SlideShare a Scribd company logo
1 of 1
კომეტა ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი
ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად
თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია
მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული
კუდის ფორმა.
კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად
ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე.
კომეტა მცირე ზომის , სულ რამდენიმე კილომეტრის დიამეტრის მქონე,
უსწორმასწორო ფორმის სხეულია და ძირითადად, ყინულისა და მასში ჩაყინული
მტვერისა და ქვებისგან შედგება
პერიჰელიუმთან მიახლოებისას მზის სხივები კომეტას სულ უფრო ძლიერ ათბობს,
მისი შემადგენელი ყინულის კრისტალები ორთქლდება და მტვერთან ერთად
კომეტის გარშემო სივრცეში გაიბნევა. მცირე მასის გამო, კომეტას სუსტი
მიზიდულობა აქვს და ორთქლისა და მტვერისეს ღრუბელი კომეტის ბირთვს
დიდი მანძილით შორდება- კომეტას უჩნდება ე.წ. კომა , რომლის დიამეტრიც
რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრი შეიძლება იყოს. კომეტის კომის
შემადგენელი ნივთიერება ძალზე გაიშვიათებულია, მისი სიმკვრივე ბევრად
ნაკლებია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო სიმკვრივეზე. მზესთან კიდევ უფრო
დაახლოებისას მზის გამოსხივების გავლენით კომეტის თავის ნივთიერება მზის
საპირისპირო მიმართულებით იწყებს მოძრაობას და კომეტას გრძელი ათეულ
მილიონობით კილომეტრის სიგრძის კუდი უჩნდება, რომელიც მზესთან
მიახლოებისას კომეტას მისდევს, ხოლო მზისგან დაშორებისას- წინ უსწრებს მას.
მზისგან დაშორებისას კომეტის კუდიც და თავიც თანდათან პატარავდება და
ბოლოს სულ ქრება.
კომეტის კუდი დედამიწისათვის სახიფათო არ არის, კუდის ნივთიერება ხომ
ძალზე გაიშვიათებულია. ბევრად უფრო სერიოზული და შესაძლოა, სახიფათოც,
კომეტის მყარ ბირთვთან შეჯახება იქნებოდა.

More Related Content

What's hot (7)

5 Kl Mtvare
5 Kl Mtvare5 Kl Mtvare
5 Kl Mtvare
 
მზის სისტემა
მზის სისტემამზის სისტემა
მზის სისტემა
 
მთვარე
მთვარემთვარე
მთვარე
 
Galaqtika da chven
Galaqtika  da  chvenGalaqtika  da  chven
Galaqtika da chven
 
მთვარე - ლაშა ლაშხი
მთვარე - ლაშა ლაშხიმთვარე - ლაშა ლაშხი
მთვარე - ლაშა ლაშხი
 
ჩვენი სამყარო
ჩვენი სამყაროჩვენი სამყარო
ჩვენი სამყარო
 
Aurora(1)
Aurora(1)Aurora(1)
Aurora(1)
 

comets კომეტები

  • 1. კომეტა ანუ, როგორც მას ხშირად უწოდებენ, კუდიანი ვარსკვლავი პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული, მეტად თავისებური, კოსმოსური სხეულია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მეტისმეტად მცირე მასა, დიფუზიური მდგომარეობა, ლაქისებრი, წაგრძელებული კუდის ფორმა. კომეტებს ჩვენ მხოლოდ მზის სისტემის შიგნით ვხედავთ, თუმცაღა ისინი ხშირად ვარსკვლავთშორისეთიდან მოგვევლინებიან ხოლმე. კომეტა მცირე ზომის , სულ რამდენიმე კილომეტრის დიამეტრის მქონე, უსწორმასწორო ფორმის სხეულია და ძირითადად, ყინულისა და მასში ჩაყინული მტვერისა და ქვებისგან შედგება პერიჰელიუმთან მიახლოებისას მზის სხივები კომეტას სულ უფრო ძლიერ ათბობს, მისი შემადგენელი ყინულის კრისტალები ორთქლდება და მტვერთან ერთად კომეტის გარშემო სივრცეში გაიბნევა. მცირე მასის გამო, კომეტას სუსტი მიზიდულობა აქვს და ორთქლისა და მტვერისეს ღრუბელი კომეტის ბირთვს დიდი მანძილით შორდება- კომეტას უჩნდება ე.წ. კომა , რომლის დიამეტრიც რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრი შეიძლება იყოს. კომეტის კომის შემადგენელი ნივთიერება ძალზე გაიშვიათებულია, მისი სიმკვრივე ბევრად ნაკლებია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო სიმკვრივეზე. მზესთან კიდევ უფრო დაახლოებისას მზის გამოსხივების გავლენით კომეტის თავის ნივთიერება მზის საპირისპირო მიმართულებით იწყებს მოძრაობას და კომეტას გრძელი ათეულ მილიონობით კილომეტრის სიგრძის კუდი უჩნდება, რომელიც მზესთან მიახლოებისას კომეტას მისდევს, ხოლო მზისგან დაშორებისას- წინ უსწრებს მას. მზისგან დაშორებისას კომეტის კუდიც და თავიც თანდათან პატარავდება და ბოლოს სულ ქრება. კომეტის კუდი დედამიწისათვის სახიფათო არ არის, კუდის ნივთიერება ხომ ძალზე გაიშვიათებულია. ბევრად უფრო სერიოზული და შესაძლოა, სახიფათოც, კომეტის მყარ ბირთვთან შეჯახება იქნებოდა.