SlideShare a Scribd company logo
1 of 52
საფრანგეთის რევოლუცია

ნინო ნადირაძე
ახალციხის პირველი სკოლა
2014 წელი
1789 წელი-საფრანგეთი
• მოსახლეობა-26 მილიონი
• ეკონომიურად მაღალგანვითარებული
მოსახლეობა
პირველი წოდება

• სამღვდელოება
• გადასახადებს არ იხდიდა

მეორე წოდება

• თავადზანაურობა
• გადასახადებს არ იხდიდა

მესამე წოდება

• ინტელიგენცია,ვაჭრები,მეწარმეები,
• დაბალი ფენები-გლეხობა-80%
• ფეოდალურ გადასახადებს იხდიდა
• საფრანგეთში სახელმწიფოს მმართველობის ფორმა
აბსოლიტური
თვითმპყრობელური

მონარქია
რევოლუციის წინაპირობები
• ეკონომიკურ ფაქტორი - მასიური საკვების დეფიციტი და
შიმშილობა, საფრანგეთში კარტოფილის, როგორც ძირითადი
საკვები პროდუქტის, შემოღების დაგვიანება.
• ლუი XV-ის მიერ წარმოებული მრავალი ომი, რამაც საფრანგეთი
ფინანსური კრახის პირას მიიყვანა. ასევე ლუი XVI ამერიკის
რევოლუციის პერიოდში მხარს კოლონისტებს უჭერდა, რამაც
კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის ფინანსური მდგომარეობა.
ეროვნული ვალი ორ მილიარდ ლივრს გაუტოლდა.
• არისტოკრატიის უზომო ფლანგვა და უყაირათობა,
განსაკუთრებით ლუი XVI-ისა და მარიამ-ანტუანეტა
კარზე ვერსალში, მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის
შიმშილობისა.
ფინანსური კრახი
1788
წელს მეფე ლუი XVI-ის (1774–1793)
ფინანსების გენერალურმა
კონტროლიორმა ნეკერმა
გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში,
რითაც პირველად
აბსოლუტიზმის ისტორიაში
საჯარო გახდა სახელმწიფო
ბიუჯეტი
ამასთან ერთად გამოაშკარავდა,
რომ სახელმწიფო გაკოტრების
ზღვარზე იდგა
• აბსოლუტური სახელმწიფოს ფინანსური კრახის
უმთავრესი მიზეზი თავად აბსოლუტიზმის სისტემა
იყო, მისი წოდებრივი მოწყობითა და აქედან
გამომდინარე, უსამართლო, თანაც სრულიად
არაეფექტური საგადასახადო პოლიტიკით.
• 1789წ. 5 მაისს ფინანსურად შეჭირვებული მეფე ლუი
XVI სამეფო ხაზინის შესავსებად იძლებული გახდა
ვერსალში გენერალური შტატები მოეწვია.
• გენერალურ შტატებში საფრანგეთის სამივე წოდება
იყო წარმოდგენილი.

• თავადაზნაურობას და სამღვდელოებას 300-300
დეპუტატი ჰყავდათ.
• მესამე წოდებას- 300.
• გენერალურ შტატების სხდომაზე საშუალო ფენის
წარმომადგენლემა მოითხოვეს, რომ გადასახადები
არისტოკრატიასაც გადაეხადა.

• მეფემ უარყო მათი მოთხოვნა.
მესამე წოდების
დეპუტატები არ
დაემორჩილნენ მეფის
სურვილს.

მეასამე წოდება შეიკრიბა
ვერსალის სასახლეში- თავი
დამფუძნებელ კრებად
გამოაცხადა.
ლუი XVI აღიარა
დამფუძნებელი კრების
უფლებამოსილება.
გენერალური შტატები ვერსალში
•

გენერალური შტატების შეკრება ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო კენჭისყრისა და
სხდომათა ჩატარების წესი გახდა. ძველი ტრადიციით წოდებები ცალ–ცალკე თათბირობდნენ,
გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა.

•

მესამე წოდების წარმომადგენლებმა ამ ტრადიციული წესის ნაცვლად სამივე წოდების საერთო
სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება მოითხოვეს.

აშკარა გახდა, რომ მეფე მესამე წოდებისათვის დათმობას არ აპირებდა და ძველი წესის
დაცვას დაბეჯითებით მოითხოვდა, დეპუტატმა სიეიესმა ამ საკითხის გადასაწყვეტად
გენერალური შტატების ყველა წევრი, განურჩევლად წოდებრივი კუთვნილებისა, საერთო
სხდომაზე მიიწვია.
სხდომა, 1789 წლის 17 ივნისს გაიმართა, მესამე წოდებას პირველი ორი წოდების ზოგიერთი
წარმომადგენელიც შეუერთდა.
კრებამ დადგინა, რომ ის მოსახლეობის, სულ მცირე, 96%–ს მაინც წარმოადგენდა და
შესაბამისად, უფლებამოსილი იყო ელაპარაკა ერის სახელით.
შეკრებილებმა თავი "ეროვნულ კრებად" გამოაცხადეს. ეს იყო გადამწყვეტი
რევოლუციური აქტი, რითაც წოდებათა წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ
წყობას და პირველი ნაბიჯი გადადგეს "ხალხის სუვერენიტეტისა" და "საერთო ნების"
პრინციპების დასამკვიდრებლად.

"ეროვნულ კრებას" პირველი წოდების უმრავლესობა და ლიბერალურად განწყობილი
თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა
•

ძველი რეჟიმი სრულიად უსუსური ხრიკებით ცდილობდა რევოლუციური პროცესების შეჩერებას.

•

20 ივნისს დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაკეტილი დახვდათ. მათ ახლომდებარე "საბურთაო დარბაზში"
გადაინაცვლეს და ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ, სანამ ერს ახალ კონსტიტუციას არ მისცემდნენ.

•

9 ივლისს წარმომადგენლებმა ერთხმად გამოაცხადეს თავი "დამფუძნებელ (საკონსტიტუციო) კრებად".

•

მეფე იძულებული გახდა ეღიარებინა ახლადშექმნილი საკანონმდებლო ორგანო

•

ძველი რეჟიმის ეს უკანდახევა მხოლოდ მოჩვენებითი იყო.

•

მეფე "დამფუძნებელი კრების" შექმნისთანავე ფიქრობდა გენერალური შტატების ძალით დაშლას, მაგრამ მაშინ
თავი შეიკავა.

•

11 ივლისს კი დამატებითი, ძირითადად დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცებისაგან შემდგარი
შეიარაღებული ძალები აამოქმედა პარიზსა და ვერსალში. გარდა ამისა, დაითხოვა (მეორედ) ლიბერალურად
განწყობილი მინისტრი ნეკერი.
1789 წელი 14 ივლისი
ბასტილიის ციხის აღება
ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში
მხოლოდ შვიდი ტუსაღი
იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის
წინააღმდეგ ღია აჯანყების
დასაწყისის სულისჩამდგმელი.
ამ მოვლენის პირველი წლისთავი
აღნიშნული იყო, როგორც Fête de
la Fédération (ფედერაციის
დღესასწაული).
14 ივლისი საფრანგეთის
ეროვნული დღესასწაულია და მას
ასევე ”ბასტილიის დღეს
უწოდებენ.
• ბასტილია აბსოლუტიზმის სიმბოლო იყო, იქ მეფის
მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს აპატიმრებდნენ.
• ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია
• 17 ივლისს მეფე ლუი XVI იძულებული გახდა პარიზში
ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა.
• პარიზის ახალმა ქალაქის თავმა "ერისა და გვირგვინის
ერთობის" ნიშნად მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა
ლურჯი და წითელი პარიზისა და თეთრი სამეფო
გვარის (ბურბონების) ფერი იყო.

• ლურჯი, თეთრი და წითელი შემდგომში
სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად აირჩიეს.
"დიდი შიში"
•

ივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით მასობრივი
მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. გლეხები არბევდნენ, წვავდნენ და
ძარცვავდნენ ადგილობრივი ბატონების მამულებსა და სასახლეებს, ინაწილებდნენ
მათ მიწებსა და ტყეებს. ყოფილი ყმების მრისხანე შურისძიებამ "დიდი შიში" აღძრა
თავადაზნაურობაში. დიდგვაროვნები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან.

•

საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. ხალხს
ქვეყნის გარედან (ავსტრიის, პრუსიისა და ინგლისის) შეიარაღებული
ინტერვენციის ეშინოდა. ამიტომ ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა შეიარაღებული
რაზმები.
ეროვნული კრება 1789–1791
•

პარიზსა და პროვინციებში 1789 წლის ივლის–აგვისტოში
განვითარებული მყისიერი რეაგირება მოახდინა ეროვნულმა კრებამ.
"დიდი შიშის" დროს საკუთრების მასობრივმა ხელყოფამ უშუალოდ
შელახა ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი სამივე წოდების მსხვილ
მესაკუთრეთა ინტერესები.
1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო
უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი

"ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია",
რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის
პირველ კონსტიტუციას.
•
•
•
•
•
•

დეკლარაცია გაჟღენთილი იყო განმანათლებლობის სულისკვეთებით და
შესაბამისად, ამკვიდრებდა
ადამიანის ბუნებრივი უფლებების პატივისცემის,
ძალაუფლების დაყოფის,
"საერთო ნებისა"
"სახალხო სუვერენიტეტის",
საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს.
საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავებული ეს
დეკლარაცია თანამედროვე დემოკრატიისათვის ფუძემდებლური
დოკუმენტია.
"ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის" ძირითადი იდეები
მოკლედ და ყველასთვის გასაგები ფორმით გამოიხატა რევოლუციის მთავარ
ლოზონგში – "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა".
• დამფუძნებელი კრების 1789 წლის აგვისტოს
დადგენილებებმა ლუი XVI-ის დიდი უკმაყოფილება
გამოიწვია.
•

არლის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში მეფე
ირწმუნებოდა, რომ არ დაუშვებდა "მისი სამღვდელოებისა"
და "მისი თავადაზნაურობის" ამგვარ შევიწროებას.
მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის
სექტემბერში მეფეს სუსპენსიური (შეჩერების ძალის მქონე)
ვეტოს უფლება მიანიჭა.

• მართალია, ამიერიდან მეფე ვერაფერს ვეღარ აკრძალავდა,
მაგრამ შეძლებდა ნებისმიერი საკანონმდებლო პროცესის
შეფერხებას.
ქალთა მსვლელობა ვერსალისკენ, 5 ოქტომბერი, 1789

1789 წლის ოქტომბრის
დასაწყისში სახელდახელოს
შეიარაღებული (ჯოხებით, ცულებით )
6 ათასი პარიზელი ქალი,
ძირითადად ბაზრის მოვაჭრეები,
ვერსალისაკენ დაიძრნენ.
ისინი მეფისგან პურს ითხოვდნენ.
სამეფო გვარდიამ ვერ შეძლო მათი
შეჩერება. ხალხმა მეფე იძულებით
გამოიყვანა პარიზში ტუილრის
სასახლეში. ხალხის მასების
ზეწოლით მეფემ ცნო
დამფუძნებელი კრების მიერ იმ
დროისათვის მიღებული ყველა
გადაწყვეტილება.
დამფუძნებელი კრება პარიზში გადავიდა და იქ განაგრძო საქმიანობა
•

პირველ რიგში კი სახელმწიფო ვალის დასაფარავად, კრებამ ჯერ (1789 წლის 2
ნოემბერს) საეკლესიო მიწები გამოაცხადა ნაციონალიზებულად ანუ სახელმწიფო
საკუთრებათ

•

დეკემბერში-ყოფილი საეკლესიო ქონების სავარაუდო გასაყიდი ღირებულების (400
მლნ ლივრი) შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ობლიგაციების ე.წ. ასიგნატების
გამოშვება დაადგინა. ასიგნატები მალე ერთგვარ ქაღალდის ფულად იქცა და ასევე
სწრაფად გაუფასურდა.
• დამფუძნებელმა კრებამ დააწესა "სამღვდელოების სამოქალაქო
მოწყობა".
•

კათოლიციზმი რჩებოდა სახელმწიფო რელიგიად

•

ამიერიდან საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია
ექვემდებარებოდა არა ვატიკანს, არამედ ფრანგულ სახელმწიფოს.

• სკოლა წყდებოდა ეკლესიას და სამოქალაქო გამგებლობაში
გადადიოდა.
•

სასულიერო პირებს ამომრჩევლები ირჩევდნენ, ხელფასს კი მათ
სახელმწიფო უხდიდა.

•

სამღვდელოებას კონსტიტუციაზე უნდა დაედო ფიცი.
დადგენილება "სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობის" შესახებ
ღვთისმსახურთ ფაქტობრივად უთანაბრებდა არჩევით
თანამდებობებზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებს.
1791 წლის კონსტიტუცია
•

"საბურთაო დარბაზში" დადებული ფიცის ერთგული დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო
საქმიანობის მთავარი მიზანი კონსტიტუციის შემუშავება იყო. დამფუძნებელი კრების
დეპუტატთა უმრავლესობა სახელმწიფოებრივი წყობის კონსტიტუციური მონარქიის ფორმას
ემხრობოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე (1791
წლის ივნისში) მეფემ და დედოფალმა ქვეყნიდან გაქცევა სცადეს, ხალხში და რადიკალურად
განწყობილ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მინარქიის დამხობისა და
რესპუბლიკის დამყარების მომხრეთა ხმები.

•

დამფუძნებელი კრების კონსტიტუციური მონარქიის მომხრე უმრავლესობამ ე.წ. "ვარენის
კრიზის" (მსახურის სამოსში გადაცმული მეფე და დედოფალი ქალაქ ვარენთან ამოიცნეს და
დააკავეს) განსამუხტავად მეფის ოჯახის სამარცხვინო გაქცევა "მეფის მოტაცების" ცრუ
ვერსიით შენიღბა და დააჩქარა კონსტიტუციის მიღება. 1791 წლის 13 სექტემბერს მეფის მიერ
ხელმოწერილი და დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.
1791 წლის კონსტიტუციით განისაზღვრა ახალი
საარჩევნო წესიც.
ახალი რევოლუციური პოლიტიკური კულტურა
• საფრანგეთის რევოლუციის პროცესში ყალიბდებოდა
სრულიად ახალი პოლიტიკური კულტურა. ახალი
რევოლუციური ფასეულობები ღრმად აღწევდა ფრანგების
ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფითი ნივთებიც კი
რევოლუციურ სულისკვეთებას გამოხატავდნენ.
პოლიტიკური ცხოვრებისა თუ პოლიტიკით ცხოვრების
ფრანგული სტილი სწრაფად ვრცელდებოდა ევროპის
დანარჩენ ქვეყნებში.
• სწორედ საფრანგეთის რევოლუციის წლებში ჩნდება ახალი
პოლიტიკური ძალა ხალხის ფართო მასების, მაგალითად,
პარიზელი სანკიულოტების სახით, რომელიც აქტიურად
მონაწილეობს საზოგადოებრივი გარდატეხის პროცესში და
ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
საკანონმდებლო კრება
• 1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი
კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება,
რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება ეწოდა.
ჟირონდისტები
• ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას
კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ფეიანები
შეადგენდნენ. თავდაპირველად ისინი, პოლიტიკურად
მერყევ დეპუტატთა დიდ ნაწილთან ერთად, უპირატესობას
ფლობდნენ.
• მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო დეპუტატთა მცირე
ჯგუფი, რომელთა უმრავლესობაც ბრისოს გარშემო
ერთიანდებოდა.
•

მოგვიანებით ამ ჯგუფს ჟირონდისტები უწოდეს (ეს
დეპუტატები ძირითადად დეპარტამენტ ჟირონდიდან
იყვნენ). ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ
რესპუბლიკური წყობის დამყარების აზრისკენ
რობესპიერი
მემარცხენე პოზიციას
იკავებდა რობესპიერის
მომხრე იაკობინელთა მეტად
მცირერიცხოვანი ჯგუფი (თავად
რობესპიერი საკანონმდებლო
კრებაში ვერ მოხვდა თავის
დროზე, მისივე წინადადების
შესაბამისად მიღებული კანონის
გამო, რომელიც კრძალავდა
დამფუძნებელი კრების ყოფილი
დეპუტატების არჩევას ახალ
საკანონმდებლო ორგანოში). ამ
დეპუტატებს "მონტანიარებს"
უწოდებდნენ, რადგან ისინი
ჩვეულებრივ, საკანონმდებლო
კრების დარბაზში ამფითეატრის
ბოლო იარუსის სკამებზე ისხდნენ.
რევოლუცია და ომი
•

1792 წლის 20 აპრილს ლუი XVI–მ და საკანონმდებლო კრებამ ომი
გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს. მაგრამ საფრანგეთის არმია არ იყო
მზად ომისათვის. ცნობები საფრანგეთის ჯარების მიერ ზედიზედ
განცდილი მარცხის შესახებ ნათელს ხდიდა საფრთხეს, რომელიც
ქვეყანასა და მის დედაქალაქს ემუქრებოდა.

•

1792 წლის 11 ივლისს საკანონმდებლო კრებამ მიმართა თანამოქალაქეებს
მოხალისეთა მასობრივი მობილიზაციის მოწოდებით. "სახელმწიფო
საფრთხეშია" – აცხადებდა საკანონმდებლო კრების მიერ გამოშვებული
შესაბამისი დეკრეტი.
• საფრანგეთის ყოველ დეპარტამენტში (1791 წლის კონსტიტუციით
ტრადიციული პროვინციების ნაცვლად ქვეყანა 83 ახალ
ადმინისტრაციულ ერთეულად – დეპარტამენტად დაიყო)
იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები.
• რუჟე დე ლილის "რაინის არმიის სიმღერას", რომელსაც ფრონტზე
მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ, მალე მთელი
ქვეყანა მღეროდა. "მარსელიოზად წოდებული ეს სიმღერა, დღეს
საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნია.
1793 წლის 24
ნოემბერს ეროვნულმა
კონვენტმა მარსელიეზა
საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა
• 10 აგვისტოს პარიზელმა სანკიულოტებმა იერიში
მიიტანეს ტუილრის სასახლეზე და დაატყვევეს მეფე
და მისი ოჯახი
ბრძოლა ვალმისთან
•

1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგული
რევოლუციური არმიის
მიერ ვალმისთან მოპოვებული პირველი
გამარჯვების მეორე დღეს, შეიკრიბა
ახალი წესით არჩეული ნაციონალური
კონვენტი, რომელმაც საფრანგეთი
რესპუბლიკად გამოაცხადა.

•

ამ მოვლენის ისტორიული
მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა
ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს
შობიდან .

•

1792 წლის 21 სექტემბერი "ახალი
ხანის" ათვლის თარიღად და
რესპუბლიკის პირველ წლად
გამოცხადდა (შეიცვალა თვეების
სახელწოდებებიც).
• კონვენტში ერთ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე
მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები
საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდნენ.
• 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე ძალად,
120 იაკობინელი კი მემარცხენე "მთის" პარტიად
ჩამოყალიბდა. "მთასა" და "ჟირონდას" შორის
აღმოჩნდა მერყევი ცენტრი, რომელიც კონვენტის
უმრავლესობას შეადგენდა. დეპუტატთა ამ ჯგუფს
"ჭაობი" ეწოდა.
ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა
•

1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი
მოკვეთეს ახლად გამოგონებული
მექანიზმით, გილიოტინით, რომლის
შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი
XVI-მ გასცა პატენტი.

•

ამოქმედდა რევოლუციური
რეპრესიების აღმასრულებელი მთავარი
მანქანა.

•

გილიოტინა, რომელსაც იაკობინელებმა
"თანასწორობის ნამგალი" შეარქვეს,
კიდევ დიდხანს არ გაჩერებულა.

•

1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა
საგანგებო სასამართლო ორგანო –
რევოლუციური ტრიბუნალი, რომელიც
იწყვეტად ამარაგებდა ეშაფოტს
რეპრესიების მორიგი მსხვერპლით.
იაკობინელები ხელისუფლებაში
•

1793 წლის 2 ივნისს 8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი (მათ არსენალში
იყო 100 ქვემეხიც) კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი
დეპუტატი. ძალაუფლება "მთის" პარტიის ხელში გადავიდა. ბევრმა ჟირონდისტმა
პროვინციებს შეაფარა თავი და იქ ქმნიდა ოპოზიციურ მოძრაობას.

•

1793 წლის 24 ივნისს კონვენტმა მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია, რომელიც
იცავდა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს. აღმასრულებელი ხელისუფლება
("აღმასრულებელი საბჭო") პარლამენტს ექვემდებარებოდა.

•

აგვისტოში კონსტიტუცია დასამტკიცებლად ხალხს გადაეცა.

•

იაკობინელებმა ადამიანის უფლებების დეკლარაცია სოციალური უფლებებით, კერძოდ
შრომისა და განათლების უფლების მინიჭებით, განავრცეს. თუმცა, ამავე დროს ძალაში
რჩებოდა დამფუძნებელი კრების მიერ (1791 წლის ივნისი) მიღებული კანონი
გაფიცვებისა და მუშების პროფესიულ გაერთიანებათა შექმნის აკრძალვის შესახებ.
კონსტიტუცია ძალაში უნდა შესულიყო რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ.

•

ამდენად, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია არც კი ამოქმედებულა.
• იაკობინელთა საკანონმდებლო საქმიანობა არ აკმაყოფილებდა
სანკიულოტებს
• იაკობინელები დაჰყვნენ პოლიტიკურად რადიკალიზებული
მასების მოთხოვნებს, დანტონი და დანტინისტები დაითხოვეს
"საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტიდან" და თავად დაიკავეს მათი
ადგილები
• 1793 წლის ივლისში კომიტეტს რობესპიერი ჩაუდგა სათავეში
• იმავე წლის სექტემბერში მიიღეს "კანონი დიდი მაქსიმუმის"
შესახებ.
• კანონმა განსაზღვრა როგორც მაქსიმალური მტკიცე ფასი ყველა
სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტზე, ისე ხელფასის
მაქსიმუმიც.
• დაწესებული მაქსიმუმის დამრღვევთათვის პატიმრობა იყო
გათვალისწინებული.
"დიდი ტერორი"
• სანკიულოტების უშუალო ზეწოლის შედეგი იყო ისიც,
რომ 1793 წლის სექტემბერში იაკობინელებმა "დღის წესრიგში
დააყენეს ტერორი". რობესპიერის განმარტებით, თავისუფლების
დაცვა მხოლოდ ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი. დადგა
"დიდი ტერორის" ხანა. დიქტატორული ძალმომრეობა ამიერიდან
ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
გილიოტინა

ამ მექანიზმით რევოლუციის
პერიოდში სავარაუდოდ 35 ათასი
ადამიანი დაისაჯა სიკვდილით
• სექტემბერშივე იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი
"არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ", რომელიც ადგენდა საეჭვო
პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას.
• “საზოგადოებრივი წესრიგის მტრების" გამოვლენა და
დაპატიმრება "საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის" ქვემდებარე
"უშიშროების კომიტეტს" დაევალა.
•

დასმენა "რევოლუციურ სიქველედ" გამოცხადდა. 16 ოქტომბერს
გილიოტინაზე თავი მოკვეთეს დედოფალ მარი
ანტუანეტის სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული
ჟირონდისტები.

• 1793 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს
დაახლოებით 3 ათასი პირი, 1794 წლის ზაფხულამდე კი მთელი
ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი
ადამიანი. "დიდი ტერორის" მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი
უდანაშაულო იყო.
მარი-ანტუანეტი
მარია ანტონია იოზეფა იოჰანა
ჰაბსბურგელ-ლოთარინგელი

საფრანგეთის
დედოფალი, იმპერატორი ფრანც Iისა და მარია-ტერეზიის უმცროსი
ქალიშვილი. საფრანგეთის
მეფე ლუი XVI-ის მეუღლე.
• კონვენტის კულუარებში "ჭაობი" რობესპიერის ტირანიაზე
ალაპარაკდა და რობესპიერისა და მისი ჯგუფის
მოწინააღმდეგეთა იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ტერორს
გადაურჩა, გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისათვის.

• 1794 წლის 27 ივლისს (9 თერმიდორს) დააპატიმრეს
რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ
გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. შურისძიება სასტიკი
იყო.
• გილიოტინირებულ იქნა რობესპიერის ჯგუფის ორი
წევრის, რობესპიერის უმცროსი ძმისა და ლებას ცხედრებიც
კი (ორივემ დაპატიმრებისას მოიკლა თავი).
• იაკობინელები დაისაჯნენ მათ მიერვე ერთი თვით ადრე
დაკანონებული წესით – გამოძიებისა და გასამართლების
გარეშე.
საფრანგეთის დირექტორია
• რობესპიერის დიქტატურის აღსასრულის შემდეგ ძალაუფლება
კონვენტის "ცენტრის" ზომიერი პოლიტიკური ძალების ხელში
გადავიდა.
• ამჯერად კანონმდებლობას საკუთრივ უმრავლესობა
განსაზღვრავდა და არა იაკობინელებისა თუ ჟირონდისტების
ცალკეული ფრაქციები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში
რეალურად უმცირესობას წარმოადგენდნენ.
• 1795 წელს ზომიერმა "ცენტრმა" ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა.
• კანონი უბრუნდებოდა საარჩევნო უფლების ცენზით (ასაკობრივი,
ქონებრივი) შეზღუდვას, მაგრამ ამავე დროს, ითვალისწინებდა
ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის ფორმას, როგორიცაა
პლებისციტი.
• კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი
იყო.

• აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებული იყო
ხუთკაციანი "დირექტორიის" ხელში, რომელსაც საკანონმდებლო
ორგანოს ზედა პალატა – "უხუცესთა საბჭო" ირჩევდა.
• თერმიდორიანული -რობესპიერის დიქტატურა ახალი
კალენდრით 9 თერმიდორს (27 ივლისი) დაემხო,
•

ამიტომ ახალი შემადგენლობის მქონე კონვენტს
თერმიდორიანული ეწოდა.

•

დირექტორიის მმართველობის დროს, რომლებმაც უარი თქვეს
სახელმწიფოს მხრიდან მეურნეობის რეგულირებაზე და გააუქმეს
რობესპიერისეული "დიდი მაქსიმუმი“

• დამძიმდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.
• პურის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ასიგნატები საბოლოოდ
გაუფასურდა.
• 1795 წლის ზაფხულამდე მშიერთა არაერთი ამბოხება მოხდა.
• სანკიულოტები "პურსა და 1793 წლის კონსტიტუციას"
მოითხოვდნენ.
• "საჭიროა ერთი თავი და ერთი მახვილი, რომელიც ამ
თავს დაემორჩილება" – ასე გამოხატა "ჭაობის" ერთ-ერთმა
ლიდერმა და დირექტორიის წევრმა სიეიესმა თერმიდორიანელთა ერთი
ნაწილის ახალი მისწრაფება.
ერთი მახვილის"
როლის შემსრულებელი
ახალგაზრდა კორსიკელ
არტილერიის
გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი.
მისი წყალობით შეძლო თავის
დროზე დირექტორიამ
მონარქისტული სახელმწიფო
გადატრიალების მცდელობის
ალაგმვა.
გაწეული სამსახურისათვის
ჯილდო
ნაპოლეონმა იტალიაში მოქმედი
ფრანგული არმიის
მთავარსარდლობა მიიღო.
გამდლობთ ყურადღებისათვის

More Related Content

What's hot

პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიManana Jakeli
 
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებშიპირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებშიManana Jakeli
 
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიetodevrisashvili
 
ნიდერლანდების რევოლუცია
ნიდერლანდების რევოლუციანიდერლანდების რევოლუცია
ნიდერლანდების რევოლუციაnino nadiradze
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაmacacobubuteishvili
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომიNino Bidzinashvili
 
რეფორმაცია
რეფორმაციარეფორმაცია
რეფორმაციაetodevrisashvili
 
საფრანგეთი
საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთიnino abuladze
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1fiqria
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეEtoDevrisashvili1
 
პეტრე პირველი
პეტრე პირველიპეტრე პირველი
პეტრე პირველიetodevrisashvili
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიLela Arbolishvili
 
ივანე მრისხანე
ივანე მრისხანეივანე მრისხანე
ივანე მრისხანეetodevrisashvili
 
ფეოდალიზმი
ფეოდალიზმიფეოდალიზმი
ფეოდალიზმიetodevrisashvili
 
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო nino abuladze
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთიTB
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოMaia Esartia
 
შეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნაშეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნაetodevrisashvili
 

What's hot (20)

პირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომიპირველი მსოფლიო ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებშიპირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში
პირველი მსოფლიო ომი კარიკატურებში
 
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები
 
ნიდერლანდების რევოლუცია
ნიდერლანდების რევოლუციანიდერლანდების რევოლუცია
ნიდერლანდების რევოლუცია
 
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასებაგეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
გეორგიევსკის ტრაქტატის შეფასება
 
პირველი მსოფლიო ომი
პირველი      მსოფლიო     ომიპირველი      მსოფლიო     ომი
პირველი მსოფლიო ომი
 
კარლოს დიდი
კარლოს დიდიკარლოს დიდი
კარლოს დიდი
 
რეფორმაცია
რეფორმაციარეფორმაცია
რეფორმაცია
 
საფრანგეთი
საფრანგეთისაფრანგეთი
საფრანგეთი
 
презентация1
презентация1презентация1
презентация1
 
ძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტეძველი ეგვიპტე
ძველი ეგვიპტე
 
პეტრე პირველი
პეტრე პირველიპეტრე პირველი
პეტრე პირველი
 
II msoflio omi
II msoflio omiII msoflio omi
II msoflio omi
 
დროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემებიდროის აღრიცხვის სისტემები
დროის აღრიცხვის სისტემები
 
ივანე მრისხანე
ივანე მრისხანეივანე მრისხანე
ივანე მრისხანე
 
ფეოდალიზმი
ფეოდალიზმიფეოდალიზმი
ფეოდალიზმი
 
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
ძველი საბერძნეთის სახელმწიფო
 
აფხაზეთი
აფხაზეთიაფხაზეთი
აფხაზეთი
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
შეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნაშეერთებული შტატების შექმნა
შეერთებული შტატების შექმნა
 

More from nino nadiradze

ეთნიკური რუკის ფორმირება
ეთნიკური რუკის ფორმირებაეთნიკური რუკის ფორმირება
ეთნიკური რუკის ფორმირებაnino nadiradze
 
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასი
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასიისტორიული დისციპლინები-მეათე კლასი
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასიnino nadiradze
 
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასი
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასისამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასი
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასიnino nadiradze
 
Samecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresiSamecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresinino nadiradze
 
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასი
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასისამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასი
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასიnino nadiradze
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავიnino nadiradze
 
დავით კურაპალატი
დავით კურაპალატიდავით კურაპალატი
დავით კურაპალატიnino nadiradze
 
ბასილი მეორე
ბასილი მეორებასილი მეორე
ბასილი მეორეnino nadiradze
 
შვიდი სამთავრო
შვიდი სამთავროშვიდი სამთავრო
შვიდი სამთავროnino nadiradze
 
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფია
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფიაძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფია
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფიაnino nadiradze
 

More from nino nadiradze (12)

ეთნიკური რუკის ფორმირება
ეთნიკური რუკის ფორმირებაეთნიკური რუკის ფორმირება
ეთნიკური რუკის ფორმირება
 
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასი
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასიისტორიული დისციპლინები-მეათე კლასი
ისტორიული დისციპლინები-მეათე კლასი
 
Sssmsssm
SssmsssmSssmsssm
Sssmsssm
 
Sssmsssm
SssmsssmSssmsssm
Sssmsssm
 
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასი
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასისამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასი
სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი-მეექვსე კლასი
 
Samecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresiSamecniero teqnikuri progresi
Samecniero teqnikuri progresi
 
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასი
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასისამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასი
სამეთუნეო მორგვი-მეექვსე კლასი
 
თორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავითორნიკე ერისთავი
თორნიკე ერისთავი
 
დავით კურაპალატი
დავით კურაპალატიდავით კურაპალატი
დავით კურაპალატი
 
ბასილი მეორე
ბასილი მეორებასილი მეორე
ბასილი მეორე
 
შვიდი სამთავრო
შვიდი სამთავროშვიდი სამთავრო
შვიდი სამთავრო
 
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფია
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფიაძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფია
ძველი მსოფლიოს ისტორიოგრაფია
 

საფრანგეთის რევოლუცია

  • 2.
  • 3. 1789 წელი-საფრანგეთი • მოსახლეობა-26 მილიონი • ეკონომიურად მაღალგანვითარებული
  • 4. მოსახლეობა პირველი წოდება • სამღვდელოება • გადასახადებს არ იხდიდა მეორე წოდება • თავადზანაურობა • გადასახადებს არ იხდიდა მესამე წოდება • ინტელიგენცია,ვაჭრები,მეწარმეები, • დაბალი ფენები-გლეხობა-80% • ფეოდალურ გადასახადებს იხდიდა
  • 5. • საფრანგეთში სახელმწიფოს მმართველობის ფორმა აბსოლიტური თვითმპყრობელური მონარქია
  • 6. რევოლუციის წინაპირობები • ეკონომიკურ ფაქტორი - მასიური საკვების დეფიციტი და შიმშილობა, საფრანგეთში კარტოფილის, როგორც ძირითადი საკვები პროდუქტის, შემოღების დაგვიანება. • ლუი XV-ის მიერ წარმოებული მრავალი ომი, რამაც საფრანგეთი ფინანსური კრახის პირას მიიყვანა. ასევე ლუი XVI ამერიკის რევოლუციის პერიოდში მხარს კოლონისტებს უჭერდა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის ფინანსური მდგომარეობა. ეროვნული ვალი ორ მილიარდ ლივრს გაუტოლდა. • არისტოკრატიის უზომო ფლანგვა და უყაირათობა, განსაკუთრებით ლუი XVI-ისა და მარიამ-ანტუანეტა კარზე ვერსალში, მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილობისა.
  • 7. ფინანსური კრახი 1788 წელს მეფე ლუი XVI-ის (1774–1793) ფინანსების გენერალურმა კონტროლიორმა ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რითაც პირველად აბსოლუტიზმის ისტორიაში საჯარო გახდა სახელმწიფო ბიუჯეტი ამასთან ერთად გამოაშკარავდა, რომ სახელმწიფო გაკოტრების ზღვარზე იდგა
  • 8. • აბსოლუტური სახელმწიფოს ფინანსური კრახის უმთავრესი მიზეზი თავად აბსოლუტიზმის სისტემა იყო, მისი წოდებრივი მოწყობითა და აქედან გამომდინარე, უსამართლო, თანაც სრულიად არაეფექტური საგადასახადო პოლიტიკით.
  • 9. • 1789წ. 5 მაისს ფინანსურად შეჭირვებული მეფე ლუი XVI სამეფო ხაზინის შესავსებად იძლებული გახდა ვერსალში გენერალური შტატები მოეწვია. • გენერალურ შტატებში საფრანგეთის სამივე წოდება იყო წარმოდგენილი. • თავადაზნაურობას და სამღვდელოებას 300-300 დეპუტატი ჰყავდათ. • მესამე წოდებას- 300.
  • 10. • გენერალურ შტატების სხდომაზე საშუალო ფენის წარმომადგენლემა მოითხოვეს, რომ გადასახადები არისტოკრატიასაც გადაეხადა. • მეფემ უარყო მათი მოთხოვნა.
  • 11. მესამე წოდების დეპუტატები არ დაემორჩილნენ მეფის სურვილს. მეასამე წოდება შეიკრიბა ვერსალის სასახლეში- თავი დამფუძნებელ კრებად გამოაცხადა.
  • 12. ლუი XVI აღიარა დამფუძნებელი კრების უფლებამოსილება.
  • 14. • გენერალური შტატების შეკრება ვერსალში დებატებით დაიწყო. სადავო კენჭისყრისა და სხდომათა ჩატარების წესი გახდა. ძველი ტრადიციით წოდებები ცალ–ცალკე თათბირობდნენ, გადაწყვეტილების მიღებისას კი თითოეულ წოდებას მხოლოდ ერთი ხმის უფლება ჰქონდა. • მესამე წოდების წარმომადგენლებმა ამ ტრადიციული წესის ნაცვლად სამივე წოდების საერთო სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება მოითხოვეს. აშკარა გახდა, რომ მეფე მესამე წოდებისათვის დათმობას არ აპირებდა და ძველი წესის დაცვას დაბეჯითებით მოითხოვდა, დეპუტატმა სიეიესმა ამ საკითხის გადასაწყვეტად გენერალური შტატების ყველა წევრი, განურჩევლად წოდებრივი კუთვნილებისა, საერთო სხდომაზე მიიწვია. სხდომა, 1789 წლის 17 ივნისს გაიმართა, მესამე წოდებას პირველი ორი წოდების ზოგიერთი წარმომადგენელიც შეუერთდა. კრებამ დადგინა, რომ ის მოსახლეობის, სულ მცირე, 96%–ს მაინც წარმოადგენდა და შესაბამისად, უფლებამოსილი იყო ელაპარაკა ერის სახელით. შეკრებილებმა თავი "ეროვნულ კრებად" გამოაცხადეს. ეს იყო გადამწყვეტი რევოლუციური აქტი, რითაც წოდებათა წარმომადგენლები გაემიჯნენ ძველ სახელმწიფოებრივ წყობას და პირველი ნაბიჯი გადადგეს "ხალხის სუვერენიტეტისა" და "საერთო ნების" პრინციპების დასამკვიდრებლად. "ეროვნულ კრებას" პირველი წოდების უმრავლესობა და ლიბერალურად განწყობილი თავადაზნაურობის ნაწილი შეუერთდა
  • 15. • ძველი რეჟიმი სრულიად უსუსური ხრიკებით ცდილობდა რევოლუციური პროცესების შეჩერებას. • 20 ივნისს დეპუტატებს სხდომათა დარბაზი დაკეტილი დახვდათ. მათ ახლომდებარე "საბურთაო დარბაზში" გადაინაცვლეს და ფიცი დადეს, არ დაშლილიყვნენ, სანამ ერს ახალ კონსტიტუციას არ მისცემდნენ. • 9 ივლისს წარმომადგენლებმა ერთხმად გამოაცხადეს თავი "დამფუძნებელ (საკონსტიტუციო) კრებად". • მეფე იძულებული გახდა ეღიარებინა ახლადშექმნილი საკანონმდებლო ორგანო • ძველი რეჟიმის ეს უკანდახევა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. • მეფე "დამფუძნებელი კრების" შექმნისთანავე ფიქრობდა გენერალური შტატების ძალით დაშლას, მაგრამ მაშინ თავი შეიკავა. • 11 ივლისს კი დამატებითი, ძირითადად დაქირავებული უცხოელი ჯარისკაცებისაგან შემდგარი შეიარაღებული ძალები აამოქმედა პარიზსა და ვერსალში. გარდა ამისა, დაითხოვა (მეორედ) ლიბერალურად განწყობილი მინისტრი ნეკერი.
  • 16. 1789 წელი 14 ივლისი ბასტილიის ციხის აღება ამ დროისთვის ბასტილიის ციხეში მხოლოდ შვიდი ტუსაღი იმყოფებოდა, ეს აქტი გახდა მეფის წინააღმდეგ ღია აჯანყების დასაწყისის სულისჩამდგმელი. ამ მოვლენის პირველი წლისთავი აღნიშნული იყო, როგორც Fête de la Fédération (ფედერაციის დღესასწაული). 14 ივლისი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულია და მას ასევე ”ბასტილიის დღეს უწოდებენ.
  • 17. • ბასტილია აბსოლუტიზმის სიმბოლო იყო, იქ მეფის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებს აპატიმრებდნენ. • ბასტილიის აღებით დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია
  • 18. • 17 ივლისს მეფე ლუი XVI იძულებული გახდა პარიზში ჩასულიყო და ხალხის რევოლუცია ეღიარებინა. • პარიზის ახალმა ქალაქის თავმა "ერისა და გვირგვინის ერთობის" ნიშნად მას სამფეროვანი კოკარდა გადასცა ლურჯი და წითელი პარიზისა და თეთრი სამეფო გვარის (ბურბონების) ფერი იყო. • ლურჯი, თეთრი და წითელი შემდგომში სამფეროვანი ეროვნული დროშის ფერებად აირჩიეს.
  • 19. "დიდი შიში" • ივლისში პარიზში განვითარებული მოვლენების ზეგავლენით მასობრივი მღელვარება დაიწყო პროვინციებშიც. გლეხები არბევდნენ, წვავდნენ და ძარცვავდნენ ადგილობრივი ბატონების მამულებსა და სასახლეებს, ინაწილებდნენ მათ მიწებსა და ტყეებს. ყოფილი ყმების მრისხანე შურისძიებამ "დიდი შიში" აღძრა თავადაზნაურობაში. დიდგვაროვნები მასობრივად გარბოდნენ ქვეყნიდან. • საყოველთაო პანიკამ მოიცვა სოფლის მოსახლეობის დაბალი ფენებიც. ხალხს ქვეყნის გარედან (ავსტრიის, პრუსიისა და ინგლისის) შეიარაღებული ინტერვენციის ეშინოდა. ამიტომ ყველგან იქმნებოდა მოხალისეთა შეიარაღებული რაზმები.
  • 20. ეროვნული კრება 1789–1791 • პარიზსა და პროვინციებში 1789 წლის ივლის–აგვისტოში განვითარებული მყისიერი რეაგირება მოახდინა ეროვნულმა კრებამ. "დიდი შიშის" დროს საკუთრების მასობრივმა ხელყოფამ უშუალოდ შელახა ეროვნულ კრებაში წარმოდგენილი სამივე წოდების მსხვილ მესაკუთრეთა ინტერესები.
  • 21. 1789 წლის 26 აგვისტოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი "ადამიანისა და მოქალაქეთა უფლებების დეკლარაცია", რომელიც შემდგომში საფუძვლად დაედო საფრანგეთის პირველ კონსტიტუციას.
  • 22. • • • • • • დეკლარაცია გაჟღენთილი იყო განმანათლებლობის სულისკვეთებით და შესაბამისად, ამკვიდრებდა ადამიანის ბუნებრივი უფლებების პატივისცემის, ძალაუფლების დაყოფის, "საერთო ნებისა" "სახალხო სუვერენიტეტის", საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპებს. საფრანგეთის რევოლუციის დროს შემუშავებული ეს დეკლარაცია თანამედროვე დემოკრატიისათვის ფუძემდებლური დოკუმენტია. "ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაციის" ძირითადი იდეები მოკლედ და ყველასთვის გასაგები ფორმით გამოიხატა რევოლუციის მთავარ ლოზონგში – "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა".
  • 23. • დამფუძნებელი კრების 1789 წლის აგვისტოს დადგენილებებმა ლუი XVI-ის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. • არლის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში მეფე ირწმუნებოდა, რომ არ დაუშვებდა "მისი სამღვდელოებისა" და "მისი თავადაზნაურობის" ამგვარ შევიწროებას. მიუხედავად ამისა, დამფუძნებელმა კრებამ 1789 წლის სექტემბერში მეფეს სუსპენსიური (შეჩერების ძალის მქონე) ვეტოს უფლება მიანიჭა. • მართალია, ამიერიდან მეფე ვერაფერს ვეღარ აკრძალავდა, მაგრამ შეძლებდა ნებისმიერი საკანონმდებლო პროცესის შეფერხებას.
  • 24. ქალთა მსვლელობა ვერსალისკენ, 5 ოქტომბერი, 1789 1789 წლის ოქტომბრის დასაწყისში სახელდახელოს შეიარაღებული (ჯოხებით, ცულებით ) 6 ათასი პარიზელი ქალი, ძირითადად ბაზრის მოვაჭრეები, ვერსალისაკენ დაიძრნენ. ისინი მეფისგან პურს ითხოვდნენ. სამეფო გვარდიამ ვერ შეძლო მათი შეჩერება. ხალხმა მეფე იძულებით გამოიყვანა პარიზში ტუილრის სასახლეში. ხალხის მასების ზეწოლით მეფემ ცნო დამფუძნებელი კრების მიერ იმ დროისათვის მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
  • 25. დამფუძნებელი კრება პარიზში გადავიდა და იქ განაგრძო საქმიანობა • პირველ რიგში კი სახელმწიფო ვალის დასაფარავად, კრებამ ჯერ (1789 წლის 2 ნოემბერს) საეკლესიო მიწები გამოაცხადა ნაციონალიზებულად ანუ სახელმწიფო საკუთრებათ • დეკემბერში-ყოფილი საეკლესიო ქონების სავარაუდო გასაყიდი ღირებულების (400 მლნ ლივრი) შესაბამისი ოდენობით სახელმწიფო ობლიგაციების ე.წ. ასიგნატების გამოშვება დაადგინა. ასიგნატები მალე ერთგვარ ქაღალდის ფულად იქცა და ასევე სწრაფად გაუფასურდა.
  • 26. • დამფუძნებელმა კრებამ დააწესა "სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობა". • კათოლიციზმი რჩებოდა სახელმწიფო რელიგიად • ამიერიდან საფრანგეთის კათოლიკური ეკლესია ექვემდებარებოდა არა ვატიკანს, არამედ ფრანგულ სახელმწიფოს. • სკოლა წყდებოდა ეკლესიას და სამოქალაქო გამგებლობაში გადადიოდა. • სასულიერო პირებს ამომრჩევლები ირჩევდნენ, ხელფასს კი მათ სახელმწიფო უხდიდა. • სამღვდელოებას კონსტიტუციაზე უნდა დაედო ფიცი. დადგენილება "სამღვდელოების სამოქალაქო მოწყობის" შესახებ ღვთისმსახურთ ფაქტობრივად უთანაბრებდა არჩევით თანამდებობებზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებს.
  • 27. 1791 წლის კონსტიტუცია • "საბურთაო დარბაზში" დადებული ფიცის ერთგული დამფუძნებელი კრების საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი მიზანი კონსტიტუციის შემუშავება იყო. დამფუძნებელი კრების დეპუტატთა უმრავლესობა სახელმწიფოებრივი წყობის კონსტიტუციური მონარქიის ფორმას ემხრობოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის მიღებამდე რამდენიმე თვით ადრე (1791 წლის ივნისში) მეფემ და დედოფალმა ქვეყნიდან გაქცევა სცადეს, ხალხში და რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა მინარქიის დამხობისა და რესპუბლიკის დამყარების მომხრეთა ხმები. • დამფუძნებელი კრების კონსტიტუციური მონარქიის მომხრე უმრავლესობამ ე.წ. "ვარენის კრიზის" (მსახურის სამოსში გადაცმული მეფე და დედოფალი ქალაქ ვარენთან ამოიცნეს და დააკავეს) განსამუხტავად მეფის ოჯახის სამარცხვინო გაქცევა "მეფის მოტაცების" ცრუ ვერსიით შენიღბა და დააჩქარა კონსტიტუციის მიღება. 1791 წლის 13 სექტემბერს მეფის მიერ ხელმოწერილი და დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცებული კონსტიტუცია ძალაში შევიდა.
  • 28. 1791 წლის კონსტიტუციით განისაზღვრა ახალი საარჩევნო წესიც.
  • 29. ახალი რევოლუციური პოლიტიკური კულტურა • საფრანგეთის რევოლუციის პროცესში ყალიბდებოდა სრულიად ახალი პოლიტიკური კულტურა. ახალი რევოლუციური ფასეულობები ღრმად აღწევდა ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოფითი ნივთებიც კი რევოლუციურ სულისკვეთებას გამოხატავდნენ. პოლიტიკური ცხოვრებისა თუ პოლიტიკით ცხოვრების ფრანგული სტილი სწრაფად ვრცელდებოდა ევროპის დანარჩენ ქვეყნებში. • სწორედ საფრანგეთის რევოლუციის წლებში ჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა ხალხის ფართო მასების, მაგალითად, პარიზელი სანკიულოტების სახით, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი გარდატეხის პროცესში და ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე.
  • 30. საკანონმდებლო კრება • 1791 წლის 1 ოქტომბერს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული ეროვნული კრება, რომელსაც ამჯერად საკანონმდებლო კრება ეწოდა.
  • 31. ჟირონდისტები • ახალ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ფეიანები შეადგენდნენ. თავდაპირველად ისინი, პოლიტიკურად მერყევ დეპუტატთა დიდ ნაწილთან ერთად, უპირატესობას ფლობდნენ. • მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო დეპუტატთა მცირე ჯგუფი, რომელთა უმრავლესობაც ბრისოს გარშემო ერთიანდებოდა. • მოგვიანებით ამ ჯგუფს ჟირონდისტები უწოდეს (ეს დეპუტატები ძირითადად დეპარტამენტ ჟირონდიდან იყვნენ). ჟირონდისტები სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარების აზრისკენ
  • 32. რობესპიერი მემარცხენე პოზიციას იკავებდა რობესპიერის მომხრე იაკობინელთა მეტად მცირერიცხოვანი ჯგუფი (თავად რობესპიერი საკანონმდებლო კრებაში ვერ მოხვდა თავის დროზე, მისივე წინადადების შესაბამისად მიღებული კანონის გამო, რომელიც კრძალავდა დამფუძნებელი კრების ყოფილი დეპუტატების არჩევას ახალ საკანონმდებლო ორგანოში). ამ დეპუტატებს "მონტანიარებს" უწოდებდნენ, რადგან ისინი ჩვეულებრივ, საკანონმდებლო კრების დარბაზში ამფითეატრის ბოლო იარუსის სკამებზე ისხდნენ.
  • 33. რევოლუცია და ომი • 1792 წლის 20 აპრილს ლუი XVI–მ და საკანონმდებლო კრებამ ომი გამოუცხადეს ავსტრიის იმპერატორს. მაგრამ საფრანგეთის არმია არ იყო მზად ომისათვის. ცნობები საფრანგეთის ჯარების მიერ ზედიზედ განცდილი მარცხის შესახებ ნათელს ხდიდა საფრთხეს, რომელიც ქვეყანასა და მის დედაქალაქს ემუქრებოდა. • 1792 წლის 11 ივლისს საკანონმდებლო კრებამ მიმართა თანამოქალაქეებს მოხალისეთა მასობრივი მობილიზაციის მოწოდებით. "სახელმწიფო საფრთხეშია" – აცხადებდა საკანონმდებლო კრების მიერ გამოშვებული შესაბამისი დეკრეტი.
  • 34. • საფრანგეთის ყოველ დეპარტამენტში (1791 წლის კონსტიტუციით ტრადიციული პროვინციების ნაცვლად ქვეყანა 83 ახალ ადმინისტრაციულ ერთეულად – დეპარტამენტად დაიყო) იქმნებოდა მოხალისეთა რაზმები. • რუჟე დე ლილის "რაინის არმიის სიმღერას", რომელსაც ფრონტზე მიმავალი მარსელელი მოხალისეები მღეროდნენ, მალე მთელი ქვეყანა მღეროდა. "მარსელიოზად წოდებული ეს სიმღერა, დღეს საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნია.
  • 35. 1793 წლის 24 ნოემბერს ეროვნულმა კონვენტმა მარსელიეზა საფრანგეთის ჰიმნად გამოაცხადა
  • 36. • 10 აგვისტოს პარიზელმა სანკიულოტებმა იერიში მიიტანეს ტუილრის სასახლეზე და დაატყვევეს მეფე და მისი ოჯახი
  • 37. ბრძოლა ვალმისთან • 1792 წლის 21 სექტემბერს, ფრანგული რევოლუციური არმიის მიერ ვალმისთან მოპოვებული პირველი გამარჯვების მეორე დღეს, შეიკრიბა ახალი წესით არჩეული ნაციონალური კონვენტი, რომელმაც საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადა. • ამ მოვლენის ისტორიული მნიშვნელობის ხაზგასასმელად გაუქმდა ტრადიციული წელთაღრიცხვა ქრისტეს შობიდან . • 1792 წლის 21 სექტემბერი "ახალი ხანის" ათვლის თარიღად და რესპუბლიკის პირველ წლად გამოცხადდა (შეიცვალა თვეების სახელწოდებებიც).
  • 38. • კონვენტში ერთ დროს ერთიან მემარცხენე პოზიციაზე მდგარი ჟირონდისტები და იაკობინელები საპირისპირო პოლუსებზე აღმოჩნდნენ. • 200 ჟირონდისტი დეპუტატი ახალ მემარჯვენე ძალად, 120 იაკობინელი კი მემარცხენე "მთის" პარტიად ჩამოყალიბდა. "მთასა" და "ჟირონდას" შორის აღმოჩნდა მერყევი ცენტრი, რომელიც კონვენტის უმრავლესობას შეადგენდა. დეპუტატთა ამ ჯგუფს "ჭაობი" ეწოდა.
  • 39. ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯა • 1793 წლის 21 იანვარს მეფეს თავი მოკვეთეს ახლად გამოგონებული მექანიზმით, გილიოტინით, რომლის შექმნაზეც, თავის დროზე, თავად ლუი XVI-მ გასცა პატენტი. • ამოქმედდა რევოლუციური რეპრესიების აღმასრულებელი მთავარი მანქანა. • გილიოტინა, რომელსაც იაკობინელებმა "თანასწორობის ნამგალი" შეარქვეს, კიდევ დიდხანს არ გაჩერებულა. • 1793 წლის მარტში კონვენტმა შექმნა საგანგებო სასამართლო ორგანო – რევოლუციური ტრიბუნალი, რომელიც იწყვეტად ამარაგებდა ეშაფოტს რეპრესიების მორიგი მსხვერპლით.
  • 40. იაკობინელები ხელისუფლებაში • 1793 წლის 2 ივნისს 8 ათასი შეიარაღებული მოქალაქე და გვარდიელი (მათ არსენალში იყო 100 ქვემეხიც) კონვენტში შეიჭრა და დააპატიმრა 29 წამყვანი ჟირონდისტი დეპუტატი. ძალაუფლება "მთის" პარტიის ხელში გადავიდა. ბევრმა ჟირონდისტმა პროვინციებს შეაფარა თავი და იქ ქმნიდა ოპოზიციურ მოძრაობას. • 1793 წლის 24 ივნისს კონვენტმა მიიღო რესპუბლიკური კონსტიტუცია, რომელიც იცავდა სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს. აღმასრულებელი ხელისუფლება ("აღმასრულებელი საბჭო") პარლამენტს ექვემდებარებოდა. • აგვისტოში კონსტიტუცია დასამტკიცებლად ხალხს გადაეცა. • იაკობინელებმა ადამიანის უფლებების დეკლარაცია სოციალური უფლებებით, კერძოდ შრომისა და განათლების უფლების მინიჭებით, განავრცეს. თუმცა, ამავე დროს ძალაში რჩებოდა დამფუძნებელი კრების მიერ (1791 წლის ივნისი) მიღებული კანონი გაფიცვებისა და მუშების პროფესიულ გაერთიანებათა შექმნის აკრძალვის შესახებ. კონსტიტუცია ძალაში უნდა შესულიყო რევოლუციური ომის დასრულების შემდეგ. • ამდენად, საფრანგეთის პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია არც კი ამოქმედებულა.
  • 41. • იაკობინელთა საკანონმდებლო საქმიანობა არ აკმაყოფილებდა სანკიულოტებს • იაკობინელები დაჰყვნენ პოლიტიკურად რადიკალიზებული მასების მოთხოვნებს, დანტონი და დანტინისტები დაითხოვეს "საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტიდან" და თავად დაიკავეს მათი ადგილები • 1793 წლის ივლისში კომიტეტს რობესპიერი ჩაუდგა სათავეში • იმავე წლის სექტემბერში მიიღეს "კანონი დიდი მაქსიმუმის" შესახებ. • კანონმა განსაზღვრა როგორც მაქსიმალური მტკიცე ფასი ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროდუქტზე, ისე ხელფასის მაქსიმუმიც. • დაწესებული მაქსიმუმის დამრღვევთათვის პატიმრობა იყო გათვალისწინებული.
  • 42. "დიდი ტერორი" • სანკიულოტების უშუალო ზეწოლის შედეგი იყო ისიც, რომ 1793 წლის სექტემბერში იაკობინელებმა "დღის წესრიგში დააყენეს ტერორი". რობესპიერის განმარტებით, თავისუფლების დაცვა მხოლოდ ძალის მეშვეობით იყო შესაძლებელი. დადგა "დიდი ტერორის" ხანა. დიქტატორული ძალმომრეობა ამიერიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
  • 43. გილიოტინა ამ მექანიზმით რევოლუციის პერიოდში სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით
  • 44. • სექტემბერშივე იაკობინელებმა გამოსცეს დეკრეტი "არაკეთილსაიმედო პირთა შესახებ", რომელიც ადგენდა საეჭვო პირების კატეგორიებს და მოითხოვდა მათ შემოწმებას. • “საზოგადოებრივი წესრიგის მტრების" გამოვლენა და დაპატიმრება "საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის" ქვემდებარე "უშიშროების კომიტეტს" დაევალა. • დასმენა "რევოლუციურ სიქველედ" გამოცხადდა. 16 ოქტომბერს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს დედოფალ მარი ანტუანეტის სიკვდილით დასაჯეს ასევე ივნისში დაპატიმრებული ჟირონდისტები. • 1793 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე დააპატიმრეს დაახლოებით 3 ათასი პირი, 1794 წლის ზაფხულამდე კი მთელი ქვეყნის მასშაბით სიკვდილით დაისაჯა სავარაუდოდ 35 ათასი ადამიანი. "დიდი ტერორის" მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი უდანაშაულო იყო.
  • 45. მარი-ანტუანეტი მარია ანტონია იოზეფა იოჰანა ჰაბსბურგელ-ლოთარინგელი საფრანგეთის დედოფალი, იმპერატორი ფრანც Iისა და მარია-ტერეზიის უმცროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის მეუღლე.
  • 46. • კონვენტის კულუარებში "ჭაობი" რობესპიერის ტირანიაზე ალაპარაკდა და რობესპიერისა და მისი ჯგუფის მოწინააღმდეგეთა იმ ნაწილთან ერთად, რომელიც ტერორს გადაურჩა, გადაწყვიტა წერტილი დაესვა ტირანიისათვის. • 1794 წლის 27 ივლისს (9 თერმიდორს) დააპატიმრეს რობესპიერი და მისი მომხრეები. მეორე დღეს მათ გილიოტინაზე დაასრულეს სიცოცხლე. შურისძიება სასტიკი იყო. • გილიოტინირებულ იქნა რობესპიერის ჯგუფის ორი წევრის, რობესპიერის უმცროსი ძმისა და ლებას ცხედრებიც კი (ორივემ დაპატიმრებისას მოიკლა თავი). • იაკობინელები დაისაჯნენ მათ მიერვე ერთი თვით ადრე დაკანონებული წესით – გამოძიებისა და გასამართლების გარეშე.
  • 47. საფრანგეთის დირექტორია • რობესპიერის დიქტატურის აღსასრულის შემდეგ ძალაუფლება კონვენტის "ცენტრის" ზომიერი პოლიტიკური ძალების ხელში გადავიდა. • ამჯერად კანონმდებლობას საკუთრივ უმრავლესობა განსაზღვრავდა და არა იაკობინელებისა თუ ჟირონდისტების ცალკეული ფრაქციები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში რეალურად უმცირესობას წარმოადგენდნენ.
  • 48. • 1795 წელს ზომიერმა "ცენტრმა" ახალი კონსტიტუცია შეიმუშავა. • კანონი უბრუნდებოდა საარჩევნო უფლების ცენზით (ასაკობრივი, ქონებრივი) შეზღუდვას, მაგრამ ამავე დროს, ითვალისწინებდა ხალხის პოლიტიკური ნების გამოხატვის ფორმას, როგორიცაა პლებისციტი. • კონსტიტუციის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო ორპალატიანი იყო. • აღმასრულებელი ხელისუფლება კონცენტრირებული იყო ხუთკაციანი "დირექტორიის" ხელში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა – "უხუცესთა საბჭო" ირჩევდა.
  • 49. • თერმიდორიანული -რობესპიერის დიქტატურა ახალი კალენდრით 9 თერმიდორს (27 ივლისი) დაემხო, • ამიტომ ახალი შემადგენლობის მქონე კონვენტს თერმიდორიანული ეწოდა. • დირექტორიის მმართველობის დროს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მხრიდან მეურნეობის რეგულირებაზე და გააუქმეს რობესპიერისეული "დიდი მაქსიმუმი“ • დამძიმდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. • პურის ფასი მკვეთრად გაიზარდა, ასიგნატები საბოლოოდ გაუფასურდა. • 1795 წლის ზაფხულამდე მშიერთა არაერთი ამბოხება მოხდა. • სანკიულოტები "პურსა და 1793 წლის კონსტიტუციას" მოითხოვდნენ.
  • 50. • "საჭიროა ერთი თავი და ერთი მახვილი, რომელიც ამ თავს დაემორჩილება" – ასე გამოხატა "ჭაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა და დირექტორიის წევრმა სიეიესმა თერმიდორიანელთა ერთი ნაწილის ახალი მისწრაფება.
  • 51. ერთი მახვილის" როლის შემსრულებელი ახალგაზრდა კორსიკელ არტილერიის გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი. მისი წყალობით შეძლო თავის დროზე დირექტორიამ მონარქისტული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ალაგმვა. გაწეული სამსახურისათვის ჯილდო ნაპოლეონმა იტალიაში მოქმედი ფრანგული არმიის მთავარსარდლობა მიიღო.