SlideShare a Scribd company logo
1 of 36
საველე სოციალური მუშაობა
ნარკოტიკების ინექციურ
მომხმარებლებთან
( )აუთრიჩი
ირმა კირთაძე
2015
საველე სოციალური მუშაობა
აუთრიჩი
• საველე ღონისძიებები (აუთრიჩი) – გულისხმობს
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან
მათთვის ჩვეულ გარემოში სოციალურ მუშაობას,
ზიანის შემცირების სტრატეგიის არეალში მათ
მოსაქცევად, რაც ზემოხსენებული ტაქტიკების
წარმატებისთვის დამხმარე ფონს წარმოადგენს.
• აუთრიჩის მიზანია, “მისწვდეს” სამიზნე
პოპულაციებს.
• ათურიჩი თავად ეძებს და პოულობს პირებს, რათა
გაანათლოს ისინი და გაუწიოს მათ მომსახურება
უშუალოდ საზოგადოებაში ყოფნისას.
• არ უცდის, როდის მიმართავს დაწესებულებას
დახმარებისათვის ნარკოტიკული საშუალებების
მორიგი მომხმარებელი, რომელიც მიხვდა, რომ
თავი იჩინა ნარკოტიკთან დაკავშირებულმა და
ჯანმრთელობის პრობლემებმა.
აუთრიჩი
“ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული
საქმიანობა, რომლის საერთო მიზანია
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და
აივ-ინფექციის გავრცელების რისკის შემცირება იმ
პირებისა და ჯგუფების სასარგებლოდ, რომლებიც
ეფექტურად ვერ სარგებლობენ მომსახურების
არსებული სახეებით”.
აუთრიჩის ძირითადი
პრინციპები:
• ანონიმურობა
• კონფიდენციალურობა
• ნებყოფლობითობა
• პროფილაქტიკური დახმარება
• ნარკოტიკების მომხმარებელთა ობიექტური აღქმა
მიზნობრივი აუთრიჩი
• აუთრიჩი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი
ნათლად განსაზღვრავს სამიზნე პოპულაციებს და
ადგენს იმ კონკრეტულ მიზეზებს, რომელთა გამოც
საჭიროა მოცემულ პოპულაციებზე ორიენტირება.
• სამიზნე პოპულაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭება
უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის
მომსახურებას საჭიროებენ ინდივიდები და არა
უბრალოდ მათი სტატუსის მიხედვით (მაგალითად,
პირი არის “ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებელი” თუ “ნარკოტიკული საშუალებების
ინიექციური მომხმარებელი”) ან იმის მიხედვით,
რამდენად ადვილია მათთან კავშირის დამყარება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც აუთრიჩ-მუშაკები
კონტაქტს ამყარებენ მათთან, ვინც ადვილად
მისაწვდომია. ეს არ არის აუთრიჩის მიზანი.
სამიზნე პოპულაციების შერჩევა
• დამოკიდებულია ადგილობრივ სიტუაციაზე, მაგრამ
ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ინიექციურ
მომხმარებელთა სამაგალითოდ შეიძლება შემდეგი
კლასიფიკაცია გამოდგეს:
• ახალგაზრდა (ანუ 25 წლამდე ასაკის) ინიექციური
მომხმარებლები;
• დამწყები ინიექციური მომხმარებლები (ნარკოტიკული
საშუალებების ინიექციური მოხმარების 3 წლამდე სტაჟით);
• იშვიათი, ანუ რეკრეაციული ინიექციური მომხმარებლები;
• ნარკოტიკული საშუალებების ინიექციური მომხმარებელი
ქალები;
• ეთნიკური უმცირესობები, როგორც ნარკოტიკული
საშუალებების ინიექციური მომხმარებლები;
• სტაჟიანი ინიექციური მომხმარებლები, რომელთაც არ აქვთ
სერვისის მიმწოდებელ სამსახურებთან ურთიერთობის
გამოცდილება.
• ერთსა და იმავე პირებთან ხელმეორედ კონტაქტის დამყარება
აუთრიჩისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს არ მიუწვდებათ ხელი
საგანმანათლებლო და პრევენციის მომსახურებაზე.
• აუთრიჩის გუნდები, რომლებიც განმეორებით ეკონტაქტებიან
ნარკოტიკული საშუალებების იმ მომხმარებლებს, რომლებსაც
სხვა ნარკოლოგიურ სამსახურებთან აქვთ ურთიერთობა, არ
არის მომგებიანი.
• აუთრიჩის მთავარი მიზანია ახალი კონტაქტების დამყარება
ნარკოტიკული საშუალებების იმ მომხმარებლებთან,
რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ასეთი მომსახურება.
• თუ პროექტი ვერ ასაბუთებს, რომ მას შეუძლია ახალი
კონტაქტების საკმარისი რაოდენობით დამყარება და თანაც,
უწყვეტად, იგი ვერ დააკმაყოფილებს აუთრიჩის უმთავრეს
მიზანს _ მისწვდეს ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებელთა ფარულ პოპულაციებს.
• თუ ახალი კონტაქტების დამყარება არ ხერხდება, საჭიროა
ინტერვენციის ალტერნატიული სტრატეგიების გამოყენება ან
სულაც სამიზნე პოპულაციების შეცვლა.
• ცხადია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუთრიჩი
მხოლოდ ადამიანების სტაციონარულ
სამსახურებთან დამაკავშირებლის ფუნქციას
ასრულებს. ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებელთაგან ბევრი არ საჭიროებს (ან არც
სურს) ნარკოლოგიურ თუ სხვა სამსახურებთან
დაკავშირებას. აუთრიჩის მიზანი არ არის
ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლის
“პაციენტად” გადაქცევა, არამედ მისი მიზანია
დახმარებისა და მომსახურების გაწევა
მომხმარებლის ჯანმრთელობის პრობლემების
გადასაჭრელად.
• მხოლოდ საპრევენციო მასალების დარიგება არ
არის აუთრიჩის საქმიანობა. პრეზერვატივების,
ნემსებისა და შპრიცების დარიგება ქცევის
ცვლილების ტექნიკური საშუალებაა, მაგრამ არ
იძლევა სარისკო ქცევის შეცვლის გარანტიას.
• აუთრიჩ-მუშაკები, როგორც ტრენირებული
განმანათლებლები, უნდა ადგენდნენ სარისკო
ქცევის მიზეზებს და მუშაობდნენ ნარკოტიკული
საშუალებების მომხმარებლებთან იმ
დაბრკოლებების გადასალახად, რომლებიც მათ
ხვდებათ ქცევის ცვლილების მიღწევის გზაზე.
ზემოაღნიშნული საჭიროებს მუდმივ,
ინდივიდუალურად მორგებულ “საჭიროებათა
შეფასებას” როგორც ახალი, ისე უკვე არსებული
საკონტაქტო პირებისთვის.
დააკვირდეს
• გამოიყენება თუ არა აივ-ინფექციის საინფორმაციო
მასალები და
• თუ არ გამოიყენება, რატომ?
• რა ფაქტორები და გარემოებები აბრკოლებს მათ
გამოყენებას?
• რა გზითაა შესაძლებელი აღნიშნულ გარემოებათა
შეცვლა?
• თანამშრომლობისა და მიმართვიანობის (რეფერალური)
სისტემა აუცილებელია არსებობდეს აუთრიჩ-მუშაკებსა
და სხვა ადგილობრივ სამსახურებს შორის.
• აუთრიჩი არ უნდა მუშაობდეს სხვა სამსახურებისგან
იზოლირებულად, რაც აუცილებლად დააშორებს მას
დასახულ მიზანს. ეს არ არის “იატაკქვეშა” საქმიანობა.
პირიქით, ყველა ადგილობრივი სამსახური უნდა
ერთიანდებოდეს საერთო მიზნის მისაღწევად. ისინი
ერთობლივად მუშაობენ და მომსახურების ერთიან
ქსელს ქმნიან. აუთრიჩი უნდა ინარჩუნებდეს
“დამოუკიდებლობას” და “ნდობას ახალგაზრდებს
შორის”, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ
დაიკარგოს სხვა ადგილობრივი ორგანოების
მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა.
თანსწორთა აუთრიჩი
• აუთრიჩ-საქმიანობა, რომელსაც ინდივიდები
ახორციელებენ საკუთარ თანასწორ ჯგუფებსა და
სოციალურ ქსელებში.
• თანასწორგანმანათლებლები, ანუ აუთრიჩის
მკვიდრი მუშაკები ან ნარკოტიკული
საშუალებების მომხმარებლები, რომლებიც
თანასწორებთან საგანმანათლებლო
საქმიანობით არიან დაკავებულნი, შეიძლება
შემდეგნაირად დახასიათდეს:
თანასწორთა ჯგუფის ან სოციალური ქსელის
წევრები, რომლებიც აუთრიჩ-საქმიანობას
ეწევიან საკუთარი, თანასწორთა ჯგუფების ან
სოციალური ქსელის სხვა წევრებთან
ჯანმრთელობის საკითხების შესახებ
საგანმანათლებლო სამუშაოს ჩასატარებლად.
განსხვავებები ტრადიციულ და
თანასწორთა აუთრიჩს შორის
ტრადიციული აუთრიჩი
( )სოციალური მუშაკი
თანასწორთა აუთრიჩი
არითმეტიკული პროგრესია გეომეტრიული პროგრესია
-სამიზნე ინდივიდები -სამიზნე ინდივიდებისგან
შემდგარი ჯგუფები
ნაწილობრივი ზემოქმედება
თანასწორთა ჯგუფებზე
სრული ზემოქმედება
თანასწორთა ჯგუფებზე
ცვლის ინდივიდის ქცევას ცვლის ჯგუფის ქცევას
• რაც მეტი აუთრიჩის სტრატეგია მოქმედებს ერთ
კონკრეტულ ტერიტორიაზე, მით მეტია სამიზნე
პოპულაციებთან კონტაქტების დამყარებისა და
მათთვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.
• ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს
აუთრიჩის ყველაზე ეფექტური სტრატეგიები და
შეირჩეს აუთრიჩის სტრატეგიების ოპტიმალური
ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ.
• მაგალითად, აუთრიჩის ორი სხვადასხვა სტრატეგიის
განხორციელება, რომლებიც ერთსა და იმავე
პოპულაციაზე მუშაობენ ერთი და იმავე მესიჯებითა
და მომსახურების სახეებით, არ არის რენტაბელური.
აუთრიჩის სახეები
• დამოუკიდებელი - ქუჩის
• საცხოვრებელი სახლის მიხედვით
• მოძრავი აუთრიჩი - დროებითი ყოფნის ადგილებში
დამოუკიდებელი
აუთრიჩი
• არის საქმიანობა, რომელიც სააგენტოს ფარგლებს
გარეთ ხორციელდება, მაგალითად, ქუჩაში, ბარებსა
და კაფეებში, კლუბებში, ქუჩის ბირჟებზე, ტირებში,
სარკინიგზო სადგურებზე და სხვაგან.
დამოუკიდებელი აუთრიჩის მიზანია, ხელი შეუწყოს
ქცევით ცვლილებას პირდაპირი ან არაპირდაპირი
გზით.
აუთრიჩი საცხოვრებელი ადგილის
მიხედვით/ბინაში
• საქმიანობა, რომელიც სამიზნე პოპულაციების
სახლებში ხორციელდება. უბნებში, სადაც არ
არსებობს ქუჩის პირობებში ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებისა და
მომხმარებელთა ქუჩაში შეკრების პრაქტიკა.
• ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთან
დაკავშირება შესაძლებელია მათ საკუთარ ან
სხვათა სახლებში.
• აუთრიჩი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
კლიენტების სახლებში, დილერების სახლებში
ან ბინებში რეგულარული ვიზიტებით
ხორციელდება, ანუ იქ, სადაც ნარკოტიკული
საშუალებების მომხმარებლები იკრიბებიან.
მოძრავი აუთრიჩი
• რომელიც საზოგადოებრივ სააგენტოებში ან
ორგანიზაციებში ხორციელდება, როგორიცაა ციხეები,
საცხოვრებელი კომპლექსები, სტუდენტური საერთო
საცხოვრებლები, შპრიცების გაცვლის პუნქტები,
აბანოები, ბორდელები და სხვ.
• მისი სამიზნეა არა ინდივიდები, არამედ
ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია სამიზნე
პოპულაციებთან დაკავშირება.
• მოძრავი აუთრიჩი განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს იმ ადამიანთა წრის გაფართოებას,
რომლებთანაც დაკავშირება ჯანმრთელობის
პრობლემების შესახებ ინფორმაციული მესიჯებით
ხდება; ასევე მუშაკებისა და პერსონალის ტრენინგს,
რომლებმაც კლიენტებს საგანმანათლებლო
მომსახურება უნდა გაუწიონ.
აუთრიჩ-მომსახურების სახეები
• პრეზერვატივების გავრცელება
• საინიექციო აღჭურვილობის გავრცელება.
• ქლორის გავრცელება.
• ლიტერატურა ჯანდაცვის საკითხების შესახებ.
• ლიტერატურა დამოუკიდებელი მუშაობისთვის.
• საცნობარო ლიტერატურა (ნდობის,
ნარკ.სამსახურის ტელ/საკონტაქტო ინფო).
• აუთრიჩის მოძრავი სადგურები (ნკტ).
• აივ-ინფექციაზე ტესტირება.
• ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები.
აუთრიჩ-მუშაობის
მოდელი
• ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის
ლიდერის მიღწევის მოდელი
• თანასწორგანმანათლებელთა ქსელის მოდელი
• თანასწორგანმანათლებელთა მოდელი
• სუპერვაიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ-მუშაკი,
თანასწორგანმანათლებელი
ლიდერის მიღწევის მოდელი
• ნიმ-ის ჯგუფის კონტაქტების დასამყარებლად
გამოიყენება ლიდერი (ავტორიტეტული, მისაბაძი,
რომელზეც დამოკიდებულია ჯგუფში აზრის
ფორმირება)
• დაკვირვებით- ლიდერის ამოცნობა, მასთან
კონტაქტის დამყარება პირდაპირი გაცნობის
წესით ან ვინმე შუამავლის საშუალებით.
• ლიდერის სარისკო ქცევის შეფასება
• ძირითადი ინფორმაციის მიწოდება მის სარისკო
ქცევებზე
• ლიდერები ატარებენ პრევენციულ მუშაობას
ჯგუფში
თანასწორგანმანათლებელთა
ქსელის მოდელი
• ქსელების არსებობა მოხმარებადი
ნარკოტიკის მიხედვით (ვინტი,
სუბუტექსი…..)
• კონტაქტების დამყარება თითოეული
ქსელის წარმომადგენელთან
• მათი ქსელის სტრუქტურის და
თავისებურებების შესწავლა
• მომხმარებელთა შერჩევა რომლებიც
შეიძლება იყონ
თანასწორგანმანათლებლები.
• მათი მომზადება, ტრენინგი. ატარებენ
თანასწორგანმანათლებელთა
მოდელი
• თითოეულ მომხმარებელს ეძლევა
საშუალება თავად ებრძოლოს აივ-
ინფექციის გავრცელებას თავის წრეში
(მოხმარებადი ნარკოტიკის მიუხედავად)
მოიზიდოს მისი წრიდან პროგრამაში
მონაწილეები.
• დაჯილდოვების სისტემა- კუპონები
• ხშირად უტარდებათ ტრენინგები
• მოჰყავთ ინტერვიუზე,
კონსულტაციებზე თავიანთი წრის
წარმომადგენლები
სუპერვაიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ-
მუშაკი, თანასწორგანმანათლებელი
• თანასწორგანმანათლებელთა მოდელი
სუპერვაიზორი - არის კომპეტენტური
კონსულტანტი, რომელიც ფლობს ურთიერთობების
დამყარების გარკვეულ უნარებს;
• ასეთი პირი თავს უყრის აუთრიჩ მუშაკებს და
ატარებს ტრენინგებს, სწავლებას;
• მომზადებული აუთრიჩ-მუშაკებიდან განსაზღვრავს
ლიდერს;
• ლიდერებთან ერთად აყალიბებს ჯგუფებს აუთრიჩ-
მუშაკებისგან
• ატარებენ სამუშაო შეხვედრებს- ინფორმაციის და
გამოცდილების გაცვლა, გაზირება.
,ფაქტორები რომლებიც გავლენას
ახდენენ ქცევის ცვლილებაზე
• სუპერვიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ-მუშაკი,
თანასწორგანმანათლებელიჯანსაღი ქცევის
ხელშეწყობაზე გავლენას ახდენს ცალკეული
სოციალური და მატერიალური ფაქტორები.
• შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჯანდაცვის ისეთი
ინტერვენციების მიზნებზე, როგორიცაა
ცვლილებების ხელშეწყობა და შენარჩუნება ჯანსაღი
ქცევის გამოსამუშავებლად, ოთხ დონეზე ხდება
ზემოქმედება.
• ეს არის ინდივიდუალური, ინტერპერსონალური
(ანუ ინდივიდთა შორის), საზოგადოებრივი
(მაგალითად, თანასწორთა აზრი) და შედარებით
მასშტაბური სოციალურ-პოლიტიკური გარემო
(კანონი და პოლიტიკა).
ცვლილებები ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებისას მისი
“ჯანსაღად” გამოყენების მისაღწევად
• ავარიდოთ ადამიანებს ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარების დაწყება;
• ავარიდოთ ადამიანებს ნარკოტიკული
საშუალებების ინიექციის გზით მიღება;
• ხელი შევუწყოთ ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარების, განსაკუთრებით
კი ინიექციური მოხმარების შეწყვეტას;
• მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებით გამოწვეული
ზიანი.
აუთრიჩის შეფასება
• საჭიროა თუ არა აუთრიჩმა ხელი შეუწყოს
კლიენტის მიმართვას არსებულ სამსახურებში?
• საჭიროა თუ არა აუთრიჩ-მომსახურების გაწევა
უშუალოდ საზოგადოებაში?
• არის თუ არა ქცევითი ცვლილებების მიღწევა
შესაძლებელი საზოგადოებაში განხორციელებული
აუთრიჩის შედეგად?
• რა ფაქტორები უშლის ხელს მომსახურების გაწევას
საზოგადოებაში?
• შესაძლებელია თუ არა სამიზნე პოპულაციებთან
კონტაქტის დამყარება
თანასწორგანმანათლებლების გარეშე?
• საჭიროა თუ არა თანასწორთა ჯგუფში და
საზოგადოებაში მიღებული ნორმების შეცვლა?
აუთრიჩ-კონტაქტების
დამყარება
• ცივი კონტაქტები
• ბუნებრივი კონტაქტები
• გუნდისმაგვარი კონტაქტები
დროის მენეჯმენტი
• აუთრიჩისა და სხვა ყოველდღიური
საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო;
• ახალ კლიენტებთან ახალი კონტაქტების
დამყარებისა და ძველ კლიენტებთან ძველი
კონტაქტების განახლებისთვის
გათვალისწინებული დროისა და ადამიანური
რესურსები;
• ზედამხედველობისთვის, ადმინისტრირებისა
და მართვისთვის გათვალისწინებული დროისა
და ადამიანური რესურსები;
• პროექტის რეგისტრაციისა და
მონიტორინგისთვის გათვალისწინებული
დროისა და ადამიანური რესურსები.
ძირითადი საკითხები აუთრიჩ-
მუშაკების შეფასებისას:
• წვდება თუ არა აუთრიჩ-მუშაკი სამიზნე პოპულაციას?
• ამყარებს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი ახალ კონტაქტებს
ეფექტურად?
• უზრუნველყოფს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი ჯანმრთელობის
პრობლემების შესახებ სათანადო განათლების გავრცელებასა
და კონსულტაციების გაცემას?
• შეუძლია თუ არა აუთრიჩ-მუშაკს დაძაბულ რეჟიმში
ეფექტურად მუშაობა?
• სარგებლობს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი პატივისცემითა და
ნდობით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს
შორის?
• შეუძლია თუ არა აუთრიჩ-მუშაკს დროის ეფექტურად
მართვა?
• ფლობს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი მენეჯერისა და ლიდერის
უნარ-ჩვევებს?
• დაინტერესებულია თუ არა აუთრიჩ-მუშაკი პროფესიული
წინსვლით?
• აუთრიჩი უნდა შემუშავდეს მოთხოვნილებათა
შეფასების საფუძველზე;
• მოთხოვნილებათა შეფასებისას უნდა მოხდეს
ინფორმაციის შეგროვება ინფორმანტებისგან, მათ
შორის ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებლებისგანაც;
• ეფექტური აუთრიჩის თვალსაზრისით საჭიროა
ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები;
• აუთრიჩის მკვიდრი მუშაკები წამყვან როლს უნდა
ასრულებდნენ აუთრიჩ-საქმიანობაში;
• პერსონალის რეკრუტირება, ტრენინგი და
ზედამხედველობა უნდა იყოს სისტემატური და
უწყვეტი ხასიათის;
• პროექტის ფარგლებში ნათლად უნდა იყოს
ჩამოყალიბებული სამსახურებრივი უფლებები და
მუშაკთა უსაფრთხოების პირობები;
• აუთრიჩის მენეჯმენტი ხარჯთ-ეფექტური უნდა
იყოს.
-კამპანია გაარღვიე წრე
• ,ინტერვენცია რომელიც მიზნად ისახავს
ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების
დამწყებთა რაოდენობის შემცირებას
• , ,გამოიყენება როგორც თანასწორთა ინტერვენცია
:რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებს
• მოქმედი ნიმი ახდენს დიდ გავლენას სხვა ადამიანების
გადაწყვეტილებაზე გასინჯოს ინექციით ნარკოტიკი
• ,რასაც ნიმების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს რომ ზრდის
ინექციით დაწყების შანსებს
• უმრავლესობა ნიმებისა არ ამართლებს სხვების მიერ ინექციურ
მოხმარებაზე გადასვლას
:კამპანია მუშაობს წესით
• არაინექციური მომხმარებლის თვალწინ
ინექციის განხორციელების რაოდენობათა შემცირება
• ინექციის უპირატესობების განხილვა მათ წინაშე
ვინც რისკის ქვეშაა სინჯოს ინექცია
• მაქსიმალურად არ ჩაერიოს განახორციელოს ვინმეს
პირველი ინექცია
• ,უნარები თქვან უარი პირველი ინექციის
განხორციელებისთვის
, 2015.ირმა კირთაძე დამოკიდებულების
კვლევითი ცენტრი ალტერნატივა
.ჯორჯია
:თუ გექნებათ კითხვები დამიკავშირდით
irma@altgeorgia.ge
მოცემული პრეზენტაციის გამოყენების
,შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ
:წყაროდ

More Related Content

More from Irma Kirtadze M.D.

 Stigma, violence, and the lack of confidentiality: The need for comprehensi...
 Stigma, violence, and the lack of confidentiality:  The need for comprehensi... Stigma, violence, and the lack of confidentiality:  The need for comprehensi...
 Stigma, violence, and the lack of confidentiality: The need for comprehensi...Irma Kirtadze M.D.
 
Risk and stigma in seeking care and policy implications
Risk and stigma in seeking care and policy implicationsRisk and stigma in seeking care and policy implications
Risk and stigma in seeking care and policy implicationsIrma Kirtadze M.D.
 
Understanding changing patterns of drug use in georgia
Understanding changing patterns of drug use in georgiaUnderstanding changing patterns of drug use in georgia
Understanding changing patterns of drug use in georgiaIrma Kirtadze M.D.
 
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...Irma Kirtadze M.D.
 
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCT
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCTA formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCT
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCTIrma Kirtadze M.D.
 
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...Irma Kirtadze M.D.
 

More from Irma Kirtadze M.D. (6)

 Stigma, violence, and the lack of confidentiality: The need for comprehensi...
 Stigma, violence, and the lack of confidentiality:  The need for comprehensi... Stigma, violence, and the lack of confidentiality:  The need for comprehensi...
 Stigma, violence, and the lack of confidentiality: The need for comprehensi...
 
Risk and stigma in seeking care and policy implications
Risk and stigma in seeking care and policy implicationsRisk and stigma in seeking care and policy implications
Risk and stigma in seeking care and policy implications
 
Understanding changing patterns of drug use in georgia
Understanding changing patterns of drug use in georgiaUnderstanding changing patterns of drug use in georgia
Understanding changing patterns of drug use in georgia
 
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...
Influence of social norms and attitudes on drug use and HIV risk behavior amo...
 
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCT
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCTA formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCT
A formative study of drug-using women in Georgia: Setting the Stage for an RCT
 
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...
Assessing the Costs of Medication-Assisted Treatment for HIV Prevention in Ge...
 

საველე სოციალური მუშაობა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან (აუთრიჩი)

  • 1. საველე სოციალური მუშაობა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან ( )აუთრიჩი ირმა კირთაძე 2015
  • 2. საველე სოციალური მუშაობა აუთრიჩი • საველე ღონისძიებები (აუთრიჩი) – გულისხმობს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან მათთვის ჩვეულ გარემოში სოციალურ მუშაობას, ზიანის შემცირების სტრატეგიის არეალში მათ მოსაქცევად, რაც ზემოხსენებული ტაქტიკების წარმატებისთვის დამხმარე ფონს წარმოადგენს.
  • 3. • აუთრიჩის მიზანია, “მისწვდეს” სამიზნე პოპულაციებს. • ათურიჩი თავად ეძებს და პოულობს პირებს, რათა გაანათლოს ისინი და გაუწიოს მათ მომსახურება უშუალოდ საზოგადოებაში ყოფნისას. • არ უცდის, როდის მიმართავს დაწესებულებას დახმარებისათვის ნარკოტიკული საშუალებების მორიგი მომხმარებელი, რომელიც მიხვდა, რომ თავი იჩინა ნარკოტიკთან დაკავშირებულმა და ჯანმრთელობის პრობლემებმა.
  • 4. აუთრიჩი “ეს არის საზოგადოებაზე ორიენტირებული საქმიანობა, რომლის საერთო მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და აივ-ინფექციის გავრცელების რისკის შემცირება იმ პირებისა და ჯგუფების სასარგებლოდ, რომლებიც ეფექტურად ვერ სარგებლობენ მომსახურების არსებული სახეებით”.
  • 5. აუთრიჩის ძირითადი პრინციპები: • ანონიმურობა • კონფიდენციალურობა • ნებყოფლობითობა • პროფილაქტიკური დახმარება • ნარკოტიკების მომხმარებელთა ობიექტური აღქმა
  • 6. მიზნობრივი აუთრიჩი • აუთრიჩი ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ნათლად განსაზღვრავს სამიზნე პოპულაციებს და ადგენს იმ კონკრეტულ მიზეზებს, რომელთა გამოც საჭიროა მოცემულ პოპულაციებზე ორიენტირება. • სამიზნე პოპულაციებისთვის პრიორიტეტის მინიჭება უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის მომსახურებას საჭიროებენ ინდივიდები და არა უბრალოდ მათი სტატუსის მიხედვით (მაგალითად, პირი არის “ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი” თუ “ნარკოტიკული საშუალებების ინიექციური მომხმარებელი”) ან იმის მიხედვით, რამდენად ადვილია მათთან კავშირის დამყარება. ხშირია შემთხვევები, როდესაც აუთრიჩ-მუშაკები კონტაქტს ამყარებენ მათთან, ვინც ადვილად მისაწვდომია. ეს არ არის აუთრიჩის მიზანი.
  • 7. სამიზნე პოპულაციების შერჩევა • დამოკიდებულია ადგილობრივ სიტუაციაზე, მაგრამ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების ინიექციურ მომხმარებელთა სამაგალითოდ შეიძლება შემდეგი კლასიფიკაცია გამოდგეს: • ახალგაზრდა (ანუ 25 წლამდე ასაკის) ინიექციური მომხმარებლები; • დამწყები ინიექციური მომხმარებლები (ნარკოტიკული საშუალებების ინიექციური მოხმარების 3 წლამდე სტაჟით); • იშვიათი, ანუ რეკრეაციული ინიექციური მომხმარებლები; • ნარკოტიკული საშუალებების ინიექციური მომხმარებელი ქალები; • ეთნიკური უმცირესობები, როგორც ნარკოტიკული საშუალებების ინიექციური მომხმარებლები; • სტაჟიანი ინიექციური მომხმარებლები, რომელთაც არ აქვთ სერვისის მიმწოდებელ სამსახურებთან ურთიერთობის გამოცდილება.
  • 8. • ერთსა და იმავე პირებთან ხელმეორედ კონტაქტის დამყარება აუთრიჩისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პირებს არ მიუწვდებათ ხელი საგანმანათლებლო და პრევენციის მომსახურებაზე. • აუთრიჩის გუნდები, რომლებიც განმეორებით ეკონტაქტებიან ნარკოტიკული საშუალებების იმ მომხმარებლებს, რომლებსაც სხვა ნარკოლოგიურ სამსახურებთან აქვთ ურთიერთობა, არ არის მომგებიანი. • აუთრიჩის მთავარი მიზანია ახალი კონტაქტების დამყარება ნარკოტიკული საშუალებების იმ მომხმარებლებთან, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ასეთი მომსახურება. • თუ პროექტი ვერ ასაბუთებს, რომ მას შეუძლია ახალი კონტაქტების საკმარისი რაოდენობით დამყარება და თანაც, უწყვეტად, იგი ვერ დააკმაყოფილებს აუთრიჩის უმთავრეს მიზანს _ მისწვდეს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა ფარულ პოპულაციებს. • თუ ახალი კონტაქტების დამყარება არ ხერხდება, საჭიროა ინტერვენციის ალტერნატიული სტრატეგიების გამოყენება ან სულაც სამიზნე პოპულაციების შეცვლა.
  • 9. • ცხადია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ აუთრიჩი მხოლოდ ადამიანების სტაციონარულ სამსახურებთან დამაკავშირებლის ფუნქციას ასრულებს. ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთაგან ბევრი არ საჭიროებს (ან არც სურს) ნარკოლოგიურ თუ სხვა სამსახურებთან დაკავშირებას. აუთრიჩის მიზანი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლის “პაციენტად” გადაქცევა, არამედ მისი მიზანია დახმარებისა და მომსახურების გაწევა მომხმარებლის ჯანმრთელობის პრობლემების გადასაჭრელად.
  • 10. • მხოლოდ საპრევენციო მასალების დარიგება არ არის აუთრიჩის საქმიანობა. პრეზერვატივების, ნემსებისა და შპრიცების დარიგება ქცევის ცვლილების ტექნიკური საშუალებაა, მაგრამ არ იძლევა სარისკო ქცევის შეცვლის გარანტიას. • აუთრიჩ-მუშაკები, როგორც ტრენირებული განმანათლებლები, უნდა ადგენდნენ სარისკო ქცევის მიზეზებს და მუშაობდნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან იმ დაბრკოლებების გადასალახად, რომლებიც მათ ხვდებათ ქცევის ცვლილების მიღწევის გზაზე. ზემოაღნიშნული საჭიროებს მუდმივ, ინდივიდუალურად მორგებულ “საჭიროებათა შეფასებას” როგორც ახალი, ისე უკვე არსებული საკონტაქტო პირებისთვის.
  • 11. დააკვირდეს • გამოიყენება თუ არა აივ-ინფექციის საინფორმაციო მასალები და • თუ არ გამოიყენება, რატომ? • რა ფაქტორები და გარემოებები აბრკოლებს მათ გამოყენებას? • რა გზითაა შესაძლებელი აღნიშნულ გარემოებათა შეცვლა?
  • 12. • თანამშრომლობისა და მიმართვიანობის (რეფერალური) სისტემა აუცილებელია არსებობდეს აუთრიჩ-მუშაკებსა და სხვა ადგილობრივ სამსახურებს შორის. • აუთრიჩი არ უნდა მუშაობდეს სხვა სამსახურებისგან იზოლირებულად, რაც აუცილებლად დააშორებს მას დასახულ მიზანს. ეს არ არის “იატაკქვეშა” საქმიანობა. პირიქით, ყველა ადგილობრივი სამსახური უნდა ერთიანდებოდეს საერთო მიზნის მისაღწევად. ისინი ერთობლივად მუშაობენ და მომსახურების ერთიან ქსელს ქმნიან. აუთრიჩი უნდა ინარჩუნებდეს “დამოუკიდებლობას” და “ნდობას ახალგაზრდებს შორის”, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია ისე, რომ არ დაიკარგოს სხვა ადგილობრივი ორგანოების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა.
  • 13. თანსწორთა აუთრიჩი • აუთრიჩ-საქმიანობა, რომელსაც ინდივიდები ახორციელებენ საკუთარ თანასწორ ჯგუფებსა და სოციალურ ქსელებში.
  • 14. • თანასწორგანმანათლებლები, ანუ აუთრიჩის მკვიდრი მუშაკები ან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, რომლებიც თანასწორებთან საგანმანათლებლო საქმიანობით არიან დაკავებულნი, შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: თანასწორთა ჯგუფის ან სოციალური ქსელის წევრები, რომლებიც აუთრიჩ-საქმიანობას ეწევიან საკუთარი, თანასწორთა ჯგუფების ან სოციალური ქსელის სხვა წევრებთან ჯანმრთელობის საკითხების შესახებ საგანმანათლებლო სამუშაოს ჩასატარებლად.
  • 15. განსხვავებები ტრადიციულ და თანასწორთა აუთრიჩს შორის ტრადიციული აუთრიჩი ( )სოციალური მუშაკი თანასწორთა აუთრიჩი არითმეტიკული პროგრესია გეომეტრიული პროგრესია -სამიზნე ინდივიდები -სამიზნე ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფები ნაწილობრივი ზემოქმედება თანასწორთა ჯგუფებზე სრული ზემოქმედება თანასწორთა ჯგუფებზე ცვლის ინდივიდის ქცევას ცვლის ჯგუფის ქცევას
  • 16. • რაც მეტი აუთრიჩის სტრატეგია მოქმედებს ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მით მეტია სამიზნე პოპულაციებთან კონტაქტების დამყარებისა და მათთვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. • ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს აუთრიჩის ყველაზე ეფექტური სტრატეგიები და შეირჩეს აუთრიჩის სტრატეგიების ოპტიმალური ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. • მაგალითად, აუთრიჩის ორი სხვადასხვა სტრატეგიის განხორციელება, რომლებიც ერთსა და იმავე პოპულაციაზე მუშაობენ ერთი და იმავე მესიჯებითა და მომსახურების სახეებით, არ არის რენტაბელური.
  • 17. აუთრიჩის სახეები • დამოუკიდებელი - ქუჩის • საცხოვრებელი სახლის მიხედვით • მოძრავი აუთრიჩი - დროებითი ყოფნის ადგილებში
  • 18. დამოუკიდებელი აუთრიჩი • არის საქმიანობა, რომელიც სააგენტოს ფარგლებს გარეთ ხორციელდება, მაგალითად, ქუჩაში, ბარებსა და კაფეებში, კლუბებში, ქუჩის ბირჟებზე, ტირებში, სარკინიგზო სადგურებზე და სხვაგან. დამოუკიდებელი აუთრიჩის მიზანია, ხელი შეუწყოს ქცევით ცვლილებას პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით.
  • 19. აუთრიჩი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით/ბინაში • საქმიანობა, რომელიც სამიზნე პოპულაციების სახლებში ხორციელდება. უბნებში, სადაც არ არსებობს ქუჩის პირობებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და მომხმარებელთა ქუჩაში შეკრების პრაქტიკა. • ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთან დაკავშირება შესაძლებელია მათ საკუთარ ან სხვათა სახლებში. • აუთრიჩი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კლიენტების სახლებში, დილერების სახლებში ან ბინებში რეგულარული ვიზიტებით ხორციელდება, ანუ იქ, სადაც ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები იკრიბებიან.
  • 20. მოძრავი აუთრიჩი • რომელიც საზოგადოებრივ სააგენტოებში ან ორგანიზაციებში ხორციელდება, როგორიცაა ციხეები, საცხოვრებელი კომპლექსები, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები, შპრიცების გაცვლის პუნქტები, აბანოები, ბორდელები და სხვ. • მისი სამიზნეა არა ინდივიდები, არამედ ორგანიზაციები, სადაც შესაძლებელია სამიზნე პოპულაციებთან დაკავშირება. • მოძრავი აუთრიჩი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ ადამიანთა წრის გაფართოებას, რომლებთანაც დაკავშირება ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ინფორმაციული მესიჯებით ხდება; ასევე მუშაკებისა და პერსონალის ტრენინგს, რომლებმაც კლიენტებს საგანმანათლებლო მომსახურება უნდა გაუწიონ.
  • 21. აუთრიჩ-მომსახურების სახეები • პრეზერვატივების გავრცელება • საინიექციო აღჭურვილობის გავრცელება. • ქლორის გავრცელება. • ლიტერატურა ჯანდაცვის საკითხების შესახებ. • ლიტერატურა დამოუკიდებელი მუშაობისთვის. • საცნობარო ლიტერატურა (ნდობის, ნარკ.სამსახურის ტელ/საკონტაქტო ინფო). • აუთრიჩის მოძრავი სადგურები (ნკტ). • აივ-ინფექციაზე ტესტირება. • ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები.
  • 22. აუთრიჩ-მუშაობის მოდელი • ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს შორის ლიდერის მიღწევის მოდელი • თანასწორგანმანათლებელთა ქსელის მოდელი • თანასწორგანმანათლებელთა მოდელი • სუპერვაიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ-მუშაკი, თანასწორგანმანათლებელი
  • 23. ლიდერის მიღწევის მოდელი • ნიმ-ის ჯგუფის კონტაქტების დასამყარებლად გამოიყენება ლიდერი (ავტორიტეტული, მისაბაძი, რომელზეც დამოკიდებულია ჯგუფში აზრის ფორმირება) • დაკვირვებით- ლიდერის ამოცნობა, მასთან კონტაქტის დამყარება პირდაპირი გაცნობის წესით ან ვინმე შუამავლის საშუალებით. • ლიდერის სარისკო ქცევის შეფასება • ძირითადი ინფორმაციის მიწოდება მის სარისკო ქცევებზე • ლიდერები ატარებენ პრევენციულ მუშაობას ჯგუფში
  • 24. თანასწორგანმანათლებელთა ქსელის მოდელი • ქსელების არსებობა მოხმარებადი ნარკოტიკის მიხედვით (ვინტი, სუბუტექსი…..) • კონტაქტების დამყარება თითოეული ქსელის წარმომადგენელთან • მათი ქსელის სტრუქტურის და თავისებურებების შესწავლა • მომხმარებელთა შერჩევა რომლებიც შეიძლება იყონ თანასწორგანმანათლებლები. • მათი მომზადება, ტრენინგი. ატარებენ
  • 25. თანასწორგანმანათლებელთა მოდელი • თითოეულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება თავად ებრძოლოს აივ- ინფექციის გავრცელებას თავის წრეში (მოხმარებადი ნარკოტიკის მიუხედავად) მოიზიდოს მისი წრიდან პროგრამაში მონაწილეები. • დაჯილდოვების სისტემა- კუპონები • ხშირად უტარდებათ ტრენინგები • მოჰყავთ ინტერვიუზე, კონსულტაციებზე თავიანთი წრის წარმომადგენლები
  • 26. სუპერვაიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ- მუშაკი, თანასწორგანმანათლებელი • თანასწორგანმანათლებელთა მოდელი სუპერვაიზორი - არის კომპეტენტური კონსულტანტი, რომელიც ფლობს ურთიერთობების დამყარების გარკვეულ უნარებს; • ასეთი პირი თავს უყრის აუთრიჩ მუშაკებს და ატარებს ტრენინგებს, სწავლებას; • მომზადებული აუთრიჩ-მუშაკებიდან განსაზღვრავს ლიდერს; • ლიდერებთან ერთად აყალიბებს ჯგუფებს აუთრიჩ- მუშაკებისგან • ატარებენ სამუშაო შეხვედრებს- ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, გაზირება.
  • 27. ,ფაქტორები რომლებიც გავლენას ახდენენ ქცევის ცვლილებაზე • სუპერვიზორი, ჯგუფის ლიდერი, აუთრიჩ-მუშაკი, თანასწორგანმანათლებელიჯანსაღი ქცევის ხელშეწყობაზე გავლენას ახდენს ცალკეული სოციალური და მატერიალური ფაქტორები. • შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჯანდაცვის ისეთი ინტერვენციების მიზნებზე, როგორიცაა ცვლილებების ხელშეწყობა და შენარჩუნება ჯანსაღი ქცევის გამოსამუშავებლად, ოთხ დონეზე ხდება ზემოქმედება. • ეს არის ინდივიდუალური, ინტერპერსონალური (ანუ ინდივიდთა შორის), საზოგადოებრივი (მაგალითად, თანასწორთა აზრი) და შედარებით მასშტაბური სოციალურ-პოლიტიკური გარემო (კანონი და პოლიტიკა).
  • 28. ცვლილებები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას მისი “ჯანსაღად” გამოყენების მისაღწევად • ავარიდოთ ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დაწყება; • ავარიდოთ ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების ინიექციის გზით მიღება; • ხელი შევუწყოთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, განსაკუთრებით კი ინიექციური მოხმარების შეწყვეტას; • მინიმუმამდე დავიყვანოთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ზიანი.
  • 29. აუთრიჩის შეფასება • საჭიროა თუ არა აუთრიჩმა ხელი შეუწყოს კლიენტის მიმართვას არსებულ სამსახურებში? • საჭიროა თუ არა აუთრიჩ-მომსახურების გაწევა უშუალოდ საზოგადოებაში? • არის თუ არა ქცევითი ცვლილებების მიღწევა შესაძლებელი საზოგადოებაში განხორციელებული აუთრიჩის შედეგად? • რა ფაქტორები უშლის ხელს მომსახურების გაწევას საზოგადოებაში? • შესაძლებელია თუ არა სამიზნე პოპულაციებთან კონტაქტის დამყარება თანასწორგანმანათლებლების გარეშე? • საჭიროა თუ არა თანასწორთა ჯგუფში და საზოგადოებაში მიღებული ნორმების შეცვლა?
  • 30. აუთრიჩ-კონტაქტების დამყარება • ცივი კონტაქტები • ბუნებრივი კონტაქტები • გუნდისმაგვარი კონტაქტები
  • 31. დროის მენეჯმენტი • აუთრიჩისა და სხვა ყოველდღიური საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო; • ახალ კლიენტებთან ახალი კონტაქტების დამყარებისა და ძველ კლიენტებთან ძველი კონტაქტების განახლებისთვის გათვალისწინებული დროისა და ადამიანური რესურსები; • ზედამხედველობისთვის, ადმინისტრირებისა და მართვისთვის გათვალისწინებული დროისა და ადამიანური რესურსები; • პროექტის რეგისტრაციისა და მონიტორინგისთვის გათვალისწინებული დროისა და ადამიანური რესურსები.
  • 32. ძირითადი საკითხები აუთრიჩ- მუშაკების შეფასებისას: • წვდება თუ არა აუთრიჩ-მუშაკი სამიზნე პოპულაციას? • ამყარებს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი ახალ კონტაქტებს ეფექტურად? • უზრუნველყოფს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სათანადო განათლების გავრცელებასა და კონსულტაციების გაცემას? • შეუძლია თუ არა აუთრიჩ-მუშაკს დაძაბულ რეჟიმში ეფექტურად მუშაობა? • სარგებლობს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი პატივისცემითა და ნდობით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს შორის? • შეუძლია თუ არა აუთრიჩ-მუშაკს დროის ეფექტურად მართვა? • ფლობს თუ არა აუთრიჩ-მუშაკი მენეჯერისა და ლიდერის უნარ-ჩვევებს? • დაინტერესებულია თუ არა აუთრიჩ-მუშაკი პროფესიული წინსვლით?
  • 33. • აუთრიჩი უნდა შემუშავდეს მოთხოვნილებათა შეფასების საფუძველზე; • მოთხოვნილებათა შეფასებისას უნდა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება ინფორმანტებისგან, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებისგანაც; • ეფექტური აუთრიჩის თვალსაზრისით საჭიროა ნათლად ჩამოყალიბებული მიზნები და ამოცანები; • აუთრიჩის მკვიდრი მუშაკები წამყვან როლს უნდა ასრულებდნენ აუთრიჩ-საქმიანობაში; • პერსონალის რეკრუტირება, ტრენინგი და ზედამხედველობა უნდა იყოს სისტემატური და უწყვეტი ხასიათის; • პროექტის ფარგლებში ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული სამსახურებრივი უფლებები და მუშაკთა უსაფრთხოების პირობები; • აუთრიჩის მენეჯმენტი ხარჯთ-ეფექტური უნდა იყოს.
  • 34. -კამპანია გაარღვიე წრე • ,ინტერვენცია რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარების დამწყებთა რაოდენობის შემცირებას • , ,გამოიყენება როგორც თანასწორთა ინტერვენცია :რომელიც ეფუძნება მტკიცებულებებს • მოქმედი ნიმი ახდენს დიდ გავლენას სხვა ადამიანების გადაწყვეტილებაზე გასინჯოს ინექციით ნარკოტიკი • ,რასაც ნიმების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს რომ ზრდის ინექციით დაწყების შანსებს • უმრავლესობა ნიმებისა არ ამართლებს სხვების მიერ ინექციურ მოხმარებაზე გადასვლას
  • 35. :კამპანია მუშაობს წესით • არაინექციური მომხმარებლის თვალწინ ინექციის განხორციელების რაოდენობათა შემცირება • ინექციის უპირატესობების განხილვა მათ წინაშე ვინც რისკის ქვეშაა სინჯოს ინექცია • მაქსიმალურად არ ჩაერიოს განახორციელოს ვინმეს პირველი ინექცია • ,უნარები თქვან უარი პირველი ინექციის განხორციელებისთვის
  • 36. , 2015.ირმა კირთაძე დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი ალტერნატივა .ჯორჯია :თუ გექნებათ კითხვები დამიკავშირდით irma@altgeorgia.ge მოცემული პრეზენტაციის გამოყენების ,შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ :წყაროდ

Editor's Notes

  1. Preventing initiation into injectingby Neil Hunt, Jon Derricott, Andrew Preston and Garry Stillwell© Exchange Campaigns / Department of Health. 2001.