გაუფრთხილდი სიცოცხლეს. დავალება 1. ბოლო პერიოდში აქტუალურია ფეხით მოსიარულეთა ქმედება, კერძოდ გზის გადაკვეთა ისეთ ადგილებში სადაც გადასვლა არ შეიძლება. ასეთი ქმედება კანონით იკრძალება, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საქართველოს მოქალაქეების აზროვნების შესაცვლელად. შესაბამისად, ხშირია ავარიების რაოდენობა მანქანის სავალ ნაწილზე უკანონოდ გზის გადაკვეთის გამო. დავალება - თქვენ ჯგუფებთან ერთად უნდა მოიფიქროთ ისეთი ღონისძიება კონკრეტულ ადგილზე, რომელიც აამაღლებს ფეხით მოსიარულეთა ცნობიერებას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ქუჩის გადაკეტვა არ შეიძლება მერიასთან შეთანხმების გარეშე. პროექტში შეგიძლიათ ჩართოთ სხვა ადამიანებიც. ხუთშაბათს საღამოს 19:00 საათზე უნდა მოიტანოთ დამამტკიცებელი მასალა ჩატარებული ღონისძიების, სადაც კარგად გამოჩნდება გუნდების ყველა წევრი.