Assessment plan checklist (2)

196 views

Published on

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Assessment plan checklist (2)

  1. 1. ინტელის ® სასწავლო პროგრამა ძირითადი კურსი შეფასების გეგმის კრიტერიუმების ჩამონათვალი გავითვალისწინე: რა სტრატეგიებს გამოვიყენებ მოსწავლეთა მზაობის შეფასებისთვის. ნაშრომი ან აქტივობა, რომელიც ჩართავს მოსწავლეებს და საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩემს დასახულ სწავლების მიზნებს და განსავითარებელ სააზროვნო უნარებს. როგორი იქნება ხარისხიანი ნამუშევარი და როგორ ჩავრთავ მოსწავლეებს პროექტის მოლოდინების, სასწავლო მიზნების და კრიტერიუმების გააზრებაში. როგორ შევაფასებ მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ანგარიშგების და მონიტორინგის სტრატეგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა სწავლის თვითრეგულაციას და პროგრესს; მონიტორინგის და ანგარიშგების ინსტრუმენტები, რომელთა შექმნაც დამჭირდება. როგორ შევამოწმებ, რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი, გამოვავლენ მცდარ შეხედულებებს და, საჭიროებისამებრ, შევიტან ცვლილებებს სწავლების პროცესში. როგორ უნდა განვსაზღვრო, იყენებენ თუ არა მოსწავლეები მიღებულ ცოდნას ახალ სიტუაციებში. როგორ უნდა შევუწყო ხელი თანატოლთა უკუკავშირს. როგორ უნდა შევამოწმო, რომ მოსწავლეები ყველაფერს სწორად იგებენ სწავლის პროცესში. შეფასების მეთოდები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს თავიანთი სასწავლო სტრატეგიების რეფლექსიაში (მეტაკოგნიტური) და რა სახის შეფასებების შექმნა მომიწევს. როგორ უნდა დავრწმუნდეთ მე და მოსწავლეები, რომ მათ მიაღწიეს დასახულ მიზნებს. როგორ გამოვიყენებ შეფასების მონაცემებს მომავალში სწავლის პროცესის დაგეგმვისთვის და მოსწავლეების თვითშეფასებისა და ახალი მიზნების დასახვის ხელშეწყობისთვის. საავტორო უფლებები © 2008 წელი, ინტელის კორპორაცია. ყველა უფლება დაცულია Page 1 of 1

×