2. ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონმდებლობა
სათავეს შვედეთში იღებს, სადაც მსოფლიოში პირველი
ინფორმაციის თავისუფლების აქტი 1766 წელს იქნა
მიღებული. დღეს, ამ თარიღიდან დაახლოებით ორი
საუკუნის შემდეგ, ინფორმაციის თავისუფლება მსოფლიოს
ყველა კონტინენტზე აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ
ძირითად უფლებად. თუმცა, ამ საყოველთაო აღიარებამდე,
ცალკეულ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო
ორგანიზაციებს, მრავალი ეტაპის გავლა დასჭირდათ.
3. 1948 წელს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაციის მე-19 მუხლში, ინფორმაციის მიღების
უფლებამ შემდეგი ფორმულირება ჰპოვა: „ყოველ ადამიანს
აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი
თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის
თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი
და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები
ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო
საზღვრებისაგან დამოუკიდებლად“.
4. ინფორმაციის თავისუფლების ისეთ ჯგუფებს მოიცავს, როგორებიცაა
სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის
გავრცელება და სხვ. საქართველოს კონსტიტუცია იცავს ინფორმაციის
თავისუფლებას, როგორც ყოველი ადამიანის უფლებას, თავისუფლად
მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს
თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
5. საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 24 :
• ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია, გამოთქვას და
გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუა-
ლებით.
• მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუ-
შვებელია.
• სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის
ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
6. მუხლი 41
• საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი
წესით გაეცნოს სახელმწიფოდაწესებულებებში მასზე არსებულ ინფ
ორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს,თუ ისი
ნი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლ
ოებას.
• ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშ
ირებულია ადამიანისჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კ
ერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოსხელმისაწვდომი თვი
თ ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემ
თხვევებისა,როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისუზრუნველსაყოფად, ჯანმრთელო
ბის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
7. ინფორმაციის თავისუფლება,
როგორც შეზღუდული უფლება
• ინფორმაციის თავისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს
კონსტიტუციით მინიჭებულ აბსოლუტურ უფლებას. ადამიანის
აბსოლუტური უფლება არის მხოლოდ და მხოლოდ ის უფლება,
რომლის შეზღუდვა დაუშვებელია - მაგალითად, სიცოცხლის
უფლება, რომელიც ხელშეუვალია და რომლის ხელყოფაც
შესაბამისი კანონით ისჯება.
• საჯარო დაწესებულებაში არსებული ყველა სახის მონაცემის მიღება
კანონმდებლობით დაშვებული არაა, რაც წარმოადგენს სწორედ მისი
შეზღუდვის საფუძველს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე
მუხლის მიხედვით, ინფორმაციის თავისუფლების უფლება
შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი მოიცავს საიდუმლოების შემცველ
მონაცემებს.