SlideShare a Scribd company logo
1 of 11
იაკობ გოგებაშვილი
იაკობ გოგებაშვილი
რუთის ამბავი
მსაჯულების დროს, ერთხელ, საისრაელოში შიმშილი
გაჩნდა მოსავლიანობის გამო. ერთი ისრაელთაგანი სახელად
ეღიმელექი, თავისი სახლობით, ცოლით და ორი ვაჟით
გადასახლდა თავისი ქვეყნიდან მოაბის ქვეყანაში _ თავი რომ
ერჩინათ. აქ ის მალე მოკვდა. ორივე მისი შვილი იქვე
დაქორწინდა და ცოლად შეირთეს წარმართი ქალები. ცოტა
ხნის შემდეგ ორივე ძმები უშვილოდ დაიხოცნენ. მათი
მოხუცებული უბედური დედა, სახელად ნოომინ, დარჩა
უცხო ქვეყანაში, თავის ორი ახალგაზრდა რძალთან. როცა
ნოომინმა შეიტყო, რომ საისრაელოში მოსავლიანი დრო ისევ
მობრუნდაო, ადგა, აიბარგა და წავიდა თავის სამშობლოში;
თან გაჰყვნენ მას ახალგაზრდა ქვრივი რძლებიცა.
დედამთილს ეცოდებოდა თავისი რძლები, არ უნდოდა, რომ
ისინი მისი გულისთვის უცხო ქვეყანაში ჩაცვივნულიყვნენ
სიღარიბეში და ამიტომ გზაზედ გულამომჯდარმა უთხრა:
დაბრუნდით, შვილებო, თქვენს დედ-მამასთანა; ღმერთმა ნუ
მოგაკლოთ თავისი მოწყალება ჩემი და ჩემი
გარდაცვალებული შვილების ერთგულებისათვის და
სიყვარულისათვის. რძლები ატირდნენ და დაუწყეს
დედამთილს ხვეწნა, რომ თან წაეყვანა ისინიცა. დედამთილი
მაინც ურჩევდა დაბრუნებულიყვნენ თავის დედ-მამასთანა:
მე გული ძლიერ მეწვის თქვენზედა, შვილებო, _ ეუბნებოდა
დედამთილი, _ ბედმა მძიმე უბედურებაში ჩამაგდო; რა
გინდათ ჩემთანა? ტანჯვის და წვალების მეტს ჩემთან ვერასა
ნახავთ. ერთმა რძალმა გაუგონა თავის დედამთილსა, ბევრი
იტირა, გამოესალმა და დაბრუნდა თავის სამშობლო სახლში.
მაგრამ მეორე რძალმა კი, სახელად რუთმა, გადაჭრით უთხრა
თავის დედამთილსა:
ნუ მომაშორებ შენს თავსა! საითაც შენ წახვალ, მეც იქით წამოვალ; შენი ხალხი შეიქმნება
ჩემი ხალხი და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი; გეფიცები, რომ სიკვდილის მეტი ვერა
გამყრის რა შენთან, სადაც შენ დაგმარხავენ, ჩემი საფლავიც იქ იქნება. გულამომჯდარი და
თვალცრემლიანი დედამთილი გადაეხვია თავის მოსიყვარულე რძალსა და აღარ უთხრა
უარი თან წაყვანაზედ. ჩქარა რძალ-დედამთლი მივიდნენ ბეთლემს. ნოომინი ბეთლემში
რომ მოვიდა, არც ფული ჰქონდა და არც საზრდო. ამიტომ ის ან მათხოვარი უნდა
გამხდარიყო, ან შიმშილით მომკვდარიყო, მაგრამ მოსიყვარულე რუთმა დაიხსნა იგი
სირცხვილისაგანაც და უბედურებისაგანაც, ამ დროს შუა ზაფხული იდგა და მკა
გაჩაღებული იყო, ამიტომ რუთი გადიოდა მინდვრად, შედიოდა ერთ დიდ ხოდაბუნში,
სადაც მრავალი მუშა მკიდა ყანასა, და ნამკალში ჰკრეფდა დაბნეულ თავთავსა. ერთხელ
ყანაში მოვიდა მისი პატრონი, სახელად ბოოსი და რომ დაინახა რუთი, ჰკითხა თავის
მოსამსახურეს, მომკელების თავმდგომსა: ეს ყმაწვილი ქალი ვინ არის? მოსამსახურემ
მოახსენა: ეს ქალი გახლავთ უცხო ქვეყნიდან, რომელსაც მოხუცებული დედამთილის
გულისათვის დაუტოვებია თავისი სამშობლო და წამოჰყოლია აქ მას. მან ნება მთხოვა
დაბნეული თავთავის აკრეფისა. და აი, მთელი დღე შრომობს დილიდან მოკიდებული
საღამომდის ლუკმა-პურის საშოვნელად. ბოოსი იყო მდიდარი და გულკეთილი კაცი, მას
გაუკვირდა ამისთანა სიყვარული დედამთილისადმი, გაუკვირდა მხნეობა მისი,
მიუახლოვდა რუთსა და უთხრა: მომისმინე, შვილო, ნუ ივლი თავთავებისათვის სხვის
ყანებში, აგრეთვე აგროვე რამდენიც გინდა ჩემს ყანაში და ჩემს მოახლეებთან ერთად იყავი.
მე იმათ ვეტყვი, კარგად მოგექცნენ და არ დაიშურონ შენთვის არც საჭმელი და არც
სასმელი. რუთმა მდაბლად დაუკრა თავი და მოახსენა: რითი დავიმსახურე ეგ შენი
მოწყალება? მე ვარ ერთი უბრალო, უცხო ქალი. ბოოსმა მიუგო: მე მიამბეს, თუ რა კარგად
მოქცევიხარ მოხუცებულ და უბედურ დედამთილსა; დაგიტოვებია მისთვის სამშობლო
ქვეყანა და ნათესავნი და წამოსულხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში; ღმერთმა
გადაგიხადოს, შვილო, სამაგიერო მაგ კეთილი საქმისათვის. პატარა ხანს უკან მომკელებს
სადილი მოუტანეს. ბოოსმა რუთიც მიიწვია, სადილის დროს რუთმა თავისი კერძი ორად
გაჰყო: ნახევარი დედამთილს შეუნახა და ნახევარით კი თვითონ ისადილა.
საღამოზედ იქვე დაბეგვა შეგროვილი თავთავი,
გამოანიავა პურის მარცვლები, ჩაჰყარა პარკში და
მოუტანა დედამთილსა, აგრეთვე ვახშმად მიართვა
სადილიდან მისთვის შენახული კერძი და უამბო,
ვის ყანაში ჰკრიფა მთელი დღე თავთავი და როგორი
მოწყალე იყო მასთან პატრონი ყანისა. რუთი ამის
შემდეგ ყოველდღე დადიოდა ბოოსის ყანაში და
პაპანაქება დღეებში მუშაობდა მზის ამოსვლიდან
მზის ჩასვლამდის, სანამ მკა გათავდებოდა. თავისი
სიყვარულით და ხათრიანობით იგი იყო დიდი
ნუგეში მოხუცებული დედამთილისა. შენი რძალი
სჯობია შვიდ ღვიძლ ვაჟსა, _ ეუბნებოდნენ
ნოომინს მეზობლები. ჯილდოც კარგი მიიღო თავისი
გულკეთილობისათვის რუთმა უფლისაგან,
რომლის თაყვანისმცემელის შეიქმნა იგი თავისი
წარმართი ღმერთების დატოვების შემდეგ. ეს
უბრალო და ღარიბი ქვრივი მდიდარმა და კეთილმა
ბოოსმა შეირთო ცოლად, რადგან მას ძალიან
მოეწონა მისი კეთილი გული და მხნეობა. რუთის
შთამომავლობიდან წარმოსდგნენ შემგომში მეფენი
ისრაელისანი და ბოლოს თვით მაცხოვარიცა.
(რუთ. 1; 2; 3; 4)
სამოელის დაბადება და აღზრდა
სამსონის შემდეგ მსაჯულის თანამდებობა ჩაიბარა ელი
მღვდელმა. იგი სცხოვრობდა ქალაქ სელომში, იმიტომ რომ
კარავი კრებულისა აქ ედგათ ისრაელთა ქანაანის ქვეყანის
დაჭერის შემდეგ. სელომი შეიქმნა ხალხის კრების ადგილადა.
აქ ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ ისრაელნი, სალოცავადაც
და სამართლის გადასაჭრელადაც. ერთხელ, დღესასწაულის
დროს, მლოცველ ერს მოჰყვა თან ერთი ხნიანი კეთილმსახური
დედაკაცი, რომელსაც სახელად ერქვა ანნა. სხვასავით იგი
მხიარულად არ მიდიოდა სალოცავადა. იგი იყო დაღონებული
და შეწუხებული, ამიტომ, რომ გულზედ ედო ლოდი დიდი
დარდისა _ ისრაელნი დიდი უბედურებად სთვლიდნენ
უშვილობასა. უშვილობა მათ ღვთის რისხვის ნიშნად
მიაჩნდათ _ საწყალი ანნა იყო დიდი ხნის უშვილო. ბევრი
დარდი და ნაღველი გამოატარა ამ უშვილობამა და ბევრი
ცრემლი დააღვრევინა. ბოლოს მან განიზრახა წასულიყო
სალოცავად სელომში და იქ შევედრებოდა ღმერთსა ამ
უბედურებიდან თავის დასახსნელად. მივიდა თუ არა
სელომში, ანნა მაშინვე გაეშურა კრებულისა კარვისაკენ,
დაიჩოქა მის კარებთან და დიდხანს ლოცულობდა ცხარე
ცრემლითა. ყოვლად შემძლებელო უფალო, _ ამბობდა თავის
ლოცვაში, _ გადმოხედე მოწყალებით შენს მონას და მიხსენ
ამდენი ხნის უბედურებისაგან. მომანიჭე ვაჟიშვილი და მე მას
სამუდამოდ შევსწირავ მსახურად შენს წმინდა სახლსა,
კრებულის კარავსა.
დიდხანს და მხურვალად ლოცულობდა ანნა. მხოლოდ ბაგენი
მისნი მოძრაობდნენ, სიტყვები კი მისი პირიდან არ ამოდიოდა,
რადგანაც გულში ლოცულობდა. ამ ლოცვის დროს ანნა დაინახა
ელი მღვდელმა და ეგონა, ეს დედაკაცი ღვინონასმია და ამიტომ
არის ხმა გაკმედილიო. მივიდა ახლო და ეს საწყენი სიტყვები
უთხრა: წადი აქედანა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე ილოცე! ანამ
თავმდაბლად და პატივისცემით უპასუხა: არა, ბატონო, მე ჩემს
დღეშიაც არ დამილევია ღვინო, ნუ მსახავ ცუდ დედაკაცად. მე ვარ
მხოლოდ უბედური და ჩემს ნაღველს ვუცხადებ მოწყალე
უფალსა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: მშვიდობით წადი;
უფალი აგისრულებს შენს თხოვნასა. ამ სანუგეშო სიტყვებმა
მღვდელმთავრისამა დიდი იმედი მისცა ანნასა და იგი დაბრუნდა
შინ დამშვიდებული და გამხიარულებული. მალე აუხდა ელის
სიტყვები ანნას, უფალმა აუსრულა ვედრება და წლის თავზედ
მისცა ვაჟიშვილი, რომელსაც დაარქვა სამოელი. მოიზარდა თუ არა
ბავშვი, დედამ აასრულა თავისი აღთქმა უფლის წინაშე, წაიყვანა
იგი სელომს, მიიყვანა მღვდელმთავართან და უთხრა: ბატონო
ჩემო, მე ის დედაკაცი გახლავარ, რომელიც ერთი წლის წინათ აქ
ლოცულობდა. მე მაშინ ვთხოვდი უფალსა აი, ამ ვაჟის მოცემასა.
მოწყალე უფალმა ამისრულა ვედრება ჩემი და აგერ ახლა მე
ვსწირავ ამ ყმაწვილსა ღმერთსა. იგი მთელი თავისი სიცოცხლე
უნდა იყოს აქ და ემსახურებოდეს ღმერთსა. სამოელი დარჩა
ელისთან და გახდა ერთგული მოსამსახურე კრებულისა კარვისა.
ამასთან, იგი შეიქმნა მოწაფე სკოლისა, რომელიც ჰქონდა
მღვდელმთავარსა, მშვენივრად სწავლობდა ყველაფერსა და ისე
კარგად იქცეოდა, რომ ყველასათვის საყვარელი იყო. როცა დედა
სალოცავად მიდიოდა სელომში და მიჰქონდა ახალი ტანისამოსი
თავისი საყვარელი ვაჟისათვის, ქების მეტი არაფერი ესმოდა
თავის შვილზედ, რომელიც როგორც სწავლით, ისე ზნეობით, იყო
ჩინებული, უპირველესი მოწაფე თავის ამხანაგებში.
(მეფ. 1,1 _ 28; 2,11)
ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები
მღვდელმთავარსა და მსაჯულს ელის ჰყავდა ორი შვილი, რომელნიც
კრებულის კარავს მღვდლად ემსახურებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ
ღვთის შიშით, მოყვასის სიყვრულით, სათნოებით და კეთილი საქმით მთელ
ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი
იყვნენ უმსგავსონი ყოველის მხრივ. ღვთის პატივისცემა და კრძალვა არა
ჰქონდათ, უფლის ტაძარში ახდენდნენ უწესრიგობას; ცხოვრება ჰქონდათ
მეტად საძრახისი. ხალხს მომეტებით ართმევდნენ. თავისი უმსგავსი ქცევით
ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულის და წესის
გაქარწყლებასა და აშორებდნენ ღმერთსა. ელის გაგონილი ჰქონდა თავისი
შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მათი მამა და როგორც მათი უფროსი,
იგი ვალდებული იყო სასტიკად დაესაჯა თავისი შვილები და კეთილ გზაზედ
დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევასა, უნდა მაშინვე
გადაეყენებინა მღვდლობიდან. მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები
და მხოლოდ ამისთანა შენიშვნებს აძლევდა მათ: რად იქცევით აგრე? ეგ კარგი
არ არის, შვილებო, ცოდვაა მაგრე მოქცევა. რასაკვირველია, ამისთანა რბილ
სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ. უფალმა
გადასწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც, იმის გამო, რომ
მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ერიდებოდა,
ვიდრე ღვთის წყენას. სამოელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან
ცხოვრობდა, სრულიად არა ბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ და
ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ადამიანთაც სხვებზე
მომეტებულად უყვარდათ. ერთხელ სამოელს კრებულის კარვის კარებთან
ეძინა და უცებ შემოესმა თავისი სახელის ძახილი. სამოელს ეგონა, ეს უთუოდ
მღვდელმთავარი მეძახის თავის კარვიდანაო, ადგა, მიირბინა და უთხრა: აგერ,
გეახელით, რად მეძახდით?
მე შენთვის არ დამიძახია! წადი შინ, დაწექ და
დაიძინე, _ უპასუხა ელიმ. მეორედაც ასეთი
საკვირველი საქმე დაემართა სამოელს. ელის
გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა, კიდევ რას
მოასწავებდა ეს ძახილი. მხოლოდ როცა
მესამედაც მიირბინა სამოელმა მასთან და
ჰკითხა: რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ ელიმ
ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც
ეძახდა სამოელს, უფლისა უნდა ყოფილიყო და
ასე დაარიგა იგი: როცა კიდევ დაგიძახონ, შენ
უპასუხე: ბრძანე, უფალო, მონა შენი ისმენს,
უფალმა კიდევ დაუძახა სამოელს, სამოელმა
მიუგო ისე, როგორც ასწავლა ელიმ. მაშინ
უფალმა გამოუცხადა: ელის და მის შვილებს
მოელით სასტიკი დასჯა და ისინი ამ სასჯელს
ვერ აიშორებენ თავიდან ვერა შესაწირვითა,
რამეთუ ცოდვანი მათნი არიან მძიმენი.
დილით მღვდელმთავარმა დაუძახა სამოელსა
და ჰკითხა: რა გითხრა შენ უფალმა? ნურას
დამიმალავ, ყველაფერი მითხარი! სამოელმა
ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზედ სთქვა: იყოს
ნება ღვთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას
სწადიან. მის შვილებს იმ მუქარამ უფლისამ
ყურიც არ გააბერტყინა. ისინი უწინდებურადვე
არღვევდნენ სჯულსა და ატარებდნენ თავის
ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში.
(1 მეფ. 2,12 _ 25; 27 _ 36; 3; 3 _18)
გაფორმება: კობა ქსოვრელი

More Related Content

What's hot

საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
Koba Ksovreli
 
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
WorldBibles
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
Koba Ksovreli
 

What's hot (9)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 12~
 
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
საღმრთო ისტორია ~წოგნი 10~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 4~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 16~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 23~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 6~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 18~
 
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)The holy bible in georgian (gospels, acts, james)
The holy bible in georgian (gospels, acts, james)
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 14~
 

Viewers also liked

Logistics industry-2
Logistics industry-2Logistics industry-2
Logistics industry-2
Ahmed Alime
 
Evaluation_2013_2014
Evaluation_2013_2014Evaluation_2013_2014
Evaluation_2013_2014
Alexis Perry
 
50th anniversary
50th anniversary50th anniversary
50th anniversary
d4campbell
 
Estate-Planning-Attorney-PP (3)
Estate-Planning-Attorney-PP (3)Estate-Planning-Attorney-PP (3)
Estate-Planning-Attorney-PP (3)
Claudia Cardoso
 
Compound verbs paula hoyos
Compound verbs paula hoyosCompound verbs paula hoyos
Compound verbs paula hoyos
paho1231
 

Viewers also liked (11)

MLB Career Home Run Leaders - recruitHSathletes.com
MLB Career Home Run Leaders - recruitHSathletes.comMLB Career Home Run Leaders - recruitHSathletes.com
MLB Career Home Run Leaders - recruitHSathletes.com
 
The Incredible Saga of Naga... (authors: Philippe Echelle, Chrissi Serini and...
The Incredible Saga of Naga... (authors: Philippe Echelle, Chrissi Serini and...The Incredible Saga of Naga... (authors: Philippe Echelle, Chrissi Serini and...
The Incredible Saga of Naga... (authors: Philippe Echelle, Chrissi Serini and...
 
VUCA overview
VUCA overviewVUCA overview
VUCA overview
 
Abdul kalam in tamil
Abdul kalam in tamilAbdul kalam in tamil
Abdul kalam in tamil
 
Logistics industry-2
Logistics industry-2Logistics industry-2
Logistics industry-2
 
Math reviewers-theorems-on-kite
Math reviewers-theorems-on-kiteMath reviewers-theorems-on-kite
Math reviewers-theorems-on-kite
 
Total water footprint of national
Total water footprint of nationalTotal water footprint of national
Total water footprint of national
 
Evaluation_2013_2014
Evaluation_2013_2014Evaluation_2013_2014
Evaluation_2013_2014
 
50th anniversary
50th anniversary50th anniversary
50th anniversary
 
Estate-Planning-Attorney-PP (3)
Estate-Planning-Attorney-PP (3)Estate-Planning-Attorney-PP (3)
Estate-Planning-Attorney-PP (3)
 
Compound verbs paula hoyos
Compound verbs paula hoyosCompound verbs paula hoyos
Compound verbs paula hoyos
 

More from Koba Ksovreli

საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
Koba Ksovreli
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
Koba Ksovreli
 

More from Koba Ksovreli (7)

საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 17~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 11~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~ საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 8~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 7~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 3~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 2~
 
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
საღმრთო ისტორია ~წიგნი 1~
 

საღმრთო ისტორია ~წიგნი 15~

  • 3. რუთის ამბავი მსაჯულების დროს, ერთხელ, საისრაელოში შიმშილი გაჩნდა მოსავლიანობის გამო. ერთი ისრაელთაგანი სახელად ეღიმელექი, თავისი სახლობით, ცოლით და ორი ვაჟით გადასახლდა თავისი ქვეყნიდან მოაბის ქვეყანაში _ თავი რომ ერჩინათ. აქ ის მალე მოკვდა. ორივე მისი შვილი იქვე დაქორწინდა და ცოლად შეირთეს წარმართი ქალები. ცოტა ხნის შემდეგ ორივე ძმები უშვილოდ დაიხოცნენ. მათი მოხუცებული უბედური დედა, სახელად ნოომინ, დარჩა უცხო ქვეყანაში, თავის ორი ახალგაზრდა რძალთან. როცა ნოომინმა შეიტყო, რომ საისრაელოში მოსავლიანი დრო ისევ მობრუნდაო, ადგა, აიბარგა და წავიდა თავის სამშობლოში; თან გაჰყვნენ მას ახალგაზრდა ქვრივი რძლებიცა. დედამთილს ეცოდებოდა თავისი რძლები, არ უნდოდა, რომ ისინი მისი გულისთვის უცხო ქვეყანაში ჩაცვივნულიყვნენ სიღარიბეში და ამიტომ გზაზედ გულამომჯდარმა უთხრა: დაბრუნდით, შვილებო, თქვენს დედ-მამასთანა; ღმერთმა ნუ მოგაკლოთ თავისი მოწყალება ჩემი და ჩემი გარდაცვალებული შვილების ერთგულებისათვის და სიყვარულისათვის. რძლები ატირდნენ და დაუწყეს დედამთილს ხვეწნა, რომ თან წაეყვანა ისინიცა. დედამთილი მაინც ურჩევდა დაბრუნებულიყვნენ თავის დედ-მამასთანა: მე გული ძლიერ მეწვის თქვენზედა, შვილებო, _ ეუბნებოდა დედამთილი, _ ბედმა მძიმე უბედურებაში ჩამაგდო; რა გინდათ ჩემთანა? ტანჯვის და წვალების მეტს ჩემთან ვერასა ნახავთ. ერთმა რძალმა გაუგონა თავის დედამთილსა, ბევრი იტირა, გამოესალმა და დაბრუნდა თავის სამშობლო სახლში. მაგრამ მეორე რძალმა კი, სახელად რუთმა, გადაჭრით უთხრა თავის დედამთილსა:
  • 4. ნუ მომაშორებ შენს თავსა! საითაც შენ წახვალ, მეც იქით წამოვალ; შენი ხალხი შეიქმნება ჩემი ხალხი და შენი ღმერთი იქნება ჩემი ღმერთი; გეფიცები, რომ სიკვდილის მეტი ვერა გამყრის რა შენთან, სადაც შენ დაგმარხავენ, ჩემი საფლავიც იქ იქნება. გულამომჯდარი და თვალცრემლიანი დედამთილი გადაეხვია თავის მოსიყვარულე რძალსა და აღარ უთხრა უარი თან წაყვანაზედ. ჩქარა რძალ-დედამთლი მივიდნენ ბეთლემს. ნოომინი ბეთლემში რომ მოვიდა, არც ფული ჰქონდა და არც საზრდო. ამიტომ ის ან მათხოვარი უნდა გამხდარიყო, ან შიმშილით მომკვდარიყო, მაგრამ მოსიყვარულე რუთმა დაიხსნა იგი სირცხვილისაგანაც და უბედურებისაგანაც, ამ დროს შუა ზაფხული იდგა და მკა გაჩაღებული იყო, ამიტომ რუთი გადიოდა მინდვრად, შედიოდა ერთ დიდ ხოდაბუნში, სადაც მრავალი მუშა მკიდა ყანასა, და ნამკალში ჰკრეფდა დაბნეულ თავთავსა. ერთხელ ყანაში მოვიდა მისი პატრონი, სახელად ბოოსი და რომ დაინახა რუთი, ჰკითხა თავის მოსამსახურეს, მომკელების თავმდგომსა: ეს ყმაწვილი ქალი ვინ არის? მოსამსახურემ მოახსენა: ეს ქალი გახლავთ უცხო ქვეყნიდან, რომელსაც მოხუცებული დედამთილის გულისათვის დაუტოვებია თავისი სამშობლო და წამოჰყოლია აქ მას. მან ნება მთხოვა დაბნეული თავთავის აკრეფისა. და აი, მთელი დღე შრომობს დილიდან მოკიდებული საღამომდის ლუკმა-პურის საშოვნელად. ბოოსი იყო მდიდარი და გულკეთილი კაცი, მას გაუკვირდა ამისთანა სიყვარული დედამთილისადმი, გაუკვირდა მხნეობა მისი, მიუახლოვდა რუთსა და უთხრა: მომისმინე, შვილო, ნუ ივლი თავთავებისათვის სხვის ყანებში, აგრეთვე აგროვე რამდენიც გინდა ჩემს ყანაში და ჩემს მოახლეებთან ერთად იყავი. მე იმათ ვეტყვი, კარგად მოგექცნენ და არ დაიშურონ შენთვის არც საჭმელი და არც სასმელი. რუთმა მდაბლად დაუკრა თავი და მოახსენა: რითი დავიმსახურე ეგ შენი მოწყალება? მე ვარ ერთი უბრალო, უცხო ქალი. ბოოსმა მიუგო: მე მიამბეს, თუ რა კარგად მოქცევიხარ მოხუცებულ და უბედურ დედამთილსა; დაგიტოვებია მისთვის სამშობლო ქვეყანა და ნათესავნი და წამოსულხარ უცხო ქვეყანაში, უცხო ქალაქში; ღმერთმა გადაგიხადოს, შვილო, სამაგიერო მაგ კეთილი საქმისათვის. პატარა ხანს უკან მომკელებს სადილი მოუტანეს. ბოოსმა რუთიც მიიწვია, სადილის დროს რუთმა თავისი კერძი ორად გაჰყო: ნახევარი დედამთილს შეუნახა და ნახევარით კი თვითონ ისადილა.
  • 5. საღამოზედ იქვე დაბეგვა შეგროვილი თავთავი, გამოანიავა პურის მარცვლები, ჩაჰყარა პარკში და მოუტანა დედამთილსა, აგრეთვე ვახშმად მიართვა სადილიდან მისთვის შენახული კერძი და უამბო, ვის ყანაში ჰკრიფა მთელი დღე თავთავი და როგორი მოწყალე იყო მასთან პატრონი ყანისა. რუთი ამის შემდეგ ყოველდღე დადიოდა ბოოსის ყანაში და პაპანაქება დღეებში მუშაობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდის, სანამ მკა გათავდებოდა. თავისი სიყვარულით და ხათრიანობით იგი იყო დიდი ნუგეში მოხუცებული დედამთილისა. შენი რძალი სჯობია შვიდ ღვიძლ ვაჟსა, _ ეუბნებოდნენ ნოომინს მეზობლები. ჯილდოც კარგი მიიღო თავისი გულკეთილობისათვის რუთმა უფლისაგან, რომლის თაყვანისმცემელის შეიქმნა იგი თავისი წარმართი ღმერთების დატოვების შემდეგ. ეს უბრალო და ღარიბი ქვრივი მდიდარმა და კეთილმა ბოოსმა შეირთო ცოლად, რადგან მას ძალიან მოეწონა მისი კეთილი გული და მხნეობა. რუთის შთამომავლობიდან წარმოსდგნენ შემგომში მეფენი ისრაელისანი და ბოლოს თვით მაცხოვარიცა. (რუთ. 1; 2; 3; 4)
  • 6. სამოელის დაბადება და აღზრდა სამსონის შემდეგ მსაჯულის თანამდებობა ჩაიბარა ელი მღვდელმა. იგი სცხოვრობდა ქალაქ სელომში, იმიტომ რომ კარავი კრებულისა აქ ედგათ ისრაელთა ქანაანის ქვეყანის დაჭერის შემდეგ. სელომი შეიქმნა ხალხის კრების ადგილადა. აქ ყოველი კუთხიდან მოდიოდნენ ისრაელნი, სალოცავადაც და სამართლის გადასაჭრელადაც. ერთხელ, დღესასწაულის დროს, მლოცველ ერს მოჰყვა თან ერთი ხნიანი კეთილმსახური დედაკაცი, რომელსაც სახელად ერქვა ანნა. სხვასავით იგი მხიარულად არ მიდიოდა სალოცავადა. იგი იყო დაღონებული და შეწუხებული, ამიტომ, რომ გულზედ ედო ლოდი დიდი დარდისა _ ისრაელნი დიდი უბედურებად სთვლიდნენ უშვილობასა. უშვილობა მათ ღვთის რისხვის ნიშნად მიაჩნდათ _ საწყალი ანნა იყო დიდი ხნის უშვილო. ბევრი დარდი და ნაღველი გამოატარა ამ უშვილობამა და ბევრი ცრემლი დააღვრევინა. ბოლოს მან განიზრახა წასულიყო სალოცავად სელომში და იქ შევედრებოდა ღმერთსა ამ უბედურებიდან თავის დასახსნელად. მივიდა თუ არა სელომში, ანნა მაშინვე გაეშურა კრებულისა კარვისაკენ, დაიჩოქა მის კარებთან და დიდხანს ლოცულობდა ცხარე ცრემლითა. ყოვლად შემძლებელო უფალო, _ ამბობდა თავის ლოცვაში, _ გადმოხედე მოწყალებით შენს მონას და მიხსენ ამდენი ხნის უბედურებისაგან. მომანიჭე ვაჟიშვილი და მე მას სამუდამოდ შევსწირავ მსახურად შენს წმინდა სახლსა, კრებულის კარავსა.
  • 7. დიდხანს და მხურვალად ლოცულობდა ანნა. მხოლოდ ბაგენი მისნი მოძრაობდნენ, სიტყვები კი მისი პირიდან არ ამოდიოდა, რადგანაც გულში ლოცულობდა. ამ ლოცვის დროს ანნა დაინახა ელი მღვდელმა და ეგონა, ეს დედაკაცი ღვინონასმია და ამიტომ არის ხმა გაკმედილიო. მივიდა ახლო და ეს საწყენი სიტყვები უთხრა: წადი აქედანა, ჯერ გამოფხიზლდი და მერე ილოცე! ანამ თავმდაბლად და პატივისცემით უპასუხა: არა, ბატონო, მე ჩემს დღეშიაც არ დამილევია ღვინო, ნუ მსახავ ცუდ დედაკაცად. მე ვარ მხოლოდ უბედური და ჩემს ნაღველს ვუცხადებ მოწყალე უფალსა. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: მშვიდობით წადი; უფალი აგისრულებს შენს თხოვნასა. ამ სანუგეშო სიტყვებმა მღვდელმთავრისამა დიდი იმედი მისცა ანნასა და იგი დაბრუნდა შინ დამშვიდებული და გამხიარულებული. მალე აუხდა ელის სიტყვები ანნას, უფალმა აუსრულა ვედრება და წლის თავზედ მისცა ვაჟიშვილი, რომელსაც დაარქვა სამოელი. მოიზარდა თუ არა ბავშვი, დედამ აასრულა თავისი აღთქმა უფლის წინაშე, წაიყვანა იგი სელომს, მიიყვანა მღვდელმთავართან და უთხრა: ბატონო ჩემო, მე ის დედაკაცი გახლავარ, რომელიც ერთი წლის წინათ აქ ლოცულობდა. მე მაშინ ვთხოვდი უფალსა აი, ამ ვაჟის მოცემასა. მოწყალე უფალმა ამისრულა ვედრება ჩემი და აგერ ახლა მე ვსწირავ ამ ყმაწვილსა ღმერთსა. იგი მთელი თავისი სიცოცხლე უნდა იყოს აქ და ემსახურებოდეს ღმერთსა. სამოელი დარჩა ელისთან და გახდა ერთგული მოსამსახურე კრებულისა კარვისა. ამასთან, იგი შეიქმნა მოწაფე სკოლისა, რომელიც ჰქონდა მღვდელმთავარსა, მშვენივრად სწავლობდა ყველაფერსა და ისე კარგად იქცეოდა, რომ ყველასათვის საყვარელი იყო. როცა დედა სალოცავად მიდიოდა სელომში და მიჰქონდა ახალი ტანისამოსი თავისი საყვარელი ვაჟისათვის, ქების მეტი არაფერი ესმოდა თავის შვილზედ, რომელიც როგორც სწავლით, ისე ზნეობით, იყო ჩინებული, უპირველესი მოწაფე თავის ამხანაგებში. (მეფ. 1,1 _ 28; 2,11)
  • 8. ელი მღვდელმთავარი და მისი შვილები მღვდელმთავარსა და მსაჯულს ელის ჰყავდა ორი შვილი, რომელნიც კრებულის კარავს მღვდლად ემსახურებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყვნენ ღვთის შიშით, მოყვასის სიყვრულით, სათნოებით და კეთილი საქმით მთელ ხალხისთვის მისაბაძი მაგალითი ეჩვენებინათ, მაგრამ ამის მაგიერ ისინი იყვნენ უმსგავსონი ყოველის მხრივ. ღვთის პატივისცემა და კრძალვა არა ჰქონდათ, უფლის ტაძარში ახდენდნენ უწესრიგობას; ცხოვრება ჰქონდათ მეტად საძრახისი. ხალხს მომეტებით ართმევდნენ. თავისი უმსგავსი ქცევით ხალხს ცუდ მაგალითს უჩვენებდნენ, აჩვევდნენ მას უფლის სჯულის და წესის გაქარწყლებასა და აშორებდნენ ღმერთსა. ელის გაგონილი ჰქონდა თავისი შვილების ბიწიერი ყოფაქცევა. როგორც მათი მამა და როგორც მათი უფროსი, იგი ვალდებული იყო სასტიკად დაესაჯა თავისი შვილები და კეთილ გზაზედ დაეყენებინა, და თუ არ დაიშლიდნენ ისინი ცუდ ყოფაქცევასა, უნდა მაშინვე გადაეყენებინა მღვდლობიდან. მაგრამ ელის დასასჯელად ენანებოდა შვილები და მხოლოდ ამისთანა შენიშვნებს აძლევდა მათ: რად იქცევით აგრე? ეგ კარგი არ არის, შვილებო, ცოდვაა მაგრე მოქცევა. რასაკვირველია, ამისთანა რბილ სიტყვებს ელის გაფუჭებული შვილები ყურსაც არ ათხოვებდნენ. უფალმა გადასწყვიტა თვითონ დაესაჯა ისინი და მათთან მათი მამაც, იმის გამო, რომ მტკიცედ არ არიგებდა თავის შვილებს და მათ წყენას უფრო ერიდებოდა, ვიდრე ღვთის წყენას. სამოელი კი, თუმცა ელის გარყვნილ შვილებთან ცხოვრობდა, სრულიად არა ბაძავდა მათ, თავს იცავდა წმინდად, უმანკოდ და ღმერთიც განსაკუთრებით სწყალობდა მას და ადამიანთაც სხვებზე მომეტებულად უყვარდათ. ერთხელ სამოელს კრებულის კარვის კარებთან ეძინა და უცებ შემოესმა თავისი სახელის ძახილი. სამოელს ეგონა, ეს უთუოდ მღვდელმთავარი მეძახის თავის კარვიდანაო, ადგა, მიირბინა და უთხრა: აგერ, გეახელით, რად მეძახდით?
  • 9. მე შენთვის არ დამიძახია! წადი შინ, დაწექ და დაიძინე, _ უპასუხა ელიმ. მეორედაც ასეთი საკვირველი საქმე დაემართა სამოელს. ელის გაუკვირდა, მაგრამ ვერ მიხვდა, კიდევ რას მოასწავებდა ეს ძახილი. მხოლოდ როცა მესამედაც მიირბინა სამოელმა მასთან და ჰკითხა: რა ვქნა, რას მეძახიო? მაშინ ელიმ ცხადად დაინახა, რომ უცნაური ხმა, რომელიც ეძახდა სამოელს, უფლისა უნდა ყოფილიყო და ასე დაარიგა იგი: როცა კიდევ დაგიძახონ, შენ უპასუხე: ბრძანე, უფალო, მონა შენი ისმენს, უფალმა კიდევ დაუძახა სამოელს, სამოელმა მიუგო ისე, როგორც ასწავლა ელიმ. მაშინ უფალმა გამოუცხადა: ელის და მის შვილებს მოელით სასტიკი დასჯა და ისინი ამ სასჯელს ვერ აიშორებენ თავიდან ვერა შესაწირვითა, რამეთუ ცოდვანი მათნი არიან მძიმენი. დილით მღვდელმთავარმა დაუძახა სამოელსა და ჰკითხა: რა გითხრა შენ უფალმა? ნურას დამიმალავ, ყველაფერი მითხარი! სამოელმა ყველაფერი უამბო. ელიმ ამაზედ სთქვა: იყოს ნება ღვთისა. აღსრულდეს ისე, როგორც მას სწადიან. მის შვილებს იმ მუქარამ უფლისამ ყურიც არ გააბერტყინა. ისინი უწინდებურადვე არღვევდნენ სჯულსა და ატარებდნენ თავის ცხოვრებას სხვადასხვა ბიწიერებაში. (1 მეფ. 2,12 _ 25; 27 _ 36; 3; 3 _18)
  • 10.