Successfully reported this slideshow.
We use your LinkedIn profile and activity data to personalize ads and to show you more relevant ads. You can change your ad preferences anytime.
ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის
მზია ეგიაშვილის გ ე გ მ ა სასწავლო-შემეცნებითი ვიზი...
# ა მ ო ც ა ნ ე ბ ი დრო რესურსები
1 მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად ოქტომ
2 1-ლი ჯგუფი შეისწავლის ფშავის გეოგრაფიულ
მდებარე...
ატვირთავენ YouTube-ზე და განათავსებენ ბლოგზე. ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები;
პროე...
Upcoming SlideShare
Loading in …5
×

სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)

gegma

Related Books

Free with a 30 day trial from Scribd

See all
  • Be the first to comment

  • Be the first to like this

სას.შემ.ვიზიტი ფშავში(გეგმა)

  1. 1. ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ეგიაშვილის გ ე გ მ ა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის შესახებ ფშავსა და მთიულეთში პროექტზე მუშაობის თარიღი: 15.05- 6.06. 2015 წ. სკოლა: ახალციხის 1-ლი საჯარო კლასი: VI -ბ მოსწავლეთა რაოდენობა: 27 1.პროექტის სახელწოდება: ვაჟა ფშაველას სამშობლოსა და იქ მდებარე ისტორიული ძეგლების გაცნობა-მონახულება და პოპულარიზაცია 2.პროექტის მთავარი იდეა: ფშავისა და მთიულეთის ისტორიისა და გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება და შესწავლა, რეფერატების დაწერა, პრეზენტაციების მომზადება მოძიებული მასალების მიხედვით, ისტორიული ძეგლების მონახულება, ადგილზე პრეზენტაციების გაკეთება, ვიდეოს გადაღება და YouTube-ზე ატვირთვა. 3.პროექტის აქტუალობა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს დაუგროვდებათ საინტერესო მასალები ვაჟა ფშაველას სამშობლოსა და იქ მდებარე ისტორიული ძეგლების შესახებ, გაუჩნდებათ სურვილი, წვლილი შეიტანონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის მოფრთხილებაში, დაცვასა და პოპულარიზაციაში. 4.პროექტის მიზნები: მოსწავლეები გამოიკვლევენ, მოაგროვებენ მასალებს და შეისწავლიან ვაჟა ფშაველას სამშობლოსა და მთაში მდებარე ზოგიერთი ძველი ქართული ისტორიული ძეგლების გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, ლეგენდებს და შეიტყობენ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მათ შესახებ. ამ პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, თვალსაჩინოებების შექმნისა და გამოყენების უნარ-ჩვევები; პრეზენტაციისას ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები; ჩამოუყალიბდებათ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; მოინახულებენ და გაეცნობიან საქართველოს ულამაზეს ტაძრებს. იგრძნობენ მოწიწებას უფლის სახლის მიმართ; გაუღრმავდებათ პატრიოტიზმის გრძნობა. 5.მონაწილე მოსწავლეთა ასაკი: 11 წელი. (VI კლასი) 6.პროექტის ამოცანები და განხორციელების გზები:
  2. 2. # ა მ ო ც ა ნ ე ბ ი დრო რესურსები 1 მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად ოქტომ 2 1-ლი ჯგუფი შეისწავლის ფშავის გეოგრაფიულ მდებარეობას, მასზე არსებულ ლეგენდებებსა და თქმულებებს. (დაწერენ რეფერატს) 15.05.- 6.06 ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ- რა; ინტერნეტი. 3 მე-2 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს ფშავის ტრადიციებს, (დაწერენ რეფერატს) 15.05.- 6.06 ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ- რა; ინტერნეტი. 4 მე-3 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს ანანურის კომპლექსის ისტორიას (დაწერენ რეფერატს) 15.05.- 6.06 ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ- რა; ინტერნეტი. 5 მე-4 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს ბაზალეთის ტბის ისტორიას, მასზე არსებულ ლეგენდებებსა და თქმულებებს. (დაწერენ რეფერატს) 15.05.- 6.06 ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ- რა; ინტერნეტი. 6 მე-5 ჯგუფი გაეცნობა და გამოიკვლევს წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ისტორიას, მასზე არსებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. (დაწერენ რეფერატს) 15.05.- 6.06 ენციკლოპედია; სამეცნიერო ლიტ- რა; ინტერნეტი. 7 მთლიანი კლასი დაამუშავებს საექსკურსიო მარშრუტს და გაემგზავრება. 6.06. 2015. ავტობუსი; ვიდეო-კამერა. ციფრული ფოტო- აპარატი. 8 მოსწავლეთა ჯგუფები ადგილზე გააკეთებენ პრეზენტაციებს მათ მიერ მოძიებული მასალების გამოყენებით, შესაბამისი ისტორიული ძეგლის შესახებ. გადაიღებენ ვიდეო-მასალას. 6.06. 2015 ვიდეო-კამერა. ციფრული ფოტო- აპარატი. 9 ექსკურსიიდან დაბრუნებისას იქ გადაღებული პრეზენტაციის ვიდეო-მასალას ატვირთავენ YouTube-ზე და განათავსებენ ბლოგზე. ივნისი 2015 კომპიუტერი, ვიდეო-კამერა. ციფრული ფოტო- აპარატი. 7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეიგრძნობენ, რომ ეს მხარეც, როგორც მთელი საქართველო, ყველა ქართველისათვის განსაკუთრებით ძვირფასია. მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი, შეიტანონ თავიანთი მოკრძალებული წვლილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში. მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს მთაში, უფრო მეტად შეუყვარდებათ დედა-საქართველო . გადაიღებენ თავიანთ გაკეთებულ პრეზენტაციებს. იქ გადაღებულ ვიდეო-მასალას
  3. 3. ატვირთავენ YouTube-ზე და განათავსებენ ბლოგზე. ჩამოუყალიბდათ ერთმანეთთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; პროექტის განხორციელებით დამყარდება საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და განუვითარდებათ მნიშვნელოვანი უნარები: ქართულ ლიტერატურაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ისტ-ში, გამოიკვლევენ ხელოვნებისა და საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს. ქართულში: ისწავლიან აზრის დალაგებულად გადმოცემას, გამართულად წერას, შთაბეჭდილების გამოხატვასა და გაზიარებას, პრეზენტაციების გაკეთებისას ჩამოუყალიბდებათ ორატორობის უნარ-ჩვევები; გეოგრაფიაში: გაეცნობიან მთაში არსებული ისტორიული ძეგლების ადგილ-მდებარეობას, გამოიკვლევენ ჰავას, კლიმატს, იქ არსებულ მდინარეებს, მთებს და ა.შ. ისტორიაში: გაეცნობიან ეპოქას, როცა აიგო აქ ისტორიული ძეგლები, ჩამოუყალიბდებათ ისტორიული კვლევის უნარები. ისტ- ი: ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს, დაამუშავებენ კომპიუტერის საშუალებით, მოამზადებენ ადგილზე წარმოსადგენ პრეზენტაციებს და ამ მასალას განათავსებენ ბლოგზე. 8. პროექტის ბიუჯეტი: 1. გამგზავრება (ერთი კაცი) 15 ლარი 2. დღეში ორჯერადი კვებით შინიდან წამოღებული საჭმლით 3. სულ: 35 კაცი (მოსწავლეები,მასწავლებელი, მშობლები) 500 ლარი 9. პროექტის ხელმძღვანელი : მზია ეგიაშვილი, ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 10. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziaegiashvili@gmail.com

    Be the first to comment

    Login to see the comments

gegma

Views

Total views

648

On Slideshare

0

From embeds

0

Number of embeds

4

Actions

Downloads

2

Shares

0

Comments

0

Likes

0

×