ხოსრო I ანუშირვანი ნარდი და რეფორმები .
როგორი გამოიგონა ნარდი და კიდე გოგები ბიჭება დაასაქმა :)
რავი აბა თუ მოგწეონათ კაი იქნაბა.
თქვენც დადეთ რამე სლაიდეი თუ არ დაგეზარებათ
7. სასანიანების დინასტიის წარმომადგენელი შაჰინშაჰი
ირანის სამეფო ტახტზე - ხოსრო I ანუშირვანი (501-579
წლები),რომელიც ქვეყანას თითქმის 50 წლის მანძილზე
მართავდა,ღრმად იყო დარწმუნებული რომ ქვეყნის ის
მოქალაქეები,რომლებიც დაუქორწინებლები
(შესაბამისად უშვილოები) იყვნენ ან სამსახურით არ
იყვნენ დაკავებულნი,ქვეყნის დაუძლურებას უწყობდნენ
ხელს,რის გამოც,გამეფებისთანავე (531 წელი) გამოსცა
კანონი,რომლის თანახმადაც მკაცრად ისჯებოდა,ის
მამაკაცები და მანდილოსნები,რომლებიც ქორწინებაზე
განაცხადებდნენ უარს,ან რაიმე სამსახურით არ
დაკავდებოდნენ.ირანელთა დემოგრაფიული
მდგომარეობით დაინტერესებული – ხოსრო I ანუშირვანი
განმარტავდა,რომ აღნიშნული კანონის მიღება ირანის
სახელმწიფოს ერთიორად გაძლიერებისკენ გადადგმული
ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი
გახდებოდა,რადგან,რაც მეტი მოქალაქე იცხოვრებდა და
იშრომებდა ქვეყანაში,მით უფრო მეტად
გაუმჯობესდებოდა არა მარტო დემოგრაფიული
მდგომარეობა,არამედ გაიზრდებოდა სახელმწიფო
შემოსავლებიც,რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა კიდეც.
(ავტორი გენია.ჯი)
8. ნარდი
ხოსრო I ანუშირვანი (501-579 წლები),რომლის ეპითეტი “ანუშირვანი”,ითარგმნება,როგორც:
“უკვდავი სული”,გახლდათ სასანიდთა დინასტიის შაჰინ-შაჰი 531-579 წლებში და მისი
მმართველობა ირანის ისტორიაში “ოქროს ხანადაა” ცნობილი.გარდა იმისა,რომ ხოსრო I
ანუშირვანი ისტორიაში დამკვიდრდა,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მმართველი,იგი
მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი,საკმაოდ “აზარტული” სამაგიდო თამაშის -
“ნარდის”,გამოგონების ისტორიასთანაც არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ
მისი მმართველობისას განხორციელდა ირანში იდეა “ნარდის” სამაგიდო თამაშის დაარსებისა
და მის შემქმნელად დღემდე მიჩნეულია ხოსრო I ანუშირვანის ცნობილი ვეზირი,სახელად -
ბოზუგრიხმუ.მან აღნიშნული თამაში “შაჰინშაჰ ხოსროს” ბრძანების საფუძველზე
გამოიგონა,რადგან ირანის მმართველის სურვილი იყო,რომ ინდოეთში გამოგონებული
ინტელექტუალური თამაშის “ჭადრაკის” საპირწონე თამაში შეექმნა და არც შემცდარა,რადგან
“ნარდი” ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად იქცა ფართო საზოგადოებისათვის,შემდგომ წლებში
იგი მუსულმანთათვის ერთ-ერთ თავშესაქცევ და საყვარელ თამაშად ჩამოყალიბდა,რის
შემდეგაც ევროპაშიც ფართოდ მოიკიდა ფეხი.აქვე ისიც აღსანიშნავია,რომ სწორედ ხოსრო I
ანუშირვანის დროს და მის მიერ იქნა შედგენილი პირველი ოფიციალური ხელნაწერი,სადაც
აღწერილი იყო “ჭადრაკის” სრული ტერმინოლოგია,თამაშის წესები,ფიგურების
სახელწოდებები და მათი დანიშნულება.