Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Drois manqana

2,173 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Drois manqana

  1. 1. გამარჯობა. ჩემი სახელია სტივენ ჰოკინგი. ფიზიკოსი, კოსმოლოგი და რაღაც კუთხით მეოცნებეც ვარ. მიუხედავად იმისა,რომ ვერ ვმოძრაობ და ლაპარაკში კომპიუტერი მეხმარება, გონებით თავისუფალი ვარ. შემიძლია თავისუფლადგამოვიკვლიო სამყარო და დავსვა კითხვები, როგორიცაა: შესაძლებელია დროში მოგზაურობა? შეგვიძლია გავიყვანოთგვირაბი წარსულის ან მომავლის რომელიმე მონაკვეთისკენ? შეგვიძლია ბუნების კანონები გამოვიყენოთ ისე, რომ დროზემოვიპოვოთ ძალაუფლება?ერთ დროს დროში მოგზაურობა აბსურდად ითვლებოდა. მასზე საუბარს მეც ვერიდებოდი, რომ ვინმეს გიჟი არ ვგონებოდი.მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. მე სტოუნჰენჯის მშენებლებს ვგავარ – შეპყრობილი ვარ დროით. დროის მანქანა რომმქონდეს, ვეწვეოდი მერლინ მონროს, როცა დიდების ზენიტში იყო. ან ნიუტონთან დავეშვებოდი იმ მომენტში, როცატელესკოპი ზეცას მიმართა. ასევე გავემგზავრებოდი სამყაროს დასალიერში, რათა მენახა, როგორ მთავრდება ჩვენიკოსმოსური ამბავი.რომ გავარკვიოთ, რამდენადაა ეს შესაძლებელი, უნდა მოვიქცეთ ფიზიკოსების მსგავსად – დავაკვირდეთ დროს, ანუ მეოთხეგანზომილებას. ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სკოლაში ვინც კარგად სწავლობს, იცის, რომყველანაირი ფიზიკური ობიექტი, მათ შორის მეც ჩემი სკამიანად, სამ განზომილებაში არსებობს. ყველაფერს აქვს სიგრძე,სიგანე და სიმაღლე.მაგრამ არსებობს სხვანაირი სიგრძეც – სიგრძე დროში. ადამიანის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შეიძლება 80 წელი იყოს,სტოუნჰენჯისთვის ათასწლეულები, მზის სისტემისთვის კი მილიარდობით წლები. ყველაფერს აქვს საზომი დროში, ისევეროგორც სივრცე. დროში მოგზაურობა ნიშნავს ამ მეოთხე განზომილებაში მოგზაურობას.რომ გავიაზროთ, ეს რას ნიშნავს, წარმოვიდგინოთ რომ მანქანით ვმგზავრობთ. მივდივართ სწორ ხაზზე, ანუ ვმოგზაურობთერთ განზომილებაში. მარცხნივ ან მარჯვნივ თუ გაუხვევთ, ემატება კიდევ ერთი განზომილება. მაღლა თუ ახვალთ ან დაბლა
  2. 2. დაეშვებით, მაგალითად მთაზე, მიიღება სამი განზომილება. მაგრამ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ დროში დედამიწაზე?როგორ უნდა გავიაროთ მეოთხე განზომილებაში?მოდი, ცოტა ხნით სამეცნიერო ფანტასტიკაში გადავინაცვლოთ. ფილმებში, რომლებიც დროში მოგზაურობას ეხება, ხშირადდროის მანქანა წარმოდგენილი აქვთ როგორც დიდი მექანიზმი, რომელსაც უამრავი ენერგია სჭირდება. მანქანა ქმნისხვრელს მეოთხე განზომილებაში, აკეთებს გვირაბს დროში. გამბედავი და შეიძლება უგუნური მოხალისე ემზადება ვინ იცის,რისთვის. შედის დროის ხვრელში, რათა აღმოჩნდეს ვინ იცის სად. წარმოსახვის ეს ფორმა შეიძლება რეალობისგან შორსიდგეს, მაგრამ თვითონ იდეა, აზრი არც ისეთი გიჟურია.ჯერ უნდა დავფიქრდეთ, შესაძლებელია თუ არა, არსებობდნენ კარიბჭეები წარსულში ან მომავალში, რამდენად ჯდება ესბუნების კანონებში. როგორც ჩანს, ეს შესაძლებელია. უფრო მეტიც, ჩვენ მას სახელიც ვუწოდეთ: ჭიის ხვრელი. რეალობაისაა, რომ ეს ჭიის ხვრელები ჩვენს გარშემოა, მაგრამ ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ დავინახოთ. ისინი დროისადა სივრცის კუთხეებსა და ბზარებში ჩნდებიან. შეიძლება ეს რთულად გეჩვენებათ, მაგრამ არ აღელდეთ და მომყევით.ჭიის ხვრელიარაფერია ბრტყელი ან მკვრივი. თუ ძალიან ახლოდან დააკვირდები ნებისმიერ რამეს, იპოვი ხვრელებსა და ნაოჭებს. ესფიზიკის ძირითადი პრინციპია და დროსაც შეესაბამება. ისეთ გლუვ რამესაც კი, როგორიც ბილიარდის ბურთია, პატარანაპრალები, ნაოჭები და სიცარიელეები აქვს. ეს საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სამ განზომილებაში ყველაფერიასეთი ფორმითაა. მაგრამ მენდეთ, იგივე სიტუაციაა მეოთხე განზომილებაშიც. დროსაც აქვს ნაპრალები და ხვრელები. თუკიძალიან დაბალ საფეხურებამდე ჩავალთ, ატომებსა და მოლეკულებზე უფრო დაბალ დონეზე, წავაწყდებით კვანტურ ქაფს.სწორედ აქ არსებობენ ჭიის ხვრელები. პაწაწინა გვირაბები და გზამკვეთები დროსა და სივრცეში. ისინი უკავშირდებიან ორ,დროითა და სივრცით განსხვავებულ ადგილს.სამწუხაროდ, რეალობაში ეს გვირაბები ძალიან პატარაა – სიგანეში 1 სანტიმეტრის მემილიარდედ/მეტრილიონედი. ესცხადია, არაა საკმარისი იმისთვის, რომ მასში ადამიანი გავიდეს. თუმცა კი წარმოდგენას გვაძლევს ჭიის ხვრელებზე.ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამ ხვრელების გამოჭერა და იმხელაზე გაფართოება, რამდენიცსაჭიროა. ამის შემდეგ კი არათუ ადამიანი, კოსმოსური ხომალდიც გაეტევა.
  3. 3. საკმარისი სიმძლავრისა და მოწინავე ტექნოლოგიის მეშვეობით ასეთი ხვრელების შექმნაც კი შეიძლება. მე არ ვამბობ, რომეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ თუკი ოდესმე შევძელით, იქნება გასაოცარი და შესანიშნავი გამოგონება. ერთი ბოლოიქნება აქ, დედამიწაზე, მეორე კი რომელიმე შორეულ პლანეტაზე.თეორიულად, დროის გვირაბს ან ჭიის ხვრელს სხვა პლანეტებზე გადასვლაზე მეტი რამის გაკეთება შეუძლია. თუკი მისიორივე ბოლო ერთ ადგილზეა და მანძილის მაგივრად დრო ჰყოფთ, ხომალდს შეუძლია დროის სხვა მონაკვეთშიგადაფრინდეს. შეიძლება დინოზავრებიც გახდნენ იმის მოწმე, როგორ დაეშვება მათ წინ ეს ხომალდი.ისტორიაში ადამიანების მიერ მართვადი ხომალდებიდან ყველაზე სწრაფი იყო Apollo 10. მან განავითარა 40 000 კმ/სთ.მაგრამ იმისთვის, რომ დროში ვიმოგზაუროთ, საჭიროა 2000-ჯერ მეტი.მე გავაცნობიერე, რომ 4 განზომილებაზე ფიქრი ადვილი არაა, ჭიის ხვრელები კი ეშმაკური აზრია, რომელიც თავიდან არამოგდის. მაგრამ ვიფიქრე და მარტივი ექსპერიმენტი მოვიფიქრე, რომელიც დაადგენს, შეძლებენ თუ არა ოდესმეადამიანები დროში მოგზაურობას ჭიის ხვრელების საშუალებით, თუნდაც შორეულ მომავალში. მე მიყვარს მარტივიექსპერიმენტები, ასევე შამპანური. გავაერთიანოთ ეს ორი რამ.წარმოვიდგინოთ, რომ წვეულება გავმართე მომავლიდან მოსული მოგზაურებისთვის. შევადგინე მოსაწვევები, რომლებზეცწერია ზუსტი კოორდინატები ადგილისა და დროის მიხედვით. მე იმედი მაქვს, რომ ამ მოსაწვევის ასლები ხელიდან ხელშიგადავა და რამდენიმე ათასი წელი იარსებებს. ერთ დღესაც, მომავალში ვინმე იპოვის ამ მოსაწვევს და ჭიის ხვრელისგამოყენებით მოფრინდება აქ თავისი დროის მანქანით, რითიც დაამტკიცებს, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია.ჩემი სტუმრები წუთი-წუთზე უნდა გამოჩნდნენ. ხუთი, ოთხი, სამი, ორი ერთი – ვამბობ მე, მაგრამ არავინ ჩანს. რასირცხვილია, სტუმრები არ მოსულან. იმედი მქონდა, მინიმუმ მომავალი მის სამყარო შემოაბიჯებდა. რატომ არ იმუშავაექსპერიმენტმა? ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია წარსულშიმოგზაურობასთან და პარადოქსი ჰქვია.პარადოქსები საინტერესო თემაა საფიქრელად. ყველაზე ცნობილი მათგან არის ე.წ. ბაბუის პარადოქსი. მე მისი უფრომარტივი ვერსია მაქვს შემუშავებული, რომელსაც ვუწოდებ შეშლილი მეცნიერის პარადოქსს.არ მომწონს, როცა ფილმებში მეცნიერები ხშირად გიჟებად არიან გამოყვანილი, თუმცა გარკვეულწილად ეს სიმართლეა.მოკლედ, ჩემი შექმნილი ვერსია ასეთია: ახალგაზრდა ყმაწვილმა უნდა შექმნას პარადოქსი, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასადდაუჯდეს. წარმოიდგინეთ, რომ როგორღაც შექმნა ჭიის ხვრელი, დროის გვირაბი, რომელსაც ზუსტად ერთი წუთით უკანგადაჰყავს.მარცხნიდან: ალბერტ აინშტაინი, სტივენ ჰოკინგი და ისააკ ნიუტონი.ზურგით ზის დათა (Data), Star Trek-ის პერსონაჟი.
  4. 4. ამ ჭიის ხვრელის საშუალებით მეცნიერი ნახავს, როგორი იყო ის ერთი წუთის წინ. მაგრამ რა მოხდება, თუკი ის თავისწარსულ “მე”-ს ტყვიას დაახლის? ის უკვე მკვდარია. მაშინ ვიღამ ესროლა? ეს პარადოქსი ერთ-ერთია იმ სიტუაციებიდან,რაც კოსმოლოგებისთვის კოშმარად იქცა.დროის მანქანის ასეთი სახე არღვევს იმ ფუნდამენტურ კანონს, რომელიც სამყაროს მართავს – კანონს, რომლისმიხედვითაც მიზეზი წინ უსწრებს მოვლენას და არასდროს ხდება პირიქით. თუმცა მე მჯერა, იარსებებს გზა, რომელიცაგვაცილებს ამ პარადოქსს. ამ შემთხვევაში, ვშიშობ, პრობლემა თავად ჭიის ხვრელშია.მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჭიის ხვრელები ვერ იარსებებენ, ამის მიზეზი კი უკუკავშირია. თუკი ოდესმე დარბაზში როკ-კონცერტებზე ყოფილხართ, უცხო ხილი არ იქნებოდა ხმამაღალი მუსიკა. მისი მიზეზი მარტივია: ხმა გადაეცემა მიკროფონს,შემდეგ გადაინაცვლებს მავთულებში, გამაძლიერებლის მეშვეობით ტონალობა აეწევა და დინამიკებიდან გამოვა. მაგრამთუკი ბგერების დიდი ნაწილი დინამიკებიდან ისევ მიკროფონში გადავა, გაივლის იმაზე გზას და ყოველ ჯერზე უფროხმამაღალი გახდება. თუკი არავინ შეაჩერებს ამ პროცესს, უკუკავშირი ხმის სისტემას გაანადგურებს.იგივე დაემართება ჭიის ხვრელსაც, ოღონდ ხმის მაგივრობას აქ გამოსხივება შეასრულებს. როგორც კი ჭიის ხვრელიგაფართოვდება, ბუნებრივი რადიაცია შეაღწევს მასში და მარყუჟად აქცევს. უკუკავშირი ისეთი ძლიერი გახდება, რომ ჭიისხვრელს გაანადგურებს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჭიის ხვრელები არსებობენ და ოდესმე შეიძლება მათიგაბერვა შესაძლებელი გახდეს, ეს არ გასტანს იმდენად დიდხანს, რომ დროის მანქანად გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზეზისგამო არ მოსულა არავინ ჩემს წვეულებაზე.წარსულში მოგზაურობა ჭიის ხვრელის ან რაიმე სხვა მეთოდის საშუალებით სავარაუდოდ შეუძლებელია, სხვაგვარადწარმოიშობა პარადოქსი. სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩანს, წარსულში გამგზავრებას ადამიანები ვერასდროს შევძლებთ.ეს დიდი იმედგაცრუებაა დინოზავრებზე მონადირეთათვის და ისტორიკოსებისთვის.მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება. დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტებიც არსებობს. მე მჯერა, რომ შესაძლებელიამოგზაურობა მომავალში. დრო მდინარეს ჰგავს და ყველა ჩვენგანს შეუბრალებლად მიაქროლებს თავის მორევში. მაგრამმდინარეს სხვა რამითაც ჰგავს: სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა სიჩქარე აქვს და სწორედ ესაა გასაღები დროშიმოგზაურობისკენ. ეს იდეა პირველად აინშტაინმა წამოაყენა 100 წლის წინ. მან გაიაზრა, რომ უნდა არსებობდეს ადგილები,სადაც დრო შენელებულია და ასევე მათი საპირისპიროც, ანუ სადაც აჩქარებულია. ის აბსოლუტურად მართალი იყო. მისიმტკიცებულება ჩვენს ზემოთაა, კოსმოსში.ეს არის გლობალური ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი სისტემა, იგივე GPS. თანამგზავრები დედამიწის გარშემომოძრაობენ. მათი მეშვეობით დგინდება, რომ კოსმოსში დრო უფრო სწრაფად გადის, ვიდრე აქ, დედამიწაზე. ყოველ საფრენხომალდში ძალიან ზუსტი საათია. მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი ყოველდღე წამის სამი მემილიარდედით წინ მიდიან.შემდეგ ხდება მათი გასწორება, თორემ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სხვაობა დიდ არეულობას გამოიწვევს დედამიწაზემოქმედ GPS მექანიზმებზე.პრობლემა საათებში არაა. ისინი იმიტომ მოძრაობენ უფრო ჩქარა, რომ თავად დრო გადის უფრო სწრაფად კოსმოსში,ვიდრე აქ. ამ უჩვეულო ეფექტის მიზეზი კი დედამიწის მასაა. აინშტაინმა გააანალიზა, რომ მატერია დროს მიათრევს დაანელებს მას, ამსგავსებს მდინარის ნელ ნაკადს. რაც უფრო მძიმეა ობიექტი, მით უფრო ანელებს დროს. ეს გასაოცარირეალობა კარს გვიღებს მომავალში მოგზაურობისკენ.
  5. 5. სუპერმასიური შავი ხვრელიირმის ნახტომის ცენტრში, ჩვენგან 26 000 სინათლის წელიწადის დაშორებით, გალაქტიკის ყველაზე მძიმე ობიექტიმდებარეობს. ეს არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელსაც მიზიდულობის უზარმაზარი ძალის გამო ერთ წერტილში 4მილიონი მზის წონა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ შავ ხვრელთან, მით უფრო იზრდება გრავიტაცია. ძალიან ახლოსმისვლისას კი სინათლეც ვეღარ დააღწევს თავს. ასეთ შავ ხვრელებს საოცარი გავლენა აქვთ დროზე, უფრო მეტადანელებენ მას, ვიდრე სხვა ობიექტები. ამით ის ბუნებრივ დროის მანქანად იქცევა.ახლა წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება კოსმოსურმა ხომალდმა ეს ფენომენი გამოიყენოს. ეს შესაძლებელია მისგარშემო შემოვლით. ჩავთვალოთ, რომ ერთი სრული შემოვლა 16 წუთი გრძელდება. იმ მამაცი ადამიანებისთვის,რომლებიც ხომალდზე არიან, დრო შენელდება. შავი ხვრელის მოქმედების ძალა დროზე გაცილებით დიდი იქნება, ვიდრედედამიწისა. ეკიპაჟისთვის დროის მსვლელობა ორჯერ შენელდება და 16 წუთიანი მგზავრობისას მათთვის მხოლოდ 8 წუთიგავა. ეს ასე იქნება ყოველ შემოვლაზე – მათთვის მხოლოდ იმ დროის ნახევარი გავა, რაც დედამიწაზე. ისინი დროშიიმოგზაურებენ. წარმოიდგინეთ, ასე რომ იმოძრაონ შავი ხვრელის გარშემო 5 წლის განმავლობაში. ამ დროს ჩვენთან 10წელი გავა. დედამიწაზე რომ დაბრუნდებიან, ყველა ადამიანისთვის 5 წლით მეტი იქნება გასული.ასე რომ სუპერმასიური შავი ხვრელი არის დროის მანქანა, თუმცა ცხადია, ის პრაქტიკული გამოყენების არაა. მას ისუპირატესობა აქვს ჭიის ხვრელებთან შედარებით, რომ პარადოქსებს არ იწვევს. ასევე, არ გაანადგურებს თავის თავსუკუკავშირის ძალის გამო. მაგრამ ის საკმაოდ საშიშია, ასევე ძალიან შორსაა და არც ისე დიდ სხვაობას იძლევა დროში.თუმცა არის დროში მოგზაურობის სხვა ვარიანტიც, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ბოლო იმედს და საუკეთესო გამოსავალსდროში მოგზაურობაზე.შენ უნდა იმოძრაო ძალიან, ძალიან სწრაფად. უნდა გადააჭარბო იმ სიჩქარესაც კი, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ შავხვრელში არ “ჩავარდე”. აქ ვეჩეხებით სამყაროს ერთ-ერთ უცნაურ თვისებას: სამყაროში სიჩქარე შეზღუდულია და მისი
  6. 6. მაქსიმუმია 300 000 კმ/წმ, ასევე ცნობილი როგორც სინათლის სიჩქარე. სინათლეს ვერაფერი გაასწრებს, ეს მეცნიერებისერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მომავალშიმოგზაურობას შეძლებთ.რომ გავიგოთ ამის მიზეზი, წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს ბილიკი, რომელიც დედამიწას გარს უვლის. ამ ბილიკზე კისუპერსწრაფი მატარებელი მოძრაობს. ეს მატარებელი მაქსიმალურად უახლოვდება სინათლის სიჩქარეს და იქცევა დროისმანქანად. ვაგონში სხედან მგზავრები, რომლებსაც აქვთ ბილეთი ერთი მიმართულებით – მომავლისკენ. მატარებელი იწყებსაჩქარებას, ემატება სისწრაფე და იწყებს დედამიწის გარშემო მოგზაურობას.სინათლის სიჩქარესთან მიახლოებით მატარებელი ძალიან სწრაფად შემოუვლის დედამიწას გარშემო – წამში შვიდჯერ.მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, რამხელა სიმძლავრე ან ენერგია ექნება მას, სინათლის სიჩქარეს ვერ გაუტოლდება, რადგანფიზიკის კანონები ზღუდავს ამაში. მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ძალიან მიუახლოვდა ზღვარს. ამ დროს ექსტრაორდინალურირამ მოხდება: დრო მატარებელში უფრო ნელა გავა, ვიდრე დედამიწის სხვა ადგილებში. რაც მატარებლის შიგნითაა,გაცილებით ნელა იმოძრავებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვარი დაცულ იქნას. წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელში ბავშვმასირბილი დაიწყო. მისი სიჩქარე დაემატება მატარებელის სიჩქარეს. ხომ შეიძლება უცებ სინათლის სიჩქარეს გადააჭარბოს?არა! ფიზიკის კანონები ამას ხელს შეუშლის ბავშვის მოძრაობის შენელებით. ის ვერ ირბენს ისე სწრაფად, რომ ზღვარსგაცდეს. დრო ყოველთვის შემცირდება იმდენად, რომ კანონი არ დაირღვეს.წარმოვიდგინოთ, რომ მატარებელი დაიძრა 2050 წლის პირველ იანვარს. 100 წლის განმავლობაში გარს უვლისდედამიწას და საბოლოოდ, 2150 წლის პირველ იანვარს ჩერდება. ვინც ამ მატარებლით იმგზავრა, მათთვის მხოლოდ 1კვირა იქნება გასული, რადგან დრო შიგნით ძალიან შენელებული იყო. როცა გადმოვლენ, ნახავენ შეცვლილ, ძალიანგანსხვავებულ სამყაროს იმასთან შედარებით, რაც მათ წასვლამდე იყო. 1 კვირაში მათ გადაინაცვლეს 100 წლის შემდგომმომავალში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისეთი მატარებლის აგება, რომელიც ამხელა სიჩქარეს განავითარებს. მაგრამჩვენ აგებული გვაქვს მისი მსგავსი რაღაც – ნაწილაკების ყველაზე მასშტაბური ამაჩქარებელი, რომელიც მდებარეობსცერნში, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  7. 7. დიდი ადრონული კოლაიდერიღრმა მიწისქვეშეთში, 26 კმ სიგრძის წრიულ გვირაბში ტრილიონობით პატარა ნაწილაკის დინებაა. როცა მექანიზმიირთვება, ნაწილაკები აჩქარდებიან ნულიდან 100 000 კმ/სთ-მდე წამის მეასედებში. სიმძლავრის გაზრდასთან ერთადნაწილაკების მოძრაობის სიჩქარეც იზრდება და ნელ-ნელა უახლოვდებიან სინათლის სიჩქარეს. თუმცა იმ მატარებლისმსგავსად, ვერც ეს ნაწილაკები აღწევენ ზღვარს. ისინი ამ მაჩვენებლის 99.99%-ს ავითარებენ. როცა ეს ხდება, ისინიდროში მოგზაურობას იწყებენ. ჩვენ ეს ვიცით ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის მქონე ნაწილაკების, პი-მეზონების მეშვეობით.ისინი, როგორც წესი, შემადგენელ ნაწილებად იშლებიან წამის 25 მემილიარდედში. მაგრამ როცა აჩქარდებიან დაუახლოვდებიან სინათლის სისწრაფეს, 30-ჯერ მეტხანს ძლებენ.თუკი მომავალში მოგზაურობა გვინდა, ამისთვის უბრალოდ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ. მე ვფიქრობ, რომ თუკიოდესმე ეს მოხერხდება, შესაძლებელი იქნება კოსმოსში გამგზავრებით. ამისთვის საჭირო იქნება Apollo 10-ზე 2000-ჯერსწრაფი და გაცილებით დიდი, უზარმაზარი აპარატი. მან უნდა დაიტიოს ძალიან დიდი მოცულობის საწვავი, რათა მიანიჭოსდიდი სიჩქარე და მიუახლოვდეს სინათლისას. სრული სიმძლავრით ამ მაჩვენებლამდე მისვლას 6 წელიწადი დასჭირდება.თავდაპირველი აჩქარება ძალიან დაბალი იქნება ხომალდის ზომისა და წონის გამო. მაგრამ თანდათანობით მოემატებასიჩქარე და ერთ კვირაში სხვა პლანეტებს მიაღწევს. ორ წელიწადში სინათლის სიჩქარის ნახევარს განავითარებს და მზისსისტემიდან ძალიან შორს იქნება. კიდევ ორ წელიწადში ეს მაჩვენებელი 90%-ზე ავა. ამ დროს დედამიწიდან 50 ტრილიონიკმ-ის მოშორებით იქნება და დროში მოგზაურობას დაიწყებს. ხომალდზე გასულ ყოველ ერთ საათში დედამიწაზე ორი საათიგავა. მსგავსი სიტუაცია იყო იმ ხომალდის შემთხვევაში, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობდა.შემდეგ ორ წელიწადში ხომალდი სრულ სიმძლავრეს მიაღწევს და სინათლის სიჩქარის 99%-ს განავითარებს. ასეთისიჩქარით მოძრაობისას 1 დღე ხომალდზე უდრის დედამიწის მთელ 1 წელიწადს. ჩვენი ხომალდი მომავალში მოგზაურობასდაიწყებს.დროის შენელებას სხვა სარგებელიც აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ გზით შევძლებთ სამყაროს სხვა ადგილებში გადასვლას ერთისიცოცხლის განმავლობაში. სამყაროს კიდემდე მისვლას სულ 80 წელიწადი დასჭირდება. მაგრამ ჩვენი მოგზაურობისნამდვილი საოცრება ისაა, რომ ის გვაჩვენებს, როგორი უჩვეულო და უცნაურია სამყარო. ეს არის სამყარო, სადაც დროსხვადასხვა ადგილას განსხვავებული სიჩქარით მიედინება. სადაც ჩვენს გარშემო ძალიან პატარა ჭიის ხვრელები არსებობენ.და სადაც, ოდესმე, ჩვენ შევძლებთ ფიზიკის ცოდნით გავხდეთ მოგზაურები მეოთხე განზომილებაში.

×