1. მე5 კლასი
ამოცანები
1. (ტესტური ამოცანა 2 ქულა) რამდენი განსხვავებული ორნიშნა რიცხვის ჩაწერა
შეიძლება ციფრებით 1,2,3 თუ ციფრების გამეორება შეიძლება?
A. 7; B. 8; C. 9; D. 10.
2. (ამოსახსნელი ამოცანა 4 ქულა) გვანცას ფანჯრის თაროზე 2 ყვავილი აქვს: კაქტუსი
და ია. იგი მათ ყოველდღიურად მორიგეობით რწყავს. დღეს კვირაა და გვანცამ
კაქტუსი მორწყა. რამდენი დღის გასვლის შემდეგ გამეორდება სიტუაცია(ანუ იქნება
კვირა და კვლავ კაქტუსს მოუწევს მორწყვა)? (ახსენით)
3. (ამოსახსნელი ამოცანა 5 ქულა) 11 რიცხვი შეკრიბეს და მიიღეს კენტი რიცხვი.
შეიძლება თუ არა ამ 11დან ზუსტად 7 იყოს ლუწი? რატომ?