Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

საერთაშოროსო ჰუმანიტარული სამართალი

639 views

Published on

პრეზენტაცია

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

საერთაშოროსო ჰუმანიტარული სამართალი

  1. 1. საერთაშოროსო ჰუმანიტარული სამართალი ომსაც აქვს კანონები 13.03.2014
  2. 2. გათავდა ომი... კიდეც დაღამდა, ბნელმა მოჰფინა ის არემარე; შეწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე. ზოგი წყალს ნატრობს სიკვდილის წინეთ, ზოგი შველას და შემწეობასა, ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს, რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. – ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდენ, ახლა, იმ კვნესას ყურს რომ უგდებდენ, იმათი ცოდვით იდაგებოდენ. უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით რომ ვერ ჰხედავენ აქ ვეღარაფერს, ერთად არეულ-დარეულებში ვეღარ არჩევდენ მოყვარეს და მტერს! ბრძანა თორნიკემ: - "გაურჩეველად, ქართველი იყოს, გინდა სპარსელი, გინდა ბერძენი, გინდა სომეხი, სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი! სიკვდილი ყველას ათანასწორებს: თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!.. ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს. ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს რომ მიაყენონ შეურაცხყოფა! ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა!"
  3. 3. წითელი ჯვარი შექმნის მოკლე ისტორია: 1859 წელს ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ სოლფერანოში საფრანგეთისა და ავსრტიის ჯარების შეტაკების შედეგად 40 000 ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. ჯარების სამედიცინო სამსახურებმა თავი ვერ გაართვეს სიტუაციას და უამრავი დაჭრილი ბედის ანაბარა დარჩა. ამ დროს იქ იმყოფებოდა ახალგაზრდა ბიზნესმენი ანრი დიუნანი, მას თავზარი დასცა ნანახმა. აქედან გაუჩნდა იდეა ,, დაჭრილთა დახმარების კომიტეტის,, შექმნის შესახებ.
  4. 4. 1863 წლის 24 ოქტომბერს ჟენევაში შეიქმნა ,,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი,,
  5. 5. ემბლემები
  6. 6. სიტუაციური ამოცანა ცეცხლი მოედო პატარა ქალაქს.ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში გახვეულა. ქალაქი პანიკას მოუცავს, ხალხი დახმარებას ითხოვს. ტრაგედიის ადგილას მაშინვე გაჩნდა წითელიჯვრის ორი წარმომადგენელი. განყოფილებაში მისვლისას მათ ასეთი სურათი დახვდათ: • შეშინებული ადამიანები გაქცევას და თან რაც შეიძლება მეტი ქონების წაღებას ცდილობენ • ცეცხლის ალში გახვეულსახლში მოხუცი ქლბატონი ჩაკეტილა, რომლის დამხმარეც არავინაა • არის რამდენიმე დაჭრილი და დაზარალებული, რომლებიც აქამდე ოჯახის წევრებმა მოიყვანეს და დახმარებას ითხოვენ. ესენია:
  7. 7. 1. დამწვრობამიღებული ბავშვი,რომლის დედაც სასოწარკვეთილია 2. ახალგაზრდა რომელსაც ხელები აქვს დამწვარი და საშინელი ტკივილი სტანჯავს; 3. მოხუცი რომელსაც მთელი სხეული დამწვარი აქვს; 4. მაღალჩინოსანი ოფიცერი,რომელსაც მცირე დაზიანება აქვს მიღებული და სასწრაფო დაზიანებას ითხოვს. ასევე სასწრაფო დახმარებს ითხოვს ცეცხლის ალში გახვეული პოლიციის განყოფილებაც. პატიმრების გადაყვანას მხოლოდ წითელი ჯვრის საზოგადოების წევრები თუ შესძლებენ. არადა ისინი მხოლოდ ორნი არიან. მოსახლეობა წინააღმდეგობას უწევს ამ მოთხოვნას– მათი აზრით დამნაშავეები დახმარებას არ იმსახურებენ. ამ სიტუაციით სარგებლობს ადამიანების ერთი ჯგუფი, რომელიც უმოწყალოდ ძარცვავს მაღაზიებს, საწყობებს სახლებს....
  8. 8. აქედან გამომდინარე....... ომსაც აქვს შეზღუდვები
  9. 9. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაცვა დახმარება იმედი
  10. 10. ,,თორნიკე ერისთავი,, ,, გათავდა ომი... კიდეც დაღამდა, ბნელმა მოჰფინა ის არემარე; შეწყდა კიჟინა და იმის ნაცვლად კვნესა მოისმის აქა-იქ მწარე. ზოგი წყალს ნატრობს სიკვდილის წინეთ, ზოგი შველას და შემწეობასა, ზოგი ბედს ჰყვედრის და ტანჯვით ამბობს, რომ სიკვდილი სჯობს იმის ყოფასა. – ისინი, ვინც რომ ერთ წუთის წინეთ მხეცივით სისხლით ვერა სძღებოდენ, ახლა, იმ კვნესას ყურს რომ უგდებდენ, იმათი ცოდვით იდაგებოდენ. უნდოდათ შველა, მაგრამ, სიბნელით რომ ვერ ჰხედავენ აქ ვეღარაფერს, ერთად არეულ-დარეულებში ვეღარ არჩევდენ მოყვარეს და მტერს! ბრძანა თორნიკემ: - "გაურჩეველად, ქართველი იყოს, გინდა სპარსელი, გინდა ბერძენი, გინდა სომეხი, სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი! სიკვდილი ყველას ათანასწორებს: თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!.. ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს. ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს რომ მიაყენონ შეურაცხყოფა! ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა!"
  11. 11. სჰს აერთიანებს იმ კანონებს,რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს ომის დროს, არ განასხვავებს მტერსა და მოკეთეს, ზრუნავს დაჭრილებსა და დაღუპულებზე, უწევს პატრონობას ტყვეებს,იძულებით გადაადგილებულ პირებს. იცავს ეროვნულ ფასეულობებს.
  12. 12. სჰს–ის ძირითადი დოკუმენტებია: ჟენევის 1949 წლის 4 კონვენცია I – მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; II – საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა-ავადმყოფთა და ხომალდის კატასტროფაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; III – სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ; IV – ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ. და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი I – საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ; II - არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ.
  13. 13. ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაცია • ყოველი ადამიანი თანასწორია ღირსებებითა და უფლებებით; • ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს უკანონო დაკავებისა და პატიმრობისაგან; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იცვლიდეს თავის ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს; • არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში; • არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური, მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი; • ყოველ ადამიანს აქვს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩაურევლობის, საცხოვრებლის ხელშეუხებლობის და მისი კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება;
  14. 14. • ყოველ ადამიანს აქვს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა; • ყოველ ადამიანს აქვს შრომის ხელსაყრელი პირობების, დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი ცხოვრების დონე, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და კეთილდღეობის შენარჩუნებისათვის; • ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება; • ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში.

×