12. ნელ–ნელა ამო მდგომარეობიდან გამოვიდა და სუროს ნაცნობი ბუჩქები მოინახულა. იქვე მეგობარ ხოჭოს მოჰკრა თვალი. ერთად ჩაისუნთქეს სუროს ნესტიანი ჰაერი...
13. ამომ ცოტაც გაიარა. აი, ადგილი, სადაც ამომ ემო გაიცნო. იმ დღის შემდეგ ეს ადგილი არ უნახავს. ან რაში სჭირდებოდა? ემო სულ გვერდით ჰყავდა
14. მეზობელმა ნარგიზამ და ციალამ იცნეს ამო და გაახსენეს, რომ სწორედ მათი ყვავილები აჩუა ამომ ემოს პირველ პამანზე
15. ესეც ადგილი, სადაც ამომ ემოს სიყვარული აუხსნა. ემო მარჯვნივ იდგა, ამო – მარცხნივ.
16. არ უნდა შესულიყო, მაგრამ მაინც უნდა ენახა ადგილი, სადაც ემოს პირველდ აკოცა...
17. ეს მოხდა მათი შეხვედრიდან 2 წლის, პირველი პაემნიდან წლის და 10 თვის, კოცნიდან – წლის და 11 თვის, ემოს გარდაცვალებიდან 1 წლის, პირველი კოცნის ადგილიდან გამოსვლის 5 წუთის თავზე. ამო მიხვდა, რის გამოც ემო გასკდა და თვითონაც იგივე დაემართა. იქვე, ჯოხზე ბასრი პლასტმასი შემორჩენილიყო და, უეცარი ხმაურით გაოცებული, აქეთ–იქით იყურებოდა...