SlideShare a Scribd company logo
1 of 66
ციფრული სესია
კანის ასაკის დადგენა
სახის მოვლის სესია
მოიწვიეთ სტუმრები და მადლობა გადაუხადეთ თითოეულს. წარმოადგინეთ
საკუთარი თავი და მოყევით თქვენი პირადი წარმატების ისტორია ორიფლეიმში,
იყავით ლაკონური და დაეყრდენით ფაქტებს (მაქსიმუმ 2 წთ).
• რით იყავით დაკავებული კომპანიაში მოსვლამდე?
• რატომ მოხვედით კომპანიაში?
• პროდუქციის გამოყენების მხრივ გაგავიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
• როგორ შეცვალა ორიფლეიმმა თქვენი ცხოვრება?
ეცადეთ აღნიშნოთ თქვენს ისტორიაში განსაკუთრებული მომენტები, რომელიც
თქვენი სტუმრებისათვის გასაგები და ნაცნობია.
მაგალითად, ოჯახისათვის განკუთვნილი დროის უკმარისობა, სურვილი თავად იყოთ
საკუთარი თავის უფროსი, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და ა.შ.
სთხოვეთ სტუმრებს წარმოადგინონ საკუთარი თავი, მოკლედ მოყვნენ საკუთარი
თავის შესახებ.
მაგალითი:
გამარჯობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახის კანის მოვლის სესიაზე. დღეს ჩვენ
ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოვუაროთ სწორად სახეს, რათა მაქსიმალურად
გავუხანგრძლივოთ კანს ახალგაზრდობა. დასაწყისისთვის გთავაზობთ უკეთ
გავიცნოთ ერთმანეთი. რამდენიმე სიტყვით გიამბობთ ჩემს შესახებ, შემდეგ კი
თქვენ გთხოვთ წარმოადგინოთ საკუთარი თავი, შევთანხმდით?
მე ვარ ნატალია, 25 წლის.
ვთანამშრომლობ ორიფლეიმთან უკვე 3 წელია. მანამდე ვიყავი ინგლისური ენის
მასწავლებელი. კომპანიას გავეცანი ზუსტად ისე, როგორც თქვენ - სახის კანის
მოვლის სესიაზე. ძალიან მომეწონა პროდუქტები და გაოცებული დავრჩი ეფექტით.
მაგალითი:
ასევე მიმიზიდა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობამ. ვფიქრობ, რომ
დამეთანხმებით: ყოველთვის გვსურს თავს მივცეთ იმის უფლება, რაზეც არ
გვყოფნის ხელფასი. ძალიან მინდოდა სამეჯლისო ცეკვებით დავკავებულიყავი -
ორიფლეიმმა მომცა ამის შესაძლებლობა. თანდათან ორიფლეიმი გახდა ჩემი
ძირითადი სამუშაო ადგილი - ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით.
გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი - . . .
თქვენ შეგიძლიათ
იმოქმედოთ
თქვენი კანის ასაკობრივი
ცვლილებების
80%
ახლა, როდესაც ჩვენ ცოტათი უფრო უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს, ნება მომეცით
მოგიყვეთ, თუ რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ.
ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ გვსურს უკეთ ვიზრუნოთ ჩვენს კანზე, ასე არ
არის?
ყველას სურს ჰქონდეს ჯანმრთელი, ახალგაზრდა კანი ნებისმიერ ასაკში.
იცით თუ არა, რომ კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა
მოვახდინოთ ჩვენი კანის 80%-ზე მეტ ასაკობრივ
ცვლილებაზე? ეს ძალიან ბევრია, მეთანხმებით?
ამგვარად, ადრეულ ასაკში თქვენი კანის ახალგაზრდობაზე ზრუნვის დაწყებით,
თქვენ დებთ ინვესტიციას საკუთარ თავში,
სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს გარეგნულ იერსახეს ხანდაზმულ ასაკშიც.
გსურთ გაიგოთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს? სიამოვნებით მოგიყვებით!
გეგმა
1. ორიფლეიმის შესახებ
2. კანის მოვლის შესახებ
3. აქტიური ანტიასაკობრივი საშუალებები
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
4. სახის კომპლექსური მოვლა კანის
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად
5. კომპლექსური მოვლა: ნაკრებები
6. კანის ასაკის ციფრული ტესტირება
გეგმა
სახის კანის მოვლის სესიები
მოდით დავიწყოთ იმით, რომ მე განვსაზღვრავ ჩვენი შეხვედრის გეგმას.
მე მოგიყვებით ორიფლეიმის შესახებ, სახის სწორად მოვლის შესახებ, რომელიც
უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას,
ორიფლეიმის ინტენსიური მოვლის ინოვაციური საშუალებების შესახებ და რა თქმა
უნდა სესიის ბოლოს, სიამოვნებით
გაგიწევთ კონსულტაციას ინდივიდუალურ კომპლექსურ მოვლაზე, რომელიც
სწორედ თქვენი კანის მოთხოვნილებებს
პასუხობს.
მაშ ასე, დავიწყოთ?
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
სილამაზის სამყაროში
• შექმნილია შვედეთში 1967 წელს რობერტ და იონას აფ
იოკნიკების მიერ
• პირდაპირი გაყიდვების კოსმეტიკური კომპანია
• წარმოდგენილია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 3
მილიონზე მეტი დამოუკიდებელი ბიზნეს პარტნიორით.
• 7 ათასი თანამშრომელი, წლიური ბრუნვა 1,3 მილიარდი
ევრო.
• ორიფლეიმის ფონდი გახდა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის
თანადამფუძნებელი.
კომპანია ორიფლეიმის ისტორია
● რომელიმე თქვენგანი იცნობს უკვე ორიფლეიმს?
● 1967 წელს ორმა შვედმა ძმამ - რობერტ და იონას აფ-იოკნიკმა დააფუძნა
კომპანია ორიფლეიმი.
● წარმოიდგინეთ, 2017 წელს კომპანია აღნიშვნა 50 წლის იუბილეს.
● ამ ხნის განმავლობაში ორიფლეიმი გავიდა მსოფლიო დონეზე, ჩვენ 60-ზე მეტი
წარმომადგენელი გვყავს მთელს მსოფლიოში.
● კომპანიაში დარეგისტრირებულია 3 მილიონზე მეტი დამოუკიდებელი
კონსულტანტი - ისეთი, როგორიც მე ვარ.
● კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროა - ის ნამდვილად
წარმოადგენს სტაბილურ, განვითარებად და საიმედო კომპანიას.
კომპანია ორიფლეიმის ისტორია
პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ზრუნავს ქველმოქმედებაზე
- ჩვენ ვართ ორიფლეიმის ფონდის დამფუძნებლები, რომელიც მოწოდებულია
დაეხმაროს ჩვენი საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ წევრებს -
ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებს. ამას გარდა, ორიფლეიმი, შვედეთის დედოფალ
სილვიასთან ერთად, არის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი.
ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, როდესაც მსხვილი კომპანია მსგავსი
საკითხებისადმი ასეთი ყურადღებიანია.
რატომ ვარ ორიფლეიმში
აქ შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება და
ამასთანავე სამსახურის შეთავსება, ან კარიერულ კიბეზე
წინსვლა ორიფლეიმთან ერთად.
პირადი ზრდა და განვითარება
მთელს მსოფლიოში მოგზაურობა გასართობ
ღონისძიებებზე
მარტივი რეგისტრაცია რისკების გარეშე
რატომ ვარ ორიფლეიმში?
პირდაპირი გაყიდვების უპირატესობა შუამავლების, მაღაზიების, გამყიდველების
არარსებობაა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია
შემოგთავაზოთ პერსონალური მიდგომა თითოეული კლიენტისადმი.
ბიზნესი იგება რეკომენდაციებზე, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადოთ რეკლამაში.
როგორ მოვიქცეთ – მნიშვნელოვანია თავი მოარიდოთ ფრაზების „თქვენ
შეძლებთ, თქვენ მიიღებთ...“ გამოყენებას.
ფოკუსირება მოახდინეთ პირად მაგალითზე: „ჩემთვის მნიშვნელოვანია... ჩვენი
კომპანიის კონსულტანტებს შეუძლიათ...“
მოიყვანეთ მაგალითები ორიფლეიმთან თანამშრომლობის თქვენი პირადი
მაგალითიდან.
მაგალითი: როგორც უკვე მოგიყევით, ორიფლეიმში თავიდანვე მიმიზიდა
პროდუქციამ და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობამ.
ძალიან მინდოდა საყვარელი ჰობით დაკავების უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის.
ჩვენს კომპანიაში კონსულტანტები დამოუკიდებლად წყვეტენ, თუ რა დროის
დახარჯვა სურთ სამუშაოზე: ეს შესაძლოა იყოს შემოსავლის დამატებითი წყარო,
შესაძლოა იყოს ძირითადი სამსახური.
კონსულტანტები თავად ირჩევენ რამდენად სწრაფად სურთ განვითარდნენ - თქვენ
თავად ხართ საკუთარი თავის ხელმძღვანელი.
კომპანია კონსულტანტებს აძლევს მასთან ერთად მთელ მსოფლიოში მოგზაურობის
შესაძლებლობას - მე წელიწადში რამდენჯერმე მივემგზავრები საზღვარგარეთ
კონფერენციებზე.
კიდევ ის მომწონს, რომ კომპანიაში რეგისტრაციისთვის სულ მცირედი თანხაა
საჭირო - პრაქტიკულად 1 ფინჯან ყავის ღირებულებაზე ნაკლები.
თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი კომპანიის შესაძლებლობებზე, სიამოვნებით
მოგიყვებით სესიის შემდეგ.
ინდივიდუალური
რეკომენდაცია
მეცნიერულად
დადასტურებული
შედეგები.
ნატურალური
ინგრედიენტები
ხარისხის შვედური
სტანდარტები
რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც
უნიკალური?
მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა
ჩვენი პროდუქცია:
1. მეცნიერულად დამტკიცებული შედეგები
კანის მოვლის ყველა საშუალება იქმნება ჩვენს პირად კვლევით
ცენტრში - დუბლინში და სტოკჰოლმის კანის კვლევის ინსტიტუტში.
ჩვენთან მუშაობს 150-ზე მეტი მაღალი კლასის მეცნიერი. ჩვენს
პორტფოლიოში 20-ზე მეტი პატენტია.
რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც
უნიკალური?
მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა
ჩვენი პროდუქცია:
2. ნატურალური აქტიური ინგრედიენტები
თითოეული პროდუქტის იდეის გულში ნატურალური ინგრედიენტია
ჩადებული. ბუნება ყოველთვის იყო
ორიფლეიმისთვის ამოსავალი წერტილი და შთაგონების წყარო. ჩენი
მიზანია გავაერთიანოთ ბუნებისა და მეცნიერების საუკეთესო
ქმნილებები.
რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც
უნიკალური?
მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა
ჩვენი პროდუქცია:
3. პირადი რეკომენდაცია
როგორც უკვე ვთქვი, ორიფლეიმი - ეს არის პირდაპირი გაყიდვების
კომპანია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი კლიენტი იღებს
ინდივიდუალურ კონსულტაციას კომპანიის კონსულტანტისგან, ეს კი
აძლევს მათ საშუალებას შეარჩიონ ის პროდუქტები, რომელიც
პასუხობს კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.
რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც
უნიკალური?
მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა
ჩვენი პროდუქცია:
4. შვედური ხარისხის სტანდარტები
ორიფლეიმი – ეს არის პროდუქციის უმაღლესი ხარისხის გარანტია,
ყველა მათგანი გადის დერმატოლოგიურ ტესტს. თქვენ იცოდით,
რომ ხარისხის შვედური სტანდარტები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე
მკაცრია?
ყველაფერი ეს, ჭეშმარიტად უნიკალურს ხდის ორიფლეიმის
საშუალებების მიერ სახის კანის მოვლას.
რა ემართება ჩვენს
კანს დროთა
განმავლობაში?
როგორც ჩვენი შეხვედრის დასაწყისში ვახსენე, კანზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან -
ეს ნამდვილი ინვესტიციაა თქვენს გარეგნულ იერსახეში.
კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ კანის
80%-ზე მეტ ასაკობრივ ცვლილებაზე!
დაბერება - ბუნებრივი პროცესია, რომელიც დროსთან ერთად ხდება, ჩვენ არ
შეგვიძლია იგი სრულად ავირიდოთ თავიდან, თუმცა შეგვიძლია შევარბილოთ
ეფექტი ჩვენს კანზე ზრუნვის მეშვეობით.
ახლა მე აგიხსნით როგორ!
თქვენი კანი ბერდება, ეს ასეა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს პროცესი,
თუკი გამოიყენებთ პროდუქტებს, რომელიც
შეესაბამება თქვენი კანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ასე რომ, თქვენ
შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად თქვენი ბიოლოგიური ასაკის
მიუხედავად.
წარმოგიდგენთ მობილურ დანართს
SKINEXPERT
იმისათვის, რომ თითოეულმა ქალბატონმა მიიღოს
მაქსიმალურად ზუსტი და კორექტული რეკომენდაცია
სახის მოსავლელად, პირველ რიგში აუცილებელია
კანის ძირითადი საჭიროებების დადგენა.
კომპანიამ შექმნა სპეციალური ციფრული
ინსტრუმენტი, მობილური დანართი, რომელიც
ზუსტად აანალიზებს ჩვენი სახის ყველა ასაკობრივ
მაჩვენებელს.
კანის მოვლის კონსულტაცია:• ზუსტი
• პროფესიონალური
• ობიექტური
საჭიროა უბრალოდ ფოტოს გადაღება და კლიენტისა
და ციფრული მოდელის სიბერის ნიშნების შედარება.
სესიის ზოგადი ნაწილის შემდეგ თქვენ აუცილებლად
მიიღებთ პროფესიონალურ და კომპეტენტურ
კონსულტაციას - ამაში დაგეხმარებათ დანართი
SkinExpert.
აქტიური
ანტიასაკობრივი
საშუალებები
ახალგაზრდობის
შესანარჩუნებლად
კანის დაბერება - ეს თანმიმდევრული პროცესია. ასაკი, როდესაც
ქალებს უჩნდებათ კანის დაბერების პირველი ნიშნები, სინამდვილეში
დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, ცხოვრების
სტილსა და კანის ფიზიოლოგიაზე.
ყოველ ჩვენგანს დაბერების ინდივიდუალური პროცესი ახასიათებს.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ ორიფლეიმი სხვადასხვა ანტიასაკობრივ
სერიებს, რომელიც ერგება განსხვავებულ ქალბატონებს მათი კანის
პრობლემისა და მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
ორიფლეიმის ანტიასაკობრივი სერიები გულისხმობს მიზანმიმართულ ზემოქმედებას
პრობლემებზე და უზრუნველყოფს კლინიკური, ან სამომხმარებლო ტესტირებით
დამტკიცებულ შედეგს.
კლინიკური ტესტირება ნიშნავს, რომ პროდუქტმა მიიღო ობიექტური შეფასება, რაც
დადასტურებულია მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნიკით ჩატარებული
კვლევებით.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ «ნაოჭების 33% ქრება 12 კვირის
განმავლობაში», ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მეცნიერულად დამოწმებული
შედეგები. სამომხმარებლო ტესტირება - ეს არის გარკვეულ, კონტროლირებად
პერიოდში პროდუქტის გამოყენების შეფასება მომხმარებელთა მიერ.
ახლა კი მინდა გაგაცნოთ პროდუქციის თითოეული ხაზი.
გარდასახვის სასწაული კანის
სრულყოფისთვის
თქვენი ძირითადი პრობლემები: თქვენი კანი დაღლილი და
ფერმკრთალია, მან დაკარგა ჯანსაღი ბზინვა და ტონუსი?
ჩვენი გადაწყვეტა
სპარსული აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტი ამცირებს დაზიანების დონეს და
ხელს უწყობს უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას კანის
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
კენკრა ასაის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი იცავს კანს თავისუფალი
რადიკალების აგრესიული ზემოქმედებისგან
შედეგად:
• მბზინავი კანი;
• კანის ტონი და ტექსტურა შესამჩნევად გათანაბრებულია.
კლინიკურად
დამტკიცებულია:
ებრძვის კანის დაბერების
პირველ ნიშნებს
პირველი სერია, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, - ეს არის True
Perfection, რომელიც ეწინააღმდეგება პირველ ასაკობრივ
ნიშნებს : როცა განახლების პროცესი შენელებულია, კანი - ფერმკრთალი და
გადაღლილია.
სერია True Perfection-ის პროდუქტები აღკვეთენ ნაადრევ დაბერებას,
შესამჩნევად აუმჯობესებენ სახის ფერსა და კანის
ტექსტურას, სპარსული აბრეშუმის აკაციისა და კენკრა ასაის ღეროვანი
უჯრედების ექსტრაქტის ინოვაციური კომპლექსის
წყალობით ანიჭებენ მას სიგლუვესა და ერთიან იერს. კლინიკურმა ტესტირებებმა
დაამტკიცა:
ტენიანობის დონე უმჯობესდება 83%-ით
ფორები ნაკლებ შესამჩნევია
კანის ბრწყინვალება მატულობს 11-ჯერ
რევოლუცია
ანტიასაკობრივ
მოვლაში
თქვენი ძირითადი პრობლემები
შენიშნეთ პირველი ნაოჭები?
ჩვენი გადაწყვეტა
მცენარეთა ღეროვან უჯრედებზე
დაფუძნებული ტექნოლოგია ებრძვის
ნაოჭებს შიგნიდან:
• ნაოჭები ქრება;
• 200%-ით მატულობს კანის მიერ საკუთარი
კოლაგენის გამომუშავების დონე
ნაოჭების 33% ქრება მხოლოდ
12 კვირაში
შემდეგი სერია – «ეკოლაგენი».
რომელმა თქვენგანმა მიაქცია ყურადღება პირველი ნაოჭების წარმოქმნას?
მცენარეთა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ტექნოლოგია იქცა რევოლუციური
ხაზის „ეკოლაგენის“ მთავარ ინგრედიენტად.
ის კანის საკუთარ კოლაგენს საშუალებას აძლევს შიგნიდან ამოწიოს ნაოჭები და
ამით უფრო გლუვსა და ახალგაზრდულს ხდის კანს. სერია „ეკოლაგენის“
კომპლექსური გამოყენება 33%-ით აქრობს ნაოჭებს გამოყენებიდან 12 კვირაში.
* მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი, in vitro კვლევა.
** კლინიკური კვლევა 12 კვირის განმავლობაში, 31 ქალის მონაწილეობით.
გარღვევა ანტიასაკობრივ
ლიფტინგ-მოვლაში
თქვენი ძირითადი პრობლემები თქვენმა კანმა
დაკარგა ელასტიურობა?
ჩვენი გადაწყვეტა
კომპლექსი AspartoLift-ისა და მცენარეთა ღეროვანი
უჯრედების ექსტრაქტის ეფექტური კომბინაცია
● უბრუნებს კანს ელასტიურობას
● ამცირებს ნაოჭებს.
70% უფრო ელასტიური კანი 12 კვირაში
ახლა კი მოდით გავეცნოთ ორიფლეიმის ერთ ერთ უახლეს რევოლუციურ სერიას
დროსთან ერთად ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობას შედეგად სახის კონტური
კარგავს მკაფიო ფორმას
ორიფლეიმის მეცნიერთა წლიანი კვლევის შედეგია რომელიც
ყველაზე მოწინავე სამეცნიერო მეთოდებს ეფუძნება
მეცნიერებმა თანამედროვე გენური ტექნოლოგიების გამოყენებით გამოიკვლიეს
ათასზე მეტი აქტიური ინგრედიენტის ზემოქმედება ათას გენზე
ინოვაციურმა დაპატენტებულმა ტექნოლოგიამ მიიღო სახელწოდება
ჩვენი კანის ელასტიურობას ელასტიური ბოჭკოები უზრუნველყოფენ ელასტინს ჩვენს
კანში წარმოქმნის ფიბრობლასტების უჯრედები
ახალგაზრდობაში ფიბრობლასტები უფრო აქტიურია და ეფექტურად აწარმოებენ
ელასტინს ასპარაგენის მჟავასთან ურთიერთქმედების ხარჯზე რომელიც კანის
უჯრედებში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა
ასაკის მატებასთან ერთად ასპარაგენის მჟავა სულ უფრო მცირდება შესაბამისად
ფიბრობლასტები ხდება ნაკლებად ელასტიური და ნაკლებ ელასტინს წარმოქმნის
შედეგად კანი კარგავს დრეკადობას
AspartoLift ტექნოლოგია შეიცავს გადამუშავებულ ასპარაგენის მჟავას, რომელიც
ზემოქმედებს ფიბრობლასტებზე და მათ ხელახლა გააქტიურებაზე, გააქტიურებული
ფიბრობლასტები წარმოქმნიან ელასტინს, ისე, თითქოს გაახალგაზრდავდნენ 20
წლით.
AspartoLift-ის ეფექტიანობა მართლაც დაუჯერებელია - კომპლექსური
გამოყენების 12 კვირაში კანი ხდება 70%-ით უფრო
ელასტიური, პირველ შედეგს კი უკვე 1 თვეში შეამჩნევთ.
სილამაზე და კანის მეორე სიცოცხლე
თქვენი ძირითადი პრობლემები
თქვენს კანს აშკარად გამოხატული სიბერის ნიშნები აქვს?
ჩვენი გადაწყვეტა
უნიკალური ფორმულა, რომელიც მოიცავს ბალახების
ექსტრაქტებს, Plantago Lanceolata მცენარის ღეროვანი
უჯრედების ექსტრაქტს, ანტიასაკობრივ ტექნოლოგიას
GenisteinSOY
სერია ებრძვის მოწიფული კანის პრობლემებს:
• პიგმენტური ლაქები
• სიმშრალე
• ღრმა ნაოჭები
• ელასტიურობის დაკარგვა და მოშვება
კლინიკურად დამტკიცებულია:
მოწიფული კანი უფრო
ახალგაზრდულად გამოიყურება
და ბოლოს, ანტიასაკობრივ საშუალებათა კიდევ ერთი ბრწყინვალე სერია – Time
Reversing.
რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით მეტ სიბერის ნიშანს აღმოაჩენს ჩვენი კანი. ეს
გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, მზის სხივების აქტიური ზემოქმედებით
და ნივთიერებათა ცვლის საერთო შენელებით. ამ ყველაფერს მივყავართ ასაკობრივი
პიგმენტაციისა და გამოხატული ნაოჭების წარმოქმნამდე.
ეს ორიფლეიმის ისტორიაში პირველი ხაზია, რომლის საკვანძო ინგრედიენტიც
მძლავრი ბუნებრივი კომპონენტი - სოიოს გენისტეინია, რომელის დამატენიანებელი
და ნაოჭების საწინააღმდეგო თვისებებიც კვლევების საფეძველზეა დამტკიცებული. ის
მოქმედებს გენეტიკურ დონეზე, გენებზე და მისი წყალობით, სულ რაღაც 4 კვირაში
კანი 8 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება*.
ახლა მე აგიხსნით, თუ როგორ
დაგეხმარებათ კანის სწორი,
ყოველდღიური მოვლა საუკეთესო
შედეგების მიღწევაში.
კანის კომპლექსური
გამაახალგაზრდავებელ
ი მოვლა
4 მარტივი ნაბიჯი
• 2 წუთი
• 2-ჯერ დღეში
• 4 მარტივი ნაბიჯი
ეს ყველაფერია რაც თქვენ გჭირდებათ!
ორიფლეიმში იციან, რომ «თქვენ თავად წყვეტთ, თუ რა ასაკის შესაფერისად
გსურთ გამოიყურებოდეთ».
ვინ უვლის საკუთარ კანს ყოველდღიურად?
მხოლოდ 2 წუთი, დღეში ორჯერ, თუ თქვენი კანის მოვლას დაუთმობთ, მალე
შეამჩნევთ, რომ ბევრად უკეთესად გამოიყურებით.
4 მარტივი ნაბიჯი = 2 წუთი, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს.
სულ ესაა, რისი გაკეთებაც მოგიწევთ!
უმარტივესია, ასე არ არის?
როგორც უკვე იცით, ჩვენი კანის მოვლის ანტიასაკობრივი სერიები შექმნილია
იმგვარად, რომ ყველა პროდუქტი ავსებს ერთმანეთს, რათა ერთად მოგიტანონ
მაქსიმალური სარგებელი.
ამიტომ, ორიფლეიმმა სპეციალურად შეიმუშავა კომპლექსური, ყოველდღიური
მოვლა კანისათვის.
ეს უზრუნველყოფს ანტიასაკობრივი პროდუქტების მაქსიმალურ ეფექტიანობას, რაც
საშუალებას აძლევს თქვენს კანს იდეალურად გამოიყურებოდეს ნებისმიერ ასაკში!
თქვენ მზად ხართ ამ პროდუქტის გამოსაყენებლად ახლავე?
მაშ ასე, მოვიდა დრო მოსინჯოთ კომპლექსური მოვლის რამდენიმე პროდუქტი
ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!
მოდით მე გიჩვენებთ, რომელ პროდუქტებს გამოვიყენებთ ჩვენს სახის კანის მოვლის
სესიაზე.
როგორ მოვიქცეთ
სესიისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინსტრუმენტები:
• ბამბის დისკები, დაურიგდეს ყველას ინდივიდუალურად;
• თავსაკრავი;
• ნიჩაბი საცხის წასასმელად;
• სარკე;
• პატარა კონტეინერი გამოყენებული ფლაკონებისა და ბამბის დისკებისათვის.
ნაბიჯი 1 გაწმენდა
გამწმენდი საშუალება
აშორებს ჭუჭყს, მაკიაჟს და კანის
მკვდარ უჯრედებს.
მატონიზირებელი
აშორებს ჭუჭყის ნარჩენებს.
სანამ დაიტანთ კანის მოვლის რომელიმე საშუალებას, გთხოვთ, დაიბანოთ ხელები. -
შეგიძლიათ შესთავაზოთ ორიფლეიმის
ანტიბაქტერიული გელის გამოყენება.
ნაბიჯი 1 - გაწმენდა
გამწმენდი პროდუქტები აშორებს კანს სხვადასხვა სახის ჭუჭყს.
სწორი გაწმენდა – ეს არის გასაღები ჯანსაღი და ახალგაზრდა კანისათვის, ის ხომ
საშუალებას აძლევს მომდევნო ნაბიჯის
პროდუქტებს უკეთ შეიწოვონ და მიაღწიონ ოპტიმალურ შედეგს.
გაიწმინდეთ კანი დილით და საღამოს.
ბამბის დისკის მეშვეობით ფრთხილად წაისვით გამწმენდი საშუალება სახისა და
კისრის მიდამოებზე. მისი ჩამობანა არ არის საჭირო.
გამწმენდი საშუალების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ მატონიზირებელ საშუალებას,
რათა მოვიშოროთ მაკიაჟისა და ჭუჭყის
ნარჩენები, ვუზრუნველყოთ კანის ტონიზირება და შევამციროთ ფორების სიმკვეთრე.
ის დააბალანსებს pH დონეს და დაამშვიდებს კანს. გამოიყენეთ მატონიზირებელი
საშუალება დღეში ორჯერ.
დაიტანეთ ცოტაოდენი მატონიზირებელი საშუალება ბამბის დისკზე და გაიწმინდეთ
კანი, განსაკუთრებული ყურადღება
მიაქციეთ ცხვირის, კისრისა და ნიკაპის არეებს.
როგორ მოვიქცეთ
მოახდინეთ ყოველ ნაბიჯზე თითოეული ნაბიჯის დემონსტრირება.
ნაბიჯი 2
თვალის გარშემო
კანის მოვლა
საცხი თვალის გარშემო
კანისთვის
აგვარებს აღნიშნული ზონის
კანის სპეციფიურ
პრობლემებს.
ნაბიჯი 2 – თვალის გარშემო კანის მოვლა რომელმა თქვენგანმა იცის, თუ რატომ
იქმნება თვალის გარშემო კანისათვის სპეციალური პროდუქტები?
თვალის გარშემო კანი ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, სიბერის ნიშნები
პირველ რიგში აქ ვლინდება.
თვალის გარშემო კანის საცხი მიზანმიმართულად მოქმედებს სწორედ ამ ზონის
სპეციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მაგალითად, ებრძვის ჩაშავებულ
უპეებს, შეშუპებას და ე.წ. „ბატის თათებს“. არა-თითების ნაზი მოძრაობებით
დაიტანეთ საცხი თვალის გარშემო კანზე, მის სრულ შეწოვამდე. საუკეთესო
შედეგისათვის ყოველთვის გამოიყენეთ საცხი დილით და ღამით, სახის გაწმენდის
შემდეგ.
როგორ მოვიქცეთ
მოახდინეთ ყოველ ნაბიჯზე თითოეული ნაბიჯის დემონსტრირება.
ნაბიჯი 3
აქტივატორი
შრატი
აძლიერებს დღის და
ღამის საცხების ეფექტს
ნაბიჯი 2-ის შემდეგ გადავდივართ ნაბიჯ 3-ზე - აქტივატორზე.
შრატი შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უფრო მაღალ კონცენტრაციას, რათა
უფრო ღრმად მოხდეს საცხის შეწოვა კანში და
უფრო სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს.
შრატის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღადგენს და იცავს კანს
ყველაზე ღრმა ფენებიდან ზედაპირამდე.
დღისა და ღამის საცხების ეფექტიანობის ასამაღლებლად საუკეთესო მეთოდი მათ
ქვეშ შრატის გამოყენებაა.
ახლა დაიტანეთ ერთი წვეთი შრატი სახესა და კისერზე, თითების ბალიშების
დახმარებით. მოერიდეთ მის მოხვედრას
თვალებში.
ნაბიჯი 4
ძირითადი მოვლა
დღის საცხი
ატენიანებს და იცავს მას გარე
აგრესიული ფაქტორებისგან.
ღამის საცხი
მძლავრი აქტიური ინგრედიენტები
ხელს უწყობს კანის აღდგენას სანამ
თქვენ გძინავთ.
ყოველდღიური მოვლის დასკვნითი ეტაპი - ეს არის ნაბიჯი 4 - ძირითადი მოვლა.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კანის დილის მოვლის პროცედურა დაასრულოთ დღის
საცხის წასმით, რომელიც ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს აგრესიული
ფაქტორების ზემოქმედებისგან, მაგალითად, ცუდი ეკოლოგიისგან.
სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაში საცხის წასასმელად გამოიყენეთ სპეციალური
ნიჩაბი. მოერიდეთ მის მოხვედრას
თვალებში. დღის საცხების უმრავლესობა შეიცავს ულტრაიისფერ დამცავს (SPF),
ამიტომ დილით აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენ იყენებთ საშუალებებს
ულტრაიისფერი დაცვით, რომელიც დაიცავს თქვენს კანს ფოტოდაბერებისაგან
(რუჯის შედეგად სახის კანის ნაადრევი გამოშრობა და დანაოჭება) გახსოვდეთ, რომ
მზე - კანის ახალგაზრდობისთვის ნომერ პირველი მტერია.
დღის დასასრულ გამოიყენეთ ღამის საცხი.
ღამით თქვენი კანი ისვენებს და აქტიურად განახლდება, ამიტომ ღამის საცხი შეიცავს
მეტ აქტიურ ინგრედიენტს, ვიდრე დღის.
დაიტანეთ იგი გაწმენდის პროცედურისა და შრატის წასმის შემდეგ, გადაინაწილეთ
სახისა და კისრის კანზე, იგი დაეხმარება თქვენს კანს აღდგენაში და დაუბრუნებს
ახალგაზრდულ იერს.
როგორ გრძნობს თავს თქვენი კანი?
იგი ნაზი და რბილი გახდა?
დაიმახსოვრეთ კანის კომპლექსური გამაახალგაზრდავებელი მოვლის 4 მარტივი
ნაბიჯი?
ვინმეს შეუძლია ჩამომითვალოს?
სახის კანის
კომპლექსური მოვლის
ნაკრებები
გითხარით, რომ ყოველდღიური გამაახალგაზრდავებელი მოვლა ძალიან მარტივია?
ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ეს ყველაფერი სახლში გააკეთოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ყოველდღიური მოვლისთვის სწორი პროდუქტების
შერჩევა, რომელიც პასუხობს სწორედ თქვენი კანის მოთხოვნილებებს.
ახლა კი შესანიშნავი სიახლე მაქვს თქვენთვის! ორიფლეიმი გთავაზობთ
ანტიასაკობრივ საშუალებათა მზა ნაკრებებს.
თითოეული ნაკრები შედგება სერიის 6 პროდუქტისგან, რაც ერთობლიობაში
შეადგენს ეფექტური, ყოველდღიური,
გამაახალგაზრდავებელი მოვლის სრულ ციკლს.
ეს ძალიან მოსახერხებელია, ასე არ არის?
კომპლექსური
გადაწყვეტა კანის
მოსავლელად
თქვენი უპირატესობები:
1. კომპლექსური გადაწყვეტა პასუხობს თქვენი კანისი
ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს
2. საუკეთესო შედეგი თქვენ იყენებთ კანის
კომპლექსურ გამაახალგაზრდავებელ მოვლას
3. საუკეთესო ფასი
4. ნაკრების შეძენისას მისი შემადგენელი თითოეული
პროდუქტის ფასი გაცილებით მომგებიანია.
მაშ ასე, რა უპირატესობები გააჩნია პროდუქციის ნაკრებებს? სინამდვილეში ძალიან
ბევრი!
1 – თქვენ იღებთ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც პასუხობს კანის
ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.
2 – თქვენ აღწევთ საუკეთესო შედეგებს კანის კომპლექსური,
გამაახალგაზრდავებელი მოვლის წყალობით.
3 – თქვენთვის გარანტირებულია საუკეთესო ფასი, რაც გაცილებით ნაკლებია,
ვიდრე თითოეული პროდუქტის ცალკე შეძენისას. ორიფლეიმის კონსულტანტად
დარეგისტრირების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ნაკრები კიდევ უფრო
იაფად - კონსულტანტის ფასად და მიიღოთ მრავალი სხვა უპირატესობა.
გადადით ინდივიდუალურ კონსულტაციებზე.
ინდივიდუალური
კონსულტაცია
ინდივიდუალური კონსულტანცია
ვის სურს პირველმა მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია?
თითოეულ სტუმარს პირადად გაესაუბრეთ.
ეს პროფესიული მიდგომა და ბრწყინვალე სერვისის
მანიშნებელია.
გამოიყენეთ დიალოგის მაგალითი თითოეული სტუმრისთვის.
როგორ მოვიქცეთ
• ჰკითხეთ სტუმრებს, როგორ მოეწონათ მოსინჯული პროდუქტები.
• ჰკითხეთ თუ რა პრობლემები და მოთხოვნილებები აღენიშნება მათ კანს. თუ
სტუმარმა ჯერ კიდევ არ შეავსო ანკეტა, სთხოვეთ ამის გაკეთება. მის პასუხებზე
დაყრდნობით,
შესთავაზეთ ერთ-ერთი ხაზი/სერია.
• ჰკითხეთ, დაინტერესებულია თუ არა სტუმარი ყოველდღიურ მოვლაში. თუ
დაინტერესებულია, მაშინ უთხარით, რომ ნაკრები ყოველთვის საუკეთესო შედეგს
იძლევა და მას
ყველაზე მომგებიან ფასად შეიძენს. მოუყევით ნაკრების ფასდაკლებაზე თითოეული
ცალკეული პროდუქტის შეძენასთან შედარებით.
როგორ მოვიქცეთ
• რეკრუტირება! შეახსენეთ კონსულტანტის უპირატესობების შესახებ
(ფასდაკლება, უფრო მომგებიანი ფასი, ტრენინგებისა და სპეციალური
შემოთავაზებების ხელმისაწვდომობა).
• აჩვენეთ კატალოგი სპეციალური შემოთავაზების პროდუქტებით.
• გააკონტროლეთ ინტერესი სხვა შეხვედრებისა და მასტერ-კლასებისადმი,
მაგალითად- მაკიაჟის მასტერ-კლასი.
• ჰკითხეთ, აინტერესებს თუ არა ორიფლეიმის შესაძლებლობები, თუ აინტერესებს,
მაშინ მოიწვიეთ იგი შესაბამის შეხვედრაზე.
• აუხსენით როგორ განათავსოს შეკვეთა და გადაიხადოს მისი საფასური.
სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის:
• «დღეს კარგი დრო გაატარეთ?»
• «რა შეგრძნებები გაქვთ მოვლის საშუალებების ტესტირების შემდეგ?»
• «რომელი პროდუქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?»
• «რას მოელით კანის მოვლის პროცესისგან?» (გამოიყენეთ ანტიასაკობრივი
მოვლის ხაზის რეკომენდაციისთვის განკუთვნილი ანკეტა.)
• «გსურთ გამოიყენოთ კანის გამაახალგაზრდავებელი კომპლექსური მოვლა?»
«თუ გსურთ, მაშინ შეიძინეთ ნაკრები და გექნებათ საუკეთესო შედეგი ყველაზე
მომგებიან ფასად!»
სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის:
• «თქვენ იცით, რომ ორიფლეიმის კონსულტანტობასთან ერთად, თქვენ მიიღებთ
უამრავ უპირატესობას, მაგალითად, ფასდაკლებას კატალოგის ფასებთან
შედარებით, შესაძლებლობას
მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორიფლეიმში
“, წვდომას სპეციალურ შემოთავაზებებსა და ტრენინგებთან, ასევე თქვენ გახდებით
სილამაზის უზარმაზარი საზოგადოების ნაწილი?»
• «როგორც უკვე ვთქვი, ორიფლეიმი გთავაზობთ მაღალხარისხიანი პროდუქტების
ფართო არჩევანს. მინდა გაჩვენოთ კატალოგი, სადაც აუცილებლად იპოვით
თქვენთვის შესაფერის პროდუქტს».
სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის:
რა ვუთხრათ, რომ ვთხოვოთ რეკომენდაცია, ან მოვიწვიოთ სხვა შეხვედრაზე:
• «შეგიძლიათ თუ არა რეკომენდაცია გაუწიოთ თქვენს რომელიმე ნაცნობს, ვინც
შეიძლება დაინტერესდეს ჩვენს შეხვედრაზე მოწვევით? მომდევნო კვირაში არის 2
თავისუფალი ადგილი შეხვედრის 2 თარიღზე.... მოდით ვნახოთ რომელია მათთვის
მისაღები. თქვენ, ან თქვენს მეგობრებს ყოველთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და
შეცვალოთ შეხვედრის თარიღი».
• «მინდა სილამაზის, ან დეკორატიული კოსმეტიკის მასტერ-კლასზე მოგიწვიოთ»
(ან) «გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ორიფლეიმის შესაძლებლობების შესახებ?»
ხშირი წინააღმდეგობები
არ მაქვს დრო.
«თუ გადაწყვეტთ რამდენიმე მეგობრის შეკრებას, შემიძლია თქვენთან სახლში
მოვიდე, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, დღისით, ან საღამოს. თუ პირადად
გსურთ შეხვედრა, მაშინ შეგვიძლია ერთად ვისადილოთ».
არ მყავს ამდენი ნაცნობი.
«ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 4-6 ნაცნობიც საკმარისია, თქვენ ალბათ გყავთ
კოლეგები, მეზობლები, შესაძლოა ისინი დაინტერესდნენ. რას ფიქრობთ?»
გისურვებთ წარმატებას!

More Related Content

More from Marina Arakishvili

vip-client-order
vip-client-ordervip-client-order
vip-client-order
Marina Arakishvili
 

More from Marina Arakishvili (20)

VIP-benefits
VIP-benefitsVIP-benefits
VIP-benefits
 
Vip invite
Vip inviteVip invite
Vip invite
 
Wander lash
Wander lashWander lash
Wander lash
 
vip-client-order
vip-client-ordervip-client-order
vip-client-order
 
Сила рекомендации
Сила рекомендацииСила рекомендации
Сила рекомендации
 
Yes recomend
Yes recomendYes recomend
Yes recomend
 
Repost facebook
Repost facebookRepost facebook
Repost facebook
 
Facebook-Repost
Facebook-RepostFacebook-Repost
Facebook-Repost
 
Wellness - ВЭЛНЭС-ГИД
Wellness - ВЭЛНЭС-ГИДWellness - ВЭЛНЭС-ГИД
Wellness - ВЭЛНЭС-ГИД
 
Nov age Time restore
Nov age Time restoreNov age Time restore
Nov age Time restore
 
Vip online-beauty-store
Vip online-beauty-storeVip online-beauty-store
Vip online-beauty-store
 
Vip customer benefits
Vip customer benefitsVip customer benefits
Vip customer benefits
 
optimals age revive
optimals age reviveoptimals age revive
optimals age revive
 
Vip onlain 1
Vip onlain  1Vip onlain  1
Vip onlain 1
 
ბალანსის ხელოვნება
ბალანსის ხელოვნება ბალანსის ხელოვნება
ბალანსის ხელოვნება
 
Online order cat.14
Online order cat.14Online order cat.14
Online order cat.14
 
Delivery 2
Delivery 2Delivery 2
Delivery 2
 
1 t catalog showing (2)
1 t catalog showing (2)1 t catalog showing (2)
1 t catalog showing (2)
 
catalog showing (3)
catalog showing (3)catalog showing (3)
catalog showing (3)
 
catalog showing (1)
catalog showing (1)catalog showing (1)
catalog showing (1)
 

T 01. nov age sesia.ge

  • 1. ციფრული სესია კანის ასაკის დადგენა სახის მოვლის სესია
  • 2. მოიწვიეთ სტუმრები და მადლობა გადაუხადეთ თითოეულს. წარმოადგინეთ საკუთარი თავი და მოყევით თქვენი პირადი წარმატების ისტორია ორიფლეიმში, იყავით ლაკონური და დაეყრდენით ფაქტებს (მაქსიმუმ 2 წთ). • რით იყავით დაკავებული კომპანიაში მოსვლამდე? • რატომ მოხვედით კომპანიაში? • პროდუქციის გამოყენების მხრივ გაგავიზიარეთ თქვენი გამოცდილება. • როგორ შეცვალა ორიფლეიმმა თქვენი ცხოვრება?
  • 3. ეცადეთ აღნიშნოთ თქვენს ისტორიაში განსაკუთრებული მომენტები, რომელიც თქვენი სტუმრებისათვის გასაგები და ნაცნობია. მაგალითად, ოჯახისათვის განკუთვნილი დროის უკმარისობა, სურვილი თავად იყოთ საკუთარი თავის უფროსი, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი და ა.შ. სთხოვეთ სტუმრებს წარმოადგინონ საკუთარი თავი, მოკლედ მოყვნენ საკუთარი თავის შესახებ.
  • 4. მაგალითი: გამარჯობა! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახის კანის მოვლის სესიაზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ მოვუაროთ სწორად სახეს, რათა მაქსიმალურად გავუხანგრძლივოთ კანს ახალგაზრდობა. დასაწყისისთვის გთავაზობთ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. რამდენიმე სიტყვით გიამბობთ ჩემს შესახებ, შემდეგ კი თქვენ გთხოვთ წარმოადგინოთ საკუთარი თავი, შევთანხმდით? მე ვარ ნატალია, 25 წლის. ვთანამშრომლობ ორიფლეიმთან უკვე 3 წელია. მანამდე ვიყავი ინგლისური ენის მასწავლებელი. კომპანიას გავეცანი ზუსტად ისე, როგორც თქვენ - სახის კანის მოვლის სესიაზე. ძალიან მომეწონა პროდუქტები და გაოცებული დავრჩი ეფექტით.
  • 5. მაგალითი: ასევე მიმიზიდა დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობამ. ვფიქრობ, რომ დამეთანხმებით: ყოველთვის გვსურს თავს მივცეთ იმის უფლება, რაზეც არ გვყოფნის ხელფასი. ძალიან მინდოდა სამეჯლისო ცეკვებით დავკავებულიყავი - ორიფლეიმმა მომცა ამის შესაძლებლობა. თანდათან ორიფლეიმი გახდა ჩემი ძირითადი სამუშაო ადგილი - ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი არჩევანით. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი - . . .
  • 6. თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ თქვენი კანის ასაკობრივი ცვლილებების 80%
  • 7. ახლა, როდესაც ჩვენ ცოტათი უფრო უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს, ნება მომეცით მოგიყვეთ, თუ რატომ შევიკრიბეთ დღეს აქ. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ გვსურს უკეთ ვიზრუნოთ ჩვენს კანზე, ასე არ არის? ყველას სურს ჰქონდეს ჯანმრთელი, ახალგაზრდა კანი ნებისმიერ ასაკში. იცით თუ არა, რომ კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ ჩვენი კანის 80%-ზე მეტ ასაკობრივ ცვლილებაზე? ეს ძალიან ბევრია, მეთანხმებით? ამგვარად, ადრეულ ასაკში თქვენი კანის ახალგაზრდობაზე ზრუნვის დაწყებით, თქვენ დებთ ინვესტიციას საკუთარ თავში, სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს გარეგნულ იერსახეს ხანდაზმულ ასაკშიც. გსურთ გაიგოთ როგორ უნდა გააკეთოთ ეს? სიამოვნებით მოგიყვებით!
  • 8. გეგმა 1. ორიფლეიმის შესახებ 2. კანის მოვლის შესახებ 3. აქტიური ანტიასაკობრივი საშუალებები ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად 4. სახის კომპლექსური მოვლა კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად 5. კომპლექსური მოვლა: ნაკრებები 6. კანის ასაკის ციფრული ტესტირება
  • 9. გეგმა სახის კანის მოვლის სესიები მოდით დავიწყოთ იმით, რომ მე განვსაზღვრავ ჩვენი შეხვედრის გეგმას. მე მოგიყვებით ორიფლეიმის შესახებ, სახის სწორად მოვლის შესახებ, რომელიც უნარჩუნებს მას ახალგაზრდობას, ორიფლეიმის ინტენსიური მოვლის ინოვაციური საშუალებების შესახებ და რა თქმა უნდა სესიის ბოლოს, სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას ინდივიდუალურ კომპლექსურ მოვლაზე, რომელიც სწორედ თქვენი კანის მოთხოვნილებებს პასუხობს. მაშ ასე, დავიწყოთ?
  • 10. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სილამაზის სამყაროში • შექმნილია შვედეთში 1967 წელს რობერტ და იონას აფ იოკნიკების მიერ • პირდაპირი გაყიდვების კოსმეტიკური კომპანია • წარმოდგენილია მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში, 3 მილიონზე მეტი დამოუკიდებელი ბიზნეს პარტნიორით. • 7 ათასი თანამშრომელი, წლიური ბრუნვა 1,3 მილიარდი ევრო. • ორიფლეიმის ფონდი გახდა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი.
  • 11. კომპანია ორიფლეიმის ისტორია ● რომელიმე თქვენგანი იცნობს უკვე ორიფლეიმს? ● 1967 წელს ორმა შვედმა ძმამ - რობერტ და იონას აფ-იოკნიკმა დააფუძნა კომპანია ორიფლეიმი. ● წარმოიდგინეთ, 2017 წელს კომპანია აღნიშვნა 50 წლის იუბილეს. ● ამ ხნის განმავლობაში ორიფლეიმი გავიდა მსოფლიო დონეზე, ჩვენ 60-ზე მეტი წარმომადგენელი გვყავს მთელს მსოფლიოში. ● კომპანიაში დარეგისტრირებულია 3 მილიონზე მეტი დამოუკიდებელი კონსულტანტი - ისეთი, როგორიც მე ვარ. ● კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროა - ის ნამდვილად წარმოადგენს სტაბილურ, განვითარებად და საიმედო კომპანიას.
  • 12. კომპანია ორიფლეიმის ისტორია პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ზრუნავს ქველმოქმედებაზე - ჩვენ ვართ ორიფლეიმის ფონდის დამფუძნებლები, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ჩვენი საზოგადოების სოციალურად ყველაზე დაუცველ წევრებს - ბავშვებსა და ახალგაზრდა ქალებს. ამას გარდა, ორიფლეიმი, შვედეთის დედოფალ სილვიასთან ერთად, არის ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი. ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, როდესაც მსხვილი კომპანია მსგავსი საკითხებისადმი ასეთი ყურადღებიანია.
  • 13. რატომ ვარ ორიფლეიმში აქ შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება და ამასთანავე სამსახურის შეთავსება, ან კარიერულ კიბეზე წინსვლა ორიფლეიმთან ერთად. პირადი ზრდა და განვითარება მთელს მსოფლიოში მოგზაურობა გასართობ ღონისძიებებზე მარტივი რეგისტრაცია რისკების გარეშე
  • 14. რატომ ვარ ორიფლეიმში? პირდაპირი გაყიდვების უპირატესობა შუამავლების, მაღაზიების, გამყიდველების არარსებობაა, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ პერსონალური მიდგომა თითოეული კლიენტისადმი. ბიზნესი იგება რეკომენდაციებზე, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადოთ რეკლამაში. როგორ მოვიქცეთ – მნიშვნელოვანია თავი მოარიდოთ ფრაზების „თქვენ შეძლებთ, თქვენ მიიღებთ...“ გამოყენებას.
  • 15. ფოკუსირება მოახდინეთ პირად მაგალითზე: „ჩემთვის მნიშვნელოვანია... ჩვენი კომპანიის კონსულტანტებს შეუძლიათ...“ მოიყვანეთ მაგალითები ორიფლეიმთან თანამშრომლობის თქვენი პირადი მაგალითიდან. მაგალითი: როგორც უკვე მოგიყევით, ორიფლეიმში თავიდანვე მიმიზიდა პროდუქციამ და დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობამ. ძალიან მინდოდა საყვარელი ჰობით დაკავების უფლება მიმეცა საკუთარი თავისთვის. ჩვენს კომპანიაში კონსულტანტები დამოუკიდებლად წყვეტენ, თუ რა დროის დახარჯვა სურთ სამუშაოზე: ეს შესაძლოა იყოს შემოსავლის დამატებითი წყარო, შესაძლოა იყოს ძირითადი სამსახური.
  • 16. კონსულტანტები თავად ირჩევენ რამდენად სწრაფად სურთ განვითარდნენ - თქვენ თავად ხართ საკუთარი თავის ხელმძღვანელი. კომპანია კონსულტანტებს აძლევს მასთან ერთად მთელ მსოფლიოში მოგზაურობის შესაძლებლობას - მე წელიწადში რამდენჯერმე მივემგზავრები საზღვარგარეთ კონფერენციებზე. კიდევ ის მომწონს, რომ კომპანიაში რეგისტრაციისთვის სულ მცირედი თანხაა საჭირო - პრაქტიკულად 1 ფინჯან ყავის ღირებულებაზე ნაკლები. თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი კომპანიის შესაძლებლობებზე, სიამოვნებით მოგიყვებით სესიის შემდეგ.
  • 18. რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც უნიკალური? მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია: 1. მეცნიერულად დამტკიცებული შედეგები კანის მოვლის ყველა საშუალება იქმნება ჩვენს პირად კვლევით ცენტრში - დუბლინში და სტოკჰოლმის კანის კვლევის ინსტიტუტში. ჩვენთან მუშაობს 150-ზე მეტი მაღალი კლასის მეცნიერი. ჩვენს პორტფოლიოში 20-ზე მეტი პატენტია.
  • 19. რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც უნიკალური? მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია: 2. ნატურალური აქტიური ინგრედიენტები თითოეული პროდუქტის იდეის გულში ნატურალური ინგრედიენტია ჩადებული. ბუნება ყოველთვის იყო ორიფლეიმისთვის ამოსავალი წერტილი და შთაგონების წყარო. ჩენი მიზანია გავაერთიანოთ ბუნებისა და მეცნიერების საუკეთესო ქმნილებები.
  • 20. რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც უნიკალური? მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია: 3. პირადი რეკომენდაცია როგორც უკვე ვთქვი, ორიფლეიმი - ეს არის პირდაპირი გაყიდვების კომპანია, რაც ნიშნავს, რომ ყოველი კლიენტი იღებს ინდივიდუალურ კონსულტაციას კომპანიის კონსულტანტისგან, ეს კი აძლევს მათ საშუალებას შეარჩიონ ის პროდუქტები, რომელიც პასუხობს კლიენტის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.
  • 21. რატომ არის ორიფლეიმის კანის მოვლის საშუალებები მართლაც უნიკალური? მე შემიძლია დაგისახელოთ 4 უპირატესობა, რითაც გამოირჩევა ჩვენი პროდუქცია: 4. შვედური ხარისხის სტანდარტები ორიფლეიმი – ეს არის პროდუქციის უმაღლესი ხარისხის გარანტია, ყველა მათგანი გადის დერმატოლოგიურ ტესტს. თქვენ იცოდით, რომ ხარისხის შვედური სტანდარტები ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია? ყველაფერი ეს, ჭეშმარიტად უნიკალურს ხდის ორიფლეიმის საშუალებების მიერ სახის კანის მოვლას.
  • 22. რა ემართება ჩვენს კანს დროთა განმავლობაში?
  • 23. როგორც ჩვენი შეხვედრის დასაწყისში ვახსენე, კანზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან - ეს ნამდვილი ინვესტიციაა თქვენს გარეგნულ იერსახეში. კვლევებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში ჩვენ შეგვიძლია ზეგავლენა მოვახდინოთ კანის 80%-ზე მეტ ასაკობრივ ცვლილებაზე! დაბერება - ბუნებრივი პროცესია, რომელიც დროსთან ერთად ხდება, ჩვენ არ შეგვიძლია იგი სრულად ავირიდოთ თავიდან, თუმცა შეგვიძლია შევარბილოთ ეფექტი ჩვენს კანზე ზრუნვის მეშვეობით. ახლა მე აგიხსნით როგორ! თქვენი კანი ბერდება, ეს ასეა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს პროცესი, თუკი გამოიყენებთ პროდუქტებს, რომელიც შეესაბამება თქვენი კანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად თქვენი ბიოლოგიური ასაკის მიუხედავად.
  • 24. წარმოგიდგენთ მობილურ დანართს SKINEXPERT იმისათვის, რომ თითოეულმა ქალბატონმა მიიღოს მაქსიმალურად ზუსტი და კორექტული რეკომენდაცია სახის მოსავლელად, პირველ რიგში აუცილებელია კანის ძირითადი საჭიროებების დადგენა. კომპანიამ შექმნა სპეციალური ციფრული ინსტრუმენტი, მობილური დანართი, რომელიც ზუსტად აანალიზებს ჩვენი სახის ყველა ასაკობრივ მაჩვენებელს.
  • 25. კანის მოვლის კონსულტაცია:• ზუსტი • პროფესიონალური • ობიექტური საჭიროა უბრალოდ ფოტოს გადაღება და კლიენტისა და ციფრული მოდელის სიბერის ნიშნების შედარება. სესიის ზოგადი ნაწილის შემდეგ თქვენ აუცილებლად მიიღებთ პროფესიონალურ და კომპეტენტურ კონსულტაციას - ამაში დაგეხმარებათ დანართი SkinExpert.
  • 27. კანის დაბერება - ეს თანმიმდევრული პროცესია. ასაკი, როდესაც ქალებს უჩნდებათ კანის დაბერების პირველი ნიშნები, სინამდვილეში დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მაგალითად, ცხოვრების სტილსა და კანის ფიზიოლოგიაზე. ყოველ ჩვენგანს დაბერების ინდივიდუალური პროცესი ახასიათებს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ორიფლეიმი სხვადასხვა ანტიასაკობრივ სერიებს, რომელიც ერგება განსხვავებულ ქალბატონებს მათი კანის პრობლემისა და მოთხოვნილებიდან გამომდინარე.
  • 28. ორიფლეიმის ანტიასაკობრივი სერიები გულისხმობს მიზანმიმართულ ზემოქმედებას პრობლემებზე და უზრუნველყოფს კლინიკური, ან სამომხმარებლო ტესტირებით დამტკიცებულ შედეგს. კლინიკური ტესტირება ნიშნავს, რომ პროდუქტმა მიიღო ობიექტური შეფასება, რაც დადასტურებულია მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნიკით ჩატარებული კვლევებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ «ნაოჭების 33% ქრება 12 კვირის განმავლობაში», ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მეცნიერულად დამოწმებული შედეგები. სამომხმარებლო ტესტირება - ეს არის გარკვეულ, კონტროლირებად პერიოდში პროდუქტის გამოყენების შეფასება მომხმარებელთა მიერ. ახლა კი მინდა გაგაცნოთ პროდუქციის თითოეული ხაზი.
  • 29. გარდასახვის სასწაული კანის სრულყოფისთვის თქვენი ძირითადი პრობლემები: თქვენი კანი დაღლილი და ფერმკრთალია, მან დაკარგა ჯანსაღი ბზინვა და ტონუსი? ჩვენი გადაწყვეტა სპარსული აბრეშუმის აკაციის ექსტრაქტი ამცირებს დაზიანების დონეს და ხელს უწყობს უჯრედების ოპტიმალურ ფუნქციონირებას კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კენკრა ასაის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი იცავს კანს თავისუფალი რადიკალების აგრესიული ზემოქმედებისგან შედეგად: • მბზინავი კანი; • კანის ტონი და ტექსტურა შესამჩნევად გათანაბრებულია. კლინიკურად დამტკიცებულია: ებრძვის კანის დაბერების პირველ ნიშნებს
  • 30. პირველი სერია, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, - ეს არის True Perfection, რომელიც ეწინააღმდეგება პირველ ასაკობრივ ნიშნებს : როცა განახლების პროცესი შენელებულია, კანი - ფერმკრთალი და გადაღლილია. სერია True Perfection-ის პროდუქტები აღკვეთენ ნაადრევ დაბერებას, შესამჩნევად აუმჯობესებენ სახის ფერსა და კანის ტექსტურას, სპარსული აბრეშუმის აკაციისა და კენკრა ასაის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტის ინოვაციური კომპლექსის წყალობით ანიჭებენ მას სიგლუვესა და ერთიან იერს. კლინიკურმა ტესტირებებმა დაამტკიცა: ტენიანობის დონე უმჯობესდება 83%-ით ფორები ნაკლებ შესამჩნევია კანის ბრწყინვალება მატულობს 11-ჯერ
  • 31. რევოლუცია ანტიასაკობრივ მოვლაში თქვენი ძირითადი პრობლემები შენიშნეთ პირველი ნაოჭები? ჩვენი გადაწყვეტა მცენარეთა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ტექნოლოგია ებრძვის ნაოჭებს შიგნიდან: • ნაოჭები ქრება; • 200%-ით მატულობს კანის მიერ საკუთარი კოლაგენის გამომუშავების დონე ნაოჭების 33% ქრება მხოლოდ 12 კვირაში
  • 32. შემდეგი სერია – «ეკოლაგენი». რომელმა თქვენგანმა მიაქცია ყურადღება პირველი ნაოჭების წარმოქმნას? მცენარეთა ღეროვან უჯრედებზე დაფუძნებული ტექნოლოგია იქცა რევოლუციური ხაზის „ეკოლაგენის“ მთავარ ინგრედიენტად. ის კანის საკუთარ კოლაგენს საშუალებას აძლევს შიგნიდან ამოწიოს ნაოჭები და ამით უფრო გლუვსა და ახალგაზრდულს ხდის კანს. სერია „ეკოლაგენის“ კომპლექსური გამოყენება 33%-ით აქრობს ნაოჭებს გამოყენებიდან 12 კვირაში. * მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტი, in vitro კვლევა. ** კლინიკური კვლევა 12 კვირის განმავლობაში, 31 ქალის მონაწილეობით.
  • 33. გარღვევა ანტიასაკობრივ ლიფტინგ-მოვლაში თქვენი ძირითადი პრობლემები თქვენმა კანმა დაკარგა ელასტიურობა? ჩვენი გადაწყვეტა კომპლექსი AspartoLift-ისა და მცენარეთა ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტის ეფექტური კომბინაცია ● უბრუნებს კანს ელასტიურობას ● ამცირებს ნაოჭებს. 70% უფრო ელასტიური კანი 12 კვირაში
  • 34. ახლა კი მოდით გავეცნოთ ორიფლეიმის ერთ ერთ უახლეს რევოლუციურ სერიას დროსთან ერთად ჩვენი კანი კარგავს ელასტიურობას შედეგად სახის კონტური კარგავს მკაფიო ფორმას ორიფლეიმის მეცნიერთა წლიანი კვლევის შედეგია რომელიც ყველაზე მოწინავე სამეცნიერო მეთოდებს ეფუძნება მეცნიერებმა თანამედროვე გენური ტექნოლოგიების გამოყენებით გამოიკვლიეს ათასზე მეტი აქტიური ინგრედიენტის ზემოქმედება ათას გენზე
  • 35. ინოვაციურმა დაპატენტებულმა ტექნოლოგიამ მიიღო სახელწოდება ჩვენი კანის ელასტიურობას ელასტიური ბოჭკოები უზრუნველყოფენ ელასტინს ჩვენს კანში წარმოქმნის ფიბრობლასტების უჯრედები ახალგაზრდობაში ფიბრობლასტები უფრო აქტიურია და ეფექტურად აწარმოებენ ელასტინს ასპარაგენის მჟავასთან ურთიერთქმედების ხარჯზე რომელიც კანის უჯრედებში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ასაკის მატებასთან ერთად ასპარაგენის მჟავა სულ უფრო მცირდება შესაბამისად ფიბრობლასტები ხდება ნაკლებად ელასტიური და ნაკლებ ელასტინს წარმოქმნის შედეგად კანი კარგავს დრეკადობას
  • 36. AspartoLift ტექნოლოგია შეიცავს გადამუშავებულ ასპარაგენის მჟავას, რომელიც ზემოქმედებს ფიბრობლასტებზე და მათ ხელახლა გააქტიურებაზე, გააქტიურებული ფიბრობლასტები წარმოქმნიან ელასტინს, ისე, თითქოს გაახალგაზრდავდნენ 20 წლით. AspartoLift-ის ეფექტიანობა მართლაც დაუჯერებელია - კომპლექსური გამოყენების 12 კვირაში კანი ხდება 70%-ით უფრო ელასტიური, პირველ შედეგს კი უკვე 1 თვეში შეამჩნევთ.
  • 37. სილამაზე და კანის მეორე სიცოცხლე თქვენი ძირითადი პრობლემები თქვენს კანს აშკარად გამოხატული სიბერის ნიშნები აქვს? ჩვენი გადაწყვეტა უნიკალური ფორმულა, რომელიც მოიცავს ბალახების ექსტრაქტებს, Plantago Lanceolata მცენარის ღეროვანი უჯრედების ექსტრაქტს, ანტიასაკობრივ ტექნოლოგიას GenisteinSOY სერია ებრძვის მოწიფული კანის პრობლემებს: • პიგმენტური ლაქები • სიმშრალე • ღრმა ნაოჭები • ელასტიურობის დაკარგვა და მოშვება კლინიკურად დამტკიცებულია: მოწიფული კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება
  • 38. და ბოლოს, ანტიასაკობრივ საშუალებათა კიდევ ერთი ბრწყინვალე სერია – Time Reversing. რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით მეტ სიბერის ნიშანს აღმოაჩენს ჩვენი კანი. ეს გამოწვეულია ჰორმონალური ცვლილებებით, მზის სხივების აქტიური ზემოქმედებით და ნივთიერებათა ცვლის საერთო შენელებით. ამ ყველაფერს მივყავართ ასაკობრივი პიგმენტაციისა და გამოხატული ნაოჭების წარმოქმნამდე. ეს ორიფლეიმის ისტორიაში პირველი ხაზია, რომლის საკვანძო ინგრედიენტიც მძლავრი ბუნებრივი კომპონენტი - სოიოს გენისტეინია, რომელის დამატენიანებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო თვისებებიც კვლევების საფეძველზეა დამტკიცებული. ის მოქმედებს გენეტიკურ დონეზე, გენებზე და მისი წყალობით, სულ რაღაც 4 კვირაში კანი 8 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება*.
  • 39. ახლა მე აგიხსნით, თუ როგორ დაგეხმარებათ კანის სწორი, ყოველდღიური მოვლა საუკეთესო შედეგების მიღწევაში.
  • 40. კანის კომპლექსური გამაახალგაზრდავებელ ი მოვლა 4 მარტივი ნაბიჯი • 2 წუთი • 2-ჯერ დღეში • 4 მარტივი ნაბიჯი ეს ყველაფერია რაც თქვენ გჭირდებათ!
  • 41. ორიფლეიმში იციან, რომ «თქვენ თავად წყვეტთ, თუ რა ასაკის შესაფერისად გსურთ გამოიყურებოდეთ». ვინ უვლის საკუთარ კანს ყოველდღიურად? მხოლოდ 2 წუთი, დღეში ორჯერ, თუ თქვენი კანის მოვლას დაუთმობთ, მალე შეამჩნევთ, რომ ბევრად უკეთესად გამოიყურებით. 4 მარტივი ნაბიჯი = 2 წუთი, დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. სულ ესაა, რისი გაკეთებაც მოგიწევთ! უმარტივესია, ასე არ არის? როგორც უკვე იცით, ჩვენი კანის მოვლის ანტიასაკობრივი სერიები შექმნილია იმგვარად, რომ ყველა პროდუქტი ავსებს ერთმანეთს, რათა ერთად მოგიტანონ მაქსიმალური სარგებელი.
  • 42. ამიტომ, ორიფლეიმმა სპეციალურად შეიმუშავა კომპლექსური, ყოველდღიური მოვლა კანისათვის. ეს უზრუნველყოფს ანტიასაკობრივი პროდუქტების მაქსიმალურ ეფექტიანობას, რაც საშუალებას აძლევს თქვენს კანს იდეალურად გამოიყურებოდეს ნებისმიერ ასაკში! თქვენ მზად ხართ ამ პროდუქტის გამოსაყენებლად ახლავე? მაშ ასე, მოვიდა დრო მოსინჯოთ კომპლექსური მოვლის რამდენიმე პროდუქტი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად! მოდით მე გიჩვენებთ, რომელ პროდუქტებს გამოვიყენებთ ჩვენს სახის კანის მოვლის სესიაზე.
  • 43. როგორ მოვიქცეთ სესიისთვის დაგჭირდებათ შემდეგი ინსტრუმენტები: • ბამბის დისკები, დაურიგდეს ყველას ინდივიდუალურად; • თავსაკრავი; • ნიჩაბი საცხის წასასმელად; • სარკე; • პატარა კონტეინერი გამოყენებული ფლაკონებისა და ბამბის დისკებისათვის.
  • 44. ნაბიჯი 1 გაწმენდა გამწმენდი საშუალება აშორებს ჭუჭყს, მაკიაჟს და კანის მკვდარ უჯრედებს. მატონიზირებელი აშორებს ჭუჭყის ნარჩენებს.
  • 45. სანამ დაიტანთ კანის მოვლის რომელიმე საშუალებას, გთხოვთ, დაიბანოთ ხელები. - შეგიძლიათ შესთავაზოთ ორიფლეიმის ანტიბაქტერიული გელის გამოყენება. ნაბიჯი 1 - გაწმენდა გამწმენდი პროდუქტები აშორებს კანს სხვადასხვა სახის ჭუჭყს. სწორი გაწმენდა – ეს არის გასაღები ჯანსაღი და ახალგაზრდა კანისათვის, ის ხომ საშუალებას აძლევს მომდევნო ნაბიჯის პროდუქტებს უკეთ შეიწოვონ და მიაღწიონ ოპტიმალურ შედეგს. გაიწმინდეთ კანი დილით და საღამოს. ბამბის დისკის მეშვეობით ფრთხილად წაისვით გამწმენდი საშუალება სახისა და კისრის მიდამოებზე. მისი ჩამობანა არ არის საჭირო.
  • 46. გამწმენდი საშუალების შემდეგ ჩვენ გამოვიყენებთ მატონიზირებელ საშუალებას, რათა მოვიშოროთ მაკიაჟისა და ჭუჭყის ნარჩენები, ვუზრუნველყოთ კანის ტონიზირება და შევამციროთ ფორების სიმკვეთრე. ის დააბალანსებს pH დონეს და დაამშვიდებს კანს. გამოიყენეთ მატონიზირებელი საშუალება დღეში ორჯერ. დაიტანეთ ცოტაოდენი მატონიზირებელი საშუალება ბამბის დისკზე და გაიწმინდეთ კანი, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირის, კისრისა და ნიკაპის არეებს. როგორ მოვიქცეთ მოახდინეთ ყოველ ნაბიჯზე თითოეული ნაბიჯის დემონსტრირება.
  • 47. ნაბიჯი 2 თვალის გარშემო კანის მოვლა საცხი თვალის გარშემო კანისთვის აგვარებს აღნიშნული ზონის კანის სპეციფიურ პრობლემებს.
  • 48. ნაბიჯი 2 – თვალის გარშემო კანის მოვლა რომელმა თქვენგანმა იცის, თუ რატომ იქმნება თვალის გარშემო კანისათვის სპეციალური პროდუქტები? თვალის გარშემო კანი ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, სიბერის ნიშნები პირველ რიგში აქ ვლინდება. თვალის გარშემო კანის საცხი მიზანმიმართულად მოქმედებს სწორედ ამ ზონის სპეციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მაგალითად, ებრძვის ჩაშავებულ უპეებს, შეშუპებას და ე.წ. „ბატის თათებს“. არა-თითების ნაზი მოძრაობებით დაიტანეთ საცხი თვალის გარშემო კანზე, მის სრულ შეწოვამდე. საუკეთესო შედეგისათვის ყოველთვის გამოიყენეთ საცხი დილით და ღამით, სახის გაწმენდის შემდეგ. როგორ მოვიქცეთ მოახდინეთ ყოველ ნაბიჯზე თითოეული ნაბიჯის დემონსტრირება.
  • 50. ნაბიჯი 2-ის შემდეგ გადავდივართ ნაბიჯ 3-ზე - აქტივატორზე. შრატი შეიცავს აქტიური ინგრედიენტების უფრო მაღალ კონცენტრაციას, რათა უფრო ღრმად მოხდეს საცხის შეწოვა კანში და უფრო სწრაფად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. შრატის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აღადგენს და იცავს კანს ყველაზე ღრმა ფენებიდან ზედაპირამდე. დღისა და ღამის საცხების ეფექტიანობის ასამაღლებლად საუკეთესო მეთოდი მათ ქვეშ შრატის გამოყენებაა. ახლა დაიტანეთ ერთი წვეთი შრატი სახესა და კისერზე, თითების ბალიშების დახმარებით. მოერიდეთ მის მოხვედრას თვალებში.
  • 51. ნაბიჯი 4 ძირითადი მოვლა დღის საცხი ატენიანებს და იცავს მას გარე აგრესიული ფაქტორებისგან. ღამის საცხი მძლავრი აქტიური ინგრედიენტები ხელს უწყობს კანის აღდგენას სანამ თქვენ გძინავთ.
  • 52. ყოველდღიური მოვლის დასკვნითი ეტაპი - ეს არის ნაბიჯი 4 - ძირითადი მოვლა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კანის დილის მოვლის პროცედურა დაასრულოთ დღის საცხის წასმით, რომელიც ატენიანებს კანს და იცავს მას გარემოს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან, მაგალითად, ცუდი ეკოლოგიისგან. სახეზე, კისერსა და დეკოლტეს ზონაში საცხის წასასმელად გამოიყენეთ სპეციალური ნიჩაბი. მოერიდეთ მის მოხვედრას თვალებში. დღის საცხების უმრავლესობა შეიცავს ულტრაიისფერ დამცავს (SPF), ამიტომ დილით აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენ იყენებთ საშუალებებს ულტრაიისფერი დაცვით, რომელიც დაიცავს თქვენს კანს ფოტოდაბერებისაგან (რუჯის შედეგად სახის კანის ნაადრევი გამოშრობა და დანაოჭება) გახსოვდეთ, რომ მზე - კანის ახალგაზრდობისთვის ნომერ პირველი მტერია.
  • 53. დღის დასასრულ გამოიყენეთ ღამის საცხი. ღამით თქვენი კანი ისვენებს და აქტიურად განახლდება, ამიტომ ღამის საცხი შეიცავს მეტ აქტიურ ინგრედიენტს, ვიდრე დღის. დაიტანეთ იგი გაწმენდის პროცედურისა და შრატის წასმის შემდეგ, გადაინაწილეთ სახისა და კისრის კანზე, იგი დაეხმარება თქვენს კანს აღდგენაში და დაუბრუნებს ახალგაზრდულ იერს. როგორ გრძნობს თავს თქვენი კანი? იგი ნაზი და რბილი გახდა? დაიმახსოვრეთ კანის კომპლექსური გამაახალგაზრდავებელი მოვლის 4 მარტივი ნაბიჯი? ვინმეს შეუძლია ჩამომითვალოს?
  • 55. გითხარით, რომ ყოველდღიური გამაახალგაზრდავებელი მოვლა ძალიან მარტივია? ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ ეს ყველაფერი სახლში გააკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ყოველდღიური მოვლისთვის სწორი პროდუქტების შერჩევა, რომელიც პასუხობს სწორედ თქვენი კანის მოთხოვნილებებს. ახლა კი შესანიშნავი სიახლე მაქვს თქვენთვის! ორიფლეიმი გთავაზობთ ანტიასაკობრივ საშუალებათა მზა ნაკრებებს. თითოეული ნაკრები შედგება სერიის 6 პროდუქტისგან, რაც ერთობლიობაში შეადგენს ეფექტური, ყოველდღიური, გამაახალგაზრდავებელი მოვლის სრულ ციკლს. ეს ძალიან მოსახერხებელია, ასე არ არის?
  • 56. კომპლექსური გადაწყვეტა კანის მოსავლელად თქვენი უპირატესობები: 1. კომპლექსური გადაწყვეტა პასუხობს თქვენი კანისი ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს 2. საუკეთესო შედეგი თქვენ იყენებთ კანის კომპლექსურ გამაახალგაზრდავებელ მოვლას 3. საუკეთესო ფასი 4. ნაკრების შეძენისას მისი შემადგენელი თითოეული პროდუქტის ფასი გაცილებით მომგებიანია.
  • 57. მაშ ასე, რა უპირატესობები გააჩნია პროდუქციის ნაკრებებს? სინამდვილეში ძალიან ბევრი! 1 – თქვენ იღებთ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც პასუხობს კანის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. 2 – თქვენ აღწევთ საუკეთესო შედეგებს კანის კომპლექსური, გამაახალგაზრდავებელი მოვლის წყალობით. 3 – თქვენთვის გარანტირებულია საუკეთესო ფასი, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თითოეული პროდუქტის ცალკე შეძენისას. ორიფლეიმის კონსულტანტად დარეგისტრირების შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ნაკრები კიდევ უფრო იაფად - კონსულტანტის ფასად და მიიღოთ მრავალი სხვა უპირატესობა. გადადით ინდივიდუალურ კონსულტაციებზე.
  • 59. ინდივიდუალური კონსულტანცია ვის სურს პირველმა მიიღოს ინდივიდუალური კონსულტაცია? თითოეულ სტუმარს პირადად გაესაუბრეთ. ეს პროფესიული მიდგომა და ბრწყინვალე სერვისის მანიშნებელია. გამოიყენეთ დიალოგის მაგალითი თითოეული სტუმრისთვის.
  • 60. როგორ მოვიქცეთ • ჰკითხეთ სტუმრებს, როგორ მოეწონათ მოსინჯული პროდუქტები. • ჰკითხეთ თუ რა პრობლემები და მოთხოვნილებები აღენიშნება მათ კანს. თუ სტუმარმა ჯერ კიდევ არ შეავსო ანკეტა, სთხოვეთ ამის გაკეთება. მის პასუხებზე დაყრდნობით, შესთავაზეთ ერთ-ერთი ხაზი/სერია. • ჰკითხეთ, დაინტერესებულია თუ არა სტუმარი ყოველდღიურ მოვლაში. თუ დაინტერესებულია, მაშინ უთხარით, რომ ნაკრები ყოველთვის საუკეთესო შედეგს იძლევა და მას ყველაზე მომგებიან ფასად შეიძენს. მოუყევით ნაკრების ფასდაკლებაზე თითოეული ცალკეული პროდუქტის შეძენასთან შედარებით.
  • 61. როგორ მოვიქცეთ • რეკრუტირება! შეახსენეთ კონსულტანტის უპირატესობების შესახებ (ფასდაკლება, უფრო მომგებიანი ფასი, ტრენინგებისა და სპეციალური შემოთავაზებების ხელმისაწვდომობა). • აჩვენეთ კატალოგი სპეციალური შემოთავაზების პროდუქტებით. • გააკონტროლეთ ინტერესი სხვა შეხვედრებისა და მასტერ-კლასებისადმი, მაგალითად- მაკიაჟის მასტერ-კლასი. • ჰკითხეთ, აინტერესებს თუ არა ორიფლეიმის შესაძლებლობები, თუ აინტერესებს, მაშინ მოიწვიეთ იგი შესაბამის შეხვედრაზე. • აუხსენით როგორ განათავსოს შეკვეთა და გადაიხადოს მისი საფასური.
  • 62. სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის: • «დღეს კარგი დრო გაატარეთ?» • «რა შეგრძნებები გაქვთ მოვლის საშუალებების ტესტირების შემდეგ?» • «რომელი პროდუქტი მოგეწონათ ყველაზე მეტად?» • «რას მოელით კანის მოვლის პროცესისგან?» (გამოიყენეთ ანტიასაკობრივი მოვლის ხაზის რეკომენდაციისთვის განკუთვნილი ანკეტა.) • «გსურთ გამოიყენოთ კანის გამაახალგაზრდავებელი კომპლექსური მოვლა?» «თუ გსურთ, მაშინ შეიძინეთ ნაკრები და გექნებათ საუკეთესო შედეგი ყველაზე მომგებიან ფასად!»
  • 63. სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის: • «თქვენ იცით, რომ ორიფლეიმის კონსულტანტობასთან ერთად, თქვენ მიიღებთ უამრავ უპირატესობას, მაგალითად, ფასდაკლებას კატალოგის ფასებთან შედარებით, შესაძლებლობას მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორიფლეიმში “, წვდომას სპეციალურ შემოთავაზებებსა და ტრენინგებთან, ასევე თქვენ გახდებით სილამაზის უზარმაზარი საზოგადოების ნაწილი?» • «როგორც უკვე ვთქვი, ორიფლეიმი გთავაზობთ მაღალხარისხიანი პროდუქტების ფართო არჩევანს. მინდა გაჩვენოთ კატალოგი, სადაც აუცილებლად იპოვით თქვენთვის შესაფერის პროდუქტს».
  • 64. სასარგებლო ფრაზები დიალოგისთვის: რა ვუთხრათ, რომ ვთხოვოთ რეკომენდაცია, ან მოვიწვიოთ სხვა შეხვედრაზე: • «შეგიძლიათ თუ არა რეკომენდაცია გაუწიოთ თქვენს რომელიმე ნაცნობს, ვინც შეიძლება დაინტერესდეს ჩვენს შეხვედრაზე მოწვევით? მომდევნო კვირაში არის 2 თავისუფალი ადგილი შეხვედრის 2 თარიღზე.... მოდით ვნახოთ რომელია მათთვის მისაღები. თქვენ, ან თქვენს მეგობრებს ყოველთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და შეცვალოთ შეხვედრის თარიღი». • «მინდა სილამაზის, ან დეკორატიული კოსმეტიკის მასტერ-კლასზე მოგიწვიოთ» (ან) «გსურთ უფრო მეტი შეიტყოთ ორიფლეიმის შესაძლებლობების შესახებ?»
  • 65. ხშირი წინააღმდეგობები არ მაქვს დრო. «თუ გადაწყვეტთ რამდენიმე მეგობრის შეკრებას, შემიძლია თქვენთან სახლში მოვიდე, თქვენთვის მოსახერხებელ დროს, დღისით, ან საღამოს. თუ პირადად გსურთ შეხვედრა, მაშინ შეგვიძლია ერთად ვისადილოთ». არ მყავს ამდენი ნაცნობი. «ეს პრობლემას არ წარმოადგენს, 4-6 ნაცნობიც საკმარისია, თქვენ ალბათ გყავთ კოლეგები, მეზობლები, შესაძლოა ისინი დაინტერესდნენ. რას ფიქრობთ?»