Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

სამართალი პრეზენტაცია

3,539 views

Published on

Criminal Law

Published in: Law
  • Be the first to comment

სამართალი პრეზენტაცია

  1. 1. სისხლის სამართალი, როგორც სამართლის დარგი By Shalva Mouravidze
  2. 2. სისხლის სამართალი წარმოადგენს საჯარო სამართლის ერთ-ერთ სფეროს.სახელმწიფო სისხლის სამართლის მეშვეობით თავის სისხლისსამართლებრივ ძალაუფლებას ადამიანების (და, იურიდიული პირების ) მიმართ ახორციელებს დაქვემდებარების პრინციპის საფუძველზე. თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, თანამედროვე სამართალში სისხლის სამართალი ცალკე არის გამოყოფილი, რის შედეგადაც არსებობს სამართლის სამწევროვანი დაყოფა: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი და სისხლის სამართალი. სისხლის სამართალი, თავის მხრივ, იყოფა მატერიალურ და ფორმალურ (პროცესუალურ ) სისხლის სამართლად. ქართული სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი შედგება სამი ძირითადი ინსტიტუტისგან: სისხლის სამართლის კანონი, დანაშაული და სასჯელი.
  3. 3. 1.საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. 2. სსკ-ის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. 3. ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. სისხლის სამართლის ცნება ორი მნიშვნელობით იხმარება: სისხლის სამართალი , როგორც კანონმდებლობის ერთ– ერთი დარგი და სისხლის სამართალი, როგორც სამართლის დარგი. სისხლის სამართალი, როგორც კანონმდებლობის დარგი, წარმოადგენს პარლამენტის მიერ დადგენილ ნორმათა სისტემას, რომლებიც განსაზღვრავენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპებს, სასჯელის სახეებსა და ოდენობას, სასჯელისაგან განთავისუფლების საფუძველებს და ა.შ. რაც შეეხება სისხლის სამართალს, როგორც სამართლის სისტემის შემადგენელ დარგს, იგი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობა და თავის თავში მოიცავს შესაბამის კანონმდებლობას,კანონშემოქმედებას და სამართლის შეფარდებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ ურთიერთობებს.
  4. 4. სისხლის სამართლის კანონი და ნორმა სისხლის სამართლის კანონმდებლობა მიეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს განსაკუთრებულ გამგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის ერთადერთი წყაროა სისხლის სამართლის კანონი, არც ერთ სხვა აქტში არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სისხლისსამართლებრივი ნორმა. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულადაა კოდიფიცირებული. სისხლის სამართლის მატერიალურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმები და კონვეციები. ფორმალურ წყაროს წარმოადგენს სასამართლო პრაქტიკა. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს იგი ორ ნაწილისაგან შედგება. ზოგადი ნაწილი შეიცავს ცნებებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ ყველა დანაშაულისა და დანაშაულის შემადგენლობისათვის, სასჯელის დანიშვნისა და ა.შ საკითხებისათვის. კერძო ნაწილში მოცემულია კონკრეტულად დანაშაულები მათთვის გათვალისწინებული სასჯელის სახეები.
  5. 5. დანაშაულის ნიშნები და კლასიფიკაცია „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი სისხლის სამართლის კოდესით გათვალისწინებული მართლსაწინააღმმდეგო და ბრალეული ქმედება. სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით განასხვავებენ დანაშაულის სამ კატეგორიას: ნაკლებად მძიმე დანაშაული, მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. დანაშაულის შემადგენლობის ცნება და სახეები დანაშაულის შემადგენლობის ცნება მოიცავს ოთხი ჯგუფის ნიშანს, რომელთაც ეწოდებათ დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები. ესენია: ობიექტი, ობიექტური მხარე, სუბიექტი და სუბიექტური მხარე. დანაშაულის ობიექტია სისხლის სამართლის კანონით დაცული სიკეთე, ინტერესი, რომელსაც დანაშაულებრივი ხელყოფისშედეგად მიაყენეს ან შეიძლება მიაყენონ ზიანი.
  6. 6. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიცავს ქმედების გარეგან დახასიათებას, რაც გამოიხატება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სამართალსაწინააღმდეგო ქმედებაში., რომელიც ზიანს აყენებს დანაშაულის ობიექტს ან ქმნის მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. დანაშაულის სუბიექტია როგორც ფიზიკურად შერაცხადი, ასევე იურიდიული პირი. მითითებას დანაშაულის სუბიექტზე შეიცავს კოდექსის ზოგადი ნაწილი. სუბიექტური მხარე კი შეიცავს ნიშნებს, რომლებიც ასახავენ დანაშაულის შინაგან შინაარსს. ესენი შეიძლება იყოს ბრალის ფორმები, მოტივი და ა.შ. დანაშაულის კვალიფიკაცია დანაშაულის კვალიფიკაცია ნიშნავს ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი ნიშნებისა და სისხლის სამართლის ნორმით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნის ზუსტი შესაბამისობის დადგენას. დანაშაულის კვალიფიკაცია არის ყოველთვის ფაქტობრივი გარემოების სისხლისსამართლებრივი შეფასება. ფაქტორბივი გარემოების სწორი და ამომწურავი დადგენა სწორი კვალიფიკაციის აუცილებელი პირობაა. სწორი იურიდიული კვალიფიკაციის წინამძღვრებებია : 1. საქმის ფაქტობრივი გარემოებების ზუსტი და ამომწურავი დადგენა 2. მათი პროფესიულად ღრმა შესწავლა 3. იმ სავარაუდო ნორმების დადგენა, რომელთა მოქმედების არეშე ექცევა ჩადენილი ქმედება 4. კოდექსის სათანადო მუხლებში მითითებული დანაშაულის ნიშნების შედარება ჩადენილი ქმედების ნიშნებთან 5. სწორი დასკვნი გაკეთება დ ამისი ასახვა პროცესუალურ დოკუმენტში.
  7. 7. სასჯელის ცნება, მიზნები, თეორიები სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნის დროს ხელმძღვანელობს სსკ-ის 53-ე მუხლით („სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები“). იგი ითვალისწინებს არა მარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლში ჩამოყალიბებულია სასჯელის მიზნები. ესენია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
  8. 8. სსკ-ი სასჯელის მიზნებს განსაზღვრავს აბსოლუტურ და პრევენციულ თეორიათა სინთეზირების გზით. აბსოლიტური თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, პრევენციული თეორიის მიხედვით კი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. თანამედროვე სისხლის სამართალში არსებობს სასჯელის აბსოლუტური და რელატიური თეორიები. პირველი მათგანი დაკავშირებულია წარსულთან და სჯის წარსულში ჩადენილი ქმედებებისათვის. ხოლო მეორე მომავალზეა ორიენტირებული, რომ მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები. სასჯელთა ცალკეული სახეებია: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა.
  9. 9. ინდივიდუალური ბრალი ბრალის ცნება და თეორიები ბრალი არის მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალურ- სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, ანუ ბრალი არის ინდივიდის გასაკიცხაობა. წინასწარ გამოძიებაში ბრალდების წაყენება არის მხოლოდ ვარაუდი, რომ ბრალდებულს მოებსამართლე სამართლებრივად გაკიცხავს. დღეს მოქმედი ქართული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალი არის შეფასებითი, ნორმატიული კატეგორია. ფიზიკური პირის ბრალი არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შემდეგი პირობების არსებობისას:
  10. 10. ბრალუნარიანობის (შერაცხადობის) მდგომარეობაში. მართლწინააღმდეგობის შეგნებით (ვიწრო გაგებით, როცა იგი არ უშვებს შეცდომას აკრძალვაში). განზრახი (ან გაუფრთხილებელი) ბრალით, რომელიც ასაბუთებს მართლწინააღმდეგობის შეგნების არსებობას ფართო გაგებით. ბრალის გამომრიცხველი რომელიმე (კანონისმიერი ან ზეკანონიური) საპატიებელი გარემოების არარსებობის ვითარებაში.
  11. 11. მადლობთ ყურადღებისთვის . . .

×