Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
სლაიდი დოდო
1. საქართველო ამერ კავკასიაში მდებარეობს. ქვეყნის საერთო ფართობი 69,7 ათასი კვადრატული
კილომეტრია. საქართველოს ბუნება მისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით მრავალფეროვნებით
გამოირჩევა. მას რთული რელიეფი და მაღალი ზონები ახასიათებს. კავკასიური რეგიონი, რომელშიც
საქართველო მდებარეობს, მიწის ქერქს, მოძრავ ალპურ სარტყელს განეკუთვნება, რომელიც
განაპირობებს მის კონტრასტულ რელიეფს და მრავალფეროვან ლანდშაფტს მისი სხვადასვა ტიპის
კლიმატით
3. საქართველო ყოველთვის საინტერესო ქვეყანად ითვლებოდა ბუნებრივი კომპონენტების
ნაირსახეობებით, მრავალფეროვანი გეოლოგიური, რელიეფური, კლიმატური და ნიადაგ-
მცენარეული სტრუქტურით, რაც ერთიან კომპლექსში რთულ და საინტერესო ლანდშაფტურ
სპექტრს ქმნის. გეოსისტემების განსაკუთრებული სიმრავლე კი, ისეთი მცირე ტერიტორიის
მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, განაპირობებს ბუნებრივ და სოციალურ-
ეკონომიკური ხასიათის მოვლენათა ნაირგვარობას. ამიტომაცაა საქართველოს ლანდშაფტები
განსაკუთრებით უნიკალური, საინტერსო და გამორჩეული.
•
4. აღმოსავლეთი საქართველოს ლანდშაფტები ვაკეების, მთიანი ვაკეებისა
და სტეპური მდელოების მონაცვლეობით ხასიათდება, რომლებიც ადამიანის
საქმიანობამაც მნიშვნელოვნად შეცვალა. აქ არის თბილი, მშრალი,
სუბტროპიკული კლიმატი და ყავისფერი ნიადაგები. მათი მნიშვნელოვანი
ნაწილი განაშენიანებულია. ბუნებრივი მცენარეული საფარი თითქმის არ
შენარჩუნებულა. მიწის დიდი ნაწილი ვენახებით, ბაღებით, ყანებითა და
ბოსტნეული კულტურების ნარგავებით არის დაკავებული.