Available online:
http://diabetes.diabetesjournals.org/content/60/1/9.full.
• Mohamed QA, et al. (2011). Diabetic retinopathy (treatment),
search date June 2010. BMJ Clinical Evidence. Available online:
http://www.clinicalevidence.com.
• მ.მუხიგული-დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია
• http://rubrica.ge/eqimis-konsultacya/shaqriani-diabeti-rodis-
iwvevs-sibrmaves/
• http://www.medgeo.net/2014/02/19/diabeti-da-tvali/
• http://belriem.org/?p=11421
მადლობთ ყურადღებისთვის!
შეკითხვები?

More Related Content

What's hot

Oral pathology - Disease of-jaw-bone
Oral pathology - Disease of-jaw-boneOral pathology - Disease of-jaw-bone
Oral pathology - Disease of-jaw-boneHamzeh AlBattikhi
 
difference between primary and permanent tooth
difference between primary and permanent tooth difference between primary and permanent tooth
difference between primary and permanent tooth Anaswara Santhosh
 
Salivary Gland Diseases
Salivary Gland DiseasesSalivary Gland Diseases
Salivary Gland DiseasesCing Sian Dal
 
Malignant melanoma of the Eyelid
Malignant melanoma of the EyelidMalignant melanoma of the Eyelid
Malignant melanoma of the Eyelid-
 
Classifications of salivary glands diseases
Classifications of salivary glands diseasesClassifications of salivary glands diseases
Classifications of salivary glands diseasesa7med2101
 
Cysts of oral region (5)
Cysts of oral region (5)Cysts of oral region (5)
Cysts of oral region (5)Janmi Pascual
 
Eruption & shedding
Eruption & sheddingEruption & shedding
Eruption & sheddingkoilonychia
 
Full practical revision oral biology 1
Full practical revision oral biology 1Full practical revision oral biology 1
Full practical revision oral biology 1ashrafkishk1010
 
Diseases of bone and its oral aspects
Diseases of bone and its oral aspects  Diseases of bone and its oral aspects
Diseases of bone and its oral aspects Gaurav Salunkhe
 
Epithelial tumours of oral cavity
Epithelial tumours of oral cavityEpithelial tumours of oral cavity
Epithelial tumours of oral cavitySonam Parveen
 
Development of dentition and occlsion
Development of dentition and occlsionDevelopment of dentition and occlsion
Development of dentition and occlsionAmritha James
 
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and Occlusion
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and OcclusionGrowth and Development of Craniofacial Structure, Dentition and Occlusion
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and OcclusionHermie Culeen Flores
 
Swellings of the jaw
Swellings of the jaw Swellings of the jaw
Swellings of the jaw Arjun Shenoy
 

What's hot (20)

Oral pathology - Disease of-jaw-bone
Oral pathology - Disease of-jaw-boneOral pathology - Disease of-jaw-bone
Oral pathology - Disease of-jaw-bone
 
difference between primary and permanent tooth
difference between primary and permanent tooth difference between primary and permanent tooth
difference between primary and permanent tooth
 
Salivary Gland Diseases
Salivary Gland DiseasesSalivary Gland Diseases
Salivary Gland Diseases
 
Malignant melanoma of the Eyelid
Malignant melanoma of the EyelidMalignant melanoma of the Eyelid
Malignant melanoma of the Eyelid
 
Seminar on Ameloblastoma
Seminar on AmeloblastomaSeminar on Ameloblastoma
Seminar on Ameloblastoma
 
Classifications of salivary glands diseases
Classifications of salivary glands diseasesClassifications of salivary glands diseases
Classifications of salivary glands diseases
 
Cysts of oral region (5)
Cysts of oral region (5)Cysts of oral region (5)
Cysts of oral region (5)
 
Eruption & shedding
Eruption & sheddingEruption & shedding
Eruption & shedding
 
Jaw bone lesions
Jaw bone lesionsJaw bone lesions
Jaw bone lesions
 
White lesions (2)
White lesions (2)White lesions (2)
White lesions (2)
 
Sturge weber syndrome
Sturge weber syndromeSturge weber syndrome
Sturge weber syndrome
 
Juvenile Ossifying Fibroma
Juvenile Ossifying Fibroma Juvenile Ossifying Fibroma
Juvenile Ossifying Fibroma
 
Dental anomalies
Dental anomaliesDental anomalies
Dental anomalies
 
Full practical revision oral biology 1
Full practical revision oral biology 1Full practical revision oral biology 1
Full practical revision oral biology 1
 
Diseases of bone and its oral aspects
Diseases of bone and its oral aspects  Diseases of bone and its oral aspects
Diseases of bone and its oral aspects
 
Epithelial tumours of oral cavity
Epithelial tumours of oral cavityEpithelial tumours of oral cavity
Epithelial tumours of oral cavity
 
Enamel pearl
Enamel pearlEnamel pearl
Enamel pearl
 
Development of dentition and occlsion
Development of dentition and occlsionDevelopment of dentition and occlsion
Development of dentition and occlsion
 
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and Occlusion
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and OcclusionGrowth and Development of Craniofacial Structure, Dentition and Occlusion
Growth and Development of Craniofacial Structure, Dentition and Occlusion
 
Swellings of the jaw
Swellings of the jaw Swellings of the jaw
Swellings of the jaw
 

დიაბეტური-რეტინოპათია.pptx

  • 1. დიაბეტური რეტინოპათია მომხსენებელი: ცინუკი აზრუმელაშვილი მარიამ როსტიაშვილი
  • 2. რა არის დიაბეტური რეტინოპათია? დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებაა, რომელიც დროთა განმავლობაში - მხედველობის დაქვეითებას, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში კი სიბრმავეს იწვევს.
  • 3. • შაქრიანი დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას –დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება. დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის მიკროსისხლძარღვოვანი გართულებაა. დიაბეტური რეტინოპათიის თავისებურებას მიეკუთვნება ის, რომ გამოხატულ სისხლძარღვოვან ცვლილებებმა დიდი ხნის მანძილზე შეიძლება არ გამოიწვიონ მხედველობის დაქვეითება, შემდეგ კი მხედველობა უეცრად და უფრო ხშირად შეუქცევადად დაქვეითდეს. დიაბეტური რეტინოპათია შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და პაციენტს მხედველობის ხარისხის მიხედვით არ შეუძლია ადექვატურად შეაფასოს თვალის ფსკერის მდგომარეობა. ეს განაპირობებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტების აუცილებლობას.
  • 4. დიაბეტური რეტინოპათია — სტადიები გამოიყოფა დიაბეტური რეტინოპათიის 3 სტადია: • დიაბეტური რეტინოპათიის საწყის ფორმას არაპროლიფერაციული (მარტივი)ეწოდება. ბადურაზე ასეთი მინიმალური ცვლილებები ადრე თუ გვიან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტს უვითარდება და არ მოქმედებს მხედველობაზე. ეს სტადია შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში სტაბილურად, გართულების გარეშე მიმდინარეობდეს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის კომპენსირებისა და არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში, შესაძლოა მისი რეგრესირებაც კი მოხდეს. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზებასა და არტერიული წნევის დაქვეითებას მოიცავს.
  • 5. დიაბეტური რეტინოპათია — სტადიები • დიაბეტური რეტინოპათიის შემდეგი სტადია პრეპროლიფერაციულია. ამ სტადიაზე მხედველობა ასევე არ იცვლება, მაგრამ მკურნალობის გარეშე შესაძლოა მოხდეს რეტინოპათიის შემდეგ სტადიაში სწრაფი პროგრესირება. მკურნალობა შაქრის დონის ნორმალიზაციისა და არტერიული წნევის დაქვეითების გარდა, ბადურას ლაზერული კოაგულაციის ჩატარებას მოიცავს.
  • 6. დიაბეტური რეტინოპათია — სტადიები • რეტინოპათიის გაცილებით მძიმე ფორმა პროლიფერაციულია. ამ სტადიაზეც კი, მხედველობა გარკვეული დროის განმავლობაში უცვლელი რჩება. ზოგჯერ პაციენტი აღნიშნავს თვალების წინ მუქი მოციმციმე ლაქების გამოჩენას. თუმცა თვალის ფსკერზე გამოხატული პროლიფერაციული ცვლილებები აღინიშნება — ახალწარმოქმნილი სისხლძარღვებისა და შემაერთებელი ქსოვილის ზრდა, რამაც შეიძლება მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება, სიბრმავე და თვალის დაკარგვაც კი გამოიწვიოს. ამ სტადიაზე საჭიროა აუცილებლად ბადურას სასწრაფო კოაგულაცია ჩატარდეს. თუმცა მკურნალობა ამ სტადიაზე ყოველთვის მდგრად და დადებით ეფექტს არ იძლევა. • პროცესის პროგრესირებისას თვალის ფსკერზე შესაძლებელია თვალის ღრუში სისხლჩაქცევის განვითარება — ჰემოფთალმი, რაც მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას იწვევს. შესაძლებელია ნეოვასკულარული გლაუკომის განვითარება, რასაც თან სდევს მხედველობის სრული, შეუქცევადი დაკარგვა და თვალის ტკივილები. ამას გარდა, შესაძლოა განვითარდეს ბადურას აშრევება. • რეტინოპათიის პროლიფერაციული სტადიის ყველა ჩამოთვლილი შედეგი – თვალებზე რთულ ოპერაციულ ჩარევებს საჭიროებს, მაგრამ ისინიც კი ყოველთვის არ იძლევა მხედველობის აღდგენის საშუალებას.
  • 7.
  • 8. • პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად თანდათანობით იკლებს ჯერ ფერების აღქმისა და სიბნელისადმი ადაპტაციის უნარი, შემდეგ კი ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. • დიაბეტური ანგიორეტინოპათიის ბოლო, პროლიფერაციული სტადია გამოირჩევა ბადურის სისხლძარღვების მასიური პროლიფერაციით, პროცესის გავრცელებით მინისებრ სხეულზე, ინტრა და პრერეტინალური სისხლჩაქცევებით, ბადურის სისხლძარღვების თრომბოზით, აღინიშნება კონიუნქტივის კაპილარების მრავლობითი ოკლუზი ა და ფიბროზი, მხედველობა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული.
  • 9.
  • 10.
  • 11.
  • 12. განვითარების ფაქტორები • ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია – დიაბეტის ხანგრძლივობა. დიაბეტური რეტინოპათია დაავადების პირველ 5წელს ან სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე იშვიათად ვითარდება, მაგრამ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა 5% რეტინოპათია დიაბეტის გამოვლენასთან ერთად უვლინდება. • დაავადების ხანგრძლივობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია სისხლში შაქრის მაღალი დონე. ცნობილია, რომ სისხლში შაქრის დონის კარგი მართვა,დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების შენელების ან თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. • ზედმეტი წონა
  • 13. დიაგნოსტიკა • პირდაპირი და არაპირდაპირი ოფთალმოსკოპია, რაც ტარდება მედიკამენტოზური მიდრიაზის პირობებში • ისეთი ცვლილებების გამოსავლენად რომელიც ჩვეულებრივი დათვალიერებისას არ ჩანს, ტარდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.(ზუსტდება მჟონავი სისხლძარღვების მდებარეობა) • მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა • თვალშიდა წნევის გაზომვა. • იმისათვის რომ შეფასდეს თვალის ფსკერის მდგომარეობის დინამიკა ბადურაზე ცვლილებების დასაბუთებისათვის ზოგჯერ ფუნდუს-კამერის მეშვეობით კეთდება თვალის ფსკერის სერიული სურათები.
  • 14. მხედველობის შემოწმების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სარწმუნო მეთოდია ამსლერის ბადის გამოყენება • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა უნდა გაიკეთოს სათვალე(თუ ხმარობს მას) და ამსლერის ბადიანი ფურცელი დაიკავოს თვალებიდან 30- 40 სმ დაშორებით • აუცილებელია ცალი თვალი დაიფაროს ხელისგულით • მხედველობა ფიქსირდება ბადის ცენტრალურ წერტილში,მზერა არ უნდა მოსცილდეს მთელი ტესტის განმავლობაში • ცენტრალურ წერტილში მზერის ფიქსაციისას ადამიანი უნდა დარწმუნდეს,რომ ყველა დანარჩენი ხაზი სწორია,ხოლო კვადრატები თანაბარი ზომისაა • თუ ადამიანი ბადეში შეამჩნევს არამკაფიო გამოსახულებას,დანისვლას,კვადრატების ფორმის დამახინჯებას,ფერის შეცვლას,ან რაიმე სხვა დარღვევას-სასწრაფოდ უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს
  • 15. მკურნალობა • დიაბეტური რეტინოპათიის საწყის სტადიაზე განსაკუთრებით ეფექტურია - ბადურას ლაზერკოაგულაცია, რომელიც მხედველობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნებას ემსახურება. აღნიშნული პროცედურის დროს ლაზერული სხივის მეშვეობით ხდება ბადურა გარსის დამუშავება ე.წ. მოწვა, რაც ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების უკუგანვითარებას და შეშუპების შემცირებას იწვევს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, საჭირო ხდება ლაზერკოაგულაციის პროცედურის პერიოდულად განმეორება; • დაავადების სამკურნალოდ ასევე გამოიყენება ავასტინის პრეპარატის თვალშიდა (ინტრავიტრეალური) ინექცია, რომელიც ამცირებს თვალში შეშუპებას და ხელს უწყობს ახალწარმოქმნილი სისხლძარღვების უკუგანვითარებას. ხშირ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის რამოდენიმე ინექცია, რომლის რაოდენობას და ინტერვალებს ოფთალმოლოგი განსაზღვრავს; • დიაბატური რეტინოპათიის გართულებულ სტადიაზე - როცა თვალის ღრუში (მინისებურ სხეულში) უკვე წარმოქმნილია სისხლჩაქცევები, საჭირო ხდება ქირურგიული ოპერაცია ე.წ.ვიტრექტომია, რომლის დროსაც ქირურგიული წესით ხდება თვალის კაკალში არსებული მინისებრი სხეულის ამოსუფთავება და მისი სილიკონით ჩანაცვლება. აღნიშნული მეთოდი ავადმყოფს იცავს ისეთი გართულებისგან, როგორიც ბადურას ჩამოშლაა; • იმ შემთხვევაში - თუ ბადურა უკვე ჩამოშლილია, მკურნალობის ნებისმიერი მეთოდი უშედეგო და უფრო მეტი - სახიფათოცაა, რადგან ამ დროს ნებისმიერი უმნიშვნელო ჩარევაც კი არა მხოლოდ მხედველობის, არამედ თვალის დაკარგვითაც შეიძლება დასრულდეს.
  • 16.
  • 17. პროფილაქტიკა მნიშვნელოვანია ადამიანმა შაქრიანი დიაბეტის გამოვლენისთანავე მიმართოს ოფთალმოლოგს, რათა შაქრიანი დიაბეტის პარალელურად მოხდეს დიაბეტური რეტინოპათიის პროფილაქტიკა. დიაბეტური რეტინოპათიით გამოწვეული მხედველობის პრობლემების ხანგრძლივი დროით გადავადებისთვის აუცილებელია: • დიაბეტის მართვა, რომელშიც მოიაზრება - ჯანსაღი დიეტა, სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზება და ა.შ.; • არტერიული წნევის მოწესრიგება; • მსუბუქი ვარჯიში.
  • 18. ბიბლიოგრაფია • American Diabetes Association (2014). Standards of medical care in diabetes-2014. Diabetes Care, 37(Suppl 1): S14-S80. DOI: 10.2337/dc14-S014. Accessed January 7, 2014. • Fletcher EC, et al. (2011). Retina. In P Riordan-Eva, JP Whitcher, eds., Vaughan and Asbury's General Ophthalmology, 18th ed., pp. 190-221. New York: McGraw-Hill. • Hammes HP, et al. (2010). Diabetic retinopathy: Targeting vasoregression. Diabetes, 60(1): 9-16. Available online: http://diabetes.diabetesjournals.org/content/60/1/9.full. • Mohamed QA, et al. (2011). Diabetic retinopathy (treatment), search date June 2010. BMJ Clinical Evidence. Available online: http://www.clinicalevidence.com. • მ.მუხიგული-დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია • http://rubrica.ge/eqimis-konsultacya/shaqriani-diabeti-rodis- iwvevs-sibrmaves/ • http://www.medgeo.net/2014/02/19/diabeti-da-tvali/ • http://belriem.org/?p=11421