Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Galartioni

257 views

Published on

Published in: Education
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Galartioni

  1. 1. ,,მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია!“ გალაკტიონ ტაბიძის ლექსების თარგმანები სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია ნუნუ ილურიძე-გარსენიშვილი
  2. 2. სასწავლო პროექტის შინაარსი მოსწავლეები შეისწავლიან თარგმანის ისტორიას, მოიძიებენ, გაეცნობიან და შეისწავლიან გალაკტიონ ტაბიძის ლექსების რუსულ, ინგლისურ,ფრანგულ და გერმანულ თარგმანებს. შეადარებენ მათ დედნებთან და ყურადღებას მიაქცევენ, რამდენად ჰგავს ეს თარგმანები ორიგინალებს მხატვრული თვალსაზრისით, რამდენად გადმოსცემენ პოეტის განცდებსა და გრძნობებს.გაეცნობიან გალაკტიონის შემოქმედების თანამედროვე მთარგმნელებს, შეეცდებიან, თარგმნონ პოეტის რომელიმე ლექსი.
  3. 3. პროექტის ხედვა მოდულის შექმნით მე მინდა, მოსწავლეებს გავაცნო თარგმანის ისტორია და თანამედროვე მთარგმნელობითი პრინციპები, გალაკტიონის ლექსების თარგმანები რუსულ,ინგლისურ,ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მოდულზე მუშაობის განმავლობაში, მინდა რომ მოსწავლეებმა შეადარონ თარგმანები დედნებს და შეძლონ მსგავსებაგანსხვავების აღმოჩენა მხატვრული თვალსაზრისით. ისწავლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და თარგმნონ გალაკტიონის ლექსები უცხო ენაზე.
  4. 4. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა: რა საშუალებებით ახერხებს ადამიანი საკუთარი განცდებისა და გრძნობების გადმოცემას? თემატური კითხვა : რა საჭიროა მშობლიურ ენაზე შექმნილი მხატვრული ნაწარმოების სხვა ენაზე თარგმნა? რატომ ჯობია მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა ორიგინალში? შინაარსობრივი კითხვები : გადმოსცემს თუ არა გალაკტიონის ლექსების სხვა ენაზე თარგმანები პოეტის გრძნობებს და იწვევს თუ არა ორიგინალის მსგავს განცდებს მკითხველში?
  5. 5. მოსწავლეთა საჭიროებების შესწავლა გამოიყენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები გამოვიყენე მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები: • რა იცით თარგმანის ისტორიის შესახებ? • წაგიკითხავთ თუ არა ქართველი ავტორების ნაწარმოებები სხვა ენაზე? • შეგიდარებიათ თუ არა თქვენ მიერ შეაწავლილი უცხოელი ავტორის ორიგინალი ქართულ თარგმანთან? •პერსონალიის და პიესის სიუჟეტის საბაზისო ცოდნა შეაფასეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები •კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურაში მსგავსებების აღმოჩენა

×