Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

Iaragebis leqsikoni

573 views

Published on

moamzades zestafonis 7 sajaro skolis moswavleebma pedagog nana chitoreliZis xelmZRvanelobit. ist-is maswavlebeli nino chipashvili

  • Be the first to comment

  • Be the first to like this

Iaragebis leqsikoni

  1. 1. ძველი ქართული იარაღის სახელწოდებათა განმარტებითი ლექსიკონი გამომცემლობ: ზესტაფონის მე­7  სკოლის  XI კლასი 2007­2008 სასწ. წ.
  2. 2. ძველი ქართული იარაღის სახელწოდების  განმარტებითი ლექსიკონი აბჯარი – ძველი საომარი იარაღი, აღჭურვილობა  ბეგთარი – იგივე ბექთარი – ჯაჭვის პერანგი (სპარსული ); ბოძალი – ორწვერა ისარი;  ბოძალდი – კონდახიანი მშვილდი; ბუნი – 1. დროშის ან შუბის ტარი; 2. ხანჯლის  ტარი; გეონი –  ხელშუბი,  პირძგიდე; გმური ­ ,,გმური არს ლახვარი  პირბრტყელი და ბუნგრძელი''; გორდა – მოკლე, უვადო ხმალი; დავითფერული – მოკლე ხმალი;  დაზარნიშული ფარია – ზარნიში  (სპარსულია) ლითონის ნივთებზე ამოჭრილი  სხვადასხვა სახე, ოქროთი ან ვერცხლით  ამოვსებული; დამასკი ­  ხმლის სახეობა; დარაკი – ხმალი; დანა – მჭრელი იარაღი; ვადა – ხმლის ხელის  მოსაკიდებელი ნაწილი,  სახელური, ტარი; ზარადხანა – იარაღის  საწყობი, (სპარსული); ზუფანი – პირძგიდე,  გეონის მსგავსი იარაღი; ზუჩი – მეომრის  დამბაჩა – ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის ქუდი; თორი – სხეულის დასაფარავი ჯავშანი; თოფი – ცეცხლსასროლი იარაღი; ისარი – მშვილდით გასასროლი ბასრწვერიანი  ჯოხი; კაპარჭი – ისრების ბუდე, საისრე; კოტა – ხმლის ვადის ნაწილი; ლახვარი – საბრძოლო იარაღი, წვერბასრი,  გრძელტარიანი; ლახტი – საბრძოლო იარაღი, გრძელი მათრახი, 
  3. 3. უტარო; ლოდსატყორცნი – ძვ. მოწყობილობა, რომლითაც ლოდებს უშენდნენ ციხეს; მაჭახელა – დამბაჩის სახელწოდება; მუზარადი – მეომრის ქუდი ლითონისა; საბარკული – ძვ. ,,საწვივე აბჯარი''; სათხედი – ძვ. მოკლე შუბი; სამკლავე – ბრძოლის დროს მკლავზე  გასაკეთებელი ლითონის სახელო მკლავის  დასაფარავად; სატევარი – ბრტყელი, წვეტიანი, პირბასრი  იარაღი; სეფქა – ძვ. გრძელი, მაღალფრთიანი ისარი; სიათა – ძველებური ერთგვარი თოფი; ტალი – მაგარი ქვა; ­ კაჟი, იყენებდნენ კევრის  მოსაჭედად, კვესთან ერთად ცეცხლის  დასაკვესებლად (თოფისთვის,  ჩიბუხისთვის); ტარანტი – ციხეთა კედლების შესამუსრავი იარაღი; ფალია – 1. ძველებური თოფის ის ნაწილი, რომელზეც თოფის წამალს  აყრიდნენ;    2. თავად თოფის წამალი; ფრანგული ­ ერთგვარი ხმალი; ქეიბური – დიდი საბრძოლო ისარი; ქიბურჯი – პატარა ისარი; ყირიმი – ძველებური ინგლისური კაჟიანი თოფი; ჩაბალახი ­ ძველებური საბრძოლო თავსაბურავი  ლითონისა; ჩაფხუტი ­ ძველებური საბრძოლო თავსაბურავი; ჩაჩქანი ­ ძველებური საბრძოლო თავსაბურავი; ძეგლიგი – თოფი; ხანჯალი – ხმალზე  მოკლე ბასრი იარაღი; ხარჩა – ფრთიანი ისარი; ხირიმი – ძველებური ინგლისური კაჟიანი  თოფი; ჯავარდენი – ფოლადის ხმალი, საგანგებოდ  ნაწრთობი; 

×