Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ჩემი ზაფხულის მეგობრები სესილი ბერიძე

388 views

Published on

წაკითხული წიგნების პრეზენტაცია სესილი ბერიძე

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

ჩემი ზაფხულის მეგობრები სესილი ბერიძე

  1. 1. ვერთობოდით ერთად... მთელი ზაფხული... სხვადასხვა დროში,სხვადასხვა ადგილას...
  2. 2. მხედარი... დიახ, მხედარი... ოღონდ უთავო... ყველაზე ერთგული წყვილი: მორის ჯერალდი, იგივე მუსტანგერი და ლუიზა პოინდექსტერი. ეს ის ადამიანები არიან,რომლებიც სიყვარულს შეგაყვარებენ... დიახაც, მათი სიყვარულის ისტორია განსაცვიფრებელია. კონტრასტი საზოგადოებრივ ფენებს შორის მათ არ ანაღვლებთ. ხვდებიან ერთმანეთს ფარულად, უყვართ ერთმანეთი ფარული სიყვარულით... ეს ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს, რათა გაიგოს რა არის სიყვარული...
  3. 3. არა სერიალს! წიგნია საუკეთესო “სერიალი”  გამაღიზიანებელი საპნის ოპერები... იდეალური მამაკაცები... სავაში, ონური,ალი და სხვა... სერიალების გმირები დაგავიწყდებათ, თუ მორის ჯერალდზე სულ რაღაც 5 წინადადებას წაიკითხავთ. არა მგონია, რომ უთავო მხედრის ერთ მკითხველს მაინც არ მოსდომებია ლუიზა პოინდექტერის ადგილას ყოფნა... მორისს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ ლუიზას გარდა, სხვა ქალს არც კი შეჰყურებს. იგივე შეიძლება ითქვას ლუიზაზეც...
  4. 4. რა ვქნა ეს “ბავშვურობა” რომ მიყვარს  სხვების თქმით, ასტრიდ ლინდგრენის “ბავშური” წიგნები, 12 წლის “მოზრდილ ბავშვს” რაღაცნაირად იტაცებს. ზაფხულია, შევალ ჩემ საყვარელ წიგნების მაღაზიაში, შევავლებ წიგნებს თვალს... არა, რა ვქნა მაინც წავიკითხავ ამ ასტრიდ ლინდგრენს, რა ვქნა,რომ მიყვარს... დავავლებ ხელს წიგნს და წამოვიღებ, მივუჯდები და პირველივე დღეს 100 გვერდს ვკითხულობ. წელს კალე ბლუმკვისტს დავავლე ხელი და 2-3 დღეში წავიკითხე...
  5. 5. მომავალი დეტექტივი... მომავალი შერლოკ ჰოლმსი  ჩვენი კალე მომავალი შერლოკ ჰოლმსი გახლავთ, ან ის... უიმე! სულ დამავიწყდა რომელი დეტექტივია მისი კუმირი. მოკლედ, სანამ ერთ “უცნაურ ბიძიას” არ შეხვდებოდა, არავის სჯეროდა, რომ კალე მომავალი დეტექტივი გახდებოდა. ყველაფერი ისე გათვალა, როგორც ნამდვილმა დეტექტივმა. პოლიციას, კი ისღა დარჩენოდა დაეკავებინა დამნაშავე.  ასტრიდ ლინდგრენს უამრავი საინტერესო წიგნი აქვს დაწერილი. მე მის წიგნებს “საყვარლობებს” ვუწოდებ. მართლაც, საყვარელი და ბავშვურია და ჩემს ხასიათს შეესაბამება 
  6. 6. მერიმე პროსპერ  პროსპერ მერიმეს პერსონაჟების შეცნობის შემდეგ, ეს მწერალი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი გახდა. მატეო ფალკონე, დონ ჟუანი  (ეს ის არ არის, ვინც თქვენ გგონიათ) და სხვები... ისინი მონაწილეობდნენ “სერიალებში” : მატეო ფალკონე, სულნი სალხინებლისანი, კარმენი. ამ მოთხრობებმა ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს...
  7. 7. თუ ვინმე მკითხავს, თუ როგორი ზაფხული მქონდა, მე ვეტყვი, რომ საუკეთესო, რადგან წიგნების სახით მეგობრები შევიძინე. ბევრგან ვისვენებდი კასა დელ კორვოში, პატარა სოფელში, მთაში, სხვადასხვა ქალაქებში...
  8. 8. მოკითხვა... უცხოვრებო ცხოვრების დროიდან...
  9. 9. დიდი მადლობა მაღაზიას “წიგნები ბათუმში”

×