Beginners Guide to TikTok for Search - Rachel Pearson - We are Tilt __ Bright...
Gmpp y 3 competition press release_2012_geo_final
1. საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა
(GMPP)
აშშ-ის საელჩო საქართველოში,
საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი
_________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
პრეს -რელიზი
გაავრცელეთ მიღებისთანავე
14/11/2012
აირექსი აცხადებს კონკურსს რეგიონული ტელევიზიებისა და
რადიოებისთვის
IREX-მა რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოებისთვის ღია კონკურსი გამოაცხადა, რომელიც
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ტარდება. პროგრამას აშშ-ის
საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი აფინანსებს, ხოლო IREX-ი ახორციელებს.
კონკურსის შედეგად შეირჩევა სამი გამარჯვებული - ორი რეგიონული ტელევიზია და ერთი
რეგიონული რადიო - რომლებიც გაისად მონაწილობას მიიღებენ ორმხრივ პარტნიორულ
ვიზიტებში ამერიკულ მაუწყებლებთან. ინდივიდუალური კონსულტაციებისა და საუკეთესო
პრაქტიკის ინტენსიური გაცვლა-გამოცვლის შედეგად ისინი დაამყარებენ მჭიდრო,
კოლეგიალურ და გრძელვადიან პროფესიულ კავშირებს.
პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, რეგიონული მედია საშუალებები ამერიკელი
კოლეგებისგან ისწავლიან უახლეს ჟურნალისტურ და ტექნიკურ ინოვაციებს, გააფართოვებენ
თავისი პროფესიული კონტაქტების წრეს, გაეცნობიან მედია მენეჯმენტის თანამედროვე
მიდგომებს და აამაღლებენ მოწინავე თანამშრომელთა პროფესიონალიზმს.
კვალიფიციურ მედია საშუალებებს შეუძლიათ კონკურსის პირობებს გაეცნონ და განაცხადის
ელექტრონული ფორმა ჩამოტვირთონ IREX-ის ან საელჩოს ვებ-გვერდებიდან. განაცხადის
ფორმის ამობეჭდილი ასლის მიღება კი შესაძლებელია IREX-ის ოფისში, თბილისში. შევსებული
განაცხადისა და მოთხოვნილი საბუთების IREX-ში ჩაბარების ბოლო ვადაა 14 დეკემბერი, 17:00
საათი. შემოსულ განაცხადებს საელჩოს და IREX-ის თანამშრომლებისა და ქართველი მედია
ექსპერტებისგან შემდგარი კომისია 2013 წლის დასაწყისში განიხილავს.
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თავისუფალი
და დამოუკიდებელი მედიის არსებობას. ამისათვის, პროგრამა ეხმარება რეგიონულ
ტელევიზიებსა და რადიოს, რათა პროფესიული განვითარების გზით ჩამოყალიბდნენ არა
მხოლოდ მდგრად საინფორმაციო ორგანიზაციებად არამედ წარმატებულ ბიზნესებადაც.
პროგრამის გასული ორი წლის კონკურსების გამარჯვებულები არიან: გურიის ტელევიზია
ოზურგეთში, მე-9 არხი ახალციხეში, 25-ე არხი ბათუმში და გურჯაანის ტელევიზია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: მაია მათეშვილს, IREX/GMPP, 577 48 78 77,
mmateshvili@irex.org.
IREX საქართველო | კ. მარჯანიშვილის ქ. 6 | თბილისი 0102, საქართველო | ტელ.: +995 32 912 608 | ფაქსი: + 995 32 291 905
ელ. ფოსტა: info@irex.org | WWW.IREX.GE