SlideShare a Scribd company logo
1 of 25
1
ბავშვური ფერები,
ანუ გეტყვი რას!
ანა გუჯაბიძე
მზევინარ საჩეჩელაშვილი
ნიკა ნაკაიძე
ნია გუჯაბიძე
ბადრი სარიშვილი
2
ძვირფასო მკითხველო!
ანა, მზეო, ნიკა, ნია და ბადრი პატარა მოაზროვნეები არიან. მათ თქვენსავით უყვართ
კითხვა და არა მარტო კითხვა. ისინი ცდილობენ, თავადაც შექმნან რაიმე ახალი. წერენ
პატარა მოთხრობებს და შეფასებებს ელიან.
ამ წიგნში ერთად შევარჩიეთ და შევიტანეთ მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც
მოუწონეს და მაღალი ქულებით შეუფასეს კომპეტენტური ჟიურის წევრებმა. ეს იყო
ლიტერატურული კონკურსი ,,სენტენცია’’. დიდი მადლობა მათ ასეთი დაფასებისთვის და
კიდევ იმისთვის, რომ ბავშვებს რწმენა, თავდაჯერება, წერის სურვილი ჩაუსახეს.
საკონკურსოდ მომზადებული ნამუშევრების უმრავლესობა ერთიდაიგივე სათაურით
იყო დაწერილი, ამიტომ ზოგიერთ მათგანს სათაური შევუცვალეთ. გვინდა, რომ ეს ნაწერები
თქვენც გაიცნოთ და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, სამომავლოდ სხვა ნამუშევრებსაც
მოგაწვდით.
ჩოჩხათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
რუსუდან პაქსაძე, მოსწავლეები:
ანა გუჯაბიძე -მეორე კლასი
მზევინარ საჩეჩელაშვილი - მეორე კლასი
ნიკა ნაკაიძე - მეორე კლასი
ნია გუჯაბიძე - მეოთხე კლასი
ბადრი სარიშვილი - მეოთხე კლასი
2017 წელი, 15 მაისი
3
მზევინარ საჩეჩელაშვილი
ყველაზე გემრიელი ნაყინი
ტელევიზიით ხშირად გადის სხვადასხვა თამაშები. მე და დედა სიამოვნებით ვუყურებთ
და ვერთობით. დედა ამბობს:
არასოდეს არაფერი მომიგია. ნეტა, მართლა თუ იგებენ რამეს?
ერთხელ მაღაზიაში ნაყინი ვიყიდეთ მე და ჩემმა დეიდაშვილმა ნიკამ. გავხსენი ნაყინი და
ვნახე: ,,მოგება - პლანშეტური ტელეფონი’’. სიზმარში მეგონა თავი. ვერ დავიჯერე. წავედით
სახლში. დედებს ვაჩვენეთ ეს პატარა წარწერა. მათაც გაუკვირდათ. დედამ თქვა, ხვალ
გადავამოწმებო. მე დავწექი და დავიძინე. სიზმარში ვნახე, მე და ნიკა ვიჯექით ერთად და
პლანშეტით ვათვალიერებდით სურათებს,მერე ვითამაშეთ ბევრი.
გამეღვიძა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს მამა დაბრუნდა სამსახურიდან.ჰოი
საოცრებავ! რას ვხედავ: მამას ხელში პლანშეტი ეჭირა. ასე გვითხრა:
-ეს ის საჩუქარია, თქვენ რომ მოიგეთ გუშინ ნაყინით.
ძალიან გამიხარდა.
დედაც ამბობდა ჩემსავით:
-თავი სიზმარში მგონიაო.
4
მძიმე საფარი
დედამიწას გადაჰფარვია თეთრი საბანი. ალაგ-ალაგ დნება თოვლი და თბება ყველაფერი.
მხიარულობს დედამიწა:
-მალე უფრო გავლამაზდები. ჩავიცვამ ჭრელ კაბას. არა, იმას კია არ ვამბობ, რომ არ მომწონს
ზამთარი. მომწონს, როგორ არა, მაგრამ, გაზაფხულის სილამაზეს რა სჯობია! ასეთ
ფიქრებში იყო დედამიწა, ოცნებობდა და ელოდა...
-ზამთარში სუნთქვა მიჭირს,თითქოს გულზე მაჯლაჯუნები მაწვება - ბუზღუნებდა
გამუდმებით.მერე კი თავის თავს იმშვიდებდა:
- აი, როცა გაზაფხულდება, უფრო მსუბუქად ვისუნთქებ, დარდებს მოვიცილებ.
ამ სიტყვებს ამბობდა გულში, როცა მერცხალმა შემოსჭიკჭიკა. ვერც კი შეამჩნია, როგორ
გაპარულიყო ზამთარი.
გაუხარდა დედაამიწას და მხრები ფართოდ გაშალა.
5
ღვთის საჩუქარი
მადლობა ძალიან საჭირო სიტყვაა და ხშირად უნდა გამოვიყენოთ. მე მოგიყვებით ჩემს
ამბავს და თქვენვე მიხვდებით, რომ ,,მადლობა’’ მართლა ხშირად უნდა გავიმეოროთ:
ვიზრდებოდი სულ მარტო, დედასთან და მამასთან ერთად.სულ ბავშვები მინდოდა
და ყოველთვის ვტიროდი მოწყენილობისაგან. დედიკოს და მამიკოს ვეუბნებოდი - პატარა
დაიკო ან ძამიკო მომიყვანეთ- მეთქი. ერთ დღესაც უფალს ძალიან შევეხვეწე რომ ძამიკო
მაჩუქოს.მართლაც , ამისრულდა ნატვრა და უფალმა მაჩუქა პატარა გაბრიელი.
მადლობა, უფალო, ამ ლამაზი საჩუქრისთვის. კიდევ მადლობა ლამაზი ოჯახისთვის.
6
ფოთოლი ქარში
ხის ტოტს ერთი გაყვითლებული ფოთოლი ჰქონდა შერჩენილი. ებღაუჭებოდა, იბრძოდა,
უჭირდა ტოტთან განშორება, მაგრამ უცებ მოვარდნილმა ქარმა თავისი მჭექარე ხმით
ჩასძახა:
- აი, მოვიდა შენი აღსასრულის დღე!..
- ნუ მომწყვეტ, შემიბრალე! - ემუდარებოდა პატარა ფოთოლი.
- არაფერიც, არაფერიც!
არ უსმინა ქარმა. მოსწყვიტა და მიწას დაანარცხა. ვიდრე მიწაზე დაეშვებოდა, თავში
მატარებლის ვაგონივით ჩაუქროლა მთელმა ფიქრებმა ფოთოლს.გაახსენდა, თუ
როგორ უხაროდა სიცოცხლე, როგორ ბრწყინავდა. ეგონა, მუდამ ტოტს მიჯაჭვული
იქნებოდა. ამ ფიქრებში წასული იყო, როცა მიწასთან შეხება იგრძნო.სევდა მოერია.
უცებ ნაბიჯების ხმა შემოესმა და მალე იგრძნო,როგორ გათელეს ფეხით.
ცრემლნარევი ხმა აღმოხდა პაწაწინა, უსუსურ ფოთოლს:
- რა მცირე მანძილი ყოფილა ტოტიდან მიწამდე!’’
7
სამოგზაუროდ
მტვერი ჰაერში მოფარფატე პაწაწინა ნამცეცებია. ყველგან დაქრიან, არც რიგში დგომა
იციან, არც სხვა რაიმე წესს და ჩვეულებას ემორჩილებიან და უბოდიშოდ მიძვრებიან ყველა
ჭუჭრუტანაში. ყველაზე მეტად ქალები ებრძვიან,მაგრამ ამაოდ. მე მოგიყვებით ერთი
პაწაწუნა მტვრის საოცარ ამბავს.
ერთხელ ქალბატონმა ნელიმ იატაკი მოხვეტა. გულში თავისთვის ლაპარაკობდა:
- გაეთრიე ჩემი სახლიდან, შე უსაქმურო და უვარგისოო.
მართალია, დეიდა ნელი ამას გულში ამბობდა, მაგრამ მტვერს ყველაფერი ესმოდა და
აფორიაქებული, გულმოსული გაჰყვა ქარს. გზაზე იმდენი რამ ნახა, გულისწყრომამ
მალე გადაუარა.
იფრინა, იფრინა ქარის მიმართულებით. ლამაზი ქვეყნები ნახა. ზოგჯერ გზადაგზა
ისვენებდა, სადმე მყუდრო ადგილს მონახავდა და იძინებდა. ქარს შეეცოდა უცხოეთში
გადმოხვეწილი და უპატრონოდ დარჩენილი ნამცეცუნა და ერთი ჭკვიანური რჩევა
მისცა: წვიმასა და თოვლს ერიდე,თუ არ გინდა დაიღუპოო.მტვერმაც დაუჯერა
ერთადერთ მეგობარს და როცა წვიმდა,სადმე მშრალ ადგილას იმალებოდა, მზიან
ამინდში კი - სასეირნოდ გამოდიოდა.
ერთხელ უღრან ტყეშიც გაბედა შესვლა. იქ დედა- შვილ მელიას შეხვდა. დედს ერქვა
ჯირა, შვილს კი - კურა.
- ჯირა, დაუძახე კურას, შინ შეიყვანე, არ გაცივდეს! მე სოფელში უნდა ჩავიდე,ამაღამ
ბებრის საქათმეს გავძარცვავ! - შეუძახა მამალმა მელაკუდამ ჯირას.
- შვილო, კურა, შემოდი სოროში. ძილის დროა.
- კარგი, დედი, - უპასუხა კურამ და სოროში შეძვრა.
მოსეირნე მტვერი ოდნავ მიუახლოვდა მელიების საცხოვრებელს და ცალი თვალით შიგ
შეიხედა. მან დაინახა, როგორ ჩაძვრნენ თივისაგან მომზადებულ საწოლში დედა-შვილი
მელიები, ერთმანეთს მიეხუტნენ და ტკბილად დაიძინეს. ამასობაში შემოღამდა. მტვერს
სიბნელის შეეშინდა და უკან დაბრუნდა. ერთი სახლის ჭიშკართან ღობის სარებს შორის
ჩაძვრა და ჩაეძინა.დილით, როცა ზხრათვალა მზემ ამოანათა, მტვერმაც გააჭყიტა თვალები.
მძეს გაუღიმა. მზემაც გამოაჩინა თავისი რძიანა კბილები და თვალი ჩაუკრა. თავზე
ულამაზესმა მერცხალმა გადაუფრინა. ბოლოებს მაკრატელივით აწკაპუნებდა და
მხიარულად კისკისებდა. მერე სადღაც გაფრინდა, ნისკარტით ჭია მოიყვანა და იქვე ბუდეში
თავის ბარტყებს საჩუქრად მიართვა. დამშეული ბარტყები წივ-წივით მიაფრინდნენ საკვებს
და სულ დაძიძგნეს. მტვერი იმავე სარის წვეტზე შემოჯდა, სადაც ღამე გაათია და
გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ფრთოსნების ოჯახს.დედა მერცხალი თავს ევლებოდა
შვილებს: ზრდიდა, საკვებს უზიდავდა, ფრენას ასწავლიდა. გაბედა პაწიამ და დედასავით
ამოიზიდა ბუდიდან, მაგრამ ფრთების გაშლა დააგვიანდა და მოწყვეტით დაეცა ძირს.
შეშინდა და ატირდა საბრალო ბარტყი. მტვერს შეეცოდა და უნდოდა დახმარებოდა,მაგრამ
აბა რა შეძლო? ამასობაში დედა მივარდა,შეეშველა და ბუდეში დააბრუნა შვილი.
- ნუ გეშინია, მალე ისწავლი ფრენას და ჩემსავით ჰაერში ინავარდებ!..
- მართლა, დედა?
- აბა რა!..
8
მტვერს უნდოდა გაეგო, მართალს ამბობდა თუ არა მერცხალი და დარჩა იმავე სახლთან.
ისევ დაიმალა მოაჯირის სვეტებს შორის და იქედან ადევნებდა თვალს.
მერცხალი ყოველ დღე გულმოდგინედ ავარჯიშებდა თავის ბარტყებს. ბოლოს
ბარტყებმა მართლაც ისწავლეს ფრენა და დედასავით დაიწყეს ჰაერში ნავარდი. დედა
მერცხალს ძალიან უხაროდა შვილების წარმატება. განსაკუთრებით იმ ბარტყისა, ადრე
რომ ძირს დაენარცხა.
- ხომ გითხარი, აუცილებლად გამოგივა-მეთქი. ეუბნებოდა აღფრთოვანებული დედა
შვილს.
- მადლობა, დედა, ასეთი მზრუნველი რომ ხარ! - პასუხობდა შვილი.
მტვერს ისე მოსწონდა ამ ლამაზი ფრთოსნების ცხოვრება, რომ იქაურობას ვერ
შორდებოდა. დღისით მათთან ერთად ნავარდობდა ჰაერში, უკან დასდევდა, ფრენაში
ეჯიბრებოდა; ღამე - იქვე იძინებდა და თავს ბედნიერად გრძნობდა.
საკმაო დრო გავიდა. შემოდგომა დადგა. აცივდა.
- შვილო, ჩვენი წასვლის დროა, - უთხრა ერთხელ დედა მერცხალმა შვილებს.
- სად, დედა?
- იქ, სადაც უფრო თბილა.
- ეგ სად არის ,დედა?
- აქედან შორს.
შეიფრთხიალეს და მერცხლების გუნდს შეუერთდნენ.
- მალე დავბრუნდებით! - მიაძახეს მიმავლებმა მტვერს და შორს გაემგზავრნენ.
- როდის მალე? - წაიბუტბუტა მტვერმა თავისთვის.
- გაზაფხულზეეეე....
მტვერს გული დასწყვიტა მერცხლების წასვლამ. ვეღარ მოითმინა და უკან აედევნა.
მოსაღამოვდა. მერცხლების გუნდი თვალს მიეფარა. მათი მიმართულებაც დაკარგა. ცოტა
ხანს კიდევ იფრინა და მერე ღამის გასათევის ძებნა დაიწყო. მეორედილით ისევ აფრინდა
ზევით, მერცხლების ძებნა დაიწყო და უგზო-უკვლოდ დაიწყო ფრენა. ბოლოს მიხვდა, რომ
ვერ დაეწეოდა არც უნდა ცდილიყო.
- ხომ არ გავჩერდე და დაველოდო,შემდეგში რა მოხდება? - გაიფიქრა გულში. - არა,
ისევ ფრენა სჯობს! - დაასკვნა ბოლოს და გზა განაგრძო. სად? თვითონაც არ იცოდა
სად! ალბათ ახალ - ახალი თავგადასავლების სამყაროში.
9
ნიკა ნაკაიძე
ნადირობა მაგარირამეა!
მამაჩემი მხიარული კაცია, ჩემსავით. უყვარს ნადირობა და თევზაობა.ამასწინათ მეც
წამიყვანა და კურდღლებზე ვინადირეთ. შაშვებიც მოვკალით. ერთი მეც მასროლინა. მერე
უკან რომ დავბრუნდით, დედასთან და ბებიებთან შემაქო: ამისგან კარგი მონადირე
დადგებაო, ჰო, ზუსტად ასე თქვა. დედამ უთხრა:
- ქართველი მეფეები კარგი მონადირეები და მეომრები იყვნენო.
დიდ ბებიას ეს არ მოეწონა და თქვა:
- ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან.
დედას და მამას ამ ნათქვამზე გაეცინათ. მამამ თქვა:
- აბა, თუ არ იბრძვის, ისეთი მეფე რაღააო?
- ჩემი ბიჭი უთუოდ პრეზიდენტი უნდა გახდეს,ან მეფეო,- დაიჩემა დედამ და
ყურებთან შალის ქუდი შემისწორა. მე თვალები დავხუჭე და ჩემი თავი მეფედ
წარმოვიდგინე. პრეზიდენტობა არ მინდა. მეფედ ყოფნა მირჩევნია. რატომ? იმიტომ,
რომ მეფეს ვეზირი ჰყავს და ეხმარება,ჭკუას არიგებს, პრეზიდენტს კი - ყველა
ეჩხუბება. მით უმეტეს, თუ მეფეს შეუძლია ტყეში სანადიროდ იაროს,კურდღლები
და შაშვები ხოცოს, როცა მოესურვება, ლომებზეც ინადიროს. ამისთვის არავინ
ეტყვის:
- ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადეო.
ნეტავ, ყველა ჩემსავით ფიქრობს, ყველას უყვარს მამასთან ერთად სანადიროდ
სიარული ? უფრო სწორედ, ეს მინდა გავიგო: ყველას ჩემსავით უნდა, რომ მეფე
გახდეს? ამ ფერად კედლებსაც? ვინ იცის!..
მე თავზე თბილ ქუდს ვისწორებ და ვნატრობ, ეს ქუდი მზისფერ გვირგვინად
გადაიქცეს. ჩუმად სარკისკენ ვიხედები:- ნეტავ, მომიხდება?
ოოო, რა თქმა უნდა, მომიხდება, მაგრამ ეს სიცარიელე კბილებს შუა რომ მაქვს,
ძალიან ცუდია, ეს შემარცხვენს.ხვალვე გავყვები დედას კბილის ექიმთან, არ მინდა
ხელი შემიშალოს მომავალ მეფეს. ხომ არ გაგეცინათ,თქვენ რას იტყვით?..
10
ტკივილი
ეზოში მაღალი ხე იდგა. გრძელი ტოტები ჰქონდა. ფოთლებით უხვად იყო დახუნძლული.
ტოტებს მიწამდე კარგა მანძილი ჰყოფდა. ერთ დღეს ძლიერმა ქარმა დაუბერა და ერთი
ტოტი მოსტეხა. ტოტი ძირს ჩამოვარდა. ერთი შეხედვით, ჩვენთვის დიდი მანძილი არ იყო
ტოტიდან მიწამდე,მაგრამ ტოტისთვის იყო! საცოდავი ტოტი ხმაურით დაეცა მიწაზე.
- უუჰ! -ამოიკვნესა.
სხვა ტოტები ზემოდან დასცქეროდნენ და იცინოდნენ:
- ჰი, ჰი, ჰი!
- ჰა, ჰა, ჰა!
- ვა, ვაი, ზურგი მტკივა, თავი გავიტეხე! - წუწუნებდა ტოტი.
- რას მირბოდი თავქუდმოგლეჯილი?
- ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, მგონი მოვიტეხე!
- ახია შენზე!
ტოტები ისევ იცინოდნენ და მწარე სიტყვებს იმეტებდნენ საცოდავი ტოტისთვის. ალბათ
ფიქრობდნენ, რომ მათ ასეთი რამ არასდროს გადახდებოდათ თავს. სულელები იყვნენ და
იმიტომ!..
11
ახალი ველოსიპედი
დიდი ხანია ვნატრობ ველოსიპედს. ეს მამამაც იცის, დედამაც,ბებომაც,თოვლის ბაბუამაც
კი. ჩემი ოცნების ახდენას ბევრი დააგვიანდა.
ერთხელ, გამოვედი გართ და რას ვხედავ:ჩემი სახლის ეზოში ლამაზი ველოსიპედი დგას.მე
თავი სიზმარში მეგონა. ძალიან გამიხარდა. გარეთ გამოვიდა მარი, ჩემი დაიკო და მეკითხება:
-ძმაო, ეს შენია?
-მე მგონი კი. მოდი დაგსვამ და გაკატავებ!
-რა კარგია! - გაუხარდა მარის.
გადავედით ეზოდან და დიდხანს ვკატაობდით წიფლებიან გზაზე. ბოლოს დედამ
დაგვიძახა:
-რას შვრებით ამდენ ხანს,მოდით საუზმეზე!
ასეც ხდება ხოლმე: თუ დიდხანს და გულით ინატრებ რამეს,თანაც ბოროტი არ ხარ,
დაიკოსაც უვლი და ეხმარები, დედასაც,მამასაც და არც ღმერთს გაანაწყენებ,ყველა ნატვრა
აგიხდება. მთავარია, მოითმინო, არ აჩქარდე.
12
სიკეთე აი ეს არის!
ბებო ამბობს: ,,მადლობა ‘’ და ,,ბოდიში’’ ძვირფასი სიტყვებია და ხშირად უნდა
წარმოთქვაო. მეც ვცდილობ.
ერთხელ ოზურგეთში მივდიოდით რაფით.მე ბებოს გვერდით ვიჯექი. ამოვიდა
მოხუცი კაცი. მე ფეხზე ავდექი და მოხუცს ვუთხარი:
- დაბრძანდით,ბატონო!
- დიდი მადლობა, ვისი ხარ, ბიჭო?
- ზურიკო ნაკაიძის.
- რა კარგი ბიჭი ხარ, გაიზარდე, შვილო! - შემაქო, მადლობა კიდევ ერთხელ
გადამიხადა და დაჯდა.
ერთხელ, კიდევ ასეთი რამ მოხდა:
მე და ჩემი კლასელი საბა მაღაზიაში შევედით. ორივეს გვინდოდა ნაყინის ყიდვა. მე
ფული არ მქონდა საკმარისად.
- ნიკა ფული არ გყოფნის? - მკითხა საბამ.
- არა, - ვუპასუხე მე.
- მე მაქვს და დაგიმატებ!
- კარგი, დიდი მადლობა!
საბამ ფული მომცა და მეც ვიყიდე ნაყინი.
აი, ასე მარტივად გვარდება პრობლემები, როცა ყველამ ვიცით სიკეთის დანახვა და
მადლობის გადახდა.
13
მტვერი
ჩვენს ეზოში რამდენიმე ცაცხვისა და წიფელას ხე დგას. შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და
დედასზედმეტ საქმეს უჩენს. დედა ყოველ დღე გვის ფოთლებს და ღობესთან ახლოს წვავს.
მე და ჩემი დაიკო მარიამი ჩამოვსხდებით კიბეზე, შევცქერით მტვრის ნამცეცებს და
ვერთბით. პაწაწინა ნამცეცები დაფრინავენ აღმა და დაღმა, ცეკვავენ, ბუქნავენ,
მხიარულობენ.ისინი რაღაცით წააგავენ თოვლის ფანტელებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ
ფიფქები თეთრი და ყინულივით ცივია, ესენი კი - მუქი მონაცრისფრო და თბილი.
მე და მარიამი თვალმოუშორებლად შევცქერით მოხტუნავე ნამცეცებს. ერთმანეთს
ვაჩვენებთ მათ შორის უფრო ეშმაკუნებს. მაგალითად, აი, ის ორი ფანტელი მე და ჩემ
კლასელ საბას გვგავს: დავრბივართ, დავრბივართ,უზარმაზარ ეზოში ვერ ვეტევით და
ერთმანეთს ვეჯახებით. იქით რომ მიფრინავს, ის ჩემი და მარიამია - ისიც მარიამივით ნელა
დაბობღავს და მალ-მალე იქცევა, დაბლა ეცემა; მერე დგება და ისევ მიდის. ალბათ უხმოდ
ტირის კიდეც. მარიამი ამ მსგავსებაზე ბრაზობს და ამბობს: სულაც არა მგავს ეგ ნამცეცი, მე
როდის ვეცემი ან ვტირიო. მე ვიცინი და ახლა სხვა ნამცეცს ვაჩვენებ:
- შეხე,შეხედე, მარიამ. მთელი ოჯახი ერთად გამოსულა: ეს ორი დიდი ნამცეცი ალბათ
დედა და მამაა, ეს გვერდულად რომ მოფრინავს, ალბათ ბებოა, უფრო პაწიები კი -
შვილიშვილები.
- აი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა.
- აი, კომბლე და მისი ცხვრები...
- ადექით ამ კიბიდან, სახლში შედით, არ გაცივდეთ! - გვიჯავრდება დედა.
შესვლამდე კიდევ ერთხელ ვასწრებ დედისთვის შეკითხვის დასმას და ჩემთვის
საინტერესო ამბის დაზუსტებას:
- დედა, რომ ამბობ ხოლმე,ამ ქვეყნად ყველაფერს რამე სარგებელი მოაქვსო, ეს
მტვერსა და ნამწვავის ფერფლს არ ეხება, ხომ?
- რას ამბობ. ეგ არის თუ არის სასარგებლო. თანაც როგორი!
- კარგი, ერთი, რა!.. ამ პაწიებს რაღა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, თავის თავსაც
ვეღარაფერს შველიან უკვე.
- როგორ არა, ჩვენ ხომ ვერთობით! - არ უკარგავს სიკეთეს მარიამი.
- ხო, ესეც მართალია. ცეკვავენ, ბუქნავენ, ფარფატობენ.... - ვეუბნები მე და თან
მეცინება.
- არა, მარტო ეგ არა! როცა ასეთი მხიარული თამაში მობეზრდებათ, დაბლა ეშვებიან,
მიწას ანოყიერებენ,ბალახებსა და უზარმაზარ ხეებსაც კი კვებავენ. მერე იმ ბალახით,
ხის ნაყოფით სხვა სულიერები იკვებებიან , ისინი ადამიანებს ზრდიან და არჩენენ...
თურმე რამოდენა საქმის კეთება შეძლებიათ პატარა მტვრის ნაწილაკებს!
14
ანა გუჯაბიძე
მომავლის შიშით
გამარჯობა! მე ერთი პატარა ფოთოლი ვარ, წაბლის ხის შვილი. უამრავი და და ძმა
მყავს. ისინი ისე მგვანან, თითქოს ტყუპები ვიყოთ.ძალიან მიყვარს ჩემი და-ძმები. დედა კი -
უფრო მეტად.
არ მახსოვს, საიდან და როგორ გავჩნდი, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს ზაფხულის ცხელი
დღეებიდან. მედა ჩემი და-ძმები სულ ვცელქობდით,ერთმანეთს ვეკინკლავებოდით და
დედას ვაბრაზებდით. ახლა კი ცოტა აცივდა. დედა ვეღარ გვათბობს. ჩემებმა დედა
მიატოვეს: მიწას მიაშურეს. მე ჯერ კიდევ დედასთან ვარ. მცივა, ვკანკალებ. გავყვითლდი,
მგონი ძალიან ავად ვარ; საძაგელი ქარი გვერდიდან არ მცილდება. ამივლის, ჩამოვლის და
ჩამძახის:
- ,,მიწაზე დაეშვი’’! ..
მე ვჯიუტობ, არ მივდივარ. ზოგჯერ ვფიქრობ, თუდედას მოვცილდები,იმ პეპლებივით
ვიფარფატებ, ზაფხულში აქ რომ დაფრინავდნენ და დედაჩემის კალთას თავს აფარებდნენ.
მაგრამ ბოლოსდაბოლოს ხომ ისევ მიწაზე დავეცემი? არ მინდა რამე მეტკინოს.
თანაც როგორ წავიდე? ვინც კი წავიდა, ყველა სევდიანი თვალებით შემომცქერის
დაბლიდან, მიწაზე ყოფნა არ მოსწონს , მე შემომნატრის. მეც თუ მათსავით ქვევით
დავეშვები, მათსავით გავყვითლდები, დავლპები და მერე დედაც ვეღარაფერს მიშველის.
15
კეთილი დეიდა მარინე
მე და ჩემი დაიკო სკოლიდან შინ ვბრუნდებოდით. იქვე, გზასთან ახლოს მეზობლის ბაღში
წითელი ვაშლები მოჩანდა. ჩვენ სულმა წაგვძლია, შეჭმა მოგვინდა. ამ დროს ღობეს მოადგა
ვაშლის პატრონი, დეიდა მარინა.
- გოგონებო, ვაშლი ხომ არ გინდათ? - გვკითხა მან.
ჩვენ უსიტყვოდ ვიდექით. იგი მიგვიხვდა, რომ ძალიან გვინდოდა. დაკრიფა და
მოგვაწოდა.
- გმადლობთ, დეიდა მარინა.
- უღრმესი მადლობა! - ვუთხარით ორივემ.
შინ გახარებულები მივედით. ეს ამბავი დედას ვუამბეთ.
- ღმერთმა სიკეთე და სიუხვე არ მოაკლოს, ძალიან კეთილი ქალია ჩვენი მარინა, - თქვა
დედამ.
- მადლობა მაინც თუ უთხარით?
- როგორ არა, დედა, მადლობას როგორ არ ვეტყოდით?
- ასე, შვილო. მადლობის თქმა არასოდეს დაიზაროთ, - გვითხრა დედამ.
ათასჯერ და უთვალავჯერ გავიმეორებთ მადლობას,თუ ასე გულუხვად
გაგვიმასპინძლდებიან ხილით, ტკბილეულით. მადლობა განა მძიმე სათქმელია, რომ
დაგვეზაროს?!..
16
მინდა ვიფრინო...
სუსხიანი დღეა. ცივი ქარი უბერავს. ხეებს ფოთლები გასცვივდა დ მიწა მთლად დაფარა.
მერე დაიფერფლა. მტვრად იქცა, ეზოში მიმოიფანტა.
ხანდახან ძალიან მშურს მისი. მინდა მეც მასავით მსუბუქად ვინავარდო ცაში.
საღამოობით მე და ჩემი დები დედას საძინებელში შევყავართ.მე მაგრად ვხუჭავ
თვალებს, მინდა მძინარე ვეგონო. სინამდვილეში, სულაც არ მძინავს. ვწევვარ და ვოცნებობ.
ჩემს თავს ხან ჩიტად, ხან პეპლად, ხანაც მტვრის ნამცეცებად წარმოვიდგენ. დავფრინავ
ყველგან: ბაღში, მინდორში, ავდივარ მაღლა, ჩვენი სოფლის ყველაზე მაღალ მთაზე. მერე არ
ვიცი, საით უნდა წავიდე, მეშინია, გზა არ ამებნეს და უკან ვბრუნდები. გულში ჩემს თავს
ვაფრთხილებ, რომ ხვალ დილით აუცილებლად მივალ ჩემს ბიძაშვილ ნიასთან და ვკითხავ
და ისიც მეტყვის, რომელი სოფელი თუქალაქია ჩვენთან ახლოს. ეს იმიტომ, რომ
ხვალინდელი მოგზაურობა უფრო საინტერესო და ხანგრძლივი იყოს.
ალბათ ასეთი იქნება ჩვენი ხვალინდელი საუბარი:
- გამარჯობა, ნია!
- გაგიმარჯოს, ანა!
- ნია, შენ ხომ არ იცი, აი იმ მთის გადაღმა რომელი სოფელია?
- როგორ არა, იქ ,,...’’ სოფელია, შენ რა, არ იცი?
- ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. უფრო შორს?
- უფრო შორს ,, ...’’ და ,, ...’’ სოფლებია.
- აქედან ქალაქი შორს არის?
- რას ამბობ, სულ რაღაც ,, ...’’ წუთის გზაა. რატომ მეკითხები?
- ისე, დაიკო თეკლას მინდა მოვუყვე !..
- ააა! - დამიჯერებს ნია.
მე რა თქმა უნდა მოვატყუებ ნიას. აბა სიმართლე რომ ვუთხრა და დამცინოს?.. სიმართლე
რომ ვუთხრა, მეტყვის: მტვრად ყოფნა რამ განატრაო.
ისე, იცით რას ვფიქრობ? დიდები რომ ამბობენ: ფოთლები, ბალახები და საერთოდ
ყველაფერი ბოლოს ლპება და ხმება, მერე კი მტვრად იქცევაო, საით მიფრინავს ამდენი
ხნის ნაგროვი მტვერი?.. ძალიან ბევრი ხომ არა არის, ყველაფერს ხომ არ წალეკავს?..
17
ნია გუჯაბიძე
ახდენილი ოცნება
გაზაფხულდა. ხეები ვარდისფრად აყვავდა. მდელოებზე ყაყაჩოებმა ასწიეს თავი, მზე უფრო
ყვითლად აკაშკაშდა, ღელეები აჩუხჩუხდნენ. მთის ძირას სახლი მოჩანს, წითელი სახურავი
ამშვენებს. იქ ცოლ-ქმარი ცხოვრობს თავის ერთადერთ შვილთან ერთად.მას ემილი ჰქვია.
ემილის გული სწყდება, რომ მარტოა.
ერთხელ ემილიმ მოიწყინა. მაღალი სიცხე ჰქონდა. დედამ ჰკითხა:
-რა დაგემართა, ჩემო თვალისჩინო?
-არ ვიცი, დედიკო, - უპასუხა ემილიმ.
გავიდა ერთი დღე. ემილის დაბადების დღე ჰქონდა. დედ-მამამ საჩუქარი გაუკეთეს.
გაინტერესებთ, რა? მშობლებმა ემილის დიდი, ბომბორა პუდელი აჩუქეს.მას დახვეული
კუდი ჰქონდა, ტანად კი - ჭრელი იყო.
ასე და ასე! ზოგჯერ შეიძლება ცხოველიც კი გახდეს ძმა ან და; მაგრამ მეამის პრობლემა
არ მაქვს, რადგან სახლში სამი გადარეული და მელოდება.
18
გამოფენა
ცას მტრედისფერი სამოსი ეცვა, თავზე ოქროს მოსასხამიანი მზე ადგა და ნაირფერებად
მორთულ დედამიწას უღიმოდა.
ნინი და მისი მეგობრები გამოფენისთვის ემზადებოდნენ. ისინი ტილოზე ზეთის
საღებავებით ხატავდნენ. სულ ოცამდე ნახატი შეგროვდა. საუკეთესოები შეარჩიეს,
საბოლოოდ მოაწესრიგეს, საგამოფენო დარბაზში წასაღებად გაამზადეს.
დადგა გამოფენის გახსნის დღე. ღონისძიების ორგანიზატორებმა ნახატები კედელზე
ლამაზად ჩამოკიდეს და ყველანი მოუთმენლად მოელოდნენ დამთვალიერებლებს.
დეიდა ნინომ ბავშვებს უთხრა:
-ბავშვებო, აქვე იყავით, იქნებ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაუჩნდეს ან ყიდვა უნდოდეს...
-აბა თქვენ იცით, როგორ გაყიდით თქვენს ნახატებს.ვინც მეტ ნახატს გაყიდის,
რესტორანში დამპატიჟებს,- ეხუმრა ბავშვშვებს ძია მერაბი.
-კარგი, ასე იყოს, მაგრამ ჯერ ფეხბურთის ბურთის საყიდელი ფული გვჭირდება, მერე
ვნახოთ! - არ დაიბნა ნიკა.
ნინის ნახატებს ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდა. გადაწყვიტეს, აუქციონზე გაეტანათ.
ერთი ნახატი განსაკუთრებით ყველას მოეწონა. ეს იყო ,,კლასობანას თამაში’’. ნახატზე
ფერადკაბიანი გოგონები ეზოში ,,კლასს’’ თამაშობდნენ. ერთმა მყიდველმა 100 ლარი
დაასახელა, მეორემ გადაუსწრო:
-ასოცი’’!
-,,გაყიდულია’’
ნახატი გაიყიდა.
ნინი სიხარულისგან ხტოდა, ცრემლები მოსდიოდა. ხელზე იჩქმიტა:
-ნეტავ, სიზმარია?
ასეთ სიხარულს მართლა არავინ მოელოდა: არც ნინი, არც მისი მეგობრები და არც
მასწავლებლები. იმ დღესვე წავიდნენ კაფე ,,ცეროდენაში’’ ნაყინები შეუკვეთეს.უფროსებიც
დაპატიჟეს. დარჩენილი ფულით ფეხბურთის ბურთიც იყიდეს და ბავშვთა სახლის
პატარებსაც დაეხმარნენ.
19
გაიმეორე ,,მადლობა’’, როცა...
ქეთო და ნათია მეგობრები არიან. ორივე მეორე კლასში სწავლობს. ერთხელ,გაკვეთილები
რომ დამთავრდა და შინ უნდა წასულიყვნენ, მაღაზიას ჩაუარეს გვერდით. ვერ მოითმინეს და
მაღაზიაში შევიდნენ, კარგად იცოდნენ, რომ ის ხურდა ფული, რომელიც მშობლებმა
სახლიდან გამოატანეს, პირველი გაკვეთილის გამოსვლისთანავე დახარჯეს და ახლა ხუთი
თეთრიც კი არ ედოთ ჯიბეში. დახლს მაინც ნამდვილი მყიდველებივით მიუახლოვდნენ.
- ნახე ეს რანაირი ტკბილეულია, გუშინ არ ჰქონდათ, ახალი მოტანილი აქვთ! - უთხრა
ნათიამ ქეთოს. ქეთომ შეხედა მინით დახურული დახლის თაროს, სადაც პრიალა
ფერად ქაღალდში შეხვეული შოკოლადი იდო. ნერწყვი გადაყლაპა და დანანებით თქვა?
- ვაიმეეე!
ამ დროს მაღაზიის კარებში მოხუცი ქალი გამოჩნდა. იგი ხელჯოხით მოდიოდა და
ცდილობდა, გვერდი აევლო იქვე გაწოლილი ძაღლისათვის. ძაღლი მეპატრონეს
ეკუთვნოდა. იგი მუდამ თან დაჰყვებოდა პატრონს . ქეთომ და ნათიამ კარგად იცოდნენ,
რომ კეთილი მურა არავის ერჩოდა და თვითონ უშიშრად შედიოდნენ ხოლმემაღაზიაში,
მაგრამ მოხუცმა ქალბატონმა ეს არ იცოდა და ეშინოდა. გოგონებმა ალერსიანად
დაუძახეს ძაღლს:
- გამოდი, მურია, აქეთ!
გამყიდველიც შეეშველა:
- არავის ერჩის, ქალბატონო, ნუ გეშინიათ!
ქალს მაინც ეშინოდა და ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს. გოგონები ძაღლთან მივიდნენ
და მიუალერსეს. ქალი დამშვიდდა და დახლთან მივიდა. მერე მან გამყიდველს სწორედ
ის კანფეტი გამოართვა ორი ცალი, რომელსაც ერთი წუთის წინ გოგონები ნატრობდნენ
და ბავშვებს დაურიგა. გოგონები არც დაფიქრებულან, ისე გამოსტაცეს მოხუცს
ტკბილეული და ჭამა დაიწყეს. გამყიდველმა მოაბრუნა და შენიშვნა მისცა მათ:
- განა არ იცით, რომ მადლობა უნდა გადაუხადოთ?
გოგონებს შერცხვათ, ერთმანეთს გადახედეს, ჯერ თავი დახარეს, შემდეგ მიუბრუნდნენ
კეთილ ქალბატონს და მადლობა გადაუხადეს.
- შეგერგოთ, გაიხარეთ, დიდხანს იცოცხლეთ , შვილებო! - ლოცავდა ხელჯოხიანი ბებო.
- მადლობა, ბებო!
- დიდი მადლობა, ბებო!
-
20
მანძილიტოტიდან მიწამდე
პაწაწინა ტოტი ვარ. თანდათან ვიზრდები.როცა გავიზარდე, გავუშვი განიერი ტოტები.
ლამაზი, ხასხასა მწვანე ფოთლებით შევიმოსე. ცოტა ხნით თავზე ყვავილების გვირგვინიც
დავიდგი და თავი პატარძლად წარმოვიდგინე. მიმოვიხედე და დავინახე: სხვა ხის ტოტებიც
ჩემსავით გვირგვინებით იდგნენ.თავი იმათაც დედოფალი ეგონათ,მაგრამ მეფე სად იყო?
მგონი იმათაც ჩემსავით გაიფიქრეს და ყველას ერთად გაგვეცინა. ნელი სიო ქროდა და
შესაძლოა, იმანაც აგვაშრიალა.
მალე გემრიელი ნაყოფითაც დავიხუნძლე. ყველას გულს ვახარებდი. ვახო პაპა ხშირად
მოდიოდა თავის შვილიშვილებთან ერთად. შეშას აგროვებდნენ,ტყის ხილს კრეფდნენ.
დრომ თავისი გაიტანა. წითელ-ყვითელი კაბები ჩაიცვეს ჩემმა მეგობრებმა. მეც მათ მივბაძე.
ცივი ქარი შემოეჩვია ჩემს საცხოვრებელს. ზამთრისპირი დადგა. ხმელი ტოტები ვეღარ
უძლებდნენ ქარიშხლის შემოტევას და ძირს ეცემოდნენ. მეც მათსავით დამატყდა თავს
ბუნების რისხვა. დედა ხეს მოწყვეტილი დაბლა დავეცი.
აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ არა!
გამიმართლა. ისევ დაუბერა ძლიერმა ქარმა. ხელში ამიყვანა და ჩემი მეორე ცხოვრებაც
დაიწყო: დავქროდით,დავნავარდობდით. სულ მთლად შემოვიარეთ საქართველო. რა არ
ვნახეთ და რას არ შევეხეთ. ეს რამდენი სოფელი და რაიონი გვქონია. რამდენი ქალაქი, ტბა
და მდინარე. ულამაზესი ეკლესიები, უძველესი კოშკები და ციხე-ქალაქები. ქარმა სულ
მომატარა ჩვენი ქვეყანა. ადრე მე, საცოდავს მეგონა, რომ ქვეყანა დედაჩემის სიახლოვეს
იწყებოდა და მთავრდებოდა.მეგონა, ქვეყნად მხოლოდ ვახო პაპა და მისი ოჯახი
ცხოვრობდა. ისიც ჩვენთან ხილისა და შეშისთვის დადიოდნენ. თურმე როგორ ვცდებოდი!
უამრავი ადამიანი ვნახე.ზოგი ვახო პაპასავით კეთილი და მშრომელი, ზოგი ზარმაცი და
არაფრისმქონე, ზოგიც მდიდარი, მაგრამ ბოროტი.იმდენი რამ ვნახე და გავიგე, უკვე არ
ვნანობ, რომ დედას დავშორდი. ეს მოგზაურობა ღირდა მეორე სიცოცხლედ. ისე, დედა
მაინც დედაა, მას ვერავინ შეცვლის და მეც ისევ მენატრება დედასთან დაბრუნება. იქნებ
ქარმა ისევ დამაბრუნოს ჩემს ძველ სამყოფელთან. მივალ, დედას კალთაზე მოვეხვევი,
ავტირდები, ჩემს ამბებს მოვუყვები, დედაც მაპატიებს და მიმიღებს,მის შორიახლოს მიწას
მიმაბარებს.
21
ბადრი სარიშვილი
ნიკო და კიკო
ნიკო და კიკო მეგობრები არიან. ნიკო ჭირვეულია. კიკო - ერთგული მეგობარი. ნიკო კიკოს
ყოველ დღე ამშვიდებს: გაზაფხული მოვიდაო. უკვე ბევრჯერ გაუმეორა ეს ფრაზა, მაგრამ
ნიკოს არ სჯერა. მას გაზაფხულზე აქვს დაბადების დღე. ეჩვენება, რომ ზამთარი ძალიან
გაიწელა.
როდესაც ნიკოს ცხრა წელი შეუსრულდა, ჭოლა ბაბუამ და ციალა ბებომ მობილური აჩუქეს.
ასე უთხრეს:
მომავალში, ოქროს დაბადების დღეზე, კომპიუტერს გიყიდითო. იმ დღის მერე ელოდება
გაზაფხულს, რადგან მისი დაბადების დღე ათ აპრილს არის, ამიტომაც ბუზღუნებს ამდენს
და კიკოც ვერ ამშვიდებს.
გაზაფხული მართლაც მოვიდა.
-აა, მე ვიცი, როგორ დავარწმუნო ნიკო- გაიფიქრა კიკომ.
-ნიკოოო!
-ჰო.
ხედავ, ყველაფერი აყვავდა?
-ეგ მეც შევამჩნიე, კიკო!
-მერე? ეხლა რა დროა?
-ურააა! გაზაფხული მოსულა.
22
კაჭკაჭები და ბუები
-ბუკა, უუუ, ბუკა, გამოიხედე გარეთ, სტუმარი გყავს! - დაიძახა ვიღაცამ ბუების
ფუღუროსთან.
დედა ბუმ, მამა ბუმ და ორმა ბუკიტა ღლაპმა ერთდროულად გამოიხედეს ხის ხვრელიდან.
-ოოო, ჩემი ძველი მეგობარი მესტუმრა,კაჭკაჭი თავისი ცოლით.
- გამარჯობა, ბუკა, როგორა ხარ?
-კარგად, კარგად. თავად?
როგორც ხედავ, მეც კარგად ვარ და ჩემი ოჯახის წევრებიც.ლხინისა და სტუმრობის
ხასიათზე ვართ და გეწვიეთ, -კაჭკაჭმა თავმომწონედ გადახედა თავის კუდაბზეკილ ცოლს.-
სახლში არ შემიპატიჟებ?
-ბოდიში მინდა მოგიხადო,ძმობილო, მაგრამ ჩემი სახლი ძალიან პატარაა. შიგ ჩვენც ძლივს
ვეტევით. მერე ამ ეშმაკებმა ყველაფერი ისე აურიეს, ჯობს,შენთან წავიდეთ.
-კარგი, წავიდეთ, მაგრამ მეც პატარა ბუდე მაქვს, ისევ მდელოზე ჯობია.
ყველანი ბუების ბუდის მახლობლად მდელოზე გავიდნენ. იქვე ბალამწარას დახუნძლული
ხე იდგა. დაკრიფეს, სხვა გამვლელი ფრინველებიც მიიწვიეს და ქეიფი გამართეს.
კაჭკაჭი ტრაბახობდა:
-ხედავ, როგორი ქეიფი გავმართე? ჩიტბატონათი დაწყებული და ცასწავალათი
დამთავრებული, ყველა დავპატიჟე. ასეთი ქეიფი ზოგ-ზოგებს სიზმარშიც არ ექნებათ ნანახი!
ბუკო, სხვა დროს აღარ გაგივა თავის მოკატუნება. როცა ვინმე გესტუმრება, თავი არ უნდა
აარიდო, - ჩაუკრა სიტყვა ეშმაკმა კაჭკაჭმა.
წვეულება დამთავრდა. კმაყოფილი ბუები შინ წავიდნენ.
ექვსი თვის შემდეგ კაჭკაჭი ისევ ესტუმრა ბუს.
-ბუუუ, ბუკიტოო!
ამჯერად მარტო გახლდათ კაჭკაჭი და ბუმაც შინ შეიპატიჟა. გადანახული ლეღვის ჩირი
მიართვა სტუმარს.
-ჭახ, ჭუხ, ჭახ, ჭუხ! - გაისმა ხმა. ხე წაიქცა. შეშინებული ბუები და კაჭკაჭი სხვა ხეზე
გადაფრინდნენ.
-ვაიმე, ვაიმე, ჩემი სახლი! ახლა რა მეშველება, სად უნდა ვიცხოვრო? - ატირდა ბუ.
კაჭკაჭმა გასაჭირში მყოფი მეგობარი მაშინვე მიატოვა და გაიქცა. ასე თქვა:
-მე ღარიბებს ვერ ვიტანო.
23
ბუს რა უნდა ექნა? ბევრი ეძახა: დამეხმარეო,მაგრამ უკანაც არ მოუხედა ჭამა-სმის მოყვარე
მეგობარმა.
-იქნებ სხვა დროს შენც გაგიჭირდეს. დღეს მე მიჭირს, ხვალ შენ გაგიჭირდება, -
ჩაილაპარაკა ბუმ. სიზმარში გეგონება თავი, ისე უეცრად დაგატყდება თავს ხიფათი. აი,
მაშინ კი დაგჭირდება ძმა და მეგობარი.
რას იზამ, ასეთები არიან კაჭკაჭები: ბევრს ლაპარაკობენ, ცოტას შრომობენ,მხოლოდ
საკუთარ თავზე ფიქრობენ. თქვენ კაჭკაჭს არ მიბაძოთ.
24
შინაარსი
მზევინარ საჩეჩელაშვილი - გვ.3
1.ყველაზე გემრიელი ნაყინი - გვ.3
2.მძიმე საფარი - გვ.4
3.ღვთის საჩუქარი - გვ.5
4.ფოთოლი ქარში - გვ.6
5.სამოგზაუროდ - გვ.7
ნიკა ნაკაიძე - გვ. 9
6.ნადირობა მაგარი რამეა! - გვ. 9
7.ტკივილი - გვ.10
8.ახალი ველოსიპედი - გვ.11
10.სიკეთე აი ეს არის! - გვ.12
11.მტვერი - გვ.13
ანა გუჯაბიძე - გვ.14
11.მომავლის შიშით - გვ.14
12.კეთილი დეიდა მარინე - გვ.15
13.მინდა ვიფრინო - გვ.16
ნია გუჯაბიძე - გვ.17
14.ახდენილი ოცნება - გვ.17
15.გამოფენა - გვ. 18
16.გაიმეორე მადლობა, როცა... - გვ.19
17.მანძილი ტოტიდან მიწამდე - გვ.20
ბადრი სარიშვილი - გვ.21
18.ნიკო და კიკო - გვ.21
19.კაჭკაჭები და ბუები - გვ.22
25
2017 წელი, 15 მაისი
ანა გუჯაბიძე - 591 26 58 10
მზევინარ საჩეჩელაშვილი - 558 55 44 28
ნიკა ნაკაიძე - 598 22 80 62
ნია გუჯაბიძე - 598 98 60 10
ბადრი სარიშვილი -

More Related Content

Similar to ბავშვური ფერებია ნუ

ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესიჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესისამკითხველო სამკითხველო
 
იგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეიგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეIrina Zaqareishvili
 
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსიდაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსიTeotatt
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)სამკითხველო სამკითხველო
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიორიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიოსამკითხველო სამკითხველო
 
ასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენიასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენიmarina 77
 
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაულიჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაულიQeti Gergauli
 

Similar to ბავშვური ფერებია ნუ (10)

ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესიჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს   გაბრიელ გარსია მარკესი
ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს გაბრიელ გარსია მარკესი
 
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
ალქიმიკოსი   პაულო კოელიოალქიმიკოსი   პაულო კოელიო
ალქიმიკოსი პაულო კოელიო
 
იგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპეიგავ არაკები ეზოპე
იგავ არაკები ეზოპე
 
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსიდაიკიდე ჯივზ   ვუდჰაუსი
დაიკიდე ჯივზ ვუდჰაუსი
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო (1)
 
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიორიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი - პაულო კოელიო
 
ასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენიასტრიდ ლინდგრენი
ასტრიდ ლინდგრენი
 
დედა
დედადედა
დედა
 
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაულიჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
ჭორიკანა კაჭკაჭი. ავტორი ქეთევან გერგაული
 
გავროში ვიქტორ ჰიუგო
გავროში   ვიქტორ ჰიუგოგავროში   ვიქტორ ჰიუგო
გავროში ვიქტორ ჰიუგო
 

ბავშვური ფერებია ნუ

  • 1. 1 ბავშვური ფერები, ანუ გეტყვი რას! ანა გუჯაბიძე მზევინარ საჩეჩელაშვილი ნიკა ნაკაიძე ნია გუჯაბიძე ბადრი სარიშვილი
  • 2. 2 ძვირფასო მკითხველო! ანა, მზეო, ნიკა, ნია და ბადრი პატარა მოაზროვნეები არიან. მათ თქვენსავით უყვართ კითხვა და არა მარტო კითხვა. ისინი ცდილობენ, თავადაც შექმნან რაიმე ახალი. წერენ პატარა მოთხრობებს და შეფასებებს ელიან. ამ წიგნში ერთად შევარჩიეთ და შევიტანეთ მხოლოდ ის ნამუშევრები, რომლებიც მოუწონეს და მაღალი ქულებით შეუფასეს კომპეტენტური ჟიურის წევრებმა. ეს იყო ლიტერატურული კონკურსი ,,სენტენცია’’. დიდი მადლობა მათ ასეთი დაფასებისთვის და კიდევ იმისთვის, რომ ბავშვებს რწმენა, თავდაჯერება, წერის სურვილი ჩაუსახეს. საკონკურსოდ მომზადებული ნამუშევრების უმრავლესობა ერთიდაიგივე სათაურით იყო დაწერილი, ამიტომ ზოგიერთ მათგანს სათაური შევუცვალეთ. გვინდა, რომ ეს ნაწერები თქვენც გაიცნოთ და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, სამომავლოდ სხვა ნამუშევრებსაც მოგაწვდით. ჩოჩხათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე, მოსწავლეები: ანა გუჯაბიძე -მეორე კლასი მზევინარ საჩეჩელაშვილი - მეორე კლასი ნიკა ნაკაიძე - მეორე კლასი ნია გუჯაბიძე - მეოთხე კლასი ბადრი სარიშვილი - მეოთხე კლასი 2017 წელი, 15 მაისი
  • 3. 3 მზევინარ საჩეჩელაშვილი ყველაზე გემრიელი ნაყინი ტელევიზიით ხშირად გადის სხვადასხვა თამაშები. მე და დედა სიამოვნებით ვუყურებთ და ვერთობით. დედა ამბობს: არასოდეს არაფერი მომიგია. ნეტა, მართლა თუ იგებენ რამეს? ერთხელ მაღაზიაში ნაყინი ვიყიდეთ მე და ჩემმა დეიდაშვილმა ნიკამ. გავხსენი ნაყინი და ვნახე: ,,მოგება - პლანშეტური ტელეფონი’’. სიზმარში მეგონა თავი. ვერ დავიჯერე. წავედით სახლში. დედებს ვაჩვენეთ ეს პატარა წარწერა. მათაც გაუკვირდათ. დედამ თქვა, ხვალ გადავამოწმებო. მე დავწექი და დავიძინე. სიზმარში ვნახე, მე და ნიკა ვიჯექით ერთად და პლანშეტით ვათვალიერებდით სურათებს,მერე ვითამაშეთ ბევრი. გამეღვიძა. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს მამა დაბრუნდა სამსახურიდან.ჰოი საოცრებავ! რას ვხედავ: მამას ხელში პლანშეტი ეჭირა. ასე გვითხრა: -ეს ის საჩუქარია, თქვენ რომ მოიგეთ გუშინ ნაყინით. ძალიან გამიხარდა. დედაც ამბობდა ჩემსავით: -თავი სიზმარში მგონიაო.
  • 4. 4 მძიმე საფარი დედამიწას გადაჰფარვია თეთრი საბანი. ალაგ-ალაგ დნება თოვლი და თბება ყველაფერი. მხიარულობს დედამიწა: -მალე უფრო გავლამაზდები. ჩავიცვამ ჭრელ კაბას. არა, იმას კია არ ვამბობ, რომ არ მომწონს ზამთარი. მომწონს, როგორ არა, მაგრამ, გაზაფხულის სილამაზეს რა სჯობია! ასეთ ფიქრებში იყო დედამიწა, ოცნებობდა და ელოდა... -ზამთარში სუნთქვა მიჭირს,თითქოს გულზე მაჯლაჯუნები მაწვება - ბუზღუნებდა გამუდმებით.მერე კი თავის თავს იმშვიდებდა: - აი, როცა გაზაფხულდება, უფრო მსუბუქად ვისუნთქებ, დარდებს მოვიცილებ. ამ სიტყვებს ამბობდა გულში, როცა მერცხალმა შემოსჭიკჭიკა. ვერც კი შეამჩნია, როგორ გაპარულიყო ზამთარი. გაუხარდა დედაამიწას და მხრები ფართოდ გაშალა.
  • 5. 5 ღვთის საჩუქარი მადლობა ძალიან საჭირო სიტყვაა და ხშირად უნდა გამოვიყენოთ. მე მოგიყვებით ჩემს ამბავს და თქვენვე მიხვდებით, რომ ,,მადლობა’’ მართლა ხშირად უნდა გავიმეოროთ: ვიზრდებოდი სულ მარტო, დედასთან და მამასთან ერთად.სულ ბავშვები მინდოდა და ყოველთვის ვტიროდი მოწყენილობისაგან. დედიკოს და მამიკოს ვეუბნებოდი - პატარა დაიკო ან ძამიკო მომიყვანეთ- მეთქი. ერთ დღესაც უფალს ძალიან შევეხვეწე რომ ძამიკო მაჩუქოს.მართლაც , ამისრულდა ნატვრა და უფალმა მაჩუქა პატარა გაბრიელი. მადლობა, უფალო, ამ ლამაზი საჩუქრისთვის. კიდევ მადლობა ლამაზი ოჯახისთვის.
  • 6. 6 ფოთოლი ქარში ხის ტოტს ერთი გაყვითლებული ფოთოლი ჰქონდა შერჩენილი. ებღაუჭებოდა, იბრძოდა, უჭირდა ტოტთან განშორება, მაგრამ უცებ მოვარდნილმა ქარმა თავისი მჭექარე ხმით ჩასძახა: - აი, მოვიდა შენი აღსასრულის დღე!.. - ნუ მომწყვეტ, შემიბრალე! - ემუდარებოდა პატარა ფოთოლი. - არაფერიც, არაფერიც! არ უსმინა ქარმა. მოსწყვიტა და მიწას დაანარცხა. ვიდრე მიწაზე დაეშვებოდა, თავში მატარებლის ვაგონივით ჩაუქროლა მთელმა ფიქრებმა ფოთოლს.გაახსენდა, თუ როგორ უხაროდა სიცოცხლე, როგორ ბრწყინავდა. ეგონა, მუდამ ტოტს მიჯაჭვული იქნებოდა. ამ ფიქრებში წასული იყო, როცა მიწასთან შეხება იგრძნო.სევდა მოერია. უცებ ნაბიჯების ხმა შემოესმა და მალე იგრძნო,როგორ გათელეს ფეხით. ცრემლნარევი ხმა აღმოხდა პაწაწინა, უსუსურ ფოთოლს: - რა მცირე მანძილი ყოფილა ტოტიდან მიწამდე!’’
  • 7. 7 სამოგზაუროდ მტვერი ჰაერში მოფარფატე პაწაწინა ნამცეცებია. ყველგან დაქრიან, არც რიგში დგომა იციან, არც სხვა რაიმე წესს და ჩვეულებას ემორჩილებიან და უბოდიშოდ მიძვრებიან ყველა ჭუჭრუტანაში. ყველაზე მეტად ქალები ებრძვიან,მაგრამ ამაოდ. მე მოგიყვებით ერთი პაწაწუნა მტვრის საოცარ ამბავს. ერთხელ ქალბატონმა ნელიმ იატაკი მოხვეტა. გულში თავისთვის ლაპარაკობდა: - გაეთრიე ჩემი სახლიდან, შე უსაქმურო და უვარგისოო. მართალია, დეიდა ნელი ამას გულში ამბობდა, მაგრამ მტვერს ყველაფერი ესმოდა და აფორიაქებული, გულმოსული გაჰყვა ქარს. გზაზე იმდენი რამ ნახა, გულისწყრომამ მალე გადაუარა. იფრინა, იფრინა ქარის მიმართულებით. ლამაზი ქვეყნები ნახა. ზოგჯერ გზადაგზა ისვენებდა, სადმე მყუდრო ადგილს მონახავდა და იძინებდა. ქარს შეეცოდა უცხოეთში გადმოხვეწილი და უპატრონოდ დარჩენილი ნამცეცუნა და ერთი ჭკვიანური რჩევა მისცა: წვიმასა და თოვლს ერიდე,თუ არ გინდა დაიღუპოო.მტვერმაც დაუჯერა ერთადერთ მეგობარს და როცა წვიმდა,სადმე მშრალ ადგილას იმალებოდა, მზიან ამინდში კი - სასეირნოდ გამოდიოდა. ერთხელ უღრან ტყეშიც გაბედა შესვლა. იქ დედა- შვილ მელიას შეხვდა. დედს ერქვა ჯირა, შვილს კი - კურა. - ჯირა, დაუძახე კურას, შინ შეიყვანე, არ გაცივდეს! მე სოფელში უნდა ჩავიდე,ამაღამ ბებრის საქათმეს გავძარცვავ! - შეუძახა მამალმა მელაკუდამ ჯირას. - შვილო, კურა, შემოდი სოროში. ძილის დროა. - კარგი, დედი, - უპასუხა კურამ და სოროში შეძვრა. მოსეირნე მტვერი ოდნავ მიუახლოვდა მელიების საცხოვრებელს და ცალი თვალით შიგ შეიხედა. მან დაინახა, როგორ ჩაძვრნენ თივისაგან მომზადებულ საწოლში დედა-შვილი მელიები, ერთმანეთს მიეხუტნენ და ტკბილად დაიძინეს. ამასობაში შემოღამდა. მტვერს სიბნელის შეეშინდა და უკან დაბრუნდა. ერთი სახლის ჭიშკართან ღობის სარებს შორის ჩაძვრა და ჩაეძინა.დილით, როცა ზხრათვალა მზემ ამოანათა, მტვერმაც გააჭყიტა თვალები. მძეს გაუღიმა. მზემაც გამოაჩინა თავისი რძიანა კბილები და თვალი ჩაუკრა. თავზე ულამაზესმა მერცხალმა გადაუფრინა. ბოლოებს მაკრატელივით აწკაპუნებდა და მხიარულად კისკისებდა. მერე სადღაც გაფრინდა, ნისკარტით ჭია მოიყვანა და იქვე ბუდეში თავის ბარტყებს საჩუქრად მიართვა. დამშეული ბარტყები წივ-წივით მიაფრინდნენ საკვებს და სულ დაძიძგნეს. მტვერი იმავე სარის წვეტზე შემოჯდა, სადაც ღამე გაათია და გულმოდგინედ ადევნებდა თვალს ფრთოსნების ოჯახს.დედა მერცხალი თავს ევლებოდა შვილებს: ზრდიდა, საკვებს უზიდავდა, ფრენას ასწავლიდა. გაბედა პაწიამ და დედასავით ამოიზიდა ბუდიდან, მაგრამ ფრთების გაშლა დააგვიანდა და მოწყვეტით დაეცა ძირს. შეშინდა და ატირდა საბრალო ბარტყი. მტვერს შეეცოდა და უნდოდა დახმარებოდა,მაგრამ აბა რა შეძლო? ამასობაში დედა მივარდა,შეეშველა და ბუდეში დააბრუნა შვილი. - ნუ გეშინია, მალე ისწავლი ფრენას და ჩემსავით ჰაერში ინავარდებ!.. - მართლა, დედა? - აბა რა!..
  • 8. 8 მტვერს უნდოდა გაეგო, მართალს ამბობდა თუ არა მერცხალი და დარჩა იმავე სახლთან. ისევ დაიმალა მოაჯირის სვეტებს შორის და იქედან ადევნებდა თვალს. მერცხალი ყოველ დღე გულმოდგინედ ავარჯიშებდა თავის ბარტყებს. ბოლოს ბარტყებმა მართლაც ისწავლეს ფრენა და დედასავით დაიწყეს ჰაერში ნავარდი. დედა მერცხალს ძალიან უხაროდა შვილების წარმატება. განსაკუთრებით იმ ბარტყისა, ადრე რომ ძირს დაენარცხა. - ხომ გითხარი, აუცილებლად გამოგივა-მეთქი. ეუბნებოდა აღფრთოვანებული დედა შვილს. - მადლობა, დედა, ასეთი მზრუნველი რომ ხარ! - პასუხობდა შვილი. მტვერს ისე მოსწონდა ამ ლამაზი ფრთოსნების ცხოვრება, რომ იქაურობას ვერ შორდებოდა. დღისით მათთან ერთად ნავარდობდა ჰაერში, უკან დასდევდა, ფრენაში ეჯიბრებოდა; ღამე - იქვე იძინებდა და თავს ბედნიერად გრძნობდა. საკმაო დრო გავიდა. შემოდგომა დადგა. აცივდა. - შვილო, ჩვენი წასვლის დროა, - უთხრა ერთხელ დედა მერცხალმა შვილებს. - სად, დედა? - იქ, სადაც უფრო თბილა. - ეგ სად არის ,დედა? - აქედან შორს. შეიფრთხიალეს და მერცხლების გუნდს შეუერთდნენ. - მალე დავბრუნდებით! - მიაძახეს მიმავლებმა მტვერს და შორს გაემგზავრნენ. - როდის მალე? - წაიბუტბუტა მტვერმა თავისთვის. - გაზაფხულზეეეე.... მტვერს გული დასწყვიტა მერცხლების წასვლამ. ვეღარ მოითმინა და უკან აედევნა. მოსაღამოვდა. მერცხლების გუნდი თვალს მიეფარა. მათი მიმართულებაც დაკარგა. ცოტა ხანს კიდევ იფრინა და მერე ღამის გასათევის ძებნა დაიწყო. მეორედილით ისევ აფრინდა ზევით, მერცხლების ძებნა დაიწყო და უგზო-უკვლოდ დაიწყო ფრენა. ბოლოს მიხვდა, რომ ვერ დაეწეოდა არც უნდა ცდილიყო. - ხომ არ გავჩერდე და დაველოდო,შემდეგში რა მოხდება? - გაიფიქრა გულში. - არა, ისევ ფრენა სჯობს! - დაასკვნა ბოლოს და გზა განაგრძო. სად? თვითონაც არ იცოდა სად! ალბათ ახალ - ახალი თავგადასავლების სამყაროში.
  • 9. 9 ნიკა ნაკაიძე ნადირობა მაგარირამეა! მამაჩემი მხიარული კაცია, ჩემსავით. უყვარს ნადირობა და თევზაობა.ამასწინათ მეც წამიყვანა და კურდღლებზე ვინადირეთ. შაშვებიც მოვკალით. ერთი მეც მასროლინა. მერე უკან რომ დავბრუნდით, დედასთან და ბებიებთან შემაქო: ამისგან კარგი მონადირე დადგებაო, ჰო, ზუსტად ასე თქვა. დედამ უთხრა: - ქართველი მეფეები კარგი მონადირეები და მეომრები იყვნენო. დიდ ბებიას ეს არ მოეწონა და თქვა: - ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან. დედას და მამას ამ ნათქვამზე გაეცინათ. მამამ თქვა: - აბა, თუ არ იბრძვის, ისეთი მეფე რაღააო? - ჩემი ბიჭი უთუოდ პრეზიდენტი უნდა გახდეს,ან მეფეო,- დაიჩემა დედამ და ყურებთან შალის ქუდი შემისწორა. მე თვალები დავხუჭე და ჩემი თავი მეფედ წარმოვიდგინე. პრეზიდენტობა არ მინდა. მეფედ ყოფნა მირჩევნია. რატომ? იმიტომ, რომ მეფეს ვეზირი ჰყავს და ეხმარება,ჭკუას არიგებს, პრეზიდენტს კი - ყველა ეჩხუბება. მით უმეტეს, თუ მეფეს შეუძლია ტყეში სანადიროდ იაროს,კურდღლები და შაშვები ხოცოს, როცა მოესურვება, ლომებზეც ინადიროს. ამისთვის არავინ ეტყვის: - ჯერ პატარა ხარ, ცოტაც მოიცადეო. ნეტავ, ყველა ჩემსავით ფიქრობს, ყველას უყვარს მამასთან ერთად სანადიროდ სიარული ? უფრო სწორედ, ეს მინდა გავიგო: ყველას ჩემსავით უნდა, რომ მეფე გახდეს? ამ ფერად კედლებსაც? ვინ იცის!.. მე თავზე თბილ ქუდს ვისწორებ და ვნატრობ, ეს ქუდი მზისფერ გვირგვინად გადაიქცეს. ჩუმად სარკისკენ ვიხედები:- ნეტავ, მომიხდება? ოოო, რა თქმა უნდა, მომიხდება, მაგრამ ეს სიცარიელე კბილებს შუა რომ მაქვს, ძალიან ცუდია, ეს შემარცხვენს.ხვალვე გავყვები დედას კბილის ექიმთან, არ მინდა ხელი შემიშალოს მომავალ მეფეს. ხომ არ გაგეცინათ,თქვენ რას იტყვით?..
  • 10. 10 ტკივილი ეზოში მაღალი ხე იდგა. გრძელი ტოტები ჰქონდა. ფოთლებით უხვად იყო დახუნძლული. ტოტებს მიწამდე კარგა მანძილი ჰყოფდა. ერთ დღეს ძლიერმა ქარმა დაუბერა და ერთი ტოტი მოსტეხა. ტოტი ძირს ჩამოვარდა. ერთი შეხედვით, ჩვენთვის დიდი მანძილი არ იყო ტოტიდან მიწამდე,მაგრამ ტოტისთვის იყო! საცოდავი ტოტი ხმაურით დაეცა მიწაზე. - უუჰ! -ამოიკვნესა. სხვა ტოტები ზემოდან დასცქეროდნენ და იცინოდნენ: - ჰი, ჰი, ჰი! - ჰა, ჰა, ჰა! - ვა, ვაი, ზურგი მტკივა, თავი გავიტეხე! - წუწუნებდა ტოტი. - რას მირბოდი თავქუდმოგლეჯილი? - ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, მგონი მოვიტეხე! - ახია შენზე! ტოტები ისევ იცინოდნენ და მწარე სიტყვებს იმეტებდნენ საცოდავი ტოტისთვის. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ ასეთი რამ არასდროს გადახდებოდათ თავს. სულელები იყვნენ და იმიტომ!..
  • 11. 11 ახალი ველოსიპედი დიდი ხანია ვნატრობ ველოსიპედს. ეს მამამაც იცის, დედამაც,ბებომაც,თოვლის ბაბუამაც კი. ჩემი ოცნების ახდენას ბევრი დააგვიანდა. ერთხელ, გამოვედი გართ და რას ვხედავ:ჩემი სახლის ეზოში ლამაზი ველოსიპედი დგას.მე თავი სიზმარში მეგონა. ძალიან გამიხარდა. გარეთ გამოვიდა მარი, ჩემი დაიკო და მეკითხება: -ძმაო, ეს შენია? -მე მგონი კი. მოდი დაგსვამ და გაკატავებ! -რა კარგია! - გაუხარდა მარის. გადავედით ეზოდან და დიდხანს ვკატაობდით წიფლებიან გზაზე. ბოლოს დედამ დაგვიძახა: -რას შვრებით ამდენ ხანს,მოდით საუზმეზე! ასეც ხდება ხოლმე: თუ დიდხანს და გულით ინატრებ რამეს,თანაც ბოროტი არ ხარ, დაიკოსაც უვლი და ეხმარები, დედასაც,მამასაც და არც ღმერთს გაანაწყენებ,ყველა ნატვრა აგიხდება. მთავარია, მოითმინო, არ აჩქარდე.
  • 12. 12 სიკეთე აი ეს არის! ბებო ამბობს: ,,მადლობა ‘’ და ,,ბოდიში’’ ძვირფასი სიტყვებია და ხშირად უნდა წარმოთქვაო. მეც ვცდილობ. ერთხელ ოზურგეთში მივდიოდით რაფით.მე ბებოს გვერდით ვიჯექი. ამოვიდა მოხუცი კაცი. მე ფეხზე ავდექი და მოხუცს ვუთხარი: - დაბრძანდით,ბატონო! - დიდი მადლობა, ვისი ხარ, ბიჭო? - ზურიკო ნაკაიძის. - რა კარგი ბიჭი ხარ, გაიზარდე, შვილო! - შემაქო, მადლობა კიდევ ერთხელ გადამიხადა და დაჯდა. ერთხელ, კიდევ ასეთი რამ მოხდა: მე და ჩემი კლასელი საბა მაღაზიაში შევედით. ორივეს გვინდოდა ნაყინის ყიდვა. მე ფული არ მქონდა საკმარისად. - ნიკა ფული არ გყოფნის? - მკითხა საბამ. - არა, - ვუპასუხე მე. - მე მაქვს და დაგიმატებ! - კარგი, დიდი მადლობა! საბამ ფული მომცა და მეც ვიყიდე ნაყინი. აი, ასე მარტივად გვარდება პრობლემები, როცა ყველამ ვიცით სიკეთის დანახვა და მადლობის გადახდა.
  • 13. 13 მტვერი ჩვენს ეზოში რამდენიმე ცაცხვისა და წიფელას ხე დგას. შემოდგომაზე ფოთლები სცვივა და დედასზედმეტ საქმეს უჩენს. დედა ყოველ დღე გვის ფოთლებს და ღობესთან ახლოს წვავს. მე და ჩემი დაიკო მარიამი ჩამოვსხდებით კიბეზე, შევცქერით მტვრის ნამცეცებს და ვერთბით. პაწაწინა ნამცეცები დაფრინავენ აღმა და დაღმა, ცეკვავენ, ბუქნავენ, მხიარულობენ.ისინი რაღაცით წააგავენ თოვლის ფანტელებს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ფიფქები თეთრი და ყინულივით ცივია, ესენი კი - მუქი მონაცრისფრო და თბილი. მე და მარიამი თვალმოუშორებლად შევცქერით მოხტუნავე ნამცეცებს. ერთმანეთს ვაჩვენებთ მათ შორის უფრო ეშმაკუნებს. მაგალითად, აი, ის ორი ფანტელი მე და ჩემ კლასელ საბას გვგავს: დავრბივართ, დავრბივართ,უზარმაზარ ეზოში ვერ ვეტევით და ერთმანეთს ვეჯახებით. იქით რომ მიფრინავს, ის ჩემი და მარიამია - ისიც მარიამივით ნელა დაბობღავს და მალ-მალე იქცევა, დაბლა ეცემა; მერე დგება და ისევ მიდის. ალბათ უხმოდ ტირის კიდეც. მარიამი ამ მსგავსებაზე ბრაზობს და ამბობს: სულაც არა მგავს ეგ ნამცეცი, მე როდის ვეცემი ან ვტირიო. მე ვიცინი და ახლა სხვა ნამცეცს ვაჩვენებ: - შეხე,შეხედე, მარიამ. მთელი ოჯახი ერთად გამოსულა: ეს ორი დიდი ნამცეცი ალბათ დედა და მამაა, ეს გვერდულად რომ მოფრინავს, ალბათ ბებოა, უფრო პაწიები კი - შვილიშვილები. - აი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა. - აი, კომბლე და მისი ცხვრები... - ადექით ამ კიბიდან, სახლში შედით, არ გაცივდეთ! - გვიჯავრდება დედა. შესვლამდე კიდევ ერთხელ ვასწრებ დედისთვის შეკითხვის დასმას და ჩემთვის საინტერესო ამბის დაზუსტებას: - დედა, რომ ამბობ ხოლმე,ამ ქვეყნად ყველაფერს რამე სარგებელი მოაქვსო, ეს მტვერსა და ნამწვავის ფერფლს არ ეხება, ხომ? - რას ამბობ. ეგ არის თუ არის სასარგებლო. თანაც როგორი! - კარგი, ერთი, რა!.. ამ პაწიებს რაღა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ, თავის თავსაც ვეღარაფერს შველიან უკვე. - როგორ არა, ჩვენ ხომ ვერთობით! - არ უკარგავს სიკეთეს მარიამი. - ხო, ესეც მართალია. ცეკვავენ, ბუქნავენ, ფარფატობენ.... - ვეუბნები მე და თან მეცინება. - არა, მარტო ეგ არა! როცა ასეთი მხიარული თამაში მობეზრდებათ, დაბლა ეშვებიან, მიწას ანოყიერებენ,ბალახებსა და უზარმაზარ ხეებსაც კი კვებავენ. მერე იმ ბალახით, ხის ნაყოფით სხვა სულიერები იკვებებიან , ისინი ადამიანებს ზრდიან და არჩენენ... თურმე რამოდენა საქმის კეთება შეძლებიათ პატარა მტვრის ნაწილაკებს!
  • 14. 14 ანა გუჯაბიძე მომავლის შიშით გამარჯობა! მე ერთი პატარა ფოთოლი ვარ, წაბლის ხის შვილი. უამრავი და და ძმა მყავს. ისინი ისე მგვანან, თითქოს ტყუპები ვიყოთ.ძალიან მიყვარს ჩემი და-ძმები. დედა კი - უფრო მეტად. არ მახსოვს, საიდან და როგორ გავჩნდი, მაგრამ ბევრი რამ მახსოვს ზაფხულის ცხელი დღეებიდან. მედა ჩემი და-ძმები სულ ვცელქობდით,ერთმანეთს ვეკინკლავებოდით და დედას ვაბრაზებდით. ახლა კი ცოტა აცივდა. დედა ვეღარ გვათბობს. ჩემებმა დედა მიატოვეს: მიწას მიაშურეს. მე ჯერ კიდევ დედასთან ვარ. მცივა, ვკანკალებ. გავყვითლდი, მგონი ძალიან ავად ვარ; საძაგელი ქარი გვერდიდან არ მცილდება. ამივლის, ჩამოვლის და ჩამძახის: - ,,მიწაზე დაეშვი’’! .. მე ვჯიუტობ, არ მივდივარ. ზოგჯერ ვფიქრობ, თუდედას მოვცილდები,იმ პეპლებივით ვიფარფატებ, ზაფხულში აქ რომ დაფრინავდნენ და დედაჩემის კალთას თავს აფარებდნენ. მაგრამ ბოლოსდაბოლოს ხომ ისევ მიწაზე დავეცემი? არ მინდა რამე მეტკინოს. თანაც როგორ წავიდე? ვინც კი წავიდა, ყველა სევდიანი თვალებით შემომცქერის დაბლიდან, მიწაზე ყოფნა არ მოსწონს , მე შემომნატრის. მეც თუ მათსავით ქვევით დავეშვები, მათსავით გავყვითლდები, დავლპები და მერე დედაც ვეღარაფერს მიშველის.
  • 15. 15 კეთილი დეიდა მარინე მე და ჩემი დაიკო სკოლიდან შინ ვბრუნდებოდით. იქვე, გზასთან ახლოს მეზობლის ბაღში წითელი ვაშლები მოჩანდა. ჩვენ სულმა წაგვძლია, შეჭმა მოგვინდა. ამ დროს ღობეს მოადგა ვაშლის პატრონი, დეიდა მარინა. - გოგონებო, ვაშლი ხომ არ გინდათ? - გვკითხა მან. ჩვენ უსიტყვოდ ვიდექით. იგი მიგვიხვდა, რომ ძალიან გვინდოდა. დაკრიფა და მოგვაწოდა. - გმადლობთ, დეიდა მარინა. - უღრმესი მადლობა! - ვუთხარით ორივემ. შინ გახარებულები მივედით. ეს ამბავი დედას ვუამბეთ. - ღმერთმა სიკეთე და სიუხვე არ მოაკლოს, ძალიან კეთილი ქალია ჩვენი მარინა, - თქვა დედამ. - მადლობა მაინც თუ უთხარით? - როგორ არა, დედა, მადლობას როგორ არ ვეტყოდით? - ასე, შვილო. მადლობის თქმა არასოდეს დაიზაროთ, - გვითხრა დედამ. ათასჯერ და უთვალავჯერ გავიმეორებთ მადლობას,თუ ასე გულუხვად გაგვიმასპინძლდებიან ხილით, ტკბილეულით. მადლობა განა მძიმე სათქმელია, რომ დაგვეზაროს?!..
  • 16. 16 მინდა ვიფრინო... სუსხიანი დღეა. ცივი ქარი უბერავს. ხეებს ფოთლები გასცვივდა დ მიწა მთლად დაფარა. მერე დაიფერფლა. მტვრად იქცა, ეზოში მიმოიფანტა. ხანდახან ძალიან მშურს მისი. მინდა მეც მასავით მსუბუქად ვინავარდო ცაში. საღამოობით მე და ჩემი დები დედას საძინებელში შევყავართ.მე მაგრად ვხუჭავ თვალებს, მინდა მძინარე ვეგონო. სინამდვილეში, სულაც არ მძინავს. ვწევვარ და ვოცნებობ. ჩემს თავს ხან ჩიტად, ხან პეპლად, ხანაც მტვრის ნამცეცებად წარმოვიდგენ. დავფრინავ ყველგან: ბაღში, მინდორში, ავდივარ მაღლა, ჩვენი სოფლის ყველაზე მაღალ მთაზე. მერე არ ვიცი, საით უნდა წავიდე, მეშინია, გზა არ ამებნეს და უკან ვბრუნდები. გულში ჩემს თავს ვაფრთხილებ, რომ ხვალ დილით აუცილებლად მივალ ჩემს ბიძაშვილ ნიასთან და ვკითხავ და ისიც მეტყვის, რომელი სოფელი თუქალაქია ჩვენთან ახლოს. ეს იმიტომ, რომ ხვალინდელი მოგზაურობა უფრო საინტერესო და ხანგრძლივი იყოს. ალბათ ასეთი იქნება ჩვენი ხვალინდელი საუბარი: - გამარჯობა, ნია! - გაგიმარჯოს, ანა! - ნია, შენ ხომ არ იცი, აი იმ მთის გადაღმა რომელი სოფელია? - როგორ არა, იქ ,,...’’ სოფელია, შენ რა, არ იცი? - ვიცოდი, მაგრამ დამავიწყდა. უფრო შორს? - უფრო შორს ,, ...’’ და ,, ...’’ სოფლებია. - აქედან ქალაქი შორს არის? - რას ამბობ, სულ რაღაც ,, ...’’ წუთის გზაა. რატომ მეკითხები? - ისე, დაიკო თეკლას მინდა მოვუყვე !.. - ააა! - დამიჯერებს ნია. მე რა თქმა უნდა მოვატყუებ ნიას. აბა სიმართლე რომ ვუთხრა და დამცინოს?.. სიმართლე რომ ვუთხრა, მეტყვის: მტვრად ყოფნა რამ განატრაო. ისე, იცით რას ვფიქრობ? დიდები რომ ამბობენ: ფოთლები, ბალახები და საერთოდ ყველაფერი ბოლოს ლპება და ხმება, მერე კი მტვრად იქცევაო, საით მიფრინავს ამდენი ხნის ნაგროვი მტვერი?.. ძალიან ბევრი ხომ არა არის, ყველაფერს ხომ არ წალეკავს?..
  • 17. 17 ნია გუჯაბიძე ახდენილი ოცნება გაზაფხულდა. ხეები ვარდისფრად აყვავდა. მდელოებზე ყაყაჩოებმა ასწიეს თავი, მზე უფრო ყვითლად აკაშკაშდა, ღელეები აჩუხჩუხდნენ. მთის ძირას სახლი მოჩანს, წითელი სახურავი ამშვენებს. იქ ცოლ-ქმარი ცხოვრობს თავის ერთადერთ შვილთან ერთად.მას ემილი ჰქვია. ემილის გული სწყდება, რომ მარტოა. ერთხელ ემილიმ მოიწყინა. მაღალი სიცხე ჰქონდა. დედამ ჰკითხა: -რა დაგემართა, ჩემო თვალისჩინო? -არ ვიცი, დედიკო, - უპასუხა ემილიმ. გავიდა ერთი დღე. ემილის დაბადების დღე ჰქონდა. დედ-მამამ საჩუქარი გაუკეთეს. გაინტერესებთ, რა? მშობლებმა ემილის დიდი, ბომბორა პუდელი აჩუქეს.მას დახვეული კუდი ჰქონდა, ტანად კი - ჭრელი იყო. ასე და ასე! ზოგჯერ შეიძლება ცხოველიც კი გახდეს ძმა ან და; მაგრამ მეამის პრობლემა არ მაქვს, რადგან სახლში სამი გადარეული და მელოდება.
  • 18. 18 გამოფენა ცას მტრედისფერი სამოსი ეცვა, თავზე ოქროს მოსასხამიანი მზე ადგა და ნაირფერებად მორთულ დედამიწას უღიმოდა. ნინი და მისი მეგობრები გამოფენისთვის ემზადებოდნენ. ისინი ტილოზე ზეთის საღებავებით ხატავდნენ. სულ ოცამდე ნახატი შეგროვდა. საუკეთესოები შეარჩიეს, საბოლოოდ მოაწესრიგეს, საგამოფენო დარბაზში წასაღებად გაამზადეს. დადგა გამოფენის გახსნის დღე. ღონისძიების ორგანიზატორებმა ნახატები კედელზე ლამაზად ჩამოკიდეს და ყველანი მოუთმენლად მოელოდნენ დამთვალიერებლებს. დეიდა ნინომ ბავშვებს უთხრა: -ბავშვებო, აქვე იყავით, იქნებ ვინმეს რაიმე შეკითხვა გაუჩნდეს ან ყიდვა უნდოდეს... -აბა თქვენ იცით, როგორ გაყიდით თქვენს ნახატებს.ვინც მეტ ნახატს გაყიდის, რესტორანში დამპატიჟებს,- ეხუმრა ბავშვშვებს ძია მერაბი. -კარგი, ასე იყოს, მაგრამ ჯერ ფეხბურთის ბურთის საყიდელი ფული გვჭირდება, მერე ვნახოთ! - არ დაიბნა ნიკა. ნინის ნახატებს ძალიან ბევრი მსურველი გამოუჩნდა. გადაწყვიტეს, აუქციონზე გაეტანათ. ერთი ნახატი განსაკუთრებით ყველას მოეწონა. ეს იყო ,,კლასობანას თამაში’’. ნახატზე ფერადკაბიანი გოგონები ეზოში ,,კლასს’’ თამაშობდნენ. ერთმა მყიდველმა 100 ლარი დაასახელა, მეორემ გადაუსწრო: -ასოცი’’! -,,გაყიდულია’’ ნახატი გაიყიდა. ნინი სიხარულისგან ხტოდა, ცრემლები მოსდიოდა. ხელზე იჩქმიტა: -ნეტავ, სიზმარია? ასეთ სიხარულს მართლა არავინ მოელოდა: არც ნინი, არც მისი მეგობრები და არც მასწავლებლები. იმ დღესვე წავიდნენ კაფე ,,ცეროდენაში’’ ნაყინები შეუკვეთეს.უფროსებიც დაპატიჟეს. დარჩენილი ფულით ფეხბურთის ბურთიც იყიდეს და ბავშვთა სახლის პატარებსაც დაეხმარნენ.
  • 19. 19 გაიმეორე ,,მადლობა’’, როცა... ქეთო და ნათია მეგობრები არიან. ორივე მეორე კლასში სწავლობს. ერთხელ,გაკვეთილები რომ დამთავრდა და შინ უნდა წასულიყვნენ, მაღაზიას ჩაუარეს გვერდით. ვერ მოითმინეს და მაღაზიაში შევიდნენ, კარგად იცოდნენ, რომ ის ხურდა ფული, რომელიც მშობლებმა სახლიდან გამოატანეს, პირველი გაკვეთილის გამოსვლისთანავე დახარჯეს და ახლა ხუთი თეთრიც კი არ ედოთ ჯიბეში. დახლს მაინც ნამდვილი მყიდველებივით მიუახლოვდნენ. - ნახე ეს რანაირი ტკბილეულია, გუშინ არ ჰქონდათ, ახალი მოტანილი აქვთ! - უთხრა ნათიამ ქეთოს. ქეთომ შეხედა მინით დახურული დახლის თაროს, სადაც პრიალა ფერად ქაღალდში შეხვეული შოკოლადი იდო. ნერწყვი გადაყლაპა და დანანებით თქვა? - ვაიმეეე! ამ დროს მაღაზიის კარებში მოხუცი ქალი გამოჩნდა. იგი ხელჯოხით მოდიოდა და ცდილობდა, გვერდი აევლო იქვე გაწოლილი ძაღლისათვის. ძაღლი მეპატრონეს ეკუთვნოდა. იგი მუდამ თან დაჰყვებოდა პატრონს . ქეთომ და ნათიამ კარგად იცოდნენ, რომ კეთილი მურა არავის ერჩოდა და თვითონ უშიშრად შედიოდნენ ხოლმემაღაზიაში, მაგრამ მოხუცმა ქალბატონმა ეს არ იცოდა და ეშინოდა. გოგონებმა ალერსიანად დაუძახეს ძაღლს: - გამოდი, მურია, აქეთ! გამყიდველიც შეეშველა: - არავის ერჩის, ქალბატონო, ნუ გეშინიათ! ქალს მაინც ეშინოდა და ფრთხილად დგამდა ნაბიჯებს. გოგონები ძაღლთან მივიდნენ და მიუალერსეს. ქალი დამშვიდდა და დახლთან მივიდა. მერე მან გამყიდველს სწორედ ის კანფეტი გამოართვა ორი ცალი, რომელსაც ერთი წუთის წინ გოგონები ნატრობდნენ და ბავშვებს დაურიგა. გოგონები არც დაფიქრებულან, ისე გამოსტაცეს მოხუცს ტკბილეული და ჭამა დაიწყეს. გამყიდველმა მოაბრუნა და შენიშვნა მისცა მათ: - განა არ იცით, რომ მადლობა უნდა გადაუხადოთ? გოგონებს შერცხვათ, ერთმანეთს გადახედეს, ჯერ თავი დახარეს, შემდეგ მიუბრუნდნენ კეთილ ქალბატონს და მადლობა გადაუხადეს. - შეგერგოთ, გაიხარეთ, დიდხანს იცოცხლეთ , შვილებო! - ლოცავდა ხელჯოხიანი ბებო. - მადლობა, ბებო! - დიდი მადლობა, ბებო! -
  • 20. 20 მანძილიტოტიდან მიწამდე პაწაწინა ტოტი ვარ. თანდათან ვიზრდები.როცა გავიზარდე, გავუშვი განიერი ტოტები. ლამაზი, ხასხასა მწვანე ფოთლებით შევიმოსე. ცოტა ხნით თავზე ყვავილების გვირგვინიც დავიდგი და თავი პატარძლად წარმოვიდგინე. მიმოვიხედე და დავინახე: სხვა ხის ტოტებიც ჩემსავით გვირგვინებით იდგნენ.თავი იმათაც დედოფალი ეგონათ,მაგრამ მეფე სად იყო? მგონი იმათაც ჩემსავით გაიფიქრეს და ყველას ერთად გაგვეცინა. ნელი სიო ქროდა და შესაძლოა, იმანაც აგვაშრიალა. მალე გემრიელი ნაყოფითაც დავიხუნძლე. ყველას გულს ვახარებდი. ვახო პაპა ხშირად მოდიოდა თავის შვილიშვილებთან ერთად. შეშას აგროვებდნენ,ტყის ხილს კრეფდნენ. დრომ თავისი გაიტანა. წითელ-ყვითელი კაბები ჩაიცვეს ჩემმა მეგობრებმა. მეც მათ მივბაძე. ცივი ქარი შემოეჩვია ჩემს საცხოვრებელს. ზამთრისპირი დადგა. ხმელი ტოტები ვეღარ უძლებდნენ ქარიშხლის შემოტევას და ძირს ეცემოდნენ. მეც მათსავით დამატყდა თავს ბუნების რისხვა. დედა ხეს მოწყვეტილი დაბლა დავეცი. აღარაფრის იმედი აღარ მქონდა. მეგონა, ყველაფერი დამთავრდა,მაგრამ არა! გამიმართლა. ისევ დაუბერა ძლიერმა ქარმა. ხელში ამიყვანა და ჩემი მეორე ცხოვრებაც დაიწყო: დავქროდით,დავნავარდობდით. სულ მთლად შემოვიარეთ საქართველო. რა არ ვნახეთ და რას არ შევეხეთ. ეს რამდენი სოფელი და რაიონი გვქონია. რამდენი ქალაქი, ტბა და მდინარე. ულამაზესი ეკლესიები, უძველესი კოშკები და ციხე-ქალაქები. ქარმა სულ მომატარა ჩვენი ქვეყანა. ადრე მე, საცოდავს მეგონა, რომ ქვეყანა დედაჩემის სიახლოვეს იწყებოდა და მთავრდებოდა.მეგონა, ქვეყნად მხოლოდ ვახო პაპა და მისი ოჯახი ცხოვრობდა. ისიც ჩვენთან ხილისა და შეშისთვის დადიოდნენ. თურმე როგორ ვცდებოდი! უამრავი ადამიანი ვნახე.ზოგი ვახო პაპასავით კეთილი და მშრომელი, ზოგი ზარმაცი და არაფრისმქონე, ზოგიც მდიდარი, მაგრამ ბოროტი.იმდენი რამ ვნახე და გავიგე, უკვე არ ვნანობ, რომ დედას დავშორდი. ეს მოგზაურობა ღირდა მეორე სიცოცხლედ. ისე, დედა მაინც დედაა, მას ვერავინ შეცვლის და მეც ისევ მენატრება დედასთან დაბრუნება. იქნებ ქარმა ისევ დამაბრუნოს ჩემს ძველ სამყოფელთან. მივალ, დედას კალთაზე მოვეხვევი, ავტირდები, ჩემს ამბებს მოვუყვები, დედაც მაპატიებს და მიმიღებს,მის შორიახლოს მიწას მიმაბარებს.
  • 21. 21 ბადრი სარიშვილი ნიკო და კიკო ნიკო და კიკო მეგობრები არიან. ნიკო ჭირვეულია. კიკო - ერთგული მეგობარი. ნიკო კიკოს ყოველ დღე ამშვიდებს: გაზაფხული მოვიდაო. უკვე ბევრჯერ გაუმეორა ეს ფრაზა, მაგრამ ნიკოს არ სჯერა. მას გაზაფხულზე აქვს დაბადების დღე. ეჩვენება, რომ ზამთარი ძალიან გაიწელა. როდესაც ნიკოს ცხრა წელი შეუსრულდა, ჭოლა ბაბუამ და ციალა ბებომ მობილური აჩუქეს. ასე უთხრეს: მომავალში, ოქროს დაბადების დღეზე, კომპიუტერს გიყიდითო. იმ დღის მერე ელოდება გაზაფხულს, რადგან მისი დაბადების დღე ათ აპრილს არის, ამიტომაც ბუზღუნებს ამდენს და კიკოც ვერ ამშვიდებს. გაზაფხული მართლაც მოვიდა. -აა, მე ვიცი, როგორ დავარწმუნო ნიკო- გაიფიქრა კიკომ. -ნიკოოო! -ჰო. ხედავ, ყველაფერი აყვავდა? -ეგ მეც შევამჩნიე, კიკო! -მერე? ეხლა რა დროა? -ურააა! გაზაფხული მოსულა.
  • 22. 22 კაჭკაჭები და ბუები -ბუკა, უუუ, ბუკა, გამოიხედე გარეთ, სტუმარი გყავს! - დაიძახა ვიღაცამ ბუების ფუღუროსთან. დედა ბუმ, მამა ბუმ და ორმა ბუკიტა ღლაპმა ერთდროულად გამოიხედეს ხის ხვრელიდან. -ოოო, ჩემი ძველი მეგობარი მესტუმრა,კაჭკაჭი თავისი ცოლით. - გამარჯობა, ბუკა, როგორა ხარ? -კარგად, კარგად. თავად? როგორც ხედავ, მეც კარგად ვარ და ჩემი ოჯახის წევრებიც.ლხინისა და სტუმრობის ხასიათზე ვართ და გეწვიეთ, -კაჭკაჭმა თავმომწონედ გადახედა თავის კუდაბზეკილ ცოლს.- სახლში არ შემიპატიჟებ? -ბოდიში მინდა მოგიხადო,ძმობილო, მაგრამ ჩემი სახლი ძალიან პატარაა. შიგ ჩვენც ძლივს ვეტევით. მერე ამ ეშმაკებმა ყველაფერი ისე აურიეს, ჯობს,შენთან წავიდეთ. -კარგი, წავიდეთ, მაგრამ მეც პატარა ბუდე მაქვს, ისევ მდელოზე ჯობია. ყველანი ბუების ბუდის მახლობლად მდელოზე გავიდნენ. იქვე ბალამწარას დახუნძლული ხე იდგა. დაკრიფეს, სხვა გამვლელი ფრინველებიც მიიწვიეს და ქეიფი გამართეს. კაჭკაჭი ტრაბახობდა: -ხედავ, როგორი ქეიფი გავმართე? ჩიტბატონათი დაწყებული და ცასწავალათი დამთავრებული, ყველა დავპატიჟე. ასეთი ქეიფი ზოგ-ზოგებს სიზმარშიც არ ექნებათ ნანახი! ბუკო, სხვა დროს აღარ გაგივა თავის მოკატუნება. როცა ვინმე გესტუმრება, თავი არ უნდა აარიდო, - ჩაუკრა სიტყვა ეშმაკმა კაჭკაჭმა. წვეულება დამთავრდა. კმაყოფილი ბუები შინ წავიდნენ. ექვსი თვის შემდეგ კაჭკაჭი ისევ ესტუმრა ბუს. -ბუუუ, ბუკიტოო! ამჯერად მარტო გახლდათ კაჭკაჭი და ბუმაც შინ შეიპატიჟა. გადანახული ლეღვის ჩირი მიართვა სტუმარს. -ჭახ, ჭუხ, ჭახ, ჭუხ! - გაისმა ხმა. ხე წაიქცა. შეშინებული ბუები და კაჭკაჭი სხვა ხეზე გადაფრინდნენ. -ვაიმე, ვაიმე, ჩემი სახლი! ახლა რა მეშველება, სად უნდა ვიცხოვრო? - ატირდა ბუ. კაჭკაჭმა გასაჭირში მყოფი მეგობარი მაშინვე მიატოვა და გაიქცა. ასე თქვა: -მე ღარიბებს ვერ ვიტანო.
  • 23. 23 ბუს რა უნდა ექნა? ბევრი ეძახა: დამეხმარეო,მაგრამ უკანაც არ მოუხედა ჭამა-სმის მოყვარე მეგობარმა. -იქნებ სხვა დროს შენც გაგიჭირდეს. დღეს მე მიჭირს, ხვალ შენ გაგიჭირდება, - ჩაილაპარაკა ბუმ. სიზმარში გეგონება თავი, ისე უეცრად დაგატყდება თავს ხიფათი. აი, მაშინ კი დაგჭირდება ძმა და მეგობარი. რას იზამ, ასეთები არიან კაჭკაჭები: ბევრს ლაპარაკობენ, ცოტას შრომობენ,მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. თქვენ კაჭკაჭს არ მიბაძოთ.
  • 24. 24 შინაარსი მზევინარ საჩეჩელაშვილი - გვ.3 1.ყველაზე გემრიელი ნაყინი - გვ.3 2.მძიმე საფარი - გვ.4 3.ღვთის საჩუქარი - გვ.5 4.ფოთოლი ქარში - გვ.6 5.სამოგზაუროდ - გვ.7 ნიკა ნაკაიძე - გვ. 9 6.ნადირობა მაგარი რამეა! - გვ. 9 7.ტკივილი - გვ.10 8.ახალი ველოსიპედი - გვ.11 10.სიკეთე აი ეს არის! - გვ.12 11.მტვერი - გვ.13 ანა გუჯაბიძე - გვ.14 11.მომავლის შიშით - გვ.14 12.კეთილი დეიდა მარინე - გვ.15 13.მინდა ვიფრინო - გვ.16 ნია გუჯაბიძე - გვ.17 14.ახდენილი ოცნება - გვ.17 15.გამოფენა - გვ. 18 16.გაიმეორე მადლობა, როცა... - გვ.19 17.მანძილი ტოტიდან მიწამდე - გვ.20 ბადრი სარიშვილი - გვ.21 18.ნიკო და კიკო - გვ.21 19.კაჭკაჭები და ბუები - გვ.22
  • 25. 25 2017 წელი, 15 მაისი ანა გუჯაბიძე - 591 26 58 10 მზევინარ საჩეჩელაშვილი - 558 55 44 28 ნიკა ნაკაიძე - 598 22 80 62 ნია გუჯაბიძე - 598 98 60 10 ბადრი სარიშვილი -