8. ქვემო მაღარო — სოფელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ივრის
ზეგნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კიდეზე.
მაღაროს თემის ცენტრი (სოფელი: ზემო მაღარო). ზღვის
დონიდან 680 მეტრი. სიღნაღიდან 11 კილომეტრი. 2002 წლის
აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2737 კაცი. სოფელი
გაშენებულია თბილისი - დედოფლისწყაროს რკინიგზასა და
გზატკეცილზე.
სოფ. ქვემო მაღაროში მდებარეობს რკინიგზის სადგური,
ამბულატორია, სკოლა, თემი.
იგი ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის
ეპარქიას.