SlideShare a Scribd company logo
ბორჯომი
კადეტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი
ბორჯომის შესახებ
ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ
საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ცენტრი. მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში
არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და
რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები.
მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი
მარჯვენა
შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხე
თის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან
(უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ
სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან
ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.
ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და
ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,3
°C, იანვრისა -2,8 °C, ივლისის 19 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C,
აბს. მაქსიმუმი 37 °C. ნალექების რაოდენობა 653 მმ წელიწადში,
მაქსიმუმი მაისსა და ივნისში, მინიმუმი დეკემბერში. მზის ნათების
ხანგრძლივობა 850-1900 სთ წელიწადში.
ბორჯომის მოსახლეობის
გრაფიკი
ბორჯომის გერბი
ბორჯომი როგორც კურორტი
ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა
კავშირი დროს ჰქონდა საკავშირო კურორტის სტატუსი. რელიეფურ და
მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა
რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით
ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო.
კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი,
რომელსაც იყენებენ სასმელად
და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის.
ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით
მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი-
ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და
სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის
მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება
მთელ წელს.
ბორჯომთან ახლოს განლაგებულია ბორჯომის ჯგუფის
კურორტები ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიბანი, პატარა
ცემი, ბაკურიანი, ციხისჯვარი.
ბორჯომის წყალი
ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური
წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ-კურორტიდან. იგი
ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის
განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში,
ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც.
ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8–
10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის
დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან
განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის
თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“
მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის
კომპოზიციით.
ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში
მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი
და დაბალი მინერალიზაციის წყლები.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს,
რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად
განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
გოგიას ციხე
საკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო–
დასავლეთიდან თავს დაჰყურებს შუა
საუკუნეების ძეგლი ე.წ. გოგიას ციხე.
მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ
არქიტექტურაში მე– 14 საუკუნეზე გვიან არ
გვხვდება.მისი ქონგურებიდან ქალაქის
ხედების ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. ციხე
ბორჯომის მფობელებს, ფეოდალ
ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე
გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.
ეიფელის ხიდი
გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ
ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ-
ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი
მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ
ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს,
პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის”
ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს.ხიდის
მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე.
ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა
კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის
იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით
ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა”
მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება
სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და
ტურისტებს.ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“
ეძახიან.
რომანოვების სასახლე
რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ
მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ
ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს
საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია
მოსწონებია. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95
წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია
შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა
პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი
სტუმრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ პერიოდულად ისვენებდა
იოსებ სტალინიც.
სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა
ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის
შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ
პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული
ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი
ანტიკვარულია.
ბორჯომის ცენტრალურ
ისტორიული პარკი
მადლობა
ყურადღებისთვის :))
პატივისცემით ნ.მჭედლიშვილი
*ფოტოები არაა ჩემი და მოპოვებულია ინტერნეტის საშვალებით

More Related Content

More from Besik Machitadze

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
Besik Machitadze
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
Besik Machitadze
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
Besik Machitadze
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
Besik Machitadze
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
Besik Machitadze
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
Besik Machitadze
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
Besik Machitadze
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
Besik Machitadze
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
Besik Machitadze
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
Besik Machitadze
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
Besik Machitadze
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
Besik Machitadze
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
Besik Machitadze
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
Besik Machitadze
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
Besik Machitadze
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
Besik Machitadze
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
Besik Machitadze
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
Besik Machitadze
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
Besik Machitadze
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
Besik Machitadze
 

More from Besik Machitadze (20)

მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptxმარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
მარიამ-ცინცაძე-10-5.pptx
 
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptxნატა ნადირაძა (2) (1).pptx
ნატა ნადირაძა (2) (1).pptx
 
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptxვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
ვ.ჭეიშვილი 10-5.pptx
 
D.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptxD.Malania გეოგრაფია.pptx
D.Malania გეოგრაფია.pptx
 
ცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptxცქფურიშვილი.pptx
ცქფურიშვილი.pptx
 
ა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptxა.გოგილავა.pptx
ა.გოგილავა.pptx
 
შეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptxშეყილაძე.pptx
შეყილაძე.pptx
 
მ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptxმ.თუთბერიძე.pptx
მ.თუთბერიძე.pptx
 
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptxრ.გოგატშვილი 10-5.pptx
რ.გოგატშვილი 10-5.pptx
 
სანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptxსანდრო აბრამიძე.pptx
სანდრო აბრამიძე.pptx
 
ლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptxლ.ლომიძე 10-5.pptx
ლ.ლომიძე 10-5.pptx
 
რ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptxრ.ბერიძე.pptx
რ.ბერიძე.pptx
 
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptxვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
ვ.სულაბერიძე 10-5 (2).pptx
 
დ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptxდ.კოტორეიშვილი.pptx
დ.კოტორეიშვილი.pptx
 
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptxცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
ცოტნე გუჯეჯიანი (სვანეთი).pptx
 
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptxს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
ს.გულავერდაშივილი 1-5.pptx
 
კ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptxკ.შამათავა 10-5.pptx
კ.შამათავა 10-5.pptx
 
ტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptxტყაბლაძე.pptx
ტყაბლაძე.pptx
 
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptxქუთაისი-      მარიამ       ტყაბლაძე.pptx
ქუთაისი- მარიამ ტყაბლაძე.pptx
 
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptxნემსაძე ნინი 10-4.pptx
ნემსაძე ნინი 10-4.pptx
 

ნ.მჭედლიშვილი 10-3.pptx

  • 2. ბორჯომის შესახებ ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხე თის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,3 °C, იანვრისა -2,8 °C, ივლისის 19 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბს. მაქსიმუმი 37 °C. ნალექების რაოდენობა 653 მმ წელიწადში, მაქსიმუმი მაისსა და ივნისში, მინიმუმი დეკემბერში. მზის ნათების ხანგრძლივობა 850-1900 სთ წელიწადში.
  • 4. ბორჯომი როგორც კურორტი ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს ჰქონდა საკავშირო კურორტის სტატუსი. რელიეფურ და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი- ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს. ბორჯომთან ახლოს განლაგებულია ბორჯომის ჯგუფის კურორტები ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიბანი, პატარა ცემი, ბაკურიანი, ციხისჯვარი.
  • 5. ბორჯომის წყალი ბორჯომი“ — ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი საქართველოს ამავე სახელწოდების ქალაქ-კურორტიდან. იგი ბუნებრივი მონაცემებით 1500 წელზე მეტს ითვლის. მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა უდიდესი პოპულარობით რუსეთის იმპერიაში, ყოფილ სსრკ-ში და მის გარეთაც. ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8– 10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით. ბევრი სხვა მინერალური წყლისგან განსხვავებით, ვერ ასწრებს მიწის ქვეშ გაციებას და ზედაპირზე ამოდის თბილი სახით (38-41 °С), რომელიც „გზადაგზა“ მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით. ბორჯომის წყლის კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ მის ფორმირებაში მონაწილეობენ სიღრმისეული მინერალიზებული, თანამედროვე მტკნარი და დაბალი მინერალიზაციის წყლები. 1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომ „ბორჯომი“, წყალბადის იზოტოპების შეფარდებით, კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
  • 6. გოგიას ციხე საკურორტო ქალაქ ბორჯომს ჩრდილო– დასავლეთიდან თავს დაჰყურებს შუა საუკუნეების ძეგლი ე.წ. გოგიას ციხე. მსგავსი ოთხკუთხა კოშკები ქართულ არქიტექტურაში მე– 14 საუკუნეზე გვიან არ გვხვდება.მისი ქონგურებიდან ქალაქის ხედების ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. ციხე ბორჯომის მფობელებს, ფეოდალ ავალიშვილებს ეკუთვნოდათ და დღემდე გოგია ავალიშვილის სახელს ატარებს.
  • 7. ეიფელის ხიდი გასაოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე ე.წ ეიფელის ხიდი,რომელიც აგებულია ბორჯომ- ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე. იგი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში შეუკვეთა ფრანგ ინჟინერ-კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული, ცნობილი “ეიფელის კოშკის” ავტორს ალექსანდრე გუსტავ ეიფელს.ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო მდინარე ცემისწყალზე. ადგილზე ხიდის მონტაჟი განახორციელა კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ. 1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზით ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა. ,კუკუშკა” დღემდე ემსახურება სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს.ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“ ეძახიან.
  • 8. რომანოვების სასახლე რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც. სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია.
  • 10. მადლობა ყურადღებისთვის :)) პატივისცემით ნ.მჭედლიშვილი *ფოტოები არაა ჩემი და მოპოვებულია ინტერნეტის საშვალებით