Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Guria mdebareoba

454 views

Published on

ნინო კვაჭაძე

Published in: Education
  • Login to see the comments

  • Be the first to like this

Guria mdebareoba

  1. 1. გურია დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. გურიას ესაზღვრება აღმოსავლეთით – ფერსათის მთა; დასავლეთით – შავი ზღვა; სამხრეთით მდ. ჩოლოქი და ჩრდილოეთით – მდ. რიონი. პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. სიტყვა გურიის წარმოშობის შესახებ ზუსტი მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს .რადგან გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
  2. 2. . XI-XII საუკუნეში გურია ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები. ამ საგვარეულოს დამფუძნებლად მიიჩნევა კახაბერ I გურიელი,გურიელებს რეზიდენცია ჰქონდათ ოზურგეთსა, და ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა. 1810 წელს გურია რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1921 წელს გურიაში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება .1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ,გურია საქართველოს ადმინისტრაციული მხარეა და გუბერნატორი მართავს.
  3. 3. გურიაში მოედინება მდინარეები: სუფსა,გუბაზეული,ნატანებისწყალი,ბჟუჟი და სხვა.მდინარე სუფსა სათავეს იღებს მთა მეფის წყაროდან და ჩაედინება შავ ზღვაში. გუბაზეულის ხეობა სილამაზით და კალმახის სიმრავლით გამოირჩევა, ხოლო მდინარე ბჟუჟზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური-ბჟუჟჰესი. გურიის ტბებია -დიდი და პატარა ნარიონალი,ჯაჯი ,იმნათი და სხვა. გურიაში სოფელ ნაბეღლავში მოედინება სამკურნალო მინერალური წყალი -ნაბეღლავი.
  4. 4. გურია მოიცავს სამ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის რაიონებს. ოზურგეთი 1864 წელს ქალაქად გამოცხადდა და გურიის ცენტრი გახდა.გურიის მოსახლეობის უმეტესობა სოფელში ცხოვრობს.
  5. 5. გულიანი — ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფელია. მდებარეობს , ზღვის დონიდან 100 მეტრზე. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს გულიანის მთიდან, რომელსაც გულის ფორმის გამო შეერქვა ეს სახელი.ძველად ამავე მთაზე იდგა ციხე. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი რომელასც ადგილობრივები სამკურნალოდ იყენებენ.გულიანი მშობლიური სოფელია მწერალ გიგლა სარიშვილისა და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძისა ,მოჭიდავე ვახტან ბლაგიძისა
  6. 6. ნახვამდის • ჩოჩხათის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე ნინო კვაჭაძე

×