Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

პრეზენტაცია პროექტისა

543 views

Published on

პრეზენტაცია პროექტისა "პური ჩვენი არსიბისა"

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

პრეზენტაცია პროექტისა

  1. 1. პური • პური, საკვები პროდუქტი, რომელსაც ღებულობენ საფუარით ან ხაშით გაფუებული ცომის გამოცხობით. ცომს ამზადებენ ხორბლისა დაჭვავის (იშვიათად სიმი ნდისა და ქერის) ფქვილისაგან, რომელსაც ზელავენ მარილწყალში. ზოგჯერ უმატებენ შაქარს, ცხიმს, რძესა და სხვა. • პური ყუათიანი პროდუატია, ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. პური ცილების, ნახშირწყლების, მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების (უმთავრესად B ჯგუფის), წყაროა.
  2. 2. პურის ნაირსახეობები
  3. 3. პურის ყანა
  4. 4. ქერი http://www.slideshare.net/
  5. 5. ჭვავი ანუ სვილა
  6. 6. ხორბალი
  7. 7. პურის ნაირსახეობები
  8. 8. მალე ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე
  9. 9. პურ-ფუნთუშეული საწყობში
  10. 10. ევროპული ფუნთუშა
  11. 11. ტრადიციული ღუმელის პური
  12. 12. ჭვავის პური
  13. 13. ჭვავის პური
  14. 14. ოთხი ყუა
  15. 15. ბატონები
  16. 16. პურის სასარგებლო თვისებები: • • ხორბლის პური მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი საკვებია. იგი ბიოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი პროდუქტების რიცხვს მიეკუთვნება. პურის დღიური მოხმარება სხვადასხვა ქვეყანაში 150-დან 500 გრამამდე მერყეობს. პურის მეშვეობით ადამიანი იღებს ნახშირწყლებს ცილებს მინერალურ ნივთიერებებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია პური B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც ნერვული სისტემის რეგულატორების როლს ასრულებს და უზრუნველყოფს სტრესისგან დაცვას. აუმჯობესებს სწავლის უნარს და მეხსიერებას.
  17. 17. შენახვის ვადა და პირობები • შენახვის ვადა და პირობები პურის შენახვა ორნაირად შეიძლება: ოთახის ტემპერატურაზე ან გაყინვით. ოთახის ტემპერატურაზე .შეუფუთავი პურის შენახვის ვადაა 36 საათი, ხოლო პოლიმერულ აპკში შეფუთულისა - 72 საათი. გაყინვის შემთხვევაში პური აუცილებლად პოლიმერულ აპკში უნდა იყოს შეფუთული. გაყინული პურის შენახვა რამდენიმე თვე შეიძლება. გალღობის შემდეგ იგი სასარგებლო თვისებებს აღიდგენს, თუმცა გემოთი და სუნით, რა თქმა უნდა, ახალგამომცხვარს ვერ შეედრება. ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას პური თანდათან ხმება, შრება და ძველდება: რბილობი უმაგრდება, კანი ურბილდება და ხანდახან უნაოჭდება კიდეც (განსაკუთრებით - თუკი მისი საწყისი ტენიანობა სტანდარტულზე მაღალი იყო), იფშვნება, უსუსტდება ახალი პურისთვის დამახასიათებელი გემო და არომატი. ამიტომ არის, რომ ყველას ახალი პური გვიყვარს. ზოგჯერ დიეტოლოგები "გუშინდელი პურის" ჭამას გვირჩევენ.
  18. 18. დაიმახსოვრეთ: • არ შეინახოთ პური პოლიეთილენის პარკში. პურიდან აორთქლებული წყლის ხარჯზე პარკში წარმოიქმნება მაღალი ტენიანობა, რაც დაობებას უწყობს ხელს. პური შეინახეთ ხის, მომინანქრებულ ან სპეციალურ საპურე კონტეინერში. კვირაში ან 10 დღეში ერთხელ მაინც პურის შესანახი გარეცხეთ თბილი ძმრიანი წყლით და გააშრეთ. • კონტეინერში ობი რომ არ წარმოიქმნას: • ჩადეთ მასში რამდენიმე ფენა დოლბანდში გახვეული მდოგვის ფხვნილი; • ჩადეთ მარილი, რომელსაც დატენიანებისთანავე გამოცვლით; • ჩადეთ რამდენიმე აბი ნახშირი, რომელიც ასევე შთანთქავს ტენსა და უცხო სუნს; • არ შეინახოთ ერთად ხორბლისა და ჭვავის პური. ჭვავის პურის ტენიანობა უფრო მაღალია, შესაბამისად, იგი უფრო სწრაფად ობდება. • გაითვალისწინეთ: მაცივარში პური უფრო სწრაფად ძველდება, ვიდრე გარეთ. თუ პურს მაცივარში ინახავთ, ჯობს შეინახოთ საყინულეში. გალღობის შემდეგ პური აღიდგენს ახლის თვისებებს.
  19. 19. დაიმახსოვრეთ • თუ პურის რბილობი ქათქათა თეთრია, პური კი სრულიად უგემური, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პური მდარე ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი, რომელიც ქიმიურად არის გათეთრებული. მათეთრებლად ზოგჯერ საკმაოდ მავნე, კანცეროგენულ ნივთიერებებს იყენებენ. • თუ ახალგამომცხვარი პურის რბილობი იფშვნება, ეს, წესისამებრ, იმის მაჩვენებელია, რომ ფქვილი ძალზე დაბალი ხარისხისა იყო და მისგან რომ პური გამოსულიყო, მეწარმემ ცომში სხვადასხვა საკვები დანამატი შეიტანა. • თუ პურის რბილობში თანაბარი, მცირე ფორების ნაცვლად დიდი სიცარიელეებია, ეს ნიშნავს, რომ პური ზედმეტად არის გაფუებული, ან ქიმიური გამაფუებლები. არც ერთი და არც მეორე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის, ამიტომ ასეთ პურსაც მოერიდეთ. • რუხ და შავ პურში ხშირად ჭვავის ფქვილის ნაცვლად მუქი ფერის საღებავია დამატებული. ამ ფალსიფიკაციის გამოვლენა საკმაოდ იოლია: ჩაფშვენით პური წყალში და შეანჯღრიეთ. თუ წყალს მოყავისფრო (ჩაის) ფერი მიეცა, ეს პური შეღებილია. • თუ პურში მაგარი კოშტები შეგხვდათ, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ეკონომიის მიზნით მეწარმემ სრულიად დაუშვებელი ტექნოლოგია გამოიყენა: ცომში ძველი პურის დამბალი რბილობი შეაზილა და ისე გამოაცხო. • არის შემთხვევები, როცა ბაზარზე გასაყიდად გამოაქვთ კარტოფილისა და თივის ჩხირით დასნებოვნებული ფქვილისგან გამომცხვარი პური. ასეთი პური შენახვისას მძაღე გემოსა და სუნს იძენს, სველი და წებოვანი ხდება. არ მიირთვათ ასეთი პური!
  20. 20. როგორ ავირჩიოთ პური • პურის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი: • კარგად გამომცხვარი პური ელასტიკურია, თითის მსუბუქი დაჭერისას ჩაიზნიქება და მალევე იბრუნებს საწყის ფორმას; • პურის კანი უნდა იყოს ხრაკუნა, პრიალა, ოდნავ ამობურცული, თანაბარი, არ ჰქონდეს ნახეთქები; • პურს უნდა ჰქონდეს სახეობისათვის დამახასიათებელი გემო და სუნი, უცხო სუნი და გემო არ უნდა იგრძნობოდეს; • სახეობისათვის დამახასიათებელი უნდა იყოს პურის ფერიც. მაგალითად, ჭვავისა და ჭვავ-ხორბლის პურს ყავისფერი პრიალა კანი აქვს. • ჯობს აირჩიოთ შეფუთული პური - ნაკლებია მისი დაბინძურების ალბათობა მაღაზიამდე ტრანსპორტირებისას და თავად მაღაზიაშიც. მაგრამ თუ შეფუთულ პურს აწერია, რომ მისი შენახვის ვადა 7-14 დღეა, ნუ შეიძენთ - მას აუცილებლად ექნება დამატებული ქიმიური კონსერვანტები, რომლებსაც რაც ნაკლებს მიირთმევთ, მით უკეთესია. • მიაქციეთ ყურადღება, რომ პური არ იყოს დასვრილი, დამწვარი ან, პირიქით, ზედმეტად თეთრი, გამოუმცხვარი, ანდა ჩავარდნილი. განსაკუთრებით არასასურველია დამწვარი ზედაპირი, რადგან იგი შესაძლოა კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავდეს.
  21. 21. პურის სინონიმები: • საბ. საბავშვო – ბაბა • : ლოლუა (გრძელი პური), შოთი (გრძელი და მსხვილი პური), ბასილა (საახალწლო პური), ბალარჯი (ცუდად გამომცხვარი), (სიმინდის ფქვილნარევი პური) ქულუკანა, („თორნეში ჩაყუდებული პური“ – საბა) ლიკანი, (თონეში ჩავარდნილი და ნაკვერჩხალზე გამომცხვარი ცომის გუნდა) კუტი (რას მიყვირი, შენი კუტით ხომ არა ვარ გაზრდილი?), კუტი პური, (თბილი ჯავახური პური) თბილთაჯა, შაფართხელა, ხმიადი, (თეთრი, მაღალი ხარისხის http://თონის www.slideshare.პური) ჯვარის net/ მამის პური. მაგისთანა პური მარტო (გლეხების ) თონეში ცხვება . ჩვენი თონე კი მარტო ჩვენისთანა , კუტ -პურს აცხობს . (ილია) დედილო ! პატარა ბაბა მომე . (შ. მღვიმელი) თუმც არ მეჭამა მე პური თბილთაჯა , ჯავახურია . (დ. გურამიშვილი) • : ალაო, ხორბალი • პური რუსეთში არა მარტო საკვები პროდუქტია არამედ მდინარეცაა.

×