Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.

ლიზი ლომაიას პრეზენტაცია დედაზე

1,931 views

Published on

Published in: Art & Photos
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

ლიზი ლომაიას პრეზენტაცია დედაზე

  1. 1. დედა
  2. 2. დედა საყვარელი დედა, სულ მოდამ ჩვეენთან არის და ჩვენზე ფიქრობს
  3. 3. • თუ გინდა, რომ არასოდეს • არ დაბერდეს დედა, • გაუღიმე, მიეფერე, • როცა დაღლილს ხედავ. • დედის გული შენზე ფიქრით, • ლოცვითაა სავსე. • თუ რაიმე გაგიჭირდა, • დედას უხმობ წამსვე. • უღალატო, უანგარო, • გიერთგულებს მარად, • თითქოს ყოფნას გიმსუბუქებს, • გაფრენს ჩიტის დარად. • ქვეყნად დედის გულის მსგავსი • ვერაფერი ნახო. • მხოლოდ კარგი იყავი რომ, • მადლი დაუფასო. • თუ გინდა, რომ არასოდეს • არ დაბერდეს დედა, • გაუღიმე, მიეფერე, • როცა დაღლილს ხედავ.
  4. 4. • წყაროს წკრიალი რომ მესმის, • გულს რომ აცოცხლებს ცივ- ცივი, • ეს დედაჩემის ხმა არის • და დედაჩემის სიცილი! • მაღლობზე ტყე რომ შრიალებს • მთას მიქარგული არშიად, • დედას, საყვარელ დედილოს • თითქოს თმა ქარში გაშლია! • მთების მხურვალე კალთებიც • დედის კალთაა ნამდვილად, • მთაზე რომ თეთრი ნისლია, • დედამ უბოძა მანდილად! • ასეა ჩემი სამშობლო • მიწის ყოველი მტკაველი, • დედის მკერდივით თბილია, • ტკბილია ჩემი მთა-ველი! •
  5. 5. • ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს, • ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს, • ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც, • ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია. • თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს • და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს, • გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე, • დედის გული და კალთა გაგათბობს. • ნუ შეგაშინებს მეხი იერით, • მეხი უფესვო ხეებს ერევა, • ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი, • ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა. • ჭირთა თმენა და დიდი იმედი, • დედა სიცოცხლის თვალისჩინია, • ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი, • ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია. •
  6. 6. • ჩემო საყვარელო, ჩემო საფიცარო, ჩემო მშვენიერო დედა, სითბოთი მევსება გული და თვალები, როცა გაღიმებულს გხედავ! მინდა იყო მუდამ ამაყი, ძლიერი, თვალებს არ უხდება სევდა, კორდზე ამოსულა ლურჯთვალა იები, სულ შენ დაგიკრეფავ, დედა!
  7. 7. • დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო, • დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო, • ეს გული შენი გულით ხალისობს, • შენი თვალებით ვხედავ სამყაროს. • ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს • შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“, • რამდენი ღამე არ გძინებია, • რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა. • შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა, • არ მშორდებოდი წუთით, საათით, • რომ სიარული გესწავლებინა • შენც დადიოდი ჩემთან ტაატით. • მე შენი წმინდა შუქი მეფინა, • შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი, • რომ ლაპარაკი გესწავლებინა, • შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
  8. 8. • დედის ხმაზე უფრო ტკბილი, • ხმა არც მწამს, არც მეგულება; • დედის გულზე უფრო ცხელი, • გული არსად მეგულება; • დედის სულზე უფრო სუფთა • სული არსად მეგულება; • დედის თვალზე უფრო სათნო, • თვალი არსად მეგულება. • დედა არის სიყვარული, • სიცოცხლე და ერთგულება!... •
  9. 9. მადლობთ ყურადღებისთვის

×