Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Eurounion slideshow

231 views

Published on

Eurounion slideshow

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Eurounion slideshow

  1. 1. ევროპის კავშირი (ევროკავშირი)- ევროპის სახელმწიფოთა მსხვილი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება, 1993 წლამდე მას ერქვა ევროპული თანამეგობრობა.
  2. 2. დევიზი დროშა დღესასწაული • ლურჯ ფონზე წრიულად განლაგებული 12 ოქროსფერი ვარსკვლავი. • 9 მაისი, როგორც ევროკავშირის დაბადების დღე, ჰიმნი მიზანი მიღწევები კომპეტენცია • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის IX სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი • წევრ სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა. • კონფლიქტურ სახელმწიფოთა შორის მშვიდობის დამყარება. • ვრცელდება წევრ ქვეყანათა ეკონომიკაზე, მრეწველობაზე ადამიანთა უფლებებზე • ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. ვალუტა • ევრო.
  3. 3. გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპა დანაწევრებული იყო, მაგრამ იდეა მისი გაერთიანების შესახებ მუდამ არსებობდა. ამერიკული რევოლუციის შემდეგ კი გაჩნდა იდეა ევროპის შეერთებული შტატების შესახებ. ზედიზედ ორი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპელებმა თანდათან გააცნობიერეს ერთიანობისა და მჭიდრო თანამშრომლობის იდეა და დაადგნენ პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია, მშვიდობა და უსაფრთხოება იყო.
  4. 4. ევროკავშირის შექმნას რამდენიმე მნიშვნელოვანმა შეთანხმებამ და აქტმა ჩაუყარა საფუძველი: 1. 1951 - ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 2. 1957 - ევროპული თანამეგობრობა 3. 1957 - ატომური ენერგიის ევროპული თანამეგობრობა
  5. 5. დღეისათვის ევროკავშირში გაერთიანებულია 28 ევროპული ქვეყანა. ბოლო გაფართოება 2013 წლის I ივლისს მოხდა, როდესაც ორგანიზაციას ხორვატია შეუერთდა. ევროკავშირის საერთო ფართობი 3,892 ათასი კვ.კმ. 455მილიონი მოსახლეობით. ერთობლივი ეროვნული პროდუქტისა და საგარეო ვაჭრობის მასშტაბებით ევროკავშირი წინ უსწრებს აშშსა და იაპონიას.
  6. 6. დღეისათვის ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტი არის 2003 წლის “მიერთების შეთანხმება”, რომელიც ძალაშია 2004 წლის 1 მაისიდან.
  7. 7. საფინანსო ორგანიზაციები
  8. 8. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებშია განთავსებული
  9. 9. ჯოზე მანუელ დურაულ ბაროზო პორტუგალიელი, ევროკომისიის პრეზიდენტი
  10. 10. მირეკ ტოპოლანეკი ჩეხი, 2009 წლიდან ევროსაბჭოს თავმჯდომარე
  11. 11. იეჟი ბუზეკი პოლონელი ევროპარლამენტის თავმჯდომარე
  12. 12. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა.
  13. 13. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ქვაკუთხედია. 1996 წელს მიღებული ეს შეთანხმება, რომელიც 1999 წელს შევიდა ძალაში, თავდაპირველად ათი წლის ვადით იყო მიღებული, თუმცა 2009 წლიდან ის ყოველ წელს, ავტომატურად, ერთი წლით გრძელდება
  14. 14. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.
  15. 15. ევროკავშირის მონიტორინგი (EUMM) საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო. მას საფუძვლად დაედო ის მექანიზმები, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით თბილისსა და მოსკოვს შორის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული შეთანხმებებით იყო გათვალისწინებული. ევროკავშირის მანდატი გულისხმობს ამ შეთანხმებების მონიტორინგს და ის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვრცელდება.
  16. 16. 2009 წლის გაზაფხულზე ევროკავშირმა წამოაყენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომლის მიზანი იყო, საქართველოში, ისევე როგორც აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა.
  17. 17. 2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების , მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე. შეთანხმების პარაფირება 2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა.

×