1. მოსახლეობის დასახლების ძირითადი
არეალები მსოფლიოში
დედამიწის ზედაპირზე არის გამორჩეულად მჭიდროდ
დასახლებული რეგიონები. მოსახლეობის სიმჭიდროვეს
მეტწილად განაპირობებს ადგილობრივი ჰავა.
სანაპირო ზოლი და ვაკე-დაბლობები ბევრად ხელსაყრელ
ბუნებრივ პირობებს ქმნის ადამიანის ცხოვრებისა და სამეურნეო
საქმიანობისთვის.
2. ნილოსის დელტა
ნილოსის დელტა ვრცელი დელტაა ჩრდილოეთ ეგვიპტეში,
მდინარე ნილოსის ხმელთაშუა ზღვასთან შერთვის ადგილას. ის
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დელტაა. ხმელთაშუა
ზღვის სანაპიროზე მოიცავს 240 კმ-ს -არის მდიდარი აგრო-
კულტურული რეგიონი, რის გამოც არის მჭიდროდ
დასახლებული.
3. ჩინეთის დიდი ვაკე
ჩინეთის დიდი ვაკე ერთ-ერთი უძველესი ვაკეა აზიის
აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთში. აღმოსავლეთით ესაზღვრება
ყვითელი ზღვა, ჩრდილოეთით ტიანშანის მთები, დასავლეთით
ტაიხანშანის ქედი , სამხრეთით გადადის მდინარე იანძის
ქვემოთის ვაკეში. ჰავა სუბტროპიკული, მუსონურია. ზამთარში
ცივი და მშრალი ჰაერია, ზაფხულში კი ცხელი და წვიმიანი.
განვითარებულია ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგი.
4. სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია დიდი რეგიონია აზიაში.
მოიცავს ინდოჩინეთის ნახევარკუნძულს, ზონდის კუნძულებს და
ფილიპინებს. რელიეფი საშუალომთიანი და დაბლობია. ჰავა
მრავალფეროვანია . გავრცელებულია ტროპიკული ტყეები და
სავანები.
5. ევროპა
ფართობი 10 000 000 კვ.კმ
მოსახლეობა 731 000 000
მოსახლეობის სიმჭიდროვე 70კაცი/კვ.კმ
ატლანტის ოკეანის გავლენით ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე
ვრცელდება ზომიერი კლიმატი.
ევროპა მდიდარია ჰიდრორესურსებით. ტერიტორიის უდიდეს
ნაწილზე ვრცელდება ტყეების ზონა.
აქ კარგი პირობებია ადამიანების ცხოვრებისათვის.