SlideShare a Scribd company logo
1 of 10
ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) –
კანადაში „სიყვარულის
ბაღის“ გამშენებელი
ნიკოლოზ აფხაზის სახელი კარგად არის ცნობილი
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იგი კანადის
ქალაქ ვანკუვერში დიდებული ბაღის
გამშენებელია.
ნიკოლოზ აფხაზი 1899 წლის 14 მაისს დაიბადა
თბილისში ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი
საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ
კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის
ოჯახში.
ნიკოლოზ აფხაზის წინაპრები დიდგვაროვანი
აფხაზი თავადები – ანჩაბაძეები იყვნენ, რომელთაც
აფხაზეთი მუსლიმანთა მოძალებისას XVII საუკუნეში
დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში დასახლდნენ.
ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური
ტიტული. მათ აფხაზის ფსევდონიმი დაიმკვიდრეს.
ნიკოლოზ აფხაზის მამა იყო პოლიტიკური,
საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. მისი
სახელი შევიდა საქართველოს ისტორიაში,
იმათთან ერთად, ვინც გასული საუკუნის
გარიჟრაჟზე იდგა საქართველოს
სახელმწიფოებრიობის აღორძინების
სათავეებთან.
1917-18 წლებში ივანე ჯავახიშვილთან ერთად მან მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა საქართველოს უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში.
1921 წელს ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტისთვის კოტე აფხაზი
ხდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი
ლიდერი. 1923 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის
მცდელობისთვის სამხედრო ცენტრის 15 ლიდერი, რომელთაგანაც
ერთ-ერთი კონსტანტინე აფხაზი იყო, დახვრიტეს თბილისში
დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მის ოჯახს კი შემდეგი ბედი
ეწია: მისი ცოლი და შვილი 1919 წლიდან იმყოფებოდნენ საფრანგეთში
პოლიტიკური ემიგრანტების სტატუსით, სადაც
ისინი საზრდოობდნენ იმედით, რომ მალე მათი ოჯახის უფროსიც
შეუერთდებოდათ, მაგრამ ეს აუხდენელი იმედი აღმოჩნდა. 1942 წელს
ემიგრაციაში გარდაიცვალა კოტე აფხაზის მეუღლე ელენე. მისი შვილი
ნიკოლოზ აფხაზი კი, ვისაც უკვე არ გააჩნდა შესაძლებლობა
დაბრუნებულიყო საქართველოში, დამკვიდრდა საფრანგეთში.
განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი).
1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის
წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ
ლეგიონში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელების
წინააღმდეგ. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გახდა გენერალ
შარლ დე გოლის მეთაურობით გაშლილი "საფრანგეთის
წინააღმდეგობის" მოძრაობის აქტიური წევრი. იბრძოდა ჩრდილოეთ
აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის
დაჯილდოვებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული
სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენით.
ერთ–ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა, იჯდა
საკონცენტრაციო ბანაკში. ამ ამბავმა მოუსწრაფა სიცოცხლე ელენეს.
ნიკოლოზი ტყვეობიდან 1944 წელს განთავისუფლდა. 1946 წელს
კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.
1921 ნიკოლოზ აფხაზმა პარიზში გაიცნო თავისი მომავალი
მეუღლე მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერი (1902-1994),
რომელსაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. პეგი 3
წლის ასაკში დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ.
საბოლოოდ ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა, მამობილის
გარდაცვალების შემდეგ, დედობილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა
და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მას მიმოწერა ჰქონდა
ნიკოლოზთან, მეგობრობდა და როცა პარიზში ჩადიოდა ხვდებოდა.
1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი და პეგი ნიუ–იორკში
დაქორწინდნენ და დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში,
კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი
ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს კანადის მკაცრ
კლიმატურ პირობებში. ცოლ–ქმარი 40 წელი ატარებდა
ექსპერიმენტებს, ანახლებდა და ალამაზებდა ბაღს, რომელიც პეგის
სიტყვებით "სიყვარულით აშენდა".
"აფხაზების ბაღი" არა მარტო კანადის, არამედ
მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და
გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია
არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში
როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა,
რამდენიმე მათგანი აფხაზის გამოყვანილია და
რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების
მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების
სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა
განთავსებული.
ნიკოლოზ აფხაზი საადვოკატო საქმიანობასაც
ეწეოდა. გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს,
პეგი - 1994 წელს. ანდერძის თანახმად, კრემაციის
შემდეგ, მათი ფერფლი საყვარელ ბაღში
მიმოაბნიეს.
აფხაზების გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა რამდენიმე
პატრონი გამოიცვალა, 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთ–
ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი
კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და
მთელს ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა.
2000 წლის 17 თებერვალს ბაღი გამოისყიდა ბრიტანეთის
კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ. "აფხაზების
ბაღი" დღესაც ცოცხლობს.
აფხაზების ცხოვრება აღწერა კატერინა გორდონმა
წიგნში "უცნაური ცხოვრება", სადაც არაჩვეულებრივადაა
წარმოჩენილი ბაღისა და მისი პატრონების ისტორია.
ნიკოლოზ აფხაზსა და მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–
კარტერს შთამომავლობა არ დარჩენიათ.
ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „

More Related Content

More from Maia Esartia

საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკისაფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკიMaia Esartia
 
ტიუდორები
ტიუდორებიტიუდორები
ტიუდორებიMaia Esartia
 
კათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიკათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიMaia Esartia
 
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
ალექსანდრე დიდი მაკედონელი Maia Esartia
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიMaia Esartia
 
მსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიმსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიMaia Esartia
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოMaia Esartia
 
შვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიშვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიMaia Esartia
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება Maia Esartia
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაMaia Esartia
 
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველიმეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველიMaia Esartia
 
Saqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiSaqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiMaia Esartia
 

More from Maia Esartia (12)

საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკისაფრანგეთის გმირი ქალი   ჟანა დ’არკი
საფრანგეთის გმირი ქალი ჟანა დ’არკი
 
ტიუდორები
ტიუდორებიტიუდორები
ტიუდორები
 
კათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეებიკათოლიკე მეფეები
კათოლიკე მეფეები
 
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი ალექსანდრე  დიდი  მაკედონელი
ალექსანდრე დიდი მაკედონელი
 
დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელიდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი
 
მსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალებიმსოფლიოში ცნობილი ქალები
მსოფლიოში ცნობილი ქალები
 
თურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველოთურქ-სელჩუკები და საქართველო
თურქ-სელჩუკები და საქართველო
 
შვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერიშვიდმნათობიერი
შვიდმნათობიერი
 
ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება    ბესიკის შემოქმედება
ბესიკის შემოქმედება
 
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრებაბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
ბესიკ გაბაშვილის ბიოგრაფია და პოლიტიკური ცხოვრება
 
მეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველიმეფე ფარსმან ქველი
მეფე ფარსმან ქველი
 
Saqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebiSaqartvelos dedoflebi
Saqartvelos dedoflebi
 

ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „

  • 1. ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „სიყვარულის ბაღის“ გამშენებელი
  • 2. ნიკოლოზ აფხაზის სახელი კარგად არის ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იგი კანადის ქალაქ ვანკუვერში დიდებული ბაღის გამშენებელია.
  • 3. ნიკოლოზ აფხაზი 1899 წლის 14 მაისს დაიბადა თბილისში ილია ჭავჭავაძის დისშვილის, ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გენერალ კონსტანტინე (კოტე) აფხაზისა და ელენე იოსელიანის ოჯახში. ნიკოლოზ აფხაზის წინაპრები დიდგვაროვანი აფხაზი თავადები – ანჩაბაძეები იყვნენ, რომელთაც აფხაზეთი მუსლიმანთა მოძალებისას XVII საუკუნეში დატოვეს და კახეთში, სოფელ კარდენახში დასახლდნენ. ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული. მათ აფხაზის ფსევდონიმი დაიმკვიდრეს.
  • 4. ნიკოლოზ აფხაზის მამა იყო პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. მისი სახელი შევიდა საქართველოს ისტორიაში, იმათთან ერთად, ვინც გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების სათავეებთან.
  • 5. 1917-18 წლებში ივანე ჯავახიშვილთან ერთად მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში. 1921 წელს ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტისთვის კოტე აფხაზი ხდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1923 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობისთვის სამხედრო ცენტრის 15 ლიდერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი კონსტანტინე აფხაზი იყო, დახვრიტეს თბილისში დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მის ოჯახს კი შემდეგი ბედი ეწია: მისი ცოლი და შვილი 1919 წლიდან იმყოფებოდნენ საფრანგეთში პოლიტიკური ემიგრანტების სტატუსით, სადაც ისინი საზრდოობდნენ იმედით, რომ მალე მათი ოჯახის უფროსიც შეუერთდებოდათ, მაგრამ ეს აუხდენელი იმედი აღმოჩნდა. 1942 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა კოტე აფხაზის მეუღლე ელენე. მისი შვილი ნიკოლოზ აფხაზი კი, ვისაც უკვე არ გააჩნდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო საქართველოში, დამკვიდრდა საფრანგეთში. განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი).
  • 6. 1930–იანი წლების დამლევს ნიკოლოზ აფხაზი ოფიცრის წოდებით შევიდა სამხედრო სამსახურში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ გახდა გენერალ შარლ დე გოლის მეთაურობით გაშლილი "საფრანგეთის წინააღმდეგობის" მოძრაობის აქტიური წევრი. იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, ალჟირსა და ლიბიაში. გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვებული იყო საფრანგეთის რამდენიმე პრესტიჟული სამხედრო ჯილდოთი, მათ შორის საპატიო ლეგიონის ორდენით. ერთ–ერთი ოპერაციის დროს ტყვედ ჩავარდა, იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში. ამ ამბავმა მოუსწრაფა სიცოცხლე ელენეს. ნიკოლოზი ტყვეობიდან 1944 წელს განთავისუფლდა. 1946 წელს კანადაში გადავიდა საცხოვრებლად.
  • 7. 1921 ნიკოლოზ აფხაზმა პარიზში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ–კარტერი (1902-1994), რომელსაც დიდი ოჯახური ტრაგედია ჰქონდა გადატანილი. პეგი 3 წლის ასაკში დაობლდა, მზრუნველები ყურადღებას არ აქცევდნენ. საბოლოოდ ბავშვი მდიდარმა ოჯახმა იშვილა, მამობილის გარდაცვალების შემდეგ, დედობილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მას მიმოწერა ჰქონდა ნიკოლოზთან, მეგობრობდა და როცა პარიზში ჩადიოდა ხვდებოდა. 1946 წელს ნიკოლოზ აფხაზი და პეგი ნიუ–იორკში დაქორწინდნენ და დასახლდნენ კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის ქალაქ ვიქტორიაში. შეიძინეს მოზრდილი ნაკვეთი და ულამაზესი ლანდშაფტური ბაღი გააშენეს კანადის მკაცრ კლიმატურ პირობებში. ცოლ–ქმარი 40 წელი ატარებდა ექსპერიმენტებს, ანახლებდა და ალამაზებდა ბაღს, რომელიც პეგის სიტყვებით "სიყვარულით აშენდა".
  • 8. "აფხაზების ბაღი" არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი და გამორჩეული ბოტანიკური ბაღია. შეტანილია არაერთ საცნობარო გამოცემაში. ბაღში როდოდენდრონების უნიკალური კოლექციაა, რამდენიმე მათგანი აფხაზის გამოყვანილია და რეგისტრირებულია სამეფო საბაღე საზოგადოების მიერ. ბაღის შუაგულში მდებარეობს აფხაზების სახლი, რომელშიც დღეს ბაღის ადმინისტრაციაა განთავსებული. ნიკოლოზ აფხაზი საადვოკატო საქმიანობასაც ეწეოდა. გარდაიცვალა 1987 წლის 25 დეკემბერს, პეგი - 1994 წელს. ანდერძის თანახმად, კრემაციის შემდეგ, მათი ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს.
  • 9. აფხაზების გარდაცვალების შემდეგ, ბაღმა რამდენიმე პატრონი გამოიცვალა, 1999 წლის ბოლოს ბაღი ერთ– ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ეს ამბავი გახმაურდა და მთელს ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია გაიმართა. 2000 წლის 17 თებერვალს ბაღი გამოისყიდა ბრიტანეთის კოლუმბიის ბუნების დაცვის საზოგადოებამ. "აფხაზების ბაღი" დღესაც ცოცხლობს. აფხაზების ცხოვრება აღწერა კატერინა გორდონმა წიგნში "უცნაური ცხოვრება", სადაც არაჩვეულებრივადაა წარმოჩენილი ბაღისა და მისი პატრონების ისტორია. ნიკოლოზ აფხაზსა და მარჯორი (პეგი) ჰემბერტონ– კარტერს შთამომავლობა არ დარჩენიათ.