SlideShare a Scribd company logo
1 of 6
სლაიდი 1 --მისალმება
სლაიდი 2
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ანუ გემბლინგი, იგივე
ლუდომანია, მოიცავს კაზინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სათამაშო ავტომატებზე,
ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას.
სლაიდი 3
აზარტი ფრანგული სიტყვაა “hazard”და ნიშნავს “შემთხვევას”,
არაბულად “az-zahr”-თავდავიწყებით გატაცება რამეთი (მაგ. ფულზე თამაშით,
ნადირობით და სხვ.)
სლაიდი 4
გემბლინგი ხასიათდება თამაშის პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხით,
ადრინდელი ინტერესების გაუფასურებით, თამაშზე მუდმივი ფიქრით, კონტროლის
დაკარგვით (თამაშის დროზე შეწყვეტის შეუძლებლობა), თამაშის გარეშე სიტუაციაში
დისკომფორტით, სათამაშო აქტივობის რიტმის თანდათანობითი გახშირებით.
სლაიდი 5
აზარტული თამაშები ხშირად იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და,
ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და
ნარკომანია იწვევს.
ამ საშინელ და საშიშ მდგომარეობაში შეიძლება ყველა, არამარტო არასრულწლოვანი,
არამედ ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდეს.
სლაიდი 6
აზარტული თამაშები წარმოიშვა სათამაშო ძვლების (კამათლების) გამოგონებასთან
ერთად. ეგვიპტეში გათხრებისას ნანახია ოთხწახნაგიანი ოცწახნაგიანი კამათლებიც
კი…
 მე–18 საუკუნეში მონტე-კარლოში აზარტული თამაშების უზარმაზარი
სასახლე გაიხსნა. სხვადასხვა კუთხეებიდან ხალხის უწყვეტი ნაკადი
მიდიოდა, რომ ბედი ეცადათ და მათთვის ერთ-ერთ უმთავრეს სათამაშო
მექანიზმს, რაღა თქმა უნდა ”რულეტკა” წარმოადგენდა.
სლაიდი 7
მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური
არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა.
დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი
ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ
ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის
70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი
კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა.
სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი,
რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული.
სლაიდი 8
აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო
ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში
სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად
ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ
ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად
ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის
ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ
გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ
ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად
იცვლიან.
სლაიდი 9
რა ახასიათებს ლუდომანიას?
 თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, კაზინოში და აპარატებთან უფრო და უფრო
მეტი ხნის გატარება;
 ინტერესთა სფეროს შეცვლა - თამაში ადამიანის ცხოვრებიდან თანდათან
დევნის სხვა ინტერესებს; ლუდომანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებაში
სათამაშო კომბინაციებს და მასთან დაკავშირებულ სიტუაციებს წარმოისახავს;
 თვითკონტროლის დაკარგვა - ლუდომანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ
ახერხებს თამაშისთვის თავის დანებებას, განურჩევლად იმისა, იგებს თუ
გამუდმებით აგებს;
 ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით
შეწყვეტისას, რადგან თამაშის სურვილი ძნელი გადასალახია. ეს მდგომარეობა
ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის
ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების
კონცენტრაციის დაქვეითება;
 თამაშის გახშირება, ამასთან, მომატებული რისკის ხარჯზე;
 გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გაეკაროს სათამაშო ადგილს, საკმარისია
უმნიშვნელო პროვოკაცია და თამაშზე დამოკიდებულება ახლდება
სლაიდი 10
თამაშზე დამოკიდებულების განვითარების სტადიები
თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება:
1. მოგებათა სტადია;
2. წაგებათა სტადია;
3. განხიბვლის სტადია.
 მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან
იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი.
 წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს
მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ
აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს
მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს
ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით,
გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ
ახერხებს.
 განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ
რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით,
ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა,
თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება
ემოციური აშლილობა.
სლაიდი 11
ცნობილი მოაზროვნეების აზრი აზარტულ მოთამაშეებზე
• დოსტოევსკის რომანი “მოთამაშე”
• ცვაიგის ნოველა “შიში”
• ლევი–სტროსი აზარტის შესახებ
აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის, შეუძლია,
დამოკიდებული გახადოს ადამიანი. პრობლემა ის არის, რომ თუ ღრმად შესულ
მოთამაშეზე ვისაუბრებთ, დოსტოევსკისეული "მოთამაშის" კატეგორიაში რომ არის,
გაცილებით რთულია, დაანებებინო თავი, ვიდრე ნარკომანს - ნარკოტიკებისთვის.
სლაიდი 12
- რამდენად უწყობს ხელს ლუდომანიას ქვეყნის პოზიცია, ქვეყანაში ეს ბიზნესი
განავითაროს?
- თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რაც შეიძლება მეტი
გადასახადი ამოიღოს, აღარ უნდა გვაკვირვებდეს კაზინოების გახსნა, საიდანაც
სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც
ფეხზე არ დამდგარა, მსგავს სტრატეგიას ირჩევს და ყველაფრის უფლებას აძლევს
ჩამოსულს, ტურისტებს, ეს განსაკუთრებით ტიპობრივია ტურისტული
ქვეყნებისთვის. როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - მეზობელ ქვეყნებშიც,
პრაქტიკულად აკრძალულია სათამაშო დაწესებულებები, დანატრებული ხალხი
საქართველოში ჩამოდის და ნებისმიერ მოსახვევში შეუძლია დაიკმაყოფილოს
მოთხოვნილება. ქვეყანა მიდის ბევრ ისეთ დათმობაზე, რაც საზიანოა სოციუმისა და
ქვეყნის ინტერესებისთვის.
სლაიდი 13, 14, 15.
ლას-ვეგასს სინგაპურმა "გადაუჯოკრა"
სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი
სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბოლო დროს სათამაშო
ბიზნესის მსოფლიო დედაქალაქს - ლას-ვეგასს, სინგაპურის სახით კონკურენტი
გამოუჩნდა. სინგაპურში აზარტული თამაშების ბიზნესი სულ ორი წელია არსებობს,
მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოში არსებული კაზინოების ბრუნვამ 2011 წელს უკვე 6
მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ, როცა ლას-ვეგასში კაზინოების ბრუნვა
გასულ წელს 8 მილიარდიდან 6-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურში
კაზინოში შესვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აკრძალულია, სამაგიეროდ,
ტურისტებისთვის ფართოდ არის კარი ღია. მხოლოდ გასულ წელს სინგაპური 11,65
მილიონმა ტურისტმა მოინახულა, საიდანაც ყოველმა მეორემ კაზინოშიც სცადა
ბედი.
სლაიდი 16
შემაშფოთებელი სტატისტიკა
ბევრ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს კანონი არეგულირებს. მაგალითად, ყაზახეთსა და
რუსეთში კაზინოების მოწყობა მხოლოდ პერიფერიულ ზონებშია ნებადართული.
2013 წლიდან დედაქალაქიდან კაზინოები სომხებსაც გააქვთ. 1998 წელს თურქეთში
კაზინოები მასობრივად დაიხურა იმ მიზეზით, რომ ეს არალეგალურად ნაშოვნი
ფულის გათეთრების საშუალება იყო, რაშიც პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული.
სამორინეების მოწყობა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც აკრძალულია. საგანგაშო
სტატისტიკამ გერმანიის მთავრობაც დააფიქრა - კვლევის თანახმად,
თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500 ათასი
ლუდომანი ჰყავთ. შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, გერმანიის
ხელისუფლება კაზინოებს ვერ ელევა, რადგან მხოლოდ შარშან სათამაშო
ბიზნესიდან ამოღებულმა გადასახადებმა ქვეყნის ხაზინა 4,5 მლრდ ევროთი
შეავსო.
სხვათა შორის, აზარტული თამაშების მსოფლიო შემოსავალი ძალიან სწრაფად,
წელიწადში დაახლოებით 9,2%-ით იზრდება და 2015 წლისთვის 183 მილიარდ
დოლარს მიაღწევს. სწრაფი ტემპით იზრდება ონლაინკაზინოს შემოსავლებიც.
სლაიდი 17
მსოფლიო ხალხებს შორის ყველაზე აზარტულები თურმე ავსტრალიელები არიან და
კაზინოში წლიურად ერთი ზრდასრული ავსტრალიელი საშუალოდ 1.288 დოლარს
ხარჯავს.
სლაიდი 18.19.
თბილისის მონაცემები 2009 წლის მდგომარეობით
სათამაშო ბიზნესიდან 9 თვეში თბილისის ბიუჯეტში 21.316.1 ათასი ლარი შევიდა.
ეს, წინა წელთან შედარებით, 1417,5 ათასი ლარით ნაკლები და გეგმის 99,1%–ა.
უფრო კონკრეტულად, თანხები შემდეგი მიმართულებებიდან იქნა ამოღებული:
• სათამაშო აპარატები–12,215,7 ათასი ლარი
• კაზინო – 7,596,5
• ტოტალიზატორები, ბინგო და ლოტო – 1,038,2 ათასი ლარი
• დანარჩენი 465,7 ათასი კი სხვადასხვა წამახალისებელ გათამაშებაზე მოდის.
სლაიდი 20
სათამაშო ბიზნესის აყვავება მთავრობას ტურიზმის განვითარების საუკეთესო
საშუალებად მიაჩნია.
ეს მომგებიანი იქნება ბიუჯეტისთვისაც, მაგრამ მთავრობა არ ითვალისწინებს, რომ
ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ადამიანთა ფსიქიკური ჯანმრთელობა დგება
საფრთხის ქვეშ.
სლაიდი 21
როგორ მკურნალობენ ლუდომანიას?
პირველი ნაბიჯი - ფაქტის აღიარება
მეორე ნაბიჯი - თანადგომა
თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ
დაავადებულმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა იგრძნო. დაეხმარეთ იმის
გაცნობიერებაში, რომ შეგიძლიათ აპატიოთ დანაკარგი, რომ ფული მოდის და მიდის,
მთავარი ადამიანია.
მესამე ნაბიჯი - სპეციალისტთა დახმარება
ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებლად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა
პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების:
ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის - დახმარება. მკურნალობის დაწყებამდე როგორც
პაციენტის ახლობლებმა, ისე თავად პაციენტმა უნდა ირწმუნონ, რომ დამოკიდებულებას
დაამარცხებენ.
მეოთხე ნაბიჯი - მიზეზის პოვნა
აუცილებელია მივაგნოთ თამაშზე დამოკიდებულების თავდაპირველ მიზეზს, რადგან
მხოლოდ შედეგთან ბრძოლით მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ.
სლაიდი 22
ლუდომანია, როგორც ყველა სხვა ფსიქიკური დაავადება, ინდივიდუალურ მიდგომას
მოითხოვს. ნებისმიერმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა გაცილებით უარესი შედეგი გამოიღოს.
ახლობლებს და ოჯახის წევრებს კი გირჩევთ:
 მკურნალობის შემდეგ ნუ გაახსენებთ ლუდომანს წარსულს და ნურც ჩადენილის
გამო უსაყვედურებთ.
 ნუ ეცდებით მისი ფსიქიკური მდგრადობის გამოცდას - ამით შესაძლოა თავად
მოახდინოთ მისი ხელახალი პროვოცირება.
 ეცადეთ, მასთან ერთად წარსული თქვენც ცუდი სიზმარივით დაივიწყოთ.
სლაიდი 23-წყაროები
სლაიდი 24- მადლობა ყურადღებისათვის.

More Related Content

More from Harry Kodua

artificial intelligence
artificial intelligenceartificial intelligence
artificial intelligenceHarry Kodua
 
ცნობიერება და აზროვნება
ცნობიერება და აზროვნებაცნობიერება და აზროვნება
ცნობიერება და აზროვნებაHarry Kodua
 
პრეზენტაცია არქიტექტურა
პრეზენტაცია არქიტექტურაპრეზენტაცია არქიტექტურა
პრეზენტაცია არქიტექტურაHarry Kodua
 
Gemblingi referati
Gemblingi referatiGemblingi referati
Gemblingi referatiHarry Kodua
 
Batch programming
Batch programmingBatch programming
Batch programmingHarry Kodua
 
The latest inventions
The latest inventionsThe latest inventions
The latest inventionsHarry Kodua
 
Batch programming
Batch programmingBatch programming
Batch programmingHarry Kodua
 
წარმოებული და მისი თვისებები
წარმოებული და მისი თვისებებიწარმოებული და მისი თვისებები
წარმოებული და მისი თვისებებიHarry Kodua
 

More from Harry Kodua (16)

artificial intelligence
artificial intelligenceartificial intelligence
artificial intelligence
 
msql
msqlmsql
msql
 
msql
msqlmsql
msql
 
msql
msqlmsql
msql
 
ცნობიერება და აზროვნება
ცნობიერება და აზროვნებაცნობიერება და აზროვნება
ცნობიერება და აზროვნება
 
პრეზენტაცია არქიტექტურა
პრეზენტაცია არქიტექტურაპრეზენტაცია არქიტექტურა
პრეზენტაცია არქიტექტურა
 
Linux kali
Linux kaliLinux kali
Linux kali
 
Gemblingi
GemblingiGemblingi
Gemblingi
 
Gemblingi referati
Gemblingi referatiGemblingi referati
Gemblingi referati
 
Batch programming
Batch programmingBatch programming
Batch programming
 
The latest inventions
The latest inventionsThe latest inventions
The latest inventions
 
Pres vir
Pres virPres vir
Pres vir
 
Philo
PhiloPhilo
Philo
 
Myppt
MypptMyppt
Myppt
 
Batch programming
Batch programmingBatch programming
Batch programming
 
წარმოებული და მისი თვისებები
წარმოებული და მისი თვისებებიწარმოებული და მისი თვისებები
წარმოებული და მისი თვისებები
 

Gemblingi referati

  • 1. სლაიდი 1 --მისალმება სლაიდი 2 აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ანუ გემბლინგი, იგივე ლუდომანია, მოიცავს კაზინოზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სათამაშო ავტომატებზე, ტოტალიზატორზე დამოკიდებულებას. სლაიდი 3 აზარტი ფრანგული სიტყვაა “hazard”და ნიშნავს “შემთხვევას”, არაბულად “az-zahr”-თავდავიწყებით გატაცება რამეთი (მაგ. ფულზე თამაშით, ნადირობით და სხვ.) სლაიდი 4 გემბლინგი ხასიათდება თამაშის პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხით, ადრინდელი ინტერესების გაუფასურებით, თამაშზე მუდმივი ფიქრით, კონტროლის დაკარგვით (თამაშის დროზე შეწყვეტის შეუძლებლობა), თამაშის გარეშე სიტუაციაში დისკომფორტით, სათამაშო აქტივობის რიტმის თანდათანობითი გახშირებით. სლაიდი 5 აზარტული თამაშები ხშირად იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყაროდ და, ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორსაც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია იწვევს. ამ საშინელ და საშიშ მდგომარეობაში შეიძლება ყველა, არამარტო არასრულწლოვანი, არამედ ზრდასრული ადამიანი აღმოჩნდეს. სლაიდი 6 აზარტული თამაშები წარმოიშვა სათამაშო ძვლების (კამათლების) გამოგონებასთან ერთად. ეგვიპტეში გათხრებისას ნანახია ოთხწახნაგიანი ოცწახნაგიანი კამათლებიც კი…  მე–18 საუკუნეში მონტე-კარლოში აზარტული თამაშების უზარმაზარი სასახლე გაიხსნა. სხვადასხვა კუთხეებიდან ხალხის უწყვეტი ნაკადი მიდიოდა, რომ ბედი ეცადათ და მათთვის ერთ-ერთ უმთავრეს სათამაშო მექანიზმს, რაღა თქმა უნდა ”რულეტკა” წარმოადგენდა. სლაიდი 7
  • 2. მას შემდეგ, რაც სათამაშო ბიზნესი იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და ლეგალური არსებობის უფლება მოიპოვა, მომრავლდა კაზინოები და სლოტკლუბები და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი - F 63.0 მიენიჭა. დიდი ფულის მოგების სურვილი აზარტული თამაშებისკენ ბევრს უბიძგებს, აქედან კი დამოკიდებულებამდე ერთი ნაბიჯია. გასული საუკუნის 70-იან წლებში, სათამაშო აპარატების გაჩენის შემდეგ, ინგლისში უამრავი კინოთეატრი დაიხურა - ხალხს კინოში სიარულს აპარატებთან დგომა ერჩივნა. სადღეისოდ მთელ მსოფლიოში უკვე 5%-ს უტოლდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ცხოვრებაც კაზინოსა და სათამაშო ავტომატებზეა დამოკიდებული. სლაიდი 8 აზარტული თამაშებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, მართალია, მამაკაცებში უფრო ხშირია, მაგრამ ქალებში გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი სქესი ამ ქსელში სამჯერ უფრო სწრაფად ებმება და ფსიქოთერაპიასაც გაცილებით ძნელად ემორჩილება. მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები ლუდომანები ზრდასრულ ასაკში ხდებიან და მათ 1-4%-ში დამოკიდებულება ისეთ ფორმას იღებს, ხშირად ფსიქიატრის ჩარევაც კი ხდება საჭირო. ქალებში ლუდომანიას თითქმის ყოველთვის ახლავს თან დეპრესიული აშლილობა, მამაკაცებში კი ალკოჰოლიზმი, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ხშირად და ადვილად ანგრევენ ოჯახებს, არღვევენ სამსახურში ქცევის წესებს და სამუშაო ადგილსაც ხშირად იცვლიან. სლაიდი 9 რა ახასიათებს ლუდომანიას?  თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, კაზინოში და აპარატებთან უფრო და უფრო მეტი ხნის გატარება;  ინტერესთა სფეროს შეცვლა - თამაში ადამიანის ცხოვრებიდან თანდათან დევნის სხვა ინტერესებს; ლუდომანი მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, გონებაში სათამაშო კომბინაციებს და მასთან დაკავშირებულ სიტუაციებს წარმოისახავს;  თვითკონტროლის დაკარგვა - ლუდომანი სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ახერხებს თამაშისთვის თავის დანებებას, განურჩევლად იმისა, იგებს თუ გამუდმებით აგებს;  ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას, რადგან თამაშის სურვილი ძნელი გადასალახია. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;  თამაშის გახშირება, ამასთან, მომატებული რისკის ხარჯზე;
  • 3.  გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ გაეკაროს სათამაშო ადგილს, საკმარისია უმნიშვნელო პროვოკაცია და თამაშზე დამოკიდებულება ახლდება სლაიდი 10 თამაშზე დამოკიდებულების განვითარების სტადიები თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება: 1. მოგებათა სტადია; 2. წაგებათა სტადია; 3. განხიბვლის სტადია.  მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი.  წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს.  განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას, უვითარდება ემოციური აშლილობა. სლაიდი 11 ცნობილი მოაზროვნეების აზრი აზარტულ მოთამაშეებზე • დოსტოევსკის რომანი “მოთამაშე” • ცვაიგის ნოველა “შიში” • ლევი–სტროსი აზარტის შესახებ აზარტული თამაშები ნარკოტიკების კატეგორიაში შედის, შეუძლია, დამოკიდებული გახადოს ადამიანი. პრობლემა ის არის, რომ თუ ღრმად შესულ მოთამაშეზე ვისაუბრებთ, დოსტოევსკისეული "მოთამაშის" კატეგორიაში რომ არის, გაცილებით რთულია, დაანებებინო თავი, ვიდრე ნარკომანს - ნარკოტიკებისთვის. სლაიდი 12 - რამდენად უწყობს ხელს ლუდომანიას ქვეყნის პოზიცია, ქვეყანაში ეს ბიზნესი განავითაროს?
  • 4. - თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რაც შეიძლება მეტი გადასახადი ამოიღოს, აღარ უნდა გვაკვირვებდეს კაზინოების გახსნა, საიდანაც სახელმწიფოს საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვს. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ფეხზე არ დამდგარა, მსგავს სტრატეგიას ირჩევს და ყველაფრის უფლებას აძლევს ჩამოსულს, ტურისტებს, ეს განსაკუთრებით ტიპობრივია ტურისტული ქვეყნებისთვის. როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - მეზობელ ქვეყნებშიც, პრაქტიკულად აკრძალულია სათამაშო დაწესებულებები, დანატრებული ხალხი საქართველოში ჩამოდის და ნებისმიერ მოსახვევში შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება. ქვეყანა მიდის ბევრ ისეთ დათმობაზე, რაც საზიანოა სოციუმისა და ქვეყნის ინტერესებისთვის. სლაიდი 13, 14, 15. ლას-ვეგასს სინგაპურმა "გადაუჯოკრა" სტატისტიკის თანახმად, წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი სტუმრობს კაზინოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბოლო დროს სათამაშო ბიზნესის მსოფლიო დედაქალაქს - ლას-ვეგასს, სინგაპურის სახით კონკურენტი გამოუჩნდა. სინგაპურში აზარტული თამაშების ბიზნესი სულ ორი წელია არსებობს, მაგრამ ქალაქ-სახელმწიფოში არსებული კაზინოების ბრუნვამ 2011 წელს უკვე 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მაშინ, როცა ლას-ვეგასში კაზინოების ბრუნვა გასულ წელს 8 მილიარდიდან 6-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპურში კაზინოში შესვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის აკრძალულია, სამაგიეროდ, ტურისტებისთვის ფართოდ არის კარი ღია. მხოლოდ გასულ წელს სინგაპური 11,65 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, საიდანაც ყოველმა მეორემ კაზინოშიც სცადა ბედი. სლაიდი 16 შემაშფოთებელი სტატისტიკა ბევრ ქვეყანაში სათამაშო ბიზნესს კანონი არეგულირებს. მაგალითად, ყაზახეთსა და რუსეთში კაზინოების მოწყობა მხოლოდ პერიფერიულ ზონებშია ნებადართული. 2013 წლიდან დედაქალაქიდან კაზინოები სომხებსაც გააქვთ. 1998 წელს თურქეთში კაზინოები მასობრივად დაიხურა იმ მიზეზით, რომ ეს არალეგალურად ნაშოვნი ფულის გათეთრების საშუალება იყო, რაშიც პოლიტიკოსებიც იყვნენ ჩართული. სამორინეების მოწყობა ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც აკრძალულია. საგანგაშო სტატისტიკამ გერმანიის მთავრობაც დააფიქრა - კვლევის თანახმად, თამაშდამოკიდებულთა რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500 ათასი ლუდომანი ჰყავთ. შემაშფოთებელი სტატისტიკის მიუხედავად, გერმანიის ხელისუფლება კაზინოებს ვერ ელევა, რადგან მხოლოდ შარშან სათამაშო ბიზნესიდან ამოღებულმა გადასახადებმა ქვეყნის ხაზინა 4,5 მლრდ ევროთი შეავსო. სხვათა შორის, აზარტული თამაშების მსოფლიო შემოსავალი ძალიან სწრაფად,
  • 5. წელიწადში დაახლოებით 9,2%-ით იზრდება და 2015 წლისთვის 183 მილიარდ დოლარს მიაღწევს. სწრაფი ტემპით იზრდება ონლაინკაზინოს შემოსავლებიც. სლაიდი 17 მსოფლიო ხალხებს შორის ყველაზე აზარტულები თურმე ავსტრალიელები არიან და კაზინოში წლიურად ერთი ზრდასრული ავსტრალიელი საშუალოდ 1.288 დოლარს ხარჯავს. სლაიდი 18.19. თბილისის მონაცემები 2009 წლის მდგომარეობით სათამაშო ბიზნესიდან 9 თვეში თბილისის ბიუჯეტში 21.316.1 ათასი ლარი შევიდა. ეს, წინა წელთან შედარებით, 1417,5 ათასი ლარით ნაკლები და გეგმის 99,1%–ა. უფრო კონკრეტულად, თანხები შემდეგი მიმართულებებიდან იქნა ამოღებული: • სათამაშო აპარატები–12,215,7 ათასი ლარი • კაზინო – 7,596,5 • ტოტალიზატორები, ბინგო და ლოტო – 1,038,2 ათასი ლარი • დანარჩენი 465,7 ათასი კი სხვადასხვა წამახალისებელ გათამაშებაზე მოდის. სლაიდი 20 სათამაშო ბიზნესის აყვავება მთავრობას ტურიზმის განვითარების საუკეთესო საშუალებად მიაჩნია. ეს მომგებიანი იქნება ბიუჯეტისთვისაც, მაგრამ მთავრობა არ ითვალისწინებს, რომ ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ადამიანთა ფსიქიკური ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ. სლაიდი 21 როგორ მკურნალობენ ლუდომანიას? პირველი ნაბიჯი - ფაქტის აღიარება
  • 6. მეორე ნაბიჯი - თანადგომა თამაშზე დამოკიდებულების მკურნალობა შედეგიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ დაავადებულმა ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანადგომა იგრძნო. დაეხმარეთ იმის გაცნობიერებაში, რომ შეგიძლიათ აპატიოთ დანაკარგი, რომ ფული მოდის და მიდის, მთავარი ადამიანია. მესამე ნაბიჯი - სპეციალისტთა დახმარება ყველამ უნდა იცოდეს, რომ დამოუკიდებლად ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. აუცილებელია კვალიფიციური სპეციალისტების: ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის - დახმარება. მკურნალობის დაწყებამდე როგორც პაციენტის ახლობლებმა, ისე თავად პაციენტმა უნდა ირწმუნონ, რომ დამოკიდებულებას დაამარცხებენ. მეოთხე ნაბიჯი - მიზეზის პოვნა აუცილებელია მივაგნოთ თამაშზე დამოკიდებულების თავდაპირველ მიზეზს, რადგან მხოლოდ შედეგთან ბრძოლით მდგომარეობიდან ვერ გამოვალთ. სლაიდი 22 ლუდომანია, როგორც ყველა სხვა ფსიქიკური დაავადება, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ნებისმიერმა უხეშმა ჩარევამ შესაძლოა გაცილებით უარესი შედეგი გამოიღოს. ახლობლებს და ოჯახის წევრებს კი გირჩევთ:  მკურნალობის შემდეგ ნუ გაახსენებთ ლუდომანს წარსულს და ნურც ჩადენილის გამო უსაყვედურებთ.  ნუ ეცდებით მისი ფსიქიკური მდგრადობის გამოცდას - ამით შესაძლოა თავად მოახდინოთ მისი ხელახალი პროვოცირება.  ეცადეთ, მასთან ერთად წარსული თქვენც ცუდი სიზმარივით დაივიწყოთ. სლაიდი 23-წყაროები სლაიდი 24- მადლობა ყურადღებისათვის.