SlideShare a Scribd company logo
ბორჯომი
პრეზენტატორი:მარიამ შაყულაშვილი
• ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს,
მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან
კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომი უძველესი
კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია და აქ სხვადასხვა
ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი
ტყეებით,სუფთა ჰაერით, სამკურნალო და მინერალური წყლებით, ალპური
მინდვრებითა და მწვანეში ჩაფლული ტბებით უამრავ დამსვენებელსა და
მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. დიდი პოპულარობით სარგებლობს
ბორჯომის სამთო-სათხილამურო და ბალნეო-კლიმატური კურორტი,
სადაც სასიამოვნო დასვენებასთან და შესანიშნავი ბუნებით ტკბობასთან
ერთად წინაქრისტიანული ციკლოპური ნაგებობების, შუასაუკუნეების
ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების მონახულებაც შეიძლება.
ეიფელის ხიდი- ხიდი მდინარე ცემისწყალზე
ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან
რკინიგზის წაღვერი-ცემის მონაკვეთზე. ხიდი
მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა
ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების
მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი
‘ეიფელის კოშკის’ ავტორს გიუსტავ ეიფელს.
ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე
ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი
განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ
ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით
ბორჯომი-ბაკურიანი, პირველმა “კუკუშკა”
მატარებელმა გაიარა.
მწვანე მონასტერი ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე
კილომეტრში, სოფ. ჩითახევის მახლობლად,
დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში
მდებარეობს. აქ დღესაც მამათა მონასტერია. IX
საუკუნის ეს ძეგლი, მეცნიერთა აზრით, ცნობილი
ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის
მოწაფეების-ქრისტეფორასა და თევდორის
აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა
და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული
ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი
ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. ის ნაგებია
უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის
არ გააჩნია. XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების
დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ
და დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც
შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების
სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი
ნაკვალევის ნახვა. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა,
რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.
რომანოვების სასახლე მეცხრამეტე საუკუნის
პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის
ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში
აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია.
ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე
1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ
ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომ
ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა.
სასახლეში დაცულია უნიკალური
ექსპონატები მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ
რომანოვებისთვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის
შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად
რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის
ხელით კაკლის ხის ფესვებისგან
დამზადებული მაგიდა. სასახლეში არსებული
თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი-ეროვნული პარკი
მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის
რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით. ის ერთ-ერთი
უდიდესი პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე- ჯავახეთის
იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.
საქართველოში გარემოს დაცვის ახალი ეტაპი XIX საუკუნიდან
დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის
იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად
დაინიშნა მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას
ძალიან მოეწონა ბორჯომის ხეობა და აქ საზაფხულო რეზიდენციის
აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე IIმ
ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის
დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა აკრძალა.
1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი. ას წელზე
მეტი ხნის ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნული პარკის დაარსებით, კავკასიის რეგიონში პირველი
ეროვნული პარკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. იგი შეიქმნა 1995
წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და გერმანიის მთავრობის
დახმარებით
ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის
მთავარი სიმდიდრე ტყეა. აქ დაცულია
კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი
მონაკვეთების დიდი ფართობები. გვხვდება
უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების
ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი
სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე,
დეკიანს უჭირავს. ამასთან აქ არის
თავმოყრილი წმინდა ნაძვნარებისა და
ფიჭვნარებუს მასივები.
ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი
აგრეთვე მდიდარია ფაუნის სახეობებითაც.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის
ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის
ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია
და 8 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია
შესული. აქ 217 გადამფრენი და მობუდარი
ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა
საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ-
ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს
შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობა
რომელშიც მუზეუმია განლაგებული
რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი
აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინერის
შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი
არქიტექტურით. დღეისათვის მუზეუმის
ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის
ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე
სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების,
არქეოლოგიორი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული
და გამოყენებითი ხელოვნების.
ბორჯომი- ვულკანური წარმოშობის მინერალური
წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ-
კურორტიდან. იგი ბუნებრივი მონაცემებით 1500
წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში
სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის
იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის
წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10
კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის,
ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი
სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით ვერ ასწრებს
მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი
სახით, რომელიც გზადაგზა მდიდრდება კავკასიონის
მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის
კომპოზიციით. 1990-იანი წლების დასაწყისში
ჩატარებული გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ბორჯომი
წყალბადის იზოტოპების შეფარდებით,
კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური
წყლებისგან.
•მადლობა ყურადღებისთვის

More Related Content

More from Besik Machitadze

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
Besik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
Besik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
Besik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
Besik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
Besik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
Besik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
Besik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
Besik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
Besik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
Besik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
Besik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
Besik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
Besik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
Besik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
Besik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
Besik Machitadze
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
Besik Machitadze
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
Besik Machitadze
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
Besik Machitadze
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
Besik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
 

მ.შაყულაშვილი.pptx

  • 2. • ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრზე. ბორჯომი უძველესი კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია და აქ სხვადასხვა ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი ტყეებით,სუფთა ჰაერით, სამკურნალო და მინერალური წყლებით, ალპური მინდვრებითა და მწვანეში ჩაფლული ტბებით უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომის სამთო-სათხილამურო და ბალნეო-კლიმატური კურორტი, სადაც სასიამოვნო დასვენებასთან და შესანიშნავი ბუნებით ტკბობასთან ერთად წინაქრისტიანული ციკლოპური ნაგებობების, შუასაუკუნეების ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების მონახულებაც შეიძლება.
  • 3.
  • 4. ეიფელის ხიდი- ხიდი მდინარე ცემისწყალზე ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზის წაღვერი-ცემის მონაკვეთზე. ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი ‘ეიფელის კოშკის’ ავტორს გიუსტავ ეიფელს. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი-ბაკურიანი, პირველმა “კუკუშკა” მატარებელმა გაიარა.
  • 5. მწვანე მონასტერი ქ. ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრში, სოფ. ჩითახევის მახლობლად, დაბურული ფოთლოვანი ტყის შუაგულში მდებარეობს. აქ დღესაც მამათა მონასტერია. IX საუკუნის ეს ძეგლი, მეცნიერთა აზრით, ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების-ქრისტეფორასა და თევდორის აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. ის ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით და დეკორი თითქმის არ გააჩნია. XVI საუკუნეში შაჰ-თამაზის შემოსევების დროს, მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა. ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და ჟამი ვერაფერს აკლებს.
  • 6. რომანოვების სასახლე მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომ ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისთვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისგან დამზადებული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია
  • 7. • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი-ეროვნული პარკი მდებარეობს ცენტრალურ საქართველოში, მცირე კავკასიონის რეგიონში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით. ის ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში, მდებარეობს სამცხე- ჯავახეთის იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე. საქართველოში გარემოს დაცვის ახალი ეტაპი XIX საუკუნიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის ხეობა და აქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფემ ალექსანდრე IIმ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა აკრძალა. 1935 წელს დაარსდა ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი. ას წელზე მეტი ხნის ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაარსებით, კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და გერმანიის მთავრობის დახმარებით
  • 8. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა. აქ დაცულია კავკასიის შერეული ტყეების ხელუხლებელი მონაკვეთების დიდი ფართობები. გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს, ასევე, დეკიანს უჭირავს. ამასთან აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარებისა და ფიჭვნარებუს მასივები. ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკი აგრეთვე მდიდარია ფაუნის სახეობებითაც. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია და 8 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შესული. აქ 217 გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი
  • 9. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ერთ- ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. შენობა რომელშიც მუზეუმია განლაგებული რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი აშენებულია 1890 წელს გერმანელი ინჟინერის შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით. დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიორი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების.
  • 10. ბორჯომი- ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ- კურორტიდან. იგი ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით, რომელიც გზადაგზა მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ ბორჯომი წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.