SlideShare a Scribd company logo
1 of 2
Download to read offline
ძვირფასო ESM-ის კურსდამთავრებულებო,

მოხარულნი      ვართ    მოგმართოთ      ESM-ის       კურსდამთავრებულთა       ასოციაციის    (“Alumni”)   გამგეობის
სახელით და გვსურს მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და
განვითარების შესახებ.

დაგვეთანხმებით, რომ Alumni-ს ამოქმედებას უკვე დიდი ხანია ელოდება ESM-ის კურსდამთავრებულთა
არაერთი თაობა.      მიუხედავად      იმისა,   რომ    ორგანიზაცია    დაფუძნდა    ჯერ     კიდევ   2000   წელს,   იმ
დროისათვის კურსდამთავრებულთა (100-ზე ნაკლები) სიმცირის გამო იდეის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა.

ამასთან კურსდამთავრებუთა მიერ სათანადოდ არ იყო გაცნობიერებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანია
მათ შორის ურთიერთობების შენარჩუნება და გამყარება, ასევე სკოლის განვითარების მხარდაჭერა. ამ
საკითხებზე არაერთხელ შედგა შეხვედრა სხვადასხვა კურსის, თუ ჯგუფის ინიციატივით და იყო
კამათი, თუ რამდენად საჭიროა Alumni-ს ჩამოყალიბება და ქმედითი იქნება თუ არა იგი.

საბედნიეროდ, დღეს ჩვენ ამ თემაზე აღარ ვკამათობთ, რადგან დავრწმუნდით, რომ დღესდღეობით
ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია სასარგებლო კავშირები და პროფესიონალური კადრები.

როგორ მოვედით დღემდე და რას ვაპირებთ?

იდეის გამოცოცხლება მოხდა 2007 წლის გაზაფხულზე ESM-ის 15 წლის იუბილეს მზადებისას. ეს
თარიღი    ბუნებრივად     აღმოჩნდა    საკმაოდ  ძლიერი     კატალიზატორი    ასოციაციის   თემის
განვითარებისათვის. გაიმართა ბევრი ნაყოფიერი და ცხარე შეხვედრა, იყო საინტერესო ინიციატივებიც.
შედეგად   საწყის    ეტაპზე     ჩამოყალიბდა     სხვადასხვა   თაობის    კურსდამთავრებულთა         მცირე   ჯგუფი,
რომელმაც ამ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების და იდეებისა, თუ რუტინული ორგანიზაციული
საკითხების გადაწყვეტის კოორდინაცია აიღო საკუთარ თავზე და დღემდე აქტიურად მუშაობს ასოციაციის
განვითარების ამოცანაზე.

დღეისათვის:

   1.   ჩამოყალიბებულია ასოციაციის მისია, მიზნები, ორგანიზაციული სტრუქტურა;
   2.   მოწესრიგებულია ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტაცია, საბანკო და სხვა საკითხები;
   3.   ორგანიზებულია ასოციაციის ოფისი ჭანტურიას ქ. #6/2-ში თბილისი მარიოტთან;
   4.   შერჩეულია და ასოციაციის საქმიანობაში ძალიან მონდომებურად და აქტიურად ჩართულია ESM-ის
        ოთხი სტუდენტისგან შემდგარი აღმასრულებელი გუნდი;
   5.   განახლებულია ESM-ის კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზა;
   6.   ინიცირებულია        ჩვენი   ორგანიზაციის      განვითარებისათვის     მეტად      აქტუალური      რამდენიმე
        პროექტი:
              Online ფორუმი;
              ასოციაციის ვებ-გვერდი;
              პროექტი Reunion (კურსების მიხედვით შეხვედრების ორგანიზება).

დაგვეთანხმებით,       რომ    700-ზე    მეტ    კურსდამთავრებულთან          ხარისხიანი    და     თანმიმდევრული
კომუნიკაციის აწყობა კარგად ორგანიზებული საკომუნიკაციო სივრცის გარეშე შეუძლებელია. გასულ
წელს    ჩავატარეთ       შეხვედრები     ESM-ის       მენეჯმენტთან     და   პროგრამების        ხელმძღვანელებთან,
კურსდამთავრებულთა       სხვადასხვა   ჯგუფთან    და    დამამთავრებელი     კურსის       სტუდენტებთან.          ასევე
დავესწარით დიპლომების გადაცემის ცერემონიას მეტეხი პალასში 2008 წლის ნოემბერში.

შედეგი ყველგან იყო ერთნაირად დადებითი, აშკარაა დიდი დაინტერესება, მხარდაჭერა და თანადგომის
სურვილი     სკოლისგან    და    კურსდამთავრებულთაგან,       თუმცა    ვაღიარებთ,    რომ    ყველას        ხმა    ვერ
მოგაწვდინეთ, ინფორმაცია ვერ მოგაწოდეთ, რაზეც გულწრფელ ბოდიშს გიხდით. მომავალში Alumni–ს
აღმასრულებელი გუნდი ოპერატიულად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

ზემოაღნიშნული აქტივობის შედეგად ასოციაციაში გაწევრიანების               სურვილი       გამოთქვა     ჯამში      312
კურსდამთავრებულმა (271 ბაკალავრი და 41 მაგისტრი).

დღესდღეობით        თამამად    შეგვიძლია   ვთქვათ,    რომ    ბაკალავრიატისa       და    მაგისტრატურის          700
კურსდამთავრებული არის „კრიტიკული მასა ბიზნეს სექტორში“. ცხადია, რომ თუ მოვინდომებთ და
ასოციაციას ერთად განვავითარებთ, ეს გახდება ძლიერი, საინტერესო და „მაღალი სიმკვრივის“ კომუნა,
რომელიც დაეხმარება თავის წევრებს და სკოლას შემდგომ წინსვლაში. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპს,
როცა უნდა ვიყოთ სოციალურად აქტიური, რის საშუალებასაც მოგვცემს Alumni-ს წევრობა.

წერილს თან ვურთავთ რამდენიმე დოკუმენტს:

   1.   ასოციაციის პრეზენტაცია;
   2.   ასოციაციის წესდება;
   3.   ვებ-პორტალის პროექტი

ჩვენ    აქტიურად    გეპატიჟებით,   გაწევრიანდით      ასოციაციაში,   მოგვწერეთ     თქვენი       აზრი,    მიიღეთ
მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც დაგაინტერესებთ.

მოხარულnი       ვართ,   რომ      ასოციაცია   ჩამოყალიბდა       და    დღითიდღე          იძენს     სერიოზული
ორგანიზაციისათვის აუცილებელ სახეს, თუმცა ეს მხოლოდ ფუნდამენტის ნაწილია, შენობა კი ერთად
უნდა ავაშენოთ.

ჩვენ გვამოძრავებს მხოლოდ ერთი სურვილი - გავაკეთოთ კარგი საქმე.

დიდი ინტერესით ველოდებით თქვენს შემოხმიანებაs.




P.S. გთხოვთ დაგვიდასტუროთ მიიღეთ თუ არა ეს მაილი და მოგვწეროთ თქვენი აქტიური მაილი.



პატივისცემით,


ESM-თბილისის კურსდამთავრებულთა ასოციაციის გამგეობა

More Related Content

Viewers also liked

亚杰通讯第四期.
亚杰通讯第四期.亚杰通讯第四期.
亚杰通讯第四期.sunxin1018
 
MCACES Orientation Presentation Fall 2010
MCACES Orientation Presentation Fall 2010MCACES Orientation Presentation Fall 2010
MCACES Orientation Presentation Fall 2010MCACES
 
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017Pablo Carrillo
 
Diada esportiva 1 a part
Diada esportiva 1 a partDiada esportiva 1 a part
Diada esportiva 1 a partsabinainfantil
 
Produced by convert-jpg-to-pdf.net
Produced by convert-jpg-to-pdf.netProduced by convert-jpg-to-pdf.net
Produced by convert-jpg-to-pdf.netAlex Palermo
 
Photos
PhotosPhotos
Photos812455
 
Plataformas virtuales
Plataformas virtualesPlataformas virtuales
Plataformas virtualesacropolis2013
 
Antimicrobial resistance (amr) and iron
Antimicrobial resistance (amr) and ironAntimicrobial resistance (amr) and iron
Antimicrobial resistance (amr) and ironIllia Izotov
 

Viewers also liked (17)

亚杰通讯第四期.
亚杰通讯第四期.亚杰通讯第四期.
亚杰通讯第四期.
 
Fase Evaluación
Fase EvaluaciónFase Evaluación
Fase Evaluación
 
MCACES Orientation Presentation Fall 2010
MCACES Orientation Presentation Fall 2010MCACES Orientation Presentation Fall 2010
MCACES Orientation Presentation Fall 2010
 
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017
Cambio de presidencia en PMI Mexico Nueva Titular Laura Bravo 2015-2017
 
Diada esportiva 1 a part
Diada esportiva 1 a partDiada esportiva 1 a part
Diada esportiva 1 a part
 
TIERNA
TIERNATIERNA
TIERNA
 
Power1
Power1Power1
Power1
 
Candiota
CandiotaCandiota
Candiota
 
Data Management
Data ManagementData Management
Data Management
 
Produced by convert-jpg-to-pdf.net
Produced by convert-jpg-to-pdf.netProduced by convert-jpg-to-pdf.net
Produced by convert-jpg-to-pdf.net
 
Dados_Alengar
Dados_AlengarDados_Alengar
Dados_Alengar
 
Folha 01
Folha 01Folha 01
Folha 01
 
Presentación sobre el cáncer por eduardo
Presentación sobre el cáncer por eduardoPresentación sobre el cáncer por eduardo
Presentación sobre el cáncer por eduardo
 
Photos
PhotosPhotos
Photos
 
Plataformas virtuales
Plataformas virtualesPlataformas virtuales
Plataformas virtuales
 
Cladea
CladeaCladea
Cladea
 
Antimicrobial resistance (amr) and iron
Antimicrobial resistance (amr) and ironAntimicrobial resistance (amr) and iron
Antimicrobial resistance (amr) and iron
 

Letter To ESM Graduates

  • 1. ძვირფასო ESM-ის კურსდამთავრებულებო, მოხარულნი ვართ მოგმართოთ ESM-ის კურსდამთავრებულთა ასოციაციის (“Alumni”) გამგეობის სახელით და გვსურს მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. დაგვეთანხმებით, რომ Alumni-ს ამოქმედებას უკვე დიდი ხანია ელოდება ESM-ის კურსდამთავრებულთა არაერთი თაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დაფუძნდა ჯერ კიდევ 2000 წელს, იმ დროისათვის კურსდამთავრებულთა (100-ზე ნაკლები) სიმცირის გამო იდეის ხორცშესხმა ვერ მოხერხდა. ამასთან კურსდამთავრებუთა მიერ სათანადოდ არ იყო გაცნობიერებული თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათ შორის ურთიერთობების შენარჩუნება და გამყარება, ასევე სკოლის განვითარების მხარდაჭერა. ამ საკითხებზე არაერთხელ შედგა შეხვედრა სხვადასხვა კურსის, თუ ჯგუფის ინიციატივით და იყო კამათი, თუ რამდენად საჭიროა Alumni-ს ჩამოყალიბება და ქმედითი იქნება თუ არა იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ ამ თემაზე აღარ ვკამათობთ, რადგან დავრწმუნდით, რომ დღესდღეობით ბიზნესში წარმატების მისაღწევად აუცილებელია სასარგებლო კავშირები და პროფესიონალური კადრები. როგორ მოვედით დღემდე და რას ვაპირებთ? იდეის გამოცოცხლება მოხდა 2007 წლის გაზაფხულზე ESM-ის 15 წლის იუბილეს მზადებისას. ეს თარიღი ბუნებრივად აღმოჩნდა საკმაოდ ძლიერი კატალიზატორი ასოციაციის თემის განვითარებისათვის. გაიმართა ბევრი ნაყოფიერი და ცხარე შეხვედრა, იყო საინტერესო ინიციატივებიც. შედეგად საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდა სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულთა მცირე ჯგუფი, რომელმაც ამ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებების და იდეებისა, თუ რუტინული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის კოორდინაცია აიღო საკუთარ თავზე და დღემდე აქტიურად მუშაობს ასოციაციის განვითარების ამოცანაზე. დღეისათვის: 1. ჩამოყალიბებულია ასოციაციის მისია, მიზნები, ორგანიზაციული სტრუქტურა; 2. მოწესრიგებულია ორგანიზაციის იურიდიული დოკუმენტაცია, საბანკო და სხვა საკითხები; 3. ორგანიზებულია ასოციაციის ოფისი ჭანტურიას ქ. #6/2-ში თბილისი მარიოტთან; 4. შერჩეულია და ასოციაციის საქმიანობაში ძალიან მონდომებურად და აქტიურად ჩართულია ESM-ის ოთხი სტუდენტისგან შემდგარი აღმასრულებელი გუნდი; 5. განახლებულია ESM-ის კურსდამთავრებულთა მონაცემთა ბაზა; 6. ინიცირებულია ჩვენი ორგანიზაციის განვითარებისათვის მეტად აქტუალური რამდენიმე პროექტი:  Online ფორუმი;  ასოციაციის ვებ-გვერდი;  პროექტი Reunion (კურსების მიხედვით შეხვედრების ორგანიზება). დაგვეთანხმებით, რომ 700-ზე მეტ კურსდამთავრებულთან ხარისხიანი და თანმიმდევრული კომუნიკაციის აწყობა კარგად ორგანიზებული საკომუნიკაციო სივრცის გარეშე შეუძლებელია. გასულ წელს ჩავატარეთ შეხვედრები ESM-ის მენეჯმენტთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან,
  • 2. კურსდამთავრებულთა სხვადასხვა ჯგუფთან და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებთან. ასევე დავესწარით დიპლომების გადაცემის ცერემონიას მეტეხი პალასში 2008 წლის ნოემბერში. შედეგი ყველგან იყო ერთნაირად დადებითი, აშკარაა დიდი დაინტერესება, მხარდაჭერა და თანადგომის სურვილი სკოლისგან და კურსდამთავრებულთაგან, თუმცა ვაღიარებთ, რომ ყველას ხმა ვერ მოგაწვდინეთ, ინფორმაცია ვერ მოგაწოდეთ, რაზეც გულწრფელ ბოდიშს გიხდით. მომავალში Alumni–ს აღმასრულებელი გუნდი ოპერატიულად ჩაგაყენებთ საქმის კურსში. ზემოაღნიშნული აქტივობის შედეგად ასოციაციაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ჯამში 312 კურსდამთავრებულმა (271 ბაკალავრი და 41 მაგისტრი). დღესდღეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაკალავრიატისa და მაგისტრატურის 700 კურსდამთავრებული არის „კრიტიკული მასა ბიზნეს სექტორში“. ცხადია, რომ თუ მოვინდომებთ და ასოციაციას ერთად განვავითარებთ, ეს გახდება ძლიერი, საინტერესო და „მაღალი სიმკვრივის“ კომუნა, რომელიც დაეხმარება თავის წევრებს და სკოლას შემდგომ წინსვლაში. ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმ ეტაპს, როცა უნდა ვიყოთ სოციალურად აქტიური, რის საშუალებასაც მოგვცემს Alumni-ს წევრობა. წერილს თან ვურთავთ რამდენიმე დოკუმენტს: 1. ასოციაციის პრეზენტაცია; 2. ასოციაციის წესდება; 3. ვებ-პორტალის პროექტი ჩვენ აქტიურად გეპატიჟებით, გაწევრიანდით ასოციაციაში, მოგვწერეთ თქვენი აზრი, მიიღეთ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში სხვადასხვა პროექტზე, რომლებიც დაგაინტერესებთ. მოხარულnი ვართ, რომ ასოციაცია ჩამოყალიბდა და დღითიდღე იძენს სერიოზული ორგანიზაციისათვის აუცილებელ სახეს, თუმცა ეს მხოლოდ ფუნდამენტის ნაწილია, შენობა კი ერთად უნდა ავაშენოთ. ჩვენ გვამოძრავებს მხოლოდ ერთი სურვილი - გავაკეთოთ კარგი საქმე. დიდი ინტერესით ველოდებით თქვენს შემოხმიანებაs. P.S. გთხოვთ დაგვიდასტუროთ მიიღეთ თუ არა ეს მაილი და მოგვწეროთ თქვენი აქტიური მაილი. პატივისცემით, ESM-თბილისის კურსდამთავრებულთა ასოციაციის გამგეობა